მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 34227 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ყველაფერი ვარცხნილობის შესახებ

ვარცხნილობა არის თმის ფიგურული დავარცხნა, შეჭრა, დახვევა, გასწორება ან გარკვეულ მონაკვეთებში თმის საერთოდ მოცილება, თუ ამას მოითხოვს მოდა.

ვარცხნილობით შეიძლება ადამიანის გარეგნული იერ-სახისა და იმიჯის კარდინალური შეცვლა, მისი ნაკლოვანებების დამალვა და ღირსებებზე ხაზის გასმა.

დანიშნულების მიხედვით ვარცხნილობები შეიძლება დაიყოს ორ პირობით ჯგუფად: საყოფაცხოვრებო და სადღესასწაულო დანიშნულების.

საყოფაცხოვრებო დანიშნულების ვარცხნილობები თავის მხრივ იყოფა ყოველდღიური და საგანგებოდ მორთულ ვარცხნილობად.

ყოველდღიური დანიშნულების ვარცხნილობას ატარებენ ყოველდღიურად, სახლში ან სამსახურში. იგი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებს და შესაძლებლობის მიხედვით ითვალისწინებდეს მოდის მიმართულებას.

ყოველდღიური ვარცხნილობა უნდა იყოს ზომიერი, გადაჭარბების გარეშე, ამასთან ითვალისწინებდეს საგანგებო ვარცხნილობების ელემენტებს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მარტივად უნდა ტრანსფორმირდებოდეს, იყოს მოსახერხებელი და მიმზიდველი.

საგანგებო ვარცხნილობა საჭიროა გაუთვალისწინებელი ან დაგეგმილი ვიზიტის დროს: სტუმრად წასვლა, კოქტეილი,  რაიმე ტიპის ღონისძიება ან საღამო და ა.შ.

სადღესასწაულო ვარცხნილობა, თავის მხრივ, დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს: თეატრალური, საქორწილო, საკარნავალო, პოდიუმის და ა.შ. ასეთ ვარცხნილობაში დასაშვებია თმის შედარებით მკვეთრი ფერიც (ასაკის შესაბამისად).

ვარცხნილობები შეიძლება იყოს კონსერვატული, კლასიკური, ზომიერი, ავანგარდული და ზოგადად ისეთი, როგორსაც ითხოვს კონკრეტული ასაკისა და სქესის პიროვნება კონკრეტულ სიტუაციაში.

ვარცხნილობა ასევე შეიძლება დაიყოს ასაკობრივ ჯგუფებად: საბავშვო, ახალგაზრდული, საშუალო და უფროსი ასაკის ვარცხნილობა. აგრეთვე:

უნისექსი - ეს არის ვარცხნილობა ასაკისა და სქესის გარეშე.

 

საბავშვო ვარცხნილობა

 

საბავშვო ვარცხნილობადაბალი ასაკის ბავშვების ვარცხნილობა უნდა იყოს მოხერხებული და უნივერსალური, გათვალისწინებული უნდა იქნას თმის სტრუქტურა და ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები.

14 წლამდე არ შეიძლება თმის ფილირებისთვის განკუთვნილი შესაჭრელი საშუალებების გამოყენება, თმის შეღებვა და ქიმიური დახვევა.

უფრო ხშირად ვარცხნილობა უკეთდება გრძელი თმის მქონე ბავშვებს: სხვადასხვაგვარად დაწნული თმები, ნაწნავები, კიკინები, თმის დამჭერები, აბადოკები, ლენტები, ხშირად გამოიყენება წარბებამდე სიგრძის სქელი და ხშირი ან თხელი და მეჩხერი ჩოლკა.

თუ ვარცხნილობა უკეთდება მოკლე თმის მქონე ბავშვებს, ის უნდა იყოს მოსახერხებელი, ადვილად ივარცხნებოდეს და მარტივად ტრანსფორმირდებოდეს თავად ბავშვის მიერ.

უფრო მაღალასაკიანი (14 წლის ზემოთ) ბავშვებისთვის რეკომენდებულია უფრო მრავალფეროვანი, მრავალვარიანტიანი ვარცხნილობები. შესაძლებელია სხვადასხვა სახის მსუბუქი ქიმიური დახვევა, აგრეთვე მსუბუქი მელირება და ტონირება.

ბავშვებს ძალიან უხდებათ ვარცხნილობა „კარე“ სხვადასხვა ინტერპრეტაციით.

ბავშვის ვარცხნილობა უნდა იყოს მოდური, ინდივიდუალური და მიუხედავად იმისა ვარცხნილობა იქნება გრძელი თუ მოკლე, ხელს არ უშლიდეს ყოველდღიურ საქმიანობაში

 

ახალგაზრდული ვარცხნილობა (30 წლამდე)

 

ახალგაზრდული ვარცხნილობა (30 წლამდე)ახალგაზრდული ვარცხნილობა დაფუძნებულია რომანტიკული და სპორტული ხასიათის სტილის ვარცხნილობაზე.

დასაშვებია მოდური, მკვეთრი ფერებში გადაწყვეტილი ვარცხნილობა, მკაფიოდ გამოხატური ასიმეტრია, „მოქანავე“ კულულები, ძალიან მოკლე ვარცხნილობა კეფასთან და საფეთქლებთან მაქსიმალურად დადაბლებული თმით, სქელი, წარბებს ქვემოთ სიგრძის ჩოლკა, რომელიც მრავალფეროვანი ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა და მრავალი სხვა...

რა თქმა უნდა რეკომენდებულია გრძელი თმებიც, შრეებად ან კასკადური ვარცხნილობით, რომლის დროსაც ზედა შიდა კულულები იჭრება ოდნავ უფრო მოკლედ, ვიდრე ქვედა გარე კულულები, რითაც ფორმირდება მოცულობითი და ძალიან დინამიური ფაქტურა. ასეთი ვარცხნილობა, გარდა იმისა, რომ მოდურია, არის ქალური, რომანტიული და სექსუალური.

ზოგადად, აქ რომელიმე კონკრეტული ტიპის ვარცხნილობაზე საუბარი რთულია, რადგან ახალგაზრდები თავისუფლები არიან არჩევანში და მათი ვარცხნილობა შეიძლება იყოს ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზებით სავსე.

ასე რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა სახის, მაშები, ბიგუდები, ქაფები, ლაქები, გელები, ცვილები და ა.შ და თავს მრავალრიცხოვანი ექპერიმენტების უფლება მისცენ.

მთავარია ყველას ახსოვდეს, რომ ახალგაზრდული ვარცხნილობის მთავარი კრიტერიუმია არ მოუმატოს ასაკი მის მფლობელს და ამასთან იყოს მსუბუქი და ჰარმონიული.

 

საშუალო ასაკის ვარცხნილობა

 

საშუალო ასაკის ვარცხნილობასაშუალო ასაკში, ვარცხნილობა უნდა იყოს მოდური, ინდივიდუალური და ადვილად ტრანსფორმირებადი.

სასურველია თმის ფერი შეესაბამებოდეს სახის კანის ფერს, მაკიაჟს და იყოს მდიდრული ფერებით, თუმცა არა მკვეთრი და მყვირალა.

რეკომენდებულია სხვადასხვა სიგრძის, მრავალვარიანტიანი სტატიკური ფორმის ვარცხნილობები. იდეალურად მიიჩნევა მხრებამდე სიგრძის თმა, რომელიც შესაძლებელია, როგორც შეიკრას, ასევე გაიშალოს, დაიხვეს, ან გასწორდესთმის უთოს საშუალებით

ბევრი საშუალო ასაკის ქალბატონი მიიჩნევს, რომ გრძელი თმა უხდება მხოლოდ ახალგაზრდა ასაკის გოგონებს, თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა, საშუალო ასაკი ქალისთვის არ არის პანაცეა მაინცდამაინც მოკლე ვარცხნილობა და მკაცრად განსაზღვრული ვარცხნილობის ტიპი. ეს ძირითადად დამოკიდებულია თმის მდგომარეობაზე, მის სტრუქტურაზე.

ჩვეულებრივ, 35 წლის შემდეგ ქალების უმრავლესობა ერიდება გრძელ ვარცხნილობას, რადგან გარდა იმისა, რომ ასეთი ვარცხნილობის გაკეთება უფრო რთულია, მას მუდმივი ყურადღება და მოვლა ესაჭიროება. მაგრამ „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“, სამაგიეროდ გრძელი თმით შესაძლებელია მრავალგვარი, ძალიან ქალური და მომხიბვლელი ვარცხნილობის გაკეთება.

გრძელი თმა ქალურობის ეტალონად ითვლება და სურვილის შემთხვევაში მისი გარდაქმნა მოკლე ვარცხნილობად ნებისმიერ მომენტში შეიძლება.

როგორც ცნობილია ასაკთან ერთად თმა თხელდება და არ არის იმ ხარისხის, როგორც ახალგაზრდულ წლებში, მაგრამ ასეთი თმებითაც შეიძლება გაკეთდეს ორიგინალური, ეფექტური და ლამაზი ვარცხნილობა, რომელიც დამალავს სახის გარკვეულ ხარვეზებს და ხასზ გაუსვამს მის ღირსებებს.

ამასთან, არც თუ ისე ცოტა ქალს, საშუალო და უფროს ასაკშიც კი ჯანმრთელი და სქელი თმა აქვს შენარჩუნებული, რომელზეც მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების ჩატარებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ მიიღოს ახალგაზრდული და მომხიბვლელი ვარცხნილობა.

ამიტომ, თუ საშუალო ასაკში ქალს თმა ხელს უწყობს, არ უნდა მოერიდოს ისეთი ვარცხნილობის გაკეთებას, რომელიც მას ჰქონდა დავუშვათ 20 წლის წინ, ეს გაახალგაზრდავებს და უფრო მომხიბვლელს გახდის მას.

 

უფროსი ასაკის ვარცხნილობა 

 

უფროსი ასაკის ვარცხნილობაუფროსი ასაკის ვარცხნილობა უნდა იყოს მოკლე ან საშუალოდ ზომიერი ზომის. არ არის რეკომენდებული მკაფიო, მყვირალა ფერები და სხვადასხვა სახის თმის ქიმიური დახვევა (თუმცა თმის ჩვეულებრივი დახვევა დასაშვებია).

თმის დავარცხნა სასურველია ისე, რომ გადაჰქონდეს ყურადღება ნაოჭებიდან და ნაწილობრივ ფარავდეს კიდეც მას.

თუ თმა სრულიად ჭაღარაა, რეკომენდებულია შეფერილობა გაუკეთდეს სპეციალური საღებავის შემცველო შამპუნით.

დაუშვებელია ყოველგვარი „მოქანავე“ კულულები, სველი თმის ეფექტი და თმის მოვლის სხვა საშუალებების გამოყენება ჭარბი დოზით.

მოკლე თმისგან შესაძლებელია გაკეთდეს მთელი რიგი მრავალფეროვანი ვარცხნილობა, რომელიც ხაზს გაუსვამს ქალურობას და ქალის იერსახეს უფრო ენერგიულს და ახალგაზრდულს გახდის.

მათთვის, ვინც არ არის მიჩვეული ძალიან მოკლე ვარცხნილობას, დასაშვებია მხრებამდე ზომის თმები.

ამ ასაკის ქალბატონები ხშირად თმის დასავარცხნად იყენებენ ბიგუდებს.

უნისექსი - ეს არის ვარცხნილობა ასაკისა და სქესის გარეშე.

 

როგორი ვარცხნილობა გავიკეთოთ?

 

როგორი ვარცხნილობა გავიკეთოთ?როგორც უკვე ავღნიშნეთ, ვარცხნილობა ადამიანის გარეგნული იერ-სახის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

ვარცხნილობის გაკეთების წინ, სტილისტთან წასვლამდე, აუცილებელია პასუხი გაეცეს რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას:

 დღეში რა დროის დათმობა შეგიძლიათ საკუთარი ვარცხნილობისთვის;

 უხდება თუ არა შერჩეული ვარცხნილობა თქვენი ტიპის თმას;

 ეხამება თუ არა ვარცხნილობა თქვენი სახის ფორმას;

 შეესაბამება თუ არა ვარცხნილობა თქვენი ჩაცმის სტილს და პროფესიას;

რატომ არის საჭირო ამ ყველაფრის გათვალისწინება? პირველ რიგში იმიტომ, რომ უკვე შეჭრილი თმები მალე არ გაიზრდება, არასწორად შეჭრილმა თმებმა და გაკეთებულმა ვარცხნილობამ კი შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ არც თუ ისე მცირე დროის განმავლობაში.

ერთი შეხედვით მარტივმა ვარცხნილობამ, ზოგჯერ შეიძლება მოითხოვოს ყოველდღიური ყურადღება თმის დასაწყობად და მისი ბუნებრივი ეფექტის შესანარჩუნებლად.

რაც შეეხება მოკლე, სწორ ვარცხნილობას, იგი რეკომენდებული არ არის ხუჭუჭა, ან ტალღოვანი თმის მფლობელთათვის, რადგან ამ შემთხვევაში, მათ ხშირად მოუწევთ თმის უთოთი, ან თმის ლაქის ფიქსაციით სარგებლობა, რაც მაინცდამაინც დადებით გავლენას არ მოახდენს თმის ჯანმრთელობაზე.

 

ვარცხნილობა და სახის ფორმა

 

ვარცხნილობა და სახის ფორმასაიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სწორად და წარმატებულად შერჩეული ვარცხნილობა, შეიძლება გახდეს უპირატესობა, რათა დაიმალოს მცირეოდენი ხარვეზები გარეგნობაში და კორექტირებული იქნას სახის ოვალი.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ თუ ვარცხნილობის შერჩევა და თმის შეჭრა მოხდა არასწორად, შეიძლება პირიქით, მიიღოთ აბსოლიტურად საპირისპირო ეფექტი.

თუ ეჭვი გეპარებათ, როგორი სახის ფორმა გაქვთ, ამის დადგენა ძალიან მარტივია:

დადექით სარკის წინ, თმები გადაიწიეთ რაც შეიძლება უკან (შეიკარით კუდად) ისე, რომ მაქსიმალურად გამოჩნდეს სახე. შემდეგ აიღეთ ფლომასტერი (შეიძლება მარკერი ან ძველი კოსმეტიკური ფანქარი) და შემოხაზეთ სახის გამოსახულების ანარეკლი სარკეზე. მიღებული ფიგურა იქნება სწორედ თქვენი სახის ფორმა.

სტილისტები განასხვავებენ რამდენიმე სახის ფორმას:

»» ოვალური სახე - ასეთი სახის ფორმის მქონე ადამიანებს უხდებათ ნებისმიერი ტიპის ვარცხნილობა. ასე, რომ თუ ოვალური სახე გაქვთ თამამად შეგიძლიათ მისცეთ თავს ექსპერიმენტების უფლება და მოძებნოთ უნივერსალური გადაწყვეტილება.

შეგიძლიათ აჰყვეთ მოდას, ან შეარჩიოთ კლასიკური ვარცხნილობა. მთავარია თავი კომფორტულად იგრძნოთ.

 

»» მრგვალი სახე - ჩვეულებრივ, ასეთი სახის ფორმა ფართოდ, ხანდახან ბრტყლადაც კი გამოიყურება. ამიტომ თუ მრგვალი სახე გაქვთ, თმა ისე უნდა შეიჭრათ, რომ ვარცხნილობამ ვიზუალურად დააგრძელოს და დაავიწროოს სახის ფორმა. რეკომენდებულია სწორი თმები, სიგრძით ნიკაპს ქვემოთ, ასიმეტრიული ვარცხნილობა, აგრეთვე მოცულობითი ვარცხნილობა თმის შუაზე გაყოფის გარეშე (დასაშვებია თმის ირიბად გაყოფა).

ნუ შეიჭრით კარეს. არ გაიკეთოთ წვრილად დახვეული და დახუჭუჭებული ვარცხნილობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოკლე თმა გაქვთ. არ არის რეკომენდებული სწორი თმის გვერდით ან უკან გადავარცხნა.

 

»» კვადრატული ან მართკუთხა სახე - ასეთი ფორმის სახეს უხდება ასიმეტრიული ვარცხნილობები. შეიძლება თმა შეიჭრას ისე, რომ მოხდეს ვიზუალურად სახის წინ წამოწევა და ამასთან არ შეიქმნეს სწორხაზოვანი უხეში სილუეტები.

არ არის რეკომენდებული მოკლე, სწორი ვარცხნილობები, რომელიც იდეალურად გლუვ დავარცხნას ითხოვს. გრძელი და ნახევრად გრძელი თმა დაგეხმარებათ სახის კუთხოვნების დაფარვაში.

თმის ირიბი გაყოფა, გვერდზე (ყურებზე) გადაწეული, წაგრძელებული „ჩოლკა“, მსუბუქად დახუჭუჭებული, ტალღოვანი თმა - ეს ყველაფერი დაგეხმარებათ სწორკუთხოვანი სახე მაქსიმალურად იყოს „შერბილებული“.

თუ სახის ფორმა მართკუთხაა, სასურველია ყურები იყოს დაფარული, ხოლო თმა შუბლზე ლამაზად გქონდეთ ჩამოშლილი (უმჯობესია კულულების სახით).

არ არის რეკომენდებული  ვარცხნილობები ვერტიკალური ხაზებით და უკან გადაწეული თმა.

 

»» სამკუთხა სახე - ამ შემთხვევაში, სახის ასეთ ფორმას მოუხდება ის ვარცხნილობები, რომელიც არ არის რეკომენდებული მრგვალი და კვადრატული ფორმის სახისთვის:

ვარცხნილობა კარე სიგრძით ნიკაპამდე, გააწონასწორებს ფართო შუბლსა და ვიწრო ქვედა პირისახეს.

შესანიშნავ იერს შექმნის ასიმეტრიული გრძელი ვარცხნილობა. შეიძლება თმა კეფაზე დაიხვიოთ.

ნუ გადაიწევთ თმას გვერდებიდან. მოკლე ჩოლკებს, რომელიც ხაზს გაუსვამს განიერ ღაწვებს, უმჯობესია მოერიდოთ.

 

როგორ შევიჭრათ „ჩოლკა“

 

როგორ შევიჭრათ „ჩოლკა“„ჩოლკა“ (შუბლზე შეჭრილი თმა) ვარცხნილების გადახალისებისა და გამოცოცხლების ერთ-ერთი ეფექტური ხერხია, გარდა ამისა, გონივრულად შერჩეული ჩოლკით შესაძლებელია სახის ფორმის გარკვეულწილად კორექტირებაც: ნაკლის დამალვა და ღირსებების ხაზის გასმა.

ჩოლკები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, თმების სიგრძითა და სისქით. არსებობს დიდი რაოდენობით განსხვავებული სახის ჩოლკა. როგორ გამოიყურება თითოეული მათგანი, ალბათ იცის მხოლოდ ძალიან გამოცდილმა და პროფესიონალმა სტილისტმა/პარიკმახერმა (ამასთან მათ შორის ერთეულებმა).

ჩოლკა შეიძლება იყოს მოკლე, გრძელი, ხშირი, თხელი, მეჩხერი, სწორი, გვერდული (ირიბი), გამოზნექილი, ჩაზენქილი, ზედა, ქვედა, მომრგვალებული, გრადუირებული, აჩეხილი, ასიმეტრიული და ა.შ

ვარცხნილობა ჩოლკით, არასოდეს დაკარგავს აქტუალურობას. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ მოსინჯოთ თუ არა ახალი იმიჯი ახალი ჩოლკით, ნუ გადადებთ და გაბედულად გადადგით ეს ნაბიჯი. თმა ისევ გაგეზრდებათ და თუ ახალი სტილი არ მოგეწონებათ, მის შეცვლას სულ შეძლებთ.

ჩოლკების ყველა ტიპის ჩამოთვლა შეუძლებელია, თუმცა განვიხილოთ მათ შორის ყველაზე ძირითად და გავრცელებული:

სწორი გრძელი ჩოლკა - იდეალურია მათთვის, ვისაც ხშირი, სქელი თმა აქვს. რეკომენდებულია მაღალი შუბლის მქონე ქალებისთვის. ასეთი ჩოლკა შეიძლება დაიწყოს თხემიდან და დამთავრდეს წარბებს ქვემოთ.

სწორი გრძელი ჩოლკა უხდება ძალიან ბევრ ქალს, იგი ანიჭებს იდუმალებას და კარდინალურად ცვლის იმიჯს.

სწორი მოკლე ჩოლკა - ახალისებს გარეგნობას და ხდის მას უფრო ანცსა და მხიარულს. კარგად შეუძლია დამალოს ასაკი, ხდის ქალს უფრო ახალგაზრდას და მომხიბვლელს.

წვრილი პირისახის ქალებისთვის რეკომენდებულია სწორი მოკლე ჩოლკა აჩეხილი ფილირებული ბოლოებით.

გრძელი ირიბი ჩოლკა - ასეთი ჩოლკა არბილებს კუთხოვანი სახის ნაკვთებს. იგი ძალიან პოპულარულია და უხდება სხვადასხვა ფორმის სახეს. განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც მეჩხერი თმა აქვს.

თუ ასეთ ჩოლკას მცირეოდენ ფილირებას გაუკეთებთ, იგი თმას უფრო სქელს გამოაჩენს და შესაბამისად დაამშვენებს თქვენს გარეგნობას.

გრადურირებული ჩოლკა - ასეთი ჩოლკა ხასიათდება არათანაბარი კულულებით და მცირედით დაუდევარი სტილით. გრადუირებული (აჩეხილი) ჩოლკა შეიძლება იყოს გრძელი, მოკლე, სწორი, ირიბი, ასიმეტრიული და ა. შ აჩეხილი ჩოლკა გამოირჩევა მცირედით დაუდევარი იერსახით. იგი ანიჭებს ქალს სექსუალურობას და იდუმალებას.

ასეთი ჩოლკები რეკომენდებულია კვადრატული ან მართხკუთხა სახის ქალებისთვის. იგი ვიზუალურად აგრძელებს სახეს და არბილებს მის უსწორმასწორებებს. გრადუირებული ჩოლკა შეიძლება სცადონ მრგვალი პირისახის მქონე ქალებმაც.

მოკლე აჩეხილი ჩოლკა - ასეთი ჩოლკა რეკომენდებულია პატარა პირისახისა და რბილი სახის ნაკვთების მქონე ქალებისთვის

მოკლე აჩეხული ჩოლკა უხდება ოვალურ, მრგვალ და სამკუთხა ფორმის სახის მქონე ქალებს.

გრძელი აჩეხილი ჩოლკა - ასეთი ჩოლკა უხდება ყველა ფორმის სახეს. მისი დაწყობა და ავარცხნა ძალიან მარტივია.

გრძელი აჩეხილი ჩოლკა შესანიშნავია საქმიანი თანამედროვე ქალებისთვის. იგი ანიშებს მათ სერიოზულობას და სოლიდურობას.

ირიბი აჩეხილი ჩოლკა - შესანიშნავი გადაწყვეტილებაა თანამედროვე, კრეატიული ქალებისათვის.

ასეთი ჩოლკის გაკეთების უფლება თავს შეიძლება მისცენ როგორც სქელი, ასევე თხელი თმის მფლობელებმა (ხუჭუჭთმებიანი ქალების გარდა).

სწორი აჩეხილი ჩოლკა - ასეთი ჩოლკა რეკომენდებულია გამოწეული სახის მქონე ქალებისთვის.

იგი ამრგვალებს სახის ფორმას ანიჭებს თვალებს გამომსახველობას.

ჩოლკის ყველა სახეს აქ ვერ ჩამოვთვლით, მათი რაოდენობა ძალიან დიდია. მისი შერჩევა საჭიროა გარეგნული იერ-სახის, სტილის და სახის ფორმის მიხედვით. თუ ჩოლკას პირველად იკეთებთ, უმჯობესია დახმარებისთვის მიმართოთ პროფესიონალ სტილისტს. იგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მეტად მისადაგებული ვარიანტი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალობას და დაფარავს ნაკლოვანებებს.

 

ჩოლკა და სახის ფორმა

 

ჩოლკა და სახის ფორმარა თქმა უნდა ჩოლკის შერჩევის დროს, უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა მიექცეს სახის ფორმას.

სახის ფორმები ძირითად არის შემდეგი სახის: მრგვალი, ოვალური, კვადრატული, მართკუთხედი და სამკუთხედი. არსებობს შუალედური ვარიანტებიც.

ჩოლკის შერჩევაზე აგრეთვე გავლენას ახდენს: სახის ნაკვთები, თვალები, ასაკი და სიმაღლეც კი.

მაგალითად: დაბალ ქალებს არ მოუხდებათ ფუმფულა და აჩეჩილი ჩოლკა, ხოლო მაღალ ქალებს არ მოუხდებათ „დატკეპნილი“ ჩოლკა. თუმცა ეს ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია.

მაშ ასე ჩოლკა ყველაზე გავრცელებული სახის ფორმების მიხედვით:

ოვალური სახე - ბევრი სტილისტი სახის ამ ფორმას ეტალონად მიიჩნევს. ამ ფორმის სახეს მოუხდება პრაქტიკულად ყველა ტიპის ჩოლკა.

მათ, ვისაც ოვალური ფორმის სახე აქვთ, შეუძლიათ გაიკეთონ გრძელი და დახრილი, სწორი და ხშირი, მოკლე, კლასიკური რკალისებრი და სხვა სახის ჩოლკები.

მრგვალი სახე - ამ ფორმის სახეს მოუხდება გრძელი და დახრილი, მოკლე და გრადუირებული, აგრეთვე სხვადასხვა ასიმეტრიული ჩოლკები.

დაგრძელებული ჩოლკები ვიზუალურად წინ სწევს სახეს და ანიჭებს მას სწორ მოხაზულობას.

კვადრატული სახე - ამ ფორმის სახეს მოუხდება ასიმეტრიული, გრძელი და თხელი ჩოლკები. არ ღირს ხშირი და მოკლე ჩოლკის შეჭრა.

გრძელ და თხელ (მეჩხერ) ჩოლკას შეუძლია რამდენადმე ვიზუალურად შეარბილოს სწორკუთხოვანი სახის ნაკვთები.

სამკუთხედი სახე - ამ ფორმის სახის მქონე ქალებისთვის არ ღირს მოკლე ჩოლკის შეჭრა.

სამკუთხედ სახეს მოუხდება სწორი, გრძელი, ირიბი და კლასიკური რკალისებრი ჩოლკა. ასეთი ჩოლკა შეარბილებს სახის წვეტიან ნაკვთებს, სახის ვიწრო მონაკვეთზე შექმნის გაფართოების ილუზიას და უფრო მიმზიდველს გამოაჩენს მას.

 

ზოგადი რჩევები ჩოლკის შერჩევის დროს

 

ზოგადი რჩევები ჩოლკის შერჩევის დროსმიუხედავად იმისა, რომ ჩოლკის შერჩევის დროს, სახის ფორმა ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ყურადღება უნდა მიაქციოთ სხვა მომენტებსაც:

მაგალითად, თუ სწორი და ხშირი ჩოლკა უხდება ოვალური სახის ფორმის მქონე ქალს, ეს არ ნიშნავს, რომ იგი ასევე მოუხდება სხვა ქალს, რომელსაც ზუსტად იგივე ფორმის სახე აქვს.

ჩოლკის შერჩევის დროს, მიუხედავად მრავალრიცხოვანი რეკომენდაციებისა და რჩევებისა, მკაცრად განსაზღვრული წესები და ჩარჩოები არ არსებობს. ყოველი ადამიანის სახე უნიკალურია და მას ანალოგი არა აქვს.

ალბათ გინახავთ მსოფლიოში სილამაზით და ორიგინალური სტილით სახელგანთქმული ვარსკვლავები, რომელთა შორისაც ალბათ ვერ ნახავთ ისეთს, რომელიც დადის მხოლოდ ერთი და იგივე ჩოლკით.

ისინი რეგულარულად იცვლიან საკუთარ იმიჯს, მუდმივად ატარებენ ექსპერიმენტებს და იცვლიან იმიჯს. მათ საერთოდ არ აღელვებთ საკუთარი სახის ფორმა, არ აკომპლექსებთ ეს ფორმა ოვალურია, კვადრატული თუ სამკუთხედი.

გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და მიეცით საკუთარ თავს ცდების ჩატარების უფლება, ნუ შეგაშფოთებთ თუ იდეალური სახის ფორმა არა გაქვთ, მთავარი გამბედაობა და ზუსტად შერჩეული სტილია, რომელიც მხოლოდ ექსპერიმენტების საშუალებით მიიღწევა.

მიიღებთ სასურველ შედეგს? ნუ შეჩერდებით, კვლავ გააგრძელეთ ცდები და თქვენ აუცილებლად დაადგენთ არა ერთ, არამედ რამოდენიმე სახის ჩოლკის ფორმას, რომელიც ორიგინალურსა და მომხიბლავს გახდის თქვენს იმიჯს.

ზოგადად კი ჩოლკის შეჭრის პროცესს უნდა მიუდგეთ განსაკუთრებული ყურადღებით და სერიოზულობით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მტკივნეულად აღიქვამთ თქვენს გარეგნულ იერ-სახეს და არ შეგიძლიათ ღიმილით შეხვდეთ არასწორად შერჩეულ სტილს.

რამოდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ჩოლკა:

»» ჩოლკის შერჩევის დროს, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარი სახის ფორმას, სიმაღლეს და ყოველდღიურ სტილს;

 

»» კარდინალური ცვლილება  გარეგნობაში ჩოლკის საშუალებით, სასურველია გააკეთოთ ახალგაზრდა ასაკში. სოლიდური ასაკის ქალბატონებმა საკუთარი გარეგნული იერ-სახის ცვლილება გონივრულად და თანმიმდევრულად უნდა განახორციელონ;

 

»» თუ ჩოლკას პირველად იჭრით, აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ სტილისტ / პარიკმახერს. ნუ დაგენანებათ ამისთვის გადახდილი თუნდაც სოლიდური თანხა;

 

»» თუ ჩოლკის შეჭრა დამოუკიდებლად გსურთ, შეიჭერით იგი სველ მდგომარეობაში, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ როცა თმა გაშრება, ჩოლკა იქნება შესამჩნევად მოკლე;

 

»» თუ გსურთ თმას ვიზუალური მოცულობა მიანიჭოთ, გამოიყენეთ ფართო ჩოლკა, რომელიც თხემიდან იწყება;

 

»» თუ მაღალი ბრძანდებით, მოერიდეთ სწორ, გრძელ ჩოლკებს, ხოლო თუ დიდი სიმაღლით არ გამოირჩევით, თავი აარიდეთ ფუმფულა, მოცულობითი ჩოლკის გაკეთებას;

თითეული ქალი ინდივიდუალური პერსონაა, ამიტომ მას ვარცხნილობაც ინდივიდუალური უნდა ჰქონდეს. მობეზრებულ იმიჯს და ვარცხნილობას კი ახალ, ხალას ეფექტს მიანიჭებს სწორად შერჩეული ჩოლკა.

თუ თვლით, რომ ვარცხნილობა ჩოლკით თქვენთვის არ არის მისაღები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ ვერ შეძელით იმ ვარიანტის პოვნა, რომელიც თქვენს იმიჯს მოუხდებოდა და ახალ, მომხიბვლელ იერს მიანიჭებდა თქვენს გარეგნობას.

 

თმის ქიმიური დახვევა

 

თმის ქიმიური დახვევაზოგიერთი ქალი პანიკაში ვარდება თმის ქიმიური დახვევის ხსენებაზეც კი, ფიქრობს რა, რომ ეს პროცედურა აფუჭებს თმას. თუმცა ყველაფერი ასე ცუდად და საგანგაშოდ ნამდვილად არ არის.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა საშუალებების დახმარებით, შესაძლებელია ისეთი  ქიმიური დახვევის გაკეთება, რომელიც არავითარ (ან მინიმალურ) ზიანს არ აყენებს თქვენს თმას და ვარცხნილობას.

ამიტომ, შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რა არის თმის ქიმიური დახვევა, სად და როგორ უნდა გაკეთდეს იგი  და ქიმიური დახვევის რომელი სახეობები არსებობს დღევანდელ დღეს.

თმის ქიმიური დახვევა - სწორი და თხელი თმების სქელ, მოცულობით და ხვეულ ვარცხნილობად გადაქცევის საკმაოდ რთული პროცედურაა.

ქიმიური დახვევის საშუალებით შესაძლებელია ლამაზი, ტალღოვანი თმის ან წვრილად დახვეული კულულების ეფექტის მიღება.

თმის ქიმიური დახვევა პირველად გამოიგონა კარლ ნესლერმა 1906 წელს. მან პირველი ექსპერიმენტი საკუთარ ცოლზე ჩაატარა. რა თქმა უნდა თმის ჯანმრთელი მდგომარეობისთვის ეს პროცედურა არც თუ ისე კარგი იყო, მაგრამ მიღებული ეფექტი აჭარბებდა თმის დაზიანების რისკს.

მას შემდეგ უამრავმა ქალმა სცადა საკუთარ თავზე რომანტიული ხვეულებისა და კულულების გაკეთება და ძალიან კმაყოფილიც დარჩა შედეგით, რაც საკუთარი თმის ბრწყინვალე ვიზუალური იერ-სახეში მდგომარეობდა.

დღესდღეობით, თმის ქიმიური დახვევა  - არ არის ის პროცედურა, რომელიც თავის დროზე შექმნა კარლ ნესლერმა, ან იყენებდნენ ჩვენი წინაპრები, დღევანდელ დღეს ეს ყველაფერი სულ სხვაგვარად კეთდება.

თანამედროვე სტილისტ-პარიკმახერებმა გრანდიოზული გადატრიალება მოახდინეს თმის ქიმიური დახვევის სფეროში. დღესდღეობით, ქიმიური დახვევა დარჩა მხოლოდ როგორც სახელწოდება და მოქმედების პრონციპი, ყველაფერი დანარჩენი კარდინალურად შეიცვალა.

დღევანდელ დღეს, ქიმიური დახვევის გასაკეთებლად, სილამაზის სალონებში გამოიყენება უახლესი კოსმეტიკური პრეპარატები, რომელი აბსოლიტურად გამორიცხავს ჯანმრთელი თმის დაზიანების ნებისმიერ საშიშროებას.

ამასთან, თანამედროვე ქიმიური საშუალებები პირიქით, შეიძლება დადებითადაც კი აისახოს თმის ჯანმრთელობაზე.

თმის ქიმიური დახვევისათვის გამოიყენება ორი სახის ქიმიური ხსნარი. პირველი ხსნარი ცვლის თმის სტრუქტურას, ხოლო მეორე არის გამანეიტრალებელი და ამაგრებს (ამყარებს) ახლად მიღებულ თმის ფორმას (ზოგიერთი გამანეიტრალებელი ხსნარი ნახევრად პერმანენტულ საღებავსაც კი შეიცავს).

თმის ქიმიური დახვევის მეთოდები ერთმანეთისგან განსხვავდება  ქიმიური შემადგენლობით.

ადრე იკეთებდნენ თმის პერმანენტულ დახვევას ტუტე და მჟავა შემადგენლობის დახმარებით, რის გამოც თმა ძლიერ ზიანდებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეთოდები დღესდღეობითაც პოპულარულია, რადგან ძალიან დიდხანს ინარჩუნებს თმის კულულებს სახვეულ მდგომარეობაში - დაახლოებით 6 თვე და კიდევ მეტი.

თმის ქიმურად დახვევის უამრავი მეთოდი არსებობს: იაპონური, ამერიკული, ფრანგული მეთოდები, დახვევა აბრეშუმისებრი ტალღით და ა.შ, მაგრამ აქ მოყვანილია თმის ქიმიური დახვევის ის ძირითადი მეთოდები, რომელიც აქტუალური და პოპულარულია დღევანდელ დღეს. ეს მეთოდებია:

 თმის ქიმიური დახვევა მჟავა მეთოდით;

 თმის ქიმიური დახვევა ტუტე მეთოდით;

თმის ქიმიური დახვევა ნეიტრალური მეთოდით;

 თმის ქიმიური დახვევა ამინომჟავური მეთოდით;

 თმის ბიოდახვევა;

და სხვა...

ტრადიციული თმის დახვევა ხდება თმის მთელს სიგრძეზე და იმის მიუხედავად, რომ ამ დროს ბიგუდები განლაგებულია ჰორიზონტალურად, არსებობს ათობით კონფიგურაცია, რომელიც დამოკიდებულია ბიგუდების ზომაზე და რაოდენობაზე, აგრეთვე სასურველ ეფექტზე:

»» მსხვილი კულულები;

»» რევერსული დახვევა;

»» თმის ძირებთან დახვევა;

»» სპირალური დახვევა;

»» ლოკალური (უზორული) დახვევა;

»» ვერტიკალური დახვევა;

»» და სხვა...

თუ თმის დახვევა პროფესიონალურ დონეზე და ხარისხიანი პრეპარატებითაა შესრულებული, იგი თმაზე რამოდენიმე თმის განმავლობაში შენარჩუნდება.

რაც უფრო დიდია შუალედი თმის ქიმიურ დახვევებს შორის, მით უფრო ნაკლებად დაზიანდება თმა. თუმცა ნუ გადადებთ ვიზიტს 3-4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ყველაზე მარტივი საშუალება პერმანენტისგან განთავისუფლებისა არის ქიმიურად დახვეული თმის მოკლედ შეჭრა და ზრდის პერიოდში ფენით გასწორება.

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი თმის ქიმიური დახვევის შესახებ

 

აქვე გთავაზობთ ვარცხნილობის შესარჩევ საუკეთესო რესურსებს, სადაც ნებისმიერმა ასაკისა და სქესის ადამიანმა შეიძლება ნახოს და შეარჩიოს სასურველი ვარცხნილობა.

www.hairstyle.com

www.thehairstyler.com

www.hairstylesdesign.com

www.hairfinder.com

www.latest-hairstyles.com

ხოლო თუ გსურთ ვარცხნილობის შერჩევა ონლაინ რეჟიმში თქვენივე ფოტოსურათით, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:

www.aura.ge/maceover


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ