მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9675 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ სკოლაში სწავლობდა სანდრო. ისეთი ზარმაცი იყო, რომ ყველასათვის თითით საჩვენებელი შეიქნა. სკოლაში სწავლის დროს სულ ეშმაკობდა, მასწავლებელს ყურს არ უგდებდა, თავის ამხანაგებსაც ხელს უშლიდა.

შინ ხომ წიგნი თვალის დასანახავად ეჯავრებოდა და სულ თამაშობასა და ეშმაკობაში იყო გართული.

ბევრი ღონისძიებას მიმართეს მასწავლებლებმა და მშობლებმა, მაგრამ ვერას გახდნენ, ჭკუაზე ვერ მოიყვანეს, სწავლა ვერ შეაყვარეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს თუ ხვალ სკოლიდან უნდა გამოერიცხათ.

ერთხელ სანდროს სახლთან ერთი სრულიად უცნობი მათხოვაი მივიდა. სანდრო, თუმცა ზარმაცი იყო, მაგრამ გული კეთილი ქონდა. სანდრომ მათხოვარს მაშინვე პური გამოურბენინა, რამდენიმე ფული აჩუქა და კიდეც გამოელაპარაკა:

- ბიძია, განა სხვებივით მუშაობა არ შეგიძლია? ხელი არ გაკლია და ფეხი; სიბერე შენთვის ჯერ შორს არის და ჯანითაც არა გიშავს რა. რად წანწალებ და რად მათხოვრობ? - ჰკითხა სანდრომ მათხოვარს.

- რადგანაც მოწყალება უხვად გაიმეტე, მართალს გეტყვი, - უპასუხა მათხოვარმა. - მეც პატარაობისას შენსავით სკოლაში ვსწავლობდი; ჩემი დედ-მამა არაფერს იშურებდა, რომ სწავლა დამემთავრებინა და კარგი კაცი გამოვსულიყავი. მაგრამ თავში რაღაც ეშმაკი ჩამიჯდა და სწავლაზე გული ამაცრუებინა, შრომა შემაძულა, ეშმაკობა და სიცუდე შემაყვარა.

საშინელი სიზარმაცე ჩვეულებად და სენად გადამექცა და ბოლოს სკოლიდანაც გამომრიცხეს. მალე დედ-მამაც დამეხოცა და დავრჩი ობლად. სკოლაში სიზარმაცეს მიჩვეულს, ხელის განძრევაც მეძნელებოდა, შრომა მძულდა, ვერც ერთ საქმეს ვეღარ მოვეკიდე. დავვარდი, დავუძლურდი და ლუკმა პური მენატრებოდა. ავდექი, დავიწყე მათხოვრობა და იმ დღიდან აქამდე ძაღლივით დავწანწალებ და მოწყალებით ვცხოვრობ. - თქვა ეს გლახამ და სწრაფად გაშორდა სანდროს.

გლახის სიტყვები სანდროს გულს ელდასავით ეცა და ეს ელდა უებარ წამლად გადაექცა მის სიზარმაცეს. ამ დღიდან სანდრო სრულიად სხვა ბავშვად გადაიქცა. სიზარმაცე, უსაქმურობა და ეშმაკობა ჭირივით შეიძულა, შრომა და ბეჯითობა კი სულითა და გულით შეიყვარა, დღე და ღამე სულ სწავლაში იყო გართული და ძილშიც კი გაკვეთილებს იმეორებდა.

დედ-მამა ძალდატანებით აიძულებდა ხოლმე, რომ მოთამაშე ყმაწვილებში გარეულიყო, რათა მეტი მეცადინეობით ავად არ გამხდარიყო.

სანდრომ ბოლოს სწავლა ჩინებულად დაამთავრა და ცხოვრებაში მხნე და სასარგებლო მოღვაწის სახელი დაიმსახურა.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ