მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 50797 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

აუცილებელი ნივთები სამშობიარო სახლშიბევრ ორსულს აინტერესებს საკითხი, თუ რა უნდა წაიღოს თან სამშობიარო სახლში, რომ სრულყოფილად მომზადებული შეხვდეს მშობიარობის პროცესს და არ იგრძნოს დისკომფორტი.

და მართლაც, მომავალ დედას თან უნდა ჰქონდეს ყველა ის აუცილებელი ნივთი, რომელიც მისთვის უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანია კონკრეტულ მომენტში.

თუ თქვენ უკვე შერჩეული გაქვთ სამშობიარო სახლი, დაწვრილებით გამოიკითხეთ და გაარკვიეთ იმ ნივთების სია, რომელიც თქვენი აზრით თან უნდა გქონდეთ ყოველი შემთხვევისთვის.

ზოგიერთ სამშობიარო სახლში მითითებულია რომელი ნივთების შეტანა შეიძლება და რომლის არა.

ქვემოთ, მაგალითისთვის მოყვანილია, იმ ნივთების სია, რომლის წაღება რეკომენდებულია სამშობიარო სახლში:

 

დოკუმენტები

 

»» პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მათი ქსერო ასლები;

»» გაცვლა-გამოცვლის ბარათი - რომელიც გაიცემა ქალთა კონსულტაციიდან იმ ექიმ-გინეკოლოგის მიერ, რომელიც მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში აკონტროლებდა თქვენს ორსულობას; ბარათში მითითებულია ყველა აუცილებელი ანალიზის შედეგები და იმ მედიკამენტების ნუსხა, რომელსაც იღებდით ფეხმძიმობის განმავლობაში;

»» სამედიცინო დაზღვევის პოლისი და მისი ქსეროასლი;

»» მიმართულება ქალთა კონსულტაციიდან თუ თქვენ გსურთ დაწვეთ სამეანო განყოფილებაში (მაგალითად ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში)

»» ხელშეკრულება მშობიარობაზე თუ გაქვთ ასეთი ხელშეკრულება დადებული;

 

აუცილებელი ნივთები

 

»» ხალათი;

»» ფლოსტები;

»» პირსახოცი;

»» წინდები (თბილი და თხელი);

»» ღამის პერანგი მოსახერხებელი გულისპირით, რათა ადვილი იყოს ბავშვის კვება;

»» ელასტიური ბინტები ფეხებისთვის ან ვარიკოზის საწინააღმდეგო წინდები (თუ გაქვთ ვენების პრობლემა, ან დაგეგმილია საკეისრო კვეთა);

»» ერთჯერადი ტრუსები (ბადისებრი);

»» საფენები;

»» ორი ბიუსჰალტერი ბავშვის კვებისათვის;

»» რძის შესაწოვი მკერდის საფენები;

»» კრემი ძუძუს კერტებზე ნახეთქებისთვის (მაგ: ბეპანტენი);

»» სასაქმებელი სანთლები გლიცერინით ან მიკროლაკსი (შეკვრაშია ერთჯერადი გამოყენების 4 მიკროკლიზმა);

»» მშობიარობის შემდგომი ბანდაჟი;

»» პირადი ჰიგიენის ნივთები (საპონი, კბილის ჯაგრისი, პასტა, ერთჯერადი საპარსი, ტუალეტის ქაღალდი, სალფეთქები, სავარცხელი, შამპუნი და ა.შ);

»» გაზგასული მინერალური წყალი (მშობიარობის დროს ექიმმა შესაძლოა ნება დართოს ფეხმძიმეს, მოსვას ცოტაოდენი წყალი);

 

სხვა ნივთები

 

»» ფული (ყოველი შემთხვევისთვის);

»» მობილური ტელეფონი და დასამუხტი მოწყობილობა;

»» ფოტოაპარატი;

»» თეფში, ფინჯანი, დანა-ჩანგალი (ერთჯერადი);

»» უბის წიგნაკი, ავტოკალამი, წიგნი, ფლეერი;

»» რძის გამოსაწური კომპლექტი;

»» საკვები (წინასწარ იკითხეთ, რა პროდუქტები შეიძლება მიიტანოთ სამშობიარო სახლში);

 

ბავშვისთვის

 

»» ჰიგიენური საფენები (პამპერსები) ახალშობილებისთვის -  3-6კგ (ორი შეკვრა);

»» სველი ხელსახოცების შეკვრა;

»» საფენის ქვეშ წასასმელი კრემი;

»» საბავშვო ზეთი;

»» საბანაო საშუალება;

 

სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ

 

დედისთვის

 

»» კოსმეტიკა;

»» ტანსაცმელი, ფეხსაცმელი;

 

ბავშვისთვის

 

»» ჰიგიენური საფენები (1-2 ცალი);

»» ახალშობილის ტანსაცმელი სეზონის მიხედვით - (გრძელმკლავიანი ბოდები, თათებიანი შარვალი და ა.შ);

»» თბილი ქუდი;

»» ტრიკოტაჟის კომბინიზონი;

»» საბავშვო კალათი (ბავშვის წამოსაყვანად);

აუცილებელი ნივთები სამშობიარო სახლშითქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეგრეთ წოდებული "გამოსაყვანი კომპლექტი", რომელშიც შედის (ქუდი, ბოდი, კომბინიზონი, თათებიანი შარვალი და ა.შ), ან შეიძინოთ ყველაფერი ცალ-ცალკე.

ფეხმძიმობამდე ერთი კვირით ადრე, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, ყველაფერი მოამზადეთ თუ არა თქვენთვის და თქვენი მომავალი ბავშვისთვის.

ბედნიერ მშობიარობას გისურვებთ!

 

 ყველაფერი ბავშვებისათვის ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 
 
 

კომენტარები
teona
2017-03-05
ara
mariami
2017-01-22
Mshobiaroba fasiania
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ