მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 18081 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბავშვის განვითარების მეორე თვეთქვენს პატარას უკვე სიმბოლური მრგვალი თარიღი გააჩნია. იგი ერთი თვისაა. თქვენ უკვე თანდათანობით ეჩვევით ერთმანეთს, სწავლობთ გამოიცნოთ მისი სურვილები.

მისი ტირილით უკვე შეგიძლიათ მიხვდეთ რა აწუხებს მას: შია, გამოსაცვლელი აქვს საფენი, რამე სტკივა თუ უბრალოდ გეძახით.

ახალშობილთან ურთიერთობის ეს პირველი ელემენტები ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით.

ნუ შეგეშინდებათ ხშირად აიყვანოთ პატარა ხელში და მოეფეროთ. მითია ის, რომ იგი ამას მიეჩვევა და შემდეგ მუდამ ხელში აყვანას მოითხოვს. ამ ასაკში მისი განებივრება შეუძლებელია. დედის ალერსი კი დადებითად აისახება მის განვითარებაზე.

 

ახალშობილის დღის რეჟიმი

 

ახალშობილის დღის რეჟიმი - ბავშვის განვითარების მეორე თვეპატარას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სძინავს. დაახლოებით 18 საათი დღეღამეში. თუმცა მისი სიფხიზლის პერიოდები სულ უფრო ხანგრძლივი და გამოცოცხლებული ხდება.

კვების რაოდენობა რჩება იგივე - 7-8-ჯერ დღეში. თუმცა შეეცადეთ საღამოს პატარა განსაკუთრებულად კარგად გამოკვებოთ, რათა მან მშვიდად იძინოს მთელი ღამის განმავლობაში.

ჩვეულებრივ, სიცოცხლის მეორე თვიდან ახალშობილისთვის წესდება ძილისა და სიფხიზლის დღიური რეჟიმი.

ღამით პატარას უნდა ეძინოს 8-10 საათი და გაიღვიძოს 2-3-ჯერ რათა ჭამოს და მომაგრდეს.

თუ ბავშვი ღამის განმავლობაში ხშირად იღვიძებს, ნუ იჩქარებთ და არ მისცეთ ყოველთვის ძუძუ. შესაძლებელია მას არ შია და სხვა რამ აწუხებს.

აიყვანეთ ბავშვი ხელში და გაიარეთ ოთახში, დაარწიეთ. შეიძლება სწყურია და მიეცით ცოტაოდენი სუფთა წყალი (დაუმტკბარი), დაუმასაჟეთ მუცელი (შეიძლება აწუხებდეს გაზები). ახალშობილი უნდა დაწყნარდეს და დაიძინოს.

თუ პატარა მაინც არ ჩერდება და ასეთი შემთხვევები ძალიან გახშირდა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმ პედიტრს.

მეორე თვიდან შეგიძლიათ გაზარდოთ ბავშვის სეირნობის ხანგრძლივობა. თუ კარგია ამინდია, შესაძლებელია სუფთა ჰაერზე პატარა 1-1,5 საათის განმავლობაშიც ასეირნოთ.

 

ჩვევების განვითარება

 

ახალშობილის ჩვევების განვითარებასიცოცხლის მეორე თვიდან, პატარას უკვე შეუძლია თავის დიდი ხნის განმავლობაში დაჭერა. როცა ბავშვი მუცელზე წევს და წამოსწევს თავს, ვერტიკალურ მდგომარეობაში შეუძლია თავი დაიჭიროს თითქმის 1 წუთის განმავლობაში.

თუ პატარას იღლიებში ამოდებთ ხელებს და წამოსწევთ, მას უკვე შეუძლია დაეყრდნოს ფეხებს.

ბავშვის კიდურები უფრო მოდუნებულია და აღარ წაააგავს  ემბრიონს. მისი მუშტები ნაწილობრივ გახსნილია და შეუძლია მცირე ხნით ჩხრიალა სათამაშოც კი დაიჭიროს. პატარის კუნთების არათვითნებური ნერვიული ტოკვა სულ უფრო იშვიათია.

მეორე თვისთვის ბავშვს უკვე მყარად აქვს ფორმირებული მხედველობითი და სმენითი რეაქციები. მისი მზერა უკვე მეტყველი ხდება. იგი თვალყურს ადევნებს საგნებს, ცდილობს დაიჭიროს თქვენი გამოხედვა. სულ უფრო დიდხანს ათვალიერებს საკუთარ საწოლს, ყურადღებას აქცევს ნათელს საგნებს.

ერთი თვის ბავშვი სწრაფად რეაგირებს ხმებზე, თავს ატრიალებს ხოლმე ხმაურის მიმართულებით, ღიმილით პასუხობს ალერსიან სიტყვებს და ავლენს სიხარულს უფროსებთან ურთიერთობის დროს.

მეორე თვიდან პატარა უკვე იწყებს ურთიერთობის სურვილის გამომჟღავნებას. ამავე ასაკში იგი იწყებს ღუღუნს, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ცალკეული ბგერებია.

თუ ბავშვი გამოძინებული, მშრალი, დანაყრებულია და კარგ ხასიათზეა, აუცილებელია მისი გავარჯიშება და მსუბუქი მასაჟი. პირველი სავარჯიშოები უნდა გაგრძელდეს 5-7 წუთის განმავლობაში.

ხელის მოძრაობები მიმართული უნდა იყოს ქვემოდან ზემოთ. შეგიძლიათ პატარას მსუბუქი მასაჟი გაუკეთოთ ფეხებზე, ხელებზე, მუცელზე წრიული, მასიური მოძრაობებით. ფრთხილად იყავით მარჯვენა ნეკნებშუა მონაკვეთზე (სადაც მდებარეობს ღვიძლი).

 

ახალშობილის ზრდა

 

ახალშობილის ზრდა - მეორე თვემეორე თვის ბოლოს, ახალშობილმა წონაში უნდა მოიმატოს დაახლოებით 800 გრამი, ხოლო სიმაღლეში 3სმ. ზრდის ასეთი ტემპები ნარჩუნდება პირველი 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი ბავშვის წონაში და სიმაღლეში მატება მცირდება.

იზრდება თავის ქალისა და მკერდის გარშემოწერილობა. მართალია მკერდის გარშემოწერილობა ჯერ კიდევ მცირეა თავის გარშემოწერილობაზე, მაგრამ თანდათანობით მათი ზომები უახლოვდება ერთმანეთს.

ბევრ დედას აწუხებს ყიფლიბანდის ადრეული, ან პირიქით - გვიანი დახურვა. მაგრამ არ ღირს ნერვიულობა, რადგან ყიფლიბანდის დახურვა თითეული ბავშვისთვის მკაცრად ინდივიდუალურია.

გახსოვდეთ, რომ მშობლების საქმეა თვალი მიადევნონ და აკონტროლონ ბავშვის საერთო მდგომარეობა და მოქმედება მთლიანობაში, მაგრამ ყიფლიბანდის გასინჯვა და შეფასება შეუძლია მხოლოდ პროფესიონალ და გამოცდილ ექიმს.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მშობელს გაუჩნდა კითხვები ან იგრძნო საშიშროება ყიფლიბანდის ზომებთან ან მის სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, არ მიმართოს ექიმს. პირიქით, ეს აუცილებელიცაა, რათა ყველა შესაძლო რისკი გამოირიცხოს.

 

ყიფლიბანდი

 

ყიფლიბანდიყიფლიბანდი არის თავის თავის ქალის ძვლებს შორის მკვრივი აპკით დაფარული ცარიელი სივრცე.

ახალდაბადებულ ბავშვს აქვს ექვსი ყიფლიბანდი. ოთხი მათგანი იხურება ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში. მეხუთე - ბავშვის სიცოცხლის მეორე თვეს, ხოლო მეექვსე, ყველაზე დიდი (წინამდებარე) 3-დან 24 თვემდე და უფრო მეტ პერიოდში.

ძალიან ხშირად ყიფლიბანდი და მისი დახურვის ტემპი იწვევს ძლიერ შეშფოთებას მშობლებში. ამიტომ, აქ განვიხილავთ ყიფლიბანდის განვითარების ძირითად ასპექტებს, მათ რაოდენობას, ფორმას, ზომებს (ახალშობილის ასაკთან მიმართებაში), დახურვის სიჩქარეს და ფარგლებს.

აგრეთვე, თუ რა უნდა იღონოთ ყიფლიბანდის ძალიან ადრე, ან გვიან დახურვის, მისი ზომაზე მეტად ჩაზნექვის ან ამოზნექვის შემთხვევაში და რამდენადაა ეს საფრთხის შემცველი.

ახალშობილის თავის ქალა შედგება დიდი რაოდენობით ცალკეული და სწრაფად მზარდი ძვლებისგან.

თავის ქალის ბრტყელი ძვლები იზრდება ცენტრში და გვერდებზე. თავის ქალის ორი ძვლის შეხვედრის ადგილზე წარმოიქნება ნაწიბური (ნაკერი). სამი და მეტი ძვალის შეხვედრის ადგილზე კი წარმოიქმნება მრავალკუთხედის ფორმის რღვეული.

ასეთი რღვეულები დაფარულია მტკიცე შემაერთებელი ქსოვილით, რომელსაც ყიფლიბანდს უწოდებენ.

ძირითადი ყიფლიბანდი წარმოადგენს უაღრესად მტკიცე შემაერთებელ ქსოვილს. დროთა განმავლობაში ხდება ამ ქსოვილის თანდათანობით გაძვლოვანება გვერდებიდან, რის შედეგადაც ყიფლიბანდის ზომები თანდათანობით მცირდება და ბოლოს სრულად იხურება.

ახალშობილს აქვს 6 ყიფლიბანდი. წინა (ყველაზე დიდი ზომის), უკანა (სიდიდით მეორე), ორი დვრილისებრი და ორი სოლისებრი ყიფლიბანდი.

ბავშვების უმრავლესობას დაბადებისას აღენიშნება პირველი ორი ყიფლიბანდი. დანარჩენი ოთხი დაბადების შემდეგ ან ძალიან სწრაფად იხურება, ან იმდენად მცირეა, რომ მათი შემჩნევა ძალიან რთულია.

გარეგნულად, ჯანმრთელი ბავშვის ყიფლიბანდი გამოიყურება როგორც პულსირებადი, რომბის ფორმის, ოდნავ ჩაზნექილი ან ამოზნექილი თავის კანის მონაკვეთი.

ჩვეულებრივ, დაბადებისას და შემდგომი დათვალიერების დროს, ფასდება ორი ყიფლიბანდის მდგომარეობა: უკანა (მცირე) და წინა (დიდი).

ყიფლიბანდის ზომები გამოითვლება სპეციალური ფორმულით: - ყიფლიბანდის გასწვრივი დიამეტრი +  ყიფლიბანდის განივი დიამეტრი / 2.

ახალდაბადებულ ბავშვთა უმრავლესობის უკანა ყიფლიბანდის ზომა არ აღემატება 0,5-0,7 სმ-ს. უკანა ყიფლიბანდი როგორც წესი იხურება უკვე პატარის სიცოცხლის პირველი-მეორე თვის განმავლობაში.

წინა (დიდი) ყიფლიბანდი, ჩვეულებრივ კარგად შესამჩნევია და სწორედ ამიტომ დიდ ინტერესს იწვევს.

ბავშვის დაბადებისას, დიდი ყიფლიბანდის საშუალო ზომებია 2,2-3,5 სმ.

დიდი ყიფლიბანდის დახურვის ნორმად მიიჩნევა 6-18 თვის ასაკი, თუმცა არის შემთხვევები, როცა ყიფლიბანდის დახურვის ნორმა 3-6 თვე, ან უფრო გვიანი ვადა 18-24 თვეა.

იხილეთ ვრცლად: ახალშობილი და ყიფლიბანდი

 

სათამაშოები

 

ახალშობილი და სათამაშოები - მეორე თვემეორე თვიდან ბავშვი უკვცე ინტერესდება სათამაშოებით და ეხება მათ. ამიტომ დაუკიდეთ ისინი ისეთ სიმაღლეზე, რომ შეეძლოს შეეხოს ხელებით.

ამ ასაკში მას სჭიდება ჩხრიალა და მელოდიური მუსიკალური სათამაშოები. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი სათამაშოებს ვერ იღებს ხელში და არ აგდებს იატაკზე, აუცილებელია მათი ხშირი გარეცხვა.

ამასთან დროგამოშვებით შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ სათამაშოები არ არის გატეხილი და უსაფრთხოა.

არ არის საჭირო ერთბაშად ბევრი სათამაშოს ჩამოკიდება. ბავშვი სწრაფად ეჩვევა და მალე კარგავს ინტერესს მათ მიმართ. უმჯობესია სათამაშო იყოს ცოტა, მაგრამ მკაფიო ფერებში. დროდადრო შეიძლება მათი შეცვლა.

სათამაშოების საშუალებით ბავშვი იწყებს ფერების, ხმების აღქმას. ამიტომ ხშირად ეთამაშეთ პატარას, გადადაადგილეთ მის თვალწინ მკვეთრი ფერადი სათამაშოები. მიეცით ხელში ჩხრიალა სათამაშო, გამოართვით და შემდეგ კვლავ მიეცით.

ჩხრიალა სათამაშოებს უნდა ჰქონდეს ფართო სახელურები, რათა იგი ჩაუდოთ პატარას გახსნილ მუშტებში, ამით მოხდება ბავშვის კუნთების ტონუსის სტიმულირება.

 

ნასიცხი

 

ახალშობილი და ნასიცხირა არის ნასიცხი - პირველ თვეებში პატარებს ხშირად აღენიშნებათ ისეთი დაავადება, რომელსაც ნასიცხებს უწოდებენ. 

ნასიცხი არის კანის გაღიზიანება, რომელიც ძირითადად წარმოიქმნება და ვითარდება გაძლიერებული ოფლდენის და გადახურების დროს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ჰიგიენური ფაქტორიც.

ნასიცხმა შეიძლება თავი იჩინოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია ახალშობილებში.

როცა ბავშვი გადახურდება, მისი ორგანიზმი ცდილობს თავი დააღწიოს ზედმეტ სითბოს ოფლის გამოყოფის გზით. თუმცა, ახალშობილებში საოფლე ჯირკვლების სადინარები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და ვერ უმკლავდება მისი გამოდევნის ფუნქციას. ოფლი გროვდება საოფლე ჯირკვლების შესართავთან და აღიზიანებს მიმდებარე კანის მონაკვეთებს.

ნასიცხის სიმტომები - ნასიცხი გამოვლინდება წვრილი ვარდისფერი ან მუქი წითელი გამონაყარით რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გამჭვირვალე სითხით სავსე წვრილი ბუშტუკების გამოვლენა. ბუშტუკები ძალიან მალე შრება და გადაიქცევა ქერქად.

ნასიცხი ძირითადად თავს იჩენს ოფლის დაგროვების იმ ადგილებში როგორიცაა: ჩვილის კისერი, იღლიების, საზარდულისა და დუნდულების მიდამოებში, ლოყებზე, აგრეთვე ხელებისა და ფეხების ბუნებრივი ნაკეცების არეში.

გართულების შემთხვევაში ნასიცხმა შეიძლება მოიცვას სხეულის სხვა მონაკვეთებიც.

ახალშობილები ნასიცხზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და თავი უჭირავს ჩვეულებრივად, ზოგი კი პირიქით - ჭირვეულობს, ცუდად ჭამს, ხშირად ტირის და გამოხატავს უკმაყოფილებას.

ნასიცხი შეიძლება იყოს რამდენიმე სახის:

წითელი ნასიცხი

 კრისტალური ნასიცხი

• ნასიცხის სხვა ფორმები (თეთრი ნასიცხი, ყვითელი ნასიცხი)

როგორც ასეთი, ნასიცხი ახალდაბადებულისთვის არ არის საშიში და კანის დროული დამუშავებისა და მოვლის შემთხვევაში ძალიან სწრაფად ქრება.

თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვილის კანი ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ექვემდებარება მავნე მიკროორგანიზმების ზემოქმედებას. ბავშვის თავდაცვითი მექანიზმები ხომ მხოლოდ ეხლა იწყებს ფორმირებას.

ნასიცხი ხელსაყრელი გარემოა მიკრობების გამრავლებისთვის. ეს კი საშიშია, რადგან მიკრობები იწვევს კანის შემდგომ ანთებას, რაც შეიძლება გამოიხატოს ჩირქოვან გამონაყარში, რომელიც უკვე გაცილებით დიდი საფრთხეა ბავშვისთვის, ვიდრე ნასიცხი.

ამის გამო, მშობლებს მართებთ ყურადღება, რომ  ნასიცხის გამოვლენისთანავე დროულად მიაქციონ მას სათანადო ყურადღება და მიიღონ ზომები ახალშობილის კანის მდგომარეობის მოწესრიგებისთვის.

ნასიცხის მკურნალობა - ნასიცხის მკურნალობისთვის მედიკამენტოზური მკურნალობა არ ინიშნება, თუმცა აუცილებელია ახალშობილის კანის მოვლის სწორი ორგანიზაცია, რათა ნასიცხი თავიდან იქნას აცილებული, ან მალე გაიაროს და არ დააზიანოს კანის უფრო ღრმა შრეები.

ნასიცხის მკურნალობა - ნასიცხის გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა მიიღოთ შემდეგი ზომები მისი მკურნალობისა და შემდგომი პროფილაქტიკასათვის:

გამოკვებეთ ბავშვი ძუძუთი. დედის რძე გაცილებით ამაღლებს პატარას იმუნიტეტს და ნასიცხი ძალიან მალე გადადის ხოლმე.

პირველ რიგში უნდა დაარეგულიროთ ტემპერატურა საბავშვო ოთახში. ახალშობილისთვის კომფორტული ტემპერატურა არის 20-22 გრადუსი. არ დაგავიწყდეთ ოთახის ხშირი განიავება, თუმცა ერიდეთ ორპირ ნიავს.

აუცილებელია ჰაერის აბაზანები. დატოვეთ ხოლმე იგი შიშველი 10-15 წუთის განმავლობაში.

ნუ ჩააცმევთ ბავშვს ზედმეტად თბილად, ნუ გაახვევთ საფენში ისე, რომ შეუზღუდოთ მოძრაობა.

ნუ ჩააცმევთ სინთეტიკურ სამოსს, რომელიც აძლიერებს ოფლის გამოყოფას. იგი უნდა იყოს მხოლოდ ხარისხიანი, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული და „სუნთქავდეს“. ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული უნდა იყოს ბავშვის თეთრეულიც.

სამოსი უნდა იყოს ბავშვის ზომის და არ უნდა იყოს ვიწრო, რომ პატარამ თავი კომფორტულად იგრძნოს. აუცილებელია სამოსის დროული გამოცვლა.

ნასიცხის შემთხვევაში რეკომენდებულია ბავშვის დღეში არანაკლებ 3-ჯერ ბანაობა, ზაფხულში კი უფრო მეტჯერ (საპონი გამოიყენეთ დღეში ერთხელ).

ბანაობა შეიძლება უბრალოდ ანადუღარ წყალში. ორ დღეში ერთხელ შეიძლება წყალში ჩაუმატოთ მცირეოდენი მარგანცოვკა, ისე, რომ წყალი გახდეს ოდნავ ვარდისფერი.

ხშირად და ზედმეტი რაოდენობით მარგანცოვკის გამოყენება არ შეიძლება, რადგან იგი გამოაშრობს კანს და კიდევ უფრო დაუცველს გახდის მიკრობების მიმართ.

მარგანცოვკას ნუ ჩაყრით პირდაპირ წყალში, იგი წინასწარ მოამზადეთ პატარა ფლაკონში (ისე, რომ კრისტალები გაიხსნას ბოლომდე და ხსნარი გახდეს ყავისფერი) და ფრთხილად ჩაუმატეთ ფლაკონიდან ბავშვის ბანაობისთვის განკუთვნილ წყალს ისე, რომ მას არ გადაჰყვეს ნამცეცა კრისტალები. როგორც ავღნიშნეთ წყალი უნდა იყოს ოდნავ ვარდისფერი შეფერილობის.

ნასიცხის სამკურნალოდ, ეფექტურია ახალშობილის ბანაობისთვის განკუთვნილ წყალში გვირილას, ორკბილას, მუხის ქერქის ან ბერძნული კაკლის ფოთლების ნაყენის დამატება. მაგრამ დაუკვირდით, რომ პატარას რომელიმე მათგანის მიმართ არ ჰქონდეს ალერგია. ალერგიის შემთხვევაში შესაძლოა თავი იჩინოს ალერგიულმა გამონაყარმა.

ეფექტურია და ძალიან ბევრს ეხმარება დაფნის ფოთლების ნახარში: 3-4 დაფნის ფოთოლი - 1 ჭიქა წყალში - ადუღეთ 15 წუთი. ნაყენი წაუსვით დაზიანებულ ადგილებში. ან 10 დაფნის ფოთოლი 1 ლიტრ წყალში, ადუღეთ 15 წუთი და ნაყენი ჩაუმატეთ ბავშვის ბანაობისთვის განკუთვნილ წყალში.

მოერიდეთ კანის დაზიანებულ ადგილებში სხვადასხვა კრემების გამოყენებას. ამან შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმოს, რადგან დაზიანებული ადგილები ნოტივდება და კანი არ სუნთქავს, რამაც შესაძლოა დაჩირქება გამოიწვიოს. იდეალური ვარიანტია გამოიყენოთ საბავშვო ტალკი. იგი გამოაშრობს გამონაყარს და ხელს შეუწყობს მის სწრაფ ალაგებას.

ნასიცხის სამკურნალოდ გამოიყენება სპეციალური საბავშვო კოსმეტიკური საშუალებები. თუმცა უმჯობესია მათი არჩევის დროს კონსულტაცია გაიაროთ პედიატრთან და ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას.

სავარაუდოდ პედიატრი ნასიცხის მკურნალობისთვის დანიშნავს  შემდეგ ეფექტურ პრეპარატებს: დესიტინი, ბეპანტენი, ადვანტანი, თუთიის მალამო, სუდოკრემი და სხვა.

მოერიდეთ ექიმ-პედიატრთან კონსულტაციის გარეშე ნებისმიერი პრეპარატის დამოუკიდებლად გამოყენებას, რადგან შესაძლოა გამონაყარი არ იყოს ნასიცხი და საქმე გვქონდეს სხვა სახის, მაგალითად ალერგიულ გამონაყართან. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ საწინააღმდეგო შედეგს.

თუ შენიშნეთ, რომ ნასიცხი ბავშვის კანზე არ გადადის რამდენიმე დღის განმავლობაში, იმატებს ზომაში, მიდრეკილია დაჩირქებიკენ და ბავშვი გაღიზიანებულია, ეს ნიშნავს, რომ დაიწყო ინფიცირება. ამიტომ საჭიროა პედიტრთან ან დერმატოლოგთან ვიზიტი, რათა პროცესი შორს არ წავიდეს და დროულად მოხდეს ინფექციის სწორი მკურნალობა.

იხილეთ ვრცლად: ახალშობილი და ნასიცხი

თუ ბავშვი "შემოდგომა-ზამთრისაა", მეორე თვიდან ექიმი ჩვეულებრივ ნიშნავს D ვიტამინს. ეს აუცილებელია რაქიტის პროფილაქტიკისთვის.

რაქიტის თემას მომავალ სტატიებში ვრცლად შევეხებით, თუმცა მოკლედ ავღნიშნავთ, რომ ყველაზე ხშირად რაქიტი ემართებათ იმ ბავშვებს, რომლებიც არ იმყოფებიან ბუნებრივ კვებაზე.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნუ გარისკავთ, ნუ ააარიდებთ თავს ექიმის რჩევებს და გულდასმით შეასრულეთ მის მიერ მოცემული დანიშნულება.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

 

საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ