წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 18944 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-19 კვირა - მომავალი დედაამ კვირისთვის, მომავალი დედისთვის ნაყოფის მოძრაობა გაცილებით შესამჩნევი ხდება მისი აქტიურობის გამო, რომელიც: იცვლის თავის მდგომარეობას, ამოძრავებს ხელებს და ფეხებს, ტრიალდება და ა.შ.

ჯადოსნურ შეგრძნებას, რასაც ბავშვის პირველი მოძრაობა იწვევს, ამ პერიოდისთვის უკვე თითქმის ყველა ორსული გრძნობს.

ფეხმძიმობის ამ ვადაზე, საჭიროა დააკვირდეთ საკუთარი ორგანიზმის რეაქციებს და არ მიიყვანოთ თავი ძალების გამოფიტვამდე, რაც ცუდად აისახება როგორც თქვენს, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.

შეარჩიეთ სპეციალური რითმი - მუშაობისა და დასვენებისთვის, ისწავლეთ როგორ გადაანაწილოთ საკუთარი ძალები. გარდა იმისა, რომ ეს დაგეხმარებათ ფეხმძიმობის პროცესის სწორად წარმართვაში, ძალიან გამოგადგებათ მომავალშიც, როცა გახდებით დედა და იქნებით დატვირთული როგორც ბავშვის მოვლით, ასევე სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობით.

შესაძლოა გამოგივლინდეთ მსუბუქი თავბრუსხვევა - ეს არის ჰიპოტონია (დაბალი არტერიული წნევა), რომელიც დამახასიათებელია ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრისთვის და გამოწვეულია ჰორმონ პროგესტერონის ზემოქმედებით, პერიფერული სისხლძარღვების ტონუსის შესუსტებით.

თუ თქვენი არტერიული წნევა დაქვეითებულია და ეპიზოდურად გრძნობთ მსუბუქ თავბრუსხვევას, შეეცადეთ თავი აარიდოთ მკვეთრ მოძრაობებს, მოერიდეთ კორპუსის მკვეთრ დახრას. საწოლიდან ან საკმიდან ადექით ფრთხილად.

თუ დაბალ წნევას თან ახლავს თავის ტკივილი და სისუსტე, სასურველია რაციონიდან სისხლძარღვების გაფართოების მაპროვოცირებელი პროდუქტების ამოღება, როგორიცაა: ნიორი, ნიგოზი, ციტრუსები და სხვა. წნევა შეიძლება მოულოდნელად დააქვეითოს ამჟავებულმა რძემ, მაწონმა.

წნევის დაქვეითების შემთხვევაში, თავის ტკივილის შემოტევის დროს, დაგეხმარებათ მცირე პორცია შოკოლადი და კაკაო, თუმცა ამ პროდუქტების მიღების დროს სჭიროა ზომიერების დაცვა კოფეინის შემცველობის გამო. მიირთვით უფრო მეტი სუბპროდუქტები (არაძირითადი პროდუქტები, რომლებიც მიიღება დაკლული საქონლის პირველადი დამუშავების დროს): ღვიძლი, თირკმელი და ა.შ.

ფეხმძიმობის ამ პერიოდს, შესაძლოა თან ახლდეს სისხლდენა, რისი მიზეზიც შეიძლება გახდეს პლაცენტის ქვემდებარეობა. ამ დროს, ნაყოფისგან, რომელიც შესამჩნევად იზრდება ზომებში, დაწოლა მოდის სწორედ ქვედა ნაწილზე, პლაცენტა იწელება, რაც იწვევს სისხლძარღვების სკდომას და შესაბამისად სისხლდენას.

ამიტომ, თუ შეამჩნიეთ, რომ სისხლდენა გაქვთ, აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი ექიმ-გინეკოლოგი, რომელიც მიიღებს შესაბამის ზომებს.

საშვილოსნოს გადიდების გამო, რომელიც აწვება კუჭ-ნაწლავს, რთულდება საკვების გადამუშავების პროცესი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულძმარვა და მუცლის შებერილობა, როგორც ცნობილია, გულძმარვის პროვოცირებას ზედმეტი ნაყროვანება იწვევს, ამიტომ სასურველია თუ მიეჩვევით დღეში 5-6- ჯერ მცირე პორციებით კვებას.

სავარაუდოდ ამ პერიოდისთვის უკან არ იხევს შეკრულობაც, ამიტომ სასურველია მიიღოთ პროდუქტები სასაქმებელი ეფექტით (შავი ქლიავი, კურაგა და ა.შ)

მე-19 კვირისთვის შესაძლოა შეგაწუხოთ კრუნჩხვებმა, რომელიც დამახასიათებელია ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხდება ნაყოფის ძვლების ფორმირება და გამაგრება. კრუნჩხვები ყველაზე ხშირად გამოვლინდება ხოლმე მტევნების კუნთებზე და წვივებზე.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, მიირთვით რაც შეიძლება მეტი კალციუმის შემცველი პროდუქტები:  ხაჭო, ყველი, რძე, ნუში და სხვა.


ტკივილისა უსიამოვნო სიმპტომების შესაჩერებლად

 

ფეხმძიმობის მე-19 კვირა - ტკივილისა უსიამოვნო სიმპტომების შესაჩერებლად

ფეხმძიმობის მე-19 კვირაში შესაძლოა გამოვლენილი იქნას ისეთი უსიამოვნო სიმპტომები, როგორიცაა: გაძლიერებული ოფლდენა, პულსის აჩქარება, მკერდიდან ხსენის გამონადენი, ჰაერის მსუბუქი უკმარისობა, საშოდან გაძლიერებული გამონადენი.

ამ პერიოდიდან იწყება თეძო-მენჯის მიდამოში სახსრების მოდუნება, რათა შემდგომში შემდგომში გაიოლდეს ნაყოფის მიერ სამშობიარო არხების გავლა. ამის გამო შესაძლოა გამოვლინდეს ტკივილი წელის არეში.

მდგომარეობის შესამსუბუქებლად და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, არ შეიძლება:

ქუსლიანი ფეხსაცმელი;

ზურგზე ძილი;

უზურგო სკამზე ჯდომა;

ფეხის ფეხზე გადადება;

ხანგრძლივად ფეხზე დგომა;

ხანგრძლივად ჯდომა;

მჯდომარე მდგომარეობაში ხანგრძლივი მუშაობის შემთხვევაში, საჭიროა ყოველ 40-50 წუთში ფეხზე წამოდგომა და მცირე გასეირნება. თუ ამ პერიოდისთვის ჯერ კიდევ არ ჩაგიტარებიათ პრენატალური ბიოქიმიური სკრინინგი (ეგრეთ წოდებული სამმაგი ტესტი), მე-19 კვირა ფაქტიურად ბოლო ვადაა ამ გამოკვლევის ჩასატარებლად. სავარაუდოდ ამასთან მოგიწევთ ანალიზების ჩაბარება ჰეპატიტებზე, შიდსზე და ვასერმანის რეაქციაზე ((RW) სისხლის შრატის გამოკვლევა სიფილისის გამოვლენის მიზნით).


საშიში სიმპტომები ორსულობის პროცესში

 

ფეხმძიმობის მე-19 კვირა - საშიში სიმპტომები ორსულობის პროცესშიძალიან იშვითად ხდება, როცა ფეხმძიმობის მთელი პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი გართულების გარეშე და მომავალი დედა ორსულობის დადგომიდან მშობიარობის მომენტამდე არ განიცდის არავითარ დისკომფორტს.

თუმცა, ორსულობის პერიოდს ძირითადად თან ახლავს ამა თუ იმ ფორმითა თუ სიმპტომებით გამოვლენილი პრობლემები.

უნდა ითქვას, რომ ორსულთა უმეტესობამ არ იცის, თუ  რომელი სიმპტომია ისეთი, რომელსაც უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება და მისი გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართოს ექიმს.

ქვემოთ მოყვანილია იმ სიმპტომთა ჩამონათვალი, რომლის გამოვლენის შემთხვევაში მომავლმა დედებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს:

საშოდან სისხლდენა;

სახისა და ხელის თითების ძლიერი შესიება;

ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;

საშოდან სითხის მძლავრი ნაკადი და მუდმივი გამონადენი;

მკვეთრი ცვლილებები ნაყოფის მოძრაობის ხასიათში ან ნაყოფის მოძრაობის შეჩერება;

მაღალი ტემპერატურა (38,7 გრადუსი და ზემოთ) და ციება;

ძლიერი ღებინება, საკვების გადაყლაპვის შეუძლებლობა;

თვალებში დაბნელება;

მტკივნეული შარდდენა;

მუდმივი, ან ძალიან ძლიერი თავის ტკივილი;

ტრამვა ან უბედური შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა თქვენზე ან ნაყოფზე (დაცემა, თუნდაც მსუბუქი ავარია და ა.შ);

ექიმთან საუბრის დროს საჭიროა თავიდან მოიხსნათ ყოველგვარი უხერხულობა და დაწვრილებით მოუყვეთ მას ყველაფრის შესახებ, რაც გაღელვებთ. არ დაუმალოთ მცირედი სიმტომიც და შეუძლოდ ყოფნის მიზეზები. გახსოვდეთ, რომ დაავადების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. ხოლო შორს წასული დაავადების მკურნალობა უფრო რთულია, ვიდრე ახლად გამოვლენილის.

აუცილებლობის შემთხვევაში გინეკოლოგი მოგცემთ მიმართვას პერინატოლოგთან. პერინატოლოგი - „მაღალის რისკის ორსულობის“ სპეციალისტია. ჩვეულებრივ, ეს არის ბებიაქალი ან მეან-გინეკოლოგი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალიზირებული სწავლება. ამ სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან ქალები, რომელთა ორსულობა მიმდინარეობს გართულებებით.

სპეციალისტ-პერინატოლოგს  შეუძლია აწარმოოს თქვენზე დაკვირვება მთელი ორსულობის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია მშობიარობა გადაწყვიტოთ არა იმ კლინიკაში, რომელიც თავიდანვე გქონდათ გადაწყვეტილი, არამედ იქ, სადაც უკვე გაგიწიეს და მომავალშიც გაგიწევენ იმ კვალიფიციურ დახმარებას, რომელიც საჭიროა კონკრეტულად თქვენი სიტუაციისათვის.

 

ალერგიული რეაქციები

 

ფეხმძიმობის მე-19 კვირა - ალერგიული რეაქციებითუ თქვენ უკევ გაწუხებთ ალერგია, ფეხმძიმობის პერიოდში მოსალოდნელია მისი გამწვავება. მაგალითად, შესაძლოა გახშირდეს სულისხუთვის შეგრძნებები. ამ პერიოდში კი თქვენთვის, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია ჟანგბადი. ამიტომ, ყველა ღონე უნდა იხმაროთ იმისთვის, რომ არ დაუშვათ ალერგიული შეტევები, მაგრამ როგორ?

უპირველეს ყოვლისა, უნდა სვათ დიდი რაოდენობის სითხე, განსაკუთრებით სიცხეში.

უნდა გახსოვდეთ, რომ ბევრი მედიკამენტი წარმოადგენს ალერგენს. ამიტომ წამლების მიღებამდე დარწმუნდით, რომ იგი არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. გულდასმით წაიკითხეთ ინსტრუქციები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ მედიკამენტის გვერდით მოვლენებზე. ბოლოს და ბოლოს, მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი ექიმისგან.

ბევრ მედიკამენტს რთული შემადგენლობა გააჩნია. ხშირად ისინი შეიცავენ ასპირინს. ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, რომ პრეპარატის ყველა შემადგენილი, თქვენთვის აბსოლიტურად უსაფრთხოა. ეს გასათვალისწინებელია აეროზოლებთან მიმართებაშიც, რომელთაც შეიძლება იყენებთ სურდოს შემთხვევაში.

შესაძლოა ალერგია გქონდეთ გარკვეულ პროდუქტებზე. შეეცადეთ გაარკვიოთ რომელი პროდუქტები შეიცავს კვებით ალერგენებს და იწვევს თქვენს ალერგიას. უარი თქვით მათზე.

ეს შეეხება სხვა შესაძლო ალერგენებსაც, როგორიცაა მაგალითად - საყოფაცხოვრებო ალერგენები: სიგარეტის ბოლი, ცხოველების ბეწვი, მტვერი, ობის სოკო, ყვავილთა ან ხის მტვერი, მეტალი და სხვა. აგრეთვე საწარმოო და ინსექტური ალერგენები.

ალერგიული რეაქციების გამომწვევი შეიძლება გახდეს ნერვული სტრესი, სიცივე, ყინვა, ქარი, მზე და ა.შ

მართალია ზოგიერთი მომავალი დედა, ფეხმძიმობის დროს შესანიშნავად გრძნობს თავს და არ აწუხებს არავითარი ალერგია, მაგრამ ნუ მიეცემით თვითკმაყოფილებას და სიფრთხილე გამოიჩინეთ ყველა შესაძლო ალერგენის მიმართ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენი და მომავალი პატარას ჯანმრთელობას.

 

ჰიდროცეფალია

 

ფეხმძიმობის მე-19 კვირა - ჰიდროცეფალიაჰიდროცეფალია (ანუ თავის ტვინის წყალმანკი) ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის პარკუჭებიდან - სისხლძარღვთა სისტემაში, ცერებროსპინალური სითხის გართულებული გადაადგილებით.

ამის შედეგად, ლიქვორი (თავ-ზურგტვინის ანუ ცერებროსპინალური სითხე) გროვდება თავის ტვინის პარკუჭოვან სისტემაში და იწვევს გარკვეული სიმპტომატიკის წარმოქმნას, რაც გამოიხატება ნაყოფის თავის ზომის გაზრდაში და ტვინის ქსოვილების შეკუმშვაში.

ნაყოფის ჰიდროცეფალიის დიაგნოსტიკა ყველაზე კარგად შეიძლება ორსულობის მე-16 - 21-ე კვირების შუალედში. თუმცა არ შეიძლება მხოლოდ გინეკოლოგიურ გამოკვლევაზე დაყრდნობა და აუცილებელია ულტრა ბგერითი გამოკვლევის ჩატარება.

ნაყოფის ჰიდროცეფალიის მიზეზი შეიძლება გახდეს ისეთი მუცლის ღრუს ინფექციები, როგორიცაა: ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი, ტოქსიპლაზმოზი. ამიტომ ფეხმძიმე ქალები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად, რომ არ დაინფიცირდნენ და თავიდან აიცილონ ეს ინფექციური დაავადებები.

ახალდაბადებული ბავშვის ჰიდროცეფალიის მიზეზი პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ზურგის ან თავის ტვინის განვითარების თანდაყოლილი მანკი და გადატანილი მუცლის ღრუს ინფექციებია. იშვიათ შემთხვევებში ჰიდროცეფალიის მიზეზი შეიძლება გახდეს სამშობიარო ტრამვა, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებიც დაიბადნენ ვადაზე ადრე.

ჰიდროცეფალიის დროს, ტვინში გროვდება 500 - დან 1500 მლ-მდე სითხე, თუმცა შესაძლოა სითხის რაოდენობამ 5 ლიტრსაც კი მიაღწიოს. ამის გამო, საკმაოდ ხშირ შემთხვევებში (მიახლოებით 40%) ნაყოფი თავის დიდი ზომების გამო მოდის ფეხებით, ხოლო ზოგ შემთხვევაში, თავი იმდენად დიდია, ფიზიოლოგიურად მშობიარობა შეუძლებელია და დგება საკეისრო კვეთის აუცილებლობის საკითხი.

ჰიდროცეფალიის მკურნალობა რა თქმა უნდა შესაძლებელია. მას ძირითადად განახორციელებენ შემდეგი მეთოდებით:

1. სპეციალური ნემსი, შეჰყავთ დედის მუცლიდან, ნაყოფის თავთან ახლოს და მისი საშუალებით იღებენ ზედმეტ სითხეს, რომელიც აწვება ტვინს.

2. ნაყოფის ტვინში ათავსებენ პატარა პლასტიურ მილაკს და ზედმეტ სითხეს იღებემ მისი საშუალებით, ხოლო მილაკი ნაყოფის ტვინში რჩება მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში.

რა თქმა უნდა ეს მეთოდები არ არის მარტივი და მის შესასრულებლად მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი სპეციალისტია საჭირო, რათა საფრთხე არ შეექმნას ნაყოფის ჯანმრთელობას.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-19 კვირა - მომავალი ბავშვიფეხმძიმობის მე-19 კვირისთვის, ნაყოფის სიგრძე მიახლოებით 20-22 სმ, ხოლო წონა 200-300 გრამია. მისი აქტიურობა თითქმის განუწყვეტელია და საათში აკეთებს რამდენიმე ათეულ მოძრაობას (იმის მიხედვით, სძინავს თუ ფხიზლობს).

ხმამაღალ ბგერებზე ნაყოფი ამჟღავნებს მძაფრ რეაქციებს, მოულოდნელი ხმაურის დროს კრთება, ხოლო სიჩუმეში, ან მშვიდ მუსიკაზე მშვიდდება. აგრეთვე რეაგირებს შუქზეც და თავს არიდებს მას.

პატარას უკვე თავდაჯერებულად შეუძლია ასწიოს თავი, ატრიალოს იგი მარჯვნივ და მარცხნივ. საკმარისად გამაგრებულია კისერიც, რომელსაც შეუძლია შებრუნება 180 გრადუსით.

ინტენსიურად იზრდება და ვითარდება ტვინი. ნაყოფის მოქმედებები უკვე გაცილებით გააზრებულია. მის მოძრაობა არ არის ისეთი ქაოტური, როგორც ადრე და გაცილებით კოორდინირებულია.

აქტიურად განაგრძობს განვითარებას ნაყოფის სხვა, ჯერ კიდევ ძალიან პატარა ორგანოები. ხდება ბრონქიალური ხის ფორმირება.

ბრონქები, ბრონქიოლები (ბრონქების უწვრილესი განშტოებანი ფილტვებში) და ფილტვები წარმოქმნიან სასუნთქ სისტემას, რომლიც განაგრძობს სრულყოფას თითქმის მშობიარობის დადგომამდე.

აქტიურად მუშაობს ნაყოფის ცხიმოვანი ჯირკვლები, მათი ამოცანაა გამოიმუშავოს მოთეთრო-მონაცისფრო ხაჭოსმაგვარი ნივთიერება, რომლითაც დაფარულია ბავშვის სხეული.

ეს ნაცხი, თავისი ბაქტერიციდული თვისებებიდან გამომდინარე, დაბადებამდე იცავს ნაყოფს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან და სანაყოფე წყლების ზემოქმედებისაგან და წარმოადგენს სითბოს უმნიშვნელოვანეს წყაროს ახალდაბადებული ჩვილისთვის. ამას გარდა, ნაცხი ეხმარება ნაყოფს, მშობიარობის მომენტში ადვილად გაიაროს სამშობიარო არხები.

გრძელდება ნაყოფის კანის ღინღლით დაფარვის პროცესი. ამ პერიოდში, გეგმიური ულტრაბგერითი გამოკვლევით, ასეთი ღინღლი კარგად ჩანს ბავშვის სახეზეც და ზოგჯერ ნარჩუნდება მშობიარობის დადგომამდე, თუმცა არ ღირს ამის გამო აღელვება, ღინღლი შემდგომში თავისთავად გაქრება.

ამ პერიოდშივე შეინიშნება ნაყოფის მგრძნობელობა იმ პროდუქტების მიმართ, რომლებიც შეიცავენ ნივთიერება-ალერგენებს. ეს შეიძლება გამოვლინდეს ბავშვის დაბადების შემდეგ, მაგალითად, თუ ასეთი ნივთიერებები იქნება დედის რძეში (საუბარია პირველ რიგში ციტრუსებზე, შოკოლადსა და მარწყვზე).


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

 
 
 

უკან

კომენტარები
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

სწრაფი სესხები



როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა