მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3995 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ სახლში სცხოვრობდა ცუგა ძაღლი. მეტად გონიერი ოთხფეხა იყო. იცოდა, რომ ღამით სახლისათვის უნდა ედარაჯა და ამიტომ დღისით ბევრი ეძინა, ღამით კი მეტად ფრთხილი და ფხიზელი იყო. ისიც შემჩნეული ქონდა, რომ რბილი საჭმელი კბილებს უსუსტებდა და უჩლუნგებდა, ამიტომ ძვლებს ხშირად ხრავდა და ამით იმაგრებდა თავის კბილებს. 

ავად რომ გახდებოდა, მოძოვილი ბალახით გულს ირევდა, საკვებს უკან იღებდა და ამით თავს მოირჩენდა ხოლმე. თუ საღამოზე ძროხები თვითონ არ მოვიდოდნენ, წავიდოდა, იპოვნიდა, კბენდა უკანა ფეხებში და მიერეკებოდა შინისკენ. ძუძუებში და გვერდებში კი კბილების წავლებას ძლიერ ერიდებოდა. - ეტყობოდა, კარგად ქონდა შეგნებული, რომ ამ ადგილებში კბენა ძროხებისთვის მავნებელია. 

ერთხელ ამ ძაღლის პატრონს მარანში შესვლა მოუნდა: იქ ერბო ჰქონდა შენახული და უნდოდა გამოეტანა. მას უკან შეჰყვა ჩვენი ცუგა ძაღლი. სახლის პატრონმა აიღო ერბო და გამოსწია გარეთ. როცა გამოვიდა, მარნის კარები საჩქაროთ გამოიხურა. ამ დროს შემოესმა საშინელი ყვირილი. ყვიროდა ცუგა, რომელიც პატრონს ვერ შეემჩნია და რომელსაც წინა ფეხი კარებში მოყოლოდა. კარები მძიმე იყო და ამიტომ ცუგას ფეხი ძალიან დაშავებოდა. 

სახლის პატრონს ძლიერ ეცოდებოდა ძაღლი და ნანობდა, რატომ ვერ დავინახე და რად დავუშავე ფეხიო. მან კარგად გაუსინჯა ძაღლს ფეხი, აიყვანა ხელში, შეიყვანა შინ და დაიწყო მკურნალობა: დაადო ნატკენ ფეხზე მალამო და ჩვარით მაგრად შეუკრა. ცუგას ფეხი მალე მოურჩა და წინანდებურად დაიწყო ხტუნვა და თამაშობა. 

ერთხელ სახლის პატრონი იჯდა მოხურულ ოთახში და საქმეს აკეთებდა. უცებ რაღაცამ დაიწყო გარედან კარების ფხაკუნი. გააღო სახლის პატრონმა კარები და თავისი ცუგა დახვდა, მაგრამ მარტო არ იყო: ცუგასთან დაინახა ერთი კოჭლი ძაღლი, რომელიც, როგორც ეტყობოდა, ცუგას მოეყვანა თავის პატრონთან, ესეც ჩემსავით მოარჩინეო.

პატრონი მიუხვდა გონიერ ცუგას გულის წადილს, უწამლა მის მეგობარსაც და ისიც მალე მოარჩინა. 

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ