მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7322 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ორი ყმაწვილი გადამტერებული იყო ერთმანეთზე. სადაც კი შეხვდებოდნენ ერთმანეთს, უთუოდ ჩხუბი უნდა მოსვლოდათ.

ერთხელ მდინარის პირას წაიკიდნენ; ბევრი იბრძოლეს, თავბრუ დაესხათ, ვეღარა გაიგეს რა და ერთი მათგანი მდინარეში გადავარდა. წყალმა ბავშვი წაიღო და იხრჩობოდა.

დიდთაგანი ახლომახლო არავინ შეესწრო, ყმაწვილები კი იყვნენ იქა, ზოგმა ცურვაც იცოდა, მაგრამ წყალს ვერავინ შებედა, ყველას ეშინოდა.

მდინარე ადიდებული მიქუხდა და მიშველება მეტად სახიფათო იყო. წყალწაღებულ ყმაწვილს უსათუოდ დაღუპვა მოელოდა.

მაგრამ მას მხსნელად აღმოუჩნდა ის, ვისგანაც ამას სრულიად არავინ მოელოდა. ნაპირზე დარჩენილი ყმაწვილი თავისი პატარა მტრის სიბრალულით აივსო, მაღალმა წადილმა გაიტაცა და ადიდებულ მდინარეს არ შეუშინდა: გაიძრო სწრაფად ტანისამოსი, ახსენა ღმერთი და გადაეშვა წყალში.

ცურვა ჩინებული იცოდა და თავისთავის იმედი ჰქონდა.

ჩახტა თუ არა ყმაწვილი წყალში, მდინარემ იმწამსვე დაატრიალა და ჩააყურყუმალავა. "ვაიმე, ამასაც დაახრჩობს ეს წყეული მდინარე!" - შეჰკივლეს ბავშვებმა. მაგრამ მამაცმა ბავშვმა მალე ისევ ამოიყურყუმელავა, წყალს ზევით მოექცა და სწრაფი ცურვით გაექანა წყალწაღებული ბავშვისაკენ.

ბოლოს, როგორც იყო, მიუახლოვდა დაბნედილ ბავშვს. ცალი ხელი მაგრა ჩასჭიდა და მეორე ხელით და ფეხებით იწყო ცურვა ნაპირისაკენ.

საქმე ახლა უფრო გაძნელდა. წყალმა არა ერთხელ გამოსტაცა ხელიდან ბავშვი, არა ერთხელ აუვსო პირი და შეუგუბა სული; მაგრამ უშიშარი და თავგანწირული ყმაწვილი ბოლოს მაინც ეწია თავის სასიქადულო გულის წადილს. გადაარჩინა თავის პატარა მტერი დახრჩობას და ცოცხალი გამოიყვანა ნაპირზე.

იქ მყოფი ბავშვები, აღტაცებულნი ასეთი სამაგალითო საქციელით, მისცვივდნენ ყმაწვილს, გადაეხვივნენ და მხურვალე გადაკოცნით დააჯილდოვეს.

ამ დღიდან, წინანდელი მოსისხლე მტერნი, შეიქმნენ გულითადი მეგობრები და ერთმანეთს აღარაფერი ერჩივნათ სიკვდილამდე.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ