წერილის გაგზავნა!
თემატიკა
 
 
 
 

ვებ კატალოგი

 

 

ფული ინტერნეტით

 

 

  ნანახია 3685 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

აუცილებელი ნივთები სამშობიარო სახლშიბევრ ფეხმძიმეს აინტერესებს საკითხი, თუ რა უნდა წაიღოს თან სამშობიარო სახლში, რომ სრულყოფილად მომზადებული შეხვდეს მშობიარობის პროცესს და არ იგრძნოს დისკომფორტი იმის გამო, რომ თან არ აქვს ის აუცილებელი ნივთი, რომელიც მისთვის უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანია.

თუ თქვენ უკვე შერჩეული გაქვთ სამშობიარო სახლი, დაწვრილებით გამოიკითხეთ და გაარკვიეთ იმ ნივთების სია, რომელიც თქვენი აზრით თან უნდა გქონდეთ ყოველი შემთხვევისთვის.

ზოგიერთ სამშობიარო სახლში მითითებულია რომელი ნივთების შეტანა შეიძლება იქ და რომელის არა.

აქ, მაგალითისთვის მოყვანილია, იმ ნივთების სია, რომლის წაღება რეკომენდებულია სამშობიარო სახლში:

 

დოკუმენტები:

 

»» პირადობის მოწმობა ან პასპორტი და მათი ქსერო ასლები;

»» გაცვლა-გამოცვლის ბარათი - რომელიც გაიცემა ქალთა კონსულტაციიდან იმ ექიმ-გინეკოლოგის მიერ, რომელიც მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში აკონტროლებდა თქვენს ორსულობას; ბარათში მითითებულია ყველა აუცილებელი ანალიზის შედეგები და იმ მედიკამენტების ნუსხა, რომელსაც იღებდით ფეხმძიმობის განმავლობაში;

»» სამედიცინო დაზღვევის პოლისი და მისი ქსეროასლი;

»» მიმართულება ქალთა კონსულტაციიდან თუ თქვენ გსურთ დაწვეთ სამეანო განყოფილებაში (მაგალითად ორსულთაპათოლოგიის განყოფილებაში)

»» ხელშეკრულება მშობიარობაზე თუ გაქვთ ასეთი ხელშეკრულება დადებული;

 

ნივთები, რომელიც გამოგადგებათ მშობიარობის პროცესში და მის შემდეგ:

 

»» ხალათი;

»» ფლოსტები;

»» პირსახოცი;

»» წინდები (თბილი და თხელი);

»» ღამის პერანგი მოსახერხებელი გულისპირით, რათა ადვილი იყოს ბავშვის კვება;

»» ელასტიური ბინტები ფეხებისთვის ან ვარიკოზისსაწინააღმდეგო წინდები (თუ გაქვთ ვენების პრობლემა, ან დაგეგმილია საკეისრო კვეთა);

»» ერთჯერადი ტრუსები (ბადისებრი);

»» საფენები;

»» ორი ბიუსჰალტერი ბავშვის კვებისათვის;

»» რძის შესაწოვი მკერდის საფენები;

»» კრემი ძუძუს კერტებზე ნახეთქებისთვის (მაგ: ბეპანტენი);

»» სასაქმებელი სანთლები გლიცერინით ან მიკროლაკსი (შეკვრაშია ერთჯერადი გამოყენების 4 მიკროკლიზმა);

»» მშობიარობის შემდგომი ბანდაჟი;

»» პირადი ჰიგიენის ნივთები (საპონი, კბილის ჯაგრისი, პასტა, ერთჯერადი საპარსი, ტუალეტის ქაღალდი, სალფეთქები, სავარცხელი, შამპუნი და ა.შ);

»» გაზგასული მინერალური წყალი (მშობიარობის დროს ექიმმა შესაძლოა ნება დართოს ფეხმძიმეს, მოსვას ცოტაოდენი წყალი);

 

სხვა ნივთები

 

»» ფული (ყოველი შემთხვევისთვის);

»» მობილური ტელეფონი და დასამუხტი მოწყობილობა;

»» ფოტოაპარატი;

»» თეფში, ფინჯანი, დანა-ჩანგალი;

»» უბის წიგნაკი, ავტოკალამი, წიგნი, ფლეერი;

»» რძის გამოსაწური კომპლექტი;

»» საკვები (წინასწარ იკითხეთ, რა პროდუქტები შეიძლება მიიტანოთ სამშობიარო სახლში);

 

ბავშვისთვის

 

»» ჰიგიენური საფენები (პამპერსები) ახალშობილებისთვის -  3-6კგ (ორი შეკვრა);

»» სველი ხელსახოცების შეკვრა;

»» საფენის ქვეშ წასასმელი კრემი;

»» საბავშვო ზეთი;

»» საბანაო საშუალება;

 

ნივთები, რომელიც საჭიროა სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ

 

დედისთვის

 

»» კოსმეტიკა;

»» ტანსაცმელი, ფეხსაცმელი;

 

ბავშვისთვის

 

»» ჰიგიენური საფენები (1-2 ცალი);

»» ახალშობილის ტანსაცმელი სეზონის მიხედვით - (გრძელმკლავიანი ბოდები, თათებიანი შარვალი და ა.შ);

»» თბილი ქუდი;

»» ტრიკოტაჟის კომბინიზონი;

»» საბავშვო კალათი;

აუცილებელი ნივთები სამშობიარო სახლშითქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ეგრეთ წოდებული "გამოსაყვანი კომპლექტი", რომელშიც შედის ყველაფერი აუცილებელი (ქუდი, ბოდი, კომბინიზონი, თათებიანი შარვალი და ა.შ), ან შეიძინოთ ყველაფერი ცალ-ცალკე.

მიახლოებით ფეხმძიმობამდე ერთი კვირით ადრე, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, ყველაფერი მოამზადეთ თუ არა თქვენთვის და თქვენი მომავალი ბავშვისთვის.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები



 


 

ფეხმძიმობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

 



 

დღის აურა