მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1148 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დაგადინეს ბევრჯერ სისხლი,

დიდხანს მზემ არ შემოგხედა,

საქართველოვ, ჩემო ტკბილო,

საყვარელო ჩემო დედავ!


დღეს, რამდენიც გაზაფხულის

სასიცოცხლოდ ფეთქავს ხნული,

მკერდს იმდენი გასვენია

დაცემულთა ცხელი გული.


რამდენია! - შეხეთ მინდვრებს,

ყვავილი არ დაილია,

დაცემულთა თითო გული

მინდვრად თითო ყვავილია!


რამდენია! - „ყვავილებზე,

დაითვალეთ დილის ცვარი,

ეს დედების უნებური

თითო ცხელი ცრემლი არი!


მაგრამ განა შენი ძალა

მტრის სიხშირით დაითრგუნა? 

დაცემულთა ყველა გული

აგიძგერდა ერთ დიდ გულად -


მათი ნატვრა, მათი ფიქრი,

შენი, სარდლის, ფიქრი გახდა,

დაცემულთა ყველა ხმალი, -

მის თვალებში ელვად გაკრთა!


ის უკვდავი გული იყო,

მტერზე მკერდით შუმართული,

პატარა კახს უწოდებდი,

პატარაა რადგან გული!


ის ხომ შენი გული იყო

და ოცნება დაუმცხრალი,

ატყდებოდა როცა ომი,

მის მარჯვენას ერქვა ხმალი.


საქართველოვ, გაიხარე

საყვარელო ჩემო დედავ,

შენ, ერეკლეს დიდმა ნატვრამ,

მომავლის მზემ შემოგხედა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალეკო შენგელია  • • •   ალეკო შენგელიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ