მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 60681 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-13 კვირა - მომავალი დედაორსულობის მე-13 კვირა მეორე ტრიმესტრის დასაწყისია, რომელიც ტრადიციულად მიიჩნევა წყნარ, მშვიდად მიმდინარე პერიოდად. ამ დროს ქრება ადრეული ტოქსიკოზის ნიშნები და ორგანიზმი თანდათან ეგუება ახალ მდგომარეობას.

უკან რჩება ძალიან ბევრი ქალისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ადაპტაციის მწვავე პერიოდი. ხდება ემოციური ფონის დალაგება, ნერვიული ნერვულის სისტემის რეაქციების გაწონასწორება და ფეხმძიმე კვლავ გრძნობს თავს თავდაჯერებულად და შედარებით კომფორტულად.

მე-13-16 კვირა ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი საფეხურია დედობისკენ. მომავალი დედა კვლავ გრძნობს ძალები მოზღვავებას, უნდა კარგად გამოიყურებოდეს, მეტ კონცეტრირებას ახდენს საკუთარ სამსახურზე და საშინაო საქმეებზე.

თუ ფეხმძიმე თავს კარგად გრძნობს, ადგილი არა აქვს რაიმე სახის გართულებას და არაფერი აწუხებს, ფიზიკური აქტიურობა არა თუ არ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა. ამ პერიოდში შესაძლებელია ცხოვრება და მუშაობა ჩვეულ ტემპში, ისე რომ თითქმის არ შეცვალოს ჩვეული ცხოვრების რითმი.

 

ზოგადი რჩევები

 

ფეხმძიმობის მე-13 კვირა - ზოგადი რჩევები»» ძალიან სასარგებლოა ფეხით სიარული, ამიტომ ბევრი ისეირნეთ, დღეში ორ საათამდე, თუ დაღლას იგრძნობთ, ჩამოჯექით და დაისვენეთ ხოლმე. სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან სასარგებლოა ნაყოფისთვის, რადგან იგი ამარაგებს მომავალ პატარას ჟანგბადით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური განვითარებისთვის.

»» უკვე დროა განაახლოთ გარდერობი. ამ პერიოდში სავარაუდოდ ჯერ კიდევ არ გაცვიათ მდგომარეობისთვის შესაბამისი ტანისამოსი: თქვენი სხეული იზრდება, მუცელი თანდათანობით მრგვალდება. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ბიუსჰალტერი, რომელიც უნდა იყოს ზუსტი ზომის  და ფართო თასმებით, რათა ხელი შეუწყოს მზარდ მკერდს, ამ პერიოდში ხომ მომავალი დედის მკერდი მნიშვნელოვნად იზრდება.

ერიდეთ შემოტმასნილ და ვიწრო სამოსს, ეცადეთ შეიძინოთ ისეთი, რომელიც თავისუფლად მოგადგებათ ტანზე და თავს კომფორტულად იგრძნობთ (არსებობს სამოსის სპეციალური მაღაზიები ორსულთათვის).

»» თუ პირველ ტრიმესტრში იყო გარკვეული სახის ჰორმონალური და ფსიქოლოგიური პრობლემები სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, მეორე ტრიმესტრიდან ეს ბარიერები უნდა მოიხსნას და თუ მომავალ დედას ამის სურვილი გააჩნია, ამასთან არ არსებობს არავითარი უკუჩვენება, მას შეუძლია დაკავდეს სექსით. 

»» კვება უნდა იყოს დაბალანსებული და მცირე დოზებით, პრინციპში ისე, როგორც მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში.

ერიდეთ ტკბილეულის და საკონდიტრო ნაწარმის ბოროტად გამოყენებას. ბევრი მომავალი დედა ორსულობის ადრეულ სტადიაზე სტრესის და შიშის მოხსნას სხვადასხვა სახის ტკბილი სასუსნავით ცდილობს, რაც შესაძლოა ცუდი შედეგებით დასრულდეს.

არ ღირს არც გადამეტება და არც საკვების ნაკლებობა, ოქროს შუალედია ზომიერება. საჭიროა მუდამ აკონტროლოთ საკუთარი წონა.

»» განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიიღოთ ცილა (მჭლე ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, ნიგოზი, სოიოს პროდუქტები, ცერცვი, თევზი).

»» ძვლებისა და კბილებისთვის შეუცვლელია კალციუმი. გაითვალისწინეთ, რომ კალციუმი იგივე მიზნით სჭირდება თქვენს პატარასაც და მიაქვს კიდეც იგი თქვენი ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით, ამიტომ საჭიროა კალციუმი მიიღოთ დიდი როზებით, რადგან არასაკმარისი მარაგის შემთხვევაში თქვენს კბილებსა და ძვლებს საფრთხე დაემუქრება.

კალციუმის შემცველი პროდუქტებია: რძე, ყველი, ხაჭო, არაჟანი, თევზის ღვიძლი, ცერცვი, ახალი კომბოსტო, ვაშლი, კარაქი, კვერცხის გული, თევზი (უმჯობესია „სარდინი“ ზეთში), შავი პური და სხვა...

»» რკინადეფიციტური ანემიის თავიდან ასაცილებლად, რომელიც საკმაოდ ხშირია ორსულებში, აუცილებელია რკინის შემცვლელი პროდუქტების მიღება (ხორცის პროდუქტები - ღვიძლი, თირკმლები, ენა, ცხვრის ხორცი, ლობიო, წიწიბურა, თევზი, ბრინჯი, ჭარხალი, ქლიავი და სხვა. თუ ეს საკმარისი არ იქნა, ექიმი გამოგიწერთ რკინის შემცველ პრეპარატებს.

»» იმის გამო, რომ ბევრი ორსულს აქვს პრობლემა კუჭის შეკრულობასთან დაკავშირებით, საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ უჯრედისის შემცველი პროდუქტები. გამოიყენეთ პროდუქტები, რომელთაც გააჩნიათ სასაქმებელი თვისებები (მაგალითად ჭარხლის წვენი, ან ჭარხალი გახეხილი სახით).

მიიღეთ ხორბლის, შვრიის ფაფა, ჰერკულესი, ქლიავის პიურე. თავი აარიდეთ პროდუქტებს, რომლმაც შეიძლება კუჭის შეკვრა გამოიწვიოს, ეს არის რამოდენიმე მსხლის სახეობა, ფქვილისგან დამზადებული ნაწარმი და სხვა პროდუქტები. მიეძალეთ ხილსა და ბოსტნეულს, ისინი უბრალოდ შეუცვლელია როგორც თქვნეთვის, ასევე თქვენი პატარისთვის.

»» მომავალი დედების უმრავლესობას, მე-13 კვირისთვის აწუხებს გაზების დაგროვება, ამიტომ ბევრი მათგანი შესაძლოა მუცლის ტკივილმა შეაწუხოს.

კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკა ფეხმძიმობის დროს მკვეთრად შენელებულია. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა პრობლემის შემსუბუქება შესაძლებელია თუ გამოიყენებთ შავი ქლიავისა და კურაგის ნახარშს.

 

თავის ტკივილი

 

ფეხმძიმობის მე-13 კვირა - თავის ტკივილიგავრცელებული პრობლემა, რაც ფეხმძიმეს პირველი ტრიმესტრის ბოლოს შეიძლება აწუხებდეს, არის თავის ტკივილი. ამ სიტუაციის მარტივად მოგვარებას ხელს უშლის ის, რომ ამ პერიოდში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მედიკამენტოზური მკურნალობა.

ამიტომ პრობლემას საკუთარი ძალებით უნდა გაუმკლავდეთ. პირველ რიგში უნდა წამოწვეთ წყნარ, ბნელ და განიავებულ ოთახში. მცირე ხნის განმავლობაში შეიძლება გაიკეთოთ გრილი კომპრესები საფეთქლების არეში. ხშირად ტკივილი ქრება მცირე ხნიანი ძილის შემდეგ.

შეიძლება გამოიყენოთ პიტნის, მელისას ან გვირილას დამამშვიდებელი მოქმედება, თუმცა პიტნის ფოთლების ნაყენის გამოყენებაში ზომიერების გამოჩენაა საჭირო, განასკუთრებით მე-16 კვირამდე, რადგან პიტნა ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და შესაძლოა სისხლდენის პროვოცირება მოახდინოს. ამიტომ, არ იქნებოდა ურიგო, თუ ბალიშის გვერდით პიტნის პატარა ტოტს დადებთ.

ინტენსიური თავის ტკივილის დროს, მომავალ დედას შვებას მისცემს წრიული მსუბუქი მასაჟი საფეთქლების ირგვლივ.

თუ თავის ტკივილი გაუსაძლისია, უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული პარაცეტამოლის (ეფერალგანი ან პანადოლ ექსტრა) ერთჯერადი მიღება.

ორსულებისთვის მკაცრად არ შეიძლება ასპირინის (ასკოფეინი და ციტრამონი) და ანალგეტიკების (ბარალგინი, სპაზგანი) მიღება.

მიმართეთ ექიმს თუ:

ტკივილი გახდა რეგულარული;

თავი გტკივათ დილითაც კი;

თავის ტკივილს თან ახლავს არტერიული წნევის ცვლილებები;

 

კანის დაჭიმვა (სტრიები)

 

ფეხმძიმობის მე-13 კვირა - სტრიებიკანის დაჭიმვა და სტრიები, ორსულებს ძირითადად უვითარდებათ ფეხმძიმობის ბოლო ვადებში, თუმცა ზოგჯერ მან შეიძლება თავი იჩინოს ფეხმძიმობის საწყის სტადიაშიც.

სტრიები წარმოადგენს ატროფიულ ნახეთქებს, რომელიც თავს იჩენს კანზე სხვადასხვა ფერის (ძირითადად თეთრი, წითელი ან იასამნისფერი) ზოლების სახით.

სტრიების გაჩენის ძირითადი მიზეზია კანის ბოჭკოების დაჭიმულობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხანგრძლივი დაჭიმულობის (გაწელვის) დროს, ხდება კანის ბოჭკოების (ელასტინი და კოლოგენი) დახეთქვა და ჯანმრთელი კანის გარდაქმნა ნაწიბურებიან ქსოვილად.

ძირითადად ზიანდება კანის მონაკვეთები თეძოების, მუცლის და მკერდის არეში. სტრიები შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე მრავლობითი.

იმის გამო, რომ მე-13 კვირიდან ორსულის მუცელი უკვე იწყებს ზრდას, სტრიების პრევენციისთვის აუცილებელია აქედანვე დაიწყოთ ზრუნვა.

სტრიების პროფილაქტიკა

ისევე როგორც ნებისმიერი დაავადების, სტრიების თავიდან აცილება უფრო იოლია, ვიდრე მისი შემდგომი მკურნალობა. ამიტომ, ფეხმძიმობის პერიოდში,  წონის სწრაფად მომატების დროს და კუნთოვანი მასის ზრდის შემთხვევაში, აუცილებელია მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება კანის მოვლას, შენარჩუნებული იქნას მისი სინოტივე და ელასტიურობა.

დიდი რაოდენობით სითხის მიღება - კანის უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია დღეში დაახლოებით 2 ლიტრი სითხის მიღება.

ამასთან, რეკომენდებულია საკვებში მარილის დოზის შემცირება, რადგან მისი დანაკლისი იწვევს უჯრედებში სითხის შეყოვნებას და  ხელს უშლის შეშუპებას, რაც ამცირებს კანის მექანიკური დაჭიმვის შესაძლებლობის რისკს.

სწორი კვება - სწორ კვებას, ისევე როგორც მრავალი დაავადების შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტრიების პროფილაქტიკის მიზნითაც.

საჭიროა სწორი, მრავალფეროვანი და რაციონალური კვება. რაციონი უნდა შეიცავდეს კანისათვის მნიშვნელოვან ელემენტებს: В ჯგუფის ვიტამინებს, აგრეთვე ვიტამინებს  А, Е და С.

ცილები, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს - ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები.

აუცილებელია ბოსტნეული, ხილი და ნატურალური მცენარეული ზეთები - ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის.

ფიზიკური აქტიურობა - სტრიების წარმოქმნას ხელს შეუშლის აქტიური ცხოვრების წესი. აუცილებელია სეირნობა სუფთა ჰაერზე, ფეხით სიარული. შესანიშნავი და ძალიან ეფექტურია ცურვა.

ვიტამინებისა და მიკროელემენტების  ადეკვატური რაოდენობა - საკვებ რაციონში მათი ადეკვატური რაოდენობა, ერთ -ერთი მნიშვნელოვანი პირობაა კანის ელასტიურობის შენარჩუნებისთვის. 

რაციონში ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა, ზოგჯერ არასაკმარისია, ამიტომ უმრავლეს შემთხვევებში მიზანშეწონილია დამატებითი ვიტამინების მიღება: А, Е, თევზის ქონი, ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები.

ვიტამინების და კვებითი ნივთიერებების გამოყენება შეიძლება გარეგანი დაბიშნულებითაც, სხვადასხვა სახის სპეციალური კანის მოვლის საშუალებების სახით, რომელთა შემადგენლობაშია ვიტამინები А, Е, ნატურალური ზეთები (ზეითუნის, კაკაოს, ნუშის და ა.შ), ჰიალურონის მჟავა (ჰიალურონატი).

მასაჟი - კანის  პრობლემურ მონაკვეთებზე ყოველდღიური მასაჟის გაკეთება კარგად მოქმედებს კანის საერთო მდგომარეობაზე, ახდენს რა მასში სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას.

თუმცა მასაჟი ყოველთვის და ყველასთვის არ არის მიზანშეწონილი, განსაკუთრებით ფეხმძიმობის დროს.

წყლის პროცედურები - წყლის პროცედურების ჩატარება უმჯობესია კონტრასტული შხაპის სახით. ის ახდენს სისხლძარღვების ტონიზირებას და ანიჭებს მათ ელასტიურობას.

კონტრასტული შხაპის შემდეგ აუცილებელია დამატენიანებელი კრემებისა და ზეთების გამოყენება, ეს ეხმარება კანის უჯრედებს ტენის შენარჩუნებაში.

იხილეთ ვრცლად - ფეხმძიმობა და სტრიები

 

ქავილი

 

ფეხმძიმობის მე-13 კვირა - ქავილიქავილი (pruritus gravidarum - ფეხმძიმეთა ქავილი) ფეხმძიმობის საკმაოდ გავრცელებული და უხერხული სიმპტომია.

კანზე ყოველთვის არსებობს დაზიანებული მონაკვეთები (ფეხისგულები, ხელისგულები, ზურგი, მუცელი) რომელიც ორსულებს ექავებათ. ქავილი, ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის უფრო გვიან სტადიებზე იჩენს თავს, თუმცა შეიძლება ადრეულ სტადიებზეც შეგაწუხოთ.

ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს კანის სიმშრალე, აგრეთვე კანის დაჭიმვა მუცლის არეში ზრდადი საშვილოსნოს გამო. რის გამოც კანი იწელება და მომავალ დედას აწუხებს ქავილი ზურგისა და მუცლის არეში.

ქავილს ფეხმძიმობის პერიოდში შეიძლება ჰქონდეს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმები და გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, თუმცა ძირითადად ფეხმძიმობით გამოწვეული ქავილი სრულიად ნორმალური მოვლენაა და არავითარ ზიანს არ აყენებს როგორც მომავალ დედას, ასევე მომავალ პატარას.

ქავილის მეტად გავრცელებული მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური ცვლილებები და კანის დაჭიმვა/გაწელვა. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე კანის სიმშრალეს, რაც გამოწვეულია ორგანიზმის გაუწყლოებით.

ზოგიერთ ორსულს, ფეხმძიმობის დროს აწუხებს ვაგინალური ქავილი. ასეთი ქავილი ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს რძიანას ან რაიმე სახის ინფექციის გამო (უარეს შემთხვევაში ვენერიული დაავადების გამო).

მაგრამ ყველაზე ხშირად, ქავილის მიზეზია საშოში  PH-ის დონის (მჟავე-ტუტავანი ბალანსის მაჩვენებელი) ცვლილება.

ვაგინალური ქავილის თავიდან აცილება შეიძლება: 

პირველ რიგში კარგი და რეგულარული ჰიგიენით (ვაგინალური არე უნდა იყოს მუდამ სუფთა და მშრალი);

დეფეკაციის შემდეგ ყოველთვის გულდასმით გაიწმინდეთ წინა და უკანა მხარეს, რათა ხელი შეუშალოთ ბაქტერიების მოხვედრას საშოში;

თავი შეიკავეთ საშოს გამორეცხვისგან;

ატარეთ თავისუფალი სამოსი და ბამბის საცვალი;

ძლიერი ქავილის დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებები, რადგან არასასიამოვნო შეგრძნებებმა შესაძლოა შექმნას სტრესული სიტუაციები, რაც მხოლოდ გააღრმავებს ქავილს.

ფეხმძიმობის დროს, ქავილი სახლის პირობებშიც შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ, თუმცა სანამ შეეცდებით ეს პრობლემა საკუთარი შეხედულებით მოაგვაროთ, კარგი იქნება თუ გაივლით კონსულტაციას მკურნალ ექიმთან.

უბრალო ქავილის შემთხვევაში დაზიანებულ (ქავილის) ადგილებზე იდებენ ცივ კომპრესებს, ან იყენებენ სპეციალურ ლოსიონებს ფეხმძიმეთათვის, რომლებიც შეიცავენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.

კარგ შედეგს იძლევა ორკბილასა და შვირიის ფანტელების ნახარშის დადება პრობლემურ ადგილებზე.

ერიდეთ სინთეტიკური სამოსისა და საცვლების ტარებას. როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამოსი და საცვლები უნდა იყოს ბამბის, ან ნატურალური აბრეშუმის, რაც ამცირებს კანის ტრამვების და შესაბამისად ქავილის რისკს.

ერიდეთ ცხელ და ჩახუთულ სივრცე-ნაგებობებს, გარეთ გასვლას ცხელ ამინდში (რადგან ქავილი სიცხეში ძლიერდება, ხოლო სიცივეში იკლებს), ასევე ცხელ შხაპსა და აბაზანას. არასასიამოვნო შეგრძნებას ხსნის გრილი შხაპი.

თუ ქავილს ალერგიული ხასიათი აქვს, ერიდეთ ქიმიურ კოსმეტიკურ საშუალებებთან კონტაქტს. ბანაობისთვის გამოიყენეთ რბილი საპონი სუნის გარეშე და საერთოდ, ყურადღებით შეარჩიეთ გელები შხაპისთვის და კრემები. ისინი უნდა იყოს ნეიტრალური, სუნის გარეშე. ხოლო ბანაობის დასრულების შემდეგ, მაშინვე აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი ლოსიონები, ეს ეხმარება კანს შეიწოვოს საჭირო ტენი.

კანის სიმშრალისა და ქავილის სამკურნალოდ უნდა გაზარდოთ ყოველდღურად მიღებული წყლის რაოდენობა, რათა ორგანიზმში შენარჩუნდეს საკმარისი რაოდენობის ტენი და ქავილის ადგილებში გამოიყენოთ სპეციალური დამამშვიდებელი კრემები და ლოსიონები.

ხშირად ქავილის თავიდან აცილება ხდება დიეტის დაცვით, რაც გულისხმობს საკვები რაციონიდან ღვიძლისთვის მძიმე პროდუქტების გამორიცხვას - შემწვარი, მარილიანი და მწარე. იკვებეთ ბალანსირებულად, რადგან სწორად კვება დადებითად აისახება თქვენი კანის მდგომარეობაზე.

იხილეთ ვრცლად - ფეხმძიმობა დ ქავილი

 

კოფეინის გავლენა ორსულობაზე

 

ფეხმძიმობის მე-13 კვირა - კოფეინის გავლენა ფეხმძიმობაზეკოფეინი ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორს წარმოადგენს. მას შეიცავს ბევრი გამაგრილებელი სასმელი და საკვები პროდუქტი. ასევე ყავა, ჩაი, კოკა-კოლა და შოკოლადი.

კოფეინს ასევე შეიცავს ზოგი მედიკამენტი (კერძოდ თავის ტკივილის წამლები) და დიეტური დანამატები.

საერთო ჯამში, კოფეინს შეიცავს 200 - ზე მეტი მზა მედიკამენტის ფორმა, რომელიც იყიდება რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა სასმელი და საკვები პროდუქტი.

დღეში 4 ფინჯან ყავას (800 მგ. კოფეინი), შეუძლია გამოიწვიოს ბავშვის დაბადება ნაკლული წონით და პატარა (ვიდრე ჩვეულებრივი) თავით.

კოფეინის დასაშვები ნორმა ფეხმძიმეთათვის, დადგენილი არ არის. იგი არ ახდენს არავითარ დადებით ზემოქმედებას არც მომავალ დედაზე და არც მის ნაყოფზე.

დადგენილია, რომ ქალებში, რომლებიც დღეში მიირთმევენ 8 ფინჯან ყავას (1600 მგ) (არიან ასეთებიც), მკვეთრად კარგავს დაფეხმძიმების შესაძლებლობას (მცირდება ფერტილურობა).

ზოგიერთი გამოკვლევა კი ადასტურებს კავშირს კოფეინის მოხმარებასა და მუცლის მოწყვეტასთან ან ნაადრევ მშობიარობასთან. უკიდურესად უარყოფითად აისახება კოფეინის მიღება ტოქსიკოზის დროს.

თუ ფეხმძიმობის დროს, მომავალი დედა რეგულარულად მოიხმარს კოფეინს, შესაძლოა მის მომავალ პატარას ქონდეს ასთმატური გამოვლინებები.

კოფეინი ბავშვის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს პლაცენტის გავლით დაბადებამდე და დედის რძის საშუალებით დაბადების შემდეგ.

ნაყოფი, ან ახლადაბადებული ბავში კოფეინს ითვისებს გაცილებით ნელა, ვიდრე ზრდასრული ადამიანი, ამიტომ კოფეინი შეიძლება დაგროვდეს მის ორგანიზმში. კოფეინი უარყოფითად აისახება კალციუმის შემცველობაზე, როგორც დედის, ასევე მისი პატატარას ორგანიზმში.

კოფეინის ზემოქმედება ორსულზე შეიძლება გამოიხატოს მისი მაღალი გაღიზიანებით, უძილობით, ნევროზით და უნაყოფობითაც კი. მოწევას კი შეუძლია გააძლიეროს კოფეინის ზემოქმედება.

ამიტომ, შეეცადეთ მაქსიმალურად შეზღუდოთ კოფეინის მოხმარება. ყურადღებით შეისწავლეთ ყველა იმ წამლის ინსტრუქცია, რომლის მიღებასაც აპირებთ, ხომ არ შეიცავს იგი კოფეინს. შეძლებისდაგვარად გამორიცხეთ კოფეინი თქვენი საკვები რაციონიდან. ეს მხოლოდ დადებითად აისახება როგორც მომავალი პატარას, ასევე თქვენს ჯანმრთელობაზე.

 

შეიძლება თუ არა მუშაობა ფეხმძიმობის პერიოდში

 

ფეხმძიმობის მე-13 კვირა - მუშაობა ფეხმძიმობის პერიოდშიდღესდღეობით, ბევრი ქალი მუშაობს ფეხმძიმობის პერიოდში. ამიტომ ექიმებს მიმართავენ როგორც ორსულები, ასევე მათი მეუღლეები და სამსახურების უფროსები დაახლოებით შემდეგი კითხვებით: რამდენად უსაფრთხოა ეს, შეიძლება თუ არა მუშაობა მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში და ავნებს თუ არა ეს მომავალი პატარას ჯანმრთელობას.

რთულია შეფასდეს ფაქტიური რისკის დონე ორსულისათვის გარკვეულ სამუშაოზე. შეიძლება ითქვას, რომ უმრავლეს შემთხვევაში (თუ საერთოდ არა), შესაძლო მავნე ფაქტორების გამოკვლევა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაყოფს, ორსულის ამა თუ იმ სამუშაო ადგილზე მუშაობის დროს,  არ ტარდება.

ამიტომ საჭიროა ყველა შეეცადოს მაქსიმალურად შემცირდეს რისკი, რომელიც ფეხმძიმე მომავალ დედას და მის მომავალ პატარას ემუქრება და მიეცეს მას საშუალება იმუშაოს კომფორტულად ყოველგვარი შიშის და უსიამოვნების გარეშე.

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა გამოირიცხოს ისეთი სამსახური, რომელიც დაკავშირებულია რაიმე სახის ქიმიურ პრეპარატებთან ან რადიაციის რისკთან.

ჯანმრთელ ქალს, ნორმალურ სამსახურში, შეუძლია იმუშაოს თუნდაც მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში, თუმცა რა თქმა უნდა საჭიროა მისი ხელშეწყობა, მაგალითად არ შეიძლება აიძულო ფეხმძიმე, დიდი ხნის განმავლობაში იდგეს ფეხზე.

დადგენილია, რომ ორსული ქალები, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ერთ პოზაში ფეხზე დგომა, დგანან ვადამდელი მშობიარობის და სუსტი, განუვითარებელი ბავშვების დაბადების მაღალის რისკის წინაშე.

ამიტომ საჭიროა როგორც ექიმთან, ასევე სამსახურის უფროსთან გასაუბრება. ექიმთან იმისთვის, რომ იგი საქმის კურსში იყოს თქვენი სამსახურის ტიპის შესახებ და მოგცეთ შესაბამისი დარიგებები. უფროსთან კი იმისთვის, რომ ორსულობის უფრო გვიან სტადიებზე შეგიმციროთ სამუშაო დღე და საჭიროების შემთხვევაში გადაგიყვანოთ უფრო მსუბუქ სამუშაოზე.

იყავით კეთილგონიერები და ნუ დააყენებთ სამსახურის გამო თქვენს მომავალ პატარას რისკის წინაშე. დაზოგეთ საკუთარი თავი და თუ ატყობთ, რომ რომ სამუშაო თქვენთვის დამძიმდა და თავს ვეღარ ართმევთ მდგომარეობის გამო, დროულად მიიღეთ დეკრეტში გასვლის გადაწყვეტილება.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-13 კვირა - მომავალი პატარაფეხმძიმობის მე-13 კვირისთვის, ნაყოფი ინტენსიურად აგრძელებს ზრდას, მისი ზომები მიახლოებით 7-10 სმ - ის ფარგლებშია, ხოლო წონა შეადგენს 10-25 გრამს. დაახლოებით ამ პერიოდისთვის სრულდება განვითარების ემბრიონალური პერიოდი და იწყება ნაყოფის განვითარების პერიოდი, რაც გამოხატება ნაყოფის ქსოვილებისა და ორგანოების სწრაფ ზრდაში.

სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ნაყოფის აქტიური ზრდა, რომელიც სრულდება ფეხმძიმობის 24-ე კვირას. მე-7 კვირასთან შედარებით, მისი სიგრძე თითქმის ორჯერ არის მომატებული.

ნაწლავები თავიდან ვითარდებოდა გამსხვილებული ჭიპის ბაგირაკის სახით ტანის გარეთ. ამ პერიოდში ის იწყებს ნაყოფის ტანის შიგნით შეწევას. თუ ეს არ მოხდა, ნაწლავები დარჩება ტანის გარეთ მშობიარობის მომენტამდე. ამ ანომალიას ომფალოცელე ეწოდება (ჭიპის ბაგირაკის თიაქარი).

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ანომალია ძალიან იშვიათია (ათი ათასიდან ერთი შემთხვევა). ამ დროს ბავშვს უკეთდება ქირურგიული ოპერაცია და შედეგად იგი ხდება აბსოლიტურად ჯანმრთელი.

ამ პერიოდში, შეიმჩნევა საინტერესო თავისებურება - ხდება ნაყოფის თავის ზომის ზრდის ტემპის თანდათანობით შემცირება ტანთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდიდან ბავშვის ტანი იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე თავი.

ნაყოფის სახე უკვე იძენს ადამიანურ იერ-სახეს, თვალები, რომელიც თავის განაპირა მხარეებზე მდებარეობდა, უკვე მიუახლოვდა ერთმანეთს. ნორმალურ მდგომარეობას უახლოვდებიან ყურებიც.

უკვე ფორმირებულია ოცივე კბილი, კუჭქვეშა ჯირკვალი იწყებს ინსულინის გამომუშავებას. მამრობითი სქესის ნაყოფს ეწყება წინამდებარე ჯირკვლის (პრასტატის) განვითარება. ხოლო მდედრობითი სქესის ნაყოფში აქტიურად მრავლდება  სასქესო უჯრედები (კვერცხუჯრედები).

ამ პერიოდში შინაგანი ორგანოები აქტიურად ვითარდება, ღვიძლი იწყებს ნაღველის გამომუშავებას. ნაყოფის ნაწლავები იწყებს პერიოდულ შეკუმშვას (პერისტალტიკური მოძრაობა), სწორედ ასეთი შეკუმშვა უბიძგებს საკვებს სწორი მიმართულებით.

გრძელდება თავის ტვინის განვითარება, რომელიც უკვე ჰგავს ზრდასრული ადამიანის თავის ტვინს, თუმცა იგი რა თქმა უნდა მინიატურულია.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
თეონა
2020-04-07
ძალიან მეხმარება თქვენი სტატიები დიდი მადლობა
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ