მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 15078 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ლომს სიკეთის საოცარი გადახდა შეუძლია. აი, ამისი უტყუარი მაგალითი:

ძველ დროში რომის ერთი მებატონის მონამ, სახელად ანდროკლემ, დანაშაული ჩაიდინა. სასჯელის შეეშინდა და შორეულ ქვეყანაში - აფრიკაში გაიქცა, სადაც ბევრი ლომი ბინადრობდა და ახლაც ბინადრობს.

რადგანაც ანდროკლეს დაჭერისა ეშინოდა, ამიტომ უდაბნოში გავიდა და იქ იმალებოდა. დიდი სიცხის დროს მან თავი შეაფარა ერთ გამოქვაბულს, მაგრამ ხიფათს ვერ ასცდა; იმავე გამოქვაბულში ცოტა ხნის შემდეგ უშველებელი ლომი შევიდა, თურმე იქ მისი ბუნაგი იყო.

ანდროკლეს სიკვდილის ფერი დაედო.

როცა ლომმა დაუპატიჟებელი სტუმარი დაინახა თავის ბუნაგში, მშვიდობიანად მიუახლოვდა და მუხლზე დაადო თავისი დაჭრილი ფეხი, რომელიც სისხლში ჰქონდა მოსვრილი.

ანდროკლე იმწამსვე მიხვდა ლომის სურვილს, გაუსინჯა დაჭრილი ფეხი და ამოუღო იქიდან გრძელი და წვეტიანი ეკალი. ლომმა შვება იგრძნო და ანდროკლეს ლოკვა და ლაქუცი დაუწყო ნიშნად მადლობისა.

ლომმა ესეც არ იკმარა, ყოველთვის, როცა ნანადირევი მოჰქონდა, წილს ანდროკლეს სთავაზობდა. ასე იცხოვრა ორმა მეგობარმა მთელი სამი თვე.

ბოლოს ანდროკლემ გამოქვაბულში მარტოდმარტო ცხოვრება ვეღარ შეძლო და გარეთ გამოვიდა. იგი დაიჭირეს და რომში გაგზავნეს.

მალე იგივე უბედურება ლომსაც ეწვია. ისიც დაიჭირეს და რომში წაიყვანეს.

იქ, სხვა მხეცებთან ერთად, რომაელებისათვის ლომს სხვადასხვა სეირი უნდა ეჩვენებინა.

ანდროკლეს, როგორც დამნაშავე მონას, ლომებთან ბრძოლა მიუსაჯეს. ეს ბრძოლა, საზოგადოდ, დამნაშავის დაგლეჯით და სიკვდილით თავდებოდა.

დანიშნულ დროს ანდროკლე გამოიყვანეს საბრძოლო არენაზე და იმწამსვე გამოუშვეს ლომებიც.

ყველაზე დიდი და საშინელი ლომი მიუახლოვდა ანდროკლეს, მაგრამ მისი დაგლეჯის ნაცვლად ხალხს სრულიად სხვა სეირი აჩვენა: დაყნოსა კაცი, გარს შემოუარა და ფეხქვეშ გაუგორდა, თან ლოკვა და ლაქუცი დაუწყო.

ეს ის ლომი იყო, რომელთანაც ანდროკლე გამოქვაბულში ცხოვრობდა.

ყველა მაცქერალს გული აუჩუყდა და სასიხარულო ჟრიამული შეიქნა.

მონას დანაშაული აპატიეს და ეს ლომიც საჩუქრად მისცეს.

სხვადასხვა წყაროდან ცნობილია, რომ ანდროკლეს ეს ცხოველთა მეფე დაჰყავდა რომის ქუჩებში და ხალხს აჩვენებდა.

ხალხიც საარსებოდ ფულს უხვად აძლევდა მას და ლომს კი ყვავილებს აყრიდა ნიშნად გულითადი პატივისცემისა.

 

იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ