მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5732 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როცა დემეტრე მეფე მონღოლთა ურდოში მიდიოდა, მისი საყვარელი ცოლი ნათელა ახალციხის გზას დაადგა. იგი მიისწრაფოდა თავის მამასთან, მესხეთის მბრძანებელთან, და თან მიჰყავდა თავისი ჩვილი ვაჟი გიორგი, რათა მყუდროებაში უშიშრად აღეზარდა.

ნათელა მთელ საქართველოში იმ დროს პირველ ქალად ითვლებოდა მაღალი ჭკუით, მტკიცე ხასიათით, კაცთმოყვარე გულით, მამულიშვილობითა და განათლებით. ამიტომ მან თავისი ვაჟი გიორგი ჩინებულად აღზარდა.

უფლისწულში განხორციელდა მამისა და დედის იშვიათი ღირსებანი, სწორედ ისე, როგორც - თამარ მეფეში. ამიტომ, გახდა თუ არა სრულწლოვანი და ავიდა მამის ტახტზე, გიორგიმ ბრძნულად დაიწყო სამეფოს მართვა.

თავდაპირველად მეფემ ალაგმა ოსები, რომელნიც გიორგის მცირეწლოვნების დროს მთებიდან შემოესივნენ ქართლს და ძარცვა-გლეჯით ძალიან შეაწუხეს. მერე შეუდგა თავგასული ერისთავების დამორჩილებას:

ზოგი დასაჯა თანამდებობის ჩამორთმევით, ზოგი კი, უფრო ბოროტნი, სიკვდილით დასაჯა. მათ ნაცვლად დანიშნა ნიჭიერი, ერთგული და ქვეყნისათვის თავდადებული ქართველები. უკეთ მოაწყო სასულიერო საქმეებიც, აქაც უღირსები გადააყენა და ღირსეულები დააყენა უფროსებად.

როცა თავის სამეფო კარზე სრული წესრიგი დაამყარა, გიორგი შეუდგა საქართველოს ერთობის აღდგენას. იმერეთის მაშინდელ მეფეს ძლიერ ემდურებოდნენ იმერნი და თავისთან გიორგის იწვევდნენ. მანაც ისარგებლა ამ შემთხვევით, გადავიდა ჯარით სურამის მთაზე, დაატყვევა იქაური მეფე, მეფობა ჩამოართვა, ერისთავად გახადა და დასავლეთი საქართველო აღმოსავლეთ საქართველოს შემოუერთა.

კვლავ აღმობრწყინდა მზე საქართველოს ერთობისა. გაძლიერდა ქვეყანა, ზურგი გაუმაგრდა, წელში გაიმართა.

გიორგიმ აღარ დააყოვნა და მონღოლებზე გაილაშქრა. დაამარცხა ისინი რამდენჯერმე, საქართველოდან გააძევა და ერს სრული დამოუკიდებლობა მიანიჭა.

მეფე ამითაც არ დაკმაყოფილდა, მან დაამარცხა მოუსვენარი ლეკებიც და მათ ხარკი დააკისრა. მთელი აქეთა კავკასიონი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, გიორგი მეფის საბრძანებელი გახდა. განახლდა თამარ მეფის დიდებული დრო; საქართველო აღდგა, ჯან-ღონით აივსო და დიდებით შეიმოსა.

გიორგი მეფემ შეადგინა ქვეყნის გამგეობისა და მართვის, წმინდა ზნეობის, ქვეყნის სამსახურის კანონები, დაარქვა ამ კრებულს "ძეგლისდება" და სახელმძღვანელოდ გამოსცა თავის ქვეშევრდომთათვის.

ასეთი სიძლიერითა და სიბრძნით მართა გიორგიმ მთელი საქართველო ოცდარვა წელიწადს, სწორედ იმდენ ხანს, რამდენ წელსაც იმეფა თამარმა.

მადლიერმა ერმა მას ბრწყინვალე გიორგი დაარქვა და აქამდე ამ სახელით იხსენიებს მას.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ