წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 24195 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის 21-ე კვირაფეხმძიმობის 21-ე კვირიდან იწყება ორსულობის პერიოდის მეორე ნახევარი. ნახევარი გზა უკვე გავლილია.

ამ პერიოდში ორსულები უკვე შეგუებული და მიჩვეული არიან ამ მდგომარეობას, ისინი საკუთარ თავს უკვე აღიქვამენ, როგორც მომავალი დედები.

ბავშვის მოძრაობა მუცელში უკვე ინტენსიურად იგრძნობა და შესაძლებელია მისი მოქმედებების დათვლაც კი: რამდენჯერ დაარტყა ფეხი, რამდენჯერ გადაბრუნდა გვერდზე და ა.შ, თუმცა მისი ყველა მოძრაობის აღქმა და გამოცნობა მომავალ დედებს არ შეუძლიათ, მაგალითად: თუ იგი აბრუნებს თავს, ამოძრავებს ტუჩებს, წოვს თითს და ა.შ.

სხვადასხვა მონაცემებით, მე-20-21 კვირისთვის, ნაყოფი დღეში აკეთებს 200-მდე მოძრაობას, აქედან დედა გრძნობს დაახლოებით 15-ს.

ნაყოფის მოძრაობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრავს მის მდგომარეობას. მცირე რაოდენობის მოძრაობა შესაძლოა ნორმალურიც იყოს და ამავე დროს მიანიშნებდეს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებს.

ორსული, რომელიც ცხოვრობს ნორმალური ცხოვრების წესით, აფიქსირებს ბავშვის მოძრაობას 12 საათის განმავლობაში, მაგალითად დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ნორმად ითვლება, თუ ამ ხნის განმავლობაში დედა იგრძნობს ნაყოფის 10 მოძრაობას.

ზოგჯერ ამ დროისთვის მომავალ დედას უმაგრდება და „ქაჩავს“ მუცელი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც საშვილოსნოს იოგების დაჭიმვით, მენჯის გაფართოებით და კუჭის შეკრულობით, ასევე ორსულობის შეწყვეტის საშიშროებით.

ასეთ სიტუაციაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რომელიც ამგვარი საფრთხის შემთხვევაში სავარაუდოდ აკრძალავს სექსუალური ურთიერთობებს, რადგან ამ დროს სექსმა შესაძლოა პრობლემა გაამწვავოს და საფრთხე შუქმნას ორსულობასა და ნაყოფის ჯანმრთელობას. იხილეთ:

ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო)

ისევე, როგორც წინა კვირაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სარძევე ჯირკველებიდან მოყვითალო, ნახევრადგამჭვირვალე გამონადენს. (ეს ხსენია, რომლითაც იკვებება პატარა 2-3 დღის განმავლობაში). არ შეუწყოთ ხელი მის გამოსვლას ძალის გამოყენებით, უბრალოდ მოიწმინდეთ იგი სუფთა ხელსახოცით.

ამ პერიოდში მომავალი დედა უფრო დამშვიდებული და დაწყნარებულია, აღარ ღიზიანდება და განწყობაც იშვიათად ეცვლება. სამაგიეროდ შესაძლებელია გაუძლიერდეს მადა.

ორსულობის ეს კვირა დიდად არ განსხვავდება წინა კვირებისგან, ერთადერთი განსხვავებაა ის, რომ იგი მიირთმევს გაცილებით მეტს, ვიდრე წინა პერიოდებში. ამ დროს, ნაყოფის ცხიმოვანი ქსოვილი იზრდება და ორსულმა შესაძლოა შესამჩნევად მოიმატოს წონაში.

იმის გამო, რომ მომავალი დედის ნივთიერებათა ცვლის პროცესი ძალიან მაღალია, მას შეუძლია დიდი რაოდენობით კალორიების მიღება და საკვების ათვისება. ამიტომ სასურველია რაციონის 60%-ს შედგენდეს ბოსტნეულს, გაკონტროლდეს დიეტა და რაციონიდან იქნეს ამოღებული მავნე და უსარგებლო პროდუქტები.

 

ტკივილი ხერხემლის არეში

 

ტკივილი ხერხემლის არეშიფეხმძიმობის პროცესში, შესაძლოა წელის ტკივილი ქალის შეცვლილი ტანადობის გამო, რომელიც ძირითადად თავს იჩენს ორსულობის მე-18-20 კვირიდან.

როგორც ვიცით ამ დროს სხეულს ეცვლება სიმძიმის ცენტრი, ორსული კარგავს წონასწორობას გაზრდილი მუცლის მიზეზით და იძულებულია უკან გადასწიოს მხრები, მოხაროს კისერი.

ორსულობის დროს, ნაყოფი და სანაყოფე წყლები ქალის სხეულის მასას 10-20 კგ-ით ზრდის, რის გამოც ხდება ხერხემლის გარკვეულწილად უკან გადახრა, რაც უარყოფითად მოქმედებს ხერხემლის მალთაშორის დისოებზე, სახსრებზე.

იმის გამო, რომ ორსულობას თან ახლავს სახსრებისა და იოგების გარბილება, ეს იწვევს ტკივილს.

მომავალი დედები, რომელთაც სწორი ტანადობა და ძლიერი მუცლის კუნთები აქვთ, თითქმის ვერ გრძნობენ ტკივილს ზურგის არეში.

იმისათვის, რომ შემცირდეს ტკივილი ხერხემლის არეში საჭიროა შემდეგი რჩევების გათვალისწინება:

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ წონას. ზედმეტი მასა იწვევს ზედმეტ დატვირთვას ხერხემალზე;

ერიდეთ სტრესს, გადაღლილობას. დღეში რამოდენიმეჯერ წამოწექით და დაისვენეთ. თუ გიხდებათ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, გამოიყენეთ ორთოპედიული, ზურგიანი სკამი, რათა ზურგს ჰქონდეს საყრდენი. დროდადრო ადექით და მცირე ხნით გაიარეთ ხოლმე.

არ ატაროთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი (არაუმეტეს 5სმ). ფეხსაცმლის ქუსლი უნდა იყოს ფართო და მყარი. შესაძლებელია მოიძიოთ სპეციალური ფეხსაცმელი, რომელიც ხელს უწყობს ფეხებისა და ხერხემლის არეში ტკივილის შემცირებას.

შეეცადეთ დიდი ხნის განმავლობაში არ იდგეთ ფეხზე. დიდი ხანი ფეხზე დგომის დროს, გავის კუნთების ზედმეტად დაძაბვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ერთი ფეხი შემოდოთ დაბალ სკამზე და მოხაროთ მუხლში.

ძილისთვის გამოიყენეთ მაგარი ლეიბი, ან დააფინეთ მყარი დაფები რბილი ლეიბის ქვეშ. კარგია ორთოპედიული ლეიბი. ეს შეამცირებს ტკივილს ზურგის არეში. საწოლიდან ადგომის დროს, ორივე ფეხები ჩამოაწყვეთ იატაკზე და ნელ-ნელა წამოდექით. არ შეიძლება გვერდზე გადაბრუნება და ისე წამოდგომა.

ხერხემლის არეში ტკივილის შესამცირებლად, შეიძლება ექიმთან შეთანხმებით სპეციალური, ორსულებისთვის განკუთვნილი ბანდაჟის გამნოყენება, რომელიც დასაშვებია ორსულობის მე18-20 კვირიდან.

არ შეიძლება ხელების მაღლა აწევა (სარეცხის გაფენა მაღალ თოკზე, სურათის სიმაღლეზე დაკიდება და სხვა). ამ დროს მხრების აღმართვის შედეგად იძაბება ზურგის კუნთები. ამიტომ, ამ დროს გამოიყენეთ ხოლმე დაბალი სკამი.

ნუ აიყვანთ ბავშვებს ხელში, რადგან ამით მიიღებთ დამატებით დატვირთვას ხერხემალზე. თუ ბავშვის ხელში აყვანა აუცილებელია, გააკეთეთ ეს მშვიდად, მკვეთრი მოძრაობის გარეშე. ნუ დაიჭერთ ბავშვს ხელში დიდ ხნის განმავლობაში.

ხერხემლის და მიმდებარე კუნთების არეში ტკივილს ამსუბუქებს თბილი აბაზანა.

ხერხემლის და ზურგის არეში ტკივილების მოხსნა შესაძლებელია სპეციალური, ორსულობისთვის განკუთვნილი მოსადუნებელი სავარჯიშოებით. ზურგის კუნთების გამაგრებას ხელს უწყობს წელისა და მენჯის კუნთებისთვის განკუთვნილი ვარჯიშებიც.

მიიღეთ ცილებით, კალციუმებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვები.

ტკივილების მოხსნაში დაგეხმარებათ წელისა და ზურგის კუნთების მასაჟი და ხერხემლის ღერძის მსუბუქი მანუალური კორექცია, რომელიც აყუჩებს ტკივილს, ხსნის კუნთების სპაზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გაითვალისწინეთ, რომ მასაჟები ჩატარებული უნდა იყოს ექიმთან შეთანხმებით და მისი მეთვალყურეობით. მასაჟი უნდა ჩატარდეს ნაზად, პროფესიონალურად, არასწორად ჩატარებულმა მასაჟმა, შესაძლოა ნაადრევი მშობიარობა, სისხლდენა, ნაყოფის გამოძევება და სხვა პრობლემები გამოიწვიოს.

 

ვენების ვარიკოზული გაგანიერება

 

ფეხმძიმობის 21-ე კვირა - ვენების ვარიკოზული გაგანიერებაგარკვულწილად ვარიკოზით დაავადების რისკის ქვეშ დგანან მომავალი დედებიც. ორსულობის პერიოდში, ორგანიზმში ჰორმონების დონე იზრდება, რაც იწვევს

შემაერთებელი ქსოვილების შესუსტებას და კოლაგენის (შემაერთებელი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილა) შემცირებას.

ორსულობის დროს სისხლის მოცულობა თითქმის ორმაგდება, ამიტომ შესუსტებულ შემაერთებელ ქსოვილებს, უჭირთ დიდი მოცულობის სისხლთან გამკლავება.

ვენების ვარიკოზული გაფართოება, ორსულთა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. თუ თქვენ მემკვიდრეობითი მიდრეკილება გაქვთ ამ დაავადების მიმართ, იცოდეთ, რომ ფეხმძიმობა კიდევ უფრო აძლიერებს მას.

ვენების ვარიკოზული გაფართოების ალბათობა იზრდება ასაკის ზრდასთან ერთად. რისკის ჯგუფში ასევე შედიან ქალები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ფეხზე დგომის რეჟიმში.

ამ დაავადების დროს, ვენებზე ჩნდება ვარიკოზული კვანძები - გაფართოება, რომელიც სავსეა სისხლით. კვანძები ძირითადად განლაგებულია ფეხებზე, მაგრამ შესაძლოა გავრცელდეს გარეგან სასქესო ორგანოებზე.

სისხლის ცირკულაციის გაძლიერება და საშვილოსნოს დაწოლა, ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას და შესაძლოა გამოიწვიოს მთელი რიგი უსიამოვნებები.

უმეტეს შემთხვევებში, ორსულობის განვითარებასთან ერთად, ავადმყოფობა პროგრესირდება: კვანძები ხდება უფრო შესამჩნევი, ტკივილი ძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მომავალ დედას დიდი ხნის განმავლობაში უწევს ფეხზე დგომა.

დაავადების სიმპტომები შესაძლოა იყოს სხვადასხვა. ზოგიერთ ქალს ფეხებზე უჩნდება მოწითალო-იისფერი ლაქები. ისინი თავს არ გრძნობენ განსაკუთრებულად ცუდად, ხოლო საღამოობით გრძნობენ ფეხებში დაღლილობას,

სხვებს, ვენები ძლიერად ებერებათ და ფეხები უშუპდებათ, ამიტომ, საღამოობით ხშირად უწევთ ფეხების მაღლა აწეულ მდგომარეობაში გაჩერება დიდი ხნის განმავლობაში.

ფეხმძიმობის უფრო გვიან სტადიებზე, ფეხების შეშუპებები ნაკლებად შეგაწუხებთ, თუმცა კვანძები არ გაქრება.

იმისათვის, რომ ფეხმძიმობის დროს ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, ატარეთ ინდივიდუალურად, მუცლისთვის შერჩეული ბანდაჟი. აგრეთვე კომპრესიული ტრიკოტაჟი - სპეციალური წინდები და კოლგოტები.

სასურველია, თუ ასეთი წინდები ან ელასტიური ბანდები გექნებათ ფეხებზე მშობიარობის დროს.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების მძიმე შემთხვევების დროს, დაზიანებული ვენების მოცილება ხდება ქირურგიული გზით. თუმცა გასაგებია, რომ ასეთი ოპერაციები არ ტარდება ფეხმძიმობის პროცესში.

ჩვეულებრივ, უმეტეს შემთხვევებში, მშობიარობის შემდეგ ვარიკოზი ქრება.

ვენების ვარიკოზული გაფართოების პრევენციისთვის საჭიროა გარკვეული, არც თუ ისე რთული ჩვევების გამომუშავება:

ორსულობის 21-ე კვირა - ვარიკოზი»» ნუ ჩაიცმევთ მჭიდროდ მოტმასნილ, ვიწრო ტანსაცმელს. იგი აწვება ვენებს და იწვევს სისხლის ცირკულაციის დარღვევას. ატარეთ სამოსი, რომელიც ხელს არ უშლის სისხლის თავისუფალ მიმოქცევას ფეხებში და ბოქვენის არეში;


»» შეეცადეთ არ იდგეთ ფეხზე დიდი ხნის განმავლობაში;


»» თუ საშუალება გაქვთ, სადაც არ უნდა იყოთ, ხშირად შემოაწყვეთ ხოლმე ფეხები სიმაღლეზე;


»» ერიდეთ თამბაქოს და შეეცადეთ მოიშოროთ ზედმეტი წონა;


»» მოიწესრიგეთ კუჭ-ნაწლავოს მოქმედება, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ შეკრულობა, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის მცენარეული უჯრედისი;


»» ერიდეთ სიმძიმეების აწევას, მარკეტიდან პროდუქტები გამოტანეთ ხოლმე გორგოლაჭებიანი კალათით;


»» არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, კარგი იქნება თუ ადგებით ყოველ 25-30 წუთში და გაივლით, იმოძრავებთ, გააკეთებთ მსუბუქ სავარჯიშოებს ფეხებისთვის,მოხრით და გაშლით მუხლებს, აივლით კიბეეებს და დატვირთავთ კუნთებს. ეს გააუმჯობესებს ვენებში სისხლის ცირკულაციას;


»» როცა ზიხართ, არ მისცეთ ფეხებს შეშუპების საშუალება. ხშირად ამოძრავეთ, გაჭიმეთ და მოხარეთ მუხლები, ამოძრავეთ ტერფები საათის ისრის და მის საწინააღმდეგო მიმართულებით 15-20-ჯერ. კარგია თუ სახლში, ან სამსახურში საწერი ან კომპიუტერის მაგიდის ქვეშ მოიწყობთ პატარა შემაღლებულ ადგილს (შეგიძლიათ დაიდოთ პატარა სკამი ან სხვა მაღალი საგანი, რომელზეც შემოაწყობთ ფეხებს).


»» როცა წამოწოლილი ხართ და ივენებთ, ფეხი გაშალეთ ბოლომდე და მის ქვეშ ამოიდეთ პატარა ბალიში. ხოლო ძილის წინ, ასწიეთ ფეხების მხარეს საწოლის კიდე და მის ქვეშ ამოდეთ იგივე პატარა ბალიძი ან სხვა რაიმე საგანი, რათა ძილის დროს ფეხები შემაღლებულ მდგომარეობაში გქონდეთ.


»» ძალიან ეფექტურია სპეციალური სამედიცინო წინდები და ელასტიური ბანდები, ისინი აფიქსირებენ სისხლძარღვებს და ამცირებენ დაწოლას ვენებზე;


»» ნუ დაიწყობთ მუხლებზე მძიმე ჩანთებს და ნუ დაისვამთ მუხლებზე ბავშვებს, რომლებიც გამოვიდნენ ძუძუს ასაკიდან. ამ დროს ვენები დიდი დატვირთვით მუშაობენ, რაც გაამძაფრებს ვარიკოზს;


»» ატარეთ თავისუფალი, ორთოპედიული ფეხსაცმელი, მაღალი ქუსლის გარეშე (არაუმეტეს 5 სმ);


»» ჯდომის დროს არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე და არ გადააჯვარედინოთ ფეხები, ეს ხელს უშლის სისხლის ნორმალურ ცირკულაციას;


»» თავი აარიდეთ ისეთ პროცედურებს, როგორიცაა: ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა. ასევე არ არის სასურველი ელექტროგამათბობელთან ან ცხელი წყლის რადიატორთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიფიცხება კიდურების სიწითლემდე;


»» ნუ გაიკეთებთ ელექტროეპილაციას და დეპილაციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვენების დაზიანება უკვე თვალსაჩინოა;


»» კარგ შედეგს იძლევა კონტრასტული შხაპი წვივებსა და ტერფებზე - თბილი და გრილი წყლის ჭავლის მონაცვლეობით. ეს პროცედურა აუმჯობესებს ვენებში სისხლის მიმოქცევას. კარგ შედეგებს იძლევა ზღვის მარილის აბაზანები.


»» ნუ ისარგებლეთ ბოროტად მზის გულზე ყოფნით (რუჯის მიღების მიზნით). მეტი დრო გაატარეთ ჩრდილში. სიცხე დამანგრევლად მოქმედებს ვენებზე. ულტრაიისფერი სხივები ამცირებს კანის ქსოვილებისა და ვენის კედლების ელასტიურობას. ოქროსფერი, ან ბრინჯაოსფერი რუჯი, ვენების ლურჯ კაპილარულ ბადეს მაინც ვერ შენიღბავს.


»» ყოველდღიურად დაიმუშავეთ ტერფები, წვივები და თეძოები ვენების ტონუსის ასამაღლებელი სპეციალური საშუალებებით: სპეციალური მატონიზირებელი კრემები, სპრეები და გელები.


»» ისეირნეთ ხოლმე მდინარის ან ზღვის პიარას, დილით და საღამოთი, როცა არ ცხელა, იარეთ ფეხშიშველა ბალახზე, ქვიშაზე, მიწაზე, კენჭებზე.


»» ალბათ გინახავთ კინოფილმებში ამერიკელების ჩვევა, როცა ისინი ფეხებს მაგიდაზე შემოაწყობენ ხოლმე. მართალია ეს არაეთიკურია და არ ჯდება ეტიკეტის ფორმებში, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან სასარგებლოა. ამიტომ თუ საშუალება მოგეცემათ, გააკეთეთ ხოლმე ეს;

ფეხმძიმობის უფრო გვიან სტადიებზე, ფეხების შეშუპებები ნაკლებად შეგაწუხებთ, თუმცა კვანძები არ გაქრება.

ვენების ვარიკოზის საწყის ეტაპზე, მკურნალობა ხდება მედიკამენტებით, კომპრესიული ტრიკოტაჟოთ, მასაჟით, სკლეროთერაპიით, ლაზერით და ა.შ. ვენების ვარიკოზული გაგანიერების მძიმე შემთხვევების დროს, დაზიანებული ვენების მოცილება ხდება ქირურგიული გზით. თუმცა გასაგებია, რომ ასეთი ოპერაციები არ ტარდება ფეხმძიმობის პროცესში.

იხილეთ ვრცლად: ვენების ვარიკოზული გაგანიერება

 

ულტრაბგერითი გამოკვლევა და მისი უვნებლობა

 

ულტრაბგერითი გამოკვლევა და მისი უვნებლობაბევრი მომავალი დედა შფოთავს და ნერვიულობს იმის შესახებ, არის თუ არა საშიში ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მეცნიერთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ულტრაბგერითი გამოკვლევა, არანაირ, მცირე საშიშროებასაც კი არ წარმოადგენს როგორც მომავალი დედისთვის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

შესაძლებლობა იმისა, რომ ულტრაბგერითმა გამოკვლევებმა გამოიწვიოს ტერატოგენური მოქმედებები, შესწავლილი იქნა მრავალგზის, თუმცა არც ერთი შემთხვევა დღემდე არ დაფიქსირებულა.

არ დაფიქსირებულა ულტაბგერით გამოწვეული ნაყოფის მუტაციაც. ასე რომ, ულტარაბგერითი გამოკვლევები შესაძლებელია ჩაითვალოს უსაფრთხოდ, თუმცა კვლევები ორგანიზმზე მისი ზემოქმედების შესახებ, ისევ გრძელდება.

ულტრაბგერითი გამოკვლევა, ორსულისა და ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკისა ყველაზე საუკეთესო მეთოდია. მისი დახმარებით იღებენ ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც მიმართავენ დროულად გასატარებელ ზომებს მომავალ დედასა და ნაყოფთან დაკავშირებით.

ამიტომ ნუ შეგეშინდებათ და დროულად გაიკეთეთ ხოლმე ექიმის მიერ დანიშნული გეგმიური ულტრ ბგერითი გამოკველევები. ეს არანაირად არ გავნებთ და დროულად გამოავლენს არსებულ პრობლემებს, რათა მაშინვე მოხდეს მათი პრევენცია.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის 21-ე კვირა - მომავალი ბავშვიორსულობის 21-ე კვირისთვის, ნაყოფის მასა დაახლებით 300- 400 გრამი, ხოლო სიგრძე 25-26 სმ-ია.

ორსულობის 21-ე კვირა ითვლება გარკვეულ საზღვრად, რომლის შემდეგაც ნაყოფს უკვე „ოფიციალურად“ შეუძლია არსებობა დედის მუცელს გარეთ, თუმცა ამისთვის მას წინ კიდევ ერთი კვირა აქვს. მართალია ნაყოფის შინაგანი ორგანოები სრულიად ფორმირებულია, თუმცა მათი ფუნქცები არ არის ბოლომდე სრულყოფილი - თემორეგულაცია, ფილტვების მუშაობა არ არის ბოლომდე განვითარებული. 

ბავშვის ნერვული სისტემა უკვე ფორმირებულია, ხოლო საჭმლის მომნელებელის სიტემა იმდენადაა განვითარებული, რომ შეუძლია გადაყლაპოს სანაყოფე წყლები, საიდანაც ითვისებს სასარგებლო ნივთიერებებს, ხოლო დანარჩენი გარდაიქმნება ნარჩენებად, რომელიც გარეთ გამოდის უკვე მისი დაბადების შემდეგ.

ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნორმალური განვითარების ნაყოფი 24 საათის განმავლობაში ყლაპავს დაახლოებით 500 მილიგრამ სანაყოფე წყლებს.

რატომ ყლაპავს ნაყოფი, რომელიც იმყოფება საშვილოსნოში სანაყოფე წყლებს? - მეცნიერები თვლიან, რომ ეს ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის განვითარებას. შესაძლებელია ეს პროცესი ამზადებს საჭმლის მომნელებელ სისტემას ფუნქციონირებისთვის ბავშვის დაბადების შემდეგ.

სანაყოფე სითხე, რომელსაც ყლაპავს ნაყოფი, აძლევს მას საჭირო კალორიების მხოლოდ ნაწილს. მეცნიერები თვლიან, რომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დახმარებით, მომავალი ბავშვის ორგანიზმი იღებს დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს, თუმცა ძირითად კვების ფუნქციას ასრულებს პლაცენტა.

ორსულობის სხვადასხვა ვადებზე, ნაყოფის მიერ სანაყოფე წყლების გადაყლაპვის პროცესზე დაკვირვება, შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით.

როგორც ვიცით, ნაყოფის საჭმლის მომნელებელის სიტემის მიერ გადამუშავებული საკვების (სანაყოფე სითხის) ნარჩენებს მეკონია ეწოდება. ეს არის მოშავო-მომწვანო, ან ღია ყავისფერი ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ნაყოფის სწორი ნაწლავიდან მშობიარობიდან რამდენიმე დღით ადრე, მშობიარობის პროცესში და ბავშვის დაბადების შემდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია მშობიარობის პროცესში მეკონიის არსებობაზე თვალყურის დევნება, რადგან თუ ბავშვს დაემართა ნაწლავების შეკუმშვა და მეკონია მოხვდა სანაყოფე წყლებში, მან შეიძლება გადაყლაპოს იგი მშობიარობამდე ან მშობიარობის პროცესში, ხოლო მეკონიამ, რომელიც მოხვდება ფილტვებში, შესაძლოა პნევმონია გამოიწვიოს.

ამიტომ, მეანი ქალი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ პროცესს, და თუ მან დაინახა, რომ მეკონია მოხვდა ბავშვის პირში, იგი აცილებს მას პატარა მილაკით, პირიდან ამოტუმბვის გზით.

ნაწლავების შეკუმშვა, შესაძლოა გამოწვეული იყოს ტკივილით, რომელსაც განიცდის პატარა. ამიტომ სანაყოფე წყლებში მეკონიის არსებობა ნიშნავს იმას, რომ მას რაღაც აწუხებს.

21-ე კვირისთვის, ბავშვის ზრდის პროცესი რამდენადმე ნელდება. თუმცა იგი რა თქმა უნდა ზრდას გარკვეული ტემპებით მაინც განაგრძობს.

ბავშვი ძალიან აქტიურია, მას არ აქვს ძალიან დიდი ზომები და საშვილოსნოშიც საკმაოდ დიდი ადგილია იმისთვის, რომ თავისუფლად იმოძრაოს. ნაყოფი ხშირად იცვლის მდგომარეობას, რომელიც სხვადასხვაა დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ტრიალებს, ურტყამს მუშტებს, ფეხებს, ეს განსაკუთრებით იგრძნობა მაშინ, როცა მომავალი დედა ისვენებს. პატარას უკვე გააჩნია საყვარელი პოზები ძილისთვის.

ამ დროს ინტენსიურად იზრდება ნაყოფის ლანუგო (ნაყოფის სხეულის თმიანი საფარველი), ხოლო მისი ტანი იძენს მომრგვალებულ ფორმებს. 

ნაყოფის კანი ამ დროს უკვე გლუვი და ვარდისფერია, რაც კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედის დამსახურებაა. უმჯობესდება თერმორეგულაცია, კანქვეშა ცხიმის გამოისობით, პატარა იმნარჩუნებს შინაგან სითბოს.

21-ე კვირისთვის, პატარას ენაზე იწყება დვრილების წარმოქმნა, რომელიც პასუხისმგებელია გემოს შეგრძნებაზე. მალე მას შეეძლება გაარჩიოს ტკბილი და მარილიანი, მჟავე და ცხარე.

ნაყოფის სისხლში იწყებს ცირკულაციას პირველი ლეიკოციტები, რომლიც აძლიერებს ინფექციებისგან დაცვას.

ამ პერიოდამდე, სისხლის წარმოქმნის ფუნქციას ასრულებდა თირკმლები და ელენთა, თუმცა ამ პროცესში უკვე თავის წვლილი შეაქვს ზურგის ტვინს, რომელიც უკვე ვითარდება.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ორსულობის შესახებ

 
 
 

უკან

კომენტარები
ციცი
2017-06-29
გამარჯობა. ვა 21 კირის ორსული. ექოსკოპიის გურცელზე წერია შემდეგნაირად: ჭიპლარი შედგება 2 სისხლარღვისგან, ერთი არტერია, ერთი ვენა. რაიოლოგმა მითხრა რომ უნდა იოს სამი სისხლძარღვი. რამდენად საშიშია და რას ნიშნავს 2 სისხლძარღვი? რა არის მესამე სისხლძარვი?
თამუნა
2017-04-30
ორსულობის 21-ე კვირაში წყლების დაღვრისას მკურნალობის რა მეთოდითაა წყლების აღდგენა შესაძლებელი?და საერთოდ შესაძლებელია თუ არა მკურნალობით წყლების აღდგენა?
Mარი
2017-03-17
Nატია 21 კვირა სჰენ Uკვე გადახვედი 6 ტვესჰი
Mარი
2017-03-17
Aნა აუცილებლად მიაკიტხეტ ტქვენს Gინეკოლოგს ტუ არ Mოდზრაოფს ნაყოფი კონსულტაციაა საჩIრო სჰემდეგ ეხოსკოპია
Mარი
2017-03-17
MარიშA დიახ 20 კვირის ორსული 5 ტვის არის
Mარი
2017-03-17
თეა მიაკიტხეტ ტქვენს Gინეკოლოგს და Gაიკეტეტ ულტრაბგერიტი გამოკვლევა!
მარიშკა
2017-02-15
20 კვირა ორსულობის 5 თვეა
ნათია
2017-02-15
გამარჯობათ მაინტერესებს ორსულობის 20 კვირა მერამდენე თვედ ითვლება???
Natia
2017-02-15
Mainteresebs orsulobis 21 kvira ramden tved itvleba?
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
tea
2016-12-03
var 35 clis ukve 21 e kviris orsuli bavhvis mozraoba aris dzalian susti daihviati ram heidzleba es gamoicvios dara xdeba iqneb amixsnad
ანა
2016-11-29
გამარჯობა ვარ 21კვირის და ვერ ვგრზნობ ნაყოფის მოზრაობას უფრო ზუსტად არვიცი ეს როგორი გრძნობა და ტუ სჰეგიზლიატ ამიხსნათ ვარ დზალიან პატარა 17წლის და ტუსჰეგიზლიათმომცეთ რჩევები და ამიხნათ
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

 

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

სექსის ენციკლოპედია

 

დღის aura