მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 58757 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მომავალი დედა

 

მომავალი დედაორსულობის 23-ე კვირისთვის ამ პერიოდისთვის იზრდება პლაცენტა, იმატებს სანაყოფე წყლების მოცულობა, აგრძელებს ზრდას საშვილოსნო. იგი ჭიპიდან უკვე 4-5 სმ-ით ზემოთაა აწეული. ამ დროს საშვილოსნოს დაწოლის გამო ხდება ორგანოების გადანაცვლება და იოგების დაჭიმვა, რის გამოც შესაძლოა ორსულმა იგრძნოს გაჭიანურებული ტკივილი მუცლის არეში სხეულის გარკვეული მდგომარეობის, ან მკვეთრი მოძრაობების დროს.

თუ ტკივილი ხანმოკლეა და მალე გაივლის ხოლმე, არ ღირს ყურადღების მიქცევა და ზედმეტი ნერვიულობა, მაგრამ თუ მუცლის ქვედა არეში ტკივილი შემაწუხებელი და გაჭიანურებულია, ამ პრობლემის ზუსტი მიზეზის დასადგენად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

ორსულობის 23-ე კვირა არის პერიოდი, რომლის დროსაც ნაყოფის განვითარების ეტაპი მიდის იმ დონეზე, როცა მომავალი დედა (და მამაც კი) გრძნობს ნაყოფის მოძრაობას. ამის დადგენა ძალიან მარტივია, უბრალოდ საკმარისია მუცელზე ხელისგულის დადება.

ზოგიერთი ქალი ბავშვის მოძრაობას გრძნობს არა 23-ე კვირაში, არამედ კიდევ ერთი კვირის შემდეგ. მაგრამ თუ ექიმს ესმის ბავშვის გულისცემა, ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს. რაიმე სახის პათოლოგიაზე მცირედი ეჭვის შეთხვევაშიც კი ექიმი აუცილებლად გაგაგზავნით ულტრაბგერით გამოკვლევაზე.

ამ პერიოდისთვის ქალის ორგანიზმი თანდათან ემზადება მშობიარობის პროცესისთვის: შემაერთებელი ქსოვილი რბილდება, მენჯის ძვლები ოდნავ სცილდება ერთმანეთს. ფეხმძიმობის 23-ე კვირისთვის შესაძლოა ორსულს განუვითარდეს ბრტყელტერფიანობა.

ამ პერიოდისთვის საჭიროა მომავალმა დედამ გააგრძელოს სრულყოფილი და დაბალანსებული კვება. რეკომენდებული რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული. რაციონში უნდა იყოს კალციუმის შემცველი პროდუქტები: ყველი, რძე. ზოგჯერ კალცის ნაკლებობა ორგანიზმში შესაძლებელია აანაზღაუროთ სპეციალური პრეპარატებით, თუმცა მხოლოდ ექიმის თანხმობით, რომელიც აკონტროლებს თქვენს ორსულობას.

დაბალი ჰემოგლობინის შემთხვევაში, მენიუში აუცილებლად უნდა ჩართოთ ღვიძლი, ბროწეული, ხბოს ხორცი. სასმელებიდან საჭიროა არჩევანი გააკეთოთ ჩვეულებრივ სასმელ წყალზე და ნატურალურ წვენებზე.

ისევე, როგორც წინა პერიოდში, საჭიროა თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობის ტკბილეულისგან და ცომეულისგან, რაც იმის გარდა, რომ სრულიად არ არის სასარგებლო, წონის მატების პროვოცირებასაც იწვევს. ამიტომ, შეეცადეთ ტკბილეული ხილით ან ჩირით ჩაანაცვლოთ.

ამ პერიოდშივე საჭიროა გაგრძელდეს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსის მიღება. შესაძლებელია ამის გარეშეც, თუ მიირთმევთ დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულსა და კენკრას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისთვის ნაყოფის ორგანოებისა და სისტემების ჩამოყალიბება თითქმის დასრულებულია, სხვადასხვა სახის მედიკამენტების მიღების დროს სიფორთხილის გამოჩენაა საჭირო.

რეკომენდებულია დღეში 1-2 საათი სეირნობა და დღის განმავლობაში მეტი მოძრაობა. თუ თავს ცუდად იგრძნობთ, წამოწექით და დაისვენეთ.

თუ საღამოხანს ფეხები შეგიშუპდათ, წამოწექით ცოტა ხნით და ფეხები შემოაწყვეთ სიმაღლეზე (შეგიძლიათ მუხლებქვეშ დაიდოთ ბალიშია, ან შემოდოთ დივნის საზურგეზე).

შეგიძლიათ გააკეთოთ სპეციალური, მარტივი ვარჯიშები ფეხებისთვის, რაც გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას - მაგალითად: დადექით ფეხზე - აიწიეთ ფეხის წვერებზე და შემდეგ დაეშვით ქუსლებზე. ან ადექით სკამიდან ქუსლებით და ა.შ.

შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ექიმ-ფლებოლოგთან. აუცილებლობის შემთხვევაში იგი რეკომენდაციას მოგცემთ ატაროთ კომპრესიული თეთრეული (წინდები, კოლგოტები), ან დანიშნავს ვენების ტონუსის ასამაღლებელ პრეპარატებს.

გახშირებული შარდვის შემთხვევაში, ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით სითხეს ძილის წინ. ნუ შეიკავთ შარდს, თუ ტუალეტში გასვლა გსურთ. თუ შარდვა მტკივნეული გახდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ინტიმური ურთიერთობა ამ პერიოდში დასაშვებია, შესაძლოა გრძნობები გაგიმძაფრდეთ კიდეც, თუმცა თუ ტყუპს ელოდებით, ან არსებობს მუცლის მოშლის მცირე, მაგრამ მაინც საფრთხე, უმჯობესია სქესობრივი კავშირისგან თავი შეიკავოთ.

თუ ნაყოფი ტყუპია, როგორც წესი, მშობიარობა ჩვეულებრივზე უფრო ადრე ხდება ხდება ხოლმე. ამიტომ, ტყუპები დედის მუცელში უფრო სწრაფად ვითარდებიან. ამ პერიოდისთვის ტყუპებს წონაში ცოტათი ჩამორჩებიან, თუმცა ეს ნორმად მიიჩნევა.

ამ პერიოდში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ხასიათის მკვეთრ ცვლილებებს. შეიძლება მწყობრიდან გამოხვიდეთ საერთოდ არაფრის გამო, იტიროთ უმიზეზოდ, ვერ მოახერხოთ საკუთარი თავის ხელში აყვანა. მაგრამ ნუ შეშინდებით და დაღონდებით, ამგვარი ემოციონალური მდგომარეობა დამახასიათებელია ფეხმძიმობის ამ პერიოდისთვის. ეს გამოწვეულია ჰორმონალური ფონის დარღვევით ორგანიზმში.

ამიტომ, თუ ვინმე წუხდება თქვენი ამგვარი ხასიათით და ვერ ხვდება რით არის ეს გამოწვეული, შეგიძლიათ აუხსნათ რის გამო ხდება ეს და სთხოვოთ მოთმინება გამოიჩინონ. ეს პერიოდი მალე გაივლის და ისეთივე გახდებით როგორიც იყავით ადრე. მთავარია არ ინერვიულოთ, ყველაფერი, რაც ხდება თქვენს თავს, სრულებით ბუნებრივია.

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები

 

შესაძლო მოსალოდნელი შეგრძნებები საკმაოდ კომფორტული მდგომარეობა;

შესაძლო, ეპიზოდური ტკივილის შეგრძნებები ბოქვენის მიდამოში;

იშვიათად - ვარიკოზი;

მუცლის დამრგვალება, თეძოებისა და მკერდის გაზრდა (შესაძლოა ძუძუსთავების ტკივილი);

ულტრაიისფერი სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (დამწვრობის მიღების საფრთხე);

ძუძუსთავების სუსტი გამუქება, შესაძლო ტკივილი;

მუცელზე მუქი ვერტიკალური ზოლის პირველი ნიშნები;

თმების და ფრჩხილების მდგომარეობის და ზრდის გაუმჯობესება;

გულმარვა, შეკრულობა, ჰემოროი;

მადის შესაძლო მომატება;

ზოგჯერ თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება;

საშვილოსნოს დამძიმება, რომელიც აწვება შარდის ბუშტს, მოსალიდნელია სანაყოფე წყლების გამოჟონვა.

 

გამოკვლევები
 

შარდის ანალიზი;

სისხლის საერთო ანალიზი;

ულტრაბგერითი გამოკვლევა (კეთდება იმ შემთხვევაში, თუ არ გაკეთებულა 22-ე კვირაზე); 

თუ ნაყოფი ტყუპია, ამ კვირაში შეიძლება ჩატარდეს პროფილაქტიკა ისეთ რისკის ფაქტორებზე, როგორიცაა მუცლის მოშლა, გესტოზი და ფიტოპლაცენტარული უკმარისობა;

 

შესაძლო პრობლემები

 

შესაძლო პრობლემებიკრუნჩხვები - ზოგიერთ მომავალ დედას ამ დროისთვის აწუხებს კრუნჩხვები. ეს ძირითადად ხდება საღამოს და ღამის საათებში. ძირითადად ეს მოვლენა მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს და ასატანია, თუმცა ზოგჯერ ისეთი ძლიერია, რომ შესაძლოა ღამე ვერც დაიძინოთ.

კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება არ არის საჭირო. ტკივილის შესამსუბუქებლად ძალიან კარგია მასაჟი, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს თეძოებიდან კოჭებამდე, შემდეგ კი ფეხისგულებამდე.

კარგად ეხმარება - კონტრასტული შხაპი. კრუნჩხვებისგან ათავისუფლებს აუზში ცურვაც.

მნიშვნელოვანია საკვებიც. თუ ორსულს აღენიშნება კრუნჩხვები ექიმების რეკომენდაციით საკვებ რაციონში უნდა ჩართოთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ვიტამინი E-ს, კალციუმსა და მაგნიუმს. ხშირად სპეცალისტების აზრით საჭიროა ვიტამინებისა და მინერალების დანამატების ან კომპლექსების მიღება, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად ორსულებისთვის.

არ ღირს თვითმკურნალობა და ხალხური მეთოდების გამოყენება ექიმის თანხმობის გარეშე. თუ რამე ამგვარს დააპირებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია და ჰკითხეთ რჩევა მკურნალ ექიმს.

სანაყოფე წყლების დაღვრა - რაც უფრო მეტია ორსულობის ვადა, მით უფრო მძიმდება საშვილოსნო. იგი ახდენს დაწოლას კუჭზე და ნაწლავებზე და აწვება შარდის ბუშტს.

ამ პერიოდში, შესაძლოა დროდადრო იგრძნოთ, რომ დაგისველადათ ქვედა საცვალი. ეს შეიძლება იყოს შარდი ან სანაყოფე წყლები. როგორ განვასხვავოთ ერთი მეორესგან? საქმე იმაშია, რომ თუ გაირღვა სანაყოფე გარსი, წყალი ან თქრიალით გადმოდინდება, ან მუდმივად გამოჟონავს ვაგინიდან.

ასეთ შემთხვევაში, საჭიროა დაუყონებლივ ექიმთან ვიზიტი, რადგან სანაყოფე გარსის გახევა და წყლების დაღვრა, ფეხმძიმობის ადრეულ სტადიებზე ძალიან საშიშია.

საშარდე გზების ინფექცია - როგორც არაერთგზის ავღნიშნეთ, ორსულობის დროს მოსალოდნელია შარდმდენი სისტემის გარკვეული ცვლილებები.

საშვილოსნო აწვება შარდის ბუშტს და შარდასწვეთს (მილი, რომელიც აერთებს თირკმელს შარდის ბუშტთან), რის გამოც შეიძლება მოხდეს შარდის უძრაობა. ამას კი თავის მხრივ მოჰყვება საშარდე გზების ინფექცია, რაც უარყოფითად აისახება თირკმლებზე და შარდის ბუშტზე.

საშარდე გზების ინფექცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ორსულობის დროს. თუ ასეთი პრობლემები აგღენიშნებათ, ექიმთან პირველივე ვიზიტის დროს, თქვენ აგიღებენ შარდის ანალიზს და შემდეგ ფეხმძიმობის მთელი ვადის განმავლობაში ასეთი ანალიზის რეგულარული გამეორებაა საჭირო.

შარდის ბუშტის ანთების სიმპტომებში შედის: გახშირებული შარდვა, ზოგჯერ წვა და შარდის ბუშტის დაცლის ცრუ სურვილი (მოშარდვის ცრუ შეგრძნება). დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში, შარდში შესაძლოა გაჩნდეს სისხლის ნაწილაკებიც.

თუ თქვენ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ გაქვ შარდის ბუშტის ანთება, უნდა გააკეთოთ ანალიზი შარდში ბაქტერიის არსებობაზე, რომელიც იწვევს ინფექციას.

პიელონეფრიტი - თირკმლების ანთებითი ინფექციური დაავადებაა. იგი გაცილებით სერიოზული პრობლემაა, ვიდრე შარდის ბუშტის ანთება. პიელონეფრიტი აწუხებს ორსული ქალბატონების 1-2%-ს. უფრო ხშირად დაავადება აღინიშნება მარჯვენა თირკმელში.

პიელონეფროტს აქვს იგივე სიმტომები, რაც შარდის ბუშტის ანთებას და პლიუს თან ახლავს ტემპერატურის მატება, შეციება (ჟრჟოლა) და ტკივილი ზურგის არეში.

პიელონეფრიტი საკამოდ საშიში დაავადებაა. დიდი ალბათობით მისი მკურნალობისთვის სტაციონარში დაწოლა იქნება საჭირო, სადაც ვენიდან მოხდება ანტიბიოტიკების შეყვანა.

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ პიელონეფრიტი, ან შარდის ბუშტის ანთება განმეორებით დაგემართათ, შესაძლოა მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში მოგიწიოთ ანტიბიოტიკების მიღება (ექიმის კონტროლის ქვეშ), რათა თავიდან აიცილოთ განმეორებითი ინფექციები.

კენჭები თირკმელში - თიკმელკენჭოვანი დაავადება ეს საშარდე გზების კიდევ ერთი დაავადებაა, თუმცა წინ ჩამოთვლილებთან შედარებით უფრო იშვიათად გვხვდება - 1 შემთხვევა - 1500 ორსულიდან.

კენჭები თირკმელში იწვევს ძლიერ ტკივილს ზურგის და მულის ქვედა არეში. გარდა ამისა, შარდში შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის ნაწილაკები.

ორსულობის დროს, შარდკენჭოვანი დაავადების შეთხვევაში იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს (რომელებიც დასაშვებია ორსულებისთვის), იღებენ დიდი რაოდენობით სითხეს. ამ შემთხვევაში არის შანსი, რომ კენჭები გამოვიდეს თავისით.

ამ შემთხვევაში, საჭირო აღარ გახდება ქირურგიული ჩარევა ან ლითოტომია (კენჭების დაშლა-დაქუცმაცება ულტრაბგერის საშუალებით).

მარილის მოხმარება

ორსულობის 23-ე კვირაორსულობის დროს, შეეცადეთ  ნაკლები რაოდენობით მიიღოთ ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს: დამარილებული კიტრი, პომიდორი, მარილიანი ჩიფსები, მარილიანი თხილი, კონსერვები და სხვა...

ნატრიუმი - მარილის შემადგენელი მთავარი კომპონენტი - ძალიან მავნებელია ორსულებისთვის. მისმა ჭარბმა რაოდენობამ, შესაძლოა ორგანიზმში სითხის შეკავება, შესაბამისად კი შეშუპებები გამოიწვიოს.

ამიტომ, უნჯობესია, თუ შეზღუდავთ ნატრიუმის მიღებას და მისი მიღების ნორმას ყოველდღიურად გრამობით განსაზღვრავთ.

ისმის კითხვა, როგორ გავსაზღვროთ ნატრიუმის მიღება ისეთ საკვებში, რომელიც ოჯახში არ მზადდება და მასში მარილის შემცველობას ვერ აკონტროლებთ?

საქმე იმაშია, რომ ეხლა ძალიან ბევრი პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულია მათ შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის რაოდენობა. თუ თქვენთვის სასურველ პროდუქტზე ნატრიუმის შემცველობა მითითებული არ არის, აგრეთვე სპეციალური წიგნები (შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება ინტერნეტშიც).

სხვათა შორის, ჰამბურგერები და კარტოფილი „ფრი“ შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს, ამიტომ თავი აარიდეთ ამ „დელიკატესებს“ ფეხმძიმობის პერიოდში მაინც.

ამასთან, გახსოვდეთ, რომ სრულებით არ არის სავალდებულო, დიდი რაოდენობით მარილის შემცველი პროდუქტები გემოთი იყოს მარილიანი.

 

საშვილოსნოს ყელის ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობა

 

საშვილოსნოს ყელის ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობა23-ე კვირისთვის შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს ყელის ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობა, რის გამოც სანაყოფე ბუშტი აღწევს ცერვიკალურ არხში და ახდენს კონტაქტს გარე სამყაროსთან.

საშვილოსნოს ყელის ცერვიკალური უკმარისობის ქვეშ იგულისხმება საშვილოსნოს ყელის ქსოვილების სისუსტე, რის გამოც ხდება ნაადრევი მშობიარობა (რომლის ახსნაც სხვა მიზეზებით შეუძლებელია).

აღსანიშნავია, რომ ეს შეიძლება მოხდეა მოულოდნელად, ყოველგვარი სიპტომების გარეშე ისე, რომ მომავალმა დედამ ნაადრევად ბავშვის დაბადება აღმოაჩინოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს უკვე მოხდება.

ასეთი მდგომარეობა ამ მომენტისთვის ძალიან საშიშია ნაყოფის განვითარებისთვის, რადგან შეიძლება სპონტანური აბორტის მიზეზი გახდეს.

ერთი სიტყვით ეს არის ცერვიკალური არხის უმტკივნეულო გაფართოება (დილატირება), რამაც შეიძლება ცოცხალი ნაყოფის ნაადრევი დაბადება გამოიწვიოს ორსულობის 2-3 ტრიმესტრში.

საშვილოსნოს ყელის ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობის მიზეზი უცნობია, თუმცა სპეციალისტების აზრით, შესაძლო მიზეზები შეიძლება იყოს:

ცერვიკალური კონიზაცია (ბიოფსია საშვილოსნოს ყელიდან);

თანდაყოლილი კოლაგენის სინთეზის დარღვევა;

წინა ორსულობების დროს ცერვიკალური უკმარისობის არსებობა

წინა ორსულობების დროს სანაყოფე გარსების ნაადრევად დარღვევის არსებობა;

დიეთილსტილბესტროლი (სინთეზური გზით მიღებული არასტეროიდი ესტროგენი);

ტრავმა (მაგ. სამედიცინო პროცედურების დროს მექანიკური დილატაცია);

საშვილოსნოს სხვა ანომალიები (ორრქოვანი საშვილოსნო, საშვილოსნოს შიდა ტიხარი და სხვა)

და სხვა..

 სერკლიაჟი - Cervical Cerclage

ამ დაავადების დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ პირველი ორსულობის შემდეგ იმ ნიშნით, რომ ბავშვი იბადება ტკივილის გარეშე.

დაავადების რისკის ფაქტორი მე-2 ტრიმესტრში შეიძლება დადგინდეს ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევით (შედეგები გაცილებით ზუსტია გესტაციიდან 16 კვირის შემდეგ).

ულტრაბგერითი გამოკვლევა არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომელთაც არ აღენიშნებათ დაავადების სიმპტომები ან რისკის ფაქტორები.

საშვილოსნოს ყელის ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობა მკურნალობის არსი მდგომარეობს ცერვიკალური არხის დავიწროვებაში ნაკერების დადების გზით.

ნაკერების დადება, ანუ ცერვიკალური ბანდაჟირება (იგივე „სერკლიაჟი“ Cervical Cerclage) შესაძლებელია როგორც საშოდან, ასევე მუცლის განაკვეთით, რაც საშუალებას იძლევა შეჩერებული იქნას ნაადრევი მშობიარობა 2-3 ტრიმესტრში მყოფი პაციენტებში.

სხვა პაციენტებში, „სერკლიაჟის“ გაკეთების საჭიროება არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ანამნეზი აჩვენებს ცერვიკალური უკმარისობის ისტორიას ან ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად აღინიშნება საშვილოსნოს ყელის დამოკლება 22-ე და 24-ე კვირებს შორის.

მაგრამ, როგორც ავღნიშნეთ, თუ საშვილოსნოს ყელის ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობის საშიშროება ან მასზე ეჭვი არ არსებობს, მისი მკურნალობა და ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა როგორც წესი არ ხდება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ დაავადების ალბათობა ორსულებში ძალიან მცირეა -1-2%, ხოლო მისი მიზეზით სპონტანური აბორტების რიცხვი გაცილებით მეტია - დაახლოებით 20-40%.

თუ თქვენ პირველი ორსულობა გაქვთ, სანერვიულო არაფერია, მაგრამ თუ ადრე გქონიათ აბორტი, ნაადრევი მშობიარობა ან გაჩენილა ეჭვი საშვილოსნოს ყელის უკმარისობაზე, აუცილებლად ჩააყენეთ თქვენი მკურნალი ექიმი საქმის კურსში.

შესაძლო ვადამდელი მშობიარობის ნიშნების დროს, ხშირად გამოიყენება წოლითი რეჟიმი და კორტიკოსტეროიდებითა და პროგესტერონით მკურნალობა.

 

ორსულობა და დიაბეტი

 

დიაბეტი ორსულობის დროსდიაბეტი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნეოდა ორსული ქალბატონებისთვის. ეს დაავადება ახლაც საშიშია, თუმცა დღესდღეობით, დიაბეტით დაავადებულ ქალებს აქვთ შესაძლებლობა - შესაბამისი მკურნალობით, სწორი კვებით და საკუთარი ექიმის რეკომენდაციების დაცვით წარმატებულად ატაროს და დაბადოს ბავშვი.

დიაბეტი წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც ქრონიკულად ირღვევა ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის პროცესები. მას ახასიათებს სისხლში ინსულინის ნაკლებობა ან საერთოდ არ არსებობა.

ინსულინი  - არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმში შაქრის გადამუშავებას და მის მიწოდებას უჯრედებზე. ინსულინის ნაკლებობის ან არ არსებობის შემთხვევაში, სისხლში (ჰიპერგლიკემია) და შარდში იმატებს შაქრის შემცველობა.

დიაბეტი ბევრი სერიოზული დაავადებს მიზეზია. ეს შეიძლება იყოს თირკმლის, სისხლის, დაავადებებები, მხედველობის დარღვევა, ათეროსკლეროზი, მიოკარდის ინფარქტი და ა.შ, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც თქვენ, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობას.

ადრე, როცა ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი და სინთეზირებული ინსულინი, ქალები იშვიათად რისკავდნენ ბავშვის გაჩენას. ამ დროს დიაბეტით დაავადებული დედების სიკვდილიანობა 25-30%-ს შეადგენდა, ხოლო ახალდაბადებულთა სიკვდილიანობა 50%-მდე ადიოდა.

ინსულინისა და ნაყოფზე დაკვირვების შესაძლებლობების (ულტრაბგერითი გამოკვლევა, კარდიომონიტორები) აღმოჩენის შემდეგ, რომლებიც ნაყოფის გულსისხლძარღვთა სისტემაზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლეოდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დღეს დიაბეტით დაავადებულ ქალბატონებს აქვთ ყველანაირი შანსი, რომ გააჩინონ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი.

განვითარების ეტაპზე, ნაყოფს რეგულარულად მიაქვს შაქარი და ამინომჟავები დედის ორგანიზმიდან.

პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონები: გონადოტროპინი, ესტროგენი, პროგესტერონი, აგრეთვე კორტიზოლი (რომლის დონეც იმატებს), ასევე ახდენენ გავლენას სისხლში ინსულინის დონეზე. შედეგად კი შესაძლოა დაირღვეს სისხლში შაქრის რეგულირების პროცესი.

მაგალითად, კვების შემდეგ სისხლში შაქრის დონე იმატებს, ასევე მაღლა იწევს ინსულინის დონე, თუმცა მისი რაოდენობა მაინც არ არის საკმარისი გაზრდილი რაოდენობის შაქრის გადასამუშავებლად.

ორსულობის დაწყებით სტადიაზე, ნაყოფს მიაქვს დედის ორგანიზმიდან გლუკოზა და ამინომჟავები, მაგრამ ფეხმძიმობის მეორე ნახევარში, პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონების გამო, ინსულინის მოთხოვნილება დედის ორგანიზმში იზრდება.

ორსულობა მკვეთრი ინდიკატორია იმ ფაქტორისა, თუ რამდენად არის დედის ორგანიზმი მიდრეკილი დიაბეტისკენ. ბევრი მომავალი დედა, რომელთაც ფეხმძიმობის პერიოდში აღენიშნებოდათ სისხლში შაქრის დონის მომატება, შედეგად ბავშვის გაჩენის შემდეგ დაავადნენ დიაბეტით.

დიაბეტის სიმპტომებია:

გახშირებული შარდვა;

მხედველობის დარღვევა („მზერის გაბუნდოვანება“);

წონის დაკარგვა;

თავბრუსხვევა;

ამაღლებული შიმშილის გრძნობა;

დიაბეტის სიმპტომებითუ აღგენიშნებათ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, აუცილებლად უნდა გააკეთოთ სისხლის ანალიზი შაქარზე. დიბეტის დროულად გამოვლენა მნიშვნელოვანია, რათა მიღებული იქნას ზომები როგორც თქვენი, ასევე მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე.

დაიმახსოვრეთ, რომ დიაბეტით დაავადებული დედები ორჯერ უფრო მეტი სიხშირით აჩენენ ბავშვებს სხვადასხვა გართულებებით.

ეს გართულებები ძირითადად შეიძლება იყოს: გულის დაავადებები, შარდსასქესო სისტემის პრობლემები, კუჭ-ნაწლავთა სისტემისა და თირკმლის დაავადებები.

ამგვარი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე თვალყურის დევნებით. დიაბეტიკი-ორსულების (გესტაციური დიაბეტი) უმრავლესობისთვის, მკურნალობის ძირითად მეთოდს სწორად შერჩეული დიეტა წარმოადგენს.

თუ თქვენ ორსულობამდე იყავით დიაბეტით დაავადებული, ან ოჯახის წევრებს შორის იყო ამ დაავადების შემთხვევები, აუცილებლად ჩააყენეთ თქვენი ექიმი საქმის კურსში, რადგან ამ შემთხვევაში, იგი დროულად შეძლებს აუცილებელი ზომების მიღებას.

 

მომავალი ბავშვი

 

მომავალი ბავშვინაყოფი 23-ე კვირისთვის აქტიურად აგრძელებს ზრდას. მისი სიგრძე დაახლოებით 29,5-31 სმ-ი, წონა კი500-600 გრ. მისი სახე უკვე იძენს ბავშვისთვის დამახასიათებელს სახის კონტურებს: მკაფიოდ ჩანს ცხვირის ფორმები, ყურები უფრო მაღლაა განთავსებული (ადრე იყო კისრის დონეზე), ქუთუთოები ჩაოყალიბებულია, თუმცა დახუჭული, მკაფიოდ ჩანს წარბები.

პატარა ჯერ კიდევ დანაოჭებული და წითელია, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბავშვის კანის საფარი ფორმირდება უფრო სწრაფად, ვიდრე იქმნება კანქვეშა ცხიმოვანი შრე (თუმცა ამ პერიოდიდან მისი კანის ქვეშ აქტიურად გროვდება კანქვეშა ცხიმი). სწორედ ამიტომ არის ნაყოფის კანი ნაოჭიანი და „ჩამოკიდებულივით“.

რაც შეეხება სიწითლეს, ეს არის პიგმენტების დაგროვების შედეგი, რომელიც გროვდება კანზე. სწორედ ეს იწვევს წითელ ფერს. დროთა განმავლობაში კი ნაყოფის კანი გამჭვირვალე ხდება.

ამ პერიოდისთვის ნაყოფი უფრო აქტიურია. შეიძლება მისი მოძრაობები ისე მკვეთრად ვერ იგრძნოთ, მაგრამ მისი აქტივობები გახდება უფრო მკაფიო, თუმცა რბილი. მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი მდგომარეობა - ვერტიკალური, ჰორიზონტალური, გადაადგილდეს მარჯვნი, მარცხნივ, თავით ქვემოთ ან ზემოთ და ა.შ.

თუ ამ დროს გააკეთებთ ულტრაბგერით გამოკვლევას, ეკრანზე კარგად დაინახავთ, თუ როგორ „ერთობა“ თქვენი მომავალი პატარა. იგი ხან ჭიპლარს მოჰკიდებს ხელს და „სეირნობს“ მის ირგვლივ, ხან ფეხებს “ატყაპუნებს“ სანაყოფე წყლებში.

პატარა აგრძელებს მის ირგვლივ არსებული სითხის ყლაპვას და მაშინვე გამოყოფს მას შარდის სახით ამავე სითხეში. თუმცა არ ღირს ნერვიულობა, სანაყოფე სითხის განახლება ხდება ძალიან მალე.

ზოგჯერ, როდესაც ბავშვი გადაყლაპავს ბევრ სითხეს, მან შეიძლება დაიწყოს სლოკინი. მომავალი დედა ამას მაშივე იგრძნობს, რადგან ნაყოფი თითქოსდა შეხტება მუცელში. სლოკინი არ გრძელდება დიდხანს - სულ რამდენიმე წუთი.

სხვათა შორის, ამავე პერიოდში ნაყოფის ნაწლავებიდან გამოიყოფა მეკონიუმი (ანუ პირველყოფილი გამონაყოფი - ეს არის სანაყოფე სითხის ნარჩენები). ეს ხდება იმის გამო, რომ სანაყოფე წყლები, ხვდება რა საყლაპავ მილში, სინთეზირდება შაქართან, რაც ახდენს მეკონიუმის ფორმირებას ბავშვის ორგანიზმში.

ღინღლი, რითაც დაფარულია პატარა, ნელ-ნელა მუქდება. თითებზე კი უკვე შესამჩნევია პრაქტიკულად თითქმის ფორმირებული ფრჩხილები.

შეიმჩნევა სასუნთქი სისტემის აქტიური განვითარება. ნაყოფის ფილტვები მართალია ჯერ ვერ მუშაობს გამართულად, მაგრამ  უკვე ასრულებს პირველ, რეგულარულ სუნთქვით „ვარჯიშებს“ (ადრე ეს ხდებოდა ეპიზოდურად, დიდი პაუზებით), რომელიც მას აუცილებლად გამოადგება ამ ქვეყნად მოვლინებისას.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამ კვირიდან დაწყებული, ბავშვები უკვე ნახულობენ პირველ სიზმრებს. საქმე იმაშია, რომ ბავშვებს უყალიბდებათ სწრაფი ძილის ფაზა. მათ ამ პერიოდში დიდი ხნის განმავლობაში (თითქმის მუდმივად) სძინავთ, იღვიძებენ დაახლოებით საათში ერთხელ და ფხიზლობენ მცირე ხნით.

23-ე კვირისთვის უკვე შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევით ნაყოფის სქესის დადგენა, თუ მშობლებს ამის სურვილი აქვთ.

კუჭქვეშა ჯირკვალი

ამ პერიოდისთვის ნაყოფს უვითარდება კუჭქვეშა ჯირკვალი, მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ჰორმონების - პირველ რიგში ინსულინის გამომუშავებაზე. ინსულინი კი როგორც ცნობილია პასუხისმგებელია ორგანიზმში შაქრის გადამუშავებაზე.

როცა ნაყოფის სისხლში შაქრის გადაჭარბებული რაოდენობაა (ეგრეთ წოდებული ჰიპერგლიკემია), მისი კუჭქვეშა ჯირკვალი ამას პასუხობს პლაზმის ინსულინის დონის მომატებით.

ინსულინის აღმოჩენა ნაყოფის ორგანიზმში შეიძლება ფეხმძიმობის მე-9 კვირისთვის, ხოლო პლაზმის ინსულინი მე-12 კვირისთვის.

ის მომავალი დედა, რომელსაც აქვს დიაბეტი, დაბადებს ბავშვს, რომელსაც სისხლში აქვს ინსულინის მომატებული დონე.

სწორედ ამიტომ არის საჭირო მომავალი დედისთვის გამოკვლევა - აქვს თუ არა მას დიაბეტი ან შაქრის გადაჭარბებული რაოდენობა.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
Tamari
2017-03-17
Tua shesazlebeli fexzimed viko bazaluri temperatura mkoda 37_1 dges 37 mak
Tamari
2017-03-17
Gamarjobat mestruacias gelodebodi 13 ricxvshi sami dge gadamicda da mkonda motetro gamonadeni shemdeg ki gadavida movardisfroshi da raodenobamac momaata mak pirgebinebis shegznebaa dagliloba da uxasiatoba
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
თამუნა
2016-07-24
მადლობა, ძალიან საინტერესოა. ბევრი რამ გავიგე.
ეკატერინე
2016-07-01
რამდენი ხანი იქნება დამუშავება? უკვე როცა გავაჩენთ, მაშინ ალბათ შევძლებთ წაკითხვას
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ