მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7906 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქართველთა მოქცევა ქრისტიანობაზე და წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი

 

სულიწმიდის მოფენის შემდეგ მოციქულებმა და ღვთისმშობელმა მარიამმა წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო სახარების საქადაგებლად.

საქართველო წილად ხვდა თვითონ ღმრთისმშობელს. იგი მოემზადა ჩვენს ქვეყანაში წამოსასვლელად, მაგრამ ღამით მაცხოვარი გამოეცხადა და ურჩია: „შენ თვითონ იერუსალიმში დარჩი, რადგან მოხუცი ხარ, და შენს მაგივრად საქართველოში საქადაგებლად გაგზავნე ანდრია მოციქული, პირველწოდებულიო“. 

ასეც მოიქცა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი.

მოციქული ანდრია პირველწოდებული მოვიდა შავი ზღვის პირად, უქადაგა სახარება გურულებს, იმერლებს, მეგრელებსა და აფხაზებს და მოაქცია ისინი ქრისტეს სჯულზედ. მაგრამ იმდენი აღარ დასცალდა, რომ ქართლ-კახეთშიაც გადმოსულიყო და იქაც გაევრცელებინა ქრისტიანობა.

ქართლ-კახეთის მოქცევა ქრისტიანობაზე შემდეგში მოხდა წმინდა ნინოს მიერ, რომელსაც ამის გამო დაერქვა ქართველთა განმანათლებელი.

 ვინ იყო ნინო და როგორ მოაქცია ქრისტეს სჯულზე ქართველები?

წმინდა ნინო იყო კაბადოკიელი ქალი. კაბადოკია ჩვენი ქვეყნიდან სამხრეთით მდებარეობდა, სადაც ქართველთა მონათესავე ხალხიც ცხოვრობდა.

ნინოს დედ-მამას მის მეტი შვილი არა ჰყავდა, ძლიერ უყვარდათ იგი და ცდილობდნენ კარგად გაეზარდათ, რადგანაც თვითონ დედა და მამა ნინოსი იყვნენ ღვთისმოყვარე ადამიანები, ამიტომ შვილიც საღმრთო წერილის კითხვასა და ლოცვაში აღზარდეს ხელსაქმის კეთებასა და გლახაკთა შეწყნარებაში.

ჯერ თორმეტი წლისა არ იქნებოდა ნინო, რომ დედ-მამა დაეხოცა და დაობლდა. მაშინ იგი თავისას წაიყვანა იერუსალიმის პატრიარქმა, ნინოს ბიძამ.

ბიძამ სწავლს დასასრულებლად დისწული ერთ განათლებულსა და ფრიად ღვთისმოყვარე ქალს მიაბარა.

ამ ახალი ოსტატისაგან ნინომ ყველაფერი მშვენივრად ისწავლა, რაც კი განათლებულმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს.

ამასთან, იმდენად შეიყვარა ქრისტე ღმერთი, რომ გადაწყვიტა არ გათხოვილიყო და მთელი თავისი სიცოცხლე მისთვის შეეწირა.

როდესაც გაიგო, საქართველო, წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ჯერ კერპებს ემსახურება და ქრისტესი სრულიად არაფერი იცისო, მაშინვე გადაწყვიტა, წამოსულიყო ჩვენს ქვეყანაში და მოექცია იგი ქრისტიანობაზე.

ბიძამ ძლიერ მოუწონა ამისთანა წმინდა წადილი, დალოცა, აკურთხა და გამოისტუმრა ჩვენსკენ.

გზაზე ბევრი დაბრკოლება ნახა მან, ბევრი ტანჯვა და წვალება გამოიარა, მაგრამ ყველას ადვილად იტანდა, რადგანაც ღმერთის იმედი ჰქონდა.

ერთხელ, როდესაც ძლიერ შეწუხდა ნინო, სიზმარში გამოეცხადა ღვთისმშობელი ანგელოზებით, აღუთქვა თავისი შემწეობა, გაამხნევა და მისცა ხელში ჯვარი ვაზისა.

ნინომ რომ გამოიღვიძა და ნახა, ხელში ჯვარი ეჭირა, სიხარულით აივსო და ღმერთს მხურვალე მადლობა შესწირა.

ამისთანა მოწყალებით გამხნევებული ნინო ხელახლა გაბედულად დაადგა გზას და მცხეთას ჩამოვიდა.

მცხეთა მაშინ იყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი და იქ იჯდა მეფე საქართველოსი. იმჟამად მირიანი მეფობდა.

ნინო დაბინავდა აქ და იწყო ქადაგება სახარებისა ჯერ ქალთა შორის. მან ორმოცამდე მოაქცია ქრისტეს სჯულზედ.

ამ დროს დედოფალი ნანა მძიმედ დაავადდა და სიკვდილის პირზე იყო, ბევრი ექიმი მოღალეს, მაგრამ ვერა უშველეს რა.

მაშინ ერთმა გაქრისტიანებულმა ქალმა ურჩია დედოფალს, მოეწვია ნინო და მორჩენა ეთხოვა მისთვის.

დედოფალმა შეიწყნარა რჩევა, ნინო მოვიდა, ილოცა დედოფლისათვის და მაშინვე განკურნა, დედოფალმა უარყო კერპები და ირწმუნა ქრისტე.

გაიარა ცოტა ხანმა. ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა. ერთ მთაზე რომ იყო, მზე სრულიად დაუბნელდა და იღუპებოდა მეფე.

მაშინ მან შემწეობა სთხოვა თავის კერპებს, მაგრამ ვერაფერი უშველეს. შემდეგ შეევედრა ქრისტეს და გამობრწყინდა მზე.

მაშინ მეფე დარწმუნდა, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. ფიცხლად დაბრუნდა ნადირობიდან, თაყვანი სცა ნინოს და ყველას უამბო თავისი საოცარი თავგადასავალი.

მერე დაიბარა დიდებულები და უაზნონი და აცნობა განკურნება დედოფლისა, თავის გადარჩენა ქრისტეს შემწეობით და ურჩია, მათაც მიეღო ქრისტიანობა. ყველამ თანხმობა გამოაცხადა.

მაშინ საბერძნეთიდან დაიბარეს ეპისკოპოსი, მღვდლები და მთელი ქართლი მოინათლა მტკვარსა და არაგვში.

როდესაც მთელი ქართლი ქრისტიანობაზე მოაქცია, ნინო გაემგზავრა, იქადაგა იქ სახარება და კახელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. შემდეგ სამუდამო ბინად ბოდბისხევი ამოირჩია, სადაც დროს ატარებდა ღვთისმსახურებაში და დაუღალავად თესდა ხალხში ჭეშმარიტ სწავლას და წმინდა ზნეობას.

ღრმად მოხუცებული მიიცვალა წმინდა ნინო და იქვე, ბოდბისხევში დაასაფლავეს, სადაც შემდეგ მონასტერი აშენდა.

ჯვარი ნინოსი ბოდბისხევიდან ჯერ მცხეთაში წაიღეს და ბოლოს ჩამოიტანეს თბილისში. იგი ახლაც ასვენია სიონის ტაძარში და ყველა ქართველი მას დიდ თაყვანსა სცემს.

ნინო შეირაცხა წმინდანთა შორის და მოციქულთა თანასწორი ეწოდა.

მეფე მირიანის შემდეგ ქრისტიანობა გაააძლიერეს და ააყვავეს საქართველოს შემდგომმა მეფეებმა, მათ შორის ყველაზე დიდებულნი იყვნენ: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე და ერეკლე მეორე.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ