მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 55769 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

მომავალი დედა - 24-ე კვირა24-ე კვირისთვის, მომავალი დედის მუცელი სულ უფრო შესამჩნევი ხდება გარშემომყოფებისთვის. შესაძლებელია გაჩნდეს პირველი კანის დაჭიმულობა და სტრიები. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კანის ქავილს, რაც სრულებით ბუნებრივი მოვლენაა.

ნორმად მიიჩნევა ამ პერიოდში კუჭის წვაც (იჟოგა), ამიტომ, უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ხშირი და მცირე პორციებით კვება.

ამ პერიოდისთვის ოპტიმალურია წონაში მატება და შეადგენს დაახლოებით 4,5-5 კგ-ს. მომავალი დედები უნდა იყვნენ მზად, რომ ყოველ შემდგომ კვირაში მოიმატებენ საშუალოდ 500 გრამს, რის გამოც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მომეტებულ გადაღლილობას, აგრეთვე გარკვეულ დაძაბულობას წვივებისა და კოჭების არეში, რაც იწვევს ტლანქ და მოუქნელ მოძრაობებს გადაადგილების დროს.

ამ პერიოდში, (ისევე როგორც წინა პერიოდებში) უმჯობესია დაბალანსებული, ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული საკვების მიღება. თავი აარიდეთ ზედმეტ ტკბილეულს, რადგან 24-ე კვირიდან ნაყოფი აქტიურად იკრებს წონას, რამაც შეიძლება მისი დიდი ზომის გამო, გაართულოს მშობიარობის პროცესი.

ნაყოფის მოძრაობა უკვე საკმაოდ შესამჩნევია და მომავალი დედა სულ უფრო მეტად გრძნობს ბავშვთან სიახლოვეს. ამ დროისთვის იმატებს სანაყოფე წყლების რაოდენობა და შეადგენს დაახლებით 400 მლ-ს.

ამ პერიოდში საჭიროა განსაკუთრებული ყურადღებისა და სიფრთხილის გამოჩენა, რადგან არსებობს ნაადრევი მშობიარობის რისკი. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ მუცლის არეში შეტევითი ხასიათის მწვავე ტკივილს, გაჭიანურებულ ტკივილს წელის არეში (თუ წელის ტკივილი მწვავე გახდა, გინეკოლოგთან შეთანხმებით საჭიროა ფიზიოთერაპევტთან კონსულტაცია).

გაქვთ სისხლოვანი გამონადენი საშვილოსნოდან? - არ უნდა გადადოთ და დასახმარებლად მიმართოთ სპეციალისტს.

ფეხმძიმობის ამ ვადაზე, პროგესტერონის ზემოქმედებით დუნდება ნაწლავთა სისტემა, ამიტომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კუჭს შეკრულობა და მუცლის შებერილობა. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ისეთი ყოველდღური მენიუს შედგენა, რომელიც შეიცავს რძემჟავა პროდუქტებს, ფაფებს, ხილსა და ბოსტნეულს.

ორსულობის ამ პერიოდში ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა არ იძლევა არავითარი განგაშის საფუძველს, რადგან მშობიარობის მომენტისთვის, პრაქტიკულად ყველა პატარა იღებს საჭირო პოზას.

შესაძლებელია თავის ტკივილები, თუმცა ნუ იჩქარებთ ტკივილგამაყუჩებლების მიღებას. შესაძლოა გიშველოთ თავზე კომბოსტოს ფოთლის დადებამ და წყნარ და მშვიდ გარემოში მცირე ხნით დაძინებამ.

აქტუალურია ყველა ის რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინებაც საჭირო იყო წინა კვირებში. საჭიროა გაგრძელდეს ორსულებისთვის განკუთვნილი ვიტამინების კომპლექსის მიღება. ექიმს შეუძლია შეგიწყვიტოთ მისი მიღება, ან პირიქით, დანიშნოს დამატებითი პრეპარატები: კალციუმი და რკინა.

თირკლებზე დატვირთვის გამო, კვლავ საჭიროა ზედმეტად მარილიან საკვებზე უარის თქმა. თუ შეშუპებებს არა აქვს ადგილი, შეგიძლიათ მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობის სითხე. უმჯობესია არჩევანი კვლავ არაგაზირებულ, სუფთა წყალზე გააკეთოთ.

ამ პერიოდში, სასქესო ჯირკვლებზე იზრდება სისხლის დაწოლა, რაც იწვევს მათ მომატებულ მგრძნობელობას და შესაბამისად სექსუალური მოთხოვნილებების გაზრდას. ამ მომენტის გამო, ორსულობის ამ ვადას თაფლობის თვესაც კი ადარებენ.

ამიტომ, თუ არ არის მშობიარობის შეწყვეტის საფრთხე, ან რაიმე სხვა ხელისშემშლელი მიზეზი, ინტიმური ცხოვრების ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა მომავალმა დედამ სწორად შეარჩიოს ისეთი პოზები, რომლის დროსაც დაწოლა არ იქნება მუცელზე და საშვილოსნოზე.

კარგი განწყობის შენარჩუნებისთვის საჭიროა დღეში არანაკლებ 1 სთ სეირნობა. უმჯობესია ისეთი ადგილის შერჩევა, სადაც იქნება სიწყნარე, ბუნება, სიმწვანე - მოშორებით მანქანების გამონაბოლქვისა და ქალაქური აურზაურისგან.

ორსულობის ამ ვადაში მოერიდეთ ველოსიპედით სეირნობას, ხტუნვას, სირბილს. თუმცა ყოველდღიური, ორსულებისთვის განკუთვნილი სპეციალური ვარჯიშები გაამაგრებს თქვენს ჯანმრთელობას, შეამსუბუქებს ტკივილს ზურგის არეში. ძალიან სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები.

ამ კვირაში, როგორც წესი არავითარი გამოკვლევა არ ტარდება. დიაგნოსტიკა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობას რაიმე სახის საფრთხე ემუქრება. ამ შემთხვევაში სპეციალისტი დანიშნავს დამატებით კვლევებს და შესაძლოა ულტრაბგერით გამოკვლევებს 24-ე კვირაზე.

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები - 24-ე კვირამოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები

 

ნაყოფის მკვეთრი მოძრაობები;

პერიოდული ტკივილები წელის არეში;

მუცლის სწრაფი ზრდა სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებით;

გულძმარვა;

მომატებული ოფლიანობა;

ანემიის განვითარების რისკი;

გვიანი ტოქსიკოზის შესძლო რისკი;

მომატებული არტერიული წნევა, შეშუპებები, ცილა შარდში;

 

გამოკვლევები

 

შარდის კლინიკური ანალიზი;

ანალიზი სისხლში შაქრის დონეზე;

ულტრაბგერითი გამოკვლევა (მკურნალი ექიმ-გინეკოლოგის დანიშნულებით);

 

შესაძლო პრობლემები

 

შესაძლო პრობლემები - 24-ე კვირაზოგადი პრობლემები - საშვილოსნოს ზრდის გამო, კვლავ გრძელდება დაწოლა შინაგან ორგანოებზე, რის გამოც შეიძლება გამწვავდეს სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებები. თუ მდგომარეობა გამწვავდა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რათა გადაწყდეს მკურნალობის (ან ჰოსპტალიზაციის საკითხი).

შესაძლებელია მკვეთრი ტკივილები მუცლის, წელისა და მენჯის არეში. თუ ამ ყველაფერს თან ახლავს უჩვეულო ფერის გამონადენი - საჭიროა სასწრაფ ვიზიტი ექიმთან.

ამ პერიოდში საშიშია დაცემა და ზოგადად ყოველგვარი სახის ტრამვები, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს პლაცენტის აშრევება. ამიტომ, თუ მოხდა ასეთი ფაქტი. არა არის საჭირო დაელოდოთ სიმპტომებს და სასწრაფოდ უნდა გაიკეთოთ ულტრაბგერითი გამოკვლევა.

უკვე მრავალგზის ავღნიშნეთ, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ - გამონადენში სისხლის არსებობა არის ყველა ვარიანტში საგანგაში ნიშანი! ამიტომ,  არ არის საჭრო „მარჩიელობა“ და აუცილებელია გადაუდებელი ვიზიტი ექიმთან.

ჰიპერტონუსი - კიდევ ერთი შესაძლოა პრობლემაა საშვილოსნოს ჰიპერტონუსი. მართალია ყველა ფეხმძიმე ვერ გრძნობს, მაგრად ზოგიერთი მომავალი დედა შეიგრძნობს საშვილოსნოს ხანმოკლე, უმტკივნეულო დაჭიმვებს. ასეთი პერიოდული შეკუმშვებით, საშვილოსნო „ვარჯიშობს“ და ემზადება მშობიარობისთვის

ორსულები ხშირად აღწერენ ამ შეგრძნებას ამგვარად - „ქვავდება“ ან „ქაჩავს“ მუცელი. თუ გამაგრებული და დაჭიმული მუცელი დიდ დისკომფორტს განიჭებთ, მიიღეთ ორი აბი ნოშპა (შეიძლება გაიკეთოთ პაპავერინის სანთელი).

თუმცა ნუ მიეძალებით ამ პრეპარატებს. ჰიპერტონუსი, როგორც ასეთი არ არის საშიში მოვლენა და დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი თავისთავად მოიხსნება და გაივლის.

უმჯობესია გინეკოლოგთან შემდგომი ვიზიტისას მასთან გაარკვიოთ ეს საკითხი, იგი თავად გადაწყვეტს, არის თუ არა მდგომარეობა საშიში და რა ზომები უნდა მიიღოთ, რომ პრობლემა რისკის გარეშე მოგვარდეს.

თუ ავად გახდით  - ორსულობის დროს, არც ერთი ქალბატონი არ არის დაზღვული სხვადასხვა სახის მსუბუქი, თუმცა მაინც ავადმყოფობისგან. მაგალითად კუჭ-ნაწლავის ფუნქციის პრობლემები, გაცივება, გრიპი და ა.შ.

თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში თქვენ იცით როგორ მოიქცეთ, ორსულობის დროს ჩნდება მთელი რიგი შეკითხვები:

როგორ მოვიქცე თუ თავს ცუდად ვგრძნობ;

რომელი წამლების მიღებაა შესაძლებელი;

შესაძლებელია თუ არა ორსულობისთვის განკუთვნილი ვიტამინების მიღების გაგრძელება;

რომელი საკვების მიღებაა შესაძლებელი და რომელის არა;

და სხვა...

შესაძლო პრობლემებ ორსულობის 24-ე კვირაშირა თქმა უნდა ამ დროს, თქვენი პირველი რეაქციაა თქვენს ექიმთან კონსულტაცია. და ეს ბუნებრივიცაა. იგი ზუსტად განსაზღვრავს როგორ მოიქცეთ და თქვენს შეკითხვებზეც გასცემს პასუხს.

მაგრამ რისი გაკეთება შეგიძლიათ თავად თქვენ? თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან ვირუსული ინფექცია (მაგალითად გრიპი) გაწუხებთ - მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე: წყალი, ნატურალური წვენები, ან ბოსტნეულის ნაყენი.

შვებას იგრძნობთ, თუ მცირე ხნით იშიმშილებთ, უფრო სწორად, თავს შეიკავებთ საკვების მიღებისაგან (სითხის გარდა).

ასეთი დიეტა - ერთი-ორი დღე არაფერს გავნებთ, არც თქვენ, და არც მომავალ პატარას.

კუჭის პრობლემების დროს, მყარი საკვები ახდენს დამატებით დატვირთვას დასუსტებულ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, რაცა არანაირად არ უწყობს ხელს მისი მუშაობის ნორმალიზაციას.

გახსოვდეთ, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს, რძისა და რძის პროდუქტების მიღება არ შეიძლება.

თუ კუჭის აშლილობა გრძელდება 24 საათზე მეტი, გამოიძახეთ ექიმი. არ მიიღოთ დამოუკიდებლებლად არავითარი მედიკამენტი.

როგორც წესი, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები გაივლის რამოდენიმე დღეში. ამ დროის განმავლობაში უმჯობესია იყოთ სახლში. თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ ადგეთ საწოლიდან.

თუ ორსულობის ამ პერიოდში გაცივდით, ეს ის ვადაა, როცა სიცხის დამწევი საშუალებების მიღება შესაძლებელია (მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ). დასაშვებია ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატებიც.

თუმცა, მთავარი წესი მწვავე რესპირატირული დაავადებების დროს არის მკაცრი წოლითი რეჟიმი და დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

 

სანაყოფე წყლები

 

სანაყოფე წყლებისანაყოფე წყლების (იგივე ამნიოტური სითხე) მოცულობა სწრაფად იზრდება. იგი 50 მლ-დან (მე-12 დღეს) იმატებს 400 მლ-მდე ფეხმძიმობის შუა პერიოდში და აღწევს მაქსიმუმს - 1 ლიტრი 36-38 კვირისთვის.

სანაყოფე წყლები ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ასრულებს თავისებური „ამორტიზატორის“ როლს, რითაც იცავს პატარას დარტყმებისგან;

არეგულირებს ნაყოფის ირგვლივ ტემპერატურას, რომელიც სანაყოფე წყლებში ყოველთვის შეადგენს 37 გრადუსს;

სანაყოფე წყლებში საკმაოდ სიწყნარეა, იგი კარგად ახშობს ხმაურს, რომელიც შემოდის გარე სამყაროდან;

ქმნის გარემოს, რომელშიც ნაყოფი აქტიურად და თავისუფლად მოძრაობს (ცურავს) (განსაკუთრებით პირველ პერიოდში) ნებისმიერი მიმართულებით;

სანაყოფე გარსის ჰერმეტულობის გამო, სანაყოფე წყლებში არ ხვდება არაფერი ზედმეტი;

სანაყოფე წყლებში არის იმუნოგლობულინი, რომელიც კარგად იცავს ნაყოფს ყველა შესაძლო უსიამოვნებისაგან;

ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას;

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დაბადების შემდეგ, ახალშობილის პირველი ბანაობის დროს, იგი დუნდება და შესანიშნავად გრძნობს თავს იმის გამო, რომ თავს ჩვეულ გარემოში გრძნობს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების წინ სრულიად ახალ - ჰაერის გარემოში.

სანაყოფე წყლების, ანუ ამნიოტური სითხის შემცველობა იცვლება მთელი ფეხძმიმობის განმავლობაში. ორსულობის პირველ ნახევარში იგი ახლოსაა დედის პლაზმასთან - სისხლის თხევად შემადგენელთან (იმის გამოკლებით, რაც შეიცავს ნაკლებ პროტეინს).

ორსულობის განვითარებასთან ერთად, სანაყოფე სითხეში წარმოიქმნება ფოსფოლიპიდები - ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს ნაყოფის ფილტვები.

სანაყოფე სითხე ასევე შეიცავს ნაყოფის სისხლის ძველ უჯრედებს, ეპიდერმისის ქერცლს, ნაყოფის ღინღლს. შემდეგ, ორსულობის უფრო გვიან ვადაში სანაყოფე წყლის მოცულობა იზრდება ნაყოფის მიერ გამოყოფილი შარდის ხარჯზე.

ცურავს რა სანაყოფე ბუშტში, ნაყოფი რეგულარულად ყლაპავს სანაყოფე სითხეს. თუ იგი სითხეს არ ყლაპავს, წარმოიქმნება სანაყოფე სითხის სიჭარბე - მრავალწყლიანობა (ჰიდროამნიოზი და პოლიჰიდროამნიოზი)

და პირიქით, თუ ნაყოფი არ გამოყოფს ურინას (შარდს), მაგალითად თირკმლების არ არსებობის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ვითარდება - მცირეწყლიანობა (ოლიგოჰიდროამნიოზი).

ამნიოტური სითხე (სანაყოფე წყლები) ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის ზრდა-განვითარებისთვის. თუ მისი რაოდენობა ნაკლები ან ჭარბია, ბავშვის ზრდის ტემპები კლებულობს.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეხუთე ორსული ქალი კარგავს გარკვეული რაოდენობის სანაყოფე წყლებს სანაყოფე ბუშტის გასკდომამდე.

როდესაც ამნიოტური სითხე იწყებს ჟონვას, მომავალ დედებს ეშინიათ, მათ ჰგონიათ, რომ ვერ მოასწრეს ტუალეტამდე მისვლა.

იმისათვის, რომ არ შეცდეთ და ნაადრევად არ გამოიტანოთ დასკვნები, დაძაბეთ კუნთები და შეეცადეთ შეიკავოთ შარდის ნაკადი. თუ გამოგივიდათ ეს ნამდვილად შარდია, თუ არა - სანაყოფე წყლები.

იმის გამო, რომ ამნიოტური სითხის დაღვრის შედეგად ბავშვთან შეიძლება მოხვდეს სხვადასხვა სახის ინფექციები, თქვენს ინტერესებშია მიმართოთ ექიმს. იგი აიღებს საშვილოსნოს ყელიდან ნაცხს სანაყოფე წყლების ელემენტებზე, შემდეგ კი გადაწყვეტს რა გააკეთოს ამის შემდეგ.

თუ ეს ყველაფერი (სანაყოფე წყლების დაღვრა) დაიწყო 34-ე კვირამდე და ბავშვის ფილტვები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად განვითარებული, ექიმები გააგრძელებენ ორსულობას ისე, რომ დაიცავენ ნაყოფს ანტიბიოტიკებით. ამ დროს მომავალ დედას ენიშნება მედიკამენტები, რომელთა დახმარებითაც ხდება ბავშვის ფილტვების განვითარების დაჩქარება და საშვილოსნოს ყელის მშობიარობისთვის მომზადება. 

მაგრამ, თუ სანაყოფე წყლების დაღვრას თან ახლავს ინფექციები (მომავალ დედას აქვს მაღალი ტემპერატურა, სისხლისა და საშვილოსნოს ყელის ნაცხის ანალიზებში ბევრი ლეიკოციტებია, ხოლო ერითროციტების დალექვის სიჩქარე მკვეთრად იმატებს), ამ შემთხვევაში მომავალ დედას მაშინევ ამზადებენ მშობიარობისთვის.

 

სწორი კვება/კვების ობიექტებზე

 

სწორი კვება/კვების ობიექტებზე - 24-ე კვირაფეხმძიმობის ამ ეტაპზე, ისევე როგორც მთელი პერიოდის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება.

აღარ შეგაწყენთ თავს იმის შესახებ, რომ აუცილებელია ჯანსაღი, ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული საკვებით კვება.

უბრალოდ განვიხილოთ ის შემთხვევები, როცა სახლში საკვების მიღება არ გიხერხდებათ და იძულებული ხართ კვების ობიექტებს ეწვიოთ, ან უბრალოდ მოგწონთ გარეთ სადილობა ან ვახშმობა.

კვების ობიექტების არჩევანი დღეს ძალიან დიდია. ეს შეიძლება იყოს როგორც ქართული, ასევე იტალიური, მექსიკური, ჩინური, იაპონური, ბერძნული და ა.შ სამზარეულო.

როგორ შეიძლება იმოქმედოს ზედმეტად ცხარე ან ეგზოტიკურმა საკვებმა ორსულობაზე? ხომ არ შეიძლება იგი მავნე აღმოჩნდეს ნაყოფისთვის?

რა თქმა უნდა, სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ ესტუმროთ კაფეს ან რესტორანს. მთავარია განსაზღვროთ რომელი სახის საკვები იქნება თქვენთვის უსაფრთხო და რომელი არა.

მაგალითად, თუ ორსულობამდე ძალიან მოგწონდათ იტალიური ან ჩინური სამზარეულო, მაგრამ თავს მთლად კარგად ვერ გრძნობდით ხოლმე იქ მირთმეული კერძების შედეგად, სასურველია ორსულობის დროს ამისგან თავი შეიკავოთ.

მაგრამ, თუ გსურთ, რომ საკვები სასარგებლო იყოს როგორც თქვენთვის, ასევე ბავშვისთვის, არ არის საჭირო რეგულარულად კაფეებში და რესტორნებში კვება. რა თქმა უნდა დროგამოშვებით შეგიძლიათ დაისვენოთ და კვების დაწესებეულებებს ეწვიოთ, თუმცა ძირითადად უმჯობესია მიირთვათ ოჯახში მომზადებული საკვები.

თქვენს რაციონში უნდა იყოს ჯანმრთელი თევზი, ხორცი, ბოსტნეული და ხილი. რესტორანში კი ამას ვერ გააკონტროლებთ. ისევე, როგორც ვერ გააკონტროლებთ მიღებულ კალორიებს.

გარდა ამისა, რესტორნების საკვები, დიდი რაოდენობის სპეციებით, მარილით და სხვადასხვა ეგზოტიკური სანელებლებით, თქვენს მდგომარეობაში შესაძლოა მავნებელი აღმოჩნდეს.

თუ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც კაფეებში და რესტორნებში კვება გიწევთ, შეეცადეთ არ შეუკვეთოთ ზედმეტად მარილიანი საკვები დიდი რაოდენობის ნატრიუმის შემცველობით. ასევე ძალიან ცხიმიანი და კალორიული, კუჭისთვის ზედმეტად მძიმე ხორცის სუფები და ბულიონები, შემწვარი, ტორტები, ნამცხვრები (განსაკუთრებით კრემიანი).

სათოფეზე არ გაეკაროთ „ფასტ-ფუდს“ და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებს.

მოერიდეთ ზედმეტ ნაყროვანებას და ძილის წინ კვებას. მიირთვით ხშირად, დღეში 5-6-ჯერ, პატარა პორციებით.

 

მომავალი ბავშვი

 

მომავალი ბავშვი - 24-ე კვირაამ ვადისთვის, ნაყოფი უკვე თითქმის ისე გამოიყურება და იქცევა, როგორც დაბადების წინ. იგი უკვე 21-26 სმ-ია და ნახევარ კილოზე მეტს იწონის (500-600 გრ), თუმცა ჯერ ისევ ძალიან პატარააა. მისი კუნთების რაოდენობა აღწევს მაქსიმუმს. ნერვული უჯრედების რაოდენობა საბოლოოდაა ფორმირებული.

კიდევ უფრო მუქდება ღინღლი, რითაც დაფარულია ნაყოფის სხეული. ეს ხდება მათში პიგმენტის წარმოქმნის ხარჯზე.

ამ კვირისთვის, დასრულებულია ბავშვის ყველა მნიშვნელოვანი ორგანოს ფორმირება და იწყება მათი დეტალური განვითარების ეტაპი. განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება გრძნობის ორგანოები.

უკვე საკმაოდ კაგად არის განვითარებული სმენა. ნაყოფს შეუძლია გაარჩიოს დედისა და მამის ხმა, აგრეთვე მისთვის სასიამოვნო და არასასიამოვნო ხმები.

თუ ხმა მისთვის არასასიამოვნოა, იგი მას უპასუხებს აქტიური რეაგირებით - დარტყმებით, შეშფოთებით ან პირიქით, გაყუჩდება. თუ ხმები სასიამოვნოა, იგი იქნება ზომიერი და მშვიდი.

ამ კვირიდანვე მიმდინარეობს კანქვეშა ცხიმის მკვეთრი მომატება. იგი გროვდება კანის ქვეშ და წარმოადგენს მაღალ ენერგეტიკულ ღირებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ნაყოფის სხეულის მუდმივ ტემპერატურას. ნაყოფის კანზე ასევე ვითარდება ოფლის ჯირკვლები.

თავის ტვინი განაგრძობს სრულყოფას. ყოველწუთიერად ხდება ათასობით ახალი ნეირონული კავშირების ფორმირება.

ფილტვის ალვეოლებში (პაწაწინა პარკები ბრონჰების ბოლოს) წარმოიქმნება სურფაქტანტი - ეს არის ნივთიერება, რომელიც შიგნიდან არის აპკის სახით არის მოთავსებული ალვეოლებში და ხელს უშლის მათ შეწებებას სუნთქვის დროს. თუმცა სურფაქტანტი ამ დროისთვის ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ნაყოფმა 24-ე კვირაზე შესძლოს დამოუკიდებლად სუნთქვა.

პატარას დროის უდიდესი ნაწილი სძინავს (16-20 საათი დღეღამეში), დანარჩენი დრო კი (3-4 საათი) იგი ფხიზლობს: წოვს თითს, ეთამაშება ჭიპლარს, ყურს უგდებს გარესამყაროდან შემოსულ ხმებს, ჭმუხნის წარბებს. მის ძილს გააჩნია ორი ფაზა - სწრაფი და ნელი ძილის ფაზები.

24-ე კვირისთვის ნაყოფს უკვე აქვს თითქმის ყველა გრძნობის ორგანო. ბოლოსდაბოლოს იწყებს ფუნქციონირებას მხედველობა. თუ დედის მუცელზე მოხვდება მზე, ნაყოფს შეუძლია მაგრად დახუჭოს თვალები, გადაადგილდეს საშვილოსნოს საწინააღმდეგო კედლისკენ და გადაბრუნდეს კიდეც, რათა თავიდან აირიდოს მზის მკვეთრი სხივები.

ამ ვადისთვის, მომავალ დედასა და ნაყოფს შორის ვითარდება მტკიცე ემოციონალური კავშირი. პატარას უკვე აქვს რეაქციები დედის განწყობაზე. თუ დედა განიცდის შიშს, მოუსვენრობას ან პირიქით სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას. ეს ყველაფერი გადაეცემა მის პატარასაც.

ასეთი ურთიერთკავშირი დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ დედის ორგანიზმში გამომუშავდება სტრესის ჰორმონები, რომლებიც პლაცენტის გავლით ხვდება ნაყოფთან და ზემოქმედებს მის უკვე სრულიად ფორმირებულ თავის ტვინზე, რითაც იწვევს ამა თუ იმ შეგრძნებებს.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
Teo
2019-12-27
Yvela orsuls warmatebebi
Tea .
2019-12-27
Dzalian kmayofili var am yvelafris wakitxvit!
მალვინა
2019-10-15
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე მადლობა ამისთვის.
როცა ვწვები თავს ვგრძნობ კარგად, მაგრამ როცა დავდივარ სიმძიმის და მუცლის დაჭიმულობის შეგრძნება მაქვს რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს?
ანი გვაზავა
2018-12-05
24კვირაზე ვარ ახლა და ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული ინფორმაციით, ყოველ კვირას ვსტუმრობ თქვენს გვერდს დავლოთხულობ იმფორმაციებს სხვადასხვა კვირებზე
ეთო
2018-11-15
სასიამოვნო წასაკითხია ღიმილიანი სახით
ნათია
2018-05-19
ტყუპებზეც დაწერეთ რაა
Xatia
2018-04-22
Dzalian tkbili grdznobaa
Xatia
2018-04-22
Es is momentia am statias ro kitxulob da erti suli gaqvs gamodzvres ro siyvarulit kargad chajmujno :)
ქეთა
2018-03-27
მადლობა ძალიან საინტერესოა , მომღიმარი ვკითხულობდი :))))) ყველაფერი კარგად და გასაგებად არის დაწერილი , მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენთვის
ნათია
2017-12-14
მადლობა, ძალიან საინტერესოა .
თეა
2017-08-25
მადლობა ძალიან საინტერესოა :) ღიმილი ანი ვკითხულობდი
ინეზა
2017-06-28
ტყუპ ნაყოფზე არაფერი წერია
სალომე
2017-06-22
სრულად წერია თითქმის ყველაფერი
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
ია
2016-12-05
ძალიან კარგ ინფორმაციებს ვიღებ თქვენგან,დიდი მადლობა.
მაგრამ მრავალნაყოფიან ორსულობაზეც რომ რაიმე დაწეროთ უკეთესი იქნება. რატომღაც არვერთი ქართული საიტი არ ზრუნავს ამაზე... :/
ლიკა
2016-09-12
გაღიმებული ვკითხულობდი :) საინტერესოა..
ეკა
2016-07-31
ძალიან საინტერესოა, მადლობა.
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ