მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 67538 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მუხლის სახსრის მკურნალობის ხალხური მეთოდებიმრავალრიცხოვანი სტატიებზე, კომენტარებზე, გამოხმაურებებზე და რჩევებზე დაყრდნობით, აქ შეკრებილი და მოყვანილია ყველაზე პოპულარული საშუალებები მუხლის სახსარში წყლის ჩაგროვების - სინოვიტის, ოსტეოართროზის, ართრიტის და ართროზის მწვავე ტკივილების დროს ტკივილების მოსახსნელად და მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

 ერთი ჭიქა დაქუცმაცებული შავბალახა (ლაშქარა) შეურიეთ 200 გრამ დაჭრილ ღორის ქონს (სალას).

მიღებული ნაზავი მოათავსეთ მაცივარში 5 დღის განამვლობაში. ამის შემდეგ მიღებული კრემი მზადაა გამოსაყენებლად.

საჭიროა კრემი შეიზილოთ მტკივანი მუხლის სახსარში დღეში ორჯერ და დააფიქსიროთ ელასტიური ბინტით. პროცედურები გაიმეორეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

 მუხლში სითხის დაგროვებას და ანთებით პროცესებს კარგად შველის შემდეგი რეცეპტი: ნახევარ ლიტრიანი ქილა პირამდე აავსეთ მცენარით აბრეშუმა (Cuscuta), ჩაასხით  ქილაში ძმარი ასევე პირამდე, ისე, რომ დაფაროს მცენარე.

დააყენეთ 5 დღის განმავლობაში. შემდეგ დაასველეთ ნაყენში ქსოვილი და დაიდევით მტკივან მუხლზე. ზემოდან მოახვიეთ ცელოფანი და შეიხვიეთ თბილად.

ეს ნაყენი ასევე კარგია ართროზის, პოლიართროზის, მხრის ბურსიტის და მტევნის სახსრების ბურსიტის დროს.

 აიღეთ ერთი ფლაკონი სამედიცინო ნაღველი, ორი ჭიქა დაქუცმაცებული ცხენის წაბლი, და სამი ცალი წვრილად დაჭრილი ალოეს ფოთოლი. დაასხით ორი ჭიქა 70%-იანი სპირტი. დააყენეთ 10 დღის განმავლობაში.

გაიკეთეთ ამ ნაყენით მტკივან მუხლზე კომპრესები 10 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ ერთ კვირა და გაიკეთეტ კიდევ 10 კომპრესი.

 ერთ ლიტრ წყალში ჩაყარეთ ნახევარი ჭიქა ჭვავის მარცვლები და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში.

ნაყენი გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი კოწახური (კოწახურის ფხვნილის ან ფქვილის შეძენა შეიძლება ბაზარში სანელებლების განყოფილებაში), 500 გრ თაფლი და 200 მგრ არაყი.

მიღებული ნაზავი კარგად აურიეთ, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დადგით სიბნელეში 3 კვირის განმავლობაში.

მიიღეთ ჭამის წინ 3 კოვზი სამჯერ დღეში.

 აიღეთ ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებული, ხმელი დაფნის ფოთოლი. დაასხით ერთი ჭიქა მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის ან სიმინდის). დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში.

მიღებული ნაზავი შეიზილეთ დღეში სამჯერ მტკივნეულ მუხლის სახსარში 3-ჯერ დღეში.

 აიღეთ ერთი ნახევარ ლიტრიანი ქილა  და მოათავსეთ მასში 100 გრ კვერცხის ცილა, 100 გრ. სკიპიდარი და 100 გრ სუფრის ძმარი. შეურიეთ თანაბარი პროპორციით და აურიეთ ისე, რომ კონსისტენცია გახდეს არაჟნის ფერი. კრემი მზადაა.

წაისვით ძილის წინ შესიებულ, მტკივან მუხლზე და კარგად შეიხვიეთ. პროცედურები კარგია შესიების, ტკივილის ჩასაცხრობად და პროფილაქტიკისთვის.

ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ კი პროფილაქტიკის მიზნით კვლავ გაიმეოროთ ერთი კვირა.

 აიღეთ 10% -იანი 100 გრ ნიშადურის სპირტი, 110 გრ. გლიცერინი, 100 გრ. სამედიცინო ნაღველი და 100 გრ. მაისის თაფლი.

დაასველეთ ქსოვილი ნაყენში დაიდეთ მტკივან მუხლზე, ზემოდან შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და რაც შეიძლება თბილად შეიფუთეთ. გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში.

ნაყენის გათავების შემდეგ. დაისვენეთ ერთი კვირა და პროცედურები კვლავ გაიმეორეთ.

 აიღეთ 20-30 დაფნის ფოთოლი, დაასხით ორი ჭიქა წყალი და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით თეროსში და დააყენეთ 4 საათის განმავლობაში.

ამ დროის გასვლის შე,დეგ გაწურეთ და პატარა ყლუპებით სვით მთელი დღის განმავლობაში.

კურსი შეადგენს სამ დღეს. შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირა და კვლავ გაიმეორეთ.

 გარეცხეთ ერთი საშუალო ზომის ჭარხალი და გახეხეთ სახეხზე.
გახეხილი ჭარხალი გაანაწილეთ თანაბრად ქსოვილზე და დაიდევით მტკივნეული მუხლის სახსარზე როგორც კომპრესი, მთელი ღამის განმავლობაში.

ასეთი კომპრესები გაიკეთეთ საბოლოო გამოჯანსაღებამდე.

 მუხლის სახსარში სითხის დაგროვებას და ზოგადად სახსრის ტკივილების მოხსნას კარგად შველის შემდეგი ნაყენი: შამპანურის ბოთლში ნახევრამდე ჩაყარეთ თეთრი იასამნის ყვავილები და ბოთლი ბოლომდე გაავსეთ ნავთით.

ბოთლი მჭიდროდ და საიმედოდ უნდა დაილუქოს და ჩაიმარხოს მიწაში შემოდგომამდე.

სიცივეეების დადგომისთანავე ბოთლი უნდა ამოიღოთ მიწიდან და წაისვათ სახსრებზე ნებისმიერი სახის ტკივილის დროს.

 მსუბუქად დასრესილ კომბოსტოს ფურცელზე (ისე რომ მისი წვენი კონტაქტში იყოს კანთან) დააწყეთ ახალგაზრდა ანწლის (დიდგულა) ტოტების ახალგაცლილი ქერქი, დაიდევით მტკივნეულ მუხლზე (იქ, სადაც სითხეა დაგროვილი), ზემოდან შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი და დაახვიეთ ელასტიური ბინტი.

სახვევი გამოცვალეთ მას შემდეგ, როცა კომპრესი გაშრება. მკურნალობა და პროცედურები ხანგრძლივია - შედეგის მიღწევამდე.

 კომბოსტოს კომპრესის მეორე ვარიანტია - მსუბუქად დასრისეთ კომბოსტოს ფურცელი (ისე რომ მისი წვენი კონტაქტში იყოს კანთან).

წაისვით მტკივნეულ მუხლის სახსარზე თაფლი და ზემოდან დაიდევით კომბოსტოს ფურცელი. შემოახვიეთ პოლიეთილენის პარკი და დაახვიეთ ელასტიური ბინტი.

კომპრესი მუხლზე გქონდეთ გაშრობამდე. პროცდურა ასევე ხანგრძლივია და უნდა გაიკეთოთ შედეგის მიღწევამდე.

 მსუბუქად დასრისეთ ერთი ჭიქა ბაბუაწვერას ფოთლები და გაიკეთეთ კომპრესი - ანუ დადეთ ქსოვილზე და შემოიხვით მუხლის მტკივნეულ სახსარზე.

კომპრესი გამოცვალეთ მას შემდეგ, რაც იგი გაშრება. გაიმეორეთ პროცედურები შედეგის დადგომამდე.

 აიღეთ თაფლიანი ფიჭა, დაიდევით მუხლის მტკივნეულ სახსარზე (იქ სადაც ჩამდგარია სითხე) შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და გადაიხვიეთ ქსოვილით ან ელასტიური ბინტით.

პროცედურა გაიმეორეთ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. დაელოდეთ შედეგს და შესაბამისად კურსი გაიმეორეთ ეფექტის მიღებამდე.

 ერთი კვერცხის გული აურიეთ სუფრის სქლად დაფქვულ ე.წ („ხრეშ“) მარილში, პროპორციით ერთი-ერთთან.

მიღებული ნაზავი დაიდევით მტკივან მუხლზე და ატარეთ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

 აიღეთ 100 გრამ კანგაცლილი ალოეს რბილობი. დააბლენდერეთ და დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი ან სპირტი.

მოათავსეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ გრილ ადგილზე 5 დღის განმავლობაში.

ამ ვადის გასვლის შემდეგ, მიღებული ნაავი შეიზილეთ მუხლის მტკივან სახსარში დღეში 2-3-ჯე.

 გამოუღეთ გოგრას შიგთავსი, დაიდევით მუხლის მტკივნეულ სახსარზე, გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და რაც შეიძლება თბილად შეიხვიეთ.

გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. პროცედურები გაიმეორეთ საბოლოო გამოჯანსაღებამდე.

 მაქსიმალურად დააქუცმაცეთ ერთი კილოგრამი პირშუშხა, დაასხით 4 ლიტრი წყალი და დაადგით ცეცხლზე ადუღებამდე.

ამის შემდეგ ხარშეთ იგი კიდევ 5 წუთის განმავლობაში. როცა მასა გაცივდება, დაუმატეთ 500 მლიტრი თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღებული მასა მიიღეთ ყოველდღიურად დღეში ერთი ჭიქა.

 გააკეთეთ ჭვავის ფქვილისგან კვერი. გახეხეთ 2 საშუალო ზომის ხახვი და დაუმატეთ ადუღებული წყალი ისე, რომ მიიღოთ წებოვანი მასა. შემდეგ დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი გახეხილი სარეცხი საპონი, ნახევარი სუფრის კოვზი სოდა და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.

ნაზავი დაიდევით მტკივნეულ მუხლზე, ზემოდან დაადევით ჭვავის კვერი და გადაიხვიეთ ელასტიური ბინტით. შემდეგ კი თბილად შეივიეთ პირსახოცით.

ჩვეულებრივ, საკმარისა ხოლმე - 2-4 პროცედურა.

 თუ სინოვიტი გამოწვეულია მსუბუქი ტრამვით. შესაძლოა გააკეთოთ ეს მარტივი პროცედურა - ერთ ჭიქა ცხელ წყალში გახსენით სუფრის კოვზი მარილი. ამ ხსნარში დაასველეთ ქსოვილი და შეიხვიეთ მუხლის მტკივნეული ადგილი.

გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში. პროცედურა გააგრძელეთ შედეგის მიღებამდე.
 

პს


მუხლის სახსრის ტკივილის მკურნალობის ხალხური მეთოდებიაქვე აუცილებელია უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს რეცეპტები წარმოადგენს დამხმარე, ტკივილის შემამსუბუქებელ საშუალებებს და მათი დახმარებით სინოვიტის, ოსთეოართრიტისა და მითუმეტეს ართროზის განკურნება არ ხდება.

ისევე, როგორც აფთიაქში არსებული სხვადასხვა მრავალფეროვანი ტკივილგამაყუჩებელი საცხები და კრემები (მაგალითად ვიპროსალი. იგი შესანიშნავად აყუჩებს, მაგრამ არ კურნავს), რომლებიც წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს და მათი მეშვეობით მუხლის სინოვიური გარსის, ხრტილის და სხვა ქსოვილების აღდგენა უბრალოდ შეუძლებელია და ვერ მოხდება.

არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა აქ მოყვანილმა რეცეპტმა უკუჩვენებაც კი გამოიწვიოს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ დიაგნოზი ზუსტად არ არის დადგენილი. ამიტომ, რეკომენდებულია თქვენს მერ შერჩეული ხალხური რეცეპტი მკურნალ ექიმთან, ან სფეროს სპეციალისტთან შეათანხმოთ.

აქვე გირჩევთ, რომ არ გამოიყენოთ და განსაკუთრებული სიფრთხილით მოეპყროთ ისეთ ხალხურ საშუალებებს, რომლებიც მტკივან მუხლზე უნდა დაიდოთ გაცხელებულ მდგომარეობაში.

ჩვენ სპეციალურად არ შევიყვანეთ რეცეპტების კრებულში ისეთი საშუალებები, რომლებიც გაცხელებულ ან თბილ მდგომარეობაში უნდა დაიდოთ მტკივან სახსარზე.

ცხელის დადებით, შეიძლება არათუ გაიუმჯობესოთ, არამედ პირიქით, გაცილებით გაიუარესოთ მდგომარეობა.

ამიტომ, თუ ასეთი რეცეპტით სარგებლობას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, ან სფეროს სპეციალისტთან.

ასევე იხილეთ:

ართროზი/ართრიტი/სინოვიტი - როგორ მოვიშოროთ სითხე მუხლის სახსარში

ართროზი/ართრიტი/სინოვიტი - წყალბადის ზეჟანგით თერაპია

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ