მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10790 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში XIII საუკუნის, ანუ მონღოლების მბრძანებლობის დროს, თავდადებულთა შორის პირველი ადგილი მეფე დემეტრეს უჭირავს.

გადმოცემით ვიცით, რომ დემეტრე ყმაწვილობაში ლხინის მოყვარე და უზრუნველი ჭაბუკი ყოფილა, მაგრამ როცა ის ხანში შევიდა, სრულიად გამოიცვალა: მეტად ღვთისმოსავი შეიქნა და დაუღალავად ზრუნავდა ხალხის კეთილდღეობისათვის.

მეფე იმდენად გულკეთილი იყო, რომ ღამ-ღამობით გადაიცვამდა ხოლმე უბრალო ტანისამოსს და ჩუმად დაიარებოდა ხალხში, რათა თავისი თვალით ენახა მათი გაჭირვება, თავისი ყურით მოესმინა მათი ჩივილი და საკუთარი ხელით ეძლია შემწეობა ღარიბთათვის. საუბედუროდ, ჩინებულმა მეფე თავის ერზე მხოლოდ ცხრამეტი წელიწადი იმეფა.

იმ დროს მონღოლთა ყაენად იყო არღუნი. ამ არღუნ ყაენმა ღალატი შესწამა თავის სარდლებს, ანუ ნოინებს, და მათთან ერთად დემეტრე მეფესაც.

მან საიდუმლოდ გასცა ბრძანება და ნოინები დაახოცინა. შემდეგ დემეტრე მეფეს მრისხანედ შემოუთვალა: დაუყოვნებლივ გამოცხადდი ჩემ წინაშე, თორემ შემოვესევი შენს სამეფოს ჩემი ძლევამოსილი ჯარით და ნაცრად ვაქცევო.

საშინელ საგონებელში ჩავარდა მეფე. რომ წავიდე, უთუოდ მომკლავს სხვებსავით და ჩემი ქვეყანაც ობლად დარჩება, რადგანაც ჩემი მემკვიდრე ჯერ ჩვილი ბავშვია. თუ არ წავალ, ის ურჯულო შემოესევა ჩემს სამეფოს, გადაწვავს სოფლებსა და ქალაქებს, გაჟლეტს მაცხოვრებლებსა და ნაოხრად მიქცევს ქვეყანასო.

მოიწვია კათალიკოსი, დიდებულები, ერისთავნი და რჩევა მოითხოვა.

ყველამ ძლიერ იუარა მეფის წასვლა. სთხოვეს მეფეს, ნუ ინებებ წასვლას იმ მტარვალთან, ნუ მოაკლებ მზრუნველ მამას ქვეყანას, ნუ დაგვაობლებ; შევებრძოლოთ მტერს და, თუ გვძლია, მთებში გავიხიზნოთო.

მეფემ უპასუხა: მტერი მეტად ძლიერია, ჩვენ კი სუსტნი ვართ, ბრძოლა შეუძლებელია. ჩვენ იმათ ვერ შევაკავებთ და მტერი მთელ ჩემს სამეფოს სისხლისა და ცრემლის ზღვად გადააქცევს. მსხვერპლი აქ აუცილებელია: ან მეფემ უნდა დასდოს თავი ერისათვის, ან ერი უნდა ემსხვერპლოს მეფეს. და რადგან ერთის ტანჯვა და სიკვდილი უზომოდ უკეთესია მრავალის ამოჟლეტაზე, ამიტომ მე გადავწყვიტე, წავიდე მონღოლთა მბრძანებელთან, მივიღო მისგან სასჯელი და ამით ავაცილო ხალხს დიდი უბედურებაო.

კათალიკოსმა მოუწონა მეფეს ასეთი თავდადება, რამაც მეფე მეტად გაახარა.

ხალხმა რომ ეს შეიტყო, მოიყარა თავი სასახლესთან და ცრემლით ევედრებოდა მეფეს, წასვლაზე უარი ეთქვა, - ჩვენ, ყველანი, მზადა ვართ, ერთ დღეს დავწყდეთ შენი გულისათვისო.

ასეთი გულმხურვალე სიყვარულის გამოცხადებამ კიდევ უფრო აღაფრთოვანა მეფის წმინდა წადილი. მან ხალხს გულითადი მადლობა გადაუხადა და წასასვლელად მოემზადა. თავისი ჩვილი მემკვიდრე მეფედ აღიარა, მის ერთგულებაზე დააფიცა წარჩინებულნი პირნი, გაიყოლა თან კათალიკოსი და მცირე ამალით გაუდგა გზას.

საუბედუროდ, ის, რასაც მეფე მოელოდა, სავსებით აღსრულდა. მონღოლთა მბრძანებელმა დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება დემეტრეს სიკვდილით დასჯისა და ჯალათს თავი მოაკვეთინა. მოკვდა თავდადებული მეფე, მაგრამ საშინელი განსაცდელისაგან იხსნა თავისი ხალხი.

მტარვალმა იკმარა ჯავრის ამოსაყრელად მეფის სიკვდილი და საქართველოს ხელი აღარ ახლო.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ