მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 87265 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ემბრიონი

 

ფეხმძიმობის მე-4 კვირაორსულობის მეოთხე კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი პლანცეტის წარმოქმნაა, რომლის საბოლოო ფორმირება მეთორმეტე-მეცამეტე კვირაში ხდება.

პლაცენტა მნიშვნელოვანი ორგანოა, მისი საშუალებით ნაყოფი დედისგან იღებს ყველა იმ აუცილებელ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა მისი განვითარებისათვის.

ამ პერიოდში ხდება ემბრიონის უჯრედების სხვადასხვა შრეების ფორმირება. ეს შრეები, რომლებსც ჩანასახის ფურცლებსაც უწოდებენ დროთა განმავლობაში გარდაიქმნება თქვენი პატარას სხვადასხვა ორგანოებად. არსებობს სამი მთავარი შრე: - ექტოდერმა, მეზოდერმა და ენდოდერმა.

ექტოდერმა გარდაიქმნება ნერვიულ სისტემად (თავის ტვინის ჩათვლით), კანის ქსოვილად, თვალებად, კბილის ემალად, თმებად.

ენდოდერმა -კუჭქვეშა და ფარისებრ ჯირკვლად, საჭმლის მომნელებელ ორგანოებად, ღვიძლად.

ხოლო მეზოდერმა კი შემაერთებელ ქსოვილებად, გენიტალიურ სისტემებად (სასქესო ორგანოები), სისხლძარღვოვან სისტემად, თირკმლებად, გულის ქსოვილად, კუნთებად.

 

ყვითელი სხეული

 

ყვითელი სხეულიაუცილებელია იცოდეთ, რომ ემბრიონის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ფეხმძიმობის პირველ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია ყვითელი სხეული, რომელიც წარმოიქმნება გამსკდარ ფოლიკულაში მას შემდეგ, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ტოვებს საკვერცხეს.

ის გამოიყურება როგორც პატარა ბუშტი საკვერცხის კედელზე. ყვითელ სხეულში ხდება  სისხლძარღვების სწრაფი განვითარება ჰორმონების პროდუცირებისათვის, მაგალითად ისეთის, როგორიცაა პროგესტერონი, რომელიც აუცილებელია საწყის სტადიაში ორსულობის შენარჩუნებისათვის.

მომწიფებულ ყვითელ სხეულს ჩვეულებრივ 1-3 სმ დიამეტრი გააჩნია, თუმცა შეიძლება ის უფრო დიდიც იყოს, მისი წარმოქმნა შეიძლება ტკივილის ფონზეც მიმდინარეობდეს, ასეთ დროს კი შეიძლება კისტა განვითარდეს.

თუ კისტა გასკდა, ტკივილი გაგრძელდება და გამოიწვევს შიდა სისხლდენას. ასეთ დროს შეიძლება ქირურგიული ჩარევაც კი გახდეს აუცილებელი.

ყვითელი სხეული - დღემდე მედიკოსების განხილვის თემაა. ითვლება, რომ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფეხმძიმობის პირველ კვირებშია, რადგან ასრულებს ჯირკვლის  ფუნქციას, რომელიც გამოიმუშავებს პროგესტერონს. მოგვიანებით, მე - 8-12 კვირაში ამ ფუნქციას თავის თავზე პლანცეტა იღებს.

ყვითელი სხეული, ფეხმძიმობის დაწყებიდან დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა არის გამონაკლისები, როცა ცალკეულ შემთხვევებში ნორმალურად ფუნქციონირებადი ყვითელი სხეული ფეხმძიმობის ბოლომდე, მთელი ვადის განმავლობაში ცოცხლობს.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ფეხმძიმობიდან მეოცე დღეს (მიახლოებით იმპლანტაციის პერიოდში), კისტის გახეთქვის შედეგად, ყვითელი სხეული მოუცილებიათ, მაგრამ ფეხმძიმობა ნორმალურად განვითარებულა და დასრულებულა.

 

მომავალი დედა

 

ტესტი ფეხმძიმობაზემომავალი დედისთვის ფეხმძიმობის ეს კვირა იმითაა გამორჩეული, რომ უკვე ზუსტად შეიძლება გაარკვიოთ, ფეხმძიმედ ხართ თუ არა.

ამის დასადგენად ყველაზე მარტივი მეთოდი უბრალო ტესტია, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძენთ, მისი გამოყენება ძალიან ადვილია სახლის პირობებშიც (გამოიყენებთ ინსტრუქციას).

მაგრამ ყველა ეჭვის გასაფანტად ნებისმიერ უახლოეს ლაბორატორიაში ჩააბარეთ სისხლი HCG (ქორიონული გონადოტროპინის ანალიზზე), პასუხი უტყუარი იქნება.

ხდება რომ ორსულობის ამ პერიოდში ქალბატონებს აუხსნელი გაღიზიანება, მომატებული სისუსტე, ღებინების შეგრძნება, სარძევე  ჯირკვლების შეშუპება, ძუძუს თავების განსაკუთრებული მგრძნობელობა აღენიშნებათ.

ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ამით შესაძლოა დროულად აარიდოთ თავი ყველა  საშიშ და საეჭვო ფაქტორს, რამაც შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს თქვენს ფეხმძიმობაზე.

მაგალითად: - დაანებოთ თავი სამედიცინო პრეპარატების მიღებას (რომელსაც შესაძლოა იმ პერიოდში იღებთ) და მავნე ჩვევებს (ალკოჰოლი, თამბაქო), რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თქვენს მომავალ პატარას.

ორსულობის მცირე ვადაზე ბევრი ქალი ვერც კი ამჩნევს ამ მოვლენას, რადგან ორსულობის პირველი სიმპტომი მენსტრუაციის არ ქონაა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მცირე ვადაზე მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება ჩვეულებრივად გქონდეთ, ამ დროს კი ორსულად იყოთ.

ეს საშიში არ არის, უბრალოდ ორსულობის შესახებ ოდნავ გვიან შეიტყობთ, ამიტომ თავდაპირველად მისი ვადების ზეპირად ზუსტი დადგენა გაგიჭირდებათ.

იხილეთ ვრცლად: ორსულობის ნიშნები

 

აუცილებელია იცოდეთ

 

ფეხმძიმობის მე-4 კვირააუცილებელია იცოდეთ, რომ დღეს გარემო შეიცავს უამრავ მავნე ნივთიერებას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს მომავალ პატარას, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ დაბინძურებულ გარემოს.

მაგალითად ტოქსიკოზი, გამოწვეული ტყვიის მიერ ძალიან საშიშია, ადრე მისგან მოწამვლა ატმოსფეროდან ხდებოდა, დღეს კი მას გამოყოფს ზოგიერთი მარკის ბენზინი, წყალგაყვანილობის მილები, ტყვიის აკუმულიატორები, ტყვიის შემცველი საღებავები და სამშენებლო მასალები, ქსოვილის საღებავები, ხის დამატენიანებელი სითხეები (ოლიფა, ლაქი და ა.შ)

ტყვია ადვილად აღწევს პლანცეტის გავლით ნაყოფამდე და მისი მოწამვლის საფრთხეს ქმნის.

ასე რომ მაქსიმალურად მოერიდეთ და ნუ შეისუნთქავთ ტყვიას.

იშვიათია, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე ფეხმძიმე ქალბატონების მოწამვლა ვერცხლისწყლით. მისი ორთქლის შესუნთქვამ  შეიძლება ბავშვის ცერებრალური დამბლა ან მიკროცეფალია (თავის ზომის შემცირება) გამოიწვიოს. ვერცხლისწყალს შეიცავს ზოგიერთი წყალსაცავის და მდინარის თევზი (ნაკლებად  ზღვისა და ოკეანის).

მიუხედავად ამისა მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტეები ორსულებს შეზღუდული რაოდენობით, კვირაში 400გრ თევზის მიღებას მაინც ურჩევენ, რადგან იგი შეიცავს ბავშვის გონებრივი განვითარებისათვის აუცილებელ ნივთიერებას ომეგა- 3-ს (თუმცა ომეგა 3-ს შეიცავს სხვა პროდუქტებიც: პური, კვერცხი, სოია, ზეთი, ნიგოზი და ა.შ).

მავნეა ორსულისთვის და ნაყოფისთვის სხვადასხვა პესტიციდებიც, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობაში მცენარეთა დაავადებების, სარეველას, მღრნელების, ცხოველთა პარაზიტების და ა.შ წინააღმდეგ გამოიყენება.

რა თქმა უნდა მკაფიო ინფორმაცია, როგორ უნდა აიცილო თავიდან მავნე ნივთიერებების ზეგავლენა, არ არსებობს, ამიტომ  მაქსიმალურად შეეცადეთ თავი აარიდოთ დაბინძურებულ გარემოს.

გახსოვდეთ, რაც უფრო ჯანმრთელ ატმოსფეროში იცხოვრებთ, მით უფრო ჯანმრთელი დაიბადება თქვენი პატარა.

 

მომავალი დედის ტესტი

 

მომავალი დედის ტესტიმეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედის სიყვარული ბავშვის მიმართ არ ყალიბდება მაშინვე, როგორც კი ანალიზები დაადასტურებენ ჩანასახის არსებობას.

მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიყვარული ჩნდება მაშინ, როცა დედა პირველად გრძნობს ნაყოფის მოძრაობას.

მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს ხდება იმპრიტინგიდან, ანუ იმ მომენტიდან, როცა დედა პირველად ნახულობს ახალდაბადებულ პირმშოს.

თუმცა ეს ყველაფერი უფრო ინდივიდუალურია და თითეულ მომავალ დედას გააჩნია სხვადასხვაგვარი აღქმა და თავისებური გრნობა საკუთარი პატარის მიმართ. გამოხატვითაც ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს სიყვარულის გრძნობას.

მეცნიერებმა შექმნეს ტესტი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგენილი იქნას როგორია დედის გრძნობა მუცლად მყოფი შვილის მიმართ:

როდესაც ფიქრობთ საკუთარ შვილზე, გრძნობთ თუ არა სასიამოვნო სითბოს ან ჩხვლეტას გულის არეში და გეხატებათ თუ არა სახეზე იდუმალი ღიმილი?

საკუთარ მოქმედებებს განიხილავთ პოზიციიდან - „მინდა/არ მინდა“, თუ „სასარგებლოა/არ არის სასარგებლო“ ბავშვისთვის?

განიჭებთ თუ არა სიამოვნებას ფიქრი იმის შესახებ, რომ მალე შეძლებთ საკუთარი პატარას ხელში დაჭერას, გულში ჩაკვრას, მკერდით კვებას, ბანაობას და ა.შ...?

გაქვთ თუ არა წინასწარ მოფიქრებული ბავშვის სახელი, წარმოთქვამთ თუ არა ხშირად ამ სახელს და მის მოფერებით ვარიანტებს. უსმენთ თუ არა როგორ წარმოითქმის ეს სახელი და ჟღერს თუ არა იგი ლამაზად, მარტივად და სოლიდურად.

წარმოდგენილი გაქვთ თუ არა როგორ გამოეპასუხება ბავშვი მის სახელს, როცა ცოტათი წამოიზრდება?

გსურთ თუ არა სწრაფად გაიგოთ ბავშვის სქესი? არა იმიტომ, რომ თქვენთვის მნიშვნელობა აქვს ვაჟი იქნება თუ გოგონა, არამედ გაქვთ სურვილი წინასწარ იფიქროთ თქვენს ბიჭუნაზე ან ქალიშვილზე, მის სქესზე ორიენტაციით შეარჩიოთ სხვადასხვა ნივთები: ავეჯი, კედლების ფერი მის ოთახში, სამოსი, სათამაშოები და ა.შ.

ელოდებით თუ არა მოუთმენლად, როდის გამოვა ნაყოფი კონტაქტზე და მოძრაობითა და დარტყმებით გაგრძნობინებთ საკუთარ არსებობას. მოგწონთ თუ არა, რომ ასეთ მომენტებში თავს არ გრძნობთ მარტო და აცნობიერებთ საკუთარ მნიშვნელობას იმის გამო, რომ დედა ხართ.

სხვათა შორის, ამ დროს შეგიძლიათ სტიმული მისცეთ პატარას, თუ იგი დიდი ხნის განმავლობაში არ გახსენებთ თავს, ან პირიქით, დაამშვიდოთ, თუ ძლიერ მოუსვენრობს და არ სურს დაწყნარდეს :)

ღელავთ თუ არა ყოველი მორიგი გამოკვლევის დროს, ან როცა ექიმი უსმენს ბავშვის გულისცემას და გეუბნებათ მისი განვითარების მონაცემებს. არის თუ არ ამ დროს თქვენი პირველი შეკითხვა - „ბავშვს ყველაფერი რიგზე აქვს?“

აქტიურად ურთიერთობთ თუ არა სხვა ორსულებთან, ამხნევებთ თუ არა მათ და მათგანაც იღებთ თუ არა თანაგრძნობას?

ატიურად კითხულობთ თუ არა ლიტერატურას და ეცნობით თუ არა ინფორმაციებს ინტერნეტში ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ბავშვის სწორად ზრდა-განვითარების შესახებ?

არის თუ არა ოჯახში, მეგობრებთან და ზოგადად საზოგადოებაში თქვენი განხილვის მთავარი თემა  - მომავალი ბავშვი?

მუდმივად არის თუ არა თქვენი თვალთახედვის არეში ორსული ქალები, იქნება ეს ტელევიზორში, ინტერნეტში, ქუჩაში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ჟურნალების ფურცლებზე და ა.შ

თვლით თუ არა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში (თუ გიწევთ მგზავრობა) და რიგებში, უნდა გაითვალისწინონ თქვენი მდგომარეობა?

გსიამოვნებთ თუ არა, როცა უცხო ადამიანები ყურადღებით გაკვირდებიან თქვენი მდგომარეობის გამო და თუ ცდილობთ მოარიდოთ თქვენი ბავშვი (ანუ მუცელი) გარეშე თვალის შემოხედვას?

როცა იცით ბავშვის დაბადების პირობითი თარიღი, ითვლით თუ არა დღებს იმ მომენტამდე, როცა ნახავთ თქვენს პირმშოს და შეძლებთ მის ხელში დაჭერას?

რა თქმა უნდა  ბავშვის სიყვარული არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებით. მაგრამ თუ ეს ორიენტირები ჯერ-ჯერობით ვერ გახდა თქვენი ცხოვრების ნაწილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სიყვარული მომავალი პატარის მიმართ ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაშია.

გავა სულ მცირე დრო და ზემოთ ჩამონათვალის ხელახლა გადაკითხვის შემთხვევაში იტყვით, რომ ეს ნამდვილად ასეა :)

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-4 კვირაფეხმძიმობის მე-4 კვირის დასრულებასთან ერთად, სრულდება ნაყოფის განვითარების მუცლად ყოფნის პირველი ეტაპი და იწყება მისი განვითარების ემბრიონული პერიოდი.

ამ პერიოდში თქვენი ბავშვის თავს საოცარი და ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ფაქტიურად ის უკვე "იბრძვის" სიცოცხლისათვის.

მეოთხე კვირიდან იწყება ნაყოფის ორგანოების განვითარება, ხდება თავის ნიშნების გამოკვეთა, რომელზეც მოგვიანებით ჩამოყალიბდება თვალები, ცხვირი, ყურები.

ნაყოფის მოპირდაპირე მხარეს კი იწყება მომავალი ფეხების ფორმირება. ამ დროს თქვენი პატარას საერთო სიგრძე მიახლოებით 0,5-1 მმ -ია.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
თამუნა
2021-10-28
3თვის ვარ და არვიცი რატო მაგრამ... ასე მგონია რომ ბავშვი მოძრაობს
ჯუნა
2019-11-25
ორსულად ვარ და ერტი კვირაა ჩვეულებრივატ მაქვს სისხლი რა გავაკეტო
ნინა
2017-06-23
სჰეგიდლიატ დადგენა წინასწარ
სქესის
ქეთი
2017-06-04
მომავალი დედის სიყვარულის ტესტი კარგი იყო, მე ეხლაც ზუსტად ეგრე ვარ )
ნათია
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ