მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12995 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 


— სარჩევი —

ველოსიპედის ჩარჩოს ზომა

როგორ გამოითვლება ველოსიპედის ჩარჩოს ზომა
არჩევანი ორ სავარაუდო ზომას შორის
ველოსიპედის საბურავის ზომა
ბავშვებისა და მოზარდების ველოსიპედის ზომები
ველოსიპედის ზომის მნიშვნელობა
 ყველაფერი ველოსიპედების შესახებ©

 

ველოსიპედის ჩარჩოს ზომა —

 

დავიწყოთ იმით, რომ სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიები ტექნიკურ დოკუმენტაციაში საკუთარი ველოსიპედების ჩარჩოს ზომებს უთითებენ ზომის სხვადასხვა ერთეულებში.

ეს შეიძლება იყოს დიუმები, სანტიმეტრები ან პირობითი ერთეულები.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილებში შევეცადეთ წარმოგვედგინა ყველა შესაძლო შესაბამისობა, რაც შეიძლება არსებობდეს თქვენს სიმაღლესა და ველოსიპედის ჩარჩოს ზომას შორის.

ეს ველოსიპედის შერჩევის დროს მისი ზომის სწორად განსაზღვრის საშუალებას მოგცემთ.

 

   _  _    ქალაქის  ველოსიპედები

ჩარჩოს ზომა
(დიუმებში)

თქვენი სიმაღლე
(სანტიმეტრებში)

ჩარჩოს ზომა
სანტიმეტრებში

ჩარჩოს ზომა
პირობ / ერთ

13 130 - 145 სმ. 33 სმ. XS (XSmall)
14 135 - 155 სმ. 35,6 სმ. XS (XSmall)
15 145 - 160 სმ. 38,1 სმ. S (Small)
16 150 - 165 სმ. 40,6 სმ. S (Small)
17 156 - 170 სმ. 43,2 სმ. M (Meduim)
18 167 - 178 სმ. 45,7 სმ. M (Meduim)
19 172 - 180 სმ. 48,3 სმ. L (Large)
20 178 - 185 სმ. 50,8 სმ. L (Large)
21 180 - 190 სმ. 53,3 სმ. XL (XLarge)
22 185 - 195 სმ. 55,9 სმ. XL (XLarge)
23 190 - 200 სმ. 58,4 სმ. XL (XLarge)
24 195 - 210 სმ. 61 სმ. XL (XLarge)

 

გამონაკლისს წარმოადგენს დასაკეცი ველოსიპედები, რადგან ისინი ძირითადად ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი ზომის და გათვლილია საშუალოსტატისტიკურ ადამიანზე ზომით: 155-დან 185 სმ-მდე.

 

26 დიუმიანი ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
MAJESTIC M700
DVR D500 ELITE MAJESTIC M500

 

    _  _    გზატკეცილის  ველოსიპედები

ჩარჩოს ზომა
სანტიმეტრებში

თქვენი სიმაღლე
(სანტიმეტრებში)

ჩარჩოს სკამქვეშა
მილის სიგრძე

ჩარჩოს ზომა
პირობ / ერთ

49 - 51 სმ. 157 - 163 სმ. 42 / 52 სმ. XS (XSmall)
51 - 54 სმ. 163 - 170 სმ. 44 / 53,5 სმ. S (Small)
55 - 57 სმ. 170 - 178 სმ. 50 / 55,5 სმ. M (Meduim)
57 - 59 სმ 178 - 183 სმ. 53,5 / 57 სმ. M/L (Meduim/Large)
58 - 60 სმ. 183 - 190 სმ. 55,5 / 58,5 სმ. L (Large)
61 - 63 სმ. 190 - 198 სმ. 58,5 / 61 სმ. XL (XLarge)

 

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვარჯიშის, ან ტურნირებში მონაწილეობის მიზნით არჩეული ველოსიპედის ზომას, რადგან ეს უშუალოდ მოქმედებს შედეგებზე.

შენიშვნა: ცხრილებში მოყვანილი ზომები არის ზოგადი, სარეკომენდაციო ხასიათის და შესაძლოა სხვადასხვა მწარმოებლისთვის იგი იყოს განსხვავებული.

 

როგორ გამოითვლება ველოსიპედის ჩარჩოს ზომა —

 

ველოსიპედის ჩარჩოს ზომის გამოთვლა საკმაოდ მარტივია. ამისათვის საკმარისია მხოლოდ გაზომოთ ჩარჩოს მთავარი ღერძი.

ჩარჩოს მთავარი ღერძის სიგრძე ეს არის პარამეტრი, რომელიც გავლენას ახდენს ჩარჩოს სიგრძესა და სიმაღლეზე, ანუ მის საერთო ზომაზე.

თუ მთავარი ღერძის ზომა გაიზრდება ან შემცირდება, პროპორციულად შეიცვლება ველოსიპედის ჩარჩოს ზედა, ქვედა და შუა მილების ზომებიც.

მთავარი ღერძის ზომა კი წარმოადგენს მანძილს სკამქვეშა მილის სათავიდან პედლებშუა კვანძის ცენტრამდე. იგი სხვადასხვა მწარმოებელს აღნიშნული აქვს დიუმებში ან სანტიმეტრებში (1 დიუმი= 2.54 სმ).

 

 

შენიშვნა: მთავარი ღერძის სიგრძე, რომლის ზომაც განსაზღვრავს ველოსპედის ჩარჩოს ზომას, ზემოთ წარმოდგენილ სურათზე აღნიშნულია წითელი ფერით.

 

არჩევანი ორ სავარაუდო ზომას შორის —

 

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოირგეთ ორი სხვადასხვა ზომის ველოსიპედი და არ იცით რომელი აირჩიოთ მათ შორის?

»» თუ ველოსიპედი აქტიური და ექსტრემალური გადაადგილებისთვის გჭირდებათ, ან გიყვართ ველოსიპედით ტრიუკების კეთება, ორი სავარაუდო ზომიდან უმჯობესია აირჩიოთ უფრო პატარა, რადგან რაც უფრო მეტია სანტიმეტრების მარაგი ჩარჩოს ქვემოთ, თავს მით უფრო თავდაჯერებულად და მობილურად იგრძნობთ.

»» თუ გამხდარი ან ჩვეულებრივი აღნაგობის ბრძანდებით და ველოსიპედი მხოლოდ ქალაქში ან ქალაქგარეთ გრუნტზე სასეირნოდ გჭირდებათ, უმჯობესია ორი სავარაუდო ზომიდან აირჩიოთ უფრო დიდი ველოსიპედი.

და პირიქით, სრული, დიდი წონის ან ხანში შესული ადამიანებისთვის უმჯობესია უფრო ნაკლები ზომის არჩევა, რადგან ველოსიპედზე "ამხედრება", ჩამოსვლა და მისი მართვა გაცილებით უფრო კომფორტულია.

»» თუ არასტანდარტული აღნაგობა გაქვთ, ანუ მაგალითად გაქვთ შედარებით მოკლე ხელები ან ფეხები, უმჯობესია ორ შერჩეულ ვარიანტს შორის არჩევანი უფრო პატარაზე გაააკეთოთ და პირიქით, თუ გრძელი კიდურები გაქვთ უმჯობესია უფრო დიდი ზომის ველოსიპედი აირჩიოთ.

»» თუ ველოსიპედის ზომა სწორად არის შერჩეული და სკამიც სწორად დარეგულირებული, პედლის ქვედა მდებარებაში მასზე დაჭერილი ფეხი უნდა იყოს სწორი და არა მოხრილი.

»» თუ ველოსიპედის სკამის უნაგირი ძალიან მაღლაა აწეული, ამან შეიძლება ტრამვირება გამოიწვიოს, ხოლო თუ იგი ძალიან დაბლაა დაწეული, შეიძლება ჩამოცურდეთ და იქნებით მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში.

»» თუ არჩევანი უკვე გააკეთეთ და მაინც შეცდით, ნუ დაღონდებით, ყოველთვის შეიძლება ველოსიპედის სკამისა და საჭის დახრილობის რეგულირება (თუმცა ეს ყველა მოდელში არ არის შესაძლებელი).

ამიტომ, თუ მაგალითად გაქვთ მთის ველოსპედი, რომლის საჭის რეგულირება არ არის შესაძლებელი, ყოველვის შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ უფრო მაღალი/დაბალი/გრძელი/მოკლე საჭის ღერძი.

»» მაღალი ველოსიპედისტებისთვის, რომელთა სიმაღლე 185 სმ-ზე მეტია, რეკომენდებულია 28 და 29 დიუმის დიამეტრის საბურავები.

 

27.5 დიუმიანი ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
MAJESTIC M1000 ELITE
MAJESTIC M600 ELITE MAJESTIC M500 ELITE

 

ველოსიპედის საბურავის ზომა

 

არ შეიძლება ერთმნიშვნელოვანად ვთქვათ, რომ ყველა შემთხვევაში საბურავის ერთი ან მეორე ზომა უკეთესია, ვიდრე სხვა ზომები.

ეს პარამეტრი დამოკიდებულია ველოსიპედის გამოყენების სფეროზე, ანუ რა მიზნით გსურთ ველოსიპედის გამოყენება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბურავის ზომა შეესაბამებოდეს ველოსიპედის ჩანგლისა და ჩარჩოს ზომებს.

ამ ამოცანების გასამარტივებლად სპეციალისტებმა შეადგინეს სპეციალური ცხრილები და დანერგეს მარკირების ტრადიციული სისტემა.

გავერკვეთ, თუ რაში მდგომარეობს იგი.

ველოსიპედის საბურავების ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრებია:

 შიდა დიამეტრი;

 დისკისა და საბურავის სიგანე;

ზომის ერთეულებად ძირითადად გამოიყენება დიუმები. (1 დიუმი=2.54 სმ). ზოგჯერ გვვხვდება მარკირება მილიმეტრებშიც (ძირითადად მთის, ტრასის და ზოგჯერ ქალაქის მოდელებში).

ველოსიპედის საბურავის ყველაზე გავრცელებული დიამეტრებია:  20″, 24″, 26″, 27″, 27.5”, 28″ და 29″.

მარკირების დატანა ხდება საბურავის გვერდითა მხარეს.

მაგალითად, წარწერა 26х1.75 ნიშნავს, რომ საბურავის დიამეტრია 26 დიუმი, სიგანე კი 1,75 დიუმი.

 

ველოსიპედის
ტიპები

საბურავების  ზომა
(დიუმებში)

დისკის ზომა
(მილიმეტრებში)

საბავშვო/დასაკეცი/BMX 20 406
მოზარდების/BMX 24 507
მთის/ქალაქის 26 559
ტრასის 27 622
მთის 27.5 584
ჰიბრიდული/საგზაო/ქალაქის 28 622
ჰიბრიდული (მთის) 29 622

 

ის რომ ზომა 622 მმ შეესაბამება ერთდროულად სამი დიამეტრის - 27, 28 და 29 დიუმიან საბურავებს, მიიღწევა იმით, რომ საბურავის დიდი დიამეტრი უზრუნველყოფილია საბურავის მეტი სიმაღლის ხარჯზე.

როგორც ხედავთ მთის ველოსიპედისთვის არსებობს დიამეტრის სამი სტანდარტი, ქალაქის ველოსიპედისთვის კი ორი. მაშ როგორ ავირჩიოთ?

ამ შემთხვევაში, არჩევანი უნდა გაკეთდეს ველოსიპედისტის სიმაღლისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, თუ როგორ სვლას ანიჭებს იგი უპირატესობას.

დიდი ზომის საბურავი უფრო კარგად გორავს და ავითარებს მაღალ სიჩქარეს, პატარა ზომისა კი უფრო კარგად მანევრირებს.

დიამეტრის მიხედვით არჩევასთან შედარებით, უფრო მეტი მოქნილობის საშუალებას იძლევა საბურავის სიგანის მიხედვით არჩევა.

ვიწრო საბურავები უზრუნველყოფს მაღალ სიჩქარის განვითარებასა და აჩქარებას. ასეთი საბურავები  იდეალურია მრბოლელებისთვის და უბრალოდ მაღალი სიჩქარის მოყვარულთათვის.

ფართო საბურავები კი უკეთეს მოჭიდებას გრუნტზე და მაღალ გამავლობას. ასეთი საბურავებით  გადაადგილება კომფორტულია ცუდ გზებზე, ტყის ბილიკებზე და ძლიერ უგზოობაში.

ასევე მნიშვნელოვანია საბურავის დისკის სიგანის შეფარდება რეზინის სიგანესთან. ეს მაჩვენებელი გავლენას ახდენს რეზინის მოქმედებაზე მოსახვევებში.

თუ საბურავს აქვს ფართო რეზინი და ვიწრო დისკი, პროტექტორის კოტები („შიპები“) იქნება საჭიროზე მაღლა და არ იმუშავებს მოსახვევებში. გარდა ამისა, ასეთი საბურავებით უარესდება ველოსიპედის მართვადობა, რეზინები მალე ცვთება და მკვეთრ მოსახვევებში შესაძლოა გადაძვრეს კიდეც დისკიდან.

თუ საბურავს აქვს ვიწრო რეზინი და ფართო დისკი, მოსახვევებში კოტები („შიპები“) იქნება საჭიროზე დაბლა, მოჭიდება გრუნტთან იქნება ცუდი და მნიშვნელოვნად გაიზრდება საბურავის დაზიანების რისკი.

ითვლება, რომ ოპტიმალური შეფარდება საბურავის რეზინის სიგანესა და დისკის შიდა სიგანეს შორის უნდა იყოს 1,5 - 2,1. შეიძლება ამ რიცხვმა ზოგჯერ 2,5-საც მიაღწიოს.

 

27.5 და 29 დიუმიანი საბურავების უპირატესობა

 

თანამედროვე ველოსიპედების 26 და 28 დიუმიანი სტანდარტები ნელ-ნელა ბარდება წარსულს და მათ ადგილს წარმატებით იკავებს 27.5 და 29 დიუმიანი ველოსიპედები.

თავდაპირველად ველოსიპედისტები სკეპტიკურად შეხვდნენ 27.5 და 29 დიაუმიანი საბურავებით აღჭურვილ ველოსიპედებს და ამას მარკეტინგულ ხრიკად მიიჩნევდნენ, თუმცა პრაქტიკამ საწინააღმდეგო აჩვენა და აღნიშნული დიამეტრის ველოსიპედები ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ანაცვლებენ 26 და 28 დიუმიან ველოსიპედებს.

რაში მდგომარეობს 27.5 და 29 დიუამიანი ველოსიპედების უპირატესობა?

27.5 დიუმიანი ველოსიპედების პლუსები : - უკეთესად დაგორავს, აქვს კარგი გამავლობა, უკეთესად დადის ცუდ უსწორმასწორო გზებზე და ახშობს დარტყმებს და ვიბრაციას. ეფექტურია მთაში და ნებისმიერ უგზოობაში.

მინუსებიდან შეიძლება ავღნიშნოთ ოდნავ ნაკლები მანევრირება, სიხისტე და გამძლეობა (თუმცა ეს პირობითი და პრაქტიკულად შეუმჩნეველია). მინუსს წარმოადგენს ისიც, რომ ავტორიზებული მაღაზიების გარდა ვერ შეხვდებით მის დეტალებს (შეკეთების ან გამოცვლის საჭიროების შემთხვევაში).

29 დიუმიანი ველოსიპედების პლუსები: - იდეალურად დაგორავს, ბრწყინვალედ გადადის ოღროჩოღრო გზებზე და ორმოებზე, შესანიშნავად ახშობს დარტყმებსა და ვიბრაციას. ძალიან ეფექტურია მთის და ნებისმიერი უგზოობის პირობებში.

მინუსებიდან აქაც შეგვიძლია ავღნიშნოთ შედარებით ნაკლები მანევრირება, სიხისტე და სიმტკიცე (ესეც პირობითია). ისევე, როგორც 27.5 დიუმიანი ველოსიპედების შემთხვევაში ავტორიზებული მაღაზიების გარდა ვერ შეხვდებით მის დეტალებს, თუმცა ამ ზომის საბურავები იმდენად მასიური ხდება, სავარაუდოდ ეს ფაქტი მინუსს აღარ წარმოადგენს.

"69" დიუმი - დამატების სახით ვიტყვით, რომ ბრენდმა Trek - ექსპერიმენტის სახით შექმნა მოდელი Trek 69 - რაც ნიშნავს იმას, რომ ველოსიპედს წინ აქვს 29 დიუმიანი საბურავი, უკან კი 26 დიუმიანი.

დაგვეთანხმებით, რომ უცნაური გადაწყვეტილებაა, თუმცა ველოსიპედი საინტერესო გამოვიდა - წინა 29 დიუმიანი საბურავი ადვილად ლახავს მაღალი სიჩქარით ყველა წინააღმდეგობას, ხოლო უკანა 26 დიუმიანი უნარჩუნებს ჩარჩოს გეომეტრიას სიმტკიცესა და მდგრადობას.

 

29 დიუმიანი ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
X-TREME X1 PRO
DVR D700 PRO QUEST Q1000 PRO

 

ბავშვებისა და მოზარდების ველოსიპედის ზომები

 

რაც შეეხება ბავშვებსა და მოზარ ველომოყვარულებს, ველოსიპედის ზომის არჩევის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ სიმაღლესა და ასაკს:

 

 

ქვემოთ ცხრილში მოყვანილია ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი ველოსიპედის ზომები სწორედ სიმაღლისა და ასაკის გათვალისწინებით.

ეს მონაცემები შედგენილია საბავშვო ველოსიპედების მწარმოებელთა კლასიფიკაციების და 1-დან 15 წლამდე ბავშვების ზრდის მონაცემების მიხედვით.

 

    _  _     საბავშვო ველოსიპედები

ბავშვის
ასაკი

ბავშვის სიმაღლე
(სანტიმეტრებში)

საბურავების დიამეტრი
(დიუმებში)

1-3 წელი 75-95 სმ. < 12
3-4 წელი 95-101 სმ.    12
4-5 წელი 100-110 სმ    14
4-6 წელი 110-120 სმ.    16
6-9 წელი 120-135 სმ.    20
9-12 წელი 135-150 სმ.    24
12-14 წელი 145-168 სმ.    26
14-15 წელი 165-175 სმ    26/27.5

 

როგორც შეამჩნიეთ, საბავშვო ველოსიპედების არჩევის პრინციპი რამდენადმე განსხვავებულია და ზომის არჩევა ხდება საბურავების დიამეტრის მიხედვით.

დიდებისთვის  ასეთი გამოკვეთილი დამოკიდებულება არ არსებობს და ზომის შერჩევა ძირითადად ჩარჩოს ზომის მიხედვით.

თუ თქვენი ბავშვი იზრდება უფრო სწრაფად, ან უფრო ნელა და მისი სიმაღლე ზუსტად არ ემთხვევა ცხრილში მოყვანილ მონაცემებს, სანერვიულო არაფერია, შეგიძლიათ შეიძინოთ შესაბამისად უფრო პატარა ან დიდი ზომის ველოსიპედი.

თუ გსურთ გაერკვეთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ბავშვის ველოსიპედი, გაეცანით მასალას: როგორ ავირჩიოთ საბავშვო ველოსიპედი

 

საბავშვო ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
Aura.Ge - Trinx - BLUE ELF 1.0 Aura.Ge - Trinx - SMART 1.0 Aura.Ge - Trinx - JUNIOR 4.0
BLUE ELF 1.0 SMART 1.0 JUNIOR 4.0

 

ველოსიპედის ზომის მნიშვნელობა

 

ველოსიპედის კომფორტული ზომათუ თქვენ სწორად შეარჩევთ ველოსიპედის ჩარჩოსა და საბურავების ზომას, ამით უზრუნველყოფთ არა მხოლოდ კომფორტულ, არამედ უსაფრთხო გადაადგილებას.

უსაფრთხოს იმიტომ, რომ თუ მართავთ არასწორად შერჩეული ზომის ველოსიპედს, ექსტრემალური სიტუაციების დროს მაღალია ტრამვების ალბათობა (მაგალითად უეცარი დამუხრუჭების დროს).

ან კიდევ, არასწორად შერჩეული ზომის შემთხვევაში, როცა მაგალითად ჩარჩოს მთავარი ღერძი არის მოკლე, საბურავი არის ფართო, ვიწრო, დიდი ან პატარა, თქვენი მდებარეობა ველოსიპედზე იქნება არასწორი, მოძრაობა კი არაკომფორტული, რაც არასწორად დატვირთავს მუხლის სახსრებს და მომავალი ტრამვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. და ა.შ.

ამიტომ, კარგად დაუკვირდით, არ შეცდეთ ზომის არჩევაში და ბოლომდე დარწმუნდით, რომ იგი თქვენი შესაბამისია, რათა შენაძენით კმაყოფილი იყოთ და ველოსიპედიც ერთგულად გემსახუროთ წლების განმავლობაში.

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ