მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2015 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი სოფლის მახლობლად პატარა ტყეში ყვავი ცხოვრობდა. როცა ეს ყვავი მშიერი იყო, მაშინ იმგვარ მოხერხებულობასა და გულადობას იჩენდა, რომ მთელ სოფელს აკვირვებდა.

ყვავს სოფლის მცხოვრებლები მოთმინებიდანაც გამოჰყავდა. რა წამს პატარა ბატების გროვას უპატრონოდ დაინახავდა, მაშინვე უკან დარჩენილ ჭუკს თავს დაეცემოდა, მოიტაცებდა და თავის ბახალებს წაუღებდა. პატარა იხვებსა და წიწილებსაც ასევე იტაცებდა.

ერთხელ ერთი ქალი ბოსტანს მარგლავდა; იქვე ედო საგზლად წამოღებული ყველის კარგა მოზრდილი ნაჭერი. დაინახა თუ არა ეს ყვავმა, მაშინვე ზევიდან სწრაფად დაეშვა, ქალს არ მოერიდა, ყველი მოსტაცა და თავის ბუდეში წაიღო. პატრონმა ბევრი უკივლა, მაგრამ ყვავი არაფერს შეეპუა.

ერთი თავადის ყანაში გლეხები მუშაობდნენ და საუზმე ჯიბით თან მიჰქონდათ ხოლმე. როცა მზე მაღლა ავიდოდა, ტანისამოსს იხდიდნენ და მიჯნაზე აწყობდნენ. ერთხელ, მუშები რომ შორს წავიდნენ, ყვავი მიფრინდა, ჯიბეები კარგად გასინჯა, ერთი ჯიბიდან საუზმე ამოიღო და წაიღო.

ამხანაგებმა გაძარცვულს დასცინეს და უთხრეს: ჩვენ ასეთი სასაცილო საქმე არ მოგვივაო. მეორე დღეს მათ თავიანთი ტანსაცმლის ჯიბეები შიგნიდან მოაქციეს და ზემოდან კალთები წააფარეს. 

ყვავმა მუშებს უთვალთვალა და როცა ისევ შორს წავიდნენ, ტანისამოსთან მიფრინდა, ნისკარტით კალთები გადახადა, ჯიბიდან საჭმელი ამოიღო, ჯერ თვითონ დანაყრდა და მერე თავის შვილებსაც კარგი სადილი წაუღო.  მეტი ძალა არ იყო, მუშებს ტანისამოსზე ისეთი დიდი ქვები უნდა დაეწყოთ, რომ ყვავს გადაგორება ვერ შესძლებოდა. 

ამის შემდეგ ჭკვიანმა ყვავმა დიდი ყურადღება მიაქცია ტანსაცმლის ჯიბეებს და ყოველთვის სინჯავდა, როცა კი ჯიბიან ტანსაცმელს სადმე უპატრონოდ დაინახავდა. 

სოფლის მცხოვრებლებმა ერთ მარჯვე მონადირეს სთხოვეს, რომ ეს ყვავი მოეკლა, მაგრამ უარი მიღეს, რადგან მონადირე ყვავის ჭკუით ძლიერ გაკვირვებული და აღტაცებული იყო.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ