მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 26880 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ართროზი და წყალბადის ზეჟანგიბოლო დროს ინტერნეტში საკმაოდ გავრცელდა სტატიები და თანდართული უამრავი კომენტარები, მუხლის სახსრის დაავადებების წინააღმდეგ (და არა მარტო) წყალბადის ზეჟანგის (H202) გამოყენების შესახებ.

როგორც ცნობილია, წყალბადის ზეჟანგი აქტიურ მონაწილეობას იღებს ორგანიზმში მიმდინარე:

ნივთიერებათა ცვლის პროცესებში;

ცილის სინთეზში;

მინერალური ნივთიერებების ათვისებაში;

ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლის პროცესში;

ამასთან დაკავშირებით შეიქმნა მოსაზრება, რომ წყალბადის ზეჟანგის შინაგან მიღებას შეეძლო საგრძნობლად გაეუმჯობესებინა იმ ადამიანების ორგანიზმის მდგომარეობა, რომლებიც დაავადებულნი იყვნენ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებით.

იდეის ავტორი იყო კოსმოსური მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი ივან ნეუმივაკინი, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოდან დაიწყო წყალბადის ზეჟანგის შინაგანი მიღების პრაქტიკა სხვადასხვა წესით, სხვადასხვა დაავადებების დროს.

სინოვიტის, ართრიტის, ართროზის, ხერხემლის და ზოგადად, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების შემთხვევაში წყალბადის ზეჟანგის მიღების ნეუმივაკინის სქემა არის შემდეგნაირი:

სქემა

ნახევარ ჭიქა წყალში გახსენით ორი წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი და დალიეთ მაშინვე, შეუსვენებლად.

პროცედურა უნდა ჩაატაროთ დღეში სამჯერ, ჭამიდან საათნახევრის შემდეგ.

სამი დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოთ წვეთების დოზის გაზრდა ყოველ მიღებაზე. თითო წვეთის დამატებით უნდა აიყვანოთ წვეთების რაოდენობა რვამდე (ერთ მიღებაზე) და ასე სვათ ორი თვის განმავლობაში.

ორი თვის შემდეგ აუცილებელია წვეთების რაოდენობა ერთ მიღებაზე გაიზარდოს ათამდე. მკურნალობის სრული კურსი კი არ უნდა იყოს 5 თვეზე ნაკლები.

ფრთხილად

წვეთების მაქსიმალური რაოდენობა დღის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ოცდაათზე მეტი (ანუ ათი წვეთი თითო მიღებაზე).

დოზის მეტად გაზრდა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული.

კომპრესები

აიღეთ 50 მლგ წყალი და გახსენით მასში ორი ჩაის კოვზი 3 % - იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. დაასველეთ სხნარსი ბამბის ქსოვილი და დაიდევით მტკივან მუხლზე. ზემოდან შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი და შეიფუთეთ თბილი შალის ქსოვილით.

ერთი საათის შემდეგ კომპრესი მოიხსენით და მტკივან ადგილზე შეიზილეთ რაიმე სახის ნეიტრალური და უვნებელი ცხიმიანი კრემი (მაგალითად საბავშვო კრემი).

რეკომენდებულია 2 მილილიტრ 3% იან წყალბადის ზეჟანგში 200 მილილიტრი ფიზიოლოგიური ხსნარის დამატება.

პროცედურა გაიმეორეთ 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაზარდეთ წყალბადის ზეჟანგის დოზა 10 მილიგრამამდე. ჩვეულებრივ, საკამრისია ხოლმე 10 სეანსი, თუმცა ზოგჯერ საჭიროა სეანსების რაოდენობის 20-მდე გაზრდა.

გამოხმაურება

ზეჟანგის შინაგანად მიღებასთან დაკავშირებით უამრავი გამოხმაურებაა. ჩვენ შევისწავლეთ ეს გამოხმაურებები, კომენტარები, პირადი გამოცდილების მაგალითები, სხვადასხვა ექიმთა მოსაზრებები (რომელთაგან ზოგი აქებს, ზოგი კი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ამ მეთოდს) და სიმართლე გითხრათ კონკრეტულად ჩამოყალიბებულ დასკვნამდე ვერ მივედით.

ძნელია აუკრძალო ტკივილით გატანჯულ ადამიანს, მიიღოს რაიმე ზომა პრობლემის აღმოსაფხვრელად, მითუმეტეს როცა ძალიან ბევრი მომხმარებელი წერს, რომ შვება იგრძნო და ტკივილები მოეხსნა.

მეორეს მხრივ კი რთულია რეკომენდაცია გაუწიო მეთოდს, რომელსაც ოფიციალური მედიცინა არ აღიარებს.

ამიტომ, თუ ვინმე მაინც გადაწყვეტს წყალბადის ზეჟანგის შინაგანად მიღებას, ეს მხოლოდ საკუთარი რისკის და პასუხისმგებლობის ხარჯზე უნდა გააკეთოს.

ჩვენ კი ქვემოთ მოგვყავს ოფიციალური მედიცინის აზრი წყალბადის ზეჟანგის შინაგანად მიღებასთან დაკავშირებით.

ოფიციალური მედიცინის აზრით

ოფიციალური მედიცინის აზრითწყალბადის ზეჟანგი წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება ანტიოქსიდანტების ჯგუფს.

დაზიანებული კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის დამუშავებისას, წყალბადის ზეჟანგი H202 შედის მათთან რეაქციაში და შედეგად იწყება აქტიური ჟანგბადის გამოთავისუფლება.

ეს იწვევს ჭრილობის მექანიკურ გაწმენდას ორგანული ნითიერებებისგან (პროტეინები, სისხლი, ჩირქი).

ამასთან, სტერილიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს, მხოლოდ ხდება მიკროორგანიზმების რაოდენობის შემცირება.

უხვი ქაფწარმოქმნის შედეგად, ხდება ტრომბების წარმოქმნა და ჩერდება სისხლდენა წვრილი სიხლძარღვებიდან.

ოფიციალური მედიცინის მიერ, წყალბადის 3%-იანი ზეჟანგის გამოყენება ხდება კარტეგორიულად მხოლოდ გარეგანი დანიშნულების მიზნით:

გამოსავლებად და გამოსარეცხად ანგინისა და სტომატიტის დროს;

გინეკოლოგიური დაავადებების დროს;

მცირე ზომის ზედაპირული ჭრილობების დასამუშავებლად;

ცხვირიდან სისხლდენისა და კაპილარული სიხლდენების შესაჩერებლად;

და სხვა...

წყალბადის ზეჟანგიწყალბადის ზეჟანგით თერაპიის, ანუ შინაგანად მიღების მომხრეთა მთავარი არგუმენტია ის, რომ ზეჟანგის დაშლის შედეგად წამოიქნება ჟანგბადი, რომელიც აუცლებელია უჯრედებისთვის.

მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ამასთან ერთად, ხდება ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნაც, რომელთაც შეუძლიათ სისხლის ცილისა და უჯრედების სტრუქტურის დაზიანება.

თავისუფალი რადიკალების რაოდენობის გაზრდამ უჯრედების დონეზე, შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის სიმსივნის პროვოცირება, შექმნას სკლეროზისა და დიაბეტის განვითარების წინაპირობა.

ბიოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერთა აკადემიის მკვლევარების მიერ უარყოფილია მითი იმის შესახებ, რომ წყალბადის ზეჟანგის შინაგან მიღება წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინის ნადებისგან.

პირიქით, ისინი ამტკიცებენ, რომ წყალბადის ზეჟანგის შინაგანი მიღება აღრმავებს გულის კუნთის იშემიური დაზიანების შესაძლებლობას და ზრდის ათეროსკლეროზის რისკს.

პს

არატრადიციული მედიცინა ზოგჯერ სასწაულებს ახდენს და გაუგებარია, ადგილი აქვს პლაცებოს ეფექტს თუ მეთოდის მიმართ ფანატიკურ რწმენას.

მიუხედავად ყველაფრისა, თუ მაინც გადაწყვეტთ გამოსცადოთ წყალბადის ზეჟანგით თერაპია, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მხარს დაგიჭერთ, ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და შეეცადეთ მოძებნოთ სპეციალისტი ოქსიგენოთერაპიის კუთხით.

ასევე იხილეთ:

ართროზი/ართრიტი/სინოვიტი - როგორ მოვიშოროთ სითხე მუხლის სახსარში

მუხლის სახსრის მკურნალობის ხალხური მეთოდები

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ