მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2224 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

დავით აღმაშენებელი მეფობდა მე-11 საუკუნის ბოლოსა და მე-12 საუკუნის დასაწყისში. თავისი ბავშვობის დროს დავითი მოწმე და თვითმხილველი გახდა საქართველოს საშინელი უბედურებისა. 

ჩვენს ქვეყანას შემოესია სასტიკი მტერი, ფრიად მრავალრიცხოვანი, რომელსაც დიდძალი ჯარი ჰყავდა. ესენი იყვნენ ოსმალები, ანუ თურქები. მათ დაიპყრეს მრავალი ქვეყანა და ბოლოს შემოიჭრნენ საქართველოში. გადაწვეს ქალაქები და სოფლები, დაანგრიეს ციხეები, ხალხს წაართვეს სარჩო-საბადებელი და ბევრიც დახოცეს.

ილაჯგაწყვეტილი ხალხი გაიხიზნა კავკასიონისა და თრიალეთის მთებში. ბევრი იქ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან დაიღუპა. საქართველო თითქმის გავერანდა, დაქცეულ ოჯახს დაემსგავსა. 

თვით პატარა ექვსი წლის დავითმა ძლივს გაასწრო ერთი ფეხით ქუთაისიდან რაჭისაკენ, როცა ოსმალები თავს დაესხნენ ამ ქალაქსა და ცეცხლი მოუკიდეს.

ტანჯულ ხალხს დიდი იმედი ჰქონდა დავითისა. ეს იმედი სავსებით ასრულდა. დავითი სამაგალითოდ აღიზარდა და როცა თექვსმეტი წლისა შესრულდა, ყველას აოცებდა თავისი აღნაგობით, დიდი ჭკუითა და საარაკო მხნეობით. 

ხალხმა მოითხოვა დავითის დაუდევარი მამისაგან, რომ სამეფო ტახტი თავისი ვაჟიშვილისათვის დაეთმო. ისიც ხალხის ნებას დაჰყვა, აკურთხებინა მეფედ თექვსმეტი წლის დავითი და თვითონ მონასტერში წავიდა ბერად.

უპირველესად მეფე დავითი შეუდგა ოსმალების თავიდან მოშორებას. ჯერჯერობით ბრძოლით ეს არ შეიძლებოდა, რადგანაც ხალხი მეტად შემცირებული და დაუძლურებული იყო.

დავითმა ოსმალეთის მბრძანებელს მიმართა ასეთი სიტყვებით: „თქვენი შიშით ხალხი გახიზნულია მთებში, გაღატაკებულია და დასარბევადაც კი ვეღარაფერს შოულობთ. გადით საქართველოდან, ხალხი დაუბრუნდება თავის მიწა-წყალს, ხვნა-თესვას შეუდგება, დოვლათს შეიძენს და ყოველწლივ გადაიხდის თქვენს ხარჯსა.“

ოსმალები დაეთანხმნენ დავითს, გავიდნენ საქართველოდან და დაბანაკდნენ სამხრეთით, ოსმალეთში. მაშინ ჩვენი ხალხი ჩამოვიდა მთებიდან, ააშენა დანგრეული სოფლები, მიჰყო წინანდებურად ხელი მეურნეობას და მალე მოღონიერდა.

ამ მოღონიერებას ხელი შეუწყო დავითმა, რომელიც დაუღალავად ზრუნავდა ხალხის ფეხზე დაყენებისა და მისი კეთილდღეობისათვის. 

ტყეში ყოფნისას ბევრი დასნეულდა, დავითმა ამ სნეულთათვის დიდ სოფლებში თავისი ხარჯით გამართა სამკურნალოები, სადაც ავადმყოფებს უვლიდნენ და მკურნალობდნენ. თვითონ მეფეც ხშირად ინახულებდა ხოლმე ამ სამკურნალოებს და მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა ავადმყოფებს.

ამასთანავე მამობრივ შემწეობას უხვად აძლევდა ყველა ღარიბსა და გლახაკს. თუ რომელიმე დღეს შემწეობას ვერ აღმოუჩენდა გაჭირვებულს, იმ დღეს დაკარგულად თვლიდა და ამბობდა: „დღეს მე ვერ შევძელი უფლის ვალის გადახდაო".

დავითმა აღაშენა მტრისაგან დანგრეული ქალაქები, განაახლა გორი,რომელიც ოსმალებმა მიწასთან გაასწორეს პირველი შემოსევის დროს.

 

II

 

დავითი იყო ღვთისმოსავი გვირგვინოსანი: ეკლესიებს აშენებდა, ხშირად წირვა-ლოცვაზე დადიოდა და მის მოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა. ამავე დროს ის პატივსა სცემდა მუსულმანების სჯულსაც, ის ხშირად დადიოდა ჯამეში და ებაასებოდა მათს სასულიერო პირებს.

მაგრამ დავითმა საქართველო უფრო იმით გააძლიერა, რომ განათლებას ფართო გზა გაუხსნა. მან დააარსა მრავალი სასწავლებელი. ხალხს შეჰყავდა თავისი შვილები სკოლაში და ეწაფებოდა განათლებას. 

დავითმა ესეც არ იკმარა: ყოველწლივ უნიჭიერეს კურსდამთავრებულ ყმაწვილებს გზავნიდა სახელმწიფო ხარჯით უმაღლესი განათლების მისაღებად საბერძნეთში, რომელიც მაშინ განათლებით ყველაზე დაწინაურებული იყო. თვითონ დავით მეფე ხალხს უჩვენებდა სწავლის სიყვარულის ჩინებულ მაგალითს: ჰქონდა დიდებული ბიბლიოთეკა და კითხულობდა ყოველთვის, როდესაც სამეფო საქმეებიდან მოცლილი იყო; ნადირობისა და ლაშქრობის დროსაც კი თან დაჰქონდა ბიბლიოთეკა.

როცა ქვეყანამ ძალ-ღონე მოიკრიბა, დავითმა შეადგინა დიდი ჯარი, ამავე დროს ხარკის მიცემა შეუწყვიტა ოსმალებს. ისინი საომრად გამოეშურნენ საქართველოსაკენ, მაგრამ დავითი თავისი ჯარით მიეგება მათ საზღვარზე და საშინლად დაამარცხა. 

მოულოდნელი დამარცხებისაგან თავზარდაცემულ მტერს ქართველთა ლაშქარი უკან დაედევნა და გაანადგურა. ამის შემდეგ ოსმალებმა რამდენჯერმე კიდევ სცადეს საქართველოს დალაშქვრა, მაგრამ ყველა ომი მათი დამარცხებითა და გაქცევით მთავრდებოდა. 

ამ ომში გამარჯვება დავითს იმანაც გაუადვილა, რომ მას ჩრდილოკავკასიელებიც ეხმარებოდნენ; მაგრამ მთავარი მიზეზი ყველა გამარჯვებისა იყო თვით დავითი: მის სიმამაცეს საზღვარი არ ჰქონდა, თავგანწირვით იბრძოდა და არაერთხელ დაიჭრა კიდეც გაცხარებულ ომში. 

მტერს თავს მაშინ დაეცემოდა ხოლმე, როდესაც იგი ამას არ მოელოდა; იმ მხრიდან მოუვლიდა, საიდანაც მას თავდასხმის ფიქრი არ ჰქონდა.

დავითმა მთელი საქართველო გაათავისუფლა ოსმალებისაგან, მაგრამ მარტო ამით არ დაკმაყოფილდა: თურქები გარეკა სომხეთიდანაც და დაიხსნა მათი მონობისაგან ქალაქი ანისი. განდევნა ოსმალები ყველა მახლობელი ქვეყნიდან. 

ამიერკავკასიის მადლიერმა ხალხებმა დავითი აღიარეს მეფეთ-მეფედ.

დავითი ყველას ხიბლავდა კაცთმოყვარეობით, გამსჭვალული იყო მოყვასის სიყვარულით, მუდამ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა. ამასთან,მეტად უყვარდა ღვთისმსახურება, ამის გამო დავითი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ღვაწლმოსილი მეფე დაკრძალულია გელათის მონასტერში, რომელიც მანვე აღაშენა ქუთაისის ახლოს.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ