მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 42 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მაინც რა არის შემოდგომა?

მზე რომ გვიან-გვიან შემოდგება,

იქნებ ეს არის შემოდგომა?

ტყე რომ იჩონჩხება შენობებად,

მთლად წითელ-ყვითელ შენობებად,

იქნებ ესეც არის შემოდგომა?

შემოდგომა - ეს არის სინაზე:

ქარის ნაკვალევი სილაზე,

წვიმა საყვარელი მინაზე,

აი, ესეც არის შემოდგომა!

შემოდგომა ფრინველთა ფრთებია, -

შორეულ მანძილს რომ შებმიან,

პაპები მზვარესთან თბებიან,

შუბლზე ხელს იჩრდილებს ბებია:

"ჰაუ, ჰაუ, ყვავო და ყვანჩალა,

ორივე ჭირმა გაგცალა!"

აი, ასეთია შემოდგომა...

დაბლა ეშვებიან ღრუბლები,

შორს ქედებს უელავთ შუბლები,

ბინდში ყუჩდებიან უბნები,

ნელა ეშვებიან ღრუბლები.

კიდევ რა არის შემოდგომა? -

გათოშილ მინდვრების წამოდგომა,

ალვების მდურვა და შარიშური,

წიგნი ნეკერჩხალით ჩანიშნული,

აი, როგორია შემოდგომა!

შემოდგომა კიდევ ძახილია,

გზაზე გაბაწრული ნახირია,

ბოჩოლას ეჟვანის წკარუნია,

მიწაში გამთბარი წყარონია.

შემოდგომა კიდევ ზღაპარია,

შენი კერია რომ აბარია,

თუ ჭრელი საბანი გაფარია -

წიქარაც, კონკიაც აქ არიან.

შემოდგომა ტკბილი ზღაპარია!

შემოდგომა დარჩენილი მერცხალია,

სიმინდის ბრიალა მარცვალია,

თავზე ვაზის ქუდი ახურია,

მე მგონი, ის ქუდი კახურია -

სულ თავაღებული დააბიჯებს,

ბიჭებს მოზვრებივით დააჭიდებს,

ზღვაში რომ მთვრალი მტევნებია -

მისი ქეშაკი მდევრებია.

ქვევრში რომ მაჭრის დუღილია,

ესეც შემოდგომის ქუხილია.

აი, როგორია შემოდგომა!

გათოშილ მინდვრების წამოდგომა,

ალვების ჩურჩულით შარიშური,

წიგნი ნეკერჩხალით ჩანიშნული.

... რა მშვენიერია შემოდგომა! 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ