მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 189813 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მშობიარობის მოახლეობას თან ახლავს მთელი რიგი ნიშან-თვისებები, რომლებიც მოასწავებენ იმ ფაქტს, რომ მალე მშობიარობა დაიწყება:

 

მუცლის დაწევა

 

მშობიარობის ნიშნებიორსულმა შეიძლება შეამჩნიოს, რომ მისმა მუცელმა ქვემოთ დაიწია.

მუცლის დაწევა გამოწვეულია მცირე მენჯის შესასვლელამდე ნაყოფის წინამდებარე ნაწილის დაწევით და საშვილოსნოს ფსკერის წინ გადაწევით, რაც გამოწვეულია მუცლის პრესის ტონუსის გარკვეული შემცირებით.

ნაყოფი ამ დროს იწყებს ღრმად ჩაშვებას მენჯის მიდამოში.

პირველად მშობიარეთათვის ეს პროცესი შეინიშნება მშობიარობამდე - 2-4 კვირით ადრე, ხოლო განმეორებით მშობიარეთათვის უშუალოდ მშობიარობის დაწყების წინ.

 

სუნთქვის გაიოლება

 

მშობიარობის ნიშნებინაყოფის ქვემოთ დაწევის გამო, შედარებით იხსნება დაწოლა მუცელსა და დიაფრაგმაზე.

სუნთქვა იოლდება. შესაძლოა გაქრეს გულძმარვა. 

ამავდროულად წნევა იმატებს მუცლის ქვედა ნაწილში, რის გამოც დაჯდომა და სიარული უფრო რთული ხდება.

აღსანიშნავია, რომ ნაყოფის ქვემოთ გადაადგილების გამო, ფეხმძიმეს შესაძლოა შეექმნეს პრობლემები ძილთან დაკავშირებით, რადგან ამ დროს ჭირს ძილისთვის მოსახერხებელი პოზის შერჩევა.

 

გახშირებული შარდვა და დეფეკაცია

 

გახშირებული შარდვა და დეფეკაციამოშარდვის სურვილი სურვილი სულ უფრო ხშირი ხდება, რადგან ძლიერდება წნევა და დაწოლა შარდის ბუშტზე.

მშობიარობის ჰორმონები ასევე მოქმედებს ფეხმძიმის კუჭ-ნაწლავზე, რაც იწვევს ეგრეთ წოდებულ წინასწარ გაწმენდას.

რაც შეეხება დეფეკაციას, მისი გახშირება გამოწვეულია განავლის გათხელებით, რისი მიზეზიცაა ასევე ჰორმონალური გარდაქმნები, რომელიც მიმდინარეობს მომავალი დედის ორგანიზმში მშობიარობის წინ.

ზოგიერთ ფეხმძიმეს შესაძლოა აღენიშნებდეს მსუბუქი სპაზმები და კუჭის აშლილობა.

 

ნაყოფის მოძრაობის აქტივობის ცვლილება

 

ნაყოფის მოძრაობის აქტივობის ცვლილებაამ დროს შესამჩნევად იცვლება ბავშვის მოძრაობის აქტივობა ფეხმძიმობის წინა პერიოდთან შედარებით.

ნაყოფი შესაძლოა დროებით სრულიად ჩაყუჩდეს და არ იმოძრაოს, ან პირიქით, აქტიურად დაიწყოს მოძრაობა, რისი მიზეზიცაა ის, რომ იგი უკვე იმდენად დიდია, არ ჰყოფნის სივრცე დედის მუცელში.

არ ღირს ამის გამო შეშინება და ნერვიულობა, ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა, რომლიც შესაძლოა დაიწყოს მშობიარობამდე ერთი-ორი კვირით ადრე.

არის შეგრძნება, თითქოსდა პატარა ირჩევს რითმს და  შესაფერის მომენტს, რათა მოევლინოს ქვეყანას.

 

მადის ცვლილება

 

მადის ცვლილება უშუალოდ მშობიარობის წინ, შესაძლოა ფეხმძიმეს აღენიშნოს მადის ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მომენტამდე იგი უპრობლემოდ მიირთმევდა ყველაფერს, რისი სურვილიც ქონდა.

ხშირ შემთხვევაში აღინიშნება მადის მკვეთრი დაქვეითება. ამის მიზეზია ის, რომ ორგანიზმი გრძნობს მოსალოდნელ დატვირთვას და იღებს პაუზას, რათა განიტვირთოს და დაისვენოს.

კარგია თუ ამ დროს ფეხმძიმე მიენდობა საკუთარ ინტუიციას საკვები პროდუქტების შერჩევასა და საკვების დოზის რაოდენობასთან დაკავშირებით. 

არ ღირს „ორი ადამიანისთვის“ განკუთვნილი დოზის საკვების მიღება.

 

სხეულის მასის დაკლება

 

მშობიარობის ნიშნებიუშუალოდ მშობიარობის წინ ფეხმძიმეთა უმრავლესობა იკლებს წონაში 0,5 - დან 2 კგ-მდე.

ამის მიზეზი ისევ და ისევ ჰორმონალური გარდაქმნებია, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზმში მშობიარობის წინ. ამ დროს სისხლში ეტაპობრივად იმატებს ესტროგენები (ქალური სასქესო ჰორმონები), რომლებსაც გამოჰყავთ სითხე ორგანიზმიდან.

შესაბამისად კი იკლებს პროგესტერონის დონე, რომლის დანიშნულებაც ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად ორგანიზმში სითხის შეკავებააა.

ამ გზით, ორგანიზმი ბუნებრივი მეთოდებით ემზადება მშობიარობისთვის, რადგან აუცილებელია მშობიარობის წინ სხეული იყოს მოქნილი და პლასტიური.

მშობიარობის წინ წონის მცირედით დაკლება, დადასტურებული ფაქტია და ფეხმძიმეთა უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა არის გამონაკლისებიც, ანუ შესაძლოა ამ დროს ფეხმძიმემ პირიქით, უფრო მოიმატოს წონაში, ან პირიქით, მეტი დაიკლოს ვიდრე 1-2 კგ.

 

განწყობილების ცვლილება

 

განწყობილების ცვლილებამშობიარობის დადგომას ყველა ფეხმძიმე მოუთმენლად ელოდება. ამ დროს ხშირია განწყობილების მოულოდნელი ცვალებადობა, რისი მიზეზიც ნაწილობრივ არის მშობიარობის წინ, ქალის ორგანიზმში მიმდინარე ნეიროენდოკრინული პროცესები.

შესაძლოა, მომავალი გაურკვევლობის, ტკივილის ან გართულებების შიშმა და ნერვიულობამ ემოციური დაძაბულობა გამოიწვიოს.

შეიძლება პირიქითაც, ანუ მოსალოდნელია ენერგიის „აფეთქება“. დაღლილობისა და ინერტულობის შეგრძნება შესაძლოა მოულოდნელად აქტიური მოქმედებების სურვილმა შეცვალოს.

ძირითადად, ამ დროს, მომავალი დედები, მომავალი ბავშვისთვის საჭირო გარემოს შექმნით და აუცილებელი ნივთების შეძენით არიან დაკავებულნი.

 

საშვილოსნოს არარეგულარული შეკუმშვა

 

საშვილოსნოს არარეგულარული შეკუმშვაორსულობის 30-ე კვირის შემდეგ, უფრო ადრეც კი, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ცრუ სამშობიარო შეტევებს.

საშვილოსნოს შესამჩნევ, მაგრამ არარეგულარულ შეკუმშვას, ამ პერიდში ხშირად შეცდომით მიიჩნევენ მშობიარობის დაწყების ნიშნად.

ორსულმა, საშვილოსნოს გარკვეული სახის შეკუმშვები, შეიძლება იგრძნოს არა მხოლოდ უშუალოდ მშობიარობის წინ, ან მშობიარობამდე 1-2 დღით ადრე, არამედ მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრეც კი.

მაგრამ თუ დადგენილი არ არის რეგულარული, ხანგრძლივი რითმი და არ მცირდება შეკუმშვებს შორის ინტერვალი, როგორც წესი - ეს არ შეიძლება ნიშნავდეს მშობიარობის დაწყებას, უბრალოდ ამით ქალის საშვილოსნო ემზადება მშობიარობისთვის.

იხილეთ:

ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო)

 

ტკივილი წელის არეში

 

ტკივილი წელის არეში

ბავშვის ქვემოთ დაწევის გამო, შესაძლოა ფეხმძიმემ წელის არეში დისკომფორტი და უსიამოვნო შეგრძნებები იგრძნოს.

ეს შეგრძნებები, გამოწვეულია არა მარტო ბავშვის უნებლიე, მკვეთრი მოძრაობებით და დაწოლით, არამედ გავა-წელის შემაერთებელი ქსოვილების დაჭიმულობის გაზრდით.

ზოგჯერ, მომავალ დედას, მუცელი და წელი შემაწუხებლად ტკივა, ტკივილი ხან მოდის, ხან კი ქრება. ზოგჯერ კი ტკივილი შესაძლოა დიდ ხნის განმავლობაში არც განმეორდეს.

შეიძლება პირიქითაც, ანუ ვერც კი განსაზღვროთ რამდენი ხანი გრძელდება ტკივილი - წუთი, ხუთი წუთი თუ ნახევარი საათი, რადგან ეს ტკივილზე მეტად უსიამოვნო შეგრძნებას წააგავს.

ისეც ხდება ხოლმე, რომ ტკივილი ძალიან ძლიერი, ხანგრძლივია და შეიძლება განმეორდეს დღეში რამოდენიმეჯერ. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ მოასწავებს ნამდვილ სამშობიარო შეტევებს.

 

მშობიარობის დაწყების სამი ძირითადი სიმპტომი

 

მშობიარობის სიმპტომები»» მშობიარობის დაწყების ნიშნად ითვლება საშვილოსნოს მუსკულატურის რეგულარული შეკუმშვის გამოვლინება. ამ მომენტიდან უკვე ფეხმძიმეს მშობიარეს უწოდებენ.

რითმული შეკუმშვები იგრძნობა, როგორც დაწოლის შეგრძნება მუცლის ღრუში. საშვილოსნო ხდება მძიმე და დაწოლა შეიძლება იგრძნობოდეს მთელი მუცლის გასწვრივ.

სიმპტომის მნიშვნელობა არა თავად შეკუმშვის ფაქტში, არამედ მის რითმულობაში მდგომარეობს.

ნამდვილი სამშობიარო შეტევები უნდა მეორდებოდეს ყოველ 15-20 წუთში (შეიძლება დროის სხვა პერიოდულობაც), შემდეგ ინტერვალები თანდათან მცირდება და შეტევები მეორდება ყოველ 3-4 წუთში.

ინტერვალებს შორის პერიოდში მუცელი დუნდება და ამ დროს ფეხმძიმე უნდა შეეცადოს დაისვენოს.

»» მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიშნად ითვლება - საშვილოსნოდან ყელის ლორწოვანას, ეგრეთ წოდებული ლორწოვანი საცობის გამოვარდნა.

ლორწოვანას საცობი (რომელიც იცავს საშვილოსნოს ყელს სხვადასხვა სახის ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან), შეიძლება საშვილოსნოდან გამოიდევნოს როგორც მშობიარობამდე 2 კვირით ადრე, ასევე 3-4 დღით ადრე.

საშვილოსნოს შეკუმშვის დაწყების შემდეგ, საშვილოსნოს ყელის არხი ფართოვდება და ხდება ლორწოვანას საცობის გამოდევნა.

ლორწოვანი საცობი, მშობიარობის დროს, უზრუნველყოფს დახურული საშვილოსნოს არხის შენარჩუნებას, ხოლო მისი დაკარგვა (ლორწოვანი საცობის გამოვარდნა) მშობიარობის დაწყების გარკვეულ ნიშანს წარმოადგენს.

ამ დროს შეიძლება მოხდეს უფერო, მოყვითალო ფერის ან ოდნავ სისხლნარევი, მოვარდისფრო ლორწოს გამოყოფა.

»» მშობიარობის დაწყების ერთ-ერთ მთავარ ნიშნად ითვლება სანაყოფე წყლების დაღვრა (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მშობიარობის დაწყებას იგი შეიძლება არ მოასწავებდეს)

შესაძლოა სანაყოფე ბუშტიდან სითხემ გაჟონოს, რის შემდეგაც  იწყება სანაყოფე წყლების ნელ-ნელა დაღვრა. იმ შემთხვევაში თუ ბუშტი მოულოდნელად გაიხა, მაშინ სანაყოფე წყლები წამოვა მძლავრ ნაკადად.

დროგამოშვებით, ეს ხდება მანამდეც კი, ვიდრე დაიწყება საშვილოსნოს რითმული შეკუმშვები.

ყველაზე ხშირად, ასეთი რამ შეიძლება დაემართოთ იმ ფეხმძიმეებს, რომლებიც განმეორებით მშობიარობენ.

სანაყოფე ბუშტის გახეთქვის შემდეგ ტკივილი არ იგრძნობა. თუ წყლები მაშინვე დაიღვარა, საშვილოსნოს რითმული შეტევების დაწყებამდე, აუცილებელია ფეხმძიმემ დაუყონებლივ მიმართოს სამშობიარო სახლს.

 

როგორ ხდება მშობიარობა

 

მშობიარობის ნიშნებიფაქტია, რომ თითოეულ ფეხმძიმეს მშობიარობა სხვადასხვაგვარად ეწყება:

ერთი „კლასიკურად“ მშობიარობს, ანუ შეტევები ვითარდება თანდათანობით, ინტერვალები შეტევებს შორის მწყობრად კლებულობს და ჩნდება გაჭინთვის სურვილი.

მეორე მშობიარობს „ექსტრემალურად“, ანუ შეტევები თავიდანვე აქტიური და ინტენსიურია, ხოლო მათ შორის ინტერვალები ძალიან მოკლე.

მესამე „გაჭიანურებულად“ მშობიარობს, ანუ შეტევებს შორის ინტევალები დიდია, საშვილოსნოს ყელის გახსნა იგვიანებს და მშობიარობაც დროში იწელება.

მაგრამ მიუხედავად ამ სხვაობებისა, არსებობს ზოგიერთი მომენტები, რომელიც საერთოა ყველა ქალისთვის.

კერძოდ, მშობიარობის მიმდინარეობისას გამოყოფენ სამ პერიოდს:

პირველი პერიოდი - საშვილოსნოს ყელის გახსნა. (მათთვის, ვინც პირველად მშობიარობს, ეს პერიოდი გრძელდება დაახლოებით - 13-18 საათი, ხოლო განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში, დაახლოებით - 6-8 საათი)

მეორე პერიოდი - ნაყოფის გამოდევნა, ანუ ბავშვის დაბადება. (მათთვის, ვინც პირველად მშობიარობს, ეს პერიოდი გრძელდება დაახლოებით - 1-2 საათი, ხოლო განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში, დაახლოებით 5 წუთიდან 1 საათამდე)

მესამე პერიოდი - მშობიარობის შემდგომი პერიოდი. (ეს პერიოდი ორივე, პირველი და განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში ერთია და შეადგენს მიახლოებით 20-60 წუთს).

 

სიმპტომები, რომლის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა დაურეკოთ სასწრაფო დახმარებას და წახვიდეთ სამშობიარო სახლში:

 

მშობიარობის სიმპტომები»» თუ სასქესო არხებიდან გამოიყოფა სისხლნარევი გამონადენი, რომელიც წააგავს წინა მენსტრუაციის ან მენსტრუაციის დროს გამოყოფილ გამონადენს.

»» ტკივილის შეგრძნება ძალიან მაღალია, საშვილოსნო გტკივათ ხელის შეხებით და არ ხდება მისი მოდუნება შეტევებს შორის პერიოდში.

»» თუ ნაყოფის მოძრაობა ძალიან მკვეთრი, ძალიან პასიური ან მტკივნეული გახდა.

»» თუ გტკივათ თავი, დაგებინდათ მზერა და თვალები "გიბრჭყვიალებთ", მოიმატა არტერიულმა წნევამ და ვერ შარდავთ.

»» თუ შეტევები გახდა რეგულარული - 5-7 წუთში ერთხელ.

 

პს

 

მშობიარობის სიმპტომებიიცოდეთ, რომ არ ღირს ცდა, რათა ყველა ზემოთჩამოთვლილმა ნიშანმა ერთბაშად იჩინოს თავი.

საკმარისია 2-3 სიმპტომის გამოცნობა, რათა მიხვდეთ, რომ მოახლოებულია მშობიარობა.

განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში, წინასამშობიარო ნიშნები დიდად არ განსხვავდება პირველი მშობიარობის სიმტომებისგან, თუმცა გააჩნია გარკვეული თავისებურებები. 

როგორც წესი, განმეორებითი მშობიარობა მომავალ დედებში შესამჩნევად იოლად მიმდინარეობს, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით.

წინასამშობიარო ნიშნები, განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში, უკვე ნაკლებად იწვევს დაძაბულობასა და შიშს. რადგან  მომავალ დედას უკვე ზურგს უმაგრებს გამოცდილება და იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ განმეორებითი მშობიარობა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე პირველი. ამის მიზეზია ის, რომ ქალის ორგანიზმმა, რომელმაც ერთხელ უკვე იმშობიარა, განიცადა რიგი ფიზიოლოგიური ცვლილებები.

ამიტომ, აუცილებელია მომავალმა დედამ სწრაფად აღმოაჩინოს ორსულობის ნიშნები და სიმპტომები, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება ვერ მიასწროს სამშობიარო სახლში.

განმეორებითი მშობიარობის დროს, შესაძლოა ფეხმძიმობის ნიშნები უფრო გამოკვეთილი იყოს და გამოვლინდეს უფრო ადრე ან გვიან, ვიდრე პირველი მშობიარობის დროს.

არის შემთხვევები, როცა განმეორებითი მშობიარობა უფრო მტკივნეული და რთულია, თუმცა როგორც წესი, ძირითადად პირიქით ხდება და ორსული უფრო სწრაფად და მარტივად მშობიარობს, ვიდრე პირველი მშობიარობის დროს.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მის ასაკზე.

გარდა ამისა, ფაქტია და ლოგიკურიცაა, რომ თავს უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობს ის მომავალი დედა, რომელსაც უკვე აქვს შვილის გაჩენის წარმატებული გამოცდილება.

ბედნიერ მშობიარობას გისურვებთ!

 

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 
 
 

კომენტარები
Kushturi
2021-06-23
ანი
2020-11-16
შესაძლებელია ტუ არა ორსულობა მუცლის გარეშე
ნინო
2020-09-13
შესაძლებელია თუ არა 31 კვრის და 5დღის ორსულს მუცელი დაეწიოს და რამდენად საშიშია..თუ უკვე პანიკა მაქ ვერ ვიგებ????????
Nana
2020-08-15
Gamarjobat var 28kviris orsuli maq lorcovani gamonadeni,celis tkivili,xshiri shadva xandaxan gadznelebuli,da bavshvi aris dzalian aktiuri ukve aris gadabrunebuli tavit qvemot es nishnavs rom male dadgeba mshobiaroba ?
მანანა
2020-06-27
გამარჯობატ ვარ ბოლო ტვესი მაქვს ცოხოტა ტკივილები როგორ მოვიკცე იქნებ მიპასუხოტ
Milana
2019-10-08
Var 40 kviris da 4 dgis mara tkivikebi ar momdis
Milana
2019-10-08
Gamarjoba var40kviris da 4dgis orsuli magram tkivikebi ar momdis 5 oqtombersi iiko gachenis dge
nana
2019-09-19
34kviraze hesazloa mhobiarobaa?
ნანა
2019-06-09
ვარ40 კვირის მაქვს წამოვლიტი ტკივილი
ნათია
2018-12-19
გამარჯობა ვარ 39მეტი კვირის და მაქვს ტკივილები წელის და მუცლის არეში.ასევე მაქვს გამონადენი მოყვითალო ფერის .რას ნიშნავს ეს?
მირეი
2018-09-27
გამარჯობათ ვარ 39კვირის ორსული ვიმყოფები საზღვარგარეთ
ვგრძნობ ტკივილს წელის არეში სიარულიც მიჭირს მინდა გავიკეთო საკეისრო ექიმი კი არ გეგმავს დღეს მირჩიეთ როგორ მოვიქცე 17წლის წინ პირველი შვილი საკეისრო კვეთით გავაჩინე
მარიამი
2018-07-28
გამარჯობა მაქვს მუხელი დაწეული და ამავედროულად ცოტა ტკივილებიც და დიდი დრო დამრჩა მშობიარობამდე
ნანა
2018-07-13
გამარჯობათ.კოველდგე ველოდები ბავშვს.არ ვიმკოფები საქარტველოსში.ექიმმა დამიბარა კვირას და დგეს პარასკევია.არ ვგრდზნობ რამე ტკივილს განსაკუტრებულს.უბრალოდ მხოლოდ დგეს დილიტ სჰევამცჰნიე რომ პერიოდულად მაქვს თითქოს მოკავისფრო გამონადენი ოდნავ და რამე საშიშია?
სალომე
2018-06-10
გამარჯობა. ვარ 39 კვირაში და ყოველ 10 წუთში მაქვს ტკივილები მუცლის და წელის არეში. ასევე უფერო გამონადენი. შეიძლება მშობიარობა მალე დამეწყოს?
ნათია
2018-03-28
ახლა ვზივარ სტატიას ვკითხულობ და თან ველოდები ტკივილი როდის მომიტანეს,რომ გავიქცე დ ჩემს პატარას ჩავეხუტო.ყველასთვის მნიშვნელოვანია იყოთ ინფორმირებულები,იყოთ მშვიდად,იფიქროთ თქვენს დიდ სიხარულზე და ისე მალე გაივლის ყველაფერი.მეც ესე ვიქცევი დღეს :))ბედნიერი დედობა
Mariami
2018-03-26
Gamarjoba var 33kviriss damewia mucrli aseve maqvs movliti tkivili welisss da mucliss nuu sagznoblad ...aseve maqvs chamonashali tetrad vgdznob sisveles ..shevamcire kvebac var motentili
ნათია
2018-03-08
მაინტერესებს არის თუ არა სესაძლებელი 33 კვირის ასაკში დაგეწყოს მშიბიარობა??
მაია ფარეხელასჰვილი
2018-03-01
გამარჯობატ მაინტერესებს პირველი ორსულობაა ბავსვი განზე წევს, და მსწობიარობა დამეწყობა? ტუ როცა მოტრიალდება მასჰინ?40 კვირასი ვარ.
Sofio Shiukashvili
2018-01-14
გამარჯობა 21იანვრიდან 25თამდე ველოდები ბავშვს მარა დღეს განსაკუთრებით მტკივა წელი ფეხები დამიმძიმდა თავს არ ვგრძნობ კარგად შეიძლება მშობიარობის დასაწყისი იყოს მუცელი არ მტკივა გთხოვთ მიპასუხოთ
Natia
2017-11-25
ვარ 40 კვირის ჯერ არანაირი სიმტომები არამაქ,მუცელიც არ მაქ დაწეული რამე საშიშროება ხომ არააა არადა პირველი ბავშვი ბიჭი 38 კვირაზე გავაჩინე მეორეც ბიჭია რატომგაც იგვიანებს და ცოტა მეშინია კიდეც
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ