წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 47448 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

განაყოფიერება

 

ფეხმძიმობის მე-2 კვირაყველაზე ხშირად ქალი ფეხმძიმდება ციკლის შუა პერიოდში, მე-14-ე დღეს.

მილიონობით სპერმატოზოიდი საშვილოსნოს გავლით მიემართება კვერცხუჯრედებისკენ და მხოლოდ ერთი ახერხებს გადალახოს კვერცხუჯრედის დამცავი შრე. სწორედ ეს არის ჩასახვის მომენტი.

ამის შემდეგ იწყება განსაკუთრებული ქიმიური პროცესი, რომელიც საშუალებას არ აძლევს სხვა სპერმატოზოიდებს შეაღწიოს კვერცხუჯრედში. სპერმატოზოიდი, რომელმაც შეაღწია კვერცხუჯრედში გაიწოვება, ხოლო მისი ბირთვი, რომელიც გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია, უერთდება კვერცხუჯრედის ქრომოსომას.

300 000 კვერცხუჯრედიდან ერთ-ერთი მწიფდება, იგი მოთავსებულია სითხით სავსე ბუშტულაში (გრააფის ბუშტი) ეს ბუშტულა თანდათანობით იზრდება და იწყებს საკვერცხის ზედაპირზე გამოსვლას, შემდეგ კი სკდება და ხდება ოვულაცია. გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს მილში, სადაც ის გადაიქცევა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედად.

გრააფის ბუშტულის ადგილზე  ჩნდება განსაკუთრებული ჯირკვალი - ყვითელი სხეული. მისი როლი უაღრესად მნიშვნელოვანია. იგი ხელს უწყობს მშობიარობის ჰარმონიულ განვითარებას. თუმცა ასევე იწვევს ნაადრევ ტოკსიკოზს, რომელიც ქალებში საკმაოდ ხშირია.

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-2 კვირაზოგიერთი ქალი გრძნობს განაყოფიერების პროცესს (ხშირად ერთი მიმართულების ტკივილით მუცლის არეში). მისი განსაზღვრა ბაზალური ტემპერატურის გაზომვითაც შეიძლება (ტემპერატურა სწორ ნაწლავში).

მას შემდეგ რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ჩაინერგება ახალ ადგილზე, ის იწყებს კვებას. ამ დროს ქალბატონების უმრავლესობას აღენიშნება ხასიათის მკვეთრი ცვლილება. მათ შეუძლიათ უმიზეზოდ იტირონ, ან გაუბრაზდნენ გვერდით მყოფ ადამიანებს, ამის შედეგ კი დიდხანს იცინონ და იხალისონ.

ცუდი ძილი, სუნებისადმი მკვეთრი მგრძნობელობა, გულისრევის შეგრძნება, ეს ორგანიზმში მიმდინარე გარდაქმნების  პირველი ნიშნებია. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება ხშირად ირბინოთ ტუალეტში. ასეთ დროს ბევრი სითხის მიღებაა რეკომენდებული.

ბევრ ქალბატონს ფეხმძიმობის მე-2 კვირიდანვე შესაძლოა ტოქსიკოზი განუვითარდეს, შესაძლოა ეს არც მოხდეს, მაგრამ თუ  მის მარწუხებში მაინც აღმოჩნდით, მისგან თავის დაღწევის მზა რეცეპტი არ არსებობს, თავს ძალა უნდა დაატანოთ, აღიჭურვოთ მოთმინებით და უნდა გადალახოთ, ის მალე გაივლის.

გახსოვდეთ რომ ორსულობის პირველ ვადებში იგი ნაკლებად უქმნის საფრთხეს თქვენს მომავალ პატარას. ტოქსიკოზი უფრო საფრთხილოა ორსულობის გვიან ვადაზე, იმ დროს მას სხვა უფრო რთული გამომწვევი მიზეზები აქვს.

იხილეთ ვრცლად: ტოქსიკოზი

ამას გარდა უკვე უნდა დაიწყოთ ბავშვზე ზრუნვა, მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ადრე დაიძინოთ და ყურადღება მიაქციოთ თქვენი კვების რეჟიმს.

 

ფეხმძიმობის ნიშნები

 

ფეხმძიმობის ნიშნებიორსულობის მცირე ვადაზე ბევრი ქალი ვერც კი ამჩნევს ამ მოვლენას, რადგან ორსულობის პირველი სიმპტომი მენსტრუაციის არ ქონაა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მცირე ვადაზე მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება ჩვეულებრივად გქონდეთ, ამ დროს კი ორსულად იყოთ.

ეს საშიში არ არის, უბრალოდ ორსულობის შესახებ ოდნავ გვიან შეიტყობთ, ამიტომ თავდაპირველად მისი ვადების ზეპირად ზუსტი  დადგენა გაგიჭირდებათ. ზოგადად კი ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ამით შესაძლოა დროულად დაანებოთ თავი სამედიცინო პრეპარატების მიღებას (რომელსაც შესაძლოა იმ პერიოდში იღებთ) და მავნე ჩვევებს (ალკოჰოლი, თამბაქო, ზედმეტი ყავა, ჩაი და ა.შ), რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თქვენს მომავალ ბავშვს.

აქ მოყვანილია ზოგადი ნიშნები, რომლითაც შესაძლოა გამოიცნოთ, რომ უკვე ფეხმძიმედ ხართ:

» მენსტრუაციის არ არსებობა;

» სისხლდენა და სპაზმები;

» ბაზალური ტემპერატური მომატება;

» ტკივილი მუცლის ქვემოთ და წელის არეში;

» მადის მომატება;

» გემოს შეგრძნების ცვლილება;

» ნერწყვის გადაჭარბებული გამოყოფა;

» გულისრევის შეგრძნება;

» განწყობილების ცვლილება;

» სწრაფი დაღლილობის შეგრძნება;

» გახშირებული შარდვა;

» სარძევე ჯირკვლების გადიდება;

» სარძევე ჯირკვლების ტკივილის შეგრძნება;

» იმპლანტაციური სისხლდენა;

» სასქესო ბაგეების ფერის შეცვლა;

არსებობს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე დადგენის ფაქტორიც - EPF (Early pregnancy factor), ეს ფაქტორი შესაძლებლობას იძლევა ფეხმძიმობის დადასტურება ყველაზე ადრეულ სტადიაზე მოხდეს - ჩასახვის მომენტიდან 6-24 საათის განმავლობაში.

მისმა აღმოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან აქამდე ითვლებოდა, რომ ემბრიონი (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი), იმპლატანციამდე პერიოდში შეუმჩნევლად "მოგზაურობდა" საშვილოსნოს მილში საშვილოსნოს მიმართულებთ და არავითარ ზემოქმედებას არ ახდენდა მომავალი დედის ორგანიზმზე.

ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორის ღმოჩენასთან ერთად ცხადი გახდა, რომ დედის ორგანიზმი იმპლანტაციისა და წარმატებული ფეხმძიმობისთვის ემზადება ჩასახვის მომენტიდანვე, ანუ კვერცხუჯრდის განაყოფიერებისთანავე ხდება EPF-ს გამომუშავება.

EPF წარმოადგენს იმუნოდეპრესანტს, რომელიც თრგუნავს, ასუსტებს ქალის იმუნურ სისტემას. ამ ნივთიერების გარეშე, იმუნური სისტემა ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაში ემბრიონის საშვილოსნოს კედელში ჩანერგვას მიიღებდა როგორც უცხო, მტრულ სხეულს და მოიცილებდა მას.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სისხლში ფეხმძიმობის ადრეული ფაქტორის-EPF-ს არსებობა, მომავალი დედის ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანი ემბრიონის არსებობას ადასტურებს. ქალები, რომელთაც სექსუალური აქტის შენდეგ 1-2 დღის შემდეგ სისხლში აღმოაჩნდათ EPF, აღმოჩნდნენ ორსულად.

უფრო ცნობილი, საპირისპირო მაჩვენებელია HCG (ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი), რომელის გამოვლენაც მომავალი დედის სისხლში, მიახლოებით - 7-8 დღის შემდეგ არის შესაძლებელი.

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობის ნიშნები

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-2 კვირაარც თუ ისე იშვიათად, ქალბატონების უმრავლესობა, ფეხმძიმობის მეორე კვირაში ვერც კი ამჩნევს, არის თუ არა ორსულად. ამ დროს პატარა ემბრიონი, რომელიც თქვენს ძვირფას პატარად უნდა მოგევლინოთ, თავს უკვე სრულფასოვან ბატონად მიიჩნევს.

ის ყველა იმ სიკეთით სარგებლობს რასაც მას დედის ორგანიზმი აძლევს, და იმყოფება შესანიშნავ  პირობებში, რაც ხელს უწყობს მის აქტიურად განვითარებას.

ფეხმძიმობის მეორე კვირიდან ემბრიონისთვის სიამოვნებისა და განცხრომის ხანა იწყება, რაც ხშირად დედის ტოქსიკოზის ხარჯზე ხდება.

ამ პერიოდში, ემბრიონს საჭმლის მონელების სისტემა უყალიბდება. სწორედ ამ დროს ხდება პირველადი ნაწლავის განვითარება და გაყოფა.

პირველ რიგში წარმოიქმნება ნაწლავის მილაკის ჩანასახი, კვირის ბოლოს კი ნაწლავი ორად იყოფა. ამავე კვირაში ბავშვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამცავი გარსი ყალიბდება, რომელიც მას გარე ფაქტორების ზეგავლენისგან იცავს.

ფეხმძიმობის მეორე კვირა პლაცენტის ფორმირების მნიშვნელოვანი საწყისი პერიოდია. რა არის პლაცენტა და რატომ საუბრობენ ბავშვისათვის მის მნიშვნელობაზე ორსულობის ნებისმიერი ვადის დროს?

პლაცენტა წარმოადგენს ემბრიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოს. მისი საშუალებით ემბრიონი იღებს დედის ორგანიზმიდან ყველა იმ საჭირო დანამატს რაც სჭირდება განვითარებისა და არსებობისთვის, მათ შორის ჰაერსაც კი.

პლაცენტა ის ადგილია, სადაც ემბრიონი გამოყოფს მისთვის არა საჭირო პროდუქტებს.

საინტერესოა, რომ ბუნებამ შეიმუშავა ბრძნული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ემბრიონს დედის ორგანიზმის მეშვეობით გამოდევნოს ტოქსინები, რომელსაც ის საკვების მონელების პროცესში გამოყოფს.

თუმცა სწორედ ეს პროცესი (სანამ დალაგდება და სრულყოფილ სახეს მიიღებს), იწვევს ტოქსიკოზს, რომელიც შესაძლოა მომავალ დედას გამოუვლინდეს გულის რევის შეგრძნების, მწვავე  სისტემატიური  ღებინების და საერთო სისუსტის სახით.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

 
 
 

უკან

კომენტარები
Msxvilidze natia
2017-01-03
Maqvs spirali.var 9 tvis namshobiarevi mensturacia jer ar agmdgenia..bavshvi myavs bunebriv kvebaze mxolod zuzuti vkvebav.vgrznob orsulobis nishnebs.ramodenimejer gavikete testi da uaryofits michvenebs tu sheizleba orsulad viyo da testi ar shecdes tan ramodenime.madloba winaswar.
Salo
2016-12-13
Gamarjobat var Ori kviris orsulu da maqvs Tkivili wlis da muclis aseve cota gamonadeni gtxovt mitxrat es sashishia nayofistvis madloba
ნანა
2016-11-26
აქ არის ვინმე
nana
2016-11-26
aq aris vinme
ნანა
2016-11-10
მე ორთვემდე ვინარჩუნებ ნაყოფს და მერე მშორდება რა არის მიზეზი ამის
თამთა
2016-11-10
იცუს თუ არა თავის ტკივილები ფეხმძიმობამ?მაქვს ასევე მუცლის ქვედა არეში ტკივულები და შესაძლებელია ფეხმძიმედ ვიყო?თავის ტკივილებიც მაწუხებს
Qeti
2016-11-08
Dzalian gtxovt ikneb mipasuxot...gtxovt damexmaret
Qeti
2016-11-08
Mainteresebs muclis,welis da mkerdis tkivili orsulobis nishnebia?tan madac agar makvs da gulis revis shegrdznebac daemata am yvelafers
სალო
2016-08-27
გამარჯობა ტუ შეგიძლიათ მითხრათ მენსტრუაციამდე ტესტმა სჰეიძლება რომ აჩვენოს ფეხმძიმობა? და მაინტერესებს რამდენიხნის ორსული შეიძლება ვიყო?
ნატა
2016-08-03
8 დღიანი გადაცილება მაქვს ტესტი გავიკეთე და დადებითი პასუხი მომცა მტკივა წელი და საკვერცხეებიც მაქვს საკვერცხეების ანთება არის თუ არა ეს საშიში ნაყოფისთვის
ნინო
2016-07-20
ძალიან გთხოვთ მითხარით წელის და მუცლის ტკივილი ორსულობის პირველ ტრიმესტრში საშიშია???
კატო
2016-06-22
გამარჯობა, იქნებ მიპასუხოთ, ციკლი სამ თვეში ერთხელ მაქვს.. სამი წელიაა გათხოვილი ვარ და ბავშვი არ მყავს... პირველი შემმთხვევაა რომ ორმა ტესტმა მიჩვენა ძაალიან მკრთალად მაგრამ აშკარად ჩანდა, ეხომ არ არის ორსულობაო, 29 თებერვალს მომივიდა და წესით მაისის 30ში ველოდებბოდი, საოცარი თავბრუსხვევები მაქვს და ცუდად ვხდები ხოლმე, მარცხენა მხარეს ოდნავ შებეერილი მაქვს მუცელი, მაგრამ ბაზალური ტემპერატურა 37მდე არ ასულა, რამდენად შესაძლებელია რომ ტესტი ცდებოდეს და ხომ ვერ მირჩევდით როგორ მოვიქცე?
თათა
2016-06-10
მაქვს ოტხდღიანი გადაცილება ორსულობა არის თუ არა
თამარ MD
2016-06-06
#თინა გამარჯობა კი შეიძლება ! უმჯობესი იქნება თქვენს კითხვებს სტატია "ორაულობის ტესტის " ქვეშ თუ დაწერთ ..დრო არმაქვს საკმარისი ყველა სტატიის ქვეშ გადავამოწმო კითხვა ასე თქვენთვისაც მარტივი იქნება პასუხს მალე მიიღებთ და ჩემთვისაც წწარმატებები!
თინა
2016-05-15
ზალიან გთოვთ იქნებ მიპასუხოთ ვარ 35 წლის ციკლი მაქვს ხან 25-26 დგიანი ხან კიდევ 27 -28 დგიანი. ბოლო ,ენსტრუაცია მომივიდა 27 დგეზე ანუ 25 აპრილს .დაუცველი სექსი მქონდა 8 მაისს ვერ გამოვტვალე ოვულაციის დღეებიდა სჰესაძლებელია ვიყო ფეღმძიმედ?
თინა
2016-05-15
მენსტრუაცია მქონდა 25 აპრილს სექსი კი 8 მაისს მაქვს ხან 26-27 ხან 25-28 ციკლი ბოლო ციკლი იყო 27 დგიანი სჰეიზლება ვიყოო ფეგმძიმედ ევოლუციის დგეები სავარაუდოდ როდის მექნებოდა?
თათია
2016-05-14
გამარჯობა,მენსტრუაციის დამტავრების ბოლო დგეს მქონდა ურტიერტობა ცემს მეუგლესტან,და მე3 დგეა მუცლის ქვედა ნაწილი და წელიმტკივა შეიზლება რომ ორსულად ვიყო?
სჰორენა
2016-03-31
სექსუალური კავსჰირის დროს იმ ცამსვე ხდება განახოპიეება ტუ დგეები ცჰირდება მიპასუხეტ გვტის გამოო პრობლემა მაქვს
ნანა
2016-03-31
23 დეკემბერს მკონდა სქესობრივი კავსჰირი სჰემდეგ 10 იანვარს და 3 იანვარს ორი დგიტ სისხლი მკონდა როცა 9 იანვარს ველოდებოდი და არ მომივიდა და ასევე 9 ტებერვალს არ მომივიდა და მივედი ეკომტან გავესინჯე 12 ტებერვალს და მიტხრა 6 კვირის ორსული ვარ და განახოპიერებას რამდენი დგე ცჰირდება ცჰემი პარტნიორი ეცჰვებსჰი იხო
nino
2016-03-23
Mainteresebs maqvs gripi da xvela da minda daorsuleba sheuqmnis nayofs safrtxes tiara ro moxdes orsiloba gripis dros
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

სწრაფი სესხები


თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა