მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 110166 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფეხმძიმობის 40 კვირათქვენი ორგანიზმი 40 კვირის განმავლობაში ემზადებოდა ამ მომენტისათვის, ამიტომ ნუ შეშინდებით და ინერვიულებთ, უკვე დროა მიიღოთ თქვენი მოთმინებისა და ძალისხმევის უმთავრესი შედეგი.

ამიტომ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მისცეთ თქვენს პატარას სიცოცხლე და უზრუნველყოთ მისი მოვლენა ამ ქვეყანაზე.

მე-40 კვირა, ის პერიოდია, როცა თქვენ როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, მზად უნდა იყოთ მშობიარობისთვის.

მოახდინეთ კონცენტრაცია თქვენს მომავალ ბავშვზე, წარმოიდგინეთ რა ბედნიერებაა, როცა იგი პირველად ჩაისუნთქავს ჰაერს, რაც ახალი სიცოცხლის დასაბამი გახდება...

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე - 40 კვირამშობიარობა შეიძლება ამ ვადაზე ოდნავ ადრე დადგეს, ან ცოტათი დააგვიანოს, რადგან მშობიარობის ვადის გამოთვლა მიახლოებით ხდება.

ის, რომ ბავშვი დაიბადება ბოლო მენსტრუაციული ციკლიდან ზუსტად 40 კვირის შემდეგ, მცდარი შეხედულებაა, რადგან ეს სრულიად ინდივიდუალური პროცესია ნებისმიერი დედისთვის.

ასეა თუ ისე, თქვენ უკვე მზად უნდა იყოთ ამ პროცესისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.

ექიმების უმრავლესობა, ორსულობის ბოლო კვირაზე წყვილებს სექსუალური კავშირისგან თავშეკავებას ურჩევს, ნაწილი კი ამ პერიოდში ინტიმურ უირთიერთობას დასაშვებად მიიჩნევს, რადგან თვლიან, რომ თუ არ არსებობს რაიმე სახის უკუჩვენება, ასეთი კონტაქტი ეხმარება კიდეც ქალს მშობიარობის პროცესში.

მაგრამ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და უმჯობესია შეთანხმდეს მკურნალ გინეკოლოგთან მომავალი დედის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ამ პერიოდისთვის მეტს აღარ იმატებთ წონაში, ცოტაოდენი რომც მოიმატოთ, ეს ნორმალურია, თუმცა მშობიარობის წინ საკუთარ წონაზე ფიქრისთვის თქვენ აღარ გეცლებათ.

ბოქვენის სიმფიზისგან (ხრტილოვანი შეერთება რომელიც მენჯის ძვლებს აკავშირებს ერთმანეთთან) საშვილოსნო უკვე 36-40 სმ.-ითაა აწეული. თუმცა ესეც ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვაგვარად აქვს. ჭიპიდან ეს მანძილი შეადგენს 15-20 სმ -ს.

 

მომავალი ბავშვი

 

მე-40 კვირისთვის ბავშვის წონა 3,5 კგ - ის ფარგლებშია, ხოლო სიგრძე დაახლოებით 50 სმ.

ეს ის ზომებია, რომლითაც ბავშვი ფაქტიურად იბადება.

მან უკვე შეავსო მთელი საშვილოსნო და მისი ზრდისთვის იქ ადგილი პრაქტიკულად აღარ არის.


ვადაგადაცილებული მშობიარობა

 

ფეხმძიმობის მე - 40 კვირაყველა დედა მოუთმენლად ელის საკუთარი პირმშოს ამ ქვეყანაზე მოვლინებას და ითვლის დღეებს, თუ როდის დადგება მშობიარობის პროცესი, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ქალი არ მშობიარობს ექიმის მიერ დადგენილ ვადებში.

გადაცილებულ ფეხმძიმობად თვლება ისეთი ფეხმძიმობა, როცა ბოლო მენსტრუაციული ციკლიდან გავიდა 42 კვირა ან 294 დღე.

საშვილოსნოში ნაყოფის ზრდა და განვითარება დამოკიდებულია ორ მნიშვნელოვან ფუნქციაზე, რომელსაც ასრულებს პლაცენტა:

1. ნაყოფის საკვები ნივთიერებებით მომარაგება;

2. ნაყოფის ჟანგბადით მომარაგება;

ორსულობა ვადაგადაცილებულია მაშინ, როცა პლაცენტა ამოწურავს თავის ვადას, სწრაფად ბერდება და ცუდად ამარაგებს ნაყოფს სიცოცხლისთვის საჭირო აუცილებელი ნივთიერებებით.

ამ მიზეზის გამო ჩნდება ნაყოფის ჰიპოქსიის რისკი და ბავშვი შესაძლოა დაიღუპოს კიდეც მშობიარობის პროცესში, ან მის შემდეგ.

ვადაგადაცილებული ბავშვის კანი დაბადების შემდეგ მშრალი, აქერცლილი და დაჭიმულია, ფრჩხილები დაგრძელებული, არ აღინიშნება თმები.

ასეთ ბავშვებს დაბადებისას ან საერთოდ არა აქვთ დამცავი საცხი, ან აქვთ ძალიან მცირე რაოდენობით.

ამგვარ შემთხვევებში, ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის ზუსტი ვადის ცოდნა, რადგან ეს პირდაპირაა დაკავშირებული პლაცენტის მიერ ნაყოფის მკვებავი ნივთიერებებითა და ჟანგბადით მომარაგებასთან.

ექიმების უმრავლესობა თანხმდება, რომ მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევა აუცილებელია, თუ საშვილოსნოს ყელი გახსნილი და დაჭიმულია, ბავშვს კი თავი დაბლა აქვს მიმართული.

გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სპეციალისტმა უნდა გააკონტროლოს, სწორედ მისი შესაფასებელია ნაყოფისა და პლაცენტის მდგომარეობა და მანვე უნდა გადაწყვიტოს:

ხელოვნურად გამოიწვიოს მშობიარობა;

ჩაატაროს საკეისრო კვეთა;

თუ გააგრძელოს ნაყოფზე დაკვირვება;

ამიტომ, რა თქმა უნდა, ექიმის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობიარობის წარმატებით დაგვირგვინებისთვის.

 

სამშობიარო სახლში

 

ფეხმძიმობის მე - 40 კვირამშობიარობის პირველივე ნიშნებისთანავე აუცილებლად მიმართეთ სამშობიარო სახლს, რათა გადაამოწმოთ ნამდვილად დაგეწყოთ თუ არა მშობიარობა.

თუ გეჩვენებათ, რომ სამშობიარო შეტევები უკვე დაგეწყოთ, მაგრამ არა ხართ ბოლომდე დარწმუნებული, გაესაუბრეთ ექიმს ან ბებიაქალს სამშობიარო განყოფილებაში, ისინი გადაწყვეტენ არსებობს თუ არა გამოკვლევების აუცილებლობა.

სამშობიარო სახლში თქვენს მდგომარეობას შეაფასებენ იმ ექიმის ჩანაწერებზე დაყრდნობით, რომელიც აკონტროლებდა თქვენს ფეხმძიმობას და იმ გამოკვლევების საფუძველზე, რომელიც ჩაგიტარდებათ სამშობიარო სახლში.

თქვენი მკურნალი ექიმ-გინეკოლოგის ჩანაწერები დაეხმარება ექიმს, რომელმაც უნდა მიიღოს მშობიარობა, იმის გარკვევაში, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის გართულებას ორსულობის განმავლობაში.

სამშობიარო სახლში მისვლის შემდეგ, თქვენ დაგისვამენ მთელ რიგ შეკითხვებს, რომელიც დაეხმარება ექიმს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ მიუდექით ამ შეკითხვებს მთელი სერიოზულობით, გახსოვდეთ, რომ მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ძირითადი კითხვები, რომელიც შეიძლება დაგისვან სამშობიარო სახლში:

 ხომ არ გახეულა თქვენი სანაყოფე გარსი და რამდენი ხნის წინ;

 გაქვთ თუ არა სისხლდენა;

 გაქვთ თუ არა სამშობიარო შეტევები, რა ინტერვალებით და ხანგრძლივობით;

 რა საკვები მიიღეთ ბოლოს და როდის;

სხვა შეკითხვები შეეხება სამედიცინო ასპექტებს და მედიკამენტებს, რომლებსაც იღებთ ან იღებდით ორსულობის პერიოდში. აგრეთვე - გქონდათ თუ არა რაიმე სახის გართულება ამ პერიოდში.

აუცილებლად უამბეთ ექიმს ყველაფრის შესახებ (დეტალებში), მისთვის ყოველგვარი ინფორმაცია მნიშვნელოვანია.

აგრეთვე აუცილებლად უნდა იკითხოთ რომელი აუცილებელი ნივთების შეტანა არის შესაძლებელი სამშობიარო სახლში და რომელის არა.

თუ თვლით, რომ სამშობიარო შეტევები უკვე დაგეწყოთ, ნუ მიიღებთ საკვებს, მსუბუქსაც კი, რადგან მშობიარობის დროს თქვენი კუჭი იქნება გადატვირთული, რამაც შეიძლება ტკივილის შეგრძნებები და ღებინება გამოიწვიოს.

მას შემდეგ, რაც გადაწყდება თქვენი სამშობიარო სახლში დაწოლის საკითხი, თქვენ გადაგამისამართებენ სამშობიარო განყოფილებაში, სადაც განმეორებით გაგსინჯავენ - გაქვთ თუ არა სამშობიარო შეტევები, რა ხასიათის, რამდეხანს გრძელდება და რა ინტერვალებით, ამის ზუსტად განსაზღვრა უაღრესად მნიშვნელოვანია.

ეს გამოკვლევები ტარდება სპეციალური მონიტორების საშუალებით, თუმცა შესაძლოა ექიმმა ან ბებიაქალმა თქვენი მუცელი ხელითაც კი გამოიკვლიოს, რათა განსაზღვროს, დაგეწყოთ თუ არა სამშობიარო შეტევები.

ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, გახეულია თუ არა სანაყოფე გარსი და მოხდა თუ არა სანაყოფე წყლების დაღვრა, ამის დადგენა, შესაძლოა სხვადასხვა გზით მოხდეს:

 თქვენგან მიღებული ინფორმაციით - თუ ამბობთ, რომ გაქვთ უხვი გამონადენი;

 ლაკმუსის ქაღალდის მეშვეობით - სითხეს აწვეთებენ ლაკმუსის ქაღალდზე, თუ სანაყოფე გარსი გახეულია, ქაღალდი შეიცვლის ფერს;

 ნაცხის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევით - სანაყოფე წყლები გაშრობის შემდეგ ტოვებს გვიმრის ფოთლის ფორმას;

ფეხმძიმობის მე - 40 კვირაამის შემდეგ ექიმი და ბებიაქალი შეამოწმებენ არის თუ არა გახსნილი საშვილოსნოს ყელი და რამდენ სმ-ზე.

განსაზღვრა იმისა, დაიწყო თუ არა მშობიარობა, არ არის 5 წუთის საქმე, ამას გარკვეული დრო სჭირდება.

თუ დადგინდა, რომ მშობიარობა დადგა, თქვენ გაგიკეთებენ ოყნას და ვენაში შეგიყვანენ ანესთეზიურ საშუალებას, შესაძლოა იგი კუნთშიც შეგიყვანონ.

შესაძლოა აგიღონ სისხლიც, ნიმუშისთვის, ან სისხლის სრული ანალიზის ჩასატარებლად, იმ შემთხვევისთვის, თუ დაგჭირდათ სისხლის გადასხმა.

შესაძლოა ჩაგიტარდეთ სხვა პროცედურებიც, რაც დამოკიდებულია იმ სამშობიარო სახლზე, რომელზეც გააკეთეთ არჩევანი. იხილეთ ვრცლად: მშობიარობის ნიშნები

 

მშობიარობაზე დასწრება

 

მშობიარობაზე დასწრებაუმრავლეს შემთხვევაში მშობიარობის პროცესს ბავშვის მამა ესწრება ხოლმე, თუმცა შესაძლებელია ამ პროცესს უახლოესი ნათესავი ან ახლო მეგობარიც დაესწროს.

თუ მომავალ მამას ამის სურვილი არა აქვს, გარკვეული მიზეზების გამო, ნუ დააძალებთ ამას და აირჩიეთ ისეთი პიროვნება, რომელსაც ძალუძს თქვენი გამხნევება და რომლისთვისაც ამ პროცესზე დასწრება პრობლემას არ წარმოადგენს.

უმჯობესია თუ მას, ვინც მშობიარობის პრიოცესს უნდა დაესწროს, წინასწარ გააფრთხილებთ, რათა მას ჰქონდეს საშუალება სათანადოდ მოემზადოს ამ მოვლენისთვის, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, რადგან ყველა ადამიანს არ შეუძლია გაუძლოს და გადაიტანოს მშობიარობის სრული პროცესი.

მათთვის, ვისაც უყვარხართ და ღელავს თქვენს გამო, შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს იმ ტკივილის ყურება, რასაც განიცდით.

მთავარია, რომ თქვენ მარტო არ აღმოჩნდებით ექიმებისა და ბებიაქალების გარემოცვაში, რადგან გვერდით გეყოლებათ ახლობელი ადამიანი, რომელიც ბოლომდე გაუმკლავდება შექმნილ სიტუაციას და შეძლებს აღმოგიჩინოთ მორალური თანადგომა.

ამიტომ დაკვირვებით აირჩიეთ ის ადამიანი, რომელიც თქვენთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში ღირსეულად შეძლებს სიტუაციის ფლობას და თქვენს დახმარებას.

 

რა არის ბუნებრივი მშობიარობა

 

ბუნებრივი მშობიარობაბევრი ქალი თვლის, რომ იგი ბუნებრივი მშობიარობით იმშობიარებს, მაგრამ რას ნიშნავს ბუნებრივი მშობიარობა? - აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი მშობიარობის ცნება ყველას თავისებურად ესმის.

უმრავლესობა თვლის, რომ ბუნებრივი მშობიარობა ნიშნავს, როცა მშობიარობის პროცესი მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად, საკეისრო კვეთის გარეშე.

ზოგი თვლის, რომ ბუნებრივი მშობიარობა ისეთი მშობიარობაა, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მედიკამენტოზური პრეპარატების  ჩარევის გარეშე.

სხვები თვლიან, რომ ადგილობრივი გაუტკივარება, მაგალითად პუდენდალური ანესთეზია - სამშობიარო არხში ტკივილის მოსახსნელად და ეპიზიოტომიის (საშოს შესავლის ცალმხრივი გაკვეთა მშობიარობის დროს, შორისის დიდი ნახევების ასაცილებლად) შემთხვევაში, არანაირად არ ნიშნავს, რომ მშობიარობა ხელოვნურია და ეს ბუნებრივ მშობიარობად მიაჩნიათ.

თუმცა ეს არ ნიშნავს ბუნებრივ მშობიარობას, თუ ქალს სურს მშობიარობა გაუტკივარების გარეშე, მას ამისთვის სჭირდება მომზადება. ბუნებრივი მშობიარობა არ არის შესაძლებელი ნებისმიერი ქალისთვის და ნებისმიერ შემთხვევაში.

თუ მიგიყვანეს სამშობიარო სახლში, თქვენი საშვილოსნოს ყელი გახსნილია მხოლოდ 1 სმ-ზე (რაც ნიშნავს, რომ მშობიარობის პროცესს დიდი დრო დასჭირდება) და განიცდით აუტანელ ტკივილებს, ამ შემთხვევაში ბუნებრივი მშობიარობა თქვენთვის მტანჯველი გამოცდა იქნება, ამიტომ უმჯობესია ეპიდურალურ ანესთეზიას მიმართოთ (რომელიც კეთდება ეპიდურალურ სივრცეში, ხერხემლის წელის მიდამოში).

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მიგიყვანეს სამშობიარო სახლში, საშვილოსნოს ყელი გახსნილია 4 სმ-ზე და შეტევები არ განიჭებთ განსაკუთრებულ ტკივილს, ამ შემთხვევაში ბუნებრივი მშობიარობა, ეპიდურალურ ანესთეზიის გარეშე, საუკეთესო გამოსავალია.

ამიტომ უმჯობესია თავიდანვე დაიჭიროთ თადარიგი და წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია თქვენი მშობიარობის შესაძლო მეთოდების შესახებ, კერძოდ, გაიკეთებთ თუ არა საკეისრო კვეთას, მიმართავთ თუ არა ეპიდურალური ანესთეზიას, ეპიზიოტომიას და ა.შ

წინასწარ იმის დადგენა თუ როგორ განვითარდება მშობიარობა კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში, შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია წინასწარ განსაზღვროთ რამდენ ხანს გასტანს თქვენი მშობიარობა, რამოდენიმე საათი თუ რამოდენიმე დღე.

ეს დამოკიდებულია თქვენი და თქვენი პატარის ჯანმრთელობაზე, აგრეთვე ბევრ სხვადასხვა გარემოებაზე. ამიტომ უმჯობესია კონტროლის ქვეშ აიყვანოთ მშობიარობის პროცესი და თქვენს ექიმთან ერთად გათვალოთ ყველა შესაძლო ვარიანტი, რათა მზად იყოთ ნებისმიერი მოულოდნელობისთვის.

ნუ დაიჯერებთ, თუ ვინმე გეუბნებათ, რომ მშობიარობა ბუნებრივი პროცესია და არავითარი ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება არ არის საჭირო. რომ საკეისრო კვეთა ზედმეტია და ეპიზიოტომია სისულელე, ამან შეიძლება მცდარი შეხედულება შეგიქმნათ მშობიარობის პროცესზე და თქვენი ყურადღებაც მოადუნოს.

მშობიარობის მიზანი ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაა, ამიტომ ამისთვის საკეისრო კვეთა იქნება საჭირო თუ ეპიდურალური ანესთეზია, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ბავშვის და არც თქვენი ჯანმრთელობისთვის.

 

წინასამშობიარო გამონადენი

 

წინასამშობიარო გამონადენიიმ ქალბატონებისთვის, ვინც პირველად მშობიარობს, მშობიარობის დაწყების პირველი ნიშანი შეიძლება გახდეს ლორწოვანი საცობის მოცილება ცერვიკალური არხიდან, რომელიც კეტავს საშვილოსნოს ყელს.

ამ დროს, სამშობიარო მოქმედებამდე 2-3 დღით ადრე, იწყებს გამოყოფას თეთრი, ყვითელი ან ყავისფერი სქელი ლორწო, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლის მინარევებს (რაც აბსოლიტურად უსაფრთხოა). ამ პროცესს ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს მცირეოდენი ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

ხოლო ქალბატონებისთვის, რომლებმაც ადრე უკვე იმშობიარეს და ბოლო მშობიარობიდან გარკვეული დროა გასული, ლორწოვანი საცობის მოცილება ნაკლებად შესამჩნევი ხდება, ან შესაძლოა საერთოდ არც მოხდეს.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ეს მომენტი, ყურადღებით უნდა მიადევნოთ თვალყური ვაგინალურ გამონადენს.

უმჯობესია ამ დროს გამოიყენოთ საფენები (უმჯობესია არა ქარხნული, არამედ თეთრი ფერის, ბამბის რამდენიმე ფენად დალაგებული), რადგან მშობიარობის მოახლოების ნიშანი ლორწოვანი გამონადენის გარდა სანაყოფე წყლები გამოყოფაცაა, რომელიც შეიძლება გამოიყოს გადიდებული საშვილოსნოს დაწოლის შედეგად.

სანაყოფე წყლებს არა აქვს ფერი და სუნი, როგორც წესი იგი სუფთა და გამჭვირვალეა, თუმცა შესაძლოა ქონდეს მწვანე შეფერილობაც, თუ დროდადრო ჩნდება ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობა) რისკი.

 

მშობიარობის გამოწვევა

 

მშობიარობის გამოწვევამშობიარობის გამოწვევის მიზნით ექიმი ვენაში უშვებს პრეპარატს ოქსიტოცინი (პიტოცინი).

პრეპარატი შეჰყავთ თანდათანობით, ზრდიან რა დოზას მანამდე, სანამდე არ დაიწყება სამშობიარო შეტევები.

ოქსიტოცინის რაოდენობა, რომელიც შეჰყავთ მომავალი დედის ორგანიზმში, კონტროლდება სპეციალური ტუმბოთი, ასე რომ არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რომ შესაძლოა პრეპარატი ზედმეტი დოზით იქნება შეყვანილი, ვიდრე აუცილებელია.

ოქსიტოცინის შეყვანის შემდეგ, ექიმი სპეციალური მონიტორების საშუალებით აკვირდება პროცესს, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი სამშობიარო შეტევებზე.

 

სამშობიარო შეტევები

 

სამშობიარო შეტევებიმშობიარობის პირველი - პრელიმინალური ეტაპი იწყება მშობიარობის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, მაგრამ კონკრეტულად სამშობიარო მოქმედების დადგომის მაუწყებელია პირველი სამშობიარო შეტევები, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

საშვილოსნოს რითმული შეკუმშვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა არეში და წელის მიდამოში, ხდება გარკვეული მიზნით, რათა დაეხმაროს საშვილოსნოს ყელს მაქსიმალურად გახსნაში.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან იმ ქალბატონებში, რომლებიც პირველად მშობიარობენ, საშვილოსნოს გახსნის პროცესი გრძელდება 10-12 საათი, ეს ბუნების მიერ დადგენილი საკმაოდ გონივრული ვადაა იმ სერიოზული მეტამორფოზისთვის, რომელსაც ამ დროს ადგილი აქვს ქალის ორგანიზმში.

ქალის (რომელიც არ არის ფეხმძიმედ) საშვილოსნოს ყელის სიგრძე ხომ სულ რაღაც 4 სმ-ია, დიამეტრი კი 1 სმ, რომელიც მშობიარობის მომენტში უნდა გარდაიქმნეს ბრტყელ რგოლად, რომლის დიამეტრი 10 სმ -ია.

ემზადება რა გახსნის პროცესისთვის, საშვილოსნოს ყელი თანდათანობით რბილდება და სამშობიარო შეტევების რითმში თანდათან მოკლდება და ფართოვდება დიამეტრში.

პირველი სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 10-20 წამი 10-15 წუთიანი ინტერვალებით, რეგულარულად არ ითვლება, რადგან ის შეიძლება დაიწყოს და მშვიდობით დამთავრდეს ისე, რომ არ გახდეს უფრო ხშირი და ინტენსიური.

თუ ასეთი შეტევების დროს ადგილი აქვს ტონუსს არა მარტო საშვილოსნოში, არამედ საშვილოსნოს ყელში, მაშინ საშვილოსნოს ყელი თანდათანობით იწყებს გახსნას და პირველი სამშობიარო შეტევების ბოლოს იგი უკვე 3 სმ-ზეა გახსნილი.

ამის შემდეგ დგება მეორე ეტაპი - უფრო ინტენსიური და რეგულარული სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 20-30 წამი 5-7 წუთიანი ინტერვალებით, ამ პროცესის შემდეგ საშვილოსნოს ყელი იხსნება უკვე 6-7 სმ-ზე.

და ბოლოს, მესამე ეტაპი - ყველაზე ინტენსიური სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 50-60 წამი 1-1,5 წუთიანი ინტერვალებით. ამ პროცესის შემდეგ საშვილოსნოს ყელი უკვე მაქსიმალურად იხსნება 10-12 სმ-ზე.

აუწყებთ რა ბებიაქალს თქვენი სამშობიარო შეტევების შესახებ, გაითვალისწინეთ, რომ სამშობიარო შეტევის ხანგრძლივობად ითვლება მომენტი საშვილოსნოს ტონუსის წარმოშვებიდან მის საბოლოო მოდუნებამდე. ხოლო ინტერვალად ითვლება ერთი შეტევიდან მეორე შეტევამდე დროის მონაკვეთი.

ჩვეულებრივ საშვილოსნოს ყელის გახსნა ხდება 1 სმ-ით 2 საათის განმავლობაში და რაც უფრო დიდი ხდება მისი დიამეტრი, მით უფრო ძლიერია სანაყოფე გარსის დაწოლა საშვილოსნოს ყელზე საშვილოსნოს მხრიდან, ეხმარება რა ამით მას გაფართოებაში.

სანაყოფე წყლების დაღვრა ხდება მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელი იხსნება 7-8 სმ-ზე. თუ ეს არ ხდება, მეან-გინეკოლოგი ფაქიზად გახსნის ამნიოტურ ტომარას და გადასწევს გარსს ისე, რომ ბავშვის თავი გამოვიდეს სამშობიარო არხში. ამ ოპერაციას ამნიოტომია ეწოდება.

 

როგორ მოდის ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე - 40 კვირაბავშვის თავზე არსებობს ორი ყიფლიბანდი - დიდი, რომბის ფორმის, შუბლს ოდნავ ზემოთ და პატარა, სამკუთხედის ფორმის, კეფის ნაწილში (შუბლისა და თხემის ყიფლიბანდი).

ეს ყიფლიბანდები ერთმანეთთან შეერთებულია ეგრეთ წოდებული ისრისებური ნაკერით.

იდეალურ ვარიანტში, პატარა ყიფლიბანდი უნდა მდებარეობდეს დიდი ყიფლიბანდის ზემოთ და განთავსებული უნდა იყოს მაქსიმალურად ღია საშვილოსნოს ყელის ღიობის ცენტრში, ანუ ბავშვი დედის მუცლიდან უნდა გამოვიდეს კეფით ქვემოთ, ისე, რომ ნიკაპი მაქსიმალურად ქონდეს მკერდზე მიბჯენილი.

თავის ასეთ მდგომარეობაში, ბავშვი სამშობიარო არხში გაივლის „მინიმალური ზომებით“, ანუ გზაში შეხვდება რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობის წინააღმდეგობა.

იხილეთ ვრცლად: ახალშობილი და ყიფლიბანდი

თუ ბავშვი წევს კეფით მაღლა, ან არა აქვს ნიკაპი მკერდზე მიბჯენილი, ამან შესაძლოა გაართულოს მშობიარობის პროცესი, იმ ზომამდეც კი, რომ ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად უნდა მოუსმინოთ ექიმსა და ბებიაქალს, რომლებიც წარმართავენ თქვენი მშობიარობის პროცესს და შესრულოთ მათი რეკომენდაციები.

სამწუხაროდ მშობიარობის პროცესში ყველაფერი თქვენზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ უნდა შეეცადოთ მაქსიმალურად დაეხმაროთ პატარას, შეეგუოს იმ პირობებს, რომელშიც მას უწევს ყოფნა თქვენი ნების საწინააღმდეგოდ.

 

ჭინთვები

 

ჭინთვებისანაყოფე წყლების დაღვრის შემდეგ, საშვილოსნოს ყელი, რომელიც გახსნილია მაქსიმალურად, 10 სმ - ის ფარგლებში, გადაცურდება ბავშვის თავზე.

ამ მომენტში საშვილოსნომ მაქსიმალურად უნდა მოიმატოს ზომაში.

მცირე პაუზის შემდეგ იწყება მშობიარობის შემდეგი პერიოდი - ჭინთვები, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 15 წუთიდან 4 საათამდე.

ქალებისთვის, რომლებიც პირველად მშობიარობენ, გართულებების არარსებობის შემთხვევაში, ჭინთვის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს საშუალოდ 2 სთ.

განსხვავებით შეტევებისგან, რომელიც წარმოიშვება სპონტანურად და წარმოადგენს საშვილოსნოს გლუვი კუნთების არაკონტროლირებად შეკუმშვას, ჭინთვების გაკონტროლება გაცილებით ადვილადაა შესაძლებელი.

ჭინთვები შეიგრძნობა როგორც ძალიან ძლიერი დაწოლა სწორ ნაწლავზე, რაც აიხსნება საშვილოსნოში ბავშვის თავის გადაადგილებით. და ეს სწორედ ის მომენტია, როცა მომავალმა დედამ თავი უნდა შეიკავოს ჭინთვებისგან.

საქმე იმაშია, რომ საშვილოსნოს გავლის დროს, ბავშვის თავი მცირედით დეფორმაციას განიცდის. თუ დედა ამ დროს გაიჭინთება, იგი გაურთულებს ბავშვს ამოცანას და გაზრდის საშვილოსნოს კედლების ტრამვირების რისკს.

ჭინთვები საჭირო და ეფექტურია მაშინ, როდესაც ბავშვის თავი დაიწყებს გარეთ გამოსვლას, ეს უნდა მოხდეს ძალისხმევის მონაცვლეობით - ჭინთვა - შესვენება.

ამ მომენტიდან მომავალმა დედამ ყურადღებით უნდა მოუსმინოს ბებიაქალს, რომელიც მეთვალყურეობას უწევს მშობიარობის პროცესს, და კარნახობს მას როგორ მოიქცეს, რათა შესძლოს მომავალი დედის ძალისხმევის გაკონტროლება.

ჭინთვებიმზის სინათლეზე გამოსვლის შემდეგ, ბავშვის თავი ზემოთ იწევს, თუმცა  ზოგჯერ ეს პროცესი მიმდინარეობს დიდი გართულებებით, მაგალითად მაღალი შორისის, არაელასტიური კუნთებისა და კანის გამო.

ასეთ შემთხვევაში ექიმი ნიშნავს პერინეოტომიას, რაც ნიშნავს შირისის მცირედით გაკვეთას და შემდგომ ნაკერების დადებას.

ეს ოპერაცია კეთდება სხვა მაჩვენებლების გამოც, მაგალითად ნაყოფის ჰიპოქსიის მაღალი რისკის შემთხვევაში, ნაყოფის გულის მოქმედების დარღვევის შემთხვევაში, შორისის გახევის საფრთხე, აგრეთვე ოკულისტის ჩვენების საფუძველზე.

 

როგორ იბადება ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე - 40 კვირამას შემდეგ, რაც გამოჩნდა ბავშვის თავი, დგება მისი მხრების ჯერი. ერთდროულად გამოსვლა მათ არ შეუძლიათ, ამიტომ იმისთვის, რომ პროცესი შედარებით ფიზიოლოგიურად განვითარდეს, ბავშვი უნდა გადაბრუნდეს გვერდზე.

ამაში მას დედის გარდა ვერავინ დაეხმარება. ამიტომ მან ღრმად უნდა ჩაისუნთქოს და ძალიან ძლიერად გაიჭინთოს. თუ დედას ეს არ გამოუვა, ბავშვის გვერდზე გადაბრუნებას ბებიაქალი უზრუნველყოფს, რაც ბავშვისთვის მთლად კარგი არ არის.

მას შემდეგ, რაც ბავშვის თავი და მხრები გარეთ აღმოჩნდება, სხეულის დანარჩენი ნაწილები ძალიან სწრაფად გამოვა.

ჭინთვების და სამშობიარო შეტევების დროს, ტკივილის შეგრძნების გადალახვაში და თვითფლობის შენარჩუნებაში, ძალიან ეხმარება სუნთქვითი ვარჯიშები.

ამიტომ კარგია, თუ ეს გათვალისწინებული გაქვთ და ფეხმძიმობის პერიოდში პრაქტიკა გაიარეთ და კარგად მოემზადეთ. ამიტომ კარგი იქნება თუ ტკივილისა და აღელვების მიუხედავად არ დაივიწყებთ ამას.

თუმცა უნდა ითქვას, რომ სუნთქვის მართვას თქვენ სავარაუდოდ მაინც ინტუიციურად დაიწყებთ - შეაჩერებთ მას ჩასუნთქვისას, ყველაზე მეტი დაძაბულობის დროს და გადახვალთ ზედაპირულ სუნთქვაზე მაშინ, როცა ბებიაქალი გთხოვთ - არ გაიჭინთოთ.

ჭინთვებს შორის მცირეხნიანი ინტერვალების დროს, ძალების აღსადგენად შეეცადეთ ისუნთქოთ მაქსიმალურად ღრმად, ნელა ჩასუნთქვითა და ასევე ნელა ამოსუნთქვით.

როგორ იბადება ბავშვიროდესაც ყველაფერი დამთავრდება და სრულ შვებას იგრძნობთ, გაიგონებთ ახალი ადამიანის, თქვენი პატარას პირველ ტირილს.

ამის შემდეგ ბებიაქალი ახალდაბადებულს თქვენს მუცელზე მოათავსებს - ეს ყველაზე მღელვარე მომენტია, რომელსაც ელოდით 9 თვის განმავლობაში, რადგან ბოლოს და ბოლოს შედგა ასე ნანატრი კონტაქტი ორ ყველაზე ახლობელ ადამიანს - თქვენსა და თქვენს პატარას შორის.

რა თქმა უნდა იმ ფიზიკური სტრესის შემდეგ, რასაც განიცდის პატარა დაბადების მომენტში, მისი თავი და პირისახე ცოტათი შეშუპებულია, თუმცა ეს ნორმალური, დროებითი  მოვლენაა და ნუ შეშინდებით.

 

მომყოლის დაბადება (მოცილება)

 

მომყოლის დაბადება (მოცილება)ბავშვის დაბადებიდან 10-15 წუთის შემდეგ ხდება მომყოლის (პლაცენტა და სანაყოფე გარსი) დაბადება. ეს უმტკივნეულო პროცესია, რომელიც მოითხოვს დედისგან მხოლოდ ერთ რამეს -  გაჭინთვას.

იმისათვის, რომ ყველაფერი მაქსიმალურად წარმატებით დამთავრდეს, საჭიროა წინასწარ, სუნთქვის ეფექტური სტიმულირება მუცლის დახმარებით, რათა სრულიად განთავისუფლდეს საშვილოსნო. ამ პროცესს აჩქარებს და დადებით შედეგს იძლევა ახლშობილისთვის მაშინვე ძუძუს მიცემა.

თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, პლაცენტა გამოიყოფა ერთიანად და სანაყოფე გარსთან (ბუშტთან ) ერთად გამოდის გარეთ, ხოლო საშვილოსნო შეიკუმშება და დაუბრუნდება თავის პირვანდელ ზომებს.

თუ პლაცენტა საშვილოსნოს კედელს მთლიანად არ მოცილდა, მაშინ საშვილოსნოს შეკუმშვა სტანდარტულ ზომებამდე დროში გაიწელება, ხოლო მისი გახსნილი სისხლძარღვებიდან დაიწყება სისხლდენა.

ასეთ შემთხვევაში ექიმები მიმართავენ ექსტრემალურ ზომებს, რათა გაასუფთაონ საშვილოსნო მომყოლის ნარჩენებისგან და შეაჩერონ სისხლდენა.

მას შემდეგ, რაც გადაჭრიან ჭიპლარს, ბებიაქალი ჩააწყობს სპეციალურ პაკეტში პლაცენტას, სანაყოფე გარსს და ჭიპლარის ღეროს და მიაქვს იგი ჰისტოლოგიურ გამოკვლევაზე (მშობლებს, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ჭიპლარის ღერო წაიღონ და შეინახონ ჭიპლარის სისხლის ბანკში).

ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით კეთდება დასკვნა, თუ რამდენად წარმატებით ჩაიარა მშობიარობის პროცესმა და რა პერსპექტივები აქვთ დედას და შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

 

სიცოცხლის პირველი წუთები

 

ფეხმძიმობის მე - 40 კვირაბავშვის დაბადების შემდეგ, ექიმი ასუფთავებს და ჭრის ჭიპლარს, ორ მომჭერს შორის, რომელიც ფეხმძიმობის დროს დედას და ბავშვს აკავშირებს ერთმანეთთან.

ბავშვის პირსა და ყელს სპეციალური, ვაკუუმიანი ელექტროგამწმენდით წმენდენ და ასუფთავებენ ლორწოსგან, შემდეგ კი ის შესაძლოა თქვენს მუცელზე დააწვინონ, სტერილურ და გამთბარ სახვევებზე.

შემდეგ ბავშვს გადასცემენ ექიმს ან ბებიაქალს მისი მდგომარეობის შესამოწმებლად. 1 და 5 წუთის ინტერვალებით ბავშვის მდგომარეობას აფასებენ აპგარის შკალის მიხედვით.

მნიშვნელოვანია, რომ დაბადებისთანავე ბავშვი მოხვდეს სითბოში, ამიტომ ბებიაქალი ან მედდა, ბავშვს წმენდს სტერილური ხელსახოცით და ახვევს გამთბარ სტერილურ სახვევში.

ეს პროცედურა კეთდება ყოველთვის და ყველა ვარიანტში, მიუხედავად იმისა, ბავშვს ათავსებენ თქვენს მკერდზე თუ გადასცემენ ექიმს.

თუ თქვენი მშობიარობა გართულებებით მიმდინარეობდა, ბავშვი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს და იგი დაუყონებლივ გადაჰყავთ საბავშვო განყოფილებაში, სადაც აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას. ამიტომ ნუ დაიჟინებთ, რომ ბავშვი თქვენთან დატოვონ.

რა თქმა უნდა არავის ეპარება ეჭვი, რომ შეგიძლიათ მისი მოვლა, მაგრამ თუ პატარას გართულებული სუნთქვა აქვს, ან საჭიროებს მონიტორულ გამოკვლევას, ნუ შეეწინააღმდეგებით, მისთვის ეს პროცედურები მნიშვნელოვანია.

ფეხმძიმობის მე - 40 კვირათუ ყველაფერი ნორმალურადაა ბებიაქალი ბავშვს წაიყვანს საბავშვო ოთახში, სადაც პატარას აწონიან და გაზომავენ მის სიმაღლეს, თავისა და მკერდის გარშემოწერილობას, თვალებში ჩააწვეთებენ სპეციალურ წვეთებს, რათა თავიდან აიცილონ ორგანიზმში ინფექციების შეჭრის შესაძლებლობა.

ამის შემდეგ პატარას მოათავსებენ გამთბარ საწოლზე 30 წუთის ან 2 საათის განმავლობაში, მისი მდგომარეობის მიხედვით.

შემდეგ ბავშვს გასინჯავს პედიატრი, რომელიც განსაზღვრავს, აქვს თუ არა ახალშობილს რაიმე სახის გართულება. შემდეგ გამოკვლევას იგი ჩაატარებს 24 საათის გასვლის შემდეგ.

 

მშობიარობის შემდეგ

 

ფეხმძიმობის მე - 40 კვირაის რაც ხდება თქვენს თავს მშობიარობის შემდეგ, დამოკიდებულია იმ სამშობიარო სახლის პირობებზე და მომსახურებაზე, რომელშიც იმყოფებით.

ზოგიერთ თანამედროვე სამშობიარო სახლში, მშობიარობისთვის მომზადება, მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი ძალების აღდგენა, ერთი და იგივე ოთახში ხდება, თუმცა ასეთ სამშობიარო სახლში მშობიარობა არც თუ ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული.

ზოგიერთ სამშობიარო სახლში მშობიარობისთვის და აღდგენითი პერიოდისთვის იყენებენ სხვადასხვა განყოფილებას, რომელიც ხშირად სხვადასხვა სართულზეც კი მდებარეობს. ამ შემთხვევაში ბუნებრივია მშობიარობის შემდეგ თქვენ მოწყვეტილი აღმოჩნდებით საკუთარი შვილისგან.

ზოგიერთი ექიმი ამტკიცებს, რომ ეს აუცილებელია, რათა დედამ შეძლოს დასვენება და ძალების აღდგენა, რათა მომავალში უპრობლემოდ შეძლოს საკუთარი ბავშვის მოვლა.

ზოგიერთ საშობიარო სახლში ბავშვს ტოვებენ დედასთან ერთად, რათა მას შეეძლოს მუდმივად იგრძნოს მისთვის ძვირფასი ადამიანის სიახლოვე და არ განიცადოს ემოციონალური შიმშილი.

ზოგიერთი სამშობიარო სახლი იგივე ოთახში, სადაც დედა და შვილი იმყოფება, ითვალისწინებს ბავშვის მამის სავარძელს ან საწოლსაც კი.

რაც არ უნდა აირჩიოთ, იცოდეთ, რომ ყველაზე მთავარი თქვენს და თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

როდესაც დაიწყებთ სასურველი სამშობიარო სახლის არჩევას, უმჯობესია დაუსვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები პერსონალს:

რა მომსახურებას გთავაზობთ სამშობიარო სახლი და რა შედის ამ მომსახურებაში;

გაარკვიეთ რა სახის ანესთეზიას აკეთებენ და არის თუ არა ანესთიზიოლოგი ხელმისაწვდომი 24 საათის განმავლობაში;

რა დრო დასჭირდება პერსონალს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოამზადონ ყველაფერი, რაც აუცილებელია საკეისრო კვეთისთვის (ეს დრო არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს);

იმყოფება თუ არა სამშობიარო სახლში პედიატრი დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში;

არის თუ არა ყოველთვის ბავშვების შენობა უზრუნველყოფილი მედპერსონალით;

უზრუნველყოფს თუ არა უკიდურეს შემთხვევაში სამშობიარო სახლი მომავალი დედის გადაყვანას სპეციალური ტრანსპორტით;

და ა.შ, ყველაფერი, რაც გაინტერესებთ;

შესაძლოა კითხვები ზედმეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ უმჯობესია თავიდანვე გარკვეული გქონდეთ ყველაფერი და არ აღმოჩნდეთ მოულოდნელი პრობლემების წინაშე.

 

ახალშობილთა სიყვითლე

 

ახალშობილთა სოყვითლეახალობილის დაბადებამდე, თავისუფალი ბილირუბინი, რომელიც წარმოიქნება ნაყოფის ორგანიზმში, პლაცენტის გავლით გადადის დედის ღვიძლში.

ბილირუბინი წარმოიქნება ერითროციტების დაშლის შედეგად (მშრალი ნივთიერება, რომლის 90-95% -ს შეადგენს ჰემოგლობინი).

მშობიარობის შემდეგ, ექიმი ჭრის ჭიპლარს, რომლითაც ბავშვი დედის ორგანიზმთან არის დაკავშირებული, ამ მომენტიდან ბავშვის ორანიზმი თავად არის პასუხისმგებელი ბილირუბინის წარმოქმნის პროცესზე.

ბავშვის დაბადების შემდეგ, ბილირუბინის მეტაბოლიზმი შესაძლოა დაირღვეს, ამ შემთხვევაში, მისი შემადგენლობა სისხლში იზრდება, ამიტომ სიყვითლე პატარებში, უფრო მეტად კი ახალშობილებში, გაცილებით უდრო ხშირია, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში.

ამის გამომწვევი მიზეზია ის, რომ ახალშობილების, განსაკუთრებით დღენაკლული ბავშვების ორგანიზმში ბილირუბინის გარდაქმნის პროცესი ადვილად ირღვევა იმ ფერმენტის არასაკმარისი აქტიურობის გამო, რომელიც პასუხისმგებელია ბილირუბინის გარდაქმნაზე.

სიყვითლის გამოხატული სიმპტომია - კანისა და თვალის თეთრის ფერის გარსის – სკლერის მკვეთრი მოყვითალო შეფერილობა.

პედიატრი და ბებიაქალი ყურადღებით ამოწმებენ ახალშობილის კანის შეფერილობას; ამავე დროს განსაზღვრავენ სისხლში ბილირუბინის დონეს. ბავშვის დაბადებიდან პირველი 3-4 დღის მანძილზე მისი დონე იზრდება, შემდეგ კი განუწყვეტლივ მცირდება.

სიყვითლის მკურნალობა ხდება ფოტოთერაპიის საშუალებით. ახალშობილს ათავსებენ სპეციალური ნათურის ქვეშ, რომლის სხივები აღწევენ კანის ქვეშ და ანადგურებენ ბილირუბინის უჯრედებს.

რა სახით გამოიდევნება ბილირუბინი ახალშობილის ორგანიზმიდან, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. ბილირუბინის შემცველობის მკვეთრი მომატებისას ხდება სისხლის გადასხმა.


ახალშობილთა ჰემოლიტიკური დაავადება

 

ახალშობილთა ჰემოლიტიკური დაავადებასისხლში ბილირუბინის შემცველობის მკვეთრად მომატებას ჰიპერბილირუბინემიას უწოდებენ. ახალშობილისთვის ეს შეიძლება თირკმლების ბილირუბინული ინფარქტისა და სასუნთქი ცენტრის პარალიჩის მიზეზი გახდეს.

ასეთი დაავადებები ძირითადად დღენაკლულ ბავშვებში გვხვდება. პროგნოზი ახალშობილთათვის, დამოკიდებულია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ხარისხზე.

ჰემოლიტიკური დაავადების მიზეზი აგრეთვე შეიძლება გახდეს დედისა და ბავშვის სისხლის ფაქტორების შეუთავსებლობა (როცა დედის სისხლი რეზუს უარყოფითია, ნაყოფის რეზუს დადებითი და ანტისხეულები ხვდება ნაყოფის სისხლში).

გამოხატული ინტოქსიკაციის დროს, ბირთვული სიყვითლის განვითარების შემთხვევაში, თუ ბავშვი არ იღუპება მე 5-7 დღეს, შემდგომში შეინიშნება მისი ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა.

 

PS

 

ფეხმძიმობის მე - 40 კვირარა თქმა უნდა, 40 კვირის დასრულებისა და მშობიარობის წარმატებით დაგვირგვინების შემდეგ, არაფერი არ სრულდება, პირიქით, ყველაზე საინტერესო პროცესი ამის შემდეგ იწყება.

ნაყოფი, რომელიც თქვენს წიაღში ვითარდებოდა 9 თვის - 40 კვირის განმავლობაში, უკვე ცოცხალი არსება და დამოუკიდებლად (რა თქმა უნდა თქვენი დახმარებით) აგრძელებს არსებობას...

თქვენ კი უნდა გადაეწყოთ, აღიჭურვოთ საჭირო, აუცილებელი ინფორმაციებით და ყველაფერი გააკეთოთ, რათა თქვენი პატარა ჯანმრთელ და სრულყოფილ ადამიანად ჩამოყალიბდეს.

ბედნიერ მშობიარობას გისურვებთ!

 

ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
Qeti
2020-08-15
Ukacravad pirvels velodebi da 1dxe gadamicda saahiahi xoara.
ესმა
2019-08-31
მადლობა. სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციაა.
Natia
2019-04-02
3 velodebi magram ufro mdzafria shishi warmatebebi momavalo dedikoebo❤️
დიკო
2019-01-23
ვაიმე გულიი
Diko
2019-01-23
ვაიმე გულიი
ხატია
2018-10-24
39 kvirashvi var da rac ufro axlovdeba mit ufro mimatebs shishi miuxedavad imis rom meores velodebi...
ia
2018-09-08
მართალია მეოთხეს ველოდები მაგრამ მაინც განვიცდი და მეშინია.ყველას წარმატებები გოგოებო
Gvanca
2017-12-24
Gamarjobat statia wavikitxe da dzalian kargia..kitxva maqvs da dzalian gtxovt mipasuxot var 39 kviris dekembris bolos miwevs mshobiaroba saqartveloshi ase mitxra eqimma ise moxda rom wamovedi sazgvargaret da aqaurma eqimebma 19 ianvars damibares konsultaciaze dzalian vnerviulob amdenxans gadacileba sashishi xomaraa pirveli orsulobaa da vnerviulob dzalian..madloba winaswar
ხატია
2017-11-24
39 კვირა შემისრულდა. ვეგარ ვითმენ უკვე შიშიც გამიქრა. მადლობა თქვენ რომ არსებობთ. თავიდანვე ვკითხულობდი კვირების მიხედვით და ძალიან დამეხმარეთ.
ნინო
2017-09-19
დიდი მადლობა საინტერესო სტატიისთვის ... ყველა ორსულს გფარავდეთ დედა ღვთისმშობელი..
მარი
2017-08-04
მადლობა სტატიისთვის. გამძლეობა გოგოებო!მე ძალიან მეშინია, 39 კვირას ვუახლოვდები და ვცდილობ არ ვინერვიულო, თუმცა არ გამომდის.
Eka
2017-07-27
38- e kviras vasruleb da sigijemde meshinia... warmatebebi kvelas
ნია
2017-07-06
გმადლობთ. ძალიან კარგი მასალაა
ანა-მარია
2017-06-10
უღრმაესი მადლობა სტატიისთვის. ვნანობ რომ გვიან ვნახე თქვენი შესანიშნავი საიტი და სხვა კვირების და მასალების წაკითხვა ვერ მოვასწარი ♥
ირიშა
2017-06-07
მადლობა. ძალიან კარგი ინფორმაციაა
ანანო
2017-05-24
ძალიან დიდი მადლობა ასე სრულყოფილი ინფორმაციისთვის. ძალიან დამეხმარეთ და უფრო იმედიანად ვარ იმდენი რამე გავიგე,
Mako
2017-02-14
მეც მეშინია
ლილე
2017-02-12
მეშინიაა
Tamuna
2017-02-11
Meshiniaaa
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ