მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2278 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1795 წელს ქართლ-კახეთში სახელოვანი ერეკლე II მეფობდა. სპარსეთის განუწყვეტელი თავდასხმებით გაწამებული, მოხუცებულობის ჟამს იგი რუსეთს კავშირით შეეკრა. 

ქართლ-კახეთმა და რუსეთმა დადეს სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელმწიფე საქართველოს მფარველი უნდა ყოფილიყო და თავისი ჯარი მოეშველებინა ყოველთვის, როდესაც ჩვენს ქვეყანას მტერი დაესხმოდა თავს; მეორე მხრივ კი, საქართველო ვალდებული იყო, ყოფილიყო რუსეთის ერთგული და თავისი ჯარით დახმარებოდა მას ოსმალეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სპარსეთის შაჰს - აღა-მაჰმად-ხანს - დიდად არ მოეწონა მეფე ერეკლეს ეს გადაწყვეტილება. მან შემოუთვალა ქართველ მეფეს, რომ გაეწყვიტა რუსეთთან კავშირი, მიეღო მფარველობა სპარსეთისა და ხარკიც ეძლია მისთვის ყოველწლიურად.

მეფე ერეკლემ, რასაკვირველია, მას მტკიცე უარი შეუთვალა. შაჰი განრისხდა, შეაგროვა აუარებელი ჯარი და გამოეშურა საქართველოსათვის ჭკუის სასწავლებლად.

ამ დროს რუსეთის ჯარი ჩრდილოეთ კავკასიაში იდგა. მეფე ერეკლე რუს მოკავშირეებს წერილს წერილზე სწერდა - მათგან სასწრაფო დახმარებასა და ჯარის გამოგზავნას ითხოვდა, მაგრამ ამაოდ; რუსული ჯარი ადგილიდან არ იძროდა.

მალე აღა-მაჰმად-ხანი მრავალათასიანი ჯარით მოადგა თბილისს, ერეკლემ კი ძლივძლივობით მოუყარა თავი ხუთი ათას მებრძოლს.

აგვისტოს მიწურული იყო.

პირველი იერიში სპარსელებმა თბილისის სამხრეთით, კრწანისის მინდვრების ვიწროებში, მოიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ მტერი რიცხობრივად ბევრად სჭარბობდა ქართულ ჯარს, ქართველებმა მომხდურს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და წინ არ გამოუშვეს. 

მეწინავე ჯარს, რომელსაც უფლისწული იოანე მეთაურობდა, მიეშველა მაჩაბელი თავისი რაზმით. 

ეს მაჩაბელი მამაცი მეომარიც იყო და ამავე დროს სახელოვანი მელექსე - საზანდარიც. მან მხიარულად დაუკრა ჩონგური, ზედ გულის ასაძგერებლი სიმღერებიც დაამღერა და საოცარი სისწრაფით მიესია სპარსელებს თავისი მცირერიცხოვანი მებრძოლებით. 

ქართველებმა გააპეს მტრის ჯარი და გაექანნენ შუაგულისაკენ, სადაც თვითონ შაჰი ეგულებოდათ; წაართვეს სპარსულ ჯარს ბაირაღები და თვით შაჰის შეპყრობასაც ლამობდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ქართველებს წინ გადაეღობათ მტრის საგანგებო რაზმი და უკან დაახევინა მათ.

„მე არ მახსოვს,რომ რომელიმე ჩემი მტერი ასეთი გმირობით შემბრძოლებოდესო", - წარმოთქვა შაჰმა, როდესაც დაინახა მოახლოებული ქართველები, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მის ჯარს.

სპარსელებს ახალ-ახალი ძალა ემატებოდათ, ქართველები კი თანდათან სუსტებოდნენ. ერთი ქართველი იბრძოდა 14-15 სპარსელის წინააღმდეგ. ერთი კაცი კი, რაც უნდა დიდი მამაცობითა და თავგანწირულობით იყოს აღჭურვილი, ვერ სძლევს 14-15 მებრძოლს.

ვერც სძლიეს. ამ ბრძოლაში მრავალი თავგანწირული ქართველი მეომარი დაეცა. ჩვენმა ჯარმა უკან იწყო დახევა. სპარსელები თბილისს თანდათან უახლოვდებოდნენ. ბრძოლამ გასტანა დილიდან ბინდამდე. 

საღამოზე სპარსელები მიადგნენ ქალაქის კედლებს. სამჯერ უკუაქციეს ქართველებმა მტერი თბილისის გალავნიდან, მაგრამ სამჯერვე განაახლეს სპარსელებმა იერიში.

მწუხარებით შეპყრობილი მეფე ერეკლე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე აპირებდა ბრძოლას. ალბათ შეაკლავდა კიდეც მტერს თავს, მაგრამ ძალისძალით გაიყვანეს მხლებლებმა ქალაქიდან 80 წლის მეფე და გაუყენეს მთიულეთის გზას. 

ერეკლეს თან ახლდა 90 მეომარი, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი საყვარელი მეფისათვის ლუკმა-ლუკმა აკუწულიყვნენ.

აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი დაიპყრო...

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ