მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1905 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

როგორ ავირჩიოთ ქალის ველოსიპედიცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარ ადამიანებს შორის მრავლად არიან ქალბატონები, რომლებიც ველოსიპედის არჩევის წინ ხშირად დგებიან გარკვეული სირთულეების წინაშე.

თანამედროვე მწარმოებელების მიერ წარდგენილი ველოსიპედების უმრავლესობა გათვლილია მამაკაცის აღნაგობაზე და ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს სუსტი სქესის ველო მოყვარულებისთვის.

თუმცა მსხვილი, ცნობილი მწარმოებლები აწარმოებენ მოდელებს - Woman Specific - რომლებიც შექმნილია სპეციალურად ქალებისთვის. (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს არის მარკეტინგი, რომლის უკანაც ხშირად არაფერი განსაკუთრებული არ დგას).

გონივრულად მიდგომის და საკითხში საფუძვლიანად გარკვევის შემთხვევაში, მამაკაცის მოდელებს შორისაც უპრობლემოდ არის შესაძლებელი საჭირო პარამეტრების ველოსიპედის არჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი ქალი რაიდერები დიდ ყურადღებას არ აქცევენ დიზაინს, დამწყები სუსტი სქესის წარმომადგენელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ველოსიპედის გაფორმებას.

მწარმოებლებიც შესანიშნავად უმკლავდებიან ამ მოთხოვნას და მათ მოდელებს შორის მრავლადაა სხვადასხვა შეფერილობის ქალის ველოსიპედები. ასე, რომ დიზაინის არჩევასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს.

ხშირად ქალის ველოსიპედები აღჭურვილია წინა მხარეს ლამაზი კალათით (პროდუქტების, ბავშვი ნივთების და სხვა...) გადასატანად, ან უკანა მხარეს ბავშვისთვის განკუთვნილი სკამით და სხვა სასიამოვნო აქსესუარებით.

დანარჩენი მონაცემები, როგორიცაა: მაკომპლექტებლების ხარისხის დონე, მანევრირება, გამავლობა და ა.შ... აბსოლიტურად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ველოსიპედის ოპტიმალური პარამეტრებისგან.

მოდით გავერკვეთ ქალისთვის განკუთვნილი ველოსიპედების თავისებურებებში, რათა გაერკვეთ საერთოდ არის თუ არა საჭირო Woman Specific მოდელის ვლოსიპედის შეძენა.

 

ქალის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - NANA N106 Aura.Ge - Trinx - NANA N104 Aura.Ge - Trinx - NANA N700
NANA N106
NANA N106 NANA N700

 

— ძირითადი მოთხოვნები —

 

ქალის ველოსიპედი - ძირითადი მოთხოვნებიქალებმა, რომლებსაც ველოსიპედი მხოლოდ ქალაქში სასეირნოდ და ასფალტზე ან ბეტონზე გადასაადგილებლად ესაჭიროებათ, ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ ფაქტორებს:

»» ჩარჩოს სიმაღლე უნდა იყოს წელის სიმაღლეზე რამდენიმე სანტიმეტრით დაბალი;

»» გადაადგილების დროს ქალი საჭეს უნდა მიწვდეს ოდნავ მოხრილი ხელებითაც კი;

»» საბურავები არ უნდა იყოს ძალიან ფართო და არ ჰქონდეს ღრმა რელიეფი ("უზორი"), სადაც ჩაჭდება სილა და პატარა კენჭები.

»» მოძრაობის სტილი - ქალაქის პირობებში, ასფალტოვან გრუნტზე გადაადგილების შემთხვევაში ველოსიპედის ზომა შერჩეული უნდა იქნას ზუსტი ზომის მიხედვით - იხილეთ ცხრილი

ხოლო ექსტრემალური გადაადგილების მოყვარულმა ქალბატონებმა, უმჯობესია აირჩიონ საკუთარ მაჩვენებელზე ერთი ზომით ნაკლები ჩარჩო. ამ შემთხვევაში, ცუდ გზებზე ველოსიპედი იქნება უფრო მდგრადი და მანევრირებადი.

»» სტანდარტული, ან გამხდარი აღნაგობის ქალებმა უმჯობესია აირჩიონ ველოსიპედი, რომლსაც აქვს შედარებით დიდი ზომის ჩარჩო. იგივეა გრძელი კიდურების (გრძელი ხელები და ფეხები) ქალბატონების შემთხვევაში.

ხოლო დიდი წონის, სრული ქალბატონებისთვის რეკომენდებულია ერთი ზომით ნაკლები ველოსიპედის ჩარჩო. ამ შემთხვევაში მათთვის ველოსიპედსე განთავსება და მართვა უფრო კომფორტული იქნება.

ქალის ველოსიპედს უნდა გააჩნდეს გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც უზრუნველყოფს ქალებისთვის მაქსიმალურ კომფორტს მოძრაობის დროს.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ითვლება ქვემოთ ჩამოთვლილი პარამეტრები:

 ჩარჩოს განსაკუთრებული გეომეტრია - ითვალისწინებს ჩარჩოს დადაბლებულ ქვედა მილს (ან საერთოდ მილის გარეშე), რაც საშუალებას აძლევს ქალს კომფორტულად  გადაადგილდეს ნებისმიერი სამოსით, მათ შორის კაბით.

 ანატომიური სკამი - ეს არის სპეციალური ანატომიური სკამი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ქალებისთვის (მენჯის თავისებურებების გათვალისწინებით). კომფორტის თვალსაზრისით სპეციალიზებული ქალის სკამები მნიშვნელოვნად აღემატება უნივერსალურ სკამებს.

 მცირე წონა - ამსუბუქებს ველოსიპედის ტრანსპორტირებას, რაც მიიღწევა ალუმინის შენადნობისა და ნახშირბადის ბოჭკოსგან (კარბონი) დამზადებული ჩარჩოს ხარჯზე (რაც სრულდება  ტექნოლოგიით - Butting (მასის შემცირება ჩარჩოს იმ ნაწილების დათხელებით, რომელზეც მოდის ნაკლები დატვირთვა).

 

— საჭიროა თუ არა ქალის ველოსიპედი —

 

საჭიროა თუ არა ქალის ველოსიპედიჩარჩოს გეომეტრია - ქალებისთვის განკუთვნილი ველოსიპედების ჩარჩოს გეომეტრიის სპეციფიკაცია ითვალისწინებს ზედა მილის დადაბლებულ მდგომარეობას და პროპორციების ცვლილებას.

როგორც უკვე ავღნიშნეთ ეს ძირითადად კეთდება იმისთვის, რომ ქალებმა ნებისმიერ სამოსში, პირველ რიგში კაბაში უნდა იგრძნოს თავის კომფორტულად სეირნობის დროს.

თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით იშვიათად შეხვდებით კაბით მოსეირნე ქალ ველოსიპედისტებს. მათი უმრავლესობა არათუ მოხერხებული ჯინსებით ან შორტებით, არამედ ველო შორტებითა (ველო ფორმითაც კი) გადაადგილდება.

გარდა ამისა, ველოსიპედები, რომელთაც აქვთ დაბალი ჩარჩო (ან ჩარჩოს ქვედა მილის გარეშე) გამოდგება მხოლოდ ქალაქში გადაადგილებისთვის და არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება სისწრაფისა და დრაივის ან მთაში გადაადგილების მოყვარული ქალბატონებისთვის.

როგორც ცნობილია, ქალების უმრავლესობას გააჩნია ვიწრო მხრები, ფართო თეძოები და შედარებით დაბალი სიმაღლე. ამის გამო, ქალებისთვის განკუთვნილ პირველ ველოსიპედებს ჰქონდა ვიწრო საჭე, მოკლე ჩარჩო და ფართო სკამი.

სინამდვილეში, შესაბამისობა - ხელები/ფეხები/კორპუსი ერთი სქესის ფარგლებშიც კი იმდენად ფართოა (მაგალითად მამაკაცებში), რომ ამ შემთხვევაში არათუ ქალებისთვის, ცალკე გეომეტრია უნდა შექმნილიყო ცალკეული სხეულის კონსტრუქციისთვის.

დღესდღეობით, ამის საჭიროება ფაქტიურად არ არსებობს, რადგან კლასიკური ჩარჩოს მქონე თანამედროვე ველოსიპედების ადაპტირება ქალის ანატომიის გათვალისწინებით მარტივად არის შესაძლებელი.

მაგალითად, საჭისა და სკამის შვერილების მიმაგრების გონივრული რეგულირებით (აწევა, დაწევა და სხვა..)  შესაძლოა სრულებითაც აღარ გახდეს საჭირო სპეციალიზებული ქალის მოდელის შეძენის აუცილებლობა.

მთავარია ETT (EFFECTIVE TOP TUBE) - იყოს ნორმის ფარგლებში.

ქალის ველოსიპედები - ანატომიური სკამიანატომიური სკამი - რა შეეხება სკამს - სიმართლეა, რომ ქალის მენჯის ძვლები გაცილებით ფართოა ვიდრე მამაკაცისა, ამიტომ ქალის სკამს უნდა ჰქონდეს ფართო  ზედაპირი და შედარებით მოკლე ცხვირი.

თუმცა, თუ ავიღებთ დიდი სიმაღლისა და გაბარიტების მამაკაცს, მისი მენჯის ძვლებს შორის დაშორება შესაძლოა იყოს ნორმალური სიმაღლის ქალის ანალოგიური.

მამაკაცის ველოსიპედების სტანდარტული სკამებს გააჩნია საკმარისი სიგანე, რომ მასზე კომფორტულად განთავსდეს სუსტი სქესის წარმომადგენლებიც.

თუ საქმე ახალი სკამის შეძენას ეხება, რა თქმა უნდა შესაძლებელია არჩევანის გაკეთება ქალისთვის განკუთვნილ მოხერხებულ ანატომიური სკამზე.

თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს, თუ საქმე ეხება მაღალხარისხიან სკამს, რომელიც შედის ველოსიპედის კომპლექტში, კომფორტულად განთავსდება როგორც მამაკაცი, ასევე ქალი.

სავარძლებს მამაკაცების ურავლესობა ჰირიზონტალურ მდგომარეობაში არეგულირებს ხოლმე, ქალების ნაწილი მას წინ ოდნავ დახრას უკეთებენ, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს.

ქალის ველოსიპედები - მცირე წონამცირე წონა - გამოუცდელი ქალი ველოსიპედისტები შეცდომით მიიჩნევენ, რომ თუ ქალის მოდელები შედარებით მსუბუქია, ეს იმიტომ, რომ ველოსიპედი დაკომპლექტებულია არასანდო მაკომპლექტებელი დეტალებით.

ისინი ამას ადასტურებენ არგუმენტით, რომ ქალების წონა უფრო დაბალია, გარდა ამისა სუსტი სქესის წარმომადგენლები არ დახტიან ბორდიურებზე და ნაკლებად არიან ტრიუკებისა და ექსტრემალური გადაადგილებისკენ მიდრეკილი.

ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ მწარმოებლების მიერ, ზემოთ მოყვანილი ფაქტორების გამო ქალის ველოსიპედს აღჭურვილია ნაკლებად გამძლე დეტალებით.

თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სხვადასხვა სპეციფიკაციის, ზომისა და ჩარჩოს ფორმის ველოსიპედები მზადდება ერთი და იგივე ხარისხის მასალით და მაკომპლექტებლებით.

რაც შეეხება ველოსიპედის წონას - რა თქმა უნდა ქალებისთვის ველოსიპედის სიმსუბუქე მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ძლიერ სქესთან შედარებით ისინი გამოირჩევიან სუსტი ფიზიკური მონაცემებით.

ამიტომ, ალუმინის, კარბონის ან ტიტანის კონსტრუქციის მსუბუქი მოდელები ოპტიმალურია ველოსიპედის გადატანის თვალსაზრისით.

მაგრამ, ზოგადად, ქალის ველოსიპედი არანაირად უფრო დაბალი წონის არ არის იგივე ჩარჩოს ზომის ველოსიპედზე.

ერთადერთი განსხვავება შეიძლება იყოს უფრო ვიქრო საჭე და ნაკლები სიგრძის ბარბაცა მექანიზმი, რომლის ხარჯზეც მიღწეული იყოს უფრო დაბალი წონა. თუმცა საეჭვოა ამის გამო ბევრმა მწარმოებელმა შეიწუხოს თავი.

და კიდევ - როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გამოყენებული იყოს ტექნოლოგია - Butting - როცა მასის შემცირება მიიღწევა ჩარჩოს იმ ნაწილების დათხელებით, რომელზეც მოდის ნაკლები დატვირთვა. რა თქმა უნდა ტექნოლოგია არანარიად არ არღვევს კონსტრუქციის სიმყარეს.

 

ქალის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - STRIKER K014 Aura.Ge - Trinx - MAJESTIK M14 Aura.Ge - Trinx - MAJESTIK M134
STRIKER K014
MAJESTIK M14 MAJESTIK M134

 

— მნიშვნელოვანი მომენტები —

 

ქალის ველოსიპედები - მნიშვნელოვანი მომენტები»» ქალის ველოსიპედის შერჩევის წინ ყურადღება მიაქციეთ მანძილს ველოსიპედის სკამსა და საჭის სვეტს („კალონკა“) შორის. შეამოწმეთ ამ მანძილის ცვლილების (რეგულირების) შესაძლებლობა.

სწორი რეგულირების შემთხვევაში ველოსიპედს უნდა გააჩნდეს კონფიგურაცია, რომელიც საშუალებითაც ქალმა შეძლოს განთავსდეს ველოსიპედზე მაქსიმალურად კომფორტულად ისე, რომ არ მოხაროს ზურგი.

»» ქალებმა, რომლებსაც აწუხებთ სუსტი წელის პრობლემა, უნდა შეარჩიონ ველოსიპედი, რომელსაც ექნება მაღალხარისხიანი „კარეტკა“ (ველოსიპედის „კარეტკა“ არის საკისრების კვანძი, რომელიც აერთებს ბარბაცა მექანიზმებს ჩარჩოსთან და უზრუნველყოფს მათი მბრუნავი მომენტის ფუნქციას.

მაღალხარისხიანი „კარეტკა“ უზრუნველყოფს პედლების მსუბუქად ტრიალს.

დამატებით უსაფრთხოებას ხერხემლის და წელის დაავადებების შემთხვევაში უზრუნველყოფს ანატომიური სკამი დამხმარე ამორტიზატორით (როგორც წესი, მწარმოებლემი ამ ამორტიზატორს სკამის ქვემოთ ღერძზე აყენებენ).

»» ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრი ყოველთვის არ არის ობიექტური, რადგან ზოგიერთ სუსტი სქესის წარმომადგენელს გააჩნია მამაკაცური ფიგურა (აგებულება), რაც საშუალებას აძლევთ კომფორტულად გამოიყენონ უნვერსალური მოდელები.

ამ შემთხვევაში სკამის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად: თუ რაიდერი ქალების ერთ ნაწილს არ აქვთ მოთხოვნილება სკამის სპეციალურ მოდელებზე, მათი მეორე ნაწილი სკამის ანატომიურ კონსტრუქციას და მათ გელის შემავსებელს ანიჭებს უპირატესობას.

გაეცანით მასალას: როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის სკამი

 

— პს —

 

ქალის ველოსიპედები - პოსკრიპტუმიძვირფასო ქალბატონებო! თუ თქვენ დგეხართ ველოსიპედის არჩევის წინაშე, დაივიწყეთ ყოველგვარი სტეროტიპები და აირჩიეთ ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.

ეს ობიექტური ფაქტორებია - ფასისა და ველოსიპედის დონის შესაბამისობა.

თუ საკითხში ვერ ერკვევით, დასახმარებლად მიმართეთ მამაკაცს, რომლიც კარგად ერკვევა ველოსიპედებში.

თუ ასეთი მამაკაცი ვერ იპოვეთ, გაეცანით მასალას - ყველაფერი ველოსიპედების შესახებ.

სადაც მიიღებთ პასუხებს პრაქტიკულად ყველა კითხვაზე - პრინციპი ერთია!

რაც შეეხება ქალის ველოსიპედებს - თუ თქვენ გსურთ იყიდოთ მაინცდამაინც ქალის ველოსიპედი, გარდა იმისა, რომ ზედმეტს გადაიხდით, იცოდეთ, რომ თავს უზღუდავთ არჩევანის უფლებას, რადგან ასარჩევი ასორტიმენტი საეჭვოა დიდი და განსაკუთრებული იყოს.

რა თქმა უნდა ეს არ ეხება შემთხვევას, როცა ველოსიპედი მხოლოდ ეზოში, სკვერში ან ბულვარში  სასეირნოდ გჭირდებათ და აღმოაჩინეთ ქალის ველოსიპედი, რომელიც ყოველმხრივ აკმაყოფილებს თქვენს სურვილებსა და მოთხოვნილობებს (ფერი, დიზაინი, ფორმა/კონსტრუქცია, მაკომპლექტებელები).

თუ ამავდროულად ცოტა ზედმეტის გადახდაც არა არის პრობლემა, რა თქმა უნდა იგი უნდა შეიძინოთ!

ძვირფასო ველოსიპედის მსურველო ქალბატონებო! ქალი, რომელიც ეწევა აქტიური ცხოვრების წესს, ყოველთვის მიმზიდველია ცხოვრების მუდმივი თანამგზავრის მაძიებელი მამაკაცებისთვის.

ხოლო ქალისთვის, ვისაც უკვე აქვს საკუთარი ოჯახი, ეს ორმაგად აუცილებელია, რადგან ყოველთვის ფიზიკურად მიმზიდველი და სასურველი დარჩეს საყვარელი მამაკაცის თვალში.

ქალი და ველოსიპედი - სილამაზის, ენერგეტიკისა და სექსუალობის საოცარ შერწყმას წარმოადგენს.

პ პ ს. - თუ ამ მასალას შემთხვევით მამაკაცი კითხულობს, უნდა ავღნიშნოთ, რომ "გაბანტული" მაღალხარსხიანი ბრენდული ველოსიპედი არანაკლები საჩუქარია, ვიდრე "გაბანტული" ავტომობილი... -)

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

ქალის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - NANA N106 Aura.Ge - Trinx - NANA N104 Aura.Ge - Trinx - NANA N700
NANA N106
NANA N106 NANA N700

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ