მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 72735 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-18 კვირაფეხმძიმობის მთელი პეროდის განმავლობაში, წონის ნამატი უნდა შეადგენდეს 11 - დან 15,5 კგ - მდე (ანუ თვეში მიახლოებით 500 გრ - მდე).

თუ თქვენ აკრებთ მეტ წონას, უფრო მძიმედ გადაიტანთ ფეხმძიმობას და რთული იქნება მშობიარობის პროცესიც. ამას გარდა, მშობიარობის შემდეგ, ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლება იქნება ძნელად მისაღწევი.

რა თქმა უნდა ფეხმძიმობის დროს არ შეიძლება დიეტაზე ყოფნა, თუმცა აუცილებელია კალორიების კონტროლი, რადგან ნაყოფი თქვენი ორგანიზმიდან იღებს მისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, ანუ იმ საკვებიდან, რომელსაც თქვენ მიირთმევთ. ამიტომ აუცილებელია, რომ კვება იყოს სრულყოფილი.

ორსულობის დროს, თქვენი წონის მიხედვით შეიძლება მსჯელობა, თუ რამდენად სრულყოფილად იკვებება მომავალი პატარა.

თუ ამ პერიოდში ისევ გრძნობთ პერიოდულ ტკივილებს მუცლის არეში, განსაკუთრებით ადგომისა და დაწოლის დროს, ეს გამოწვეულია საშვილოსნოს კუნთების დაჭიმვით, რომელიც იზრდება ნაყოფთან ერთად.

ეს ტკივილები პერიოდულია, ხშირად მეორდება, თუმცა საშიში არ არის და არავითარი კავშირი არა აქვს მუცლის მოშლის საფრთხესთან.

ბავშვის მოძრაობა, შესაძლოა იგრძნონ მომავალმა დედებმა, რომელთაც უკვე ჰყავდათ ბავშვები (შესაძლოა ნაყოფის მოძრაობა იგრძნონ წინა ან მომავალ კვირებშიც), ან ძალიან გამხდარმა ქალებმა. უფრო სრული ქალები ბავშვის პირველ მოძრაობებს გრძნობენ მას შემდეგ, რაც ნაყოფის მოძრაობები უფრო ძლიერი ხდება.

ფეხმძიმობის დროს, იმატებს საშოდან თეთრი სახის გამონადენი, თუმცა ეს ბუნებრივი მოვლენაა. ეთიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ინფექციების თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პათოგენური საფუარის სოკოთი, საჭიროა რამოდენიმე მარტივი წესის დაცვა.

სასურველია ტამპონების გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ტამპონი საშოში მიკროორგანიზმების მოხვედრის რისკს ზრდის. უნდა იქნეს დაცული სისუფთავე შორისის მიდამოში, აუცილებელია გარე სასქესო ორგანოს გულდასმით დაბანა და ბამბის საცვლების ტარება. უნდა მოერიდოთ მჭიდრო ტანისამოსს (ჯინსებს, კოლგოტებს და სპორტულ შარვლებს).

დაიცავით დიეტა, რომელიც გულისხმობს ჩვეულებრივ შაქარზე უარის თქმას, შაქარი ხელს უწყობს მტკივნეული მიკრობების მიზიდვას.  სამაგიეროდ, საგრძნობლად ამცირებს ინფექციის რისკს ყოველდღიურად ერთი ჭიქა იოგურტის მიღება, რომელიც შეიცავს აციდოფილის ცოცხალ ლაქტობაცილებს (რძის მჟავის ჩხირები).

აუცილებელია აცნობოთ თქვენს ექიმ-გინეკოლოგს - თუ გამონადენს მოყვითალო ან მომწვანო ფერი აქვს, არის ბლანტი და ნაცრისფერი, თან ახლავს უსიამოვნო სუნი, წვა, ქავილი, წითლდება და ხდება მტკივნეული. ეს მოასწავებს ინფექციის არსებობას, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას, თუმცა საშიში არ არის ნაყოფისთვის.

ამ პერიოდში, კვლავ რჩება ისეთი უსიამოვნო დაავადების რისკი, როგორიცაა პიელონეფრიტი (თირკმელების არასპეციფიკური ინფექციური დაავადება), რომელიც ვლინდება როგორც საშარდე გზების ინფექცია. ამიტომ მისი სიმპტომების გამოვლინებისთანავე (ცხელება, შემცივნება, ლუმბალური მიდამოს ტკივილი და სხვა), აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

შესაძლოა კვლავ შეგაწუხოთ შეშუპებებმა, რომლის გამოვლინება ხდება ხელებზე, ფეხებზე, სახეზე, რაც გამოწვეულია ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში ნატრიუმისა და ზედმეტი სითხის შეკავებით.

ამ შემთხვევაში, სასურველია შეზღუდოთ მარილის მიღება და ჩაანაცვლოთ იგი სოიოს სოუსით. მაგრამ არ ღირს სასმელი წყლის მნიშვნელოვნად შეზღუდვა, რადგან იგი მეტად მნიშვნელოვანი როგორც თქვენთვის, ასევე ნაყოფისთვის.

 

მხედველობის გაუარესება

 

ფეხმძიმობის მე-18 კვირა - მხედველობის გაუარესებაფეხმძიმობის მიმდინარეობის დროს ქალის ორგანიზმი განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მომავალი დედის მხედველობაზე, ამიტომ, აუცილებელია არ იქნეს იგნორირებული ოფთალმოლოგთან ვიზიტი, რომელიც მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში რეკომენდებულია მინიმუმ 2-ჯერ: მე-10-14 და 32-36-ე კვირებში. 

მაგრამ თუ გაწუხებთ ახლომხედველობა (მიოპია), ორსულობის დროს ოფთალმოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია თვეში ერთხელ. ამასთან, ოფთალმოლოგთან ვიზიტის აუცილებლობაზე აუცილებლად გეტყვით თქვენი ექიმ-გინეკოლოგი.

ფეხმძიმობის დროს, ოფთალმოლოგთან ვიზიტი რამდენადმე განსხვავდება ჩვეულებრივი მხედველობის შემოწმებისგან. ამ დროს, რეფრაქციის ხარისხის გარდა, ექიმმა გულდასმით უნდა გამოიკვლიოს თვალის ფსკერი, თვალის ბადურა გარსი, გაზომოს თვალის წნევა.

ასეთი გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვალის ბადურასთან დაკავშირებული პრობლემის გამო (ბადურა გარსის აშრევების საშიშროება), რასაც თან ახლავს მხედველობის მკვეთრი გაუარესება, სავარაუდოდ ვერ შეძლებთ დამოუკიდებლად მშობიარობას და შეიძლება დაგინიშნონ საკეისრო კვეთა.

მხედველობის გაუარესება ორსულობის დროს, შესაძლოა ტოქსიკოზმა, დიაბეტმა, ორგანიზმში სითხის შეკავებამ და სხვა ფატორებმა  გამოიწვიოს. განსაკუთრებით ზარალდებიან ის ქალები, რომელთაც ფეხმძიმობამდეც აღენიშნებოდათ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ამიტომ, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ოკულისტთან ვიზიტი და პრობლემის მოგვარება. თუმცა უნდა ითქვას, რომ უმრავლეს შემთხვევებში, მშობიარობის შემდეგ მხედველობა მაშინვე უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

თვალების პრობლემების მიზეზი, ორსულობის დროს შეიძლება გახდეს მაღალი არტერიული წნევა ან პრეეკლამფსია, ამიტომ უნდა იყოთ ყურადღებით და აუცილებლად მიმართოთ ოფთალმოლოგს თუ:

მხედველობა მკვეთრად ეცემა;

თვალებში ჩნდება წრეები;

თვალები გიბნელდებათ;

გაქვთ მგრძნობელობა შუქის მიმართ;

ადგილი აქვს მხედველობის გაორებას;

მხედველობა დროებით გეკარგებათ;

ლაქები ან გაელვება თვალებში;

ამას გარდა შესაძლოა შენიშნოთ შეშუპება ან შესიება თვალების ირგვლივ, ეს კიდევ ერთი სიმტომია, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პრეეკლამფსიის შედეგად. აგრეთვე თუ თვალები გტკივთ ან გაგიწითლდათ, ასეთ შემთხვევებში,  დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. უმოქმედებამ, შეიძლება მხედველობის სრული დაქვეითება, ხოლო შემდეგ სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

თუ გამოკვლევების დროს, ოფთალმოლოგი აღმოაჩენს თვალის ბადურა გარსის უხეშ დისტროფიულ ცვლილებებს, შესაძლოა ფეხმძიმეს დაუნიშნოს ლაზერული კოაგულაცია.

ლაზერული კოაგულაცია ჩვეულებრივ კეთდება ორსულობამდე ნებისმიერ დროს და ორსულობის დროს 35-ე კვირამდე. იგი ტარდება ამბულატორიულად, არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და არის სულ რამოდენიმე წუთის საქმე.

ლაზერი თოთქოსდა „ადუღაბებს“ სუსტ და აშრევებულ მონაკვეთებს,  ამაგრებს ბადურა გარსს, იცავს მას გაწელვისა და აშრევებისგან. ლაზერული კოაგულაციის ჩატარების შემდეგ, შესაძლებელია ბუნებრივი მშობიარობა, რაც შეუძლებელი იყო თვალის ბადურა გარსთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

შესაძლებელია პროფილაქტიკური ლაზერული კოაგულაციის ჩატარებაც, რომლიც თავიდან აგაცილებთ ბადურა გარსის დიტროფიულ ცვლილებებსა და ჩამოშლის საშიშროებას. იგი უკვე დიდი ხანია გამოიყენება თანამედროვე ოფთალმოლოგიაში და ასევე რამდენიმე წუთიან ამბულატორულ პროცედურას წარმოადგენს. შედეგად კი საშუალებას მოგცემთ ფიზიოლოგიურად იმშობიაროთ და თავიდან აგაცილებთ საკეისრო კვეთას.

ამიტომ, თუ თქვენ აპირებთ ფეხმძიმობას, ან უკვე ხართ ორსულად, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ თვალის ფსკერისა და ბადურა გარსის გამოკვლევა, რადგან დროულად ჩატარებული მარტივი პროცედურა თავიდან აგაცილებთ საკეისრო კვეთის აუცილებლობას.

ფეხმძიმობის დროს, მხედველობის პროფილაქტიკა პირველ რიგში დაფუძნებული უნდა იყოს სიმშვიდეზე და კარგ განწყობაზე. შესაძლებლობის მიხედვით თავიდან უნდა იქნეს აცილებული სტრესული სიტუაციები, რომელიც ნაგატიურად აისახება როგორც დედაზე, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

»» ნუ ასწევთ სიმძიმეებს, არ შეიძლება მკვეთრად დახრა და გასწორება. მსგავსი მოძრაობების დროს იზრდება თვალის შიდა წნევა, რაც არასასურველად აისახება თვალის ბადურა გარსზე.

»» რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარეთ კომპიუტერთან და ტელევიზორთან. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კომპიუტერთან, ყოველ ნახევარ საათში გააკეთეთ მცირეხნიანი შესვენებები და დაასვენეთ თვალები. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური, ბადისებრი სათვალე კომპიუტერთან სამუშაოდ.

»» რეგულარულად გააკეთეთ თვალის სპეციალური სავარჯიშოები, რომელიც ამაგრებს თვალის კუნთებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

»» მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, დააკვირდით ახლოსმდებარე და შორსმდებარე საგნებს, ეს თავისებური სავარჯიშოა თვალებისთვის.

»» მოიხსენით დაძაბულობა თვალის კომპრესების დახმარებით (ჩაის, კიტრის, რძის, კარტოფილის, გვირილის, პიტნის, ოხრახუშის, ლეღვის, ცაცხვის, მცენარეული ზეთების და ა.შ).

»» თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, რეკომენდებულია ფეხმძიმობის პერიოდში დროებით გადახვიდეთ სათვალეზე, ხოლო მშობიარობის შემდეგ კვლავ დაუბრუნდეთ კონტაქტურ ლინზებს

»» ყურადღება ნიაქციეთ სწორად კვებას, მიირთვით თვალისთვის სასარგებლო, А, В2, Е და С ვიტამინების შემცველი პროდუქტები, როგორიცაა: (სტაფილო, ღვიძლი, ისპანახი, კვერცხი, მოცვი, ოხრახუში, ხილი (განსაკუთრებით ციტრუსები), ტკბილი წიწაკა, თევზი, მცენარეული ზეთები და სხვა).

»» ნუ გამოიყენებთ სპირტიან სასმელებს, განმსაკუთრებით ფეხმძიმობოს პირველ პერიოდში, როცა მიმდინარეობს ნაყოფის ორგანოების ძირითადი ფორმირება.

»» ნუ მოსწევთ და თავი აარიდეთ მწეველთა საზოგადოებაში ყოფნას.

»» მედიკამენტები (მაგალითად თვალის სიმშრალისათვის) მიიღეთ მხოლოდ ოფთალმოლოგთან კონსულტაციის შემდეგ.

»» ყურადღებით ადევნეთ თვალი საკუთარ ჯანმრთელობას, შეეცადეთ არ გაცივდეთ. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ნაყოფის გლაუკომით დაავადების რისკს შეიცავს.

»» გაიკაჟეთ არა მხოლოდ თვალის კუნთები, არამედ მთელი სხეული. თუ უკუჩვენება არა გაქვთ, დაკავდით სპორტით, ფიტნესით, იოგით, იარედ სპეციალურ ფეხმძიმეთა კურსებზე, სადაც თქვენს გაჯანსაღებაზე იზრუნებენ.

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და მხედველობა

 

ტკივილი ზურგის არეში

 

ფეხმძიმობის მე-18 კვირა - ტკივილი ზურგის არეშიტკივილს ზურგის არეში, ფეხმძიმობის დროს, განიცდის პრაქტიკულად ყველა ქალი. წელის ტკივილმა შეიძლება თავი იჩინოს უკვე მე-18 კვირაში, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ეს მოხდება მომავალში, როცა კვლავ მოიმატებთ წონაში.

ზურგი შეიძლება გტკიოდეთ, როცა დადიხართ, იხრებით ან სწორდებით (მაგალითად საწოლიდან). ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვებით (მაგალითად ზედმეტი ვარჯიშით).

ტკივილის ხასიათი და ხარისხი, შეიძლება იყოს სხვადასხვა: დაწყებული მსუბუქი ძვლების ტეხვით და დამთავრებული ძლიერი, მწვავე ტკივილით.

ზოგიერთ ქალს, საწოლიდან ან სკამიდან სხვისი დახმარების გარეშე წამოდგომა არ შეუძლია, ხოლო განსაკუთრებით ძლიერი ტკივილების დროს, სიარულიც კი უჭირს. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ორსულობის დროს, ზურგის არეში ტკივილი არ არის მწვავე და ასატანია.

ტკივილი ზურგის არეში გამოწვეულია იმით, რომ საშვილოსნოს ზრდასთან ერთად, სხეულის სიმძიმის ცენტრი ინაცვლებს, და ფეხძიმეს უწევს ძლიერი ჩაზნექა. ამასთან, იზრდება დატვირთვა გავის კუნთებზე.

ამას გარდა, ჰორმონალური გარდაქმნების შედეგად, იზრდება სისხლძარღვების მოძრაობის უნარი, რის შედეგადაც იცვლება აღნაგობა (ტანადობა), რაც იწვევს დიკომფორტს ზურგის ქვედა ნაწილში. თუმცა ეს დამახასიათებელია ფეხმძიმობის უფრო გვიანი პერიოდისთვის.

რითი შეიძლება ზურგის არეში ტკივილების შემსუბუქება? - პირველ რიგში სითბოთი, მეორე რიგში დასვენებით, ხოლო მესამე რიგში ისეთი ანალგეტიკის საშუალებით, როგორიცაა აცეტამინოფენი. შეიძლება სპეციალური ბანდაჟის შეძენა, რომელიც ხელს უწყობს ზურგის კუნთებს.

ეხმარება აგრეთვე სპეციალური ვარჯიშები და წონის კონტროლი. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რომელმაც შესაძლოა დაგინიშნოთ ფიზიოთერაპიული პროცედურები, ან გაგაგზავნოთ კონსულტაციაზე ორთოპედთან.

რამოდენიმე რჩევა:

აკონტროლეთ საკუთარი წონა. შეეცადეთ არ მოიმატოთ ზედმეტად;

გააკეთეთ სპეციალური ვარჯიშები ორსულებისთვის;

ძილის დროს დაწექით მარცხენა გვერდზე;

ხშირად დაისვენეთ ხოლმე და შეეცადეთ სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, წამოწვეთ და დაისვენოთ თუნდაც ნახევარი საათის განმავლობაში;

შეეცადეთ გაითვალისწინოთ ეს რჩევები ამ პერიოდშივე, რადგან გამოგიმუშავდებათ სასარგებლო ჩვევები და არ გაგიჭირდებათ მსუბუქად გადაიტანოთ ფეხმძიმობის შემდგომი პერიოდი.

 

სურდო, ცხვირიდან სისხლდენა

 

ფეხმძიმობის მე-18 კვირა - სურდო, ცხვირიდან სისხლდენაორსულობის დროს, არც ისე იშვიათია სურდოსა და ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევები.

მეცნიერები თვლიან, რომ ეს გამოწვეულია ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნების შედეგად გამოწვეული სისხლის მიმოქცევის ცვლილებებით. შედეგად, ცხვირის ლორწოვანი გარსი სივდება და იწყება სისხლდენა.

თუ თქვენ გაქვთ სურდო, ან ცხვირიდან მოგდით სისხლი, ნუ ეცდებით მკურნალობის მიზნით სხვადასხვა სახის წვეთებისა და აეროზოლების გამოყენებას, რადგან ეს საშუალებები თავისთავად წარმოადგენს სხვადასხვა მედიკამენტოზური საშუალებების ნარევს, რომლებიც შესაძლოა მავნე იყოს ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

სცადეთ და დადგით სახლში ჰაერის დამატენიანებელი, განსაკუთრებით ზამთარში, როცა გათბობის გამო ჰაერი გამომშრალია. ზოგ ქალს ეხმარება და შვებას აძლევს დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

თუ ცხვირი მაინც გაჭედილი გაქვთ და სისხლდენას მაინც აქვს ადგილი, უმჯობესია მოითმინოთ. ბავშვის დაბადების შემდეგ ეს უსიამოვნებები თავისთავად გაივლის.

 

ორსულობა და სპორტი

 

ფეხმძიმობის მე-18 კვირა - ფეხმძიმობა და სპორტიბევრი ქალი ფეხმძიმობის დადგომამდე აქტიურად არის დაკავებული სპორტით, რისი საშუალებითაც ისინი ინარჩუნებენ ფორმას, ებრძვიან სიმსუქნეს და ხელს უწყობენ საკუთარ ჯანმრთელობას.

ამიტომ, ხშირად ისმის და ძალიან აქტუალურია კითხვა: შეიძლება თუ არა სპორტით დაკავება მაშინ, როცა დგება ფეხმძიმობის პერიოდი და თუ შეიძლება - რა დატვირთვითა და ინტენსივობით? აგრეთვე: რომელი სპორტის სახეობებია დასაშვები და სასარგებლო ორსულისთვის და პირიქით, რომელმა სახეობებმა შეიძლება მიაყენოს ზიანი მომავალი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას.

დღესდღეობით, ორსულობის დამოკიდებულება სპორტთან, საფუძვლიანად განსხვავდება იმ შეხედულებებიგან, რაც არსებობდა დიდი ხნის ხნის განმავლობაში. ადრე, მომავალ დედებს რეკომენდაციებს აძლევდნენ, ნაკლებად ემოძრავათ და მეტად დაესვენათ. ეხლა კი სპორტი მიიჩნევა ძალიან სასარგებლოდ, როგორც მომავლი დედებისთვის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

სპორტის რა სახეობითაც არ უნდა დაკავდეთ, ფეხმძიმობის დროს უნდა გახსოვდეთ, რომ იგივე ძალებით ამის გაკეთება, როგორც აკეთებდით ორსულობამდე, არ შეიძლება. დატვირთვები აუცილებლად უნდა შემცირდეს. უნდა დაიწყოთ მცირე სავარჯიშოებით და თანდათანობით გაზარდოთ დატვირთვა.

ორსულისთვის, სპორტით დაკავების ყველაზე კარგ პერიოდად ითვლება ფეხმძიმობის მეორე ტრიმესტრი, რადგან პირველ ტრიმესტრში მიმდინარეობს საშვილოსნოს კედელზე  ნაყოფის მიმაგრების პროცესი. ამას გარდა, მომავალი პატარას ორგანიზმში სწორედ ამ დროს იწყებს ფორმირებას სისტემები და ორგანოები. ამიტომ, ამ პერიოდში, მუცლის მოშლისა და სხვა რისკების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა არ  ორგანიზმი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

ორსულმა სპორტს თავი უნდა დაანებოს მე-8 თვის ბოლოს. თუ თავს გრძნობთ ცუდად, აღგენიშნებათ თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, სულის ხუთვა ან კუნთების მწვავე ტკივილი საჭიროა სასწრაფოთ შეწყვიტოთ ვარჯიში და მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ და შეგირჩევთ უფრო სწორ და თქვენი მდგომარეობისთვის შესაფერის ვარჯიშთა კომპლექსს.

რა თქმა უნდა აუცილებელია სპორტულ დარბაზში, ან აუზზე წასვლის წინ, ფეხმძიმეს ახსოვდეს საკუთარი მდგომარეობა. ამ დროს ხომ მისი წონა რამდენადმე მომატებულია, უფრო მოუქნელია და დარღვეულია წონასწორობა. ორსული უფრო მალე იღლება და უფრო ღრმად სუნთქავს, რათა მოამარაგოს ჟანგბადით არა მხოლოდ საკუთარი ორგანიზმი, არამედ მომავალი პატარაც.

ამიტომ, სპორტის ამა თუ იმ სახეობით დაკავების წინ, აუცილებელია კონსულტაციის გავლა იმ ექიმ-გინეკოლოგთან, რომელმაც ზუსტად იცის თქვენი მდგომარეობა და აკონტროლებს თქვენს ფეხმძიმობას. კონსულტაცია განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ შედიხართ რისკის ჯგუფში, ან ადრე უკვე გქონიათ მუცლის მოშლის საფრთხე.

ეხლა კი ზოგადად განვიხილოთ სპორტის ზოგიერთი სახეობები და მათი ზეგავლენა ორსულობაზე:

ცურვა - სპორტის ეს სახეობა ძალიან სასარგებლოა ორსულებისთვის. წყალი ხელს უწყობს და ადუნებს სხეულს, ამყოფებს მას უწონადობაში, რაც ძალიან კომფორტული მდგომარეობაა.

წყალში ყოფნის დროს ხდება ხერხემლის განტვირთვა, მაგრდება ზურგისა და მკერდის კუნთები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება შეშუპებები, უმჯობესდება განწყობა. აშკარად შესამჩნევი შედეგები, რაც გამოიხატება მუდმივად ტონუსში ყოფნაში (ბავშვის დაბადების შემდეგაც კი) შეიმჩნევა უკვე რამოდენიმე წყლის სეანსის შემდეგ.

ცურვის დროს არ არსებობს დაცემის, გადახურების, გაუწყლოვების რისკი. დიდი დატვირთვა არ ადგება სახსრებს. ამიტომ, თუ ცურვა იცით, იცურეთ მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში, ხოლო თუ ცურვა არ იცით, შეგიძლიათ შეასრულოთ სავარჯიშოები აუზის იმ კუთხეში, სადაც წყალი ღრმა არ არის.

ველოსიპედი - თუ თქვენ არ იცით ველოსიპედის მართვა, არ გირჩევთ ამ პერიოდში ამის შესწავლას, მაგრამ თუ მას კარგად ფლობთ, თავს თავდაჯერებულად გრძნობთ და ტარებაც სიამოვნებას განიჭებთ, შეგიძლიათ ისეირნოთ ველოსიპედით, თუმცა სასურველია არა მარტო, არამედ მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად.

უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი წონასწორობის გრძნობა დარღვეულია და შესაძლოა გაგიჭირდეთ დამოუკიდებლად დაჯდეთ, ან შეაჩეროთ და ჩამოხვიდეთ ველოსიპედიდან. ამას გარდა არსებობს რისკი დაეცეთ, რაც საშიშროებას წარმოადგენს თქვენი პატარასთვის.

ყველაზე კარგ გამოსავალს ამ სიტუაციიდან წარმოადგენს ველოტრენაჟორი. იგი განსაკუთრებით მოსახეხებელია ცუდ ამინდებში. ფეხმძიმობის გვიან სტადიებზეც, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ისარგებლეთ მხოლოდ ველოტრენაჟორებით. ეს თავიდან აგაცილებთ ტრამვების რისკს.

სირბილი - ბევრი ქალი, ფეხმძიმობამდე რეგულარულად დარბის და ამით აკაჟებს საკუთარ ორგანიზმს. ფეხმძიმობის პერიოდში, შესაძლებელია სირბილის გაგრძელება, მხოლოდ აუცილებლად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. თუ ფეხმძიმობა მძიმედ მიმდინარეობს და ადგილი აქვს რაიმე სახის გართულებებს, უმჯობესია სირბილზე უარის თქმა.

ხოლო თუ ყველაფერი რიგზეა, სირბილის დროს, სამოსი უნდა იყოს თავისუფალი და მოხერხებული, ხოლო სპორტული ფეხსამელი ღაბაშით (სუპინატორი).

არ არის საჭირო თავგამოდებული სირბილი და სისწრაფეში რეკორდების დამყარება. ფეხმძიმობის ვადების მომატებასთან ერთად შეამცირეთ მანძილი და შეანელეთ ტემპი. ორსულობის ბოლო ვადებში კი უნჯობესია სიარულზე გადასვლა.

თუ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და სირბილის დროს ადგილი ექნა სისხლდენას, საშვილოსნოს შეკუმშვას ან სხვა არასასურველ სიმპტომებს, დაუყონებლივ შეწყვიტეთ ვარჯიში და მიმართეთ ექიმს.

სეირნობა - ფეხით სიარული ძალიან სასარგებლოა ორსულებისთვის. საწყის ეტაპზე დაიწყეთ მცირე მანძილზე გასეირნებით და თანდანობით გაზარდეთ მანძილი. თაისუფლად შეგიძლით დღეში დაფაროთ დაახლოებით 4 კმ. მანძილი ნორმალური ტემპით.

შეგიძლიათ ისეირნოთ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. თუ ამინდი ცუდია, შეგიძლიათ სასეირნოდ შეარჩიოთ ისეთ ადგილი, სადაც უზრუნველყოფილია გადახურვა და არ დასველდებით.

ფეხმძიმეთათვის ძალიან სასარგებლოა კიბის საფეხურებზე ფეხით ასვლა. სპეციალისტები რეკომენდაციასაც კი აძლევენ ორსულებს დღეში რამოდენიმეჯერ ავიდნენ ფეხით კიბეებზე. ამ დროს საჭიროა არ იჩქაროთ, თქვენი სუნთქვა უნდა იყოს თანაბარი, მშვიდი. აუცილებლად ისუნთქეთ ცხვირით, ნუ გააღებთ პირს.

ორსულობის უფრო გვიან სტადიებზე უნდა დააგდოთ სიარულის ტემპი და შეამციროთ დისტანცია.

იოგა - დღესდღეობით იოგას მრავალნაირი სახეობა არსებობს, თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ ნებისმიერი სახეობით (სასურველია სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ), თუმცა მეტად ეფექტურია სპეციალური იოგა ორსულებისთვის, რომლშიც არ არის პოზა ან სავარჯიშო, რომლიც უნდა შეასრულოთ ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.

იოგის დროს დიდი ყურადღება ეთმობა სწორ სუნთქვას და მოდუნების შესაძლებლობას. სწორი სუნთქვის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ნაყოფი იღებს მისთვის აუცილებელი რაოდენობის ჟანგბადს.

სწორი სუნთქვა, ასევე ამზადებს მომავალ დედას მოსალოდნელი მშობიარობისთვის, რადგან სწორედ სუნთქვის კონტროლი ამსუბუქებს ტკივილს სამშობიარო შეტევების და უშუალოდ მსობიარობის დროს.

იოგის პროცედურების დროს, არ ღირს ძლიერად დატვირთოთ სახსრები და მუცლის კუნთები. სასურველია თუ თქვენს გვერდით იქნება რამე საგანი, რასაც დაეყრდნობით.

ფიტნესი - ფიტნესით დაკავება ფეხმძიმობის დროს რა თქმა უნდა გაცილებით გაუადვილდებათ იმ მომავალ დედებს, რომლებიც ორსულობამდეც იყვენ დაკავებული ფიტნესით.

ფიტნესი ფეხმძიმობის დროს უნდა იყოს ქალისთვის სასარგებლო და სიამოვნების მომტანი პროცესი. თუ ფეხმძიმობა მიმდინარეობს ყოველგვარი გართულებების გარეშე, ფიტნესით დაკავება შეიძლება მანამ, სანამდე ამის ძალა და სურვილი გექნებათ. ასევე დასაშვებია დაბალი ინტენსივობის აერობიკა.

ფიტნესი ფეხმძიმობის პირველ ეტაპზე უნდა იყოს მინიმალური დატვირთვით, რომელიც ხელს შუწყობს თეძოების და მკერდის კუნთების გამაგრებას.

ფეხმძიმობის მეორე ეტაპზე დატვირთვა შეიძლება მსუბუქად გავზარდოთ, ყურადღება უნდა მიქცეს მენჯის მიდამოს და პრესს. სასურველია ყველა მოძრაობის შესრულების დროს გეცვათ სპეციალური ბანდაჟი, რათა შემცირდეს დატვირთვა ხერხემალზე. ასევე ყველა იმ ვარჯიშს, რომელიც აქამდე სრულდებოდა ზურგზე წოლით მდგომარეობაში, ცვლის ვარჯიშები გვერდზე წოლით მდგომარეობაში, რადგან ზურგზე წილითი მდგომარეობა ხელს უშლის ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებას.

ფეხმძიმობის ბოლო ეტაპზე განასაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეს ხელებს, მკერდს და თეძოებს. საჭიროა ისეთი ვარჯიშების გაკეთება, რომელიც ადუნებს ზურგს და ამცირებს დატვირთვას ხერხემალზე. ამ შემთხვევაში სასარგებლო იქნება ვარჯიშები ფიტბოლის დახმარებით (სპეციალური სპორტული ბურთი). 

ბოლო ტრიმესტრში, დიდი ალბათობაა გაიზარდოს საშვილოსნოს ტონუსი, ამიტომ თუ იგრძნობთ პულსის ოდნავ აჩქარებას, უნდა შეწყდეს ყოველგავრი ფიტნესი და მიმართოთ ექიმს.

მშობიარობის ვადების მოახლოვებასთან ერთად, ბევრი ფეხმძიმე მიმართავს სპეციალურ ვარჯიშებს მშობიარობის გამოწვევის სტიმულაციისათვის. ასეთი ვარჯიშები ნამდვილად არსებობს, მხოლოდ საჭიროა მის მიმართ ფაქიზი მიდგომა და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პილატესი - პილატესს ფეხმძიმობის დროს აქვს ძალიან კარგი შედეგები, რადგან მის დროს ვარჯიშში სხეულის თითოეული კუნთია ჩართული. პილატესი არ მოიცავს იმ რაოდენობის ვარჯიშებს, რამდენსაც იოგა (პილატესი შედგება სულ 34 ვარჯიშისგან), თუმცა, ბევრ ქვეყანაში ორსულები მისდევენ მას, ეფექტურობის გამო. ისევე როგორც იოგა, პილატესით ვარჯიშიც საჭიროა სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

პილატესი ხელს უწყობს მენჯის ფუძის კუნთების განვითარებას, რაც დადებითი შედეგის მომტანია, რადგან სწორედ ეს კუნთები იღებს აქტიურ მონაწილეობას მშობიარობის პროცესში.

პილატესით ვარჯიშის დროს, უმჯობესდება ნაყოფის სისხლის მიმოქცევა, რაც ძალიან კარგად აისახება მის განვითარებაზე.

სპორტის სხვა სახეობები - ტენისი და გოლფი ფეხმძიმობის დროს უსაფრთხოა, თუმცა მათგან სარგებელი მინიმალურია.

არ ღირს ხტუნვა, სწრაფად სირბილი, პრესები, მკვეთრი მოძრაობები, ცხელ, ტენიან, ან წვიმიან ამინდში ვარჯიში. არ არის სასურველი ისეთი ტრამვის რისკის შემცველი სპორტის სახეობებით დაკავება, როგორიცაა:

ცხენოსნობა;

კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი;

წყლის თხილამურებზე სრიალი;

ძალისმიერი სპორტის სახეობები;

სპორტის გუნდური სახეობები;

სტეპ-აერობიკა;

გორგოლაჭებიანი სპორტის სახეობები;

და სხვა...

ერთი სიტყვით სპორტის ან ვარჯიშის ყველა ის სახეობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მუცლის სულ მცირე ტრამვაც კი.

მართალია სპორტი სხეულის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ფეხმძიმობის დროს, როცა რაიმე სახის დაავადებას აქვს ადგილი, სპორტის სახეობებით დაკავება შეიძლება ორსულს მხოლოდ ცუდად შემოუბრუნდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის სარგებლობაზე.

ასეთ დაავადებებს შეიძლება მივაკუთნოთ:

»» ტოქსიკოზი;

»» ქრონიკული აპენდიციტი;

»» ტკივილი მუცლის ან მენჯის არეში;

»» ანთებითი ან ჩირქოვანი პროცესები;

»» ინფექციური დაავადებები

»» მაღალი არტერიული წნევა;

»» ნაყოფის განვითარების შეფერხება;

»» პლაცენტის წინამდებარეობა;

»» საშვილოსნოდან სისხლდენა;

»» წყალუხვობა (ამნიონის ღრუში სანაყოფე წყლების ჭარბი დაგროვება);

»» თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები;

»» გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

»» წინა პერიოდში მუცლის მოშლა;

»» მრავალნაყოფიანი ორსულობა;

გახსოვდეთ, რომ სპორტს უნდა მოჰქონდეს თქვენთვის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური სიამოვნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მისგან სარგებლის მიღება. სპორტით, ან ვარჯიშით დაკავების დროს, თქვენ მუდამ თან უნდა გახლდეთ კომფორტის შეგრძნება, რომელიც ჯანსაღი ძილითა და პოზიტიური განწყობით არის გამყარებული.

მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თქვენი არჩევანი გამართლებული და მიაღწევთ სასურველ შედეგს, რაც გამოიხატება საკუთარი თავისა და მომავალი პატარას ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და სპორტი

 

შარდის ბუშტის ანთება

 

ფეხმძიმობის მე-18 კვირა - შარდის ბუშტის ანთებაროგორც უკვე ცნობილია და არაერთგზის ავღნიშნეთ, ფეხმძიმობის ერთ-ერთ პირველ სიმპტომს ადრეულ სტადიებზე, -  გახშირებული შარდვა წარმოადგენს, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს მთელი 9 თვის განმავლობაში.

საშარდე ბუშტის ინფექცია, ანუ ცისტიტი - ფეხმძიმობის დროს ძალიან გავრცელებული დაავადებაა. მისი სიმპტომებია: ხშირი და მტკივნეული შარდის გამოყოფა (დიზურია) განსაკუთრებით მოშარდვის ბოლოს, მოშარდვის (შარდის ბუშტის დაცლის) ცრუ შეგრძნება.

შარდის ანალიზის ჩაბარება ხდება გინეკოლოგთან პირველივე ვიზიტის დროს. მაგრამ თუ გამოვლინდა ზემოთ ჩამოთვლილი სიპტომები, სჭიროა ანალიზის გამეორება.

შეიძლება თუ არა შარდის ბუშტის ანთების თავიდან აცილება? რა თქმა უნდა შეიძლება. ნურასოდეს მოითმენთ, თუ გსურთ მოშარდვა. დაცალეთ შარდის ბუშტი მოშარდვის სურვილის პირველივე ნიშნებისთანავე, აგრეთვე სქესობრივი აქტის შემდეგ. სვით რაც შეიძლება მეტი სითხე. განსაკუთრებით კარგია შტოშის წვენი, რომელიც ჟანგავს შარდს, რაც თავიდან იცილებს ინფექციების რისკს.

თუ ეჭვობთ, რომ ციტიტი გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ნუ დატოვებთ დაავადებას უყურადღებოდ. ცისტიტი, რომელიც არ განიკურნა დროულად, შეიძლება გადაიზარდოს სხვა ინფექციებში, მათ შორის პიელონეფრიტში (თირკმლის ქსოვილის ანთება), რომელიც გაცილებით სერიოზული დაავადებაა, რადგან ეხება უშუალოდ თირკმელებს.

პიელონეფრიტის შემთხვევაში, სრულებით შესაძლებელია საავადმყოფოში მოგიწიოთ მკურნალობამ, მაშინ როცა ცისტიტს შეგიძლიათ თავადაც გაუმკლავდეთ. არსებობს ანტიბიოტიკები, რომლებიც ებრძვის ცისტიტს და სრულიად უსაფრთხოა ორსულებისთვის.

საშარდე გზების ინფექციები საშიშია არა მარტო პიელონეფრიტის გამო, არამედ მათ შეიძლება ხელი შეუწყონ ნაადრევ მშობიარობას ან არასრულყოფილი მასის ბავშვის დაბადებას. ამიტომ იყავით ყურადღებით, და თუ დაგისვეს დიაგნოზი - საშარდე გზების ინფექცია, მაშივე მიიღეთ მისი დროულად მკურნალობისთვის აუცილებელი ყველა ზომა.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-18 კვირა - მომავალი ბავშვიმე-18 კვირისთვის ნაყოფის სიგრძე მიახლოებით - 19-20 სმ, ხოლო წონა 150-200 გრამია. გრძელდება ძვლების გამაგრების პროცესი. პატარას კანი ძალიან თხელი, გამჭვირვალე და დანაოჭებულია, რადგან იგი წარმოქნის ნაკეცებს. კანის მიღმა კარგად ჩანს სისხლძარღვები, რის გამოც კანის ფერი გამოიყურება როგორც მკვეთრი-წითელი.

მოძრაობის აქტიურობასთან ერთად ძლიერდება გულის მუშაობა, იმატებს არტერიული წნევა, ჩქარდება სისხლის მოძრაობა მთელს ორგანიზმში და პლაცენტის გავლით, რაც იწვევს სისხლში ჟანგბადის დონისა და საკვები ნივთიერებების გაზრდას.

უკვე სრულებით ფორმირებულია ხელები და ფეხები, თითების ფალანგები, ხოლო თითების ბალიშებზე უკვე უკვე შეინიშნება აბსოლიტურად უნიკალური და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თითების ანაბეჭდი.

პატარას უკვე შეუძლია ერთი ხელი ჩაჭიდოს მეორეს, მომუშტოს თითები, ხელები მიიტანოს სახესთან, ხოლო სახეს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა გამომეტყველება.

ნაყოფის ხელები და ფეხები მუდმივ მოძრაობაშია, მოძრაობის აქტიურობა შესაბამისობაშია მისი კუნთებისა და ტვინის განვითარებასთან.

განუწყვეტლივ მიმდინარეობს თავის ტვინის ქერქის განვითარება. ინტენსიურად იყოფა ნერვული უჯრედები და იზრდება მათი რიცხვი. წარმოიქმნება ტვინის ნაოჭები და ხვეულები.

გრძელდება ენდოკრინული სისტემის განვითარება. ფარისებრი და თირკმელსზედა ჯირკვლების მოქმედებას უკვე შეუძლია ნაწილობრივ გადაფაროს კიდეც დედის ორგანიზმის მოთხოვნილებები (თურკმელსზედა ჯირკვლის უკმარისობის შემთხვევაში).

ბავშვი უკვე შესამჩნევად რეაგირებს დედის ემოციური მდგომარეობაზე (მღელვარება, შფოთი, შიში, სიხარული, მრისხანება).

დედის დამოკიდებულება ნაყოფთან მიმართებაში - შემდგომში, პატარას საკუთარ თავთან დამოკიდებულების საფუძველს ქმნის. ამიტომ, დედის მღელვარებამ, ქრონიკულმა შფოთმა და წინააღმდეგობრივმა დამოკიდებულებამ საკუთარი პირმშოს მიმართ მის დაბადებამდე, შესაძლოა  შემდგომში ბავშვის გაუბედავობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა გამოიწვიოს.

და პირიქით, დადებითი ემოციები, კარგი განწყობა და ბედიერი მოლოდინი, ქმნის მომავალი ბავშვის ჯანმრთელი, ემოციონალური სფეროს ჩამოყალიბების საფუძველს.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
Mziko
2018-07-01
Ukacravad mainteresebs 18 kviraze pataraze mitxres rom ert ert sisxldzargvze aq patara cista anu cylis bushti.sashishia es tu ara
ნატა
2017-01-30
რააააა არის ეს
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ