მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 460 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვიყავ კახეთში, თოვაში ვიყავ;

ვამაყობ ხალხით, გზით და ნახულით...

მე ჩვენებური ზამთარი მიყვარს,

მაგრამ მაოცებს უფრო კახური.


ღამე არ ტირის ქარი ობოლი,

ბაკურციხეში ღამე არ ცივა.

გვიან დაჰბერს და დიდი გომბორი

დაიგუგუნებს: „ბერიკაცი ვარ"...


დაიგუგუნებს სახლი ყოველი

და ღამით კახეთს სიფიცხე დაჰკრავს...

ლხინია, გული რიჟრაჟს მოელის,

იდარა... ახლა ფანდურმა რა ქნას!


ღვინო აცოცხლებს ვარსკვლავებს ჩამქრალთ,

მთვარე ახალი კახეთს უყურებს...

ასეთ ღამეში ფანდურმა რა ქნას,

როცა ბუხარიც ასე ღუღუნებს.


თვალებო ჩემო, ეს თეთრი ფეთქვა

რა არის ან და სადა აქვს ბოლო!..

მე მსურდა წამით ფიფქისთვის მეთქვა,

რომ ნაადრევი ვარდია მხოლოდ.


ვნახეთ: ჩამოდის ცა მოცქრიალე;

ციმციმებს, ცეკვავს და ვეღარ ვუცქერთ,

პირველი ფიფქიც რა მორცხვი არი, -

შუბლზე დაგვეცა და გაქრა უცებ!


ეს იყო იქნებ ძილში ნახული,

ან მაისის დღის ოცნება ვაგე,

აბა რა იყო ის გაზაფხული,

რა სითბო ჰქონდათ გაყინულ ბაგეთ!


რა იყო, ფიფქი როგორ ფრთხებოდა, 

უხილავ ფრთების აფართქალებით;

მე მარტო გულით ვეკითხებოდი

და პასუხობდნენ მარტო თვალები.


რა იყო, გზაზე ნელ-ნელი მქროლი

ქარი უთეთრეს ფარდაგებს შლიდა,

საღამო იყო და იყო თოვლი

და სახურავებს ათოვდა მშვიდად.

 

ლექსები კახეთზე   • • •  პოეზია - ალექსანდრე საჯაია  • • •   ალექსანდრე საჯაიას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ