აურას ფეისბუქ გვერდი გატეხილია. მიმდინარეობს დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 187 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის ჩანგალიჩვენ უკვე განვიხილეთ ველოსიპედის ისეთი უმნიშვნელოვანესი დეტალები, როგორიცაა ველოსიპედის ზომა, მუხრუჭები, ტრანსმისია და ა.შ.

ამ მასალაში განვიხილავთ ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, როგორიცაა ველოსიპედის ჩანგალი.

ველოსიპედის ჩანგალი არის მოწყობილობა, რომელიც  აკავშირებს საბურავს ჩარჩოსთან და აძლევს ველოსიპედს მოხვევის შესაძლებლობას.

ჩანგალი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ველოსიპედისტის/რაიდერის მოძრაობის სტილს და უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას.

ველოსიპედის ჩანგლები არის ორი ტიპის:

მყარი (უამორტიზაციო) ჩანგლები  (Rigid)

რბილი საამორტიზაციო ჩანგლები (Hard Tail)

 

— სარჩევი —

მყარი (ხისტი) უამორტიზაციო ჩანგლები

საამორტაზაციო ჩანგლები
საამორტიზაციო ჩანგლის ტიპები
საამორტიზაციო ჩანგლის სტანდარტები
ამორტიზატორების სვლის კლასი
საამორტიზაციო ჩანგლის ფუნქციები (რეგულირება)
ველოსიპედის უკანა ამორტიზატორები
ზოგადი რჩევები ველოსიპედის ჩანგლის არჩევის დროს
საამორტიზაციო ჩანგლის მოვლა
 ყველაფერი ველოსიპედების შესახებ©

 

ქალაქის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Trinx - Aura.Ge - FREE 1.0 Trinx - Aura.Ge - TOURING 1.0 Trinx - Aura.Ge - FREE 2.0
FREE 1.0
TOURING 1.0 FREE 2.0

 

მყარი (ხისტი) უამორტიზაციო ჩანგლები —

 

მყარი (ხისტი) უამორტიზაციო ჩანგლებიმყარი (ხისტი) ე. წ. რიგიდული (ინგლისურისგან - rigid) - არის ველოსიპედის ტიპი, რომელსაც არ გააჩნია არც წინა და არც უკანა ამორტიზატორი.

ეს ველოსიპედის ყველაზე ძველი, კლასიკური კონსტრუქციაა, რომელიც გავრცელებული იყო ნებისმიერი ტიპის ველოსიპედებში.

ასეთი ჩანგლები სხვადასხვა ფორმისაა და სხვადასხვა მასალისგან არის დამზადებული, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ფოლადის, ალუმინის, ტიტანისა და კარბონის ჩანგლები.

მყარი ჩანგლების პლუსებია:

ველოსიპედისტი უკეთ შეიგრძნობს ველოსიპედს, განსაკუთრებით კონტაქტური სატერფულების შეთავსებით - ველოსიპედი თითქოსდა წარმოადგენს მისი კიდურების გაგრძელებას;

მცირდება პარაზიტული ვერტიკალური რხევა. მართალია საამორტიზაციო ჩანგლის ბლოკირების ფუნქციაც ახშობს ვიბრაციას სწორ გზაზე გადაადგილების დროს, მაგრამ ყოველთვის რჩება მცირე არაბლოკირებული სვლა. (ამასთან იაფფასიან საამორტიზაციო ჩანგლებს არ გააჩნია ბლოკირების ფუნქცია);

არ არსებობს მისი ტექნიკური მომსახურეობის (რემონტის) საჭიროება;

წონა;

ფასი;

მყარი ჩანგლის მინუსებია:

ველოსიპედის გართულებული მართვა ძლიერი უგზოობის დროს (განსაკუთრებით ახალბედა ველოსიპედისტებისთვის);

როცა ველოსიპედს მყარი ჩანგალი აქვს, გზის უსწორმასწორობის ამორტიზირება ხდება ხელებით, რაც მოითხოვს გარკვეული ჩვევების გამომუშავებას და სწორ მდებარეობას (ველოსიპედზე განთავსებას). მაგალითად თუ ამ დროს იდაყვები სრულიად გამართულია, დარტყმების შემცირება რთულია.

კარბონის მყარი ჩანგლები რთულად იტანს დარტყმებს და ნაკაწრებს და ანატკეჩებს.

ველოსიპედის მყარი ჩანგლის ტიპებიმოკლედ მიმოვიხილოთ მასალა, რომლისგანაც ძირითადად მზადდება მყარი საამორტიზაციო ჩანგლები:

ალუმინი - ყველაზე მეტად გავრცელებული და ხელმისაწვდომი მასალაა, რომელიც გამოიყენება თანამედროვე, საწყისი და საშუალო ფასის სეგმენტის ველოსიპედების ჩანგლის დასამზადებლად.

ალუმინის ჩანგლები მსუბუქია, ხისტი და ყველაზე მეტად გადაცემენ ვიბრციასა და დარტყმებს.

ამიტომ, შეეცადეთ თუ არჩევნის საშუალება გაქვთ აირჩიოთ სხვა მასალისგან დამზადებული ჩანგალი.

ფოლადი - ფოლადი  ალუმინზე პლასტიკურია, ამიტომ გაცილებით უკეთ ახშობს ვიბრაციას.

მინუსს წარმოადგენს ყველაზე მაღალი წონა სხვა ჩანგლებს შორის და კოროზიისადმი მიდრეკილება.

თუმცა არსებობს მსუბუქი ლითონის შენადნობისგან Cr-Mo დამზადებული  ჩანგლებიც  (ქრომოლი/ქრომომოლიბდენი), რომელიც მიიჩნევა საყოველთაო სტანდარტად რეიდერებს შორის გრანტირებული გამძლეობის, ნორმალური წონის და მისაღები ფასის გამო.

ტიტანი - ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მასალაა, რომელიც ყველაზე მსუბუქია მეტალის ანალოგებს შორის.

ტიტანის ჩანგალი ძალიან გამძლეა, შესანიშნავად ახშობს ვიბრაციას და არ ეშინია კოროზიის.

გარდა ამისა, ტიტანი არ ითხოვს შეღებვას და გამოირჩევა დახვეწილი ვიზუალით,

ტიტანის ჩანგლები (ისევე როგორც ჩარჩო და საბარგული) ძალიან ფასობს  რეიდერებს შორის სიმსუბუქისა და გამძლეობის გამო.

ერთადერთ მინუსი რაც ტიტანს აქვს, არის მაღალი ფასი და ნაკლებად გავრცელებადობა. ხშირად ტიტანის კონსტრუქციები მზადდება მხოლოდ შეკვეთით.

კარბონი - ახალი თაობის მასალაა, ყველაზე მსუბუქი, ბრწყინვალედ ახშობს ვიბრაციას და გამოიყენება პროფესიონალურ ველოსიპედებში - დაწყებული ქალაქის ველოსიპედიდან და დამთავრებული დაუნჰილის ველოსიპედებით.

გამძლეა სწორ გზებზე, თუმცა სუსტია ცუდ გზებზე ასხლეტილი კენჭების, დავარდნის, ანატკეჩების მიმართ. ამიტომ ყველა სამაგრი ადგილები: ქანჩები, მომჭერები და ა.შ უნდა მოეჭიროს ძალიან ფრთხილად, რომ არ დაზიანდეს მიმაგრების ადგილი.

მიუხედავად ამისა, კარბონის დეტალების წარმოების ტექნოლოგია მუდმივად იხვეწება და სრულფასოვანი ხდება.

რჩევა - მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა, ბევრი დამწყები ველოსიპედისტი  არჩევანს აკეთებს არა მყარ (უამორტიზაციო), არამედ საამორტიზაციო ჩანგალზე.

ხშირია ხოლმე ასეთი კითხვა - არის თუ არა საჭირო საამორტიზაციო ჩანგალი ასფალტზე მოძრაობისთვის?

ასფალტზე მოძრაობისთვის არსებობს სპეციალური საგზაო და ტრასის ველოსიპედები რიგიდული (მყარი) ჩანგლით.

რაც შეეხება ქალაქის ველოსიპედებს, მათ ნაწილს გააჩნია საამორტიზაციო ჩანგალი. თუ შევაფასებთ კომბინირებულ ვარიანტს - ტრასა+გრუნტი - ამ შემთხვევაში საამორტიზაციო ჩანგალი საჭიროა. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მის ბლოკირებას.

თუ ცხოვრობთ ქალაქში, მაგრამ ხშირად გადაადგილდებით დაზიანებულ, უსწორმასწორო გზებზე, საამორტიზაციო ჩანგლის გამოყენება სრულიად გამართლებულია, თუმცა არსობრივად არ არის სწორი.

ამიტომ, მიხედავად იმისა, რომ დისკუსები და მოსაზრებები, თუ რომელი ჩანგალი უფრო უპირატესია დღემდე არ წყდება, უმჯობესია თავად გადაწყვიტოთ. მთავარია თავი კომფრტულად და მოხერხებულად იგრძნოთ.

ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ ეს მასალა სწორი არჩევანის გაკეთებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

 

ტურისტული ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Trinx - Aura.Ge - TOURING 1.0 Trinx - Aura.Ge - TOURING 1.1 Trinx - Aura.Ge - TOURING 2.0
TOURING 1.0
TOURING 1.1 TOURING 2.0

 

საამორტაზაციო ჩანგლები —

საამორტაზაციო ჩანგლებისაამორტიზაციო ჩანგლები არის ორი ტიპის:

ველოსიპედი წინა ამორტიზატორით (Hardtale),

ველოსიპედი წინა და უკანა ამორტიზაციით (Fullsuspension)

მყარი (უამორტიზაციო ჩანგლებისგან) განსხვავებით, მთაში და ექსტრემელურ პირობებში,  ან უბრალოდ ცუდ, უსწორმასწორო გზებზე გადაადგილების დროს, არათუ რეკომენდებული, არამედ აუცილებელია ხარისხიანი და სწორად შერჩეული საამორტიზაციო ჩანგალი, რომელიც უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.

გამოცდილებასთან ერთად ნათელი ხდება, რომ მაღალ სიჩქარეების და დატვირთვების დროს, საამორტიზაციო ჩანგალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ისევე როგორც თავად ველოსიპედისტზე.

მუდმივი ტკივილი კისრისა და ზურგის არეში, დაბუჟებული ხელები და დაბეჟილი ხელის გულები - თანმხლები სიმპტომებია მათთვის, ვისი ველოსიპედიც უხარისხო საამორტიზაციო ჩანგლით არის აღჭურვილი. 

კიდევ უფრო უარესი, თუ ჩანგალი გატყდა, რაც ველოსიპედისტის ტრამვებისა და ველოსიპედის ძლიერი დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს.

თითეული ველოსიპედისტი თავისებურად უნიკალურია, რაც ნიშნავს, რომ არჩევნის მიმართ მიდგომა არის ინდივიდუალური და შესაძლოა ის საამორტიზაციო ჩანგალი რომელიც უკვე დამონტაჟებულია ველოსიპედზე, სრულებით არ აკმაყოფილებდეს რეიდერის მოთხოვნებს.

ხარისხიანი ჩანგლის არჩევა ხდება არა მხოლოდ მისი მექანიკური თვისებებიდან გამომდინარე - (სწრაფი შეკუმშვა და ნელი გაჭიმვა - ე.წ - დემპფერი, რომელიც საშუალებას აძლევს ველოსიპედისტს სკამზე მოხერხებულად დაიმაგროს თავი), არამედ მწარმოებელი ბრენდით,  მასალების ხარისხით და გარეგნული იერ-სახით.

გონივრულად შერჩეული საამორტიზაციო ჩანგალი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ველოსიპედის გამართულად მუშაობას, არამედ აამაღლებს უსაფრთხოებაას ოღროჩოღრო გზებზე გადაადგილების დროს.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან წინა საბურავის მუდმივი შეხება გრუნტთან ამაღლებს ველოსიპედის მართვისუნარიანობას და მანევრირებას და პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს შანსი ველოსიპედისტი აღმოჩნდეს მიწაზე.

ხარისხიანი საამორტაზაციო ჩანგლებისხვადასხვა ტიპის ველოსიპედებისთვის საამორტიზაციო ჩანგალი უნდა იყოს განსხვავებული. მაგალითად კარგი ტურისტული ველოსიპედის ჩანგალი უნდა იყოს კომფორტული, კარგად გადალახოს მცირე უსწორმასწორობები და არ იხტუნოს შედარებით ცუდ გრუნტზე.

ხოლო სპორტული ველოსიპედის სამორტიზაციო ჩანგალმა პირიქით, არ უნდა გაფანტოს ენერგია მსუბუქი წინაღობების დროს და იყოს შედარებით ხისტი.

თუ ველოსიპედს უნივერსალური მიზნებისთვის იყენებთ, რეკომენდებულია ყურადღება გაამახვილოთ საამორტიზაციო ჩანგლის მოდელებზე, რომლის რეგულირება და ბლოკირებაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია.

ასეთი ფუნქცია საშუალებას იძლევა ჩანგალმა გამართულად და უპრობლემოდ იმუშაოს მთელი წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია წონა! გახსოვდეთ რომ კარგი საამორტიზაციო ჩანგლის წინა არ უნდა აღემატებოდეს 2 კგ-ს. მასალა უნდა იყოს მტკიცე, სანდო და გაუძლოს ნებისმიერი წონის ველოსიპედისტს.

ჩანგლის დეტალები არ უნდა იყოს რთულად მისადგომი და ძვირადღირებული, ხოლო თავად ამორტიზატორი არ საჭიროებდეს ხშირ გადაწყობას.

იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ, საჭიროა გავეცნოთ თანამედროვე საამორტიზაციო ჩანგლების  ტიპებს და მათი მუშაობის თავისებურებებს.

საამორტიზაციო ჩანგლების პლუსები:

გაცილებით  უკეთესად გადაადგილდება უსწორმასწორო გზაზე, უგზოობაში და ექსტრემალურ პირობებში ვიდრე მყარი ჩანგალი.

უგზოობაში გადაადგილების დროს იძლევა მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას ველოსიპედისტის ნაკლები ძალისხმევით.

ამაღლებს ველოსიპედის მართვადობას ცუდ გზებზე და ექსტრემლურ პირობებში გადაადგილების დროს. არბილებს მოძრაობას და ნაკლებად ხტუნავს უსწორმასწორო გზაზე, უკეთესად შედის მოსახვევებში, თავის თავზე იღებს დატვირთვებს და დარტყმებს, რასაც მიიღებდა ველოსიპედის საბურავი.

საამორტიზაციო ჩანგლის მინუსები:

საამორტიზაციო ჩანგლის მინუსები გაცილებით მძიმეა, ვიდრე მყარი (უამორტიზაციო) ჩანგლები.

ამორტიზატორი შთანთქავს ველოსიპედისიტის ენერგიის ნაწილს, რომელსაც იგი იყენებს მოძრაობის დროს. თუმცა ზოგიერთ მოდელებში შესაძლებელია ამორტიზატორის ბლოკირება, რაც მას მყარ ჩანგლად გადააქცევს (ფუნქცია LockOut). თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბლოკირებული ამორტიზატორი უარესად შთანთქავს ბიძგებს, დარტყმებს და ვიბრაციას ვიდრე ჩვეულებრივი მყარი ჩანგალი.

უფრო მაღალფასიანია ვიდრე მყარი (უამორტიზაციო) ჩანგლები.

საჭიროებს რეგულარულ ტექნიკურ მომსახურეობას, რადგან შედგება მტელი რიგი მოძრავი დეტალებისგან, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვთება.

თუ თქვენ მოძრაობთ ზამთარში, ამისთვის უკეთესია ზამბარიან-ზეთოვანი ან ჰაერ-ზეთოვანი საამორტიზაციო ჩანგლები.

ელასტომერული ჩანგლები ცუდად მუშაობს სიცივეში, რადგან თუ მოყინა, ეალსტომერი მაგრდება და კარგავს დრეკადობას. ზოგი რაიდერი, თუ ისეთ გარემოში უწევს გადაადგილება სადაც არის ყინვები, ზამთარში ხსნის საამორტიზაციო ჩანგალს და მას მყარი ჩანგლით ანაცვლებს.

 

ყველგანმავალი ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
MAJESTIC M500 ELITE
DVR D500 ELITE X-TREME X1

 

საამორტიზაციო ჩანგლის ტიპები —

 

საამორტიზაციო ჩანგლის ტიპებითუ მყარი ჩანგლები არის ძირითადად ერთი ტიპის, მათი ამორტიზატორიანი "კოლეგების" ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია.

საამორტიზაციო ჩანგლები შეიძლება იყოს:

ზამბარიანი;

ზამბარიან-ელასტიური;

ზამბარიან-ზეთოვანი;

ჰაერის;

ჰაერ-ზეთოვანი;

ზამბარიანი - საამორტიზაციო ჩანგლების ყველაზე უბრალო, ხისტი და დაბალფასიანი ტიპია. არ გამოირჩევა კარგი ხარისხით და თვისებებით. პრაქტიკულად არ შთანთქავს რხევებს.

ასეთი ჩანგლები გამოდგება ბავშვებისთვის, რომლებიც პირველად სხდებიან ველოსიპედზე და გადაადგილდებიან სწორ გზებზე ეზოს ან პარკის ტერიტორიაზე.

ზამბარიან-ელასტიური - შედარებით სრულყოფილია ზამბარიან ჩანგალთან შედარებით. ამგვარ ჩანგლებში ამორტიზაცია ხდება ელასტომერის შეკუმშვის პრინციპით, რის გამოც იგი იმატებს ზომებში და ამუხრუჭებს ზამბარის მოძრაობას.

ელასტომერი წარმოადგენს რბილ პლასტმასს (რომელიც თვისებებით ახლოსაა მყარ პოლიმერულ რეზინთან). 

ზამბარიან-ელასტიური ჩანგლის მინუსებიდან შეიძლება გამოვყოთ:

»» საპოხი ნივთიერების განლევის შემთხვევაში (გარდა ელასტომერზე არსებული სქელი ტეფლონის საპოხისა), ჩანგლის დეტალები, რომლებიც განიცდის ხახუნს, მალე გამოდის მწყობრიდან.

»» დიდი სურვილის მიუხედავად შეუძლებელია ასეთი ჩანგლების გადაკეთება იმგვარად, რომ მათ გააჩნდეთ გრძელი სვლა.

»» დემპფერის წინააღმდეგობის თავისებურებებიდან გამომდინარე, ოღროჩოღრო გზებზე მნიშვნელოვნად იკლებს კომფორტი და როგორც შედეგი - უსაფრთხოებაც.

»» სწრაფად გადაადგილების დროს, ამ ტიპის ჩანგლები საკმაოდ ხისტია მცირე ახტომა/შეხტომების დროს.

»» იმის გამო, რომ ელასტომერი დამზადებული სპეციალური პლასტმასისგან ან რეზინისგან, ხოლო ტეფლონის საპოხი არ არის მუდმივი, გარკვეული დროის შემდეგ ჩანგლის დეტალები იწყებს ცვეთას, რაც დროთა განმავლობაში მის ტგატეხვას ან გაჭედვას იწვევს.

მიუხედავად ამისა, ნორმალური არჩევანია ქალაქის პირობებში გადასაადგილებლად.

ზამბარიან-ზეთოვანი - მუშაობის პრინციპი მარტივია - აქ დემპფერი წარმოადგენს ზეთით გამართულ კატრიჯს, ხოლო ზამბარა დამზადებულია მაღალხარისხოვანი მეტალისგან.

ზეთი შესანიშნავი დემპფერია, რომელიც თავად ხასიათდება საპოხი თვისებებით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩანგლის მომსახურეობას.

ასეთი საამორტიზაციო ჩანგლები მარტივი, გამძლე და ამტანია, არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და გამოდგება პრაქტიკულად ნებისმიერი სტილით გაადგილებისთვის განკუთვნილი ველოსიპედებისთვის.

მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მაღალხარისხიანი ამორტიზაციად. გამოიყენება მსოფლიო ტოპ ბრენდების მაღალხარისხიან ველოსიპედებში. ღირებულება შედარებით მაღალია, მაგრამ აბსოლიტურად ლოგიკური და გამართლებული, როცა საქმე უმაღლესი კლასის ხარისხს, გამძლეობას და კომფორტს შეეხება.

ჰაერის - ჰაერის ჩანგლებში დემპფერის როლს ზამბარის ნაცვლად ასრულებს შეკუმშული ჰაერი რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საამორტაზიო ელემენტსაც. ასეთი ჩანგლები თავისი თვისებებით ახლოსაა პროფესიონალური დონის მოწყობილობებთან.

ჰაერის საამორტიზაციო ჩანგლები იდეალურია კროს-ქანთრის ტიპის ველოსიპედებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა მარათონებში, რაც პირველ რიგში აიხსნება მისი დაბალი წონით.

გარდა წონისა, მისი უპირატესობა გამოიხატება ჩამონტაჟებულ ბერკეტულ სისტემაში, რომელიც საშუალებას აძლევს ველოსიპედს შეუმჩნევლად გადალახოს მცირედ უსწორმასწორო გრუნტი და პრაქტიკულად არაფერი შეეტყოს დაძვრისა და დამუხრუჭების დროს. 

თუ გადაადგილება სიამოვნებისთვის გჭირდებათ, ჰაერის ამორტიზატორი კარგი არჩევანია, თუმცა უფრო აგრესიული გადაადგილებისთვის ამ სტილის სისტემა სუსტია და არ გამოდგება.

ჰაერის ამორტიზატორები მფლობელის მხრიდან საჭიროებს ყურადღებას და მოვლას. ამიტომ, თუ მწყობრიდან გამოვიდა ჩობალები (ე.წ. „სალნიკები“), საჭიროა მათი დროული შეცვლა, რათა ამორტიზატორი არ გამივიდეს მწყობრიდან.

ჰაერ-ზეთოვანი - მოქმედების პრინციპი მარტივია - ზამბარის როლს ასრულებს ჰაერი, ხოლო დარტყმებს ახშობს ზეთის კატრიჯი.

ამორტიზაციის ამგვარი პრინციპი საშუალებას იძლევა ეფექტურად გადანაწილდეს წინააღმდეგობის ძალა შეკუმშვა-გაშლის დროს და ამავდროულად იძლევა ინდივიდუალური რეგულირების საშუალებას.

სპეციალისტების აზრით ჰაერ-ზეთოვანი ამორტიზატორი მიიჩნევა ყველაზე გამძლე ამორტიზატორად სხვა საამორტიზაციო ჩანგლებს შორის. 

მისი უდავო პლუსია ნაკლები მგრძნობელობა ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, ხოლო მინუსი ის, რომ საჭიროებს კატრიჯში ზეთის წნევის რეგულარულ კონტროლს. 

რემონტი და მომსახურეობა იგივეა, როგორც ჰაერის ამორტიზატორებში, მთავარია ყურადღება და სახარჯო მასალების დროული გამოცვლა (ცვეთის მიხედვით).

 

საამორტიზაციო ჩანგლის სტანდარტები —

 

საამორტიზაციო ჩანგლის სტანდარტებიჩანგლის დიამეტრი (ისევე როგორც ველოსიპედის სხვა დეტალები) იზომება დიუმებში (1 დიუმი = 2.54 სმ)

საამორტიზაციო ჩანგლებს, ისევე როგორც მყარ ჩანგლებს (ამორტიზაციის გარეშე) გააჩნია ოთხი ძირითადი სტანდარტი:

1. 1" დიუმი ძველი სტანდარტი - თითქმის აღარ გვხვდება (როგორიც იყო მაგალითად ძველი რუსული და უკრაინული ველოსიპედები)

2. 1" და 1/8" დიუმი  – (დიუმი და ერთი მერვედი) – ყველაზე გავრცელებული.

3. 1" და 1/4" (დიუმი და ერთი მეოთხედი).

4. 1" და 1/2[1]" (დიუმი და ერთი მეორედი).

თანამედროვე საამორტიზაციო ჩანგლების უმეტესობას გააჩნია საჭესთან დაკავშირებული მილი დიამეტრით - დიუმი და ერთი მერვედი (1 და 1/8).

ამ საყოველთაოდ მიღებული სტანდარტით ხელმძღვანელობენ ველოსიპედების, ველოსიპედის ჩარჩოებისა და საჭის ღერძის მწარმოებლები. მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს სამაგრი მილის სიგრძე - ჩვეულებრივ დაახლოებით 10 დიუმი.

გარდა ამისა, ჩანგლები განსხვავდება საბურავის ზომების მიხედვით, რასაც ალაბათ უკვე თავადაც მიხვდით.

შესაბამისად, არსებობს  საბავშვო ველოსიპედების ჩანგლები - 10", 12", 16", 18", 20" დიუმიანი საბურავებისთვის.

მოზარდების ან ექსტრემალებისთვის განკუთვნილი ჩანგლები - 24" დიუმიანი საბურავებისთვის.

ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ჩანგლები  - 26", 27,5", 28" და 29" დიუმიანი საბურავებისთვის.

სხვადასხვა ჩანგლებს, ჩანგლის „ფეხებს“  შორის დაშორება აქვთ სხვადასხვა. არსებობს ჩანგალზე მუხრუჭების დამაგრების ორი სტანდარტი (IS и PM) - V Brake და დისკური მუხრუჭებისთვის. 

ეს მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება შეიძინოთ ჩანგალი, რომელზეც შესაძლებელი იყოს მხოლოდ ერთი ტიპის მუხრუჭის დამაგრება, თქვენს ველოსიპედს კი ჰქონდეს მეორე ტიპის მუხრუჭი.

გარდა ამისა, ყოველთვის შეიძინეთ ჩანგალი, რომელიც კონკრეტული ზომის ველოსიპედისთვის არის განკუთვნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა არ მოხდეს თავსებადობა, რაც შეგიქმნით დისკომფორტს ნივთის გამოცვლასთან დაკავშირებით.

დამაგრების ტიპის მიხედვით ჩანგლები იყოფა ორ ჯგუფად:

კუთხვილიანი („რეზბიანი“) - headset

კუთხვილის („რეზბის) გარეშე - aheadset (როგორც მყარი, ასევე საამორტიზაციო ჩანგლები)

კუთხვილიანი და უკუთხვილო საამორტიზაციო ჩანგლებიკუთხვილიანი ჩანგლები - თანამედროვე ჩანგლების უმრავლესობა კუთხვილიანია. განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის არის საჭის სვეტის (“კალონკა“) და მასზე ჩანგლის დამაგრების ტიპში.

კუთხვილიან ჩანგლებში საკისრის მიმაგრება ხდება ქანჩების საშუალებით - ერთი კონუსის ფორმის ქანჩი, შემდეგ საყელური („შაიბა“) და ბოლოს კონტრ-ქანჩი.

ჩანგლები კუთხვილის გარეშე - უკუთხვილო („ურეზბო“) საჭის სვეტზე, საკისარს უჭირავს საჭის შვერილი. ჩანგლის მილზე არ არსებობს არავითარი კუთხვილი („რეზბა“) და საჭის შვერილი ფიქსირდება ე.წ „ღუზის“ საშუალებით (ღერძი, რომელიც ფართოვდება და იჭერს შვერილს) „ღუზა“ კი თავსდება ჩანგლის მილში.

კუთხვილიანი ჩანგლების გამოყენება სულ უფრო ნაკლებად ხდება და და უკვე ბევრი მწარმოებელი აწარმოებს ჩანგლებს კუთხვილის („რეზბის“) გარეშე. 

და მართლაც უკუთხვილო ჩანგლები ნამდვილად სჯობს კუთხვილიან ქანჩებს, რადგან მათი დამაგრება საჭის შვერილზე ხდება ყოველგვარი ქანჩების, საყელურებისა და კონტრ-ქანჩების გარეშე - მარტივი, გაფართოებადი მომჭერის საშუალებით.

 

ტრასის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
TEMPO 1.0
SWIFT 2.0 TEMPO 3.0

 

ამორტიზატორების სვლის კლასი —

 

ამორტიზატორების სვლის კლასისვლის კლასის მიხედვით საამორტიზაციო ჩანგლები იყოფა:

ჩანგლები მოკლე სვლით;

ჩანგლები საშუალო სვლით;

ჩანგლები გრძელი სვლით;

ჩანგლები მოკლე სვლით - სვლის სიგრძე - 25-40 მმ (1 დიუმი) გამოიყენება კროსისთვის, სეირნობისთვის განკუთვნილ და ქალაქის ველოსიპედებში.

ჩანგლები საშუალო სვლით - სვლის სიგრძე - 50-75 მმ, ან 75-100 მმ. (3 დიუმი) გამოიყენება ტურისტული და ჰიბრიდული (ზოგჯერ ქალაქის  და აქტიური სტილით გადაადგილების 

ჩანგლები საშუალო სვლით - სვლის სიგრძე - 75-100 მმ.(4 დიუმი). გამოიყენება მთის და კროს-ქანთრისთვის განკუთვნილ ველოსიპედებში.

ჩანგლები გრძელი სვლით - სვლის სიგრძე 120-300 მმ. (5-12 დიუმი) და მეტი. ჩვეულებრივ, ეს საამორტიზაციო ჩანგლები გამოიყენება სპეციალიზიებულ, ორმაგი დაკიდების („ე.წ. პოდვესკა“) მქონე ველოსიპედებში.

მაგალითად ტრიალი, ფრირაიდი დაუნჰილი/Downhill  - ველოსიპედები მთიდან დაშვებისთვის.

სპეციალისტების მიერ აქტიური მოძრაობის მოყვარული ველოსიპედისტებისთვის, რეკომენდებულია საამორტიზაციო ჩანგალი 100 მმ. სვლით, რომელიც ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ყველა ტიპის ველოსიპედისთვის. შეიძლება მერყეობაც  - +/- 20 მმ.

სტანდარტული საამორტიზაციო ჩანგლები - ყველაზე მეტად გავრცელებული ჩანგლებია, ტელესკოპური სისტემით (ორი სხვადასხვა დიამეტრის მილი მოძრაობს ერთმანეთში).

ამობრუნებული საამორტიზაციო ჩანგლები - იგივე ტელესკოპური სისტემაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჩანგლის დგუშები მოქცეულია ქვემოთ, რაც ამცირებს საამორტიზაციო მასის დაწოლას, გრუნტზე უკეთესი მოჭიდებისთვის.

ასეთი ჩანგლები შესანიშნავად გადაადგილდება უსწორმასწორო გზებზე, თუმცა აქვთ დიდი წონა და მაღალი ღირებულება. აგრეთვე ადვილად იკრავს ჭუჭყსა და ტალახს. 

სპეციფიკური საამორტიზაციო ჩანგლები - ნაკლებად გავრცელებულია და გამოიყენება ველოსიპედებში მრავალდდგუშიანი და მრავალბერკეტოვანი სისტემით. ამ ჯგუფს მიეკუთვნება „ერთფეხიანი“ ჩანგალიც.

 

საამორტიზაციო ჩანგლის ფუნქციები (რეგულირება) —

 

საამორტიზაციო ჩანგლის ფუნქციები (რეგულირება)წინა საამორტიზაციო ჩანგლების ფასი ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ მექანიკური თვისებებით, არამედ რეგულირების შესაძლებლობების რაოდენობების მიხედვით.

რაც უფრო მეტია ინდივიდუალური რეგულირების შესაძლებლობა, მით უფრო რთული კონსტრუქცია აქვს საამორტიზაციო ჩანგალს.

თუ თქვენ მიზეზიანი არ ხართ და დიდად თავის შეწუხებაც არ გიყვართ, რამოდენიმე სტანდარტული რეგულირების ფუნქციაც გეყოფათ. მაგრამ თუ პროფესიონალი ბრძანდებით, ჩანგლის ნებისმიერ სტილს და მისი რეგულირების საშუალებას შესაძლოა პრინციპული მნიშვნელობაც ჰქონდეს.

რეგულირების ფუნქცია საშუალებას იძლევა შეიცვალოს ჩანგლის მოქმედება ტრასის ტიპის მიხედვით ისე, რომ ველოსიპედისტმა არ შეწყვიტოს მოძრაობა (ანუ უშუალოდ გადაადგილების დროს).

საამორტიზაციო ჩანგლების მოდიფიკაციები, რომელთა რეგულირება შესაძლებელია ველოსიპედისტის მოთხოვნების შესაბამისად, ძირითადად ფასობს გამოცდილ რეიდერებს შორის. 

ხოლო დამწყებთათვის, სრულიად საკმარისია სტანდარტული რეგულირების მოდიფიკაციები, რომელთაც გააჩნიათ მინიმუმი ფუნქციები (ან საერთოდ არა აქვს რეგულირების ფუნქციები) 

არსებობს რამდენიმე ტიპის რეგულირებები:

Damper (დემპფერი) - მოწყობილობა, რომელიც ახშობს უკვე წარმოქმნილ რხევებსა და ვიბრაციას ან უზრუნველყოფს მის თავიდან აცილებას. 

საამორტიზაციო ჩანგალში იგი ასრულებს შეკუშული ზამბარის უკან ასხლტომის შენელების ფუნქციას.

ჩანგლის მკვეთრი ასხლტომის შემთხვევაში ირღვევა წინა საბურავის გრუნტთან მოჭიდება, მუდმივი და ძლიერი ბიძგები კი იწვევს ველოსიპედისტის გადაღლას და ხშირად ხელების ტკივილს.

დემპფერი ასუსტებს ასეთ დარტყმებს ჩანგლის საწყიდ მდგომარეობაში დაბრუნების დროს.

ელასტომერი - ნივთიერება, რომელსაც შეუძლია აღიდგინოს თავის პირველადი ფორმა და ზომა დეფორმაციის შემდეგ. მაგალითად, ნატურალური რეზინი (კაუჩუკი), სინთეტიკური მასალების ზოგიერთი სახეობა.

Preload (წინასწარი დატვირთვა) - ანუ საწყისი, ნეიტრალური სვლის წერტილი. ეს არის სიდიდე, რომელიც არეგულირებს ზამბარის სიხისტეს.

ხარისხიან საამორტიზაციო ჩანგლებში მისი რეგულირება შესაძლებელია შოდა გადამრთველით ან ზამბარის ცვლილებით.

Compression & Rebound (შეკუმშვისა და საწყის მდებარეობაში დაბრუნების სიჩქარის ცვლილება) –  უზრუნველყოფს ჩანგლის საწყის მდგომარეობაში დაბრუნების სიჩქარისა და შეკუმშვის წინაღობის რეგულირებას.

LockOut (ბლოკატორი) - იძლევა ამორტიზაციის გამორთვის საშუალებას გზის სწორ მონაკვეთებზე, რაც ზრდის მოძრაობის სიჩქარეს. ან პირიქით, მისი ჩართვა უზრუნველყოფს ცუდ გზებზე კომფორტულ გადაადგილებას.

ამ ფუნქციის ყველაზე კომფორტული ოფციაა ის, რომ გამორთვა/ჩართვა შესაძლებელია უშუალოდ მოძრაობის დროს, მაგალითად აღმართზე ასვლის მომენტში, ან პირიქით, ცუდი გზიდან ასფალტზე გადასვლის დროს.

Extension Control (სვლის სიგრძის რეგულირება)  - ბლოკირების გაფართოებული ოფციაა. დამატებულია რამოდენიმე პოზიცია, რომელიც აფიქსირებს სვლის რეგულირებას გარკვეულ სიგრძეებზე.

საკმაოდ რთული ფუნქციაა, რომლის გამოყენებაც ძალიან ცოტას თუ შეუძლია (ან სჭირდება), ამიტომაც გვხვდება მხოლოდ  ერთეულ მოდელებში. 

 

ველოსიპედის უკანა ამორტიზატორები —

 

ველოსიპედის უკანა ამორტიზატორები - ზამბაროვანიველოსიპედის უკანა საკიდარი (უკანა ამორტიზატორი) წარმოადგენს სისტემას, რომელიც შედგება ზამბარისაგან (რესორისგან) და ელემენტისგან, რომელიც ახდენს დემპფერის რხევათა დემპფერირებას (ჩახშობას).

რესორი წარმოადგენს მეტალის ზამბარას, ხოლო თუ ველოსიპედის მცირე წონა პრინციპულად მნიშვნელოვანია - ჰაერის კატრიჯს.

ხოლო დემპფრისთვის ყოველთვის გამოიყენება ზეთი. ზეთოვანი კატრიჯი ანელებს ამორტიზატორის რეაქციის სიჩქარეს დატვირთვების დროს.

ანუ რესორის ტიპის მიხედვით უკანა ამორტიზატორები იყოფა ორ ჯგუფად:

ჰაერ-ზეთოვანი - ასეთ ამორტიზატორებში რესორის როლს ასრულებს  ჰაერის კატრიჯი (რაც ამცირებს ამორტიზატორის მასას)

ზამბარიან-ზეთოვანი - ასეთ ამორტიზატორებში რესორის როლს ასრულებს მეტალის (ან ტიტანის) ზამბარა .

მეტალის ზამბარაიანი ამორტიზატორები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია კონსტრუქციის სწრაფი რეაქცია მაღალი სიჩქარით გადაადგილების დროს, რადგან ზამბარას აქვს თვისება მომენტალურად შეიკუმშოს და გაიშალოს. 

დემპფერირების ხარისხი - ძირითადი თვისებაა, რომლის მიხედვითაც ხარისხიანი ვლოსიპედები განსხვავდება უხარისხო დაბაფასიანი ველოსიპედებისგან.

მაღალის ხარისხის ბრენდულ მოდელებს შეიძლება ჰქონდეს ამორტიზატორის რეაქციის სიჩქარის რეგულირების სისტემა.

უკანა დაკიდების სისტემა არის სამი ტიპის:

ველოსიპედის უკანა ამორტიზატორები - უკანა დაკიდების სისტემა1. კონსოლური დაკიდების სისტემა - წარმოადგენს ქანქარა კონსტრუქციას, რომელიც მიმაგრებულია ველოსიპედის ჩარჩოზე ერთი ღერძით და უშუალოდ შეერთებულია ამორტიზატორთან.

ასეთი სისტემა მარტივია და გამოირჩევა კარგი ფუნქციონალით. თუმცა მას აქვს მცირე სვლა სხვა სისტემებთან შედარებით.

2. მრავალბერკეტიანი დაკიდების სისტემა - გამოირჩევა ქანქარის ამორტიზატორთან შეერთების ხერხით. ამ მიზნით გამოყენებულია სახსრული ტიპის ბერკეტების სისტემა (სხვადასხვა მწარმოებელს აქვს სხვადასხვა ტიპის სისტემა).

ასეთი სისტემა რთული კონსტრუქციისაა, აძვირებს ველოსიპედის ფასს და შედარებიტ მალე იეყევა და გამოდის მწყობრიდან, თუმცა აქვს დიდი სვლის მარაგი კონსოლურ სისტემასთან შედარებით.

3. „სამკუთხედის“ ტიპის დაკიდების სისტემა - წინა ორი სისტემისგან განსხვავდება ტრანსმისიის მდებარეობით, რომელიც მთლიანად მიმაგრებულია უკანა ქანქარაზე, რის გამოც ინარჩუნებს დრეკადობას გადაადგილების დროს.

ასეთი დაკიდების სისტემა საკმაოდ გავრცელებულია თანამედროვე ველოსიპედებში.

ველოსიპედის უკანა ამორტიზატორები - ჰაერისუკანა ამორტიზატორის სვლის სიგრძე - იმაზე, თუ სვლის რა მარაგი გააჩნია უკანა დაკიდების სისტემას, დამოკიდებულია რამდენად „რბილად“ გადაადგილდება ველოსიპედი და რამდენად ურთულდება აღმართებზე ასვლა ჩვეულებრივი, ჰორიზონტალური მოძრაობის დროს.

კროს ქანთრის ველოსიპედებისთვის სვლის სიგრძე შეადგენს 130 მმ-ზე ნაკლებს, რაც უსწორმასწორო გზებზე გადაადგილების დროს ველოსიპედს მგრძნობიარეს ხდის დარტყმებისა და ბიძგების მიმართ, მაგრამ ეხმარება აღმართზე მარტივად ასვლაში.

ექსტრემალური გადაადგილებისთვის განკუთვნილ მოდლებში, სწრაფად დაშვებისა და ნახტომების დროს სვლის მანძილი შეადგენს 150 მმ-ზე მეტს. ასეთი კონსტრუქცია ხსნის სახსრებზე და ხერხემალზე ზედმეტ დატვირთვას, თუმცა ართულებს სწორ გზებზე გადაადგილებას.

ათუ გსურთ ჩვეულებრივი გადაადგილების გარდა თავისუფლად იმოძრაოთ საშუალო სირთულის აღმართებს და დაღმართებზე, უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ  დაკიდების სისტემაზე სვლის სიგრძით - 130-დან 150 მმ-მდე.

 

ველოსიპედები უკანა ამორტიზატორით ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
PHD P1000 ELITE
PHD P1200 ELITE PHD P1000 ELITE 2

 

ზოგადი რჩევები ველოსიპედის ჩანგლის არჩევის დროს —

 

ზოგადი რჩევები ველოსიპედის ჩანგლის არჩევის დროს გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. თუ თანხა არ გყოფნით, არ გინდათ ზედმეტი თავის ტკივილი და აირჩიეთ ველოსიპედი ამორტიზაციის ჩანგლის გარეშე, ანუ  ჩვეულებრივი, მყარი (რიგიდული) ჩანგლით (ამორტიზაციის გარეშე).

ათწლეულების მანძილზე ადამიანები გადაადგილდებოდნენ ამგვარი ველოსიპედებით ნებისმიერი ტიპის გზაზე და პრობლემა არ შექმნიათ ამის გამო.

დიახ, რა თქმა უნდა ხელები ჩვეულებრივზე მეტად დაგეღლებათ, განსაკუთრებით უგზოობაში გადაადგილების დროს, მაგრამ თუ ასეთი გზები თქვენი გადაადგილების მხოლოდ 10-20%-ს შეადგენს, თამამად თქვით უარი საამორტიზაციო ჩანგალზე და უამორტიზაციო მყარ ჩანგლიანი ველოსიპედი შეიძინეთ.

გახსოვდეთ, რომ მაღალი ხარისხის ბრენდული საამორტიზაციო ჩანგალი ნახევარი ველოსიპედის ფასი ღირს... ამირტომ კარგად დაფიქრდით სანამ ასე მაღალ თანხას გადაიხდით, რამდენად გჭირდებათ ეს...

თუ თანხის პრობლემა არა გაქვთ, მაინც დაფიქრდით როგორ გზებზე გადასაადგილებლად გჭირდებათ ველოსიპედი.

თუ ძირითადად სწორ გზებზე მოძრაობთ (პარკში სასეირნოდ და ქალაქის პირობებში), მყარი უამორტიაციო ჩანგალი სრულიად უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ გადაადგილებას.

ამასთან გახსოვდეთ, რომ თუ საბურავებში ჰაერის წნევა სწორად გაქვთ შერჩეული, ეს ნაწილობრივ ახდენს ცუდი გზების კომპენსირებას.

მაგრამ თუ ველოსიპედი მთის და სხვა ექსტრემალურ პირობებში გადასაადგილებლად გესაჭირობათ, არჩევანი საამორტიზაციო ჩანგლით აღჭურვილ მოდელებს შორის გაააკეთეთ.

გაითვალისწინეთ, ხართ თუ არა მზად მომავალში დაუთმოთ დრო და სახსრები ველოსიპედის ტექმომსახურეობას. გახსოვდეთ რომ ნებისმიერი საამორტიზაციო ჩანგალი საჭიროებს ტექნიკური მომსახურეობას. მყარ ჩანგალს კი მისგან განსხვავებით არავითარი მომსახურეობა არ ესაჭიროება.

ამიტომ, თუ ბუნებით ზარმაცი ადამიანი ხართ და არც ზედმეტი თანხის დახარჯვა გსიამოვნებთ დაფიქრდით...

მყარი ჩანგალი მოგემსახურებათ ზუსტად იმდენი ხნის განმავლობაში რამდენ ხანსაც გეყოლებათ ველოსიპედი, რასაც ვერ ვიტყვით საამორტიზაციო ჩანგალზე, რომელიც დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოვა და უკეთეს შემთხვევაში დასჭირდება შეკეთება, ხოლო უარესში - შეცვლა.

დაფიქრდით, პრინციპულია თუ არა თქვენთვის ველოსიპედის წონა, რადგან საამორტიზაციო ჩანგლით აღჭურვილ ველოსიპედს აქვს უფრო მეტი წონა,  მყარი უამორტიზაციო ჩანგლით აღჭურვილთან შედარებით.

გარდა ამისა, უფრო მძიმე ველოსიპედი უფრო რთულად კრებს სიჩქარეს, უფრო რთულად ამუხრუჭებს და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ველოსიპედი ყოველთვის არ გატარებთ, ზოგჯერ თავადაც მოგიწევთ მისი ხელით ტარება...

ნუ აირჩევთ ველოსიპედს, რომლის ჩანგალი ალუმინისგან არის დამზადებული, რადგან ალუმინის მაღალი სიხისტის გამო თქვენ იგრძნობთ გზის ოდნავ უსწორმასწორო მონაკვეთსაც კი, რაც ზიანის მომტანია ხელის მტევნებისთვის.

ფოლადის, ქრომომოლიბდენის ან კარბონის ჩანგალი შესანიშნავად ახშობს მიკროვიბრაციებს, ხოლო მაღალი დატვირთვის დროს იღუნება.

ტრდიციულად მიიჩნევა, რომ მოღუნული ჩანგლები უფრო რბილია ვიდრე სწორი ჩანგლები, ამიტომ თუ არცევნის საშულება გაქვთ მოღუნული ჩანგალი აირჩიეთ.

პს - საამორტიზაციოს ჩანგლის სწორად არჩევა მნიშვნელოვანია, რადგან იგი საიმედო დასაყრდენი უნდა გახდეს ნებისმიერ ამინდში და ნებისმიერ რელიეფზე გადაადგილების დროს.

არჩევანი უნდა გაააკეთოთ იმის მიხედვით, თუ უპირატესად როგორ კლიმატურ პირობებში და გზებზე გიწევთ მოძრაობა. 

ამიტომ, ამ და ყველა სხვა ზემოთ აღწერილ ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, ყურადღება გაამახვილეთ მაღალი ხარისხისა დ სანდო ბრენდის წარმოებულ სამორტიზაციო ჩანგალზე, რათა არ მოგიწიოთ მალევე ახალი არჩევანის გაკეთება.

რეკომენდებულია შეიძინოთ ნახევრად პროფესიონალური ქრომომოლიბდენის (ან ტიტანის) ჰაეროვანი საამორტიზაციო ჩანგალი, რომელსაც ექნება ასხლეტისა და კომპრესიის რეგულირების შესაძლებლობა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს სტანდარტული კლასიკაა - შედარებით დაბალი ფასით, მაგრამ საიმედო და კომფორტული. რომელიც მოგანიჭებთ თავდაჯერებულობას გადაადგილების დროს და მიიღებთ მაქსიმალურ სიამოვნებას ნაკლები ძალისხმევით.

 

საამორტიზაციო ჩანგლის მოვლა —

 

საამორტიზაციო ჩანგლის მოვლათუ საამორტიზაციო ჩანგალს რეგულარულად არ გაწმენდთ, არ მოაცილებთ ტალახს, მტვერს და სხვა ნივთიერებებს, შეიძლება მას შეეპაროს კოროზია და მექანიზმმა დაიწყოს არაადეკვატურად მუშაობა.

თუ ჩანგალზე შეამჩნიეთ ზეთი ან სხვა ტიპის საეჭვო შესქელებები, აუცილებლად მიმართეთ სერვის ცენტრს ან ველო სახელოსნოს.

არასოდეს გარეცხოთ ველოსიპედის ჩანგალი (ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი დეტალები)  წყლის მაღალი ჭავლით (კერხერით და სხვა მოწყობილობებით).

ცნობილი მწარმოებლების მიერ გამოშვებული ჩანგლები ჰერმეტულია და გათვალისწინებულია ბევრი რამ, რომ მასში არ მოხვდეს წყალი და მტვერი.

ანუ, თუ ჩანგალი მაღალხარისხიანია, წყლის მოხვედრის შემთხვევაში მას არაფერი ემუქრება, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა და უმჯობესია საამორტიზაციო ჩანგალი (და ზოგადად ველოსიპედი ტილოთი და სპეციალური საშუალებებით გაწმინდოთ):

რა თქმა უნდა ტალახის მიმართ უფრო მგრძნობიარეა ზამბარიანი და ზამბარიან-ელასტიური ჩანგლები, რადგან მათში ჭუჭყისა და ტალახის მოხვედრის და შესაბამისად ამორტიზატორის „გაჭედვის“  რისკი მეტია.

ეს აუცილებელია სეზონზე მინიმუმ 1-2-ჯერ (გადაადგილების ინტენსივობიდან გამომდინარე) თუ ქალაქის პირობებში და სუფთა გრუნტზე გადაადგილდებით. მაგრამ თუ ხშირად გიწევთ ოღროჩოღრო ტალახიან გრუნტზე სიარული, რა თქმა უნდა მეტი ინტენსივობაა საჭირო.

ამორტიზატორი საკმაოდ რთული აგებულების დეტალია. ამიტომ, მის მცირედ დაზიანებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაშიც კი ამორტიზატორის დათვალიერება (საჭიროების შემთხვევაში გამოცვლა) უმჯობესია მოახდინოს სპეციალისტმა სერვის ცენტრში ან ველო სახელოსნოსოში.

მიუხედავად ამისა, გარკვეული ზომების მიღება დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი, რასაც მოკლედ წარმოგიდგენთ:

ალბათ ყველასათვის ცნობილია, რომ ამორტიზატორები დაცულია მტვერდამცავი ხუფებით (ე. წ “პილნიკებით“), თუმცა ისინი 100% -ით ვერ იცავენ ამორტიზატორებს მტვრისა და წყლის შეღწევისაგან.

ამიტომ, დროგამოშვებით ეს მტვარდამცავი  ხუფები უნდა მოიხსნას (ჩანგლის ქვემოთ მდებარე 2 ჭანჭიკის მოშვებით), გაიწმინდოს შიგნიდან, გაიპოხოს საპოხი საშუალებით და დაყენდეს თავის ადგილზე.

გარდა ამისა, რეკომენდებულია ველოსიპედის ჩანგლის გაპოხვა. ამისათვის იგი უნდა მოიხნას, დაიშალოს შემადგენელ ნაწილებად, გაიპოხოს სისტემის აქტიური დეტალები შემდეგ კი აეწყოს და დაყენდეს თავის ადგილზე.

ჩანგლის ფეხი და უკანა ამორტიზატორის ღერო უმჯობესია დამუშავდეს სპეციალური სილიკონის სპრეით. ამგვარად იგი უკეთესად იცურებს და შესაბამისად კარგად იმუშავებს.

თუ საამორტიზაციო ჩანგალს სწორად მოუვლით, იგი 20 000 კმ და მეტი ერთგულად მოგემსახურებათ. თუ რა თქმა უნდა მას არ აქვს ქარხნული წუნი (ამისგან დაზღვეული არავინაა).

იხილეთ: ველოსიპედის მოვლა და სერვისი

 

მთის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
STRIKER K014
DVR D700 ELITE X-TREME X1

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

Loading...

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ