მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 19234 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნიკომ პატარა ციგით ბევრი ისრიალა თოვლზე; მერე გაწითლებულმა და გახარებულმა მამასთან მიირბინა და უთხრა: „უჰ, მამიკო, რა კარგია ზამთარი, ნეტავი სულ ზამთარი იყოს!“

- შენი სურვილი ჩემს უბის წიგნაკში ჩაწერეო, - სთხოვა მას მამამ. ნიკომ ჩაწერა.

დადგა გაზაფხული. ნიკომ პეპლებს ბევრი სდია, ბევრი ყვავილი მოკრიფა და ლამაზი კონები შეკრა; მერე მამასთან მიირბინა და უთხრა: „რა მშვენიერია ეს გაზაფხული, ნეტავი სულ გაზაფხული იყოს!“ მამამ ნიკოს ეს სურვილიც თავის უბის წიგნაკში ჩააწერინა.

მოვიდა ზაფხული. ნიკო და მამამისი ყანაში ერთად წავიდნენ. ბავშვი მთელი დღე დიდ სიხარულში იყო; ხან ძნის კონებს ზიდავდა, ხან წყალში ბანაობდა, ხან მარწყვს კრეფდა და ხან მწყრებს დასდევდა. საღამოს რომ მამასთან მივიდა, უთხრა: „უჰ, დღეს რამდენი ვისიამოვნე! რა კარგი იქნებოდა, რომ მუდამ ზაფხული ყოფილიყო!“ მამამ ნიკოს ეს სურვილიც უბის წიგნაკში ჩააწერინა .

დადგა შემოდგომა. ბაღები მწიფე ხილით აივსო; ვენახებში დამწიფებული მტევნები ვაზებზე დნებოდა. ნიკომ რთველში ბევრი აკიდო აჭრა და საღამოთი მამას უთხრა: „შემოდგომა ყველა დროზე უკეთესი ყოფილაო!“

მაშინ მამამ უბიდან წიგნაკი ამოიღო და ნიკოს ყველა მისი ჩაწერილი სიტყვა წააკითხა.

ნიკო აქედან ცხადად მიხვდა, რომ თავის რიგზე ყოველი დრო კარგი ყოფილა.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ