წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 25063 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ემბრიონი

 

ფეხმძიმობის მე-3 კვირაგანაყოფიერებიდან 3 დღის შემდეგ ჩანასახი 32 უჯრედისგან შედგება და ფორმით თუთის ნაყოფს წააგავს, უჯრედები ძალიან სწრაფად აგრძელებს გამრავლებას და კვირის ბოლოს მათი რაოდენობა 250-მდე იზრდება. ჩანასახის დიამეტრი ამ დროს 0,1-0,2 მმ-ია.

ასეთ მდგომარეობაში მყოფ ჩანასახს მეცნიერები ბლასტოცისტას ეძახიან. ამის შემდეგ ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება საშვილოსნოს კედელზე. ამ პროცესს იმპლანტაცია ეწოდება. არის შემთხვევები, როცა ეს პროცესი მცირე სისხლდენას იწვევს.

იმპლანტაცია ემბრიონის განვითარებისთვის კრიტიკულ მომენტს წარმოადგენს, თუ ემბრიონი მას წარმატებით გადალახავს, ეს ნიშნავს რომ  უკვე ფეხმძიმედ ხართ და თქვენი ფეხმძიმობა  განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა. ამის ნიშანი კი მაგალითად მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა იქნება.

ჩანასახის ზრდაში ამის შემდეგ უკვე თქვენი ორგანოები ერთვება, რომელიც უზრუნველყოფს  მის შემდგომ განვითარებას, ამარაგებს რა მას ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით.

ნაყოფსა და ემბრიონს შორის მკვეთრი საზღვარი არ არსებობს. საერთოდ, ფეხმძიმობის პირველი რვა კვირის განმავლობაში - ტერმინი ემბრიონია მიღებული. სწორედ ამ პერიოდში ხდება მომავალი ბავშვის ძირითადი ორგანოებისა და სისტემების ფორმირება. ხოლო რვა კვირის შედეგ უკვე გამოიყენება ტერმინი ნაყოფი.

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-3 კვირახშირ შემთხვევებში მომავალი დედები ამ პერიოდში ვერავითარ ცვლილებას ვერ ამჩნევენ და ვერც ხვდებიან ხოლმე, რომ ფეხმძიმედ არიან.

შესაძლოა ეს იმის გამოც ხდებოდეს, რომ მათ ჯერ არც ერთი მენსტრუაციული ციკლი არ გამოუტოვებიათ.

ზოგიერთი ქალბატონი პირიქით აშკარად ხვდება, თუ როდის ხდება ორგანიზმში ოვულაცია.

ისინი მსუბუქ სპაზმებს ან ტკივილს გრძნობენ. მატულობს საშოდან გამონადენი. იმპლანტაციის დროს ამჩნევენ მცირე სისხლდენას.

მომავალმა დედებმა, მკაცრად უნდა დაიცვან ერთი წესი: ორსულობის დროს, ნებისმიერი სახის სისხლდენა არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე.

თუ ქალი აგრძელებს სექსუალურ ცხოვრებას, მიუხედავად იმის, იცის თუ არა, რომ არის ორსულად, საჭიროა როგო ნიუანსების დაცვა და გარკვეული ფაქტორრების გათვალისწინება, რათა საფრთხე არ შეექმნას ორსულობას და ნაყოფის ჯანმრთელობას. იხილეთ:

ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო)

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები

 

სიმპტომები, რომელიც წააგავს წინამენტრუაციული სინდრომის ნიშნებს;

გულისრევის შეგრძნება, მადის დაკარგვა ან გაძლიერება, გემოს შეგრძნებების ცვლილებები;

აუტანლობა გარკვეული სუნების მიმართ;

განწყობილების ხშირი ცვლილება, მომატებული გაღიზიანებულობა და ფეთქებადობა;

საერთო სისუსტე და შეუძლოდ ყოფნა;

ტკივილი სარძევე ჯირკვლებში და მათი უმნიშვნელო ზრდა;

გახშირებული შარდვა;

 

გამოკვლევები

 

 ექიმ-გინეკოლოგის სამედიცინო დათვალიერება;

შემდეგი ანალიზების ჩაბარება:

 ტესტი ორსულობაზე;

სისხლის ანალიზი ქორიონული გონადოტროპინის დონის დასადგენად;

ულტრაბგერითი გამოკვლევა ტრანვაგინალური სენსორით - საშვილოსნოს შიგა ან საშვილოსნოს გარე ორსულობის დასადგენად;

 

სისხლდენა

 

ფეხმძიმობა და სისხლდენაპირველ ტრიმესტრში სისხლდენის უყურადღებოდ დატოვება, შეიძლება მუცლის მოშლის მიზეზიც კი გახდეს.

ზოგადად, სისხლდენა ორსულობის პერიოდში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა და სტატისტიკურად ყოველ მეხუთე ქალბატონს აღენიშნება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისხლდენა აუცილებლად მუცლის მოშლით დამთავრება.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იმპლანტაციის დროს სისხლდენა გამოწვეულია ბლასტოცისტის საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ჩანერგვის შედეგად. ამ დროს კი თქვენ შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ ფეხმძიმედ ხართ და ეს მოვლენა ნაადრევ მენსტრუაციულ ციკლს დააბრალოთ.

ჩანასახის ზრდასთან ერთად შესაბამისად იზრდება საშვილოსნო, ხდება პლაცენტისა და სისხლძარღვოვანი კავშირების ფორმირება. ამ სტადიის დროსაც შეიძლება მოხდეს სისხლდენა, რისი მიზეზიც ფიზიკური დატვირთვა, ან სექსუალური კავშირი იყოს.

ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ ერთიცა და მეორეც და კონსულტაციისთვის მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას.

გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაში სისხლდენის მიზეზების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხშირად ულტრაბგერითი გამოკვლევებითაც კი.

ასეთ სიტუაციებში, ექიმების უმრავლესობა სიმშვიდეს, ფიზიკური დატვირთვის შემცირებას და სექსუალურ კავშირზე უარის თქმას გირჩევთ. რადგან როგორც მედიკამენტოზურმა, ასევე ქირურგიულმა  ჩარევამ  საეჭვოა შედეგი გამოიღოს.

მსუბუქი სისხლდენა ფეხმძიმობის დროს ბევრ ქალბატონს აღენიშნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც საშინელება ხდება. მიუხედავად ამისა აუცილებელია ყურადღება მაინც აუცილებელია, ამიტომ ჯობია იყოთ გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

მედიკამენტების მოხმარება

 

ფეხმძიმობა და მედიკამენტების მოხმარებანებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც მიიღებთ ფეხმძიმობის პერიოდში, ნაყოფზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს, ამიტომ აუცილებლად  დაკვირვებით გაეცანით თითოეული მედიკამენტის ანოტაციას.

ფრთხილად იყავით და მოერიდეთ ასპირინს და მისი შემცველი პრეპარატების გამოყენებას.

ასპირინი მავნე ზეგავლენას ახდენს ფეხმძიმობის განვითარებაზე, იგი იწვევს სისხლის შედედების ფუნქციებში ცვლილებებს და შეიძლება სისხლდენის მიზეზი გახდეს.

ასპირინი განსაკუთრებით საფრთხილოა ფეხმძიმობის ბოლოს, მშობიარობის წინ. ასე რომ ერიდეთ ნებისმიერი, ასპირინისშემცველი პრეპარატის გამოყენებას. თქვენი ექიმი გამოგიძებნით ისეთ პრეპარატს, რომელიც უვნებელი იქნება ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

ცენტრალური ნერვიული სისტემის დეფექტები ჩვეულებრივ თავს იჩენს ფეხმძიმობის საწყის სტადიაში, ეს ათასში ერთხელ ხდება და მათი მექანიზმი დღემდე ბოლომდე  არ არის გამოკვლეული.

ასეთი დეფექტის გამოვლინების დროს არ ხდება ნაყოფის ზურგის ტვინის არხის დახურვა და იგი რჩება ღია, გაშიშვლებული ზურგის ტვინითა და ნერვებით.

ამგვარად შეიძლება განვითარდეს  ანენცეფალია (თანდაყოლილი თავის და ზურგის ტვინის არ არსებობა) და ენცეფალოცელე (თავის ტვინის გამოსვლა ქალის ნაპრალებიდან).

ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავის გამოყენებას ფეხმძიმობის დროს შეუძლია შეაჩეროს, ან შეასუსტოს აღნიშნული დეფექტები. ეს გამოკვლევები დღემდე გრძელდება.

ფოლიუმის მჟავის რეკომენდირებული დოზაა-0,4 მგ დღეში. მაგრამ თუ მომავალ დედას ერთხელ უკვე გაჩენილი ყავს ბავშვი ასეთი დეფექტებით, დოზა შეიძლება დღეში 4 მგ-მდე გაიზარდოს.

უმჯობესია თუ ფოლიუმის მჟავის მიღება დაგეგმილ ფეხმძიმობამდე ერთი თვით ადრე დაიწყება, დოზა კი შენარჩუნებული იქნება პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, რადგან სწორედ ამ პერიოდში ხდება ნაყოფის ცენტრალური ნერვიული სისტემის ფორმირება.

თუმცა, უმჯობესია ეს ყველაფერი თქვენი ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ გააკეთოთ.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-3 კვირათქვენი ბავშვი ჯერ სულ ნამცეცაა, თუმცა ბუნებამ უკვე განსაზღვრა როგორი თვალები ექნება მას.

მესამე კვირის განმავლობაში  ხდება ჩანასახის ენდოკრინული სისტემის ჩამოყალიბება. ეს უმნიშვნელოვანესი სისტემაა, იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაზღვრავს თქვენი პატარას ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მესამე კვირის დასასრულს ხდება პირსაყლაპავი მემბრანის წარმოქმნა, რომელიც პირის ჩანასახს წარმოადგენს.

სუნთქვა სასიცოცხლოდ აუცილებელია ნაყოფისათვის, ამიტომ სწორედ მესამე კვირაში ხდება სუნთქვის ორგანოების და სასუნთქი სისტემის ჩანასახების ფორმირება. აგრეთვე პირველი სისხლის უჯრედების ჩამოყალიბება. მესამე კვირიდან მომავალი გულის ჩანასახიც უკვე იწყებს ფუნქციონირებას.

ასე რომ  თქვენი მომავალი პატარა უკვე ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით და საკმაო "სამუშაოც შეასრულა" ზრდისა და განვითარებისათვის.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ორსულობის შესახებ

 
 
 

უკან

კომენტარები
მზია ნავროზაშვილი
2017-04-10
პირველი ეხოსკოპია როდის უნდა გაკეთდეს?
ქეთინო
2017-02-25
ორსულობის მერვე კბირაა უკვე, მცირე სისხლდენა კიდევ აღმენიშნება, ექიმის ყველა დანიშნულებას ვასრულებ. ავერსის კლინიკაში აღრიცხვაზეც ვიმყოფები არანაირი ტკივილი მხოლოდ გამონადენი ხან ცოტა ხან მომეტებული, ყველა ანალიზის პასუხი დადებიტია. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიზლება იყოს და როგორ მოვიქცეთ .წინასწარ გიხდით მადლობას. ეხოსკოპიურმა გამოკვლევამ ბავშვის ნორმალური სუნთქვაც დააფიქსირა
ინეზა
2017-02-19
კარგი სტატიაა
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
ტასო
2016-09-25
კარგია. მადლობა.
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა