მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10793 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვანოს ბეღურა ჩიტები ძლიერ მოსწონდა, მათი მარდი მოძრაობა, მხიარული ხტუნაობა სიცოცხლით სავსე ჟივჟივი, ხეირიანობა, საოცარი ჭკუა და უშიშრობა კიდეც აკვირვებდნენ ვანოს და კიდეც სიამოვნებდა.

ფრთხილი ჩიტებიც არ ერიდებოდნენ ვანოს და სხვებზე მეტს ენდობოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ უხვი ხელი ჰქონდა და ხშირად უყრიდა მათ საკენკს.

უფრო მეტად შეიყვარა ვანომ ერთი ბეღურა ჩიტი, სხვებზე უფრო ცქვიტი, მარდი, ქოჩორა და ლამაზი. ყოველთვის ცდილობდა, რომ ამ ქოჩორასათვის მეტი საკენკი ერგუნებინა.

ასე გავიდა ზაფხული და შემოდგომა. ბოლოს დადგა ზამთარი; მაგრამ როგორი? ისეთი თოვლიანი და ყინვიანი, რომ მდინარეები მთლად გაიყინა.

ჩიტებს საშინლად აწუხებდა ყინვაცა და უსაჭმელობაცა. ვანომ მათთვის საკენკის დაყრას უმატა, მაგრამ ყინვის წინააღმდეგ აბა რას გააწყობდა.

ვანო გულით სწუხდა, როდესაც ხედავდა თავის საყვარელ ქოჩორა ჩიტს აბურძგნულსა, გამხდარსა, მობუზულსა და დაღონებულს. საწყალი ჩიტუნია საბრალოდ გასჭყიოდა ხრინწიანი ხმით, თითქო ჩივის: "ვაიმე, დედავ, გავიყინეო".

- ეს წყეული ყინვა ამ ჩემს ქოჩორას უთუოდ ფეხებს გააფშეკინებს თუ მე მას არა ვუშველე-რა, - სთქვა ვანომ და დაფიქრდა, თუ რა ხერხი მოეგონა. გადასწყვიტა, დაეჭირა ქოჩორა, ჩაესვა გალიაში, ზამთარში შინა ჰყოლოდა თბილად და მაძღრად და გაზაფხულზე ისევ გაეშვა გარეთ მის ნებაზე.

ამ განზრახვით ვანომ თავის კარმიდამოზე ერთ ალაგას ბოლომდე დაჰყარა საკენკი, ამ საკენკზე წამოაყირავა ცხრილი, რომელსაც ქვევიდან ჯოხი შეუყენა დასამაგრებლად. ამ ჯოხს ძირში მოაბა ბაწარი, რომლის თავი ხელში დაიჭირა; მოშორდა ცხრილსა და შორი-ახლო ბოძს ამოეფარა.

ლოდინი დიდხანს არ მოუნდა. მარცვლებთან მოფრინდა ყველაზე ადრე ჩვენი ნაცნობი ქოჩორა და ხარბად დაუწყო კენკვა.

დამალულმა ვანომ იდროვა და უცებ გამოჰკრა ჯოხს ბაწარი. ცხრილი წამოიქცა და ქვეშ მოიყოლა ჩიტუნია. ვანომ მიირბინა, ფრთხილად შეყო ხელი ცხრილ ქვეშ, დაიჭირა ჩიტი და გარეთ გამოიყვანა. საჩქაროდ შეიყვანა შინ და ჩასვა დამზადებულ გალიაში, სადაც წყალი დაუდგა და ფეტვის მარცვალიც ბევრი დაუყარა.

ვანო დარწმუნებული იყო, რომ ჩიტი, სიცივესა და შიმშილს მოშორებული და დაბინავებული თბილ და საჭმლით სავსე გალიაში, მოკეთდებოდა, მოღონიერდებოდა, მომხიარულდებოდა და ბედნიერად იგრძნობდა თავსა, მაგრამ, დახე ვანოს გაოცებას! მშიერმა ჩიტმა პირიც არ დააკარა არც საჭმელსა და არც სასმელს. საცოდავად მიიყუჟა კუნჭულში, მოიბუზა, საშინლად დაღონდა და მომაკვდავს დაემსგავსა.

- იქნება ჩიტუნიას ეხამუშა ეს ახალი მდგომარეობა და მერე შეეჩვიოსო, - იფიქრა ვანომ და იმედი მოიცა. მაგრამ არც მეორე დღეს გაეხსნა კრიჭა ჩიტს და კიდევ უფრო მეტად იტანჯებოდა.

ცხადი იყო, რომ ჩიტს გალია თავის საპყრობილედ მიაჩნდა, თავისი თავი ტყვედ და ვანო მტრად, მწვალებლად, რომელმაც თავისუფლება წაართვა და დაატუსაღა. ერთი-ორი დღე რომ კიდევ დარჩენილიყო გალიაში, ქოჩორა უთუოდ ფეხებს გაფშეკდა.

ვანო ამაში სრულიად დარწმუნდა და მესამე დღეს გარეთ გამოიტანა გალია, შორი-ახლო დადგა, კარი გაუღო და თვითონაც მოშორდა.

მიმკვდარებული ჩიტი მაშინვე მოცოცხლდა, გარეთ გამოხტა, დაიფრთხიალა და მახლობელ საბძელში ტყვიასავით შევარდა. აქ მალე მოიბრუნა გული და გაფაციცებით დაუწყო ძებნა პურის მარცვლებს ბზეში.

ეტყობა, ჩიტსაც კი თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია, - სთქვა გულკეთილმა ვანომ და მას უკან აღარ და დაუტყვევებია არც ერთი ჩიტი.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ