მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10396 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩვენს სოფელს ვარიანი ჰქვია. მცხოვრებნი სულ გლეხები არიან. ას კომლამდე იქნებიან. ახლო-მახლო ცხოვრობენ. ქვითკირის შენობა მხოლოდ ზოგიერთს უდგას. სხვები სცხოვრობენ ან მიწურში ან ქვა-ტალახა სახლებში. სახლებისვე გვერდით გაკეთებული აქვთ ბოსლები და ბაკები. ამის გამო სოფელს სისუფთავე აკლია.

რადგანაც სოფელი მჭიდროდ არის დასახლებული, ამის გამო პატარა ადგილი უჭირავს.

შიგ შუა სოფელში აშენებულია ქვითკირის საყდარი ღვთისმშობლის სახელობაზე. საყდარს ზევით და ქვევით ამოჩუხჩუხებს მიწიდან ორი ვეებერთელა წყარო. ეს წყაროები ქვემოთ ერთდება და აჩენს მოზრდილს ფშანს. ამ ფშანში ბევრი თევზი ბუდობს, მათ შორის კალმახიც, ყველა თევზზე გემრიელი.

ვარიანს ირგვლივ შემორტყმული აქვს ვენახები. ეს ვენახები სავსეა ვაზებით, ხილი კი მათში ნაკლებად არის დარგული. ვენახების აქეთ-იქით იწყება სახნავ-სათესი მიწები. ამ მიწებმა და ვენახებმა ჩინებული მოსავალი იციან. ეს იმიტომ, რომ მიწა ნაყოფიერია და უხვად ირწყვება რუების წყლით.

ეს რუები გამოყვანილია მდინარე ლიახვიდან, რომელიც აღმოსავლეთის მხრივ ჩამოუდის ვარიანს. ვარიანელებს მოჰყავთ პური და სიმინდი. სხვა მცენარეს იშვიათად სთესავენ. ღვინის მოყვანასაც ერთგულად მისდევენ.

ზამთარი ვარიანში მეტად ცივი იცის. ეს უფრო იმიტომ, რომ ჩრდილოეთიდან ზედ დაჰყურებს კავკასიონის მაღალი მთები, ზამთარ-ზაფხულ თოვლით შემოსილი.

რადგან ვაზი ვერ იტანს ზამთრის ყინვასა და ხმება, ამიტომ ვარიანელები შემოდგომაზე ვენახს სარს უყრიან და ვაზებს მიწაში ფლავენ, რასაც ისინი ვაზის დამარხვას ეძახიან. გაზაფხულზე კი ისევ ააყენებენ ხოლმე ვაზებსა და სარებს უდგამენ.

სამხრეთით ვარიანს მოზრდილი ჭაობი უძევს. ამ ჭაობს მეტად ცუდი სუნი ასდის, რომელიც სწამლავს ჰაერსა და აჩენს ავ ციებას ზაფხულობით. ბედად, ვარიანში თითქმის ყოველ დღე ქარი ჰქრის და ფანტავს ამ მოშხამულს ჰაერსა, თორემ უარესი დაემართებოდათ ვარიანელებს.

ვარიანელები ზამთრობით არსად მიდიან საქმეზე და შინაც დროს უქმად ატარებენ. სახნავ-სათესი მიწაც ნაკლები აქვთ და ისიც საღალო. ამის გამო ღარიბნი არიან და სხვადასხვა ფულიანი მოქალაქეების ბევრი ვალი მართებთ 

პატარაა და ღარიბი ვარიანი, მაგრამ მე კი ეს სოფელი ძლიერ მიყვარს.

მიყვარს იმის გამო, რომ იქ დავიბადე, იქ ვიხილე მზის სინათლე, იქ გავატარე ჩემი ბავშვობის ბედნიერი დღეები, იქ ვტკბებოდი მშობლების, ძმების და დების სიყვარულით, იქ ჩემს ყურებს ასიამოვნებდა წყლების ჩხრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი;

იქაურ მწვანე ტყე-ველს აღტაცებაში მოვყავდი; იქ ვისწავლე ბევრი ხალხური ლექსი და მოთხრობა, იქ შევითვისე და შევიყვარე მშრომელი ხალხი. იქვე, სასაფლაოზე მარხია ჩემი ძვირფასი დედ-მამა, ძმები, ნათესავები.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ