მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 72708 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფეხმძიმობის მე-8 კვირათუ ამ პერიოდამდე ჯერ კიდევ არ მიგიმართავთ კონსულტაციის მიზნით გინეკოლოგისთვის, უკვე დროა ეს აუცილებლად გააკეთოთ.

გინეკოლოგთან პირველი ვიზიტის დროს იგი შეადგენს ინდივიდუალურ გეგმას თქვენი ფეხმძიმობის დაკვირვების მიზნით.

ეს გეგმა, პირველ რიგში შეიცავს შემდეგ ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

» სისხლის საერთო ანალიზი -სისხლის საერთო ანალიზის ასაღებად სისხლი ბარდება თითიდან. რეკომენდირებულია ამ დროს უზმოზე ბრძანდებოდეთ, რადგან მიღებულმა საკვებმა შეიძლება რამდენადმე შეცვალოს ანალიზის შედეგები. საკვების მიღების შემდეგ ლეიკოციტების რაოდენობა იმატებს, ხოლო ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტების მიღება ხელს უწყობს სისხლის გარკვეულწილად შედედებას.

» შარდის საერთო ანალიზი - შარდის ანალიზის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია სასქესო ორგანოების ჰიგიენის დაცვა, სანამ საჭირო დოზის შარდს აიღებდეთ. ანალიზისთვის აუცილებელია დილის შარდის ჩააბაროთ.

» სისხლის ჯგუფი და რეზუს-ფაქტორი - ამ ანალიზისთვის სისხლს ვენიდან იღებენ.

» სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - ეს ანალიზი უჩვენებს ღვიძლის, თირკმელების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  მუშაობას. ანალიზისთვის საჭიროა სისხლის ვენიდან აღება. პროცედურაზე უნდა მიბრძანდეთ დილის საათებში და იმყოფებოდეთ უზმოზე.

» სისხლის ანალიზი შიდსზე - სიფილისი, ბ, ც ჰეპატიტი. ეს ანალიზი კეთდება ამ მწვავე დაავადების გამოსარიცხად. სისხლს ამ ანალიზის დროსაც ვენიდან იღებენ და ამ შემთხვევაშიც უზმოზე უნდა ბრძანდებოდეთ.

» სისხლის ანალიზი ტორჩ-ინფექციების არსებობაზე - ტოქსოპლაზმოზი, წითელა, ციტომეგალოვირუსული და ჰერპესული ინფექციები. ეს ტესტების კომპლექსი გამოავლენს  ყველა ამ ინფექციას, მათი არსებობობის შემთხვევაში, რადგან ყველა მათგანი საშიშია ნაყოფის შემდგომი განვითარებისათვის.

ეს გამოკვლევა ასევე გამოავლენს გქონდათ თუ არა ამ ინფექციებიდან რომელიმე წარსულში, ან თუ ის პირველად გაქვთ, ხომ არ არის გადასული ქრონიკულ მდგომარეობაში. აგრეთვე აჩვენებს რა დონის წინააღმდეგობა შეიძლება გაუწიოს თქვენმა ორგანიზმმა არსებულ ინფექციას. სისხლი ამ შემთხვევაშიც ვენიდან იღება.

» კოაგულოგრამა - არის სისხლის შედედების სისტემის გამოკვლევა, რომელშიც ორსულობისას მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.

ნორმის მაჩვენებლებიდან გადახრა მნიშვნელოვნად იძლევა ორსულობისას სამომავლო გართულებების დიაგნოსტიკისთვის პროგნოზირების საშუალებას. სისხლი იღება ვენიდან  დილით უზმოზე.

» საშოს ნაცხის ანალიზი ფლორაზე -ეს ანალიზი გამოიყენება სხვადასხვა ანთებითი პროცესების დიაგნოსტიკისთვის და იმ დაავადებათა არსებობის დადგენის საშუალებას იძლევა, რომელნიც სქესობრივი გზით გადადის.

ანალიზისთვის არ გესაჭიროებათ განსაკუთრებული მომზადება, ის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაიკეთოთ. ანალიზი კეთდება გინეკოლოგიური გასინჯვის დროს.

» საშოს ნაცხის ანალიზი ციტოლოგიაზე - იღებენ საშვილოსნოს ყელიდან ანაფხეკს იმ უჯრედების შესასწავლად, რომელიც ფარავს ყელს.

ნაცხის აღება ხდება გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს. ეს ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია საშვილოსნოს ყელის ფონური კიბოსწინა და კიბოს დაავადებების დიაგნოსტიკისათვის.

» ნაცხი ფარულ ინფექციებზე - პჯრ (პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია)-დიაგნოსტიკით ვლინდება შემდეგი ინფექციების: - ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია და მარტივი ჰერპესი.

» თირეოტროპული ჰორმონი  - TSH ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის გამოკვლევა

» პროგესტერონი - PROG ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ორსულობის პერიოდში ნივთიერებათა ცვლის პროცესს ქალის სხეულში. მისმა დაბალმა დონემ შეიძლება ფეხმძიმობის შეწყვეტა გამოიწვიოს.

» ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) - დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ულტრაბგერითი გამოკვლევა უმნიშვნელოვანესია ფეხმძიმობის მიმდინარეობის ასპექტების დაზუსტებისათვის. მისი საშუალებით დგინდება ნაყოფის მდგომარეობა, მისი ფორმირებისა და განვითარების თავისებურებები.

დამატებითი გამოკვლევები:

ამ ჯგუფიდან გამოკვლევებს იმ პაციენტებს უნიშნავენ, რომელთაც  ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, ან გადაიტანეს ორსულობის პერიოდში  მწვავედ მიმდინარე დაავადებები.

» შარდის ანალიზი ნეიპორენკოს მეთოდით - ანალიზი კეთდება შარდის ანალიზის ნორმის გადახრისას. ის საშუალებას იძლევა გამოიკვლიოს შარდმდენ სისტემაში სხვადასხვა ინფექციური პროცესების არსებობა. ნათელ სურათს იძლევა თირკმელების  ფილტრაციულ და გამომყოფ  ფუნქციებზე.

» სისხლის ანალიზი ჰორმონზე - ეს ანალიზი კეთდება, თუ  ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე გაჩნდა ეჭვი ან ფეხმძიმე ორსულობის  ნაადრევი შეწყვეტის საშიშროების წინაშე დგას. განსაკუთრებული საჭიროებისას ექიმი ნიშნავს ანალიზებს პარაფარისებრი ჯირკვლების, საკვერცხებისა და ჰიპოფიზის ფუნციონირების ხარისხის გამოსავლენად.

» ანტირეზუსული და ჯგუფური ანტისხეულების სისხლის ანალიზი - ენიშნება უარყოფითი რეზუსის ან პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ორსულს.. (იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეს დადებითი რეზუსი აქვს ან სისხლის ჯგუფი პირველისგან განსხვავებით ემთხვევა ერთმანეთს).

თუ მამის სისხლის რეზუსისა და ჯგუფის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაგაჩნიათ, მანაც უნდა ჩაიტაროს ანალიზი ზემოთხსენებულის დასადგენად.

ანალიზი კეთდება თვეში ერთხელ, ორსულობის 32-ე კვირამდე, 32 -ე კვირის შემდეგ კი ორ კვირაში ერთხელ. ანტისხეულების წარმოქმნისას ანალიზის საჭიროება ხშირდება და ინდივიდუალურად  შედგენილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

» გლიკემიური პროფილი - ანალიზი იღება თითიდან შაქარზე, ერთ დღეს რამოდენიმეჯერ... ასეთ ანალიზს სტაციონარში მყოფთ უნიშნავენ, იმ შემთხვევაში, თუ მათ სისხლში ან შარდში გლუკოზის ჭარბი რაოდენობა აღმოაჩნდათ.

იხილეთ ვრცლად: ქალთა კონსულტაცია ფეხმძიმობის პერიოდში

 

მომავალი დედა

 

მომავალი დედაამ პერიოდში მოსალოდნელია იგრძნოთ ხასიათის ცვლილება. ძირითად ეს არის ხოლმე მომატებული გაღიზიანებულობა.

ზოგიერთ ქალს უჩნდება მოთხოვნილება გარკვეული სახის საკვები პროდუქტების მიმართ. ძალიან ხშირად მოთხოვნა ეგზოტიკური და დროისთვის შეუსაბამოა.

შეიძლება ალკოჰოლური სასმელის, მაგალითად ლუდის მოთხოვნილებაც კი გაჩნდეს, ეს გამოწვეულია ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობით. ამიტომ დანაკლისის შესავსებათ რჩევისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმ-გინეკოლოგს.

შესაძლოა ცვლილებები განიცადოს თქვენმა სახემ. იგი გახდეს უფრო ფერმკრთალი, გაჩნდეს პოგმენტური ლაქები, ფერიმჭამელები, სხვდასხვა გამონაყარი.

თუმცა არ არის აუცილებელი ასე მოხდეს, ზოგიერთ ორსულს მაგალითად სახე უფრო სრიალა და გადატკეცილიც კი უხდება ვიდრე ეს ორსულობამდე ჰქონდა.

მკერდის ზომები განაგრძობს ზრდას. პროლაქტინის (ჰიპოფიზის ჰორმონი) ზემოქმედებით ხდება რძის გამოყოფაზე პასუხისმგებელი ჯირკვლების გაზრდა.

შეიძლება მკვეთრად გამოიკვეთოს კანქვეშა ვენები, ამიტომ ატარეთ მოხერხებული ბიუსჰალტერი, რომელიც ხელს შეუწყობს სარძევე ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ამ დროს ჯერ კიდევ არ არის გაზრდილი მუცელი, თუმცა იგი სასიამოვნოდ არის მომრგვალებული. საშვილოსნო განაგრძობს ზრდას, რის გამოც შეიძლება დროდადრო იგრძნოთ ტკივილი ან სპაზმები მუცელში.

ზოგადად, ეს დრო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პერიოდად მიიჩნევა, რადგან მაღალია სპონტანური აბორტისა და მუცლის მოშლი რისკი, ამიტომ;

» ნუ ინერვიულებთ;

» ნუ დაიძაბებით;

» თავი აარიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვებს;

» ნუ ასწევთ სიმძიმეებს;

» ნუ დადგებით დიდხანს ფეხზე;

» მეტი იძინეთ;

» არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები;

» ნუ მოსწევთ;

» მაქსიმალურად გამორიცხეთ რაციონიდან კოფეინის შემცველი სასმელები;

საშვილოსნოს ყელის ცერვიკალური არხში ხდება სეკრეტის გამომუშავება. ლორწო გროვდება, სქელდება და წარმოქმნის თავისებურ საცობს (ე.წ. ლორწოვანი საცობი), რომელსაც შედგომში საიმედოდ აქვს გადაკეტილი გზა ნებისმიერი ინფექციისთვის, რაც კი შეიძლება დაემუქროს ემბრიონს.

თუ მომავალი დედა ორსულობის პერიოდში აგრძელებს აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას, ორსულობის შენარჩუნებისა და ბავშვის ჯანმრთელობითვის, აუცილებელია მნიშვნელოვანი ნიუანსებისა და მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება.

ექიმ-გინეკოლოგის არჩევის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია გაწყობდეთ ექიმის საკითხისადმი მიდგომა, მისი კომპეტენცია და პრაქტიკული საქმიანობა.

ექიმთან ვიზიტი რეკომენდებულია თვეში ერთხელ (გეგმიური ვიზიტი), ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში - მშობიარობამდე, ვიზიტები უფრო ხშირი უნდა გახდეს.

რეგულარული კონტროლი შესანიშნავ საშუალებას იძლევა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის გართულება და პასუხი გაეცეს თქვენს მიერ წამოჭრილ შეკითხვებს.

 

საჯდომი ნერვის გაღიზიანება

 

საჯდომი ნერვის გაღიზიანებაბევრ ქალს ეწყება ტკივილები მენჯის ან წელის მიდამოებში, რაც ძირითადად საშვილოსნოს გაზრდის მიზეზით ხდება.

საშვილოსნო  ნაყოფთან ერთად იზრდება, იწვევს საჯდომი ნერვზე დაწოლას და მის გაღიზიანებას, რაც არის ამ ტკივილების მიზეზი.

ყველაზე მარტივი საშუალება ტკივილისგან თავის დასაღწევად არის ის, რომ დაწვეთ გვერდულად, საწინააღმდეგო მხარეს.

შედეგად საშვილოსნოს დაწოლა  შემცირდება და უსიამოვნო შეგრძნებებისგანაც განთავისუფლდებით.

 

მუცლის მოშლა

 

მუცლის მოშლამუცლის მოშლა ანუ აბორტი არსებობს სპონტანური, ანუ თავისთავადი (მუცლის მოშლა) და ხელოვნური-ნებაყოფლობითი (ქალის სურვილით), აგრეთვე იძულებითი (სამკურნალო- თერაპიული მიზნებისთვის).

ე.წ  ფეხმძიმობის შეწყვეტა სპონტანური ან ნებაყოფლობითი აბორტით ხდება ფეხმძიმობის მეოცე კვირამდე.

ამ ვადის შემდეგ ნაყოფი უკვე ბავშვად მიიჩნევა. ხოლო ორსულობის დასრულება 38-ე კვირამდე ითვლება ნაადრევ მშობიარობად.

იხილეთ ვრცლად - ნაადრევი მშობიარობა

რაც შეეხება მუცლის მოშლის ან აბორტის შესაძლებლობას, სპეციალისტების კვლევებით დადგენილია, რომ ეს შეიძლება მოხდეს ორსულობის მე-12 კვირამდე (ადრიანი აბორტი).

ამ ვადის შემდეგ ემბრიონი ნაყოფად მიიჩნევა და ამის გაკეთება არ არის დასაშვები.

თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაყოფი შეიძლება წარმატებით იქნას მოცილებული საშვილოსნოდან 22-ე კვირამდე (გვიანი აბორტი), და ეს არის უკიდურესი ვადა.

 

მუცლის მოშლის მიზეზები

 

მუცლის მოშლის მიზეზებიჩვეულებრივ მუცლის მოშლის ნამდვილი მიზეზი ძალიან  რთული დასადგენია, რადგან როცა ამას ვიგებთ, ნაყოფი რამდენიმე დღის დაღუპულია და ქსოვილები უკვე სახეშეცვლილია.

ხშირ შემთხვევაში მუცლის მოშლის მიზეზი ემბრიონის ანომალიური განვითარებაა. ხანდახან ასეთ მდგომარეობას კვერცხუჯრედის პირველად სიკვდილს უწოდებენ.

ეს იმას ნიშნავს რომ ემბრიონი გაცლებით ადრე გარდაიცვალა, ან საერთოდ არ მოხდა მისი ფორმირება. კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი მუცლის მოშლის შემთხვევები ქრომოსომული დარღვევებითაა გამოწვეული.

ემბრიონზე უარყოფითად სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს: რადიაცია, ნარკოტიკებითა და მედიკამენტებით მოწამვლა, ინფექციური დაავადებები, როგორიცაა - ტოკსოპლაზმოზი, სიფილისი, ლისტერიოზი და სხვა

იმის შესახებ, რომ რომელიმე საკვები ნივთიერება ან არასრულფასოვანი კვება იწვევს მუცლის მოშლას, მონაცემები არ არსებობს. მწეველ და ალკოჰოლით გატაცებულ ქალბატონებს საფრთხე უფრო მეტად ემუქრებათ, ვიდრე ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართ.

ყოფითი ტრამვა ან გადატანილი ქირურგიული ოპერაცია საგრძნობლად ზრდის მუცლის მოშლის საფრთხეს.

პირველ ტრიმესტში მუცლის მოშლა შეიძლება საშვილოსნოს ყელის უკმარისობამ გამოიწვიოს. მრავალი ქალბატონი ასეთ შედეგს სტრესებსა და ფიზიკურ ტრამვას აბრალებს, მართალია ასეთი რამ მეცნიერულად  არ დასტურდება, თუმცა ზოგჯერ დასაშვებად მიიჩნევა.

 

მოსალოდნელი (სპონტანური) აბორტი

 

მოსალოდნელი (სპონტანური) აბორტიმოსალოდნელი ბუნებრივი აბორტი შეიძლება ვივარაუდოთ საშოდან სისხლდენისას, რომელიც დღეები და კვირეები გრძელდება.

ასეთ სისხლდენას ხშირად მწვავე მენსტრუალურის მსგავსი ტკივილი ახლავს თან. თუ მუცლის ქვემოთ მწვავე დაჭიმულობას იგრძნობთ, ამ დროს სიმშვიდე და წოლითი მდგომარეობა გჭირდებათ.

მოსალოდნელი აბორტი რთულია დიაგნოსტიკისთვის, რადგან ხუთიდან ერთ ქალბატონს სისხლდენის პირობებშიც კი აბორტის საფრთხე მხოლოდ 15%-ით მართლდება.

ამ დროს იწყება საშინელი ტკივილები, იხსნება საშვილოსნოს ყელი, საიდანაც მოედინება სისხლის კოლტები და ქსოვილები, რაც მიანიშნებს, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მოსწყდა საშვილოსნოს კედელს.

ასეთ შემთხვევაში პროცესი შეუქცევადია. ჩვეულებრივ ამის შემდეგ ხდება საშვილოსნოს შეკუმშვა და ჩარჩენილი ნაყოფი გარეთ გამოიდევნება.

 

არშემდგარი და არასრული აბორტი

 

არშემდგარი და არასრული აბორტიარშემდგარი აბორტის დროს, ემბრიონი არ წყდება საშვილოსნოს კედელს, არ წარმოიქმნება სისხლდენა და ნაყოფი დედის მუცელში ხელოვნურად ნარჩუნდება რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ასეთ შემთხვევაში საჭიროა  საშვილოსნოს ღრუს ამოსუფთავება, ამოფხეკა.

ეს არ არის რთული ოპერაცია, იგი თავიდან აგაცილებთ ინფექციის გავრცელებას და შეაჩერებს სისხლდენას.

არასრული აბორტის შემთხვევაში ნაყოფის მხოლოდ ნაწილი გამოიდევნება გარეთ და ნაწილი შიგნით რჩება.

დარჩენილი ნაყოფი სისხლდენით გამოიყოფა გარეთ რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

თუ შეგექმნათ პრობლემები

 

ფეხმძიმობის მე-8 კვირათუ მოსალოდნელი აბორტის საფრთხეს იგრძენით, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს, პირველ ნიშნად სისხლდენა ითვლება.

ამ დროს შეიძლება ივარაუდოთ გარე ორსულობაც. გარე ორსულობა ნორმალურისგან ხორიონიული გონადროტროპინის დონით განსხვავდება, რომელსაც ექიმი რამდენიმე დღის განმავლობაში იკვლევს.

თუ ნაყოფი ხუთ კვირაზე მეტი ასაკისაა, მაშინ ულტრა ბგერითი გამოკვლევა ჩაიტარეთ. თუ ულტრაბგერამ ბავშვის გულისცემა დაადასტურა, შეგიძლიათ დამშვიდდეთ, სისხლდენა რომც გაგრძელდეს, უნდა მოიცადოთ ერთი კვირა ან 10 დღე და გადაამოწმოთ ნაყოფის მდგომარეობა ულტრა ბგერითი გამოკვლევით.

რაც უფრი ხანგრძლივია სისხლდენა და შეტევითი ტკივილები, მით უფრო დიდია მუცლის მოშლის რისკი. თუ გარეთ გამოვიდა სისხლისა და ქსოვილების შედედებული ლეკერტები, რის შემდეგაც სისხლდენა და შეტევითი ტკივილები შეწყდა, სავარაუდოდ ეს უკვე მუცლის მოშლას ნიშნავს.

თუმცა შესაძლოა სანაყოფე კვერცხის ყველა ნაწილი გარეთ არ გამოვიდა, ამიტომ აუცილებელია საშვილოსნოს ღრუს კიურეტაჟი (ამოფხეკა, გამორეცხვა). ეს არც თუ ისე რთული ოპერაცია საჭიროა საშვილოსნოს გასასუფთავებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანგრძლივი სისხლდენა, ანემია (სისხლნაკლულობა) და ინსექციების საშიშროება.

ბევრ ქალბატონს ორსულობის შესანარჩუნებლად და ფეხმძიმობის პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის პროგესტერონს უნიშნავენ, თუმცა პროგრსტერონის ეფექტურობა ჯერ კიდევ სადავო საკითხია, რადგან არის ალბათობა, რომ პროგესტერონი უარყოფითად იმოქმედებს ნაყოფზე.

პირველი აბორტის დროს სტრესი მძიმეა, ორი აბორტი კი თანმიმდევრობით უფრო უარესი გადასატანია. განმეორებითი ხასიათის აბორტებს, შემთხვევითობას ან უიღბლობას აბრალებენ.

ექიმთა უმრავლესობა სანამ აბორტი სამჯერ არ განმეორდება არ უნიშნავს პაციენტს სპეციალურ გამოკვლევას. სხვადასხვა ანალიზები, მათ შორის ქრომოსომულიც ტარდება კანის ტუბერკულოზისა და დიაბეტის დასადგენად.

პს - თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა აუცილებლად ითხოვს სამედიცინო ჩარევას და ნაყოფის შენარჩუნება შეუძლებელია, ავღნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყველაზე უსაფრთხო აბორტის ფორმად მიჩნეულია მედიკამენტოზული აბორტი.

მედიკამენტოზური აბორტი ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩატარდება ზუსტ ვადებში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. იხილეთ:

მედიკამენტოზური აბორტი (ზუსტი ინსტრუქცია)

 

სისხლის რეზუს-ფაქტორი 

 

სისხლის რეზუს ფაქტორირეზუსფაქტორი (რეზუსანტიგენი) არის ცილა, რომელიც ადამიანის სისხლში არსებული ერითროციტების ზედაპირზეა მოთავსებული.

რეზუს-ფაქტორს შეიცავს ადამიანთა 85% - ის სისხლი - "რეზუს დადებითი" (Rh+), ხოლო დანარჩენი 15% - ის სისხლი არ შეიცავს რეზუს ფაქტორს - "რეზუს უარყოფითი" (Rh-).

"რეზუს დადებითი" და "რეზუს უარყოფითი" სისხლის შერევისას შესაძლოა განვითარდეს ჰემოლიზი (ერითროციტების დაშლის პროცესი).

თუ მამა "რეზუს დადებითია", ხოლო დედა "რეზუს უარყოფითი", არსებობობს "რეზუს კონფლიქტის" საფრთხე, თუმცა საბედნიეროდ არა ყოველთვის.

"რეზუს კონფლიქტს" ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვს მამის სისხლის ჯგუფი, ანუ "რეზუს დადებითი" სისხლი აღმოაჩნდება. ამ დროს ბავშვის სისხლი უცხოა დედის ორგანიზმისთვის, ბავშვის "რეზუს ფაქტორი" პლაცენტის გავლით ხვდება დედის სისხლში, დედის ორგანიზმი კი იგძნობს რა მისთვის უცხო, მავნე ნივთიერებას, იწყებს თავდაცვითი საშუალების – ანტისხეულების გამომუშავებას.

ეს ანტისხეულები პლაცენტის გავლით ხვდება ნაყოფთან და იწყებს მისი ერითროციტების განადგურებას, ამ დროს ნაყოფს მოყვითალო ფერი დაჰკრავს, რადგან ღვიძლი და ელენთა გამალებული მუშაობენ, რის გამოც შესამჩნევად იმატებენ ზომაში, შედეგად შესაძლოა განვითარდეს ანემია (ერითროცოტებისა და გემოგლობინის ნაკლებობა სისხლში).

ასე რომ, დედის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, ბავშვისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მძიმე ფორმის რეზუს–კონფლიქტმა შესაძლოა ნაყოფის დაღუპვა და ფეხმძიმობის ნებისმიერ სტადიაზე მუცლის მოშლა გამოიწვიოს. აგრეთვე შესაძლებელია თავის ტვინის, სმენისა და მეტყველების უნარის დეფექტები.

ძალიან მძიმე შემთხვევებში ახალდაბადებულს უცვლიან (უსხამენ) იმავე ჯფუფის რეზუს უარყოფით სისხლს და ათავსებენ რეამინაციაში. ეს პროცედურა ეფექტურია მხოლოდ მშობიარობის შემდეგ 36 საათის განმავლობაში.

თუ რეზუს უარყოფითი სისხლი გაქვთ, მუცლის მოშლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიიღოთ იმუნოგლობულინი.

ანტიგლობულინი ხელს უშლის უცხო სხეულების წარმოქმნისას არსებული სისხლის ჯგუფის შენარჩუნებას, რათა ის არ გარდაიქმნას დადებითად.

 

ტოქსოპლაზმოზი

 

ტოქსოპლაზმოზითუ სახლში კატა ან ძაღლი გყავთ ისინი შეიძლება ტოქსოპლაზმოზის მიზეზი გახდეს. ტოქსოპლაზმები, მარტივი ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, რომელსაც შეუძლია დაგაავადოთ თქვენ და თქვენი ნაყოფი.

ეს ორგანიზმები უმი (ცუდად შემწვარი) ხორცით ან ცხოველების ფეკალიებთან შეხებით ვრცელდება. ამ მიკროორგანიზმებს, შეუძლია პლაცენტის გავლით ნაყოფამდე მიაღწიოს და საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას.

საგულისხმოა, რომ დედას შეიძლება დააავადების არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს, ტოქსოპლაზმოზი კი ვრცელდებოდეს და ქმნიდეს აბორტის ან ნაყოფის დაავადების საკმაოდ მაღალ საფრთეს.

ტოქსოპლაზმოზის განსაკურნად ინიშნება ისეთი ანტიბიოტიკები, როგორიცაა: პირიმეტამინი, სულფადიაზინი, ერითრომიცინი (ნუ მიიღებთ ექიმ-გინეკოლოგთან შეუთანხმებლად).

საერთოდ, უმჯობესია მოერიდოთ ცხოველებთან კონტაქტს  და დაიცვათ მარტივი ჰიგიენური წესები, რათა არ მისცეთ დაავადებას გავრცელების საშუალება.

მუდამ დაიბანეთ ხელები ხორცთან კონტაქტის შემდეგ. ფეკალიების გატანა კი დროებით სხვას გადააბარეთ.

გახსოვდეთ, რომ პატარა რომელსაც ელოდებით  გაცილებით  მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი თუნდაც ძალიან ერთგული და საყვარელი ცხოველები.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-8 კვირაფეხმძიმობის მე-8 კვირაში პატარა უკვე მიახლოებით 1,5 სმ-მდეა გაზრდილი. იგი არ ზის ერთ ადგილზე, მუდმივ მოძრაობაშია (ის ისე პატარაა, დედა ამას რა თქმა უნდა ვერ ამჩნევს). შესამჩნევადაა გაზრდილი მისი ხელები და ფეხები, რომელზეც გამაგრძობს ფორმირებას ხოლო თითები ზრდას.

პატარას თავი სულ უფრო გამოკვეთილი ხდება, ტანი კი უფრო გრძელი. თვალები აღარ გამოიყურება როგორც მუქი წერტილები პაწაწინა პირისახეზე, ისინი უკვე ნაწილობრივ დაფარულია ფორმირებული ქუთუთოებით. ამავე დროს ხდება მისი შუბლისა და ზედა ტუჩის ფორმირება.

უკვე გამოკვეთილია ცხვირის წვერი. მიმდინარეობს შიდა ყურისა და ყურის ნიჟარების ფორმირება. ამავე პერიოდში აქტიურად ხდება ძვლებისა და სახსრების ფორმირება.

ნაყოფის გულს უკვე გააჩნია აორტისა და ფილტვის არტერიის სარქვლები, რომელიც განაგრძობს მუშაობას

თუ ბავშვი ბიჭია, სწორედ მერვე კვირაში ხდება მისი კვერცხების ფორმირება, თუმცა ფეხმძიმობის ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით არც ერთ თანამედროვე აპარატურას არ შეუძლია ამის დადგენა.

ატავიზმისმაგვარი გამოვლინება, პატარა კუდისმაგვარი წანაზარდი, მერვე კვირისთვის საგრძნობლადაა დაპატარავებული, იგი უკვე თითქმის შეუმჩნეველია.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
ინგა
2021-09-28
გამარჯობათ 8 კვირაცე შუშხუნა ც ვიტამინი თუ შეიძლება დავლიო სურდო მაქვს
ნია
2018-05-14
პროგესტერონს რაომ ნიშნავენ მაშინ 8კვირაზეც თუ მავნებელია?უფრო დეტალირად რომ.ახსნატ
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ