მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 58356 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ნებისმიერი ქალბატონისთვის, რომელიც ბავშვს ელოდება, უაღრესად მნიშვნელოვანია საკითხი - თუ როდის და რა მიზნით უნდა მიმართოს ექიმს, რათა იყოს კვალიფიციური კონტროლის ქვეშ და უპრობლემოდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე მივიდეს მშობიარობის პროცესამდე.

აქ მოყვანილია გრაფიკი, თუ რა სიხშირით არის საჭირო ექიმთან ვიზიტი და რა დანიშნულების შესრულება (ანალიზები, ულტრაბგერითი გამოკვლევები, მედიკამენტები და ა. შ) გელოდებათ ფეხმძიმობის პროცესში.

პირველი ვიზიტი 1-10 კვირა

 

 

რა თქმა უნდა ექიმთან პირველი ვიზიტი სასურველია მაშინვე, როგორც კი შეიტყობთ, რომ ფეხმძიმედ ხართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ვიზიტი არ უნდა მოხდეს მე -12 კვირაზე გვიან.

საკითხები, რომელიც უნდა განიხილოთ ექიმთან პირველი ვიზიტის დროს:

საერთო საკითხები მენსტრუაციის შესახებ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ ბოლო მენსტრუაციის თარიღი, რათა უფრო ზუსტად იქნეს განსაზღვრული თქვენი ბავშვის დაბადების სავარაუდო თარიღი.

უამბეთ ექიმს ინფექციების, გადატანილი ავადმყოფობებისა და ოპერაციების შესახებ, რათა მან შეძლოს სრულყოფილი ანამნეზის (ავადმყოფობის განვითარების დინამიკა და ისტორია) შედგენა.

განიხილეთ ექიმთან ერთად მომავალი ბავშვის მემკვიდრეობითობა - ფსიქიური, ონკოლოგიური დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები და შინაგანი განვითარების მანკიერებანი როგორც თქვენი, ასევე ბავშვის მამის მხრიდან. ეს დაგეხმარებათ განმოავლინოთ პოტენციური რისკები მომავალი ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის.

თუ თქვენ ადრე უკვე იყავით ფეხმძიმედ, ექიმი გამოგკითხავთ, თუ როგორ მიმდინარეობდა წინა ფეხმძიმობა, როგორ ჩაიარა მშობიარობამ, ქონდა თუ არა ადგილი აბორტს, მუცლის მოშლას ან მუცლის მოშლის საშიშროებას, არსებობდა თუ არა რაიმე სახის გართულებები პირველი ბავშვის, ან ბავშვების განვითარებაში.

პირველი ვიზიტის დროს ექიმი ჩაინიშნავს თქვენს სიმაღლეს, წონას, მენჯის გარშემოწერილობას, წნევას, მოახდენს სხეულის გარეგან დათვალიერებას. აგრეთვე აუცილებლად ჩაგიტარებთ გამოკვლევას გინეკოლოგიურ სავარძელზე, რათა დაათვალიეროს თქვენი სასქესო ორგანო და აგიღოთ ნაცხის ანალიზი.

პირველ რიგში ექიმი დაგინიშნავთ შემდეგ გამოკვლევებს:


1. სისხლის ანალიზი


სისხლის ჯგუფზე და რეზუს ფაქტორზე (ვენიდან), ამ ანალიზის აღება სასურველია ბავშვის მამისთვისაც, რათა გამოვლინდეს თქვენი რეზუსფაქტორების შესაძლო შეუსაბამობა.

ბიოქიმიური ანალიზი (ვენიდან);

კლინიკური ანალიზი (თითიდან);

 სისხლის შემდედებელი სისტემის გამოკვლევა (კოაგულოგრამა, იგივე ჰემოსტაზიოგრამა, ვენიდან), რათა გამოვლენილი იქნეს სისხლის შედედების უნარის შესაძლო დარღვევები, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს ფეხმძიმობაზე პლანცეტის ფორმირების ეტაპზე;

 TORCH - ინფექციებზე: წითელა, I და II ტიპის ჰერპესი - ციტომეგალოვირუსი და ტოქსოპლაზმოზი (ვენიდან), ამ ინფექციების ჯგუფი განსაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის, რადგან მათი სიმპტომები შესაძლოა სუსტად იყოს გამოხატული, ან საერთოდ არ არსებობდეს, თუმცა ინფექცია, თუ იგი არსებობს ორგანიზმში, დამღუპველად იმოქმედებს ნაყოფის მდგომარებაზე და ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე.


2. შარდის ანალიზი


შარდის სართო ანალიზი;


3. გინეკოლოგიური გამოკვლევა, რომელშიც შედის:


ნაცხი საშვილოსნოდან ბაქტერიული ინფექციების არსებობაზე;

სქესობრივ ინფექციებზე გამოკვლევა პჯრ მეთოდით (პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოსაკვლევად;

ყველა ეს ანალიზი აუცილებელია არსებული და შესაძლო გადახრების დიაგნოზირებისთვის, პრობლემების გადაჭრისათვის და ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე კონტროლისათვის.

აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმი მიმართულებას მოგცემთ, რათა ეწვიოთ უფრო ვიწრო პროფილის სპეციალისტს.

აუცილებლად შეეკითხეთ ექიმს, რომელი ანალიზების ჩაბარებაა საჭირო უზმოზე და როგორ მოემზადოთ მათ ჩასაბარებლად.

მე-10-12 კვირა

 

 


1. სისხლის ანალიზი


პრენატალური ბიოქიმიური სკრინინგი ("ორმაგი ტესტი") პირველი ეტაპი - აუცილებელია დაუნის სინდრომისა და ედვარდსის სინდრომის გამოსავლენად;

ეს ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის, რომელთაც გვიანი ფეხმძიმობა აქვთ (საშუალოდ 32-40 წელი).

 

2. ულტრა ბგერითი გამოკვლევები 

 

ამ ვადაში ულტრაბგერითი გამოკვლევები ტარდება შემდეგი მიზნით:

ნაყოფის თანდაყოლილი, უხეში მანკის გამოვლენა;

ნაყოფის რაოდენობის განსაზღვრა (ერთი ან მეტი);

ნაყოფის განვითარებისა და ფეხმძიმობის სავარაუდო ვადის შესაბამისობის შეფასება;

პლაცენტის მდგომარეობისა და ზომის განსაზღვრა;

ამ ვადაში შესაძლებელია ფეხმძიმობის შეწყვეტისა და ნაყოფის დაღუპვის დადგენაც;

 

დამატებითი გამოკვლევები პირველ ტრიმესტრში


გენეტიკური გამოკვლევა - იგი ტარდება იმ მიზნით, რომ გამოვლინდეს შესაძლო გადახრები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების ანამნეზში არის სერიოზული დაავადებები (მაგალითად, ონკოლოგიური).

რეზუს ანტისხეულების ანალიზი - იმ შემთხვევაში, თუ მშობლების სისხლის რეზუს ფაქტორები არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს საშუალებას იძლევა დროულად იქნეს განსაზღვრული მოცლის მოშლის საშიშროების დონე.

 

ფეხმძიმობის მე-16-20 კვირა

 

1. სისხლის ანალიზი


პრენატალური ბიოქიმიური სკრინინგი hCG (ფეხმძიმობის ჰორმონი) + UE3 (ესტრიოლი) + AFP (ალფაფეტოპროტეინი) - ეგრეთ წოდებული "სამმმაგი ტესტი" მეორე ეტაპი - დაუნის სინდრომის, ედვარდსის სინდრომისა და ნერვული მილის დეფექტის გამოსავლენად;

 გამოკვლევენი ჰეპატიტებზე, შიდსზე და ვასერმანის რეაქციაზე ((RW) სისხლის შრატის გამოკვლევა სიფილისის გამოვლენის მიზნით);


2. ულტრა ბგერითი გამოკვლევები


ამ დროისათვის მომავალი პატარას ორგანოები უკვე სრულადაა ფორმირებული. ამასთან ერთად, ამ ვადაში უკვე შესაძლებელია ბავშვის სქესის დადგენა.

ამ ვადაში დამატებითი ულტრაბგერითი გამოკვლევები ტარდება შემდეგი მიზნით:

ნაყოფის განვითარებასა და ფეხმძიმობის სავარაუდო ვადის შესაბამისობის შეფასება;

შესაძლო პათოლოგიების გამოვლენა;

პლაცენტის ზომების, სისქის, სიდიდის, მომწიფების ხარისხის და ადგილმდებარეობის დადგენა;


3. ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია (დოპლერომეტრია)


 დოპლეროგრაფია (დოპლერომეტრია) - ულტრა ბგერითი გამოკვლევის ერთ - ერთი სახეობაა.

ფეხმძიმობის მე-18 კვირიდან, ეს გამოკვლევა ინიშნება ბავშვის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის (მოძრაობისა და მიმართულების) გამოსაკვლევად, რათა დადგენილი იქნეს იღებს თუ არა ნაყოფი საკმარისი რაოდენობით სისხლს, ჟანგბადსა და მკვებავ ნივთიერებებს თქვენი სისხლიდან.


დამატებითი გამოკვლევები მეორე ტრიმესტრში


სანაყოფე წყლების (იჩხვლიტება სანაყოფე გარსი) და ბავშვის სისხლის გამოკვლევა (იჩხვლიტება ჭიპლარი) პრენატალური დიაგნოსტიკის დაზუსტების აუცილებლობის შემთხვევაში;

დამატებითი გამოკვლევები ქრონიკული დაავადებების მატარებელი მომავალი დედებისთვის;

3D ულტრაბგერითი გამოკვლევა. სამგანზომილებიანი ულტრა ბგერითი გამოკვლევა საჭიროა იმისთვის, რომ დიდი სიზუსტით იქნეს დადასტურებული ან გამორიცხული მეორე ტრიმესტრის განმავლობაში ყველაზე ხშირად არსებული შესაძლო პრობლემები, მაგალითად პლაცენტური უკმარისობა, ნაყოფის ყელზე ჭიპლარის შემოხვევა;

ბევრი მომავალი დედა, 3D გამოკვლევას იტარებს იმის გამო, რომ უფრო ახლოს გაიცნოს მომავალი პატარა. 24-ე კვირის შემდეგ, უკვე შესაძლებელია დაინახოთ, როგორ იღიმება იგი, როგორ წუწნის თითს და ა.შ.

3D გამოკვლევის შედეგი შეილება ჩაწეროთ დისკზე და თან წაიღოთ სამახსოვროდ.

ფეხმძიმობის 20-34-ე კვირა

 

 

1. ულტრა ბგერითი გამოკვლევები


ამ ვადაში დამატებითი ულტრაბგერითი გამოკვლევები ტარდება შემდეგი მიზნით:

მომავალი ბავშვის განვითარებასა და ფეხმძიმობის სავარაუდო ვადის შესაბამისობის შეფასება;

მომავალი ბავშვის მდგომარეობისა და მისი განვითარების ხარისხის განსაზღვრა;

მომავალი ბავშვის ყელის ირგვლივ ჭიპლარის შემოხვევის დადასტურება ან გამორიცხვა;

ზოგიერთ შემთხვევაში, ადრე შეუმჩნეველი პათოლოგიის გამოვლინება;


2. კარდიოტოკოგრაფია (სასურველია 33-ე კვირაში)

კარდიოტოკოგრამა ტარდება მომავალი ბავშვის გულის მუშაობის დიაგნოზირებისთვის, მისი საშუალებით დგინდება ნაყოფის გულისცემის საშუალო სიხშირე.

კარდიოტოკოგრაფიის ზოგიერთი აპარატი ნაყოფის მოძრაობითი აქტივობის ჩამწერი მოწყობილობითაც არის აღჭურვილი.

აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ერთ გინეკოლოგიურ დაწესებულებაში ეს გამოკვლევა ნორმაა, სხვაგან ორსულის განსაკუთრებული მდგომარეობაა საჭირო, რათა ეს კვლევა დაინიშნოს. მაგალითად - მომავალი დედის მაღალი ტემპერატურა, მცირე ან ჭარბწყლიანობა, ნაწიბურები საშვილოსნოზე, პლაცენტის ნაადრევი მომწიფება, მძიმე ტოქსიკოზი (გესტოზი) და ა შ.

 

ფეხმძიმობის 34-40 კვირა

 

 


1. სისხლის ანალიზი შიდსზე, სიფილისზე,

2. ანტისხეულების არსებობა В და С ჰეპატიტზე.

 

დამატებითი გამოკვლევები მესამე ტრიმესტრში

26-ე კვირა - არაგეგმიური ულტრა ბგერითი გამოკვლევა საეჭვო, მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში (მაგალითად: ნაადრევი მშობიარობა);

ულტრა ბგერითი დოპლერომეტრია (დოპლეროგრაფია) - დამატებითი, პრენატალური დიაგნოსტიკის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევისა და სიჩქარის განსაზღვრა;

 

იყავით მზად იმისათვის, რომ მთელი ორსულობის განმავლობაში რამოდენიმეჯერ უნდა გაიკეთოთ შემდეგი სტანდარტული ანალიზები:

 სისხლის საერთო ანალიზი (ყოველ 1,5-2 თვეში)

 სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (ყოველ 3 თვეში)

შარდის საერთო ანალიზი (თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ, ფეხმძიმობის ეტაპიდან გამომდინარე)

 საშვილოსნოდან ნაცხი (3 თვეში ერთხელ)

 

ექიმებთან სავალდებულო ვიზიტები

 

 

 

გინეკოლოგთან:


 20 კვირამდე - თვეში ერთხელ

20 დან 33 კვირამდე - თვეში ორჯერ

33 კვირის შემდეგ - 10 დღეში ერთხელ


თერაპევტთან:


ერთხელ მე - 12 კვირამდე;

ერთხელ მე -20 კვირის შემდეგ;


ოკულისტთან


ერთხელ მე - 12 კვირამდე;

ერთხელ მე - 20 კვირის შემდეგ;


სტომატოლოგთან


 ერთხელ მე -12 კვირამდე და შეძლებისდაგვარად ყოველ ტრიმესტრში.


მამოლოგთან


 მამოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია ფეხმძიმობის საწყის პერიოდში და პირველ თვეებში მშობიარობის შემდეგ.


PS


სპეციალისტებთან ვიზიტის გრაფიკის დასაზუსტებლად, მიმართეთ გინეკოლოგს, რომელიც აკონტროლებს და მეთვალყურეობას უწევს თქვენს ორსულობას.

 

ყველაფერი ორსულობის შესახებ
საორსულე ონლაინ მაღაზია MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
magda
2019-05-27
გამრჯობათ საერთოდ მე ციკლი მაქვს არეული მაგრამ ბოლოს მქონდა 13 აპრილს მის მერე ციკლი აღარ მქონია. ექიმთან ვიყავი ორი თვის წინ დაახლოებIლით და მითრა ეომ საშვილოსნო მაგ პატარა და შესაძლებელია თუ არა დაფეღმძიმება?
Tamar
2019-04-22
Gamarjobat gushin game orjer ameria guli ase mgonia orsulobis gamo da orsulobis sawinaagmdego tabletebi minda davlio da ras mirchevt
teona
2019-01-17
mainteresebs ormagi testi ra xirs
მარიამი
2018-07-18
მენსტრუაციის გადაცდენა მაქვს 13 დღეა, გუშინ დავიწყე ნორკოლუტის დალევა და დღეს მცირე გამონადენი დამეწყო, მაინტერესებს ეს ნორმალურია?
მარიამი
2018-07-18
მენსტრუაციის გადაცდენა მაქვს 13 დგეა, ტესტი ფეხმძიმობას არ მიჩვენებს, გუშინ დავიწყე ნორკოლუტის მიღება და დგეს მცირე გამონადენი მაქვს, ეს ნორმალურია?
irine
2017-10-15
gamarjobat. var axali fegmzime eqimtan jer ar vyofilvar.5 dgea rac orsuloba gavige testit.tavidan mqonda gulis wva exla agar maqvs.es normaluria tu ara?
ეკა
2017-06-15
მადლობა, ძალიან კარგი ინფორმაციაა. გოგონებო, გირჩევთ წაიკითხოთ ორსულობის კვირები და ზოგადად ყველა ინფორმაცია ორსულობაზე ამ საიტზე, ასე კარგად და გასაგებად არავის უწერია:
http://www.aura.ge/172-fexmdzimobis-kalendari.html
http://www.aura.ge/47-fexmdzimoba.html
nini
2017-06-05
tu sheizleba mitxrat 35 kviraze ra analizebi gaviketo sruli gamokvlevistvis .
ტეონა
2017-03-31
ხუტი ტვეა არ ვყოფილვარ ექიმტან და ვმუშაობ ფეხები მისივდება და რისი ბრალია
Lizi
2017-02-19
Ukacravad da mainteresebs rac chamotvlilia es analizebi yvela aucilebelia? Da kidev yvela matgans apinansebs dazxveva (Vgulisxmob sayoveltaos) tu nawilobrivi dapinansebaa?
თაკო
2017-01-31
GINEKOLOGI MIრჩIეთ ვინMემ
თამარი
2016-11-23
გამარჯობათ, მაინტერესებს ორსულობის პირველ ეტაპზე რამდენად ნორმალურია სიცხე და რაიმე საფრთხე ხომ არ შეიძლება ახლდეს ამ ფაქტს. მენსტრუალური ციკლი გადამიცდა სადღაც 5-ე დღეა და ექიმს კონსულტაციისთვის როდის უნდა ვეწვიო..
თამარ MD
2016-09-16
უმჯობესი იქნება თქვენს კითხვებს სტატია "ორაულობის ტესტის " ქვეშ თუ დაწერთ ..დრო არმაქვს საკმარისი ყველა სტატიის ქვეშ გადავამოწმო კითხვა ასე თქვენთვისაც მარტივი იქნება პასუხს მალე მიიღებთ და ჩემთვისაც წწარმატებები!
თათია
2016-06-12
ყველაპერი წესრიგში მაქვს და არ დავპეხმზიმდი ზალიან ვნერვიულობ...
თათია
2016-06-12
გთხოვთ მიპასუხოთ ვარ 2თვის გათხოვილი და არ ვპეხმზიმდები რამე საგანგაშო ხომარაა ეს
ნათია აბულაძე
2015-12-12
თუ შეიძლება მისამართებიც დაწერეთ, სად შეიძლება ნორმალური კონსულტაციების გავლა და რომელ გინეკოლოგებთან?
xatixati
2014-02-15
Gamarjobat. Kitcvebi ki maqvs magram pasuxs Tu aravin gvadzlevs Ra azri aqv.iimas ki avgnishnav rom kargi saitia.
tekla
2013-05-19
მაინტერესებს ორსულობის შესაწყვეტედ სად უნდა მივიდე ქუთაისში. ვინმე გაგვცემს პასუხს ?
სოფო
2012-11-11
მეც მაინტერესებს სად შეიძლება გეგმიური კონსულტაციის ჩატარება თბილისში
nino bzishvili
2012-07-02
საინტერესო საიტია მაგრამ მე კონკრეტულ მისამართებს ვეზებდი ორსულთა კონსულტაციის..ანუ სად შემიზლია ავიდე აგრიცხვაზე..თუ არსებობს ასეტი საიტი იკნებ დამეხმაროთ..მდალობთ..
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ