წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 5472 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ორსულობის 27-ე კვირა - მომავალი დედაორსულობის 27-ე კვირისთვის მუცელი კვლავ აქტიურად აგრძელებს ზრდას. ნაყოფის მოძრაობა იმდენად შესამჩნევია, რომ შეიძლება ხელის დადებით შეიგრძნოთ, თუ როგორ მოძრაობს და „გირტყმთ“ ბავშვი და „ეთამაშოთ“ კიდეც მას.

მაგრამ ახალი შეგრძნებების სიხარულთან ერთად, თავს იჩენს გარკვეული სირთულეებიც. კერძოდ, რთულდება გადაადგილება, რადგან მუცელი ძალიან გაზრდილია, რთულდება სუნთქვა, ძნელია მოხერხებული პოზის პოვნა ძილის ან დასვენების დროს.

ხშირად, ამ პერიოდში ბევრი მომავალი დედა ვერ პოულობს ადგილს, რაც იწვევს გაღიზიანებას, ამიტომ საჭიროა ემოციების კონტროლი.

ფეხმძიმობის 27-ე კვირისთვის, ხდება ქოლესტერინის დონის აწევა, რაც საშიში არ არის, რადგან წარმოადგენს თავისებურ ნორმას. სწორედ ეს აძლევს საშუალებას პლაცენტას გამოიმუშაოს ჰორმონები, რომელიც აუცილებელია მომავალში მკერდში რძის გამოსამუშავებლად.

როგორც ცნობილია, დღენაკლულად მიიჩნევა ახალშობილი, რომელიც დაიბადა ორსულობის 37 კვირაზე ადრე.

თუ ორსულობის 27-ე კვირაში მოხდება ნაადრევი მშობიარობა და ბავშვი დაიბადება, პატარა სავარაუდოდ გადარჩება, რადგან უკვე ფუნქციონირებს მისი ძირითადი სისტემები და ორგანოები.

თუმცა, ბავშვი ვერ იარსებეს ბუნებრივ გარემოში - მოხდება მისი მოთავსება სპეციალურ ინკუბატორი ან იზოლატორში, რომელიც წარმოადგენს მცირე ზომის საწოლს რომელიც გარშემორტყმულია გამჭირვალე პლასტიკური მასალით, უსაფრთხოა და უზრუნველყოფს სითბოს ადეკვატური რაოდენობით შენარჩუნებას.

სწრაფად იზრდება მკერდი, რომელიც ემზადება ლაქტაციისთვის. ჩვეულებრივ, ბავშვის ლოდინის და ლაქტაციის დროს, მკერდის ზომა იზრდება 1-2 პუნქტით (ზოგჯერ მეტადაც კი). შესაძლოა ზოგჯერ ადგილი ჰქონდეს ხსენის გამოყოფას. 

მომავალი დედის სხეული თანდათან ემზადება მშობიარობისთვის ხდება მენჯის ძვლების დაშორება.

რაც უფრო ახლოვდება მშობიარობა, მით უფრო მეტად არღვევს მომავალი დედის სიმშვიდეს მის წიაღში მყოფი ნაყოფი. ამიტომ საჭიროა უკიდურესი სიფრთხილე და საკუთარი თავის კონტროლი, ზოგჯერ კი გარკვეული შეზღუდვები.

წონის სწრაფი მატების გამო, ორსულობის 27-ე კვირაში საჭიროა კვების კონტროლი და ზედმეტ კილოგრამებზე უარის თქმა, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მომავალი დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობის გაუარესება.

ძალიან ბევრ ორსულს აწუხებს წონის სწრაფი მატება, კვების ნორმების დაცვის შემთხვევაშიც კი, მაგრამ ეს აიხსნება ნაყოფის სწრაფი ზრდით, პლაცენტის განვითარებით და სხაყოფე წყლების მოცულობის გაზრდით.

ზოგიერთ ორსულს აღენიშნება სანაყოფე წყლების დაღვრა. თუ ასე ხდება, საჭიროა ფიზიკური აქტივობის მაქსიმალურად შეზღუდვა და დასვენება. ამასთან, ექიმის საქმის კურსში ჩაყენება.

შესაძლოა საშვილოსნოს კუჭზე დაწოლამ გამოიწვიოს გულძმარვა, შეკრულობა, თუმცა ამან არ იმოქმედოს მადაზე, ამიტომ საჭიროა ხშირი, მაგრამ მცირე პორციებით კვება. საკვები კი უნდა იყოს მხოლოდ ჯანსაღი და ბალანსირებული.

იმისათვის, რომ გამოირიცხოს ქუჩაში ყოფნის დროს ფასტფუდით ან მსგავსი არასანდო პროდუქტებით კვება, საჭიროა ორსულს თან ჰქონდეს ხოლმე კრეკერები, ვაშლი, სხვა ხილი და ბოთლით სასმელი წყალი. ჯანსაღი კვებით დედა აჩვევს მომავალში ბავშვს ჯანსაღ კვებას.

ამ პერიოდისთვის საჭიროა მეტი დასვენება. არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა. უმჯობესია ჯდომა ან სიარული. ტანი მუდამ გამართული უნდა იყოს, რათა ხეხემალი ზედმეტად არ დაიტვირთოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძიმე ჩანთებისა და სხვა საგნების აწევა და ტარება.

ძილი უმჯობესია მარცხენა მხარეს და არა ზურგზე. საჭიროა ყოველგვარ ალკოჰოლზე უარის თქმა. იგივე შეეხება თამბაქოს. არათუ არ შეიძლება მოწევა, საჭიროა მაქსიმალურად თავის შორს დაჭერა ისეთი ადგილებისგან, სადაც ეწევიან.

ორსულობის 27-ე კვირა - მნიშვნელოვანიამნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდისთვის გამოირიცხოს ყველა სახის ალერგენები, განსაკუთრებით კვებითი ალერგენები, რადგან ორსულობის 27-ე კვირა ნაყოფის განვითარების ის ეტაპია, როცა ყალიბდება მისი იმუნური სისტემა და ნივთიერებათა ცვლის ტიპი.

ალერგენების შემცველი პროდუქტების მოხმარების, ან გარე ალერგენებთან (მცენარეული მტვერი, თამბაქოს კვამლი, ქიმიური გამაღიზიანებლები და სხვა) კონტაქტის დროს კი მომავალი დედა აპროგრამებს ბავშვში თანდაყოლილ ალერგიებს, რომელიც მომავალში არც თუ ისე ცოტა გართულებებს გამოიწვევს.

საკმარისი რაოდენობის ვიტამინების მიღება რეკომენდებულია ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფისთვის. ამიტომ აუცილებელია სპეციალური ვიტამინების კომპლექსისა და კალციუმის მიღება.

სექსუალური კონტაქტების აქტიურობა უნდა შემცირდეს და საერთოდ შეწყვეტილი იქნას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნაადრევი მშობიარობის საფრთხე, ან მომავალ დედას აქვს საშვილოსნოს ტონუსი, რადგან ამ დროს მთავარი ამოცანაა ნაყოფის ჯანმრთელობა, რათა იგი დაიბადოს დროულ ვადაში.

ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო)

ნებისმიერი მედიკამენტის მიღება, ისევე, როგორც სამკურნალო დანიშნულების პროცედურები, კვლავ მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს.

ეს უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

ექიმისვე რეკომენდაციით, შესაძლებელია ჩატარდეს სპეციალური მასაჟის კურსი, რომელიც შეამსუბუქებს ტკივილს ზურგის არეში და სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში.

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები - 27-ე კვირა კარდინალური ცვლილებები დედის შეგრძნებებში;

მზარდი გართულებები სიარულის, დგომის, წოლის დროს;

საშვილოსნოს აწევა თითქმის ნეკნებამდე, რაც იწვევს დაწოლას ნაწლავებსა და ფილტვებზე, რის გამოც მოსალოდნელია შეკრულობა და გულისრევის შეგრძნება;

ტკივილი ფეხებში, წელისა და მუცლის არეში;

უხვი გამონადენი (არ არის საშიში, თუ ნახევრად გამჭვირვალე და უსუნოა), თუ გამონადენი სუნიანი და სხვადასხვა ფერისაა, ეს შეიძლება იყოს ინფექციის ნიშანი, თუ სისხლოვანია - შეიძლება ნაადრევ მშობიარობას მოასწავებდეს.

 

გამოკვლევები

 

გამოკვლევები - ორსულობის 27-ე კვირა სისხლის საერთო ანალიზი - შაქარს, ერითროციტებისა და ლეიკოციტების დონეზე (განსაკუთრებით მაშინ, თუ წინა პერიოდში დაბალი იყო ჰემოგლობინი);

შარდის ანალიზი ცილაზე;

გეგმიური ან არაგეგმიური ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექიმის შეხედულებით - თუ არსებობს ეჭვი ან პრობლემა, რომლის გამოვლენაც მხოლოდ ულტრაბგერით შეიძლება);

შენიშვნა - ჩვეულებრივ, ულტრაბგერითი გამოკვლევა ტარდება 3-ჯერ. მე-12, 22-ე და 30-32-ე კვირებში, თუმცა არის შემთხვევები, როცა ექიმი ნიშნავს დამატებით უმტრაბგერით გამოკვლევას.

ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გარკვეული სახის მაჩვენებელი. მაგალითად: თუ მომავალი დედა ავადმყოფობდა და გადაიტანა რაიმე სახის ინფექცია, ორსულობა მიმდინარეობს პრობლემებით, ან უბრალოდ ექიმს აქვს ეჭვი, რომ საჭიროა დამატებიტი ულტრაბგერა.

არ არის ნერვიულობა საჭირო იმის გამო, თუ დამატებითი ულტრაბგერით გამოკვლევა გახდა საჭირო. უმჯობესია ზედმეტად გადამოწმდეს, რომ ბავშვს ყველაფერი რიგზე აქვს.

ულტრაბგერითი გამოკვლევა 27-ე კვირაზე დიდად არ განსხვავდება 22-ე კვირაზე ჩატარებული გამოკვლევისგან. ექიმი დაათვალიერებს ბავშვის ყველა ორგანოს, გაზომავს მის სიგრძეს, დაადგენს წონას, დაათვალიერებს თუ როგორ მდებარეობაში იმყოფება ნაყოფი, დააკვირდება მის აქტივობას, მოუსმენს გულისცემას, სუნთქვას.

ყველაფერ ამას ექიმი წერს სპეციალურ სამედიცინო ბარათში, რომელშიც აგრეთვე იწერება თუ რა მდგომარეობაშია პლაცენტა და სანაყოფე წყლები, საშვილოსნოს ზომა და მისი სხვა მონაცემები.

ეს ყველაფერი ექიმს ეხმარება დაინახოს ჭეშმარიტი სურათი ორსულობის ამ ვადაზე. ამ მონაცემების გათვალისწინება ხდება აგრეთვე მშობიარობის დროს.

 

შესაძლო პრობლემები

 

ორსულობის 27-ე კვირა - შესაძლო პრობლემებიფეხმძიმობის 27-ე კვირა ორსულობის სოლიდური ვადაა ნებისმიერი მომავალი დედისთვის. ზოგიერთ ორსულს ღლის ფეხმძიმობა და ძალიან სურს რაც შეიძლება მალე იმშობიაროს.

ისინი იღებიან ზედმეტი წონისგან, ღებინებისგან, გულძმარვისგან შეკრულობისგან და სხვა პრობლემებისგან, რომელიც არ აძლევთ მათ ნორმალური ცხოვრების საშუალებას.

გარდა ამისა პრობლემატურია უძილობა, ღამით ხშირი გასვლა ტუალეტში, მძიმე მუცლის ტარება და ა.შ. ყველა ეს ფაქტორი იწვევს მომავალი დედის გაღიზიანებას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რის გამოც მოსალოდნელია უმიზეზო ყვირილი და ღამღამობით ხელებისა და ტანის ქავილი

27-ე კვირისთვის შესაძლოა გაძლიერდეს შეშუპებები, რაც გამოიწვევს სიმძიმეს და მტვრევის შეგრძნებას ფეხებში. მომატებულ წნევასთან ერთად ეს სიმპტომი ჰესტოზზე მიანიშნებს (ჰესტოზი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორსულობის გართულება, რაც განსაკუთრებით ორსულობის მეორე ნახვარში ხდება შესამჩნევი. ჰესტოზის დროს ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემის ფუნქციების მოშლა).

თუ შეშუპებები მთელს სხეულზე ვრცელდება, საჭიროა შეზღუდული იქნას სითხის მიღება და გამოყენებული იქნას ბუნებრივი შარდმდენები. მაგალითად: შტოშის წვენისგან დამზადებული მორსი, კამის ნახარში.

თუ უკუჩვენება არ არსებობს, შესაძლებელია შარდმდენი ბალახების ნაკრების დალევა. აუცილებელია მარილის მოხმარების შეზღუდვა, რადგან იგი აკავებს წყალს ქსოვილებში.

აგრეთვე, ადგილი აქვს გართულებულ სუნთქვას, გულძმარვას, გულის რევის შეგრძნებას, ტკივილს წელის არეში, რაც საკმაოდ უსიამოვნოა და როგორც ავღნიშნეთ, ხშირად იწვევს გაღიზიანებას, თუმცა ამ ყველაფერს დროებითი ხასიათი აქვს და ცოტაოდენი მოთმინებაა საჭირო.

გართულებულია სუნთქვის მიზეზია ის, რომ  საშვილოსნოს ფსკერი უკვე თითქმის აღწევს ნეკნების დონეს, ძლიერ აწვება დიაფრაგმას და ფილტვებს. მომავალმა დედამ მეტი უნდა ისეირნოს ჰაერზე, რათა ნაყოფმა მიიღოს მეტი რაოდენობის ჟანგბადი, რომლის ნაკლებობამაც შესაძლოა ჰიპოქსია გამოიწვიოს.

ამიტომ, საჭიროა მეტი მოძრაობა, თუმცა არა გადაღლა. მოძრაობა ხელს შეუწყობს უძრაობის აღმოფხვრას ქსოვილებში, რაც შეამცირებს შეშუპებისა და კრუნჩხვების ალბათობას. არ არის საჭირო ქუჩებში ხეტიალი, უმჯობესია პარკებში, სკვერებში, ბაღებში სეირნობა, სადაც არის ჩამოჯდომისა და დასვენების საშუალება.

 

დაცემა ორსულობის დროს

 

დაცემა ორსულობის დროსეს საკმაოდ ხშირი, მსუბუქი ტრამვაა ორსულობის დროს. საბედნიეროდ, ჩვეულებრივ, დაცემას არ მოსდევს სერიოზული პრობლემები არც მომავალი დედისთვის და არც ნაყოფისთვის.

საშვილოსნო, რომელიც მდებარეობს მცირე მენჯის მიდამოებში, საიმედოდაა დაცული მენჯის ძვლებით, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

სანაყოფე წყლები ასრულებს ამორტიზაციის ფუნქციას და იცავს ნაყოფს დაზიანებისგან, ასე რომ დედის მუცელი და საშვილოსნო საიმედო დაცვაა პატარისთვის.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, დაცემა არც თუ ისე უსაფრთხო შეიძლება იყოს ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. აი ზოგიერთი სიმპტომი, რომელიც დაცემის შედეგად გამოწვეულ საფრთხეზე მიანიშნებს:

»» სისხლდენა საშვილოსნოდან;

»» უხვი გამონადენი საშვილოსნოდან, რაც სანაყოფე გარსის გახეთქვაზე მიანიშნებს;

»» მუცლის ძლიერი ტკივილები;

თუ დაცემის შემდგომ თქვენ გრძნობთ ნაყოფის მოძრაობას, ყველაფერი არც თუ ისე ცუდააა, თუმცა მაინც მიაქციეთ ყურადღება ზემოთ ჩამოთვლილ სიმტომებს.

პლაცენტის აშრევება - დაცემით ან დარტყმით გამოწვეული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შედეგია. ამ შემთხვევაში, ნაადრევვად ხდება პლაცენტის განცალკევება საშვილოსნოდან, რაც ემუქრება ნაყოფის სიცოცხლეს.

სხვა საფრთხე შეიძლება იყოს მოტეხილობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიაჯაჭვავს ორსულს საწოლზე.

დაცემის შემთხვევაში

დაცემის შემთხვევაშიის რაც დაცემის შემთხვევაში პირველად უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მან ყოველმხრივ შეგამოწმოთ და დარწმუნდეს, რომ ნაყოფს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

თუ ყველაფერი კარგადაა, შესაძლოა მან თქვენი დამშვიდების მიზნით მოგასმენინოთ, თუ როგორ ცემს თქვენი პატარას გული.

მცირე ტრამვების დროს, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჩვეულებრივია, ისე როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში (როცა ორსულად არ ხართ). თუმცა, თუ არის საშუალება, მოერიდეთ რენტგენს.

დაცემის შედეგად გამოწვეული დაზიანებების დროს, შესაძლოა დანიშნული იქნას ულტრაბგერითი გამოკვლევა.

საჭიროა თუ არა თქვენთვის ასეთი გამოკვლევა და ზოგადად, რა პროცედურების ჩატარებაა საჭირო, ამას წყვეტს თქვენი ექიმი დაზიანების ხარისხზე და სიმპტომების სიმძიმეზე დაყრდნობით.

გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობის გვიან სტადიებზე ხდება ორსულის წონასწორობის შეგრძნების დარღვევა, იკლებს მოძრაობის აქტივობა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საერთო სისუსტესა და თავბრუსხვევას. ეხლა არ არის „ხტუნვის“, მკვეთრი მოძრაობების და ზედმეტი ოჯახური აქტივობების დრო. რადგან ორსულობის პერიოდი განსხვავებულია ჩვეულებრივი ცხოვრების წესისგან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორსულობამდე.

იყავით ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებით ზამთარში, როცა გზები მოლიპულია. ნუ იჩქარებთ, იარეთ მშვიდად. კიდევ ერთ საფრთხეს კიბეები წარმოადგენს. ამიტომ კიბეზე ასვლის ან ჩასვლის დროს აუცილებლად მოეჭიდეთ მოაჯირს.

გაუფრთხილდით საკუთარ თავს და პატარას - მაქსიმალურად მოერიდეთ დაცემას და ტრამვებს.

 

სარძევე ჯირკვლების სიმსივნე

 

სარძევე ჯირკვლების სიმსივნესამწუხაროდ, მკერდის სიმსივნეს ქალების ონკოლოგიურ დაავადებებში პირველი ადგილი უკავია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ქალს შეეძლოს სარძევე ჯირკვლების თვითგამოკვლევა.

ფაქტია, რომ რაც უფრო მალე მოხდება სიმსივნის აღმოჩენა, მით უფრო მარტივია მასთან გამკლავება.

აღსანიშნავია, რომ ათიდან რვა შემთხვევაში მკერდის სიმსივნის აღმოჩენა ხდება სწორედ თვითგამოკვლევის გზით.

სარძევე ჯირკვლების თვითგამოკვლევა საკმაოდ მარტივია: დადექით სარკის წინ, თითებზე წაისვით კრემი ან ტალკი, რათა ისინი უკეთესად ცურავდნენ კანის ზედაპირზე. ასწიეთ ერთი ხელი, მეორე ხელის თითებით მოისინჯეთ მკერდი და მისი მიდამოები. დაწოლის ხარისხი უნდა იყოს ისეთი, რომ ჯირკვლის ქსოვილი კანქვეშ იგრძნობოდეს. დაწოლა უნდა ხდებოდეს წრიულად კერტის ზონიდან და თანდათან გაიზარდოს რადიუსი თითებით. თვითშემოწმება უმჯობესია ციკლის პირველ ნახევარში (მე-5-10 დღეებში).

სარძევე ჯირკვლების სიმსივნის რისკ-ფაქტორებია: ტრავმები, სილიკონური იმპლანტები, სპეციალური ბიუსტჰალტერები, რომლებიც ზრდიან მკერდს, გარუჯვა.

გახსოვდეთ, რომ მკერდი ნაზი ორგანოა და ნებისმიერი ტრამვას შეუძლია გამოიწვიოს სიმსივნის განვითარების პროვოცირება, ამიტომ არასოდეს დატოვოთ უყურადღებოდ დაზიანების ადგილზე გაჩენილი ჰემატომები და ნებისმიერი წარმონაქმნი უმალვე უჩვენეთ ექიმ-მამოლოგს.

ძუძუს ფორმას - სარძევე ჯირკვლები უნდა იყოს სიმეტრიული. სიმეტრია შენარჩუნებული უნდა იყოს, როგორც ჩამოშვებული, ისე მაღლა აწეული ხელების დროს. სხვაობა ზომებში, ფორმის ნებისმიერი ცვლილება - გამაფრთხილებელი ნიშანია.

სარძევე ჯირკვლების სიმსივნის პრევენციის მიზნით ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტორებს:

კანის ზედაპირს - მასზე არ უნდა იყოს შეშუპება, შეწითლება, "ფორთოხლის ქერქის" ეფექტი, ამობურცულობა, გამკვრივება.

ძუძუს თავებს - შეშუპება, გადიდება, სისველე, სიქერცლე, სიწითლე - უკვე საბაბია იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

გამონაყოფებს - დააწექით ძუძუს თავების მიდამოს. თუ გამონაყოფი არის და ნორმაშია, იგი უნდა იყოს რძისფერი ან თეთრი ფერის. თუ ის ქარვისფერი, წაბლისფერი, რუხი ან სისხლოვანია - ეს საგანგაშო სიმპტომია.

მკერდისთვის შეუცვლელი პროდუქტია კომბოსტო. მასში არსებული ვიტამინები და მინერალური ნივთიერებანი აწესრიგებენ ჰორმონალურ ფონს და იცავენ სარძევე ჯირკვლებს ნებისმიერი წარმომავლობის ახალი წარმონაქმნებისგან. სარძევე ჯირკვლების დაავადებების დროს ექიმები გვირჩევენ დავიდოთ მათზე ღამით კომბოსტოს ფურცელი - ეს ახდენს ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო და გაწოვით მოქმედებას. ქალის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ A და E ვიტამინებს. ისინი აუცილებელია ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად.

ჩვეულებრივ, სარძევე ჯირკვლების თვითგამოკვლევა ხდება თვეში ერთხელ, მენსტრუაციის შემდეგ. ხოლო წელიწადში ერთხელ სასურველია სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. ამ შემთხვევაში, ორსულობის დაგეგმვის წინ ზუსტად გეცოდინებათ რომ არ გაქვთ მკერდის სიმსივნე.

ჩვეულებრივ, ორსულობის და ჩვილის ძუძუთი კვების დროს სიმსივნის აღმოჩენა რთულია, რადგან ამ დროს მკერდი გაზრდილია, მისი მგრძნობელობა მომატებული.

თქვენს ექიმს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია ჩაატაროს სარძევე ჯირკვლების გამოკვლევა ორსულობის დასაწყისში, ან, თუ ჯირკვლები მტკივნეულია, გადადოს შემოწმება უფრო გვიან ვადაზე.

აქვე უნდა ავღნიშნოთ - მიიჩნევა, რომ მკერდით კვება - სარძევე ჯირკვლის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკაა.

სარძევე ჯირკვლების გამოკვლევის მეთოდები

სარძევე ჯირკვლების გამოკვლევის მეთოდებიგამოკვლევის ყველაზე მარტივი მეთოდებია გარე დათვალირება და პალპაცია. მისი გაკეთება შეუძლია როგორც ექიმს, ასევე თქვენ თავად.

სხვა მეთოდს წარმოდგენს რენტგენული გამოკვლევები - მამოგრაფია და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა.

არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - თერმოგრაფია. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ახდენს სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან გამაომავალი სითბოს რეგისტრაციას, ინფრაწითელი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე ფოტოფირის მეშვეობით.

სარძევე ჯირკვლის გამოკვლევის შემთხვევაში, იგი ზომავს სითბოს, რომელიც მოდის სარძევე ჯირკვლებიდან. აღსანიშნავია, რომ თერმოგრაფია მაღალეფექტურია, რადგან შეუძლია დააფიქსიროს მცირე ფიზიოლოგიური ცვლილებები უჯრედულ დონეზე, თუმცა მეთოდი ჯერ კიდევ კვლევების სტადიაში იმყოფება.

თუ თქვენ, ან ექიმმა, აღმოაჩინა სარძევე ჯირკვლებში გამკვრივებები, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ მამოგრამა (მამოგრაფია) ან ულტრა ბგერითი გამოკვლევა.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მამოგრაფია არ ტარდება (ეს უკუჩვენებაა), რადგან მამოგრამის დროს გამოიყენება რენტგენი, მაგრამ თუ ორსულად ხართ და მამოგრაფია აუცილებელია, იმისათვის რომ დაიცვათ თავი გამოსხივებისგან, თქვენი მუცელი დაცული უნდა იყოს  ტყვიისგან დამზადებული სპეციალური მუცლის საფარით.

თუ თქვენ აღმოგაჩნდათ სიმსივნე, ჩაგიტარებენ პუნქტირებას: სპეციალური ნემსით ამოიღებენ სითხეს სიმსივნიდან ამ კისტადან, სითხეს კი გამოიკვლევენ ლაბორატორიაში ავთვისებიანი უჯრედების არსებობაზე. თუ სითხე სუფთაა - ეს კარგის ნიშანია, მაგრამ თუ სითხე სისხლს შეიცავს - საჭიროა შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევა.

თუ პუნქტირება შეუძლებელია, კეთდება ბიოფსია - გამოსაკვლევად იღებენ სარძევე ჯირკვლის ქსოვილს.

არ არსებობს არავითარი მონაცემები იმის შესახებ, რომ ორსულობა აჩქარებს, ან ხელს უწყობს სიმსივნის ზრდას. გახსოვდეთ, რომ სიმსივნის აღმოჩენა ფეხმძიმობის პერიოდში რთულია.

სარძევე ჯირკვლების სიმსივნის მკურნალობა ორსულობის დროს

სარძევე ჯირკვლების სიმსივნის მკურნალობა ორსულობის დროს ხდება ჩვეულებრივად (თუმცა რა თქმა უნდა გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით).

თუ პუნქტირების შედგებით დადგინდა კისტა, მისი გაწოვა ხდება სპეციალური ასპირატორის საშუალებით.

ბიოფსია ტარდება ანესთეზიის ქვეშ, რაც ნიშნავს დედის ორგანიზმში მედიკამენტების შეყვანას. თუ ბიოფსიამ აჩვენა სიმსივნე - შესაძლოა საჭირო გახდეს დასხივება და ქიმიოთერაპია.

ნებიმიერი ასეთი პროცედურა წარმოადგენს საფრთხეს ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის სქემას ირჩევს ექიმი.

 

მზადება მშობიარობისთვის

 

მზადება მშობიარობისთვის27-ე კვირას თქვენ უკვე შეაბიჯეთ მესამე ტრიმესტრში და უკვე დროა იფიქროთ - რამდენად მზად ხართ მშობიარობისთვის.

რა თქმა უნდა, თქვენ სავარაუდოდ უკვე ნასაუბრები ხართ საკუთარ ექიმთან იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მშობიარობა და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს, წაკითხული გაქვთ სპეციალური ლიტერატურა, რომელიც ეძღვნება ორსულობასა და მშობიარობას.

იმისათვის, რომ მოხდეს საკუთარი სხეულის კონტროლი, შემცირდეს შეშუპება და უძრაობა ქსოვილებში, შესაძლებელია ორსულებისთვის განკუთვნილი სპეციალური ფიტნესით, იოგით ან მედიტაციით დაკავება.

ამას გარდა, შესაძლებელია გაიაროთ მომავალი დედების მშობიარობისთვის მოსამზადებელი ONLINE კურსები.

ზოგიერთ სამშობიარო სახლში ან ქალთა კონსულტაციებში, გახსნილია ჯგუფები, სადაც მომავალ დედებს ამზადებენ მშობიარობისთვის.

ასეთი მიდგომა არა მხოლოდ განმარტავს, თუ როგორია მშობიარობის პროცესი და მისი შემდგომი პერიოდი, თვალსაჩინოს ხდის ბევრ მომენტს, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს სამშობიარო სახლში, არამედ ეხმარება ქალებს ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაში, სამშობიარო ტკივილების შიშის დაძლევაში.

მშობიარობისთვის მოსამზადებელ ჯგუფებში, ორსულებს ამზადებენ და ასწავლიან მედდები და ბებიაქალები. ისინი გაგაცნობენ სამშობიარო სახლის წესებს, გაგარკვევენ თუ რა პროცედურები გელოდებათ, მოგიყვებიან, თუ როგორ მიმდინარეობს მშობიარობა და რა არის თქვენგან და თქვენი მეუღლისგან საჭირო (თუ იგი აპირებს დაესწროს მშობიარობას).

მიუხედავად იმისა, თუ რა სახის ინფორმაციას ფლობთ მშობიარობის წინ, თქვენ უნდა იცოდეთ და გარკვეული იყოთ შემდეგ საკითხებში:

დაგჭირდებათ თუ არა საკესრო კვეთა;

დაგჭირდებათ თუ არა ეპიზიოტომია  - შორისის (საშოსა და უკანა გასასვლელს შორის მოთავსებული ქსოვილი) ქირურგიული კვეთა;

საჭიროა თუ არა მშობიარობის წინ გამწმენდი ოყნის გაკეთება;

რა შემთხვევებშია საჭირო ნაყოფის მონიტორინგი;

რა პროცედურებს გაივლით სამშობიარო სახლში მოხვედრის შემდეგ;

რომელი სახის ანესთეზია იქნება თქვენთვის საჭირო;

ამ მნიშვნელოვანი საკითხების ცოდნა აუცილებელია, ამიტომ შეეცადეთ წინასწარ მიიღოთ პასუხები ყველა კითხვაზე თქვენი ექიმისგან.

 

მომავალი ბავშვი

 

ორსულობის 27-ე კვირა - მომავალი ბავშვიორსულობის 27-ე კვირაზე, ნაყოფის წონა დაახლოებით 1000-1200 გრამი, ხოლო ზომა 35,5-37 სმ-ია. იგი უკვე თითქმის ისე გამოიყურება, როგორც სრულყოფილი ბავშვი, უბრალოდ მცირედით გამხდარია. მისი კისერი უფრო მოქნილია, შეუძლია მისი მოტრიალება და თავის დახრა.

პატარა უკვე იღიმის და წუწნის თითს, რისი დანახვაც ულტრაბგერითი გამოკვლევითაც შეიძლება.

ამ ვადაში, დედის ორგანიზმში რაიმე მსუბუქი ინფექციის მოხვედრის შემთხვევაში, პატარას უკვე დამოუკიდებლად შეუძლია მასთან გამკლავება, რაც ბავშვის იმუნური სისტემის განვითარების დამსახურებაა.

ბავშვის იმუნიტეტს უკვე შეუძლია რეაგირება მოახდინოს ზოგიერთ მავნე ნივთიერებაზე - ალერგენებზე. ამიტომ საჭიროა მომავალმა დედამ არ მიიღოს ალერგიული ხასიათის პროდუქტები.

ნაყოფის ყველა ორგანო და სისტემა ძირითადად გამართულად მუშაობს, მათ შორის ენდოკრინული სისტემაც, რომელიც პასუხისმგებელია ჰორმონების გამომუშავებაზე. ამ პერიოდში უფრო აქტიურად მუშაობს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები - კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვლები.

აქედან გამომდინარე, ნაყოფს უვითარდება ნივთიერებათა ცვლის ინდივიდუალური ტიპი, რომელიც მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი და რომელიც განსაზღვრავს ყველა პროცესებს, რომელიც ხდება ადამიანის ორგანიზმში დაბადებიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ეს პროცესებია: ადამიანის კონსტიტუცია, ამა თუ იმ საკვების შეთვისების უნარი, მდგრადობა ინფექციების მიმართ, რეაქციების ტიპი სტრესზე და სხვა.

თავის ტვინის ერთ-ერთ ჯირკვალი იწყებს ზრდის ჰორმონის - სომატოტროპინის გამომუშავებას, რომლის დამსახურებითაც იზრდება ნაყოფი.

ამ პერიოდში მაგრდება ნაყოფის კუნთოვანი სისტემაც, რის გამოც ბავშვის მოძრაობა და დარტყმები ისეთი მძლავრია, შესაძლებელია ზოგჯერ დედას ტკივილიც კი მიაყენოს.

ყოველდღიურად სულ უფრო მაგრდება ნაყოფის ძვლები და ბავშვისთვის მეტი კალციუმია საჭირო

პატარას გაზრდილი აქვს წარბები, წამწამები, ფრჩხლები. მისი კანი ჯერ კიდევ დანაოჭებულია სანაყოფე წყლებში ყოფნის გამო, თუმცა მკვეთრი წითელი ფერიდან სწრაფად იღებს ნატურალურ, ვარდისფერ შეფერილობას, რაც კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების დამსახურებაა.

ნაყოფი აქტიურად მოძრაობს და თავისუფლად ტრიალდება თითქმის ყველა მიმართულებით, ამიტომ, თუ ექიმმა მიღებაზე გითხრათ, რომ ბავშვის მდებარეობა არასწორია, ნუ ინერვიულებთ, მშობიარობამდე ნაყოფი კიდევ არაერთხელ შეიცვლის მდებარეობას.

ნაყოფის მხედველობითი ორგანოების განვითარება

ნაყოფის მხედველობითი ორგანოების განვითარებათვალების პირველი ჩანასახი ჩნდება ემბრიონის განვითარებიდან 22-ე დღეს, ან ფეხმძიმობის დადგომიდან 5 კვირის შემდეგ.

თავიდან თვალები წააგავს ორ არც თუ ისე ღრმა ღარს, რომლებიც განთავსებულია განვითარებადი ტვინის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. შემდგომში ეს ღარები გარდაიქნება ტომსიკებად - ე.წ ოპტიკურ ბუშტულებად. ექტოდერმისგან (გარე ჩანასახოვანი შრე) ვითარდება თვალის ბროლი.

დასაწყისში, ნაყოფის თვალები მდებარეობს თავის მარჯვენა და მარცხენა მხარეს და მხოლოდ ორსულობის მე-7 და მე-10 თვეებს შორის ხდება მათი გადანაცვლება სახეზე. ორსულობიდან 9 კვირის განმავლობაში ხდება გუგების ფორმირება. მე-8 და მე-9 კვირებს შორის ყალიბდება თვალებიდან ტვინისკენ მიმავალი ნერვული ბოჭკოები - მხედველობითი ნერვები.

ქუთუთოების ჩამოყალიბება ხდება ორსულობის მე-11-12 კვირებში, თავიდან ისინი დახურულია, ხოლო ჰესტაციური ასაკის 27-28-ე კვირებში ნაყოფს უკვე შეუძლია მათი აწევა.

თვალის ბადურა, რომელიც განთავსებულია თვალის კაკლის შიდა ზედაპირზე, უზრუნველყოფს შუქისა და ფერის შეგრძნებას. მისი ფენები, რომლებიც უშუალოდ აღიქვამენ სინათლის სხივებს და აწვდიან ტვინს ინფორმაციას, ფეხმძიმობის 27-ე კვირისთვის სრულად ფორმირებულია.

თანდაყოლილი კატარაქტა

კატარაქტას მხოლოდ ასაკოვანთა დაავადებად მიიჩნევენ, თუმცა ეს ასე არ არის. შესაძლოა კატარაქტა აღმოაჩნდეს ახალშობილს. ამ შემთხვევას თანდაყოლილ კატარაქტას უწოდებენ.

კატარაქტის დროს ხდება ბუნებრივი ოპტიკური ლინზის, ანუ ბროლის შემღვრევა, რომელიც გარდატეხს თვალში მოხვედრილ სინათლის სხივს. ამის გამო კი ხდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

თანდაყოლილი კატარაქტა როგორც წესი დაკავშირებულია ამ დაავადების მიმართ მემკვიდრეობით მიდრეკილებასთან, თუმცა ზოგჯერ იგი შეინიშნება იმ ბავშვებში, რომლეთა დედებმაც ორსულობის მე-6-7 კვირებში გადაიტანეს წითურა.

მიკროფთალმი

თვალის მეორე თანდაყოლილი დეფექტია - მიკროფთალმი (ophthaimomicria) ამ დაავადების დროს, თვალის ზომები ძალიან შემცირებულია, თვალის კაკლების ზომა ორი მესამედით ნაკლებია ნორმალურ ზომაზე.

დაავადება ჩვეულებრივ თავს იჩენს სხვა თვალის თანდაყოლილ მანკებთან ერთად. ხშირად მიკროფთალმი არის ისეთი ინფექციების შედეგი, როგორიცაა ციტომეგალოვირუსი (ციტომეგალია) და ტოქსოპლაზმოზი.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ორსულობის შესახებ

 
 
 

უკან

კომენტარები
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
ნათია
2016-09-17
მაგარია. მადლობა
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა