მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 35797 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ სკოლაში ვარო სწავლობდა. ძლიერ ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ ბოროტი გულ ჰქონდა. მეტად თავი მოჰქონდა სილამაზით, ნაკლებად ბეჯითობდა და წამდაუწუმ დასცინოდა თავის ამხანაგებს.

განსაკუთრებით ამოჩემებული ჰყავდა პატარა ელამი კატო: რამდენჯერ დაუცინია გულსაკლავად და აუტირებია ცხარე ცრემლით.

ამხანაგებს ჭირივით ეჯავრებოდათ ბოროტი ვარო.

ერთხელ გაჩნდა ყვავილი. ვაროს, დედ-მამის დაუდევრობით, ყვავილზე აცრილი არ ჰქონდა. შეხვდა ყვავილი და ისე დაუმახინჯა პირისახე, რომ ადამიანი ვეღარც კი იცნობდა.

ბავშვმა სამუდამოდ დაკარგა სილამაზე, რითაც ამპარტავნობდა და საშინელ მწუხარებაში ჩავარდა.

მორჩენის შემდეგ ვაროს მშობლები სკოლაში გზავნიდნენ, მაგრამ ის ცივ უარზე იდგა: თან ცხვენოდა და თან ამხანაგების ეშინოდა.

ბოლოს, როგორც იქნა, გაგზავნეს სკოლაში. მიდის ვარო სკოლისაკენ და გულში შიშის ალი უტრიალებს: ჩემი ამხანაგები რომ დაკენკილ სახეს დამინახავენ, სიცილს დამაყრიან, მასხრად ამიგდებენ, წინანდელ ჯავრს ამოიყრიან და გულს სულ ჩამითუთქავენო.

შევიდა სკოლაში გაფითრებული და აკანკალებული ვარო, მაგრამ დახე, მის გაოცებას! მოლოდინი არ აუსრულდა. შიში არ გაუმართლდა. 

ამხანაგებმა ვარო რომ დამახინჯებული დაინახეს, არამც თუ დაცინვა არ დაუწყეს, სიბრალულით აევსოთ გული და ცდილობდნენ, ალერსით ენუგეშებინათ.

ყველაზე მეტ თანაგრძნობას იჩენდა ელამი კატო. ვაროს სიხარულისაგან გული ამოუჯდა და თვალებიდან შვების ცრემლი წასკდა.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ