მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 78981 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-16 კვირა - მომავალი დედამე-16 კვირაში შეგრძნებები კვლავ სტაბილური და სასიამოვნოა. დასრულებულია ტოქსიკოზი, აღარ არის ხშირი შარდვის პრობლემა, ქრება მტკივნეული შეგრძნებები მკერდის არეში (თუმცა მკერდის ზრდის პროცესი კვლავ გრძელდება, ემზადება რა ლაქტაციისთვის), აღარ აქვს ადგილი განწყობილების მკვეთრ ცვლილებებს, რასაც ადგილი ჰქონდა ჰორმონების ზემოქმედების გამო.

გადატანილი ტოქსიკოზის შემდეგ კვლავ ძლიერდება მადა, მომავალი დედა აგრძელებს სრულყოფილად კვებას და შეუძლია მიიღოს ის საკვები, რასაც გასაგები მიზეზის გამო ვერ იღებდა წინა თვეების განმავლობაში.

მიუხედავად სტაბილური პერიოდისა, შესაძლოა ორსულს კვლავ დარჩეს დამახასიათებელი ტკივილის შეგრძნებები. ყველაზე ხშირად ეს გამოიხატება ტკივილით წელის არეში, რისი მიზეზიც ხერხემალზე გაძლიერებული დაწოლაა.

ამ პერიოდში, საშვილოსნო განაგრძობს აქტიურ ზრდას და მისი მასა მიახლოებით 250 გრამია, ასევე გაზრდილია ამნიოტური წყლების მოცულობაც და იგი 250 მლგ - ს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში მუცლის ზრდა დიდად არ შეიმჩნევა, რადგან მუცელი და საშვილოსნო ჯერ კიდევ არ არის გაწელილი და დაჭიმულ მდგომარეობაშია. მუცლის ზრდა, უფრო ადრეულ პერიოდშიც კი, უფრო შესამჩნევია მათთვის, ვისთვისაც ფეხმძიმობა პირველი არ არის.

მუცელზე წარმოიქმნება მუქი ფერის ზოლი, რომელიც მუცელს ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს. ეს ზოლი იწყება ჭიპიდან და მიდის ქვემოთ. რაც უფრო იზრდება მუცელი, მით უფრო მკაფიოა ეს ზოლი. ამის მიზეზია კანის უჯრედებში გარკვეული რაოდენობის მელანინის პიგმენტის დაგროვება მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში.

ასეთივე პიგმენტური ლაქები შეიძლება გაჩნდეს ლოყებზე, შუბლზე, თვალების გასწვრივ და ა. შ თუმცა არ ღირს ამის გამო ნერვიულობა, ეს დროებითი მოვლენაა და მშობიარობის შემდეგ მუცლის ზოლიც და პიგმენტური ლაქებიც უკვალოდ გაქრება.

ნორმალური ორსულობის დროს, დედის ორგანიზმი თავად ზრუნავს, რომ ნაყოფმა მიიღოს შესაბამისი რაოდენობის გლუკოზა (შაქარი). ათავისუფლებს რა ანტიინსულინურ მექანიზმს, იგი ხელს უწყობს სისხლში შესაბამისი რაოდენობის გლუკოზის არსებობას, რომელიც კვებავს ნაყოფს.

ზოგჯერ ეს მექანიზმი მოქმედებს იმდენად ძლიერად, რომ ამ დავალებას ყოველთვის იდეალურად ვერ უმკლავდება, რადგან სისხლში ხვდება ზედმეტი რაოდენობის გლუკოზა, ვიდრე ეს შეუძლია დაუშვას თირკმლებმა და ვიდრე ეს საჭიროა დედისა და ნაყოფისთვის. ამ დროს ზედმეტი გლუკოზა გამოიყოფა შარდის საშუალებით.

იმ ქალებისთვის, რომლებიც დაავადებული არიან შაქრიანი დიაბეტით, ან გააჩნიათ მიდრეკილება ამ დაავადების მიმართ, ინსულინის რაოდენობა, რომელსაც გამოიმუშავებს ორგანიზმი ფეხმძიმობის დროს, შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი. შედეგად, სისხლში და შარდში ნარჩუნდება შაქრის მაღალი დონე - ეს არის ეგრეთ წოდებული ფეხმძიმეთა შაქრიანი დიაბეტი.

ამ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს ორსულს, სისხლში შაქრის დონის განსაზღვრაზე და ტესტი გლუკოზის მიმართ ამტანობაზე. ამ გზით გამოვლინდება შაქრიანი დიაბეტი.

 

ბავშვის პირველი მოძრაობა

 

ფეხმძიმობის მე-16 კვირა - ბავშვის პირველი მოძრაობაბევრი მომავალი დედა ამ პერიოდში მოუთმენლად ელოდება როდის იგრძნობს საკუთარი პირმშოს პირველ მოძრაობებს.

დედის მიერ ნაყოფის მოძრაობის შეგრძნების ვადები, მკაცრად განსაზღვრული არ არის, ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც დედაზე (მისი მგრძნობელობის ხარისხზე), ასევე ნაყოფზე (არსებობენ როგორც აქტიური, ასევე პასიური ბავშვები).

როგორც წესი, ორსული, ყოველი მეორე და შემდგომის ფეხმძიმობის დროს, ბავშვის მოძრაობას შეიგრძნობს მე-16-18 კვირის შუალედში, ხოლო პირველი ფეხმძიმობის დროს ორი კვირის დაგვიანებით, ანუ მე-18-20 კვირის შუალედში.

ასე რომ, თუ თქვენ უკვე გყავთ ბავშვები, სავსებით მოსალოდნელია ბავშვის მოძრაობა ამ პერიოდისთვის იგრძნოთ, მაგრამ თუ ეს პირველი ბავშვია, კიდევ რამოდენიმე კვირა მოგიწევთ მოცდა. ამ პერიოდში ეს რეალურიცაა, რადგან ნაყოფის შთამბეჭდავი ზომები აღარ იძლევა საშვილოსნოში თავისუფლად განთავსების საშუალებას და მისი მოძრაობაც უფრო შესამჩნევი ხდება.

ბავშვის პირველ მოძრაობას უფრო გრძნობენ გამხდარი ქალები, სრული ქალები კი მას გრძნობენ შედარებით გვიან, როცა ნაყოფის მოძრაობა უფრო ძლიერი და ინტენსიური ხდება.

ეს მოძრაობა თავდაპირველად შეიძლება წააგავდეს: ფრთების მსუბუქ თრთოლვას, მსუბუქ ბიძგს, მსუბუქ შეფართხალებას, ჰაერის ბუშტულების გასკდომას, ნაწლავებში გაზების მოძრაობას, შიმშილის დროს მუცლის "ბუყბუყს" და ა.შ.

ამ მომენტიდან მყარდება ორმხრივი კონტაქტი ნაყოფსა და მის მშობლებს (პირველ რიგში დედას) შორის, რადგან სწორედ ეხლა იგრძნობა მისი აქტიურობა მუცელზე ხელის დადების დროს. ბავშვი ხდება აბსოლიტურად რეალური და არა "მითიური არსება", რომელიც ცხოვრობს მუცელში.

 

ალფაფეტოპროტეინი

 

ფეხმძიმობის მე-16 კვირა - ალფაფეტოპროტეინიფეხმძიმობის მე-16-18 კვირის პერიოდში ტარდება სისხლის ანალიზი ალფაფეტაპროტეინის (АFP) შემცველობაზე.

ეს არის ცილა, რომელსაც გამოიმუშავებს ნაყოფის ორგანიზმი ზრდის პროცესში და ხვდება სანაყოფე წყლებში ნაყოფის შარდთან ერთად, იქედან კი სანაყოფე გარსის გავლით, დედის სისხლში. სანაყოფე წყლებში ალფაფეტოპროტეინის რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე დედის სისხლში.

დედის სისხლში იგი ფიქსირდება მიახლოებით მე-10 კვირიდან და მუდმივად იმატებს 25- ე კვირამდე, შემდეგ კი თანდათან იკლებს.

ანალიზის დრო, უნდა იყოს ზუსტად შერჩეული, დედის გესტაციური ასაკისა (ჰესტაციური ასაკი) და მასის გათვალისწინებით.

ალფაფეტოპროტეინის რაოდენობის განსაზღვრა სანაყოფე წყლებში ხდება ამნეოცენტეზის (სანაყოფო ბუშტის პუნქცია (გაჩხვლეტა) სანაყოფო წყლების მისაღებად) საშუალებით, ხოლო დედის სისხლში - სისხლის ანალიზის საშუალებით.

სისხლში ალფაფეტოპროტენის ამაღლებული დონე, შესაძლოა იყოს ნაყოფის განვითარების ისეთი სერიოზული პათოლოგიების ნიშანი, როგორიცაა: ნერვული მილის - ღეროს და მუცლის ღრუს წინა კედლის დეფექტი, შარდგამომყოფი სისტემის პათოლოგია, ხერხემლის მალების გახლეჩა და ანენცეფალია (ცენტრალური ნერვული სისტემის სერიოზული დარღვევა).

მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი ალფაფეტოპროტეინის დაბალ დონესა და დაუნის სინდრომს შორის. ადრე ამ დაავადების აღმოჩენა შეიძლებოდა მხოლოდ ამნეოცენტეზის საშუალებით (რომელიც არ არის მარტივი პროცედურა), ეხლა კი მისი აღმოჩენა შესაძლებელია ორსულობის ადრეულ სტადიებზე დედის სისხლის ანალიზის საშუალებით.

ამიტომ უახლოეს ხანში რეკომენდებულია შემდეგი სახის გამოკვლევები:

»» საერთო დათვალიერება;

»» შარდის საერთი ანალიზი;

»» პრენატალური ბიოქიმიური სკრინინგი (სამმაგი ტესტი) - HCG (ფეხმძიმობის ჰორმონი - ქორიონული გონადოტროპინი) + UE3 (ესტრიოლი) + AFP (ალფაფეტოპროტეინი);

სამმაგი ტესტი ალფაფეტოპროტეინის დონის განსაზღვრის გარდა, იძლევა ბავშვის დაუნის სინდრომით დაავადების ალბათობის განსაზღვრის შესაძლებლობას.

თუ სისხლის ანალიზის განსაზღვრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მასში ალფა ფეტოპროტეინის შემცველობა ნორმაზე მაღალი ან დაბალია, ექიმი დანიშნავს შემდგომ გამოკვლევებს, შესაძლოა ამნეოცენტეზს.

სისხლის ანალიზი ალფაფეტოპროტეინის შემცველობაზე, არ შედის აუცილებლად გასაკეთებელი ანალიზების რიცხვში, თუმცა თუ თქვენ იგი არ დაგინიშნეს, შესაძლოა სთხოვოთ ექიმს, რომ გაგიკეთონ ეს ანალიზი. ეს თქვენთვის არავითარ სირთულეს და საფრთხეს არ წარმოადგენს, სამაგიეროდ კი ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია ბავშვის ზრდისა და განვითარების შესახებ.

 

დედისა და ბავშვის სისხლის შეუთავსებლობა (რეზუს-კონფლიქტი)

 

ფეხმძიმობის მე-16 კვირა - დედისა და ბავშვის სისხლის შეუთავსებლობაგინეკოლოგთან პირველივე ვიზიტის დროს, სავარაუდოდ უკვე გაგიკეთეს სისხლის ჯგუფის (О, А, В, АВ) და რეზუს - ფაქტორის (დადებითი ან უარყოფითი) ანალიზები.

ამ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისათვის. თუ თქვენი სისხლის რეზუს - ფაქტორი დადებითია, სანერვიულო არაფერი გაქვთ, მაგრამ თუ რეზუს - ფაქტორი უარყოფითია, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლის რეზუს - შეუთავსებლობას.

თუ თქვენი სისხლის ფაქტორი რეზუს - უარყოფითია და ადრე გაგიკეთებიათ სისხლის გადასხმა, ან შეუყვანიათ სისხლის საფუძველზე დამზადებული სხვა პრეპარატები, შესაძლოა მოხდა თქვენი ორგანიზმის სენსიბილიზაცია, ანუ გახდით მგრძნობიარე რეზუს ფაქტორის მიმართ. ეს კი ნიშნავს, რომ სისხლში დაიწყება ანტისხეულების გამომუშავება, რომელიც აბსოლიტურად უსაფრთხოა თქვენთვის, მაგრამ წარმოადგენს საფრთხეს მისთვის, ვისაც რეზუს დადებითი სისხლი აქვს.

სენსიბილიზაცია ხდება იმ შემთხვევაში, თუ ორსულ ქალს აქვს რეზუს უარყოფითი სისხლი, ხოლო ნაყოფს რეზუს დადებითი.

თუ ნაყოფს, ისევე როგორც თქვენ, რეზუს უარყოფითი სისხლი აქვს, ამ დროს არავითარ გართულებას ადგილი არა აქვს. მაგრამ თუ ნაყოფის რეზუს ფაქტორი დადებითია, მაშინ ანტისხეულები თქვენი სისხლიდან, პლაცენტის გავლით ხვდება ნაყოფის სისხლში და იწყებს მისი ერითროციტების რღვევას.

ეს ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, იგი იწვევს მძიმე ანემიას, სისხლის მიმოქცევის დარღვევას. ბავშვი შესაძლოა დაიბადოს ჰემოლიტიკური დაავადებით.

წინათ, ქალებს, რომელთა სისხლის ფაქტორი იყო რეზუს უარყოფითი, ეღუპებოდათ ბავშვები, ან ისინი იბადებოდნენ სუსტები და დაავადებულები.

საბედნიეროდ, დღეს ამ საშიშროების თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატით - იმუნოგლობულინი, რომელიც მიღებულია ადამიანის სისხლისგან.

იმუნოგლობულინის ინექცია კეთდება ფეხმძიმობის 28- ე კვირაზე და მშობიარობის შემდეგ 72 საათის განმავლობაში, თუ ბავშვი დაიბადა რეზუს დადებითი სისხლის ფაქტორით.

თუ ბავშვი რეზუს უარყოფითი სისხლის ფაქტორით დაიბადა, ამ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ იმუნოგლობულინის ინექცია არ კეთდება.

იმუნოგლობულინის გაკეთება საჭირო არ იყო ფეხმძიმობის 28- ე კვირაზეც. მაგრამ მაშინ ნაყოფის ზუსტი რეზუს ფაქტორი ცნობილი არ იყო, ამიტომ თავის დაზღვევისთვის, რათა რისკის ქვეშ არ იყოს დაყენებული ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მომავალ დედას 28- ე კვირაზე იმუნოგლობულინი მაინც უკეთდება.

რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ქალებს იმუნოგლობულინი უკეთდებათ სხვა შემთხვევებშიც, მაგალითად: საშვილოსნოსგარე ორსულობა, მუცლის მოშლა, აბორტი, აგრეთვე ამნიოცენტეზის დროს.

ეს ზომები საჭიროა იმისთვის, რათა ორსული დაცული იყოს სენსიბილიზაციისგან და სისხლში ანტი სხეულების წარმოქმნისგან. ამიტომ აუცილებელია იცოდეთ, რომ ანტისხეულები საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას.

 

ამნიოცენტეზი

 

ფეხმძიმობის მე-16 კვირა - ამნიოცენტეზიამნიოცენტეზი - არის სანაყოფო ბუშტის პუნქცია (გაჩხვლეტა) სანაყოფო წყლების მისაღებად მისი შემდგომი გამოკვლევის მიზნით. იგი აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება ფეხმძიმობის მე -18 - მე -20 კვირაზე.

ერთის მხრივ, ორსულობის ამ ვადებში საშვილოსნო უკვე საკმარისად დიდია, ხოლო ნაყოფი გარშემორტყმულია დიდი მოცულობის სანაყოფე წყლებით, რაც იძლევა ამ ტესტის ჩატარების კარგ შესაძლებლობას.

მეორეს მხრივ კი ამ პერიოდში მშობლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იფიქრონ ფეხმძიმობის შეწყვეტაზე თუ დგანან ასეთი გადაწყვტილების აუცილებლობის წინაშე.

ამნიოცენტეზის ჩატარება ხდება შემდეგგვარად: წინასწარ, ულტრაბგერითი გამოკვლევის დახმარებით, განსაზღვრავენ საშვილოსნოში ნაყოფისა და პლაცენტის ადგილმდებარეობას, რათა სანაყოფე სითხის ამოღების დროს არ მოხდეს მათი დაზიანება. შემდეგ ხდება საშვილოსნოს ზემოთ მდებარე მუცლის მონაკვეთის დეზინფიცირება და გაუტკივარება, ხოლო შემდეგ მუცლიდან საშვილოსნოში შეჰყავთ ნემსი და შპრიცით ამოაქვთ დაახლოებით 30 მლ სანაყოფე სითხე ანალიზისთვის.

ამის შემედგ ხდება სანაყოფე წყლებში არსებული ნაყოფის უჯრედების დათესვა და ამ გზით ნაყოფის განვითარებაში არსებული გადახრების დადგენა.

ამნიოცენტეზი იძლევა მეცნიერებისთვის ცნობილი ნაყოფის 400 დეფექტიდან - 40 თანდაყოლილი ნაკლის დიაგნოზირების საშუალებას, ეს არის დაახლოებით 10% და შემდეგი სახის დეფექტები:

- ქრომოსომული მუტაციები, კერძოდ დაუნის სინდრომი. დაავადების ამ ჯგუფის დიაგნოსტიკა ხდება ქრომეოსომების გამოკვლევის გზით. ამ გზითვე არის შესაძლებელი ნაყოფის სქესის დადგენა;

- ძვლის დაავადებები (მაგალითად არასრულყოფილი ოსტეოგენეზი);

- ნაყოფის ინფექციები (ისეთი როგორიცაა ჰერპესი ან წითურა);

- ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები (მაგალთად ანენცეფალია);

- სისხლის დაავადებები (მაგალითად ჰემოლიტიკური დაავადებები);

- თანდაყოლილი ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (ფერმენტების არასაკმარისი გამომუშავება, ან ქიმიური რეაქციების დარღვევა);

ამნიოცენტეზის დროს შესაძლებელია შემდეგი სახის გართულებები: ნაყოფის, პლაცენტისა და ჭიპლარის დაზიანება, ინფექციების შეჭრის საფრთხე, ფეხმძიმობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა.

ნაყოფის დაღუპვის საფრთხე ამნიოცენტეზის დროს შეადგენს 0,5-3 პროცენტს. ეს პროცედურა აუცილებლად უნდა ჩაატაროს მხოლოდ მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტმა.

მართალია ულტრაბგერითი გამოკვლევა ეხმარება ნემსის საშვილოსნოში შეყვანაში, ისე, რომ არ იქნეს დაზიანებული ნაყოფი ან პლაცენტა, მაგრამ მიუხედავად ამისა, 100 პროცენტიან გარანტიას ეს არ იძლევა.

ამნიოცენტეზის დროს შეიძლება შეიქმნას ნაყოფის სისხლდენის საშიშროება და ნაყოფის სისხლი მოხვდეს დედის სისხლის მიმოქცევაში. იმ შემთხვევაში, თუ დედას და ნაყოფს სხვადასხვა სისხლის ჯგუფი ან ფაქტორი აქვთ, შესაძლოა დაიწყოს დედის სენსაბილიზაციის პროცესი, რაც როგორც უკვე ავღნიშნეთ, საშიშია.

ამიტომ, თუ მომავალ დედას უარყოფითი რეზუს ფაქტორი აქვს, ამნიოცენტეზის პროცედურის ჩატარების წინ, მას აუცილებლად უნდა შეუყვანონ იმუნოგლობულინი.

 

ძილისთვის შერჩეული მოხერხებული პოზა

 

ფეხმძიმობის მე-16 კვირა - ძილისთვის შერჩეული მოხერხებული პოზაფეხმძიმობის განვითარებასთან ერთად, თქვენ შეამჩნევთ, რომ სულ უფრო გიჭირთ ძილისთვის მოხერხებული და კომფორტული პოზის შერჩევა.

აი რამდენიმე რჩევა ამის შესახებ:

»» შეეცადეთ არ დაწვეთ ზურგზე. როგორც ცნობილია საშვილოსნო იზრდება და ზურგზე წოლის შემთხვევაში იგი დააწვება ისეთ მნიშვნელოვან სისხლძარღვებს, როგორიცაა ვენა ქვედა ღრუ (vena cava inferior) და აორტა. ამან შეიძლება შეაფერხოს ნაყოფისთვის და თქვენი სხეულის ზოგიერთი ორგანოსთვის სისხლის მიწოდება. ზოგჯერ, ფეხმძიმე ქალებს, რომლებიც ზურგზე წვანან, სუნთქვაც უჭირთ ხოლმე.

»» არ არის რეკომენდებული მუცელზე წოლაც. ამ დროს საშვილოსნო განიცდის ძლიერ დაწოლას. ამ დროს რაც უფრო მეტია ორსულის წონა, მით უფრო მეტ დაწოლას განიცდის საშვილოსნო და მით უფრო რთული იქნება ასეთ პოზაში წოლა.

»» ფეხმძიმობის დროს რეკომენდებულია გვერდზე წოლა, ოპტიმალური ვარიანტია მარცხენა გვერდზე წოლა. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ამ პოზაში ძილს აქედანვე მიეჩვევით, ეს გამოგადგებათ მოგვიანებით, ორსულობის ბოლო სტადიებზე, როცა მუცელი გაცილებით დიდია და საჭირო პოზის შერჩევაც გაცილებით რთული.

უფრო მეტი მოხერხებულობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიშები. ერთი ბალიში ამოიდევით ზურგის ქვეშ, რათა როცა ზურგზე გადაბრუნდებით, არ იწვეთ ბრტყელ ზედაპირზე. მეორე ბალიში დაიდეთ ფეხებს შუა, ან შემოაწყვეთ მასზე ფეხები (ისე, როგორც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს).

არსებობს სპეციალური, ფეხმძიმობისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბალიშები, რომლის გამოყენებით სასურველი პოზის შერჩევა უფრო მოსახერხებელია, ხოლო ძილი გაცილებით კომფორტული.

ერთი სიტყვით, ეხლავე შეეცადეთ მოძებნოთ და ისწავლოთ ძილისთვის ყველაზე ოპტიმალური პოზა, ვიდრე ეს იყო ფეხმძიმობამდე, რადგან რაც დრო გავა, ეს პროცესი უფრო გართულდება.

ბევრი ქალი აღიარებს, რომ მშობიარობის შემდეგ, მათთვის ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება იყო კვლავ მუცელზე ძილის შესაძლებლობა.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-16 კვირა - მომავალი ბავშვიმე-16 კვირისთვის, ნაყოფის სიგრძე მიახლოებით 16, 5 სმ - ს, ხოლო წონა 118 გრ - ს აღწევს.

ნაყოფი სტაბილურად იმატებს წონაში და მისი სხეული უკვე გაცილებით პროპორციულია, თუმცა თავი ჯერ-ჯერობით კვლავ საკმაოდ დიდია. მას უკვე შეუძლია კისრის გამაგრება, თავის აწევა და მიტრიალება. თავზე შეინიშნება თმები, რომლის ძირები, ისე როგორც წარბებისა, შედარებით სქელია, ამიტომ იგი უკვე განსხვავდება სხეულის სხვა ნაწილებზე არსებული თმებისგან.

თავად თმები პრაქტიკულად პიგმენტაციის გარეშეა, თუმცა დროთა განმავლობაში პიგმენტის უჯრედები ნაყოფის თმებს მიანიჭებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ გარკვეულ შეფერილობას.

მე-16 კვირისთვის უკვე ფორმირებულია ფრჩხილები. ნაყოფის ხელები უფრო გრძელია, ვიდრე ფეხები, ხოლო მათი მოძრაობა გაცილებით აქტიურია.

ამ პერიოდისთვის აქტიურად იწყებს მუშაობას შინაგანი ორგანოები. ღვიძლი ითავსებს საკვების გადამუშავების ფუნქციას. მართალია "ტესტურ" რეჟიმში, თუმცა მაინც მუშაობს კუჭი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავები. 

ნაწლავები უკვე თითქმის სრულყოფილად ასრულებს საკუთარ ფუნქციას, გამოყოფს რა პირველყოფილ, მუქი - მომწვანო ფერის განავლის მაგვარ მასას (ე. წ მეკონიუმს), რომელიც ძირითადად ნაღვლის ბუშტში გამომუშავებული სითხისგან შედგება.

ღვიძლს, შარდის ბუშტსა და ნაწლავებს არ ჩამორჩება თირკმლები და შარდის ბუშტიც, ყოველ 45 წუთში ხდება შარდის გამოყოფა, რომელიც ერევა სანაყოფე წყლებს, რომლის რაოდენობაც თანდათანობით იზრდება.

ნაყოფი, ისე როგორც "კოსმონავტი უწონობაში" თავისუფლად დაცურავს სანაყოფო წყლებში და თავს შესანიშნავად გრძნობს.

ხდება ნაყოფის შიდა სეკრეციის ჯირკვლების სრულყოფა - უპირველეს ყოვლისა თირკმელზედა ჯირკვლებისა. ამ დროს უკვე მათაც შეუძლიათ ჰორმონების გამომუშავება და საერთო წვლილი შექვთ ბავშვის ორგანიზმის საერთო ჰორმონალურ დონის ჩამოყალიბებაში.

როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ამ პერიოდში ნაყოფის შთამბეჭდავი ზომები აღარ იძლევა საშვილოსნოში თავისუფლად განთავსების საშუალებას და მისი მოძრაობაც უფრო შესამჩნევი ხდება.

ამიტომ თუ მომავალ დედას უკვე ჰყავს ბავშვი, ან ბავშვები, სავსებით შესაძლებელია ნაყოფის მოძრაობა შეიგრძნოს მე-16 - მე-18 კვირის ფარგლებში. ხოლო თუ ფეხმძიმობა პირველია, სავარაუდოდ ნაყოფის მოძრაობას იგი იგრძნობს მე-18 - მე-20 კვირის ფარგლებში.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
მარიამი
2020-11-08
მაინტერესებს რამდენად საშიშია სტაფილოკოკის ამოთესვა შარდში
ანი
2019-10-19
გამარჯობათ ვარ 14კვირის ორსული. დაახლოებით 12.5კვირიდან მწოლიარე მშვიდ მდგომარეობაში განსაკუთრებით ღამე ვგრძნობ ბავშვის მსუბუქ მოძრაოაბს. მაინტერესებს არის თუ არა საშიში ასე ადრე ნაყოფის მოძრაობის დაწყება?
ანი
2018-12-23
გამარჯობათ.ვარ 12 კვირის ციტოპლაზმა აღმომაჩნდა და გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საშიშია ნაყოფზე?
ტამარი
2018-06-15
გამარჯობატ ვარ 16 კვირის ორსული მაკ ემატომა სისხლიანი გამონადენები ეკიმა დამინისნა წამლები და მიტხრა რომ უბრალოდ არ ვინერვიულო რამდენად არი საშისი რო ორსულობა შეწყდეს გტხოვტ მიპასუხოტ
ნანა
2017-09-16
ითამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს ვარ 20წლის 20 კვირის დაგამიკეთეს 16კვირიდთვის დაუნის სინდრომი ანალიზი სადაც მიწერია რომ ინდივიდუალური რისკი არსებობს სკრინინგის შედეგია სკრინინგ დადებითი Afp -0.99; ue3_0.45;bhcg 1.88 დამიდგინეს 21ქრომოსომი ტრისომიის რისკი მე-18ქრომოსომის ტრისომიის და ნერვული მილის დეფექტების რისკიცირეა. გამიშვეს გამოსაკვლევად ექსპერტული ულტრასონოგრაფიულ კვლევაზე სამედიცინო გენეტიკურ კონსულტურებაზე და პრენატალური ციტოგრნეტიკური დიაგნოსტიკაზე ამნიოცენტეზის საშუალებით. ეხოებზე სულ მეუბნებიან რომ ტვინი კარგი აქვსო,ცხვირის ძვლები ნორმის ფარგლებში ხერხემლის არხი დეფექტების და პათოლოგიების გარეშე გულის რიტმი არ არის დარღვეულია .საყელოსებრი სივრცე 1.2 ვერ გამიგია ამ ჩაჩავას ექიმების თუ ტვინი კარგია და ყ რლაფერსი კარგი აქვს რა რისკებზე მელაპარაკებიან საშინლად მეშინია ამნიოცენტეზის ნემსის არ ვიცი რა ვქნა
Salome
2017-08-14
Rat gindat amniocentezis analizi. Sheidzleba piriqit sheidzleba dazianeba gamoiwvios chxvletis dros. Mshvidad iyavit
Nინო
2017-05-25
3 მაგ ტესტს Aმერიკაშიც აკეტებენ, პირველზეც გამიკეტეს და Mეორეზეც. შAბედნიეროდ გენეტიკა სუფტა აგმოჩნდა, მარტლა ვერ Gამიგია მეც რად უნდათ. ერტი Iს მიკვირს საქართველოში ციფრებით რომ ელაპარაკებიან და AგიჟEბენ გოგოებს. ტონუსI , რაგაც ნივთიერება მეტია Aნ ნაკლები. ექიმი არასოდეს მაძლევს ანალიზის პასუხებს. კომპიუტერში Aქვს და მოკლედ მეუბნება ყველაპერი ნორმაშია. ზედმეტად ტვინში Aრ უტენიან რა Mეტია რა ნაკლები.Pრინატალური ვიტამინების გარდა Aრაპერი მიმიგია. ჩემი რძალი ერთ თOმარა წამლებს სვამდა და უპროსი ბავშვი ნერვოზით Dაიბადა.
vika
2017-03-22
Mainteresebs tavisufali estrioli tu esaa 10,0ras nishnavs
ნინო
2017-03-07
უბრალოდ საქართველოში 35 წელს ზემოთ ორსულებს უფასოდ უკეთებენ სამმაგ ტესტსა და ამნიოცენტეზს ვითომ "ნაყოფზე ზრუნვით". სინამდვილეში კლავენ ორსულებს ნერვიულობით, 5 თვის ორსულმა ან რა უნდა ქნა რამე პრობლემა თუ აქვს ბავშვს? გიხსნიან რომ ბავშვი რომ გაჩნდება მერე დაგეგმავ როგორ იმოქმედოო. მე ალფა-ფეტოპროტეინი მქონდა დაბალი და ანიოცენტეზზე მიშვებდნენ. 35 წლის რადგან ვიყავი 1:350 გაქვს დაუნის სინდრომით ბავშვის გაჩენის შანსიო. უარი ვთქვი მაგ ანალიზზე, რადგან 6 თვისა გავიგებდი პასუხს და რა უნდა მექნა, მაგრამ გული ხომ მისკდებოდა? ხელი რომ მოვაწერე უარის თქმის ფურცელს წავიკითხე, რომ ამნიოცენტეზით გართულებების რისკი ჯამში 2% შეადგენდა, რაც 7 - ჯერ მეტი იყო ჩემი შვილის დაუნის სინდრომით გაჩენის შანსზე. მაშ რატომ მიფინანსებს სახელმწიფო 1000 ლარიან ანალიზს, როცა გადაუდებელ ოპერაციებს ძლივს აფინანსებენ? ანუ კვლევის ნაწილი ხარ და გიმწარებენ ნახევარ ორსულობას იმის მაგივრად გაგახარონ . ჩემი შვილი ჯანმრეტლი, ლამაზი და მშვიდია გაჩნდა. ყველას ვუსურვებ ასეთ ბავშვს. ორსულობისას იმდენი ვინერვიულე ამ სტატიებზე, რომ ვთქვი ჩემი შვილი ჯანმრთელი თუ გაჩნდა, დავწერ რომ სხვებმა ნახონ, და ამ სამმაგ ტესტებზე არ ინერვიულონთქო. ასეთი ბოტრორტება აქ ხდება მარტო, რუსულ საიტებზე ვკითხულობდი და ბევრად მშვიდად არიან ორსეულები, ქართულად სულ საშინელებები წერია, არადა უბრალოდ მონაცემებს აგროვებენ თორემ ვინ რას დაგიფინანსებდა.
ნინო
2017-03-01
გამარჯობა, ვარ 16 კვირის და ორი დღეა დამეწყო კუდუსუნის არეში , ასევე მენჯებისა და ქვედა კიდურების ტკივილი . რამდენად საშიშია ?
თეა
2017-02-15
ვარ 16მეტი კვირის ეხოზე გავედი და მითხრეს რომ ბავშვს ტონუსი კისერში აქვსო, ჩემმა გინეკოლოგმა წოლიტი რეჟიმი გამომიწერა და ტონუსის საწინააგმდეგო წამლები, დზალიან მესჰინია და სასჰისჰი ტუა ეს ყველაფერი
თეა
2017-02-15
გამარჯობა, ტუ სჰეიდზლება ტონუსი თვით ნაყოფში იყოს
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
შორენა
2016-07-12
მაინტერესებს გაუტკივარების გარეშე არ კეთდება ხო ამნიოცენტეზის გაკეთება? რადგან ძალიან მესინია ნევსის გაკეთების მუცელში. იქნებ მალე მიპასუხოთ მადლობა წინასწარ
გვანცა
2016-02-20
მაინტერესეებს ამ პერიდში ცხვირის ძვლის სიგრძე რამხელა?გმადლობთ
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ