მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 15817 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ისტორიული ამბავი

 

მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს თბილისის სამხრეთით, სოფელ ტაბახმელას მიდამოებში, საშინელი ომი იყო გაჩაღებული.

იბრძოდნენ, ერთი მხრივ, სპარსელები და ლეკები, მეორე მხრივ, ქართველები.

პირველ დღეს ომის სასწორი ქართველებისაკენ გადმოიხარა, მეორე დღესაც გამარჯვება უფრო ჩვენებისაკენ იყო, მაგრამ მესამე დღეს კი ქართველთა ჯარის ბედი უკუღმა დატრიალდა საზიზღარი ღალატის გამო.

წინა ღამეს ჩვენი ჯარიდან მტრის ბანაკში გაიპარა ერთი უფროსთაგანი, გვარად ყორღანაშვილი, რომელსაც მოღალატეობით სწადდა, მოეპოვებინა სპარსელებისაგან სიმდიდრე და კეთილდღეობა.

მან სპარსელებს შეატყობინა ყოველივე გარემოება ქართველთა ჯარისა, ასწავლა გზები, გამოუძღვა წინ და მესამე დღეს სისხამ დილაზე თავს დაასხა ისინი ჩვენებს სრულიად მოულოდნელად.

მაგრამ ქართველები მამაცურად დაუხვდნენ მტერს, გმირულად გაუმკლავდნენ და უკუაქციეს.

მეტადრე დიდი, ლომებრივი ვაჟკაცობა გამოიჩინა სვიმონ მეფემ, რომელიც მედგრად მისდევდა უკან მტერს.

საუბედუროდ, მეფე მეტად გაიტაცა ომმა, სრულიად დაივიწყა სიფრთხილე, ყველაზე წინ წავიდა ბრძოლაში და სპარსელების შუაში მოექცა. ამ დროს მოისმა სპარსელთა მხრიდან ყორღანაშვილის ხმა: - ეგ არის სვიმონ მეფე, შეიპყარით!

- შემოეხვივნენ ჩვენს მეფეს სპარსელები, სრულიად მოსწყვიტეს ქართველთა ჯარს, სტაცეს ხელი და საჩქაროდ გააქანეს.

ჩვენი ჯარი თავგანწირულად გაექანა წინ, ცდილობდა, როგორმე ეხსნა მეფე. თვითონ მეფეც გაშმაგებული იბრძოდა, მაგრამ ვერას გახდნენ. სვიმონ მეფე ტყვედ წაიყვანეს სპარსელებმა.

როგორც ჩანს, ქართველთა ჯარი, უსარდლოდ დარჩენილი, შეძრწუნდა, დაიბნა და ამიტომაც წააგო ომი.

სპარსელებმა დაიპყრეს მთელი ქართლი და თბილისში მეფედ დასვეს სვიმონ მეფის ძმა დავითი, რომელმაც უღალატა ქრისტეს, მიიღო თათართა რჯული, დაუმორჩილა თავისი ქვეყანა სპარსეთის შაჰს, დაადო დიდი ხარკი ხალხს მტრის სასარგებლოდ, სპარსეთის ჯარი თავის დასაცავად დაიტოვა თბილისში და სახელიც კი სპარსული დაირქვა - დაუთ ხანი.

სვიმონ მეფე ტყვედ გააგზავნეს სპარსეთში შაჰთან, რომელმაც იგი დიდი პატივით მიიღო და მეფობის დაბრუნება აღუთქვა, თუ ქრისტეზე უარს იტყოდა და მაჰმადს ირწმუნებდა, თუ ქართველობას უღალატებდა და სპარსელების მომხრე გახდებოდა. მაგრამ სვიმონ მეფემ შაჰს ცივი უარი უთხრა, რის გამოც იგი საპყრობილეში გამოამწყვდიეს.

მიზეზი ამ საყოველთაო უბედურებისა - მოღალატე ყორღანაშვილი, დიდად გაბატონებული სპარსელებისაგან, არხეინად ბრძანდებოდა და ფიქრი არაფრისა ჰქონდა, რადგან დარწმუნებულიიყო, რომ ქართველები ვერაფერს გაუბედავდნენ სპარსელების შიშით, მაგრამ მწარედ მოტყუვდა.

მთელი ქართველობა მოელოდა ისეთი ვაჟკაცის გამოჩენას, რომელიც ყორღანაშვილს მიაყენებდა იმდენადვე საშინელ სასჯელს, რამდენადაც საშინელი იყო მისი დანაშაული მეფისა და ქვეყნის წინაშე.

ერთხელ მანგლისის გზაზე შეხვდნენ ერთმანეთს მოღალატე ყორღანაშვილი და ყოფილი წინამძღოლი ქართველთა ჯარისა, საჩინო ბარათაშვილი.

ეს შეხვედრა თვალჩაუწვდენელი ხრამის პირას მოხდა. ყორღანაშვილმა ბარათაშვილს არხეინად მისცა სალამი: "საჩინოს გაუმარჯოსო"; საჩინომ მიაძახა: "ღმერთმა ყველა ქართველს გაუმარჯოს იუდა მოღალატეზედაო!" ჩაუქროლა წინ თავისი ცხენით და მოღალატე უფსკრულში გადაჩეხა.

ყორღანაშვილი დაეშვა კლდიდან კლდეზე, დაიმტვრა, დაილეწა და საშინელი ტანჯვით დალია თავისი ცოდვილი სული.

მთელი საქართველო თანაუგრძნობდა მის დამსჯელ საჩინო ბარათაშვილს, რომელიც არ შეუშინდა სპარსელების რისხვას და გაბედულად აღასრულა მამულიშვილის ვალი.

ეგდო უპატრონოდ ყორღანაშვილის გვამი რამდენიმე დღეს. ამ ადგილთან შეკრებილა თურმე მთელი ხროვა დამშეული მგლებისა, მაგრამ, ხალხის თქმულებით, როცა მშიერმა ნადირებმა დაყნოსეს და შეიტყვეს, რომ ეს იყო გვამი მოღალატე ყორღანაშვილისა, ზიზღით აივსნენ, პირი არ დააკარეს, უკანვე გაბრუნდნენ და ისევ შიმშილი არჩიეს, ვიდრე მოღალატის ლეშის ჭამით პირის წაბილწვა.

როგორც ჩანს, ღალატი, ხალხის აზრით, საშინლად ეზიზღებათ და უსაზღვროდ სძულთ არა მარტო ადამიანებს, არამედ მგლებსაც კი.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ