მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 83801 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რა იწვევს ჭარბთმიანობას ქალებში?

 

რა იწვევს ჭარბთმიანობას ქალებში?ქალის სხეულზე თმის საფარის აქტიური ზრდა იწყება ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან. ასევე ეს პროცესი ძალიან ხშრად შესამჩნევია მენოპაუზის (კლიმაქსის) დროს.

ზედმეტმა თმამ შესაძლოა თავი იჩინოს ტუჩისა და ცხვირის არეში, ნიკაპზე, ყურების არეში, საფეთქლებზე, ლოყებზე. აგრეთვე: იღლიებში, ბიკინს არეში, მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე.

ჭარბთმიანობის მიზეზი შეიძლება იყოს:

მენოპაუზა;

ენდოკრინული სისტემის არასწორი მუშაობა;

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

ჰორმონალური დისბალანსი;

თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები;

სახეზე უხვი ჭარბთმიანობა შესაძლოა გამოწვეული იყოს დაავადება - ჰიპერტრიხოზით, რომელიც სპეციალისტებთან კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს.

ზედმეტი, არასასურველი თმის მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი დაავადება, როგორიცაა გირსუტიზმი. ამ დაავადების დროს ქალებს აღენიშნებათ მამაკაცური ტიპის თმის ზრდა როგორც სხეულზე, ასევე სახეზე.

გირსუტიზმი, ისევე როგორც ჰიპერტრიხოზი სპეციალისტებთან კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს.

გარდა ორგანიზმის პრობლემებისა, ჭარბთმიანობა შეიძლება გამოწვეული იყოს შედეგი მიზეზებით:

მემკვიდრეობითობა;

სახის ხშირი გადახურება (პარაფინოთერაპია, ცხელი კომპრესები, სოლარიუმი);

შემდეგი პროდუქციის გადაჭარბებული გამოყენება: კოსმეტიკური კრემები და მედიკამენტები, რომელთა შემადგენლობაში შედის ვერცხლისწყალი, კუპრი და ჰორმონალური დანამატები.

როგორც ხედავთ ჭარბთმიანობის მიზეზები მრავლადაა. მაგრამ საბედნიეროდ არსებობს მასთან ბრძოლის უამრავი საშუალებები:

გაპარსვა, ეპილატორები/დეპილატორები, ბიოეპიალცია (ცვილით, თაფლით დეპილაცია, შუგარინგი (შაქრის კარამელი), ქიმიური ეპილაცია (დეპილაციის კრემები, ენზიმური ეპილაცია), ულტრაბგერითი ეპილაცია, აპარატული ეპილაციის სახეები (ელექტროეპილაცია, ლაზერული ეპილაციის სახეობები, ფოტოეპილაცია, კვანტური ეპილაცია, Elos ეპიაცია, AFT ეპილაცია და ა.შ).

გარდა ამისა არსებობს სხეულიდან და სახიდან ზედმეტი, არასასურველი თმის მოცილების ხალხური მეთოდები.

ჩვენ ქვემოთ და სხვა სტატიებშიც დაწვრილებით მიმოვიხილავთ ამ მეთოდებს, ყურადღებას გავამახვილებთ მათ ეფექტურობაზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე და უკუჩვენებებზე.

რაც შეეხება დაავადებებით გამოწვეულ ჭარბთმიანობას, მართალია არსებობს მედიკამენტები, რომელიც ეფექტურად აშორებს ჭარბ თმას, მაგრამ აქ სპეციალურად არ ვასახელებთ ამ მედიკამენტის სახელწოდებებს, რადგან ის უნდა დანიშნოს სპეციალისტმა ზუსტი დიაგნოზის შემდეგ.

 

რა განსხვავებაა ეპილაციასა და დეპილაციას შორის?

 

ეპილაცია - არის მეთოდი, რომელიც აშორებს ზედმეტ, არასასურველ თმებს თავის ბოლქვებიანად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან სამუდამოდაც კი.

დეპილაცია - არის მეთოდი, რომელიც აშორებს თმის ხილულ ნაწილს მცირე  ვადის განმავლობაში.

 

რომელია ყველაზე სწრაფი მეთოდი ზედმეტი თმის მოსაცილებლად?

 

რომელია ყველაზე სწრაფი მეთოდი ზედმეტი თმის მოსაცილებლად?მიიჩნევა, რომ ყველაზე სწრაფი და ამასთან იაფი მეთოდი ზედმეტი თმის მოსაციებლად არის ძველი და გამოცდილი მეთოდი - თმის გაპარსვა.

დღევანდელი, სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე საპარსი მოწყობილობების თითქმის ყველა მოდელი აღჭურვილია მრავალფეროვანი, ხარისხიანი სამართებლებით, სპეციალური გელის ბალიშებით და კანის მოსავლელი კომპონენტებით, რომელთა საშუალებით საპარსი მსუბუქად დასრიალებს კანზე და გაპარსვის პროცესი სრულყოფილებამდე აჰყავს.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ მეთოდით მიღწეული შედეგი ძალიან ხანმოკლეა - სულ რამოდენიმე დღე.

ამის გარდა, ძალიამ ხშირად, გაპარსვის შემდეგ ადგილი აქვს კანის გაღიზიანებას და წითელ წერტილებს. ეს შესაძლოა არ იყოს საპარსის ხარისხით გამოწვეული, უბრალოდ ზოგიერთი ქალბატონის კანი იმდენად მგრძნობიარეა, რომ იგი ადვილად ღიზიანდება.

ამიტომ, სასურველია, თუ გაპარსვის შემდეგ გამოყენებული იქნება სპეციალური პარსვის შემდგომი კანის მოვლის საშულებები.

შენიშვნა: არასოდეს გაიპარსოთ თმა სახის არეში.

 

ეფექტურია თუ არა ელექტროეპილაცია სახლის პირობებში?

 

ეფექტურია თუ არა ელექტროეპილაცია სახლის პირობებში?ელექტროეპილაცია სახლის პირობებში, ანუ ელექტრო ეპილატორით ეპილაცია მეორე ხელმისაწვდომი მეთოდია ზედმეტი თმების მოსაცილებლად თმის გაპარსვის შემდეგ.

საჭიროა მხოლოდ ერთხელ შეიძინოთ ეპილატორი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგემსახურებათ.

თანამედროვე ეპილატორები სწრაფად, ეფექტურად და ფრთხილად აშორებს არასასურველ თმას. შედეგი კი უფრო შესამჩნევი და ხანგრძლივია, ვიდრე გაპარსვის შემთხვევაში.

ამასთან, ბოლო მოდელი ეპილატორების საშუალებით შეგიძლიათ ეპილაცია ჩაიტაროთ პირდაპირ შხაპის ქვეშ, რაც გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია, პრაქტიკულად გამორიცხავს უსიამოვნო შეგრძნებებს.

რა თქმა უნდა ეპილატორს აქვს მინუსებიც: მისი საშუალებით მოცილებული თმა საკმაოდ მალე ამოდის. მოუხერხებელი და არასასიამოვნოა თმის მოცილება ბიკინის ზონაში (თუმცა ბევრი თანამედროვე მოდელი ამ ამოანას წარმატებით უმკლავდება).

ამასთან არსებობს (საკმაოდ ხშირად) თმის ჩაბრუნების (ჩახვევის) რისკი.

 

ეფექტურია თუ არა ქიმიური დეპილაცია (დეპილაციის კრემები)

 

ეფექტურია თუ არა ქიმიური დეპილაცია (დეპილაციის კრემები)დეპილატორი კრემები არასასურველი თმის მოცილების ქიმურ მეთოდად მიიჩნევა.

ასეთი კრემები შეიცავენ ნივთიერებებს რომლებიც ასუსტებენ კავშირს ცილოვან ჯაჭვებს შორის თმის შიგნით.

დეპილაციის კრემები მხსნელად მოგევლინებათ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მყისიერი ეფექტის მიღება კანის გაწითლების, გაჭრის და მასზე წითელი წერტილების გაჩენის გარეშე.

კრემი დააქვთ კანზე სქელ თანაბარ ფენად და ანაწილებენ მთელს თმიან ზედაპირზე სპეციალური ნიჩაბი-აპლიკატორის საშუალებით (იგი როგორც წესი მოჰყვება კრემ დეპილატორს კოპლექტში).

6-8 წუთის შემდეგ (ზუსტი დრო მითითებული აქვს ყველა მწარმოებელს ინსტრუქციაში) კრემს იცილებენ იგივე ნიჩაბ-აპლიკატორით და გულდასმით ჩამოიბანენ თბილი წყლით.

გახსოვდეთ, რომ დეპილაციის კრემით სარგებლობის დროს, მკაცრად უნდა დაიცვათ ინსტრუქცია და არ გააჩეროთ პრეპარატი კანზე საჭიროზე მეტი დროის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ უკუ შედეგს.

დეპიალციის კრემით სარგებლობას შესაძლოა თან ახლდეს ალერგიული რეაქციები, ამიტომ მისი და კანის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია სპეციალური სპრეით სარგებლობა, რომელიც შეიცავს დერმატოლოგიურ თერმულ წყალს (მაგალითად: La Roshe-Posay, Avène, Uriage და სხვა).

თუ დეპილაციის კრემით სარგებლობას გადაწყვეტთ, უმჯობესია არჩევან მხოლოდ ხარისხიან კრემებზე შეაჩეროთ (ე.წ ფიტო დეპილატორები), რომელთა შემადგენლობაში შედის მცენარეული ექსტაქტები და ვიტამინები.

არსებებს პროფესიონალური დეპილაციის კრემები, რომლებიც შეიცავენ ფერმენტებს; პაპაინი, ქიმოტრიპსინი, ტრიპსინი და სხვა (თუმცა ეს უკვე ენზიმური ეპილაციის მეთოდს წარმოადგენს, რომელიც ქვემოთაა აღწერილი).

პლუსები - მარტივია, უმტკივნეულო, ხელმისაწვდომი, შესაძლებელია გამოყენებული იქნას მოგზაურობის დროს.

მინუსები - მაღალია ალერგიული რეაქციების რისკი კრემში შემავალი აქტიური ნითიერებების მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოყენება სახეზე. ეფექტი არ არის ხანგრძლივი - 4-7 დღე.

 

ეფექტურია თუ არა აბრეშუმის ძაფით ეპილაცია

 

ეფექტურია თუ არა აბრეშუმის ძაფით ეპილაციააბრეშუმის ძაფით ეპილაცია ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოვიდა. მისი საშუალებით ყველაზე ხშირად ზედმეტი თმების მოცილება ხდება სახეზე.

ძაფით ეპილაციის დროს კანზე არ ხდება არანაირი დამატებითი საშუალებების წასმა, რამაც შეიძლება ალერგიული რეაქციები ან კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამასთან კანი არ განცდის არანაირ ტემპერატურულ ზემოქმედებას. 

ძაფების განსაკუთრებული გადახლართვით (გადაგრეხით), თმები ექცევა ძაფის მარყუჟში და ხდება მათი ფესვებიანად ამოგლეჯა ისე, რომ კანი არ იჭიმება და ამოდის ყველაზე მოკლე თმის ღერებიც კი.

პლუსები - ძაფით ეპილაციის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს შედარებით ხანგრძლივი ეფექტი - დაახლოებით 2-4 კვირა (თუმცა ეს ინდივიდუალურია).

იგი არ იწვევს კანის ტრამვირებას, კეთდება ზუსტად და სწორხაზოვნად.

რეგულარული გამოყენების შემთხვევაში თმა ხდება მსუბუქი, თხელი და იზრდება უფრო ნელა და იშვიათად.

მინუსები - ძაფით ეპილაციას აქვს მინუსებიც: საჭიროა კანის დეზინფექციის ჩატარება პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ, რათა არ მოხდეს ინფექციის შეჭრა.

პროცედურის არასწორად ჩატარების შემთხვევაში არსებობს თმის ჩაბრუნების რისკი. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კანის გაწითლებას (ეპილაციის შემდეგ რეკომენდებულია ცივის დადება).

დაბალი ტკივილის ზღურბლის შწმთხვევაში, ძაფით ეპილაცია საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სპეციალური ეპილატორები, რომლებსაც კონტაქტი არა აქვთ კანთან და მუშაობენ სწორედ ძაფების საშუალებით.

 

ეფექტურია თუ არა ბიოეპიალცია (ცვილით, თაფლით, შუგარინგი)

 

ეფექტურია თუ არა ბიოეპიალცია (ცვილით, თაფლით, შუგარინგი)თავისი არსით ბიოეპილაცია წარმოადგენს დეპილაციას, რადგან თმის მოცილება ხდება ზედაპირულად და არა სამუდამოდ. ეფექტის შესანარჩუნებლად საჭიროა პროცედურის გამეორება 3-4 კვირის შემდეგ.

ბიოეპილაცია აბსოლიტურად უსაფრთხოა კანისთვის და მლიანად, ორგანიზმისთვის. იგი ნაკლებად ალერგიულ და ბუნებრივ საშუალებად მიიჩნევა.

უსაფრთხოებისა ეფექტურობის გარდა მისი უპირატესობაა მცირე რაოდენობით უკუჩვენება და პროცედურის დაბალი ფასი.

ბიოეპილაციის ყველაზე პოპულარული, ეფექტური და გავრცელებული საშუალებებია ცვილით ეპილაცია, თაფლით ეპილაცია და შუგარინგი (თმის მოცილება შაქრის პასტით/კარამელით).

უნდა აღინიშნოს, რომ ისინი საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი მეთოდებია ზედმეტი თმების მოსაცილებლად. თუმცა აქვთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები.

 

ცვილით დეპილაცია

 

ცვილით დეპილაციაცვილით დეპილაციის დროს გამოიყენება ცხელი, თბილი და ცივი ცვილი. ცივი და თბილი ცვილი გამოიყენება ბიკინის, იღლიებისა და სახის ზონებში, ხოლო ცხელი ცვილი ხელებისა და ფეხების დეპილაციისთვის.

ცხელი ცვილის გამოყენება არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე კანისთვის და ვენების ვარიკოზის დროს. აგრეთვე ბიკინის არეში, რადგან გარდა იმისა, რომ ძალიან მტკივნეულია, შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს.

ხოლო ცივ ცვილი შესაძლოა გაათბოთ სასურველ ტემპერატურაზე, წაისვათ ხელისგულებით (ან სპეციალური აპლიკატორით) სასურველ ზონებზე, შემდეგ კი პრაქტიკულად მაშივე მოხდეს მისი მოშორება ქსოვილის, ქაღალდის ან პლასტირის საშუალებით.

პროცედურის დაწყებამდე ხდება კანის გაუცხიმოვნება და მასზე სპეციალური შემადგენლობის წასმა, ხოლო შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ როგორი სახის ცვილით სარგებლობთ (ანუ რისი საშუალებით იშორებთ თმას - ქაღალდი, ქსოვილი, თუ პოლიეთილენის პლასტირი).

მეთოდის თავსებურებაა ის, რომ ცვილის წასმა ან პლასტირების დაკვრა ხდება თმის ზრდის მიმართუებით, ხოლო აძრობა (მოცილება, აფხრეწა) თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით.

ცვილის კანზე დატანის დროს (როგორც ცხელის, ასევე თბილის) ქალმა უნდა იგრძნოს მხოლოდ სასიამოვნო სითბო. ცვილი არ წვავს კანს და არ იწვევს მის ტრამვირებას. დეპილაციის შემდეგ, კანი მუშავდება სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით კანის დარბილებისთვის.

ცვილის დეპილაციის მიმართ მგრძნობელობა დამოკიდებულია მომხმარებლის ტკივილის ღურბლის დონეზე. თუმცა პროცედურა კარგად გადააქვს ქალების 90-95%- ს ისე, რომ საჭირო არ არის არანაირი გაუტკივარება.

თუ სალონში ჩატარებული პროცედურა არ გსურთ, სპეციალიზირებულ მაღაზიებში წარმოდგენილია სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული მრავალფეროვანი კოსმეტიკური ცვილის ასორტიმენტი (აბები და პლასტირები).

მისი მოხმარება საკმაოდ მარტივია. ცვილის პლასტირს წინასწარ ათბობენ და დაიკრავენ პრობლემურ ადგილებზე. გაგრილების შემდეგ კი უსწრაფესად აიცილებენ (ე.წ „აფხრეწა“) პლასტირს თმებთან ერთად.

ეს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად ამისა მეთოდს ბევრი ქალი მიმართავს.

პლუსები: სწრაფი შედეგი და ასპროცენტიანი ეფექტი (კანს სცილდება ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი ღინღლიც კი). აგრეთვე ეფექტის ხანგრძლივობა (2-3 კვირა).

მინუსები: საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად ხდება თმის ჩაზრდა და აგრეთვე ის ფაქტი, რომ სალონში შემდეგ ვიზიტამდე (ან სახლში ჩატარებულ შემდეგ პროცედურამდე) საჭიროა თმის გარკვეულ ზომამდე გაზრდა.

უკუჩვენება: ვენების ვარიკოზული დაავადება (მე-3 და მეტი ხარისხი), ინფექციური და კანის დაავადებები, დეპილაციის ადგილზე ხალების, პაპილომებისა და მეჭეჭების არსებობა. დეპილაციის ადგილის თვითნებური გაუტკივარება.

ცვილით დეპილაციის შემდეგ, ერთი დღის განმავლობაში არ არის რეკომენდებული მზეზე რუჯის მიღება, სოლარიუმი და მასაჟი.

 

შუგარინგი SUGARING

 

შუგარინგი SUGARINGშუგარინგი (იგივე შაქრით ეპილაცია) რამოდენიმე უპირატესობას მოიცავს: არასასურველი თმების მოშორება, მსუბუქი პილინგი და კანის დატენიანება.

შაქრის პასტა ჰიპერალერგიულია. მის შემადგენლობაში არ შედის ქიმიური დანამატები, ამიტომ არ იწვევს კანის გაღიზიანებასა და შეშუპებას.

შაქრის პასტის (სხვაგვარად მას კარამელსაც ეძახიან) გაცხელება ხდება 37 გრადუსამდე, რაც გამორიცხავს დამწვრობისა და ვენების გაფართოების შესაძლებლობას.

ამიტომ, იგი შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც ვენების ვარიკოზული გაფართოება ან კუპეროზი აქვს (კანის სიხლძარღვების დაავადება).

პროცედურის დროს, შაქრის პასტა აღწევს თმის ფოლიკულაში და გარს ეკვრის თმის ღერს, რაც საშუალებას იძლევა თმა მოცილებული იქნას მთლიანად ისე, რომ არ გადატეხოს იგი და არ გამოიწვიოს ანთებითი რეაქციები და თმის ჩაბრუნება (ჩახვევა).

რეგულარული შუგარინგის შემთხვევაში, თმები ხდება უფრო თხელი, ღია ფერის და დროთა განმავლობაში იკლებს მათი რაოდენობა.

უკუჩვენება - ინფექციური და კანის დაავადებები, კანის ანთებითი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.

შუგარინგის რეცეპტი

შუგარინგის მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი კომპონენტები:

10 ჩაის კოვზი შაქარი;

5 ჩაის კოვზი წყალი (სასურველია თბილი);

2 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა (ან ლიმონის წვენი);

ეს ყველაფერი მოათავსეთ რკინის ჯამში, კარგად აურიეთ და დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე. არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ და რეგულარულად (ფაქტიურად შეუჩერებლად) მოურიეთ, რომ შაქარი არ ჩაიწვას.

თუ შეამჩნევთ, რომ სიროფი ძალიან გასქელდა და მისი მორევა შეუძლებელი ხდება, დაუმატეთ ხოლმე თითო სუფრის კოვზი წყალი (საჭიროების მიხედვით).

თავდაპირველად სიროფი ადუღდება და გაიკეთებს ბუშტულებს, მაგრამ რამოდენიმე წუთში სიროფი უნდა გადაიქცეს ჯერ გამჭვირვალე, ხოლო შემდეგ კარამელისმაგვარ ოქროსფერ მასად.

ეს უკვე სიგნალია და ცეცხლი შეგიძლიათ გამორთოთ. გადმოდგით ჯამი და გააცივეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

იმისათვის, რომ შუგარინგი იყოს ეფექტური, იგი უნდა იყოს თბილი, ისე რომ კანზე წასმისას არ გრძნობდეთ დისკომფორტს და მშვიდად გადაანაწილოთ სასურველ ადგილებზე ყოველგვარი დაწვის რისკის გარეშე.

შუგარინგის პრცედურა მარტივია, აიღეთ კარამელისებრი თბილი მასა დააგუნდავეთ და წაისვით (თანაბრად გადაანაწილეთ) კანის იმ მონაკვეთებზე, საიდანაც გსურთ თმების მოცილება.

შეგიძლიათ თანაბრად წასმისთვის (თუ ხელით წასმა არ გამოგდით) გამოიყენოთ ბლაგვი ბრტყელი საგანი. ნაზავი სწრაფად წაისვით თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით

თუ გამოყენების წინ შეამჩნევთ, რომ კარამელისმაგვარი მასა ხელებზე ძალიან გეწებებათ და ვერ ახერხებთ მის წასმას, ეს ნიშნავს, რომ ნაზავი არ არის საკმარისად გაცივებული და ცოტა ხანი კიდევ დაელოდეთ.

ხოლო თუ შუგარინგის პროცესში ნაზავი პირიქით - გაცივდა და გამაგრდა, გაათბეთ იგი ცხელი წყლით სავსე ქვაბში. ეს რომ არ მოხდეს, სასურველია ცხელი წყლიანი ქვაბი წინასწარ გქონდეთ მომზადებული, რომელშიც ჩადებთ ნაზავიან რკინის ჯამს, რათა შუგარინგის ბოლომდე შაქრის პასტამ შეინარჩუნოს საჭირო ტემპერატურა.

ზოგადად, შუგარინგის დროს რეკომენდებულია შაქრის კარამელის ნაზავის ტემპერატურა იყოს 37 გრადუსი. სწორედ ამ შეთხვევაშია მისი გამოყენება ყველაზე კომფორტული.

მნიშვნელოვანი მომენტი - შუგარინგის ნაზავი უკეთესად აცილებს მოკლე თმებს, ვიდრე გრძელს (კარგი ზომაა 3-5 მმ). თუმცა არ მოაცილებს ძალიან მოკლე თმებსაც. აგრეთვე გახსოვდეთ, რომ იგი საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა როცა პირველად იკეთებთ, თუმცა ასატანი.

თავიდან შესაძლოა გეტკინოთ, მაგრამ შემდეგ მიეჩვევით და შეძლებთ არასასურველი თმა მოიცილოთ არა მხოლოდ  ხელებსა და ფეხებზე, არამედ იღლიებში და ბიკინის ზონაშიც კი. რის შედეგადაც თქვენი კანი გლუვი და სრიალა გახდება.

შუგარინგისთვის საჭირო შაქრის კარამელისებრი სიროფი შეგიძლიათ დაამზადოთ მეტი პროპორციებით, ანუ დიდი რაოდენობით (რათა ყოველ ჯერზე თავიდან არ დაგჭირდეთ მისი მომზადება). მისი შენახვა შესაძლებელია ქილაში. უბრალოდ გამოყენების წინ შეათბობთ ხოლმე საჭირო ტემპერატურამდე.

 

შესაძლებელია თუ არა ცვილით ეპილაციისა და შუგარინგის სახლის პირობებში გაკეთება?

 

შესაძლებელია თუ არა ცვილით ეპილაციისა და შუგარინგის სახლის პირობებში გაკეთება?სახლის პირობებში ცვილით ეპილაციისა და შუგარინგისა გაკეთება რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ შეიძლება ეფექტი არ იყოს იმდენადვე გამოხატული, როგორც სალონის პირობებში.

საქმე იმაშია, რომ სახლის პირობებში რთულია ცვილი გაათბოთ აუცილებელ ტემპერატურამდე. ამასთან, არსებობს კანისა და მასთან ძალიან ახლოს მდებარე სისხლძარღვების ტრამვირების რისკი.

რაც შეეხება შუგარინგს, მართალია იგი ცვილით ეპილაციასთან შედარებით უფრო მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ მაინც არსებობს ალბათობა, რომ სახლის პირობებში ვერ დაიცვათ ზუსტი ტემპერატურული რეჟიმი და ვერ მიიღოთ საჭირო კონსისტენცია.

ამ მიზეზთა გამო, შუგარინგის კარამელისებრი მასა შესაძლოა გამოვიდეს ძალიან მაგარი, ან ძალიან რბილი (ანუ არ ჰქონდეს წებვადობა, ან პირიქით - ჰქონდეს საჭიროზე მეტი), რაც თმის მოცილების პროცესს ნაკლებად ეფექტურს და მტკივნეულს გახდის.

თუ მაინც გადაწყვეტთ შუგარინგის სახლის პირობებში გაკეთებას, ინებეთ:

 

ეფექტურია თუ არა ენზიმური ეპილაცია?

 

ეფექტურია თუ არა ენზიმური ეპილაცია?ენზიმური ეპილაცია ეს არის პროცესი, რომლის დროსაც თმის ფოლიკულებზე ზემოქმედებენ განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებებით - ენზიმებით (ფერმენტებით) ეს ნივთიერებები შეიძლება იყოს: პაპაინი, ქიმოტრიპსინი, ტრიპსინი და სხვა).

ენზიმური ეპილაციის არსი შემდგომშია: ენზიმები არღვევენ კანის ცილის - კერატინის სტრუქტურას, ამუხრუჭებენ თმის ბოლქვებში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ანადგურებენ თმის ფოლიკულების შიდამოლეკულურ კავშირებს.

ენზიმების ზემოქმედების ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, კანს ათბობენ თერმოეპილატორით, რის შედეგადაც ფერმენტები აქტიურად ზემოქმედებენ და ღრმად აღწევენ თმის ფოლიკულაში.

ენზიმური ეპილაციის შემდეგ, სუსტი, უმწიფარი თმის ბოლქვები იღუპება, ხოლო სხვა თმის ბოლქვების ზრდა ფერხდება. შესაბამისად, ასეთი ეპილაციის შემდეგ მიღებული ექექტი საკმაოდ მაღალია და ნარჩუნდება საკმაო დროის განმავლობაში.

ენზიმური ეპილაცია და შედარებით უსაფრთხო და უმტკივნეულო მეთოდად მიიჩნევა. მისი გამოყენება შეიძლება მაშინ, თუ ფოტოეპილაციის ან ლაზერული ეპილაციის გაკეთება არ არის რეკომენდებული კანის თავსებურებების, ალერგიული რეაქციების, დამწვრობის რისკის და სხვა მიზეზებს გამო.

გარდა მაისა, გამოყენებული ქიმიური პრეპარატები კარგად იკავებს ტენს, რაც ხელს უწყობს კანის დატენიანებას.

ენზიმური ეპილაცია არის ეპილაციის თანამედროვე პროცესი, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად და უმტკივნეულოდ იქნას მოცილებული არასასურველი თმები ერთი სეანსით.

ენზიმური ეპილაცია გამოიყენება ფეხებზე, ხელებზე, იღლიებში, ბიკინის ზონაში, მუცელზე, დუნდულებზე, მაგრამ არ შეიძლება მისი გამოყენება სახეზე, რადგან მაღალია კანის დაწვის რისკი სახის მგრძნობიარე კანის გამო.

როგორ ტარდება ენზიმური ეპილაცია - ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად, თავდაპირველად სასურველია გაკეთდეს კანის ნიმუში, რათა გაირკვეს შეთავსებადია თუ არა კანის უჯრედები ენზიმებისშემცველ კოქტეილთან.

როგორც წესი, ენზიმური ეპილაციის შეთავსება ხდება ბიოეპილაციის ისეთ სახეებთან, როგორიცაა ცვილით ეპილაცია და შუგარინგი. ანუ ენზიმური ეპილაციის პროცედურის დაწყებამდე საჭიროა ადვილად მოიცილოთ თმის ღერები ცვილისა და შაქრის კარამელის საშუალებით.

ამის შემდეგ კანზე უსმევენ პრეპარატს (ენზიმურ ფერმენტების შემადგენლობას თმის ზრდის შემაჩერებელ საშუალებასთან ერთად) და დაახვევენ სპეციალურ ცელოფანს, ხოლო ცელოფნის ზემოთ ადებენ სილიკონის ოსმოსურ ლენტებს (ე.წ თერმობანდაჟებს).

თერმობანდაჟებზე ზემოქმედებენ ინფრაწითელი გამოსხივებით (თერმოეპილატორით), რომელიც კარგად ათბობს კანს, რომელზეც დატანილია ენზიმური პრეპარატი.

თერმობანდაჟი ხელს უწყობს სითბოს თანაბარ და ტალღისებურ განაწილებას კანის მთელს ზედაპირზე, რაც ოპტიმალური პირობაა ფერმენტების მოქმედების გააქტიურებისთვის.

მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ქიმიური პროცესების ამოქმედებას, რომელიც უვნებელია ორგანიზისთვის, მაგრამ დამღუპველია თმის ფოლიკულებისთვის.

სწორედ ტემპერატურაა ის აუცილებელი ფაქტორი, რომლის დახმარებითაც იხსნება თმის არხები და ენზიმები პრაქტიკულად ჟნაგბადის და მკვებავი ნივთიერებების გარეშე ტოვებენ თმის ღერებს, რის გამოც ხდება თმის ბოლქვების ატროფია და თმაც თანდათანობით თხელდება, ღიავდება და მტვრევადი ხდება.

როგორც წესი, ენზიმური ეპილაცია ტარდება სპეციალურად მისთვის განკუთვნილი აპარატის დახმარებით (მაგალითად ისეთი აპარატის, როგორიცაა შიგმათერმ. ე.წ. თერმოეპილატორი)

ამის შემდეგ, კანს წმენდენ სპეციალური დამატენიანებელი რძით, რომელიც სწრაფად რეაგირებს კანის გაწითლებაზე. ზოგიერთი სპეციალისტი ენზიმური ეპილაციის დასრულების შემდეგ კვლავ მმართავ იმ ხერხს, რითაც დაიწყო, ანუ ცვილით დეპილაციას, ან შუგარინგს, რადგან მოხდეს მკვდარი თმების საბოლოო მოცილება.

პლუსები - კანი ხდება რბილი და ნაზი, ეფექტი შესამჩნევია მაშინვე. არ ტოვებს ნაწიბურებსა და ლაქებს. მიიჩნევა დელიკატურ მეთოდად მათთვის, ვისაც ძალიან მგრძნობიარე კანი აქვთ, პროცედურა უმტკივნეულოა, შესაძლოა გაკეთდეს ყველა ტიპის თმისა კანისთვის.

პროცედურას არ სჭირდება განსაკუთრებული მომზადება, იგი საშუალებას იძლევა დამუშავდეს ერთბაშად დიდი ფართობი.

ენზიმური ეპილაციის სეანსს სჭირდება მცირე დრო - 30-40 წუთი, შესაძლოა გამოყენებული იქნას რთულად მისადგომ ადგილებში (ბიკინის არე, იღლიები). 

მინუსები - სხვა, აგრესიულ მეთოდებთან შედარებით საკმაოდ ნელა მიმდინარეობს თმის ინვოლუცია. ქიმიური აგენტების გამოყენება საკმაოდ ზღუდავს იმ პირთა რაოდენობას, რომლთაც სრულად მიესადაგება ენზიმური ეპილაცია.

მეთოდის მინუსს მიეკუთვნება ის ფაქტიც, რომ არ ხდება ძალიან სქელი თმს ღერების ბოლომდე გაწოვა. აგრეთვე, პირველი პროცედურის შემდეგ თმები ძალიან სწრაფად იზრდება და საჭიროა რამდენიმე სეანსის ჩატარება.

არ შეიძლება მეთოდის გამოყენება სახიდან არასასურველი თმების მოსაცილებლად.

უკუჩვენება - ონკოლოგია, დიაბეტი, ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება, ონკოლოგიური დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, სისხლძარღვების დაავადებები (ვენების ვარიკოზული გაფართოება - თმის მოცილების ადგილებში)

აგრეთვე: გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, ინფექციური დაავადებები, შაქრის დიაბეტი და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები, მენსტრუაცია და სისხლის შედედების დარღვევა.

ენზიმური ეპილაციის ჩატარების შემდეგ, რამოდენიმე დღის განმავლობაში არ შეიძლება:

წყალში ჩასვლა აუზებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებზე (მდინარე, ზღვა);

რუჯის მიღება და მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა;

სოლარიუმში ვიზიტი;

სხვა თმის მოსაცილებელი პროცედურების ჩატარება;

ეჭვგარეშეა, რომ ენზიმურ ეპილაციას აქვს თვალსაჩინო პლუსებიც და მინუსებიც.

იგი ნაკლებად აგრესიული და მავნეა სხვა მეთოდებთან შედარებით (ლაზერული, ელოს, ფოტო, ელელქტროეპილაცია და სხვა...) და ეს მისი პლუსია. გარდა ამისა, პროცედურა კომფორტულია და არ იწვევს მტკივნეულ შეგრძნებებს.

თუმცა მას აქვს ნაკლიც - თმის ზრდა ჩერდება გაცილებით გვიან, ეპილაციის სხვა მეთოდებთან შედარებით.

სეანსების რაოდენობა დამოკიდებულიათმის სტრუქტურასა და სიხშირეზე. ნორმალური კურსი შეადგენს 5-7 პროცედურას, რომელიც უმჯობესია გაკეთდეს თვეში ერთხელ.

 

ეფექტურია თუ არა ულტრაბგერითი ეპილაცია

 

ეფექტურია თუ არა ულტრაბგერითი ეპილაციაულტრაბგერითი ეპილაცია - ეს არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც არასასურველი თმების მოცილება ხდება ულტრაბგერისა და აქტიური ნივთიერებების საშუალებით.

ულტრაბგერითი ეპილაცია ძალიან წააგავს ენზიმურ ეპილაციას. მათ შორის მხლოდ ის განსვავებაა, რომ ენზიმური ეპილაციის დროს, თმის ფოლიკულების გამანადგურებელი აქტიური ნივთიერებების (ენზიმების შეყვანა ხდება თერმული ზემოქმედებით, ხოლო ულტრაბგერითი ეპილაციის დროს აქტიური ნივთიერებების შეყვანა ხდება ულტრაბგერის საშუალებით.

ულტრაბგერითი ეპილაცია რეკომენდებულია მათვის, ვისთვისაც არ შეიძლება კანის გათბობა კანის დაავადებების გამო (კუპეროზი (კანის სისხლძარღვების დაავადება), ვენების ვარიკოზული გაფართოება და სხვა).

ულტრაბგერითი ეპილაციის მოქმედების პრინციპი - ულტრაბგერებისთ ხდება აქტიური ნივთიერების (გელის) მიყვანა თმის ფოლიკულამდე, სადაც ხდება მასზე ზემოქმედება და თმის ზრდის შეჩერება.

ისევე როგორც ენზიმური ეპილაციის შემთხვევაში, გელის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს: ლიდაზა, ელასტაზი, პაპაინი, ქიმოტრიპსინი, ტრიპსინი, ჟენშენის ექსტრაქტი, როზმარინი, მელისა, ცხენის წაბლი და სხვა

ულტრაბგერითი ეპილაციისთვის გამოდგება ნებისმიერი ულტრაბგერითი აპარატი, რომელსაც აქვს ულტრაფონოფორეზის ფუნქცია.

გარდა ამისა, არსებობს სპეციალურად ულტრაბგერითი ეპილაციისთვის შექმნილი აპარატი შელეცტიფ  Selectif Pro - Applisonix (ისრაელი), რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის თმის მოცილება - იქბნება ეს ძალიან ღია თუ ჭაღარა.

პლუსები - ხელმსაწვდომი და უმტკივნეულოა. აცილებს ნებისმიერი ტიპის თმას (ღია, ჭაღარა, ღინღლი), აცილებს თმებს რთულად მისადგომ ადგილებში (ცხვირი, ყურები).

აცილებს თმებს დელიკატურ ადგილებში (ტუჩის კონტური, ქუთუთოები, ძუძუს დვრილის ირგვლივ). არ ტოვებს ნაწიბურებსა და ლაქებს. არ არის აკრძალული პროცედურამდე რუჯის მიღება და სოლარიუმში ვიზიტი

მინუსები - გელი, რომელიც ულტრაბგერის საშუალებით ანადგურებს თმის ფოლიკულებს, აზიანებს არა მხოლოდ თმის უჯრედებს, არამედ კანის უჯრედებსაც. პროცედურამდე საჭიროა ცვილით დეპილაციის გაკეთება. მდგრადი ეფექტი მისაღებად საჭიროა საკმაო რაოდენობით პროცედურები.

ზოგჯერ შეუძლებელია ბიკინის ზონის დამუშავება. ნაკლებად ეფექტურია ფოტო, ლაზერულ, ელოს და ეპილაციის სხვა თანამედროვე საშულებებთან შედარებით.

უკუჩვენება - ონკოლოგია, დიაბეტი, ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება, ონკოლოგიური დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, ინდივიდუალური შეუთავსებლობა გელში არსებულ კომპონენტებთან.

აგრეთვე: გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, ინფექციური დაავადებები, შაქრის დიაბეტი და სხვა ენდოკრინოლოგიური დაავადებები, მენსტრუაცია და სისხლის შედედების დარღვევა.

 

ეფექტურია თუ არა თანამედროვე ეპილაციის საშუალებები

 

ეფექტურია თუ არა თანამედროვე ეპილაციის საშუალებებიელექტროეპილაცია - ელექტროეპილაციის საშუალებით თმის ბოლქვები ნადგურდება თბურ ენერგიად გარდაქმნილი მაღალი სიხშირის ელექტრო დენის ხარჯზე. ხოლო შემდეგ ხდება თმის ღერის ამოგლეჯა.

პროცედურის დროს თითოეული თმის ღერი მუშავდება ცალ-ცალკე, ამიტომ ელექტროეპილაცია მტკივნეული პროცესია და  როგორც წესი სჭირდება საკმაოდ დიდი დრო.

ლაზერული ეპილაცია  - (ლალის; ალქსანდრიტის; დიოდური; ნეოდიმური (იგივე Nd-Yag); Qool) - ლაზერული ეპილაციის არსი მდგომარეობს ლაზერის ენერგიის ზემოქმედებაზე -  მელანინზე (რომელსაც შეიცავს თმა) და  სისხლძარღვებზე (რომელიც კვებავს თმის ფოლიკულას).

მელანინი შთანთქავს ლაზერული სხივის ენერგიას, რის შედეგადაც თმის ბოლქვი ნადგურდება.

ფოტოეპილაცია - ფოტოეპილაციის პრინციპი დაახლოებით იგივეა რაც ლაზერულის, მხოლოდ ზემოქმედება ხდება მაღალიმპულსური სინათლისა და სითბოს დახმარებით.

ფოტოეპილაცია (IPL)  თავისი მოქმედებით ძალიან წააგავს ლაზერულ ეპილაციას და არსებითად განსხვავდება მისგან იმით, რომ თმის ღერებზე ერთდროულად მოქმედებს სხვადასხვა სიგრძის ტალღა და შესაძლებელია ნებისმიერი ფერის თმაზე და ყველა ტიპის კანზე ზემოქმედება.

ელოს ეპილაცია -  ტექნოლოგია წარმოადგენს მაღალიმპულსური სინათლისა და დენის ელექტრო-ოპტიკურ სინერგიას. მეთოდი გამოირჩევა თმაზე და კანზე ერთდროული, კომბინირებული ზემოქმედებით.

ძალიან ფაქიზი და ფრთხილი ელოს ეპილაცია დაფუძნებულია ზუსტ მეთოდიკაზე, რომელიც საშუალებას ილევა არ დაზიანდეს კანის მონაკვეთები თმის ირგვლივ, რის გამოც დამწვრობისა და პიგმენტური ლაქების წარმოქნა პრაქტიკულად გამორიცხულია.

ელოს ეპილაციის აპარატი, პროცედურის დროს ითვალისწინებს კანის გაგრილებას, ამიტომ ფოლიკულის მაღალი ტემპერატურული რეჟიმებით დამუშავების დროსაც კი გამორიცხულია საგრძნობი ტკივილი.

AFT  ეპილაცია - წარმოადგენს ინტენსიური, იმპულსური დენის ახალ თაობას. ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს ფოტო და ლაზერული ეპილაციების კომბინაციაში. მასში გამოყენებულია უნიკალური ფილტრი, რომელიც ახორციელებს სპექტრის გამოუყენებელი ნაწილის (მოკრეტალღური და ულტაიისფერი ნაწილის) გარდაქმნას დამატებით ინფრაწითელ გამოსხივებად.

ეპილაციის თითოეული ამ მეთოდის საშუალებით, თმები სრულიად ნადგურდება და აღარ ამოდის რამოდენიმე წლის განმავლობაში (თუ გაგიმართლათ, შესაძლოა მთელი ცხოვრებაც კი).

ეფექტურობა ბევრად არის დამოკიდებული თმის კონტრასტულობის ხარისხზე და კანის ტონალობაზე (რაც მეტია იგი, მით უფრო ეფექტურია პროცედურა).

კვანტური ეპილაცია - ეს არის არასასურველი თმების პერმანენტულად მოცილების ახალი მეთოდი, რომელიც შემუშავებულია ინგლისელი მეცნიერების მიერ.

სინამდვილეში მეთოდის არსში დევს ფოტოეპილაცია და პროცედურებისთვის გამოიყენება ფოტოეპილაციის აპარატი, რომელიც აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით, თუმცა ამით პროცედურის არსი არ იცვლება.

კვანტური ეპილაციის აპარატებში გამოიყენება ტექნოლოგია iPulseTM, რომლის არსიც არის იმაში, რომ პიკური სინათლის იმპულსები იცვლება სწორკუთხოვანი, მუდმივად სპექტრალური იმპულსებით.

ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ სწორკუთხოვანი იმპულსის ხანგრძლივობა იზრდება, ხოლო სიმძლავრე ხდება უფრო ნაკლები, ვიდრე პიკური იმპულსის დროს.

შედეგად, თმის ფოლიკულებზე ზემოქმედება ხდება იგივე ინტენსივობით, მხოლოდ უფრო დაბალი სიმძლავრით.

თმაზე სინათლის იმპულსის ზემოქმედებით ხდება ენერგიის შერჩევითი ზემოქმედება მელანინის პიგმენტზე. მელენინი ცხელდება, გადასცემს სითბოს თმის ღერს, ბოლქვს და მის მკვებავ სისხლძარღვს. შედეგად კი მთელი ფოლიკულა ზიანდება, ხოლო მისი მკვებავი სისხლძარღვი გაიწოვება.

პლუსები, მინუსები და უკუჩვენება კვანტურ ეპილაციას თითქმის იგივე აქვს რაც არის ფოტოეპილაციის შემთხვევაში.

იხილეთ ვრცლად:

ეპილაციის ყველაზე თანამედროვე მეთოდები

ზედმეტი თმის მოშორების ხალხური მეთოდები

ყველაფერი თმების შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ