მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 44209 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როგორ დავამარცხოთ სიმელოტესტატისტიკის მიხედვით, ორმოც წელს მიღწეულ მამაკაცთა 40%-ს აწუხებს გამელოტების ესა თუ ის დონე. ვიღაცისთვის კი ეს უსიამოვნო პროცესი 18-20 წლის ასაკიდან იწყება.

თმის ცვენისა და გამელოტების მიზეზი ძალიან ბევრია, შედეგი კი ერთი - სიმელოტე!

ნებისმიერი ადამიანის პირველი ბუნებრივი რეაქცია თმის დაკარგვაზე არის - შოკი! რასაც შემდგომში მოჰყვება იმედგაცრუება.

ვიღაც ეგუება ადრეულ გამელოტებას და აგრძელებს ცხოვრებით ტკბობას.

ბევრი კოპლექსდება და ყველა საკუთარ წარუმატებლობას თავზე თმის არ არსებობას აბრალებს.

ბევრი კი არ აპირებს დანებებას და ერთმანეთზე მიყოლებით ცდის ყველა შესაძლო საშუალებას, რათა ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს დაკარგული თმები.

 

ქუდი/ბენდენა

 

როგორ დავამარცხოთ სიმელოტე - ქუდი/ბენდენაზოგიერთი მამაკაცი სიმელოტის დასამალად საკმარისად თვლის მუდმივად ატაროს ქუდი ან ბენდენა.

თუმცა ეს არ არის გამოსავალი, რადგან მამაკაცი, რომელიც მთელი დღეები მუდმივად ატარებს ქუდს (ნებისმიერი ტიპის - კეპიანი, პანამის ტიპის, თანამედროვე ცილინდრი და ა.შ) ან ბენდენას, თავიდან გაკვირვებას იწვევს....

...თანდათან ყველა მიხვდება ამის ჭეშმარიტ მიზეზს და ზურგსუკან ქილიკიც არ დააყოვნებს.

იგივე სიტუაციაა ბენდენასთან დაკავშირებით. ზოგი მამაკაცი მთელი დღეების განმავლობაში დადის ბენდენით და პრაქტიკულად არ იხსნის მას, თუმცა არის ცხოვრებაში სიტუაციები, როცა მისი მოხსნა მაინც საჭირო გახდება.

მაგალითად: ეკლესიაში, დაწესებულებებში, სადაც მკაცრად იცავენ დრესკოდს, ახლო ინტიმური ურთიერთობის დროს და ა.შ

 

პარიკი

 

როგორ დავამარცხოთ სიმელოტე - პარიკიზოგიერთი სიმელოტის დამალვას პარიკით სცდილობს. არსებობს როგორც სინთეტიკური, ასევე ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკებიც, რომელთაც ისეთივე სათუთი მოვლა სჭირდება, როგორც თმას.

თუმცა, რაც არ უნდა ბუნებრივი და ხარისხიანი იყოს პარიკი, ადრე თუ გვიან ამას ყველა მიხვდება და შედეგიც იგივე იქნება, როგორც ქუდისა და ბენდენის შემთხვევაში.

უფრო უარესიც კი... ასეთი ადამიანი სამუდამოდ მიიწებებს „პარიკიანი მამაკაცის“ სახელს.

ამასთან, არსებობს გაუთვალისწინებელი შემთხვევების რისკი, როცა შეიძლება პარიკი თავიდან მოგძვრეთ და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ (მაგალითად ქარი).

თუმცა არსებობს პარიკის ტარების წარმატებული მაგალითებიც, როცა მელოტები პარიკს ატარებენ და ეს მათი იმიჯის შემადგენელი ნაწილია.

 

თმის გადავარცხნა

 

როგორ დავამარცხოთ სიმელოტე - თმის გადავარცხნამისთვის, ვინც სიმელოტის დასაფარად რადიკალური მეთოდების გამოყენებას ერიდება, მაგრამ ვერ ეგუება, თუ როგორ პრიალებს მისი თავი მზეზე, გამელოტებული თავის მონაკვეთების დასაფარად იყენებს ისეთ ხერხს, როგორიცაა კეფიდან და საფეთქლების არიდან გრძელი თმის გადავარცხნა (ეგრეთ წოდებული „ტალავერი“).

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს არც ისე წარმატებული მიგნებაა (ყოველ შემთხვევაში მამაკაცებში). რატომ უნდა დამალო ის, რაც ბუნებრივია? ამ გზით დამალულ სიმელოტეს უფრო ცუდი ეფექტი აქვს ვიდრე ბუნებრივად მელოტ თავს.

ამასთან თმის გადავარცხნას აქვს მკვეთრად გამოხატული მინუსები: ქარის (საკმარისია მსუბუქი ნიავიც), წვიმის, ქუდის მოხდის, უხერხული მოძრაობის და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, მელოტის დასაფარად გულმოდგინედ გადავარცხნილი თმა შეიძლება დაიშალოს და შედეგად მიიღოთ სრული კატასტროფა.

ამასთან, ქალებში ჩატარებულმა სოციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათი უმრავლესობისთვის, მამაკაცი, რომელიც ცდილობს ამ გზით დაიფაროს თავის მოშიშვლებული ადგილები, მინიმუმ სულელურად გამოიყურება.

ქალებს მოსწონთ თავის თავში დარწმუნებული მამაკაცები, რომელთაც ეამაყებათ და არ რცხვენიათ საკუთარი გარეგნობის და მითუმეტეს არ ცდილობენ თმის არ არსებობის დაფარვას ასეთი წარუმატებელი მეთოდებით.

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ქალებში აღნიშნული მეთოდი არ არის კრიტიკის საგანი და ხშირად წარმატებითაც კი გამოიყენება.

როგორც ცნობილია ქალებს ხშირად აღენიშნებათ არა ანდროგენული, არამედ დიფუზიური ალოპეცია. ამ შემთხვევაში კი მათ შეუძლიათ ისეთი ვარცხნილობის გაკეთება, რაც მაქსიმალურად დაფარავს შეთხელებული ან გაცვენილი თმის მონაკვეთებს.

 

თმის გადაპარსვა

 

როგორ დავამარცხოთ სიმელოტე - თმის გადაპარსვაერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმა სიმელოტის დასაფარად, თმის ბოლომდე გადაპარსვაა. რომელიც საკმაოდ ეფექტური მეთოდია, მოდურია და უხდება მამაკაცთა უმრავლესობას.

სუფთად გადაპასული თავი ანიჭებს მის მფლობელს მამაკაცურ, უმეტეს შემთხვევებში კი აგრესიულ, ბრუტალურ იერსაც კი.

ასეთი „ვარცხნილობის“ ფონზე მკვეთრად ხაზგასმული და წინ წამოწეულია სახის ნაკვთები. კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ფაქტიურად მოხსნილია ჭაღარა თმის პრობლემაც.

რა თქმა უნდა თმის „ნულზე“ გადაპარსვას მამაკაცები ადვილად ვერ წყვეტენ და უჭირთ ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ „ჩიტი ბრდღვნად“ ღირს, რადგან სრულიად გადაპარსული თავი გაცილებით ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე ნაწილობრივ გამელოტებული.

ამასთან ექსპერიმენტმა შესაძლოა გაამართლოს და მიიღოთ განუმეორებელი, თქვენი სტილი. მეორეს მხრივ, თუ შედეგი არ მოგეწონებათ, თავზე არსებული თმა მალე გაიზრდება და ძველ სტილსაც მალე დაიბრუნებთ.

თუ ამ საკითხს მაინც ვერ წყვეტთ, რადგან გეშინიათ, რომ უარეს შედგეს მიიღებთ, შეგიძლიათ თმა ჯერ ვირტუალურად გადაიპარსოთ, ანუ ფოტოშოპის ან სხვა გრაფიკული რედაქტორების საშუალებით.

შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ ფოტო რედაქტორებით, რომლებიც ამ ამოცანას წარმატებით გაუმკლავდება და წინასწარ ნახოთ, თუ როგორი იქნება მიახლოებით თქვენი ახალი იმიჯი.

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი თმის საკრეჭების შესახებ

 

ტატუ (მიკროპიგმენტაცია)

 

როგორ დავამარცხოთ სიმელოტე - ტატუ (მიკროპიგმენტაცია)ადრე ცნობილი მეთოდის მაგივრად, რომლის საშუალებითაც ხდებოდა - დაშტრიხვა - თავის კანზე ერთგვაროვანი ლაქის დატანა. საერთაშორისო კლინიკა HIS-ის სპეციალისტებმა მომხმარებელს შესთავაზეს ტატუირების მეთოდი, რომელიც გადაპარსული ან მოკლედ შეკრეჭილი თმის შთაბეჭდილებას ქმნის.

ტატუს საშუალებით მიღებული „ვარცხნილობა“ ნატურალურად და მოდურად გამოიყურება, მეთოდი არ მოითხოვს ნერვიულობას და რთულ პროცედურებს.

დაშტრიხვისგან განსხვავებით, სპეცილისტები ტატუს საშუალებით ხატავენ თმის ცალკეულ ფოლიკულას, რაც აბსოლიტურად იდენტურია და არ განსხვავდება ბუნებრივი შედეგისგან.

ამასთან, მიკროპიგმენტაციისთვის გამოიყენება სპეციალური მელანი, რომელიც პრაქტიკულად არ ხუნდება და არ იცვლის ფერს.

აღსანიშნავია, რომ მიკროპიგმენტაციის მეთოდით ხდება არა მხოლოდ სიმელოტის, არამედ თავის კანის ნებისმიერი დეფექტის დაფარვა (კანზე არსებული პიგმენტური ლაქები, დამწვრობის კვალი, თმის გადანერგვის შედეგად დარჩენილი შრამები და ა.შ)

მეთოდი წარმატებით გამოიყენება სიმელოტის მკურნალობის სხვა მეთოდების ეფექტურობის ამაღლებისთვის, მაგალითად ისეთი მეთოდის, როგორიცაა თმის ტრანსპლანტაცია, რათა შეიქმნას წარმოდგენა, რომ თმას მეტი სიხშირე და მოცულობა აქვს.

მიკროპიგმენტაციის პროცედურის ღირებულება 2,5-3-ჯერ ნაკლებია ძვირადღირებულ თმის გადანერგვის ოპერაციაზე, რაც საგრძნობი შეღავათია მათთვის, ვისთვისაც ასეთი ვარცხნილობა მისაღებია.

კლინიკების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან თავის თმიან და ტატუირებულ ნაწილს შორის გამსხვავების შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუნდა იცოდეთ რომ ფოტო გადაღებულია ტატუირების შემდეგ.

 

თმის კომუფლიაჟი (გამასქელებელი)

 

როგორ დავამარცხოთ სიმელოტე - თმის კომუფლიაჟი (გამასქელებელი)ეს არის სპეციალური თმის გამასქელებელი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც წარმატებით გამოიყენება შეთხელებული და შემელოტებული თმის შესანიღბად როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

ეს თმის მოვლის ბუნებრივი საშუალება წარმოადგენს უნიკალურ კომპლექსს. იგი შედგება ორგანული ცილა კერატინისგან, რომელიც ლაზერის საშუალებით დაყოფილია მიკროზომის ნანობოჭკოებად ზომით (0,3–0,5მმ).

თმის გამასქელებელს გააჩნია ბრწყინვალე კოსმეტიკური ეფექტი, რომელიც გარე თვალისთვის შეუმჩნეველია. იგი შეუცვლელი საშუალებაა თხელი თმის გასასქელებლად და თავის გამელოტებული მონაკვეთების შესანიღბად.

მათ შორის, წარმატებით გამოიყენება თმის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ, შედეგის გაუმჯობესების თვალსაზრისით (იგულისხმება მეჩხერი თმის კიდევ უფრო გახშირება), ანდროგენული ალოპეციის მკურნალობის პერიოდში და მის შემდგომ.

ეს კოსმეტიკური საშუალებები აბსოლიტურად უსაფრთხოა, არ იწვევს ალეგიულ რეაქციებს და სხვა გვერდით მოვლენებს.

ვიზუალურად კომუფლიაჟი (ე.წ. ტოპიკი) წარმოადგენს მცირე ზომის ბალონს, რომლიდანაც თითის დაჭერით გადმოიფრქვევა აღნიშნული ნივთიერება (როგორც სპრეი). შესაძლებელია იყოს ფხვნილის სახითაც.

მისი თავზე დატანა ხდება მაქსიმალურად მცირე დროში - 30 წამიდან - 10 წუთამდე (გააჩნია მწარმოებელ ფირმას). ხოლო თმაზე ჩერდება რამოდენიმე დღე და მისი ჩამობანა ხდება ჩვეულებრივი შამპუნის საშუალებით.

თმის გამასქელებელ კომპლექსებს აწარმოებენ სხვადასხვა მწარმოებლები და გამოდის განსხვავებული სახელწოდებებით: Hair-Tek, Toppik, Nanogen, Hairfor2, Dermmath და სხვა.

თანამედროვე, ხარისხიანი თმის გამასქელებელი კომუფლიაჟები, 100 მიკრონი ნანო ფრაქციების საშუალებით, იდეალურად ასქელებს და ახშირებს თმას, მათ შორის ფრონტალურ ზონას. იგი აბსოლიტურად შეუმჩნეველია თავზე, ნესტგამძლეა და მშვენივრად უძლებს სხვადასხვა კლიმატურ პირობებს.

ამასთან, ნებისმიერი თმის ლაქის გამოყენების შემთხვევაში, მასთან ერთად ბანაობაც კი შესაძლებელია.

 

მინოქსიდილი

 

როგორ დავამარცხოთ სიმელოტე - მინოქსიდილიმინოქსიდილი თმის ცვენისა და გამელოტების საწინააღმდეგო ძირითად და ყველაზე ეფექტური საშუალებად მიიჩნევა.

იგი ერთადერთი პროდუქტია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამერიკის შეერთებული შტატების წამლებზე და კვების პროდუქტებზე კონტროლის სააგენტომ (FDA) აღიარეს როგორც თმის ცვენის - ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო საშუალება.

მინოქსიდილი წარმოადგენს სისხლძარღვების გამაფართოებელ და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას, რომელიც ადგილობრივი გამოყენების დროს ანელებს ან აჩერებს თმის ცვენას და ახდენს ახალი თმის ზრდის სტიმულირებას.

დღესდღეობით მინოქსიდილი ფართოდ გამოიყენება როგორც ანდროგენეტიკური ალოპეციის სამკურნალო გარეგანი საშუალება.

მინოქსიდილის რეგულარულად გამოყენების დაწყების შემდეგ, თმის აღდგენის პირველი ნიშნები გამოვლინდება მხოლოდ რამოდენიმე თვის (4 ან მეტი) შემდგომ.

დასაწყისში, ამოსული თმა შესაძლოა თხელი და უფერული იყოს, თუმცა თანდათანობით იგი გასქელდება და უფრო შესამჩნევი გახდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქალებშიც და მამაკაცებშიც, მინოქსიდილით მკურნალობის საწყის ეტაპზე, ადგილი აქვს თმის დროებით გაძლიერებულ ცვენას. ეს აიხსნება იმით, რომ მოქმედებს რა თმის „მძინარე“ ფესვებზე, პრეპარატი ააქტიურებს მათ და ცვივა ძველი თმა, რათა დაიწყოს ახალი თმის ფორმირებისთვის საჭირო ნივთიერების გამომუშავება. 

ამიტომ, თუ მინოქსიდილით მკურნალობა დაიწყეთ და შეამჩნიეთ თმის გაძლიერებული ცვენა, ნუ შეწყვეტთ მკურნალობას, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ შეწყდება ცვენის და დაიწყება ახალი თმის ფორმირების პროცესი.

მინოქსიდილით მკურნალობის საბოლოო ეფექტის შეფასება შეიძლება რეგულარული მკურნალობის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ. თუ 1 წლის შემდეგ შედეგით კმაყოფილი დარჩებით, შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება.

დღესღეობის თმის აღსადგენი მინოქსიდილის პრეპარატები იწარმოება ლოსიონების სახით, აქტიური ნივთიერების კონცენტრაციით - 1-დან 5 %-მდე და სპრეის სახით კონცენტრაციით 5%.

გაყიდვაში შეიძლება ნახოთ ისეთი ბრენდის პრეპარატები, როგორიცაა ალერანა (Alerana), რეგეინი (Rogaine), მინოქსიდილ კირკლანდი (Minoxidil Kirkland) და სხვა.

მამაკაცებში -  მინოქსიდილის გამოყენების ეფექტურობის შესასწავლად ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი, რომლის აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია 5%-ია, უფრო ეფექტურია, ვიდრე პრეპარატი, რომელშიც აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია 2 ან 3% -ია.

ქალებში - იგივე კვლევებმა დაადგინა, რომ ქალებში, რომელთაც აწუხებთ ანდროგენული ალოპეცია და თმის აღდგენისთვის სურთ მინოქსიდილის გამოყენება, უფრო ეფექტურია დაბალი კონცენტრაციის - 2-3% -იანი პრეპარატები.

ამ კვლევების გათვალისწინებით გამოიტანეს დასკვნა, რომ ქალებისთვის უკეთესია დაბალი კონცენტრაციის (2-3%), მამაკაცებისთვის კი მაღალი კონცენტრაციის(5%) ლოსიონი ან სპრეი. ამიტომ ზოგიერთი ფირმა აწარმოებს „მინოქსიდილს ქალებისთვის“ დაბალი კონცენტრაციით, ხოლო ზოგიერთი „მინოქსიდილს მამაკაცებისთვის“მაღალი კონცენტრაციით.

გაითვალისწინეთ, რომ მინოქსიდილი არ აღმოფხვრის ანდროგენული ალოპეციის მიზეზებს, იგი მხოლოდ ახდენს მისი თმის ფოლიკულებზე ზემოქმედების ბლოკირებას.

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ თავიდან ამოსული თმა კვლად დაცვივდება რამოდენიმე თვის განმავლობაში და გამელოტების არეალის გაზრდა კვლავ გაგრძელდება.

ამის გათვალისწინებით, მათ, ვისაც აქვს შედეგი, კმაყოფილია მინოქსიდილის მოქმედებით და სურს შეაჩეროს მაინც თმის ცვენის პროცესი, პრეპარატი მუდმივად უნდა გამოიყენოს.

ზოგიერთი მომხმარებელი, პრეპარატის გამოყენებისა ჩივის, რომ აწუხებს ქავილი, სიმშრალის შეგრძნება და კანის გაღიზიანება, თუმცა ეს გვერდითი ეფექტები მხოლოდ იშვიათ შემთხვევაშია ისეთი სიძლიერის, რომ ადამიანმა შეწყვიტოს მკურნალობა.

გვერდითი ეფექტები ყველაზე ხშირად აღინიშნება მაღალი კონცენტრაციის ( 5%) პრეპარატის გამოყენებისას, აგრეთვე იმ ადამიანებში, რომლებიც მკურნალობის პროცესში ატარებენ პარიკს.

მინოქსიდილისა (5%) და ფინასტერიდის კომბინაცია, გაცილებით ამაღლებს სიმელოტის მკურნალობის  ეფექტურობას მამაკაცებში. ამიტომ ორივე პრეპარატი უნდა იქნეს გამოყენებული ერთდროულად.

ერთ-ერთი პრეპარატის არ გამოყენების შემთხვევაში მიღებული ეფექტი საგრძნობლად მცირდება.

მას, ვისაც სურს გადავიდეს მინოქსიდილის გამოყენებიდან  ფინასტერიდის გამოყენებაზე გადასვლა, ეს უნდა გააკეთოს ასე: პირველი 6 თვის განმავლობაში გამოიყენოს ორივე პრეპარატი ერთდროულად (კომბინაციაში), ხოლო შემდეგ შეწყვიტოს  ფინასტერიდის გამოყენება, ხოლო მინოქსიდილისა გააგრძელოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინასტერიდის დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენების გამო, მედიკოსების რეკომენდაციით ხშირად ხდება მისი ჩანაცვლება აბსოლიტურად უსაფრთხო თუთიის გლუკონატი+ბიოტინით.

მინოქსიდილის გამოყენება დასაშვებია მეძუძურ დედებში, რადგან დადგენილია, რომ პრეპარატი არ აყენებს ზიანს ნაყოფის ჯანმრთელობას, თუმცა ფეხმძიმობის პროცესზე მისი ზემოქმედება ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომ ორსულებისთვის მინოქსიდილისა და ფინასტერიდის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება.

ზოგად, მინოქსედილის უკუჩვენება მინიმალურია, იგი აბსოლიტურად უსაფრთხოა გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს ალერგია პრეპარატში შემავალი ამა თუ იმ კომპონენტის მიმართ.

 

ფინასტერიდი

 

როგორ დავამარცხოთ სიმელოტე - ფინასტერიდიპრეპარატი თრგუნავს ფერმენტ 5 ალფარედუქტაზას მუშაობას და მისი ბლოკირებით გარდაქმნის ტესტოსტერონს ჰორმონის უფრო აქტიურ, ძლიერ ფორმად - დიჰიდროტესტოსტერონად.

ამის შემდგომ, ხდება დეჰიდროტესტორინის დონის შემცირება სისხლში, რის შედეგადაც მცირდება დეჰიდროტესტოსტერონის ალტერაციული ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე.

ფინასტრიდის მოქმედების მექანიზმი კარგად არის შესწავლილი. მისი მიღება გაცილებით მარტივია, ვიდრე მინოქსიდილისა, რადგან ფინასტრიდი (პროპეცია, პროსკარი) პერორალურად მისაღები პრეპარატია და თუ თქვენ გადაწყვეტთ მისი საშუალებით მკურნალობას. უნდა მიიღოთ 1 აბი (1მგ) ერთხელ დღეში.

ფინასტრიდით მკურნალობის პირველი შედეგები თვალსაჩინო გახდება მისი რეგულარული მიღებიდან 4-6 თვის შემდეგ, ხოლო საბოლოო დასკვნის გაკეთება - გეხმარებათ თუ არა პრეპარატი, უკვე შესაძლებელია მკურნალობის დაწყებიდან 1 წლის თავზე. ფინასტრიდით მკურნალობის მაქსიმალური ეფექტი კი დგება მკურნალობიდან 2 წლის შემდეგ.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფინასტრიდი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მინოქსიდილი. მკურანლობის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში, თმის ცვენის შეჩერება აღენიშნება მამაკაცების 99%-ს, რომელებიც რეგულარულად მოიხმარენ პრეპარატს.

თმების აღდგენა იმ მონაკვეთებზე, სადაც იგი უკვე გაცვივდა, უნმიშვნელო დონეზე ხდება მამაკაცების 30%-ში, საშუალო დონეზე 16%-ში, ხოლო მნიშვნელოვან დონეზე მამაკაცთა 2%-ში.

როგორც მინოქსიდილის შემთხვევაში, უფრო მეტი შედეგი აღინიშნება იმ მამაკაცებში, რომელთაც არ აღენიშნებათ თავის მნიშვნელოვანი კერების გამელოტება.

თუ თქვენ ფინასტრიდით მკურნალობის შედეგების კმაყოფილი ხართ, ისევე, როგორც როგორც მინოქსიდილის შემთხვევაში, უნდა გააგრძელოთ პრეპარატის მუდმივად მიღება. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, აღდგენილი თმა დაცვივდება 9-12 თვის განმავლობაში.

როგორც წესი, ფინასტრიდით მკურნალობა პაციენტებს კარგად გადააქვთ და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც რაიმე სერიოზული უკუჩვენება პრეპარატს არ აღენიშნება.

მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, ფინასტრიდით მკურნალობის დროს აღინიშნება ლიბიდოს ნაწილობრივი დაქვეითება და  ერექტილური დისფუნქცია. ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

 

ლაზერული სტიმულაცია

 

ლაზერული გამოსხივება გამოიყენება უჯრედული მეტაბოლიზმისა და ცილის სინთეზის დასაჩქარებლად, რის შედეგად ხდება ფოლიკულების სტიმულირება თავის კანზე.

გაითვალისწინეთ, რომ პროცედურა არ იძლევა სტაბილურ შედეგს, ამიტომ საჭიროა მისი რეგულარული გამოყენება.

 

თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა

 

ეს არის თრომბოციტებით გამდიდრებული სისხლის პლაზმის ინექციები.

იმის გამო, რომ თრომბოციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში ქსოვილების შეხორცებისა და რეგენერაციის პროცესებში, მსგავსი თერაპია ხელს უწყობს დაზიანებული თმების აღდგენის პროცესს.

 

თმის გადანერგვა

 

როგორ დავამარცხოთ სიმელოტე - თმის გადანერგვასიმელოტის დასამარცხებელი ყველაზე რადიკალური მეთოდი არის ქირურგიული გზით თმის ტრანსპლანტაცია.

პროცედურა გულისხმობს კეფის არიდან საკუთარი თმის ფოლიკულების გადატანას თავის იმ გამელოტებულ მონაკვეთებზე, სადაც თმა საბოლოოდ დაკარგულია.

როგორც წესი, ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს, ტესტოსტერონის ზემოქმედებით თმა ცვივა თხემისა და შუბლის ზონებში. ეს მაშინ, როცა კეფისა და საფეთქლების ზონებზე აღნიშნული ჰორმონი არ მოქმედებს და თმას ამ არეში საფრთხე არ ემუქრება.

ამიტომ, ავტოტრანსპლანტაციის დროს, აქტიურ თმის ბოლქვებს იღებენ სწორედ ამ ზონებიდან. ისინი სრულიად ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას, კარგად მაგრდებიან და ჩვეულებრივ აგრძელებენ ზრდას ახალ ადგილზე.

თმის გადანერგვის ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. ოპერაციის დროს, კეფის არიდან იღებენ კანის ვიწრო ზოლს, რომელიც დაყოფილია გრაფტებად (FUT - ზონრის მეთოდი) და სვამენ პრობლემურ ზონებში. ამის შემდეგ, სადონორო არეზე ადებენ ფაქიზ, ძლივს შესამჩნევ ნაკერს.

სადონორო ზონებიდან გრაფტების ამოღება და პრობლემურ არეში გადატანა აგრეთვე შესაძლებელია FUE - ეგრეთ წოდებული უნაკერო მეთოდით.

ამ ორი მეთოდის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას შემოგთავაზებთ სხვა სტატიებში, თუმცა მოკლედ ვიტყვით, რომ FUE არის ნაკლებად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც არ არის საჭირო ნაკერის დადება, ოპერაციის შემდგომ არ რჩება ნაწიბური და პოსტოპერაციული პერიოდიც გაცილებით კომფორტულია. თუმცა FUT ზონრის მეთოდით უფრო მეტი გრაფტების მოპოვებაა შესაძლებელი და გრაფტების დაზიანების ალბათობაც ნაკლებია.

თმის ტრანსპლანტაციის პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 5-6 საათია. ნაკერების მოხსნა ხდება დაახლოებით 1 კვირის შემდეგ. ამის შემდგომ, დაახლოებით თვენახევრის შემდეგ გადანერგილი თმა ცვივა, ხოლო 7-8 თვის შემდეგ უკვე ამოდის ახალი, გადანერგილი თმები. ოპერაციის სრულყოფილი შედეგი დგება 1-1,5 წლის შემდეგ.

იმ მამაკაცებისთვის, ვისაც სურს ჰქონდეს სქელი და ხშირი ვარცხნილობა, სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია თმის გადანერგვის განმეორებითი პროცედური ჩატარება 6 თვის შემდეგ.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ საკითხს, რომ თმის გადანერგვა საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, თუმცა მისი საშუალებით მიიღწევა მუდმივი ეფექტი.




იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ