მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 92960 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ემბრიონი

 

ფეხმძიმობის მე-3 კვირაგანაყოფიერებიდან 3 დღის შემდეგ ჩანასახი 32 უჯრედისგან შედგება და ფორმით თუთის ნაყოფს წააგავს, უჯრედები ძალიან სწრაფად აგრძელებს გამრავლებას და კვირის ბოლოს მათი რაოდენობა 250-მდე იზრდება. ჩანასახის დიამეტრი ამ დროს 0,1-0,2 მმ-ია.

ასეთ მდგომარეობაში მყოფ ჩანასახს მეცნიერები ბლასტოცისტას ეძახიან. ამის შემდეგ ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება საშვილოსნოს კედელზე. ამ პროცესს იმპლანტაცია ეწოდება. არის შემთხვევები, როცა ეს პროცესი მცირე სისხლდენას იწვევს.

იმპლანტაცია ემბრიონის განვითარებისთვის კრიტიკულ მომენტს წარმოადგენს, თუ ემბრიონი მას წარმატებით გადალახავს, ეს ნიშნავს რომ  უკვე ფეხმძიმედ ხართ და თქვენი ფეხმძიმობა  განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა. ამის ნიშანი კი მაგალითად მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა იქნება.

ჩანასახის ზრდაში ამის შემდეგ უკვე თქვენი ორგანოები ერთვება, რომელიც უზრუნველყოფს  მის შემდგომ განვითარებას, ამარაგებს რა მას ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით.

ნაყოფსა და ემბრიონს შორის მკვეთრი საზღვარი არ არსებობს. საერთოდ, ფეხმძიმობის პირველი რვა კვირის განმავლობაში - ტერმინი ემბრიონია მიღებული. სწორედ ამ პერიოდში ხდება მომავალი ბავშვის ძირითადი ორგანოებისა და სისტემების ფორმირება. ხოლო რვა კვირის შედეგ უკვე გამოიყენება ტერმინი ნაყოფი.

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-3 კვირახშირ შემთხვევებში მომავალი დედები ამ პერიოდში ვერავითარ ცვლილებას ვერ ამჩნევენ და ვერც ხვდებიან ხოლმე, რომ ფეხმძიმედ არიან.

შესაძლოა ეს იმის გამოც ხდებოდეს, რომ მათ ჯერ არც ერთი მენსტრუაციული ციკლი არ გამოუტოვებიათ.

ზოგიერთი ქალბატონი პირიქით აშკარად ხვდება, თუ როდის ხდება ორგანიზმში ოვულაცია.

ისინი მსუბუქ სპაზმებს ან ტკივილს გრძნობენ. მატულობს საშოდან გამონადენი. იმპლანტაციის დროს ამჩნევენ მცირე სისხლდენას.

მომავალმა დედებმა, მკაცრად უნდა დაიცვან ერთი წესი: ორსულობის დროს, ნებისმიერი სახის სისხლდენა არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე.

თუ ქალი აგრძელებს სექსუალურ ცხოვრებას, მიუხედავად იმის, იცის თუ არა, რომ არის ორსულად, საჭიროა როგი ნიუანსების დაცვა და გარკვეული ფაქტორრების გათვალისწინება, რათა საფრთხე არ შეექმნას ორსულობას და ნაყოფის ჯანმრთელობას.

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები

 

სიმპტომები, რომელიც წააგავს წინამენტრუაციული სინდრომის ნიშნებს;

გულისრევის შეგრძნება, მადის დაკარგვა ან გაძლიერება, გემოს შეგრძნებების ცვლილებები;

აუტანლობა გარკვეული სუნების მიმართ;

განწყობილების ხშირი ცვლილება, მომატებული გაღიზიანებულობა და ფეთქებადობა;

საერთო სისუსტე და შეუძლოდ ყოფნა;

ტკივილი სარძევე ჯირკვლებში და მათი უმნიშვნელო ზრდა;

გახშირებული შარდვა;

 

გამოკვლევები

 

 ექიმ-გინეკოლოგის სამედიცინო დათვალიერება;

შემდეგი ანალიზების ჩაბარება:

 ტესტი ორსულობაზე;

სისხლის ანალიზი ქორიონული გონადოტროპინის დონის დასადგენად;

ულტრაბგერითი გამოკვლევა ტრანვაგინალური სენსორით - საშვილოსნოს შიგა ან საშვილოსნოს გარე ორსულობის დასადგენად;

 

სისხლდენა

 

ფეხმძიმობა და სისხლდენაპირველ ტრიმესტრში სისხლდენის უყურადღებოდ დატოვება, შეიძლება მუცლის მოშლის მიზეზიც კი გახდეს.

ზოგადად, სისხლდენა ორსულობის პერიოდში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა და სტატისტიკურად ყოველ მეხუთე ქალბატონს აღენიშნება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისხლდენა აუცილებლად მუცლის მოშლით დამთავრება.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იმპლანტაციის დროს სისხლდენა გამოწვეულია ბლასტოცისტის საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ჩანერგვის შედეგად. ამ დროს კი თქვენ შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ ფეხმძიმედ ხართ და ეს მოვლენა ნაადრევ მენსტრუაციულ ციკლს დააბრალოთ.

ჩანასახის ზრდასთან ერთად შესაბამისად იზრდება საშვილოსნო, ხდება პლაცენტისა და სისხლძარღვოვანი კავშირების ფორმირება. ამ სტადიის დროსაც შეიძლება მოხდეს სისხლდენა, რისი მიზეზიც ფიზიკური დატვირთვა, ან სექსუალური კავშირი იყოს.

ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ ერთიცა და მეორეც და კონსულტაციისთვის მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას.

გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაში სისხლდენის მიზეზების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხშირად ულტრაბგერითი გამოკვლევებითაც კი.

ასეთ სიტუაციებში, ექიმების უმრავლესობა სიმშვიდეს, ფიზიკური დატვირთვის შემცირებას და სექსუალურ კავშირზე უარის თქმას გირჩევთ. რადგან როგორც მედიკამენტოზურმა, ასევე ქირურგიულმა  ჩარევამ  საეჭვოა შედეგი გამოიღოს.

მსუბუქი სისხლდენა ფეხმძიმობის დროს ბევრ ქალბატონს აღენიშნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც საშინელება ხდება. მიუხედავად ამისა აუცილებელია ყურადღება მაინც აუცილებელია, ამიტომ ჯობია იყოთ გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

მედიკამენტების მოხმარება

 

ფეხმძიმობა და მედიკამენტების მოხმარებანებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც მიიღებთ ფეხმძიმობის პერიოდში, ნაყოფზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს, ამიტომ აუცილებლად  დაკვირვებით გაეცანით თითოეული მედიკამენტის ანოტაციას.

ფრთხილად იყავით და მოერიდეთ ასპირინს და მისი შემცველი პრეპარატების გამოყენებას.

ასპირინი მავნე ზეგავლენას ახდენს ფეხმძიმობის განვითარებაზე, იგი იწვევს სისხლის შედედების ფუნქციებში ცვლილებებს და შეიძლება სისხლდენის მიზეზი გახდეს.

ასპირინი განსაკუთრებით საფრთხილოა ფეხმძიმობის ბოლოს, მშობიარობის წინ. ასე რომ ერიდეთ ნებისმიერი, ასპირინისშემცველი პრეპარატის გამოყენებას. თქვენი ექიმი გამოგიძებნით ისეთ პრეპარატს, რომელიც უვნებელი იქნება ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

ცენტრალური ნერვიული სისტემის დეფექტები ჩვეულებრივ თავს იჩენს ფეხმძიმობის საწყის სტადიაში, ეს ათასში ერთხელ ხდება და მათი მექანიზმი დღემდე ბოლომდე  არ არის გამოკვლეული.

ასეთი დეფექტის გამოვლინების დროს არ ხდება ნაყოფის ზურგის ტვინის არხის დახურვა და იგი რჩება ღია, გაშიშვლებული ზურგის ტვინითა და ნერვებით.

ამგვარად შეიძლება განვითარდეს  ანენცეფალია (თანდაყოლილი თავის და ზურგის ტვინის არ არსებობა) და ენცეფალოცელე (თავის ტვინის გამოსვლა ქალის ნაპრალებიდან).

ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავის გამოყენებას ფეხმძიმობის დროს შეუძლია შეაჩეროს, ან შეასუსტოს აღნიშნული დეფექტები. ეს გამოკვლევები დღემდე გრძელდება.

ფოლიუმის მჟავის რეკომენდირებული დოზაა-0,4 მგ დღეში. მაგრამ თუ მომავალ დედას ერთხელ უკვე გაჩენილი ყავს ბავშვი ასეთი დეფექტებით, დოზა შეიძლება დღეში 4 მგ-მდე გაიზარდოს.

უმჯობესია თუ ფოლიუმის მჟავის მიღება დაგეგმილ ფეხმძიმობამდე ერთი თვით ადრე დაიწყება, დოზა კი შენარჩუნებული იქნება პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, რადგან სწორედ ამ პერიოდში ხდება ნაყოფის ცენტრალური ნერვიული სისტემის ფორმირება.

თუმცა, უმჯობესია ეს ყველაფერი თქვენი ექიმის დანიშნულებით და მისი მეთვალყურეობის ქვეშ გააკეთოთ.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-3 კვირათქვენი ბავშვი ჯერ სულ ნამცეცაა, თუმცა ბუნებამ უკვე განსაზღვრა როგორი თვალები ექნება მას.

მესამე კვირის განმავლობაში  ხდება ჩანასახის ენდოკრინული სისტემის ჩამოყალიბება. ეს უმნიშვნელოვანესი სისტემაა, იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაზღვრავს თქვენი პატარას ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მესამე კვირის დასასრულს ხდება პირსაყლაპავი მემბრანის წარმოქმნა, რომელიც პირის ჩანასახს წარმოადგენს.

სუნთქვა სასიცოცხლოდ აუცილებელია ნაყოფისათვის, ამიტომ სწორედ მესამე კვირაში ხდება სუნთქვის ორგანოების და სასუნთქი სისტემის ჩანასახების ფორმირება. აგრეთვე პირველი სისხლის უჯრედების ჩამოყალიბება. მესამე კვირიდან მომავალი გულის ჩანასახიც უკვე იწყებს ფუნქციონირებას.

ასე რომ  თქვენი მომავალი პატარა უკვე ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით და საკმაო "სამუშაოც შეასრულა" ზრდისა და განვითარებისათვის.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
Თეკლა
2022-05-29
გამარჯობაᲗ, ვარ ორსულად და მაქ მსუბუქი სისხლიანი გამონადენი 2დᲦეა რისი ბრალი ᲨეიᲫლება იყოს?
თამუნა
2021-03-05
გამარჯობათ. 2კვირაა მესტრუაცია გადამიცდა. ტესტი გავიკეთე იაფფასიანი ტესტით. მითხრეს შარდი თავიდან რომ მოდის,ის არ უნდა დააგროვო,თორე უარყოფითს გაჩვენებსო. მართალია? მე ასე მოვიქეცი. მეორეც მოვსინჯო? რას მირჩევთ. ან რატო შეიძლება აჩვენოს უარყოფითი
შორენა
2020-08-16
გამარჯობათ.ვარ 3 კვირის ორსული.მაქვს ცოტა სისხლიანი გამონადენი.მუცლის არსში ცოტა ტკივილი.რისი ბრალი შეიძლება იყოს და არის თუ არა საშიში?
Nina
2020-04-24
გამარჯობათ ერთი თვეა რაც გავთხოვდი მაქვს მუცლის ტკივილები ხასიათის ცვლა წელის ტკივილები და გახშორებული შარდვა 1 კვირაა რაც ციკლი გადცდა შესაძლოა ვიყო ორსულად?
მარიამი
2020-04-06
გამარჯობათ რა მაინტერესებს მუცელი მომეშალა 2 თვის წინ და რამდენხანშია შესაძლებელი დაორსულება
ხათუნა
2020-03-06
გამარჯობათ, მაინტერესებს ეხო ორსულობას მერამდენე კვირიდან აჩვენებს, ტესტმა ორჯელ მიჩვენა დადებითი პასუხი. ექოსკოპია გადავიგე და არაფერი გამოჩნდა. ერთი თვის შეიძლება არც კი ვოყო.მქონდა მცირე სისხლოვანი გამონადენი და იმიტომ მივმართე ექიმს. შესაძლებელია რომ გარე ორსულობა იყოს?
ეკა
2020-02-10
ვარ 41წლის ვარ ერთი თვის ფეხმძიმე და ოდნავ სისხლიანი გამონადენი შევნიშნე დღეს რისი ბრალია?
ნინო
2019-11-28
ინვიტრო განაყოფიერებით ვარ მე-3 კვირის ორსული დამეწყო სისხლდენს ,ექიმა გამაკეთებინა დიცინონი. არის თუ არა შანსი რომ ორსულობა გაგრძელდეს.ტესტი კვლავ 2 ხაზს აჩვენებს ან იქნებ ამიხსნათ რამ გამოიწვია ეს სისხლდენა.
ნუცა
2019-10-26
გამარჯობათ მენსტრუაიის მოსვლამდე 6 დღეა დარჩენილი, მკერდი ძალიან მტკივა გამეზარდა, ტესტი რომ გავაკეთო არ გამოჩნდება ნეტავ?
მარიამი
2019-10-08
გუშინ გახდა 3 კვირა რაც გადამიცდა ტესტი გავიკეთე და 2ხაზი აჩვენა. გუშინ დამეწყო ტკივილები და ამიტყდა სისხლდენა (სქელი ჩამონაშალიც მოყვა მცირედი) დილას შემიწყდა სისხლდენა და ტესტი გავიკეთე ერთი ხაზი გაამუქა მეორე კი მკრთალია. საშიშროება არის იმის რომ მუცელი მომეშალოს? ან რის გამო შეიძლება ეს მომხდარიყო?
Tatia
2019-09-02
Gamarjobat menstruacia gadamicda testma orixazi achvena meore dzalian mkrtalia muclisareshi sashineli wvamaqvs da tkivilebi risibraliaris xomvermetyvit iseti shegrdznebamaqvs titqos ragac momwyda
Nino
2019-08-23
Gamarjoba tu azvenebs exo mucelze gadagebit samis kviris xexzimobas
Nini
2019-08-23
Gamarjoba exo tu azvenebs mucelze gadagebit sami kviri fexzimobas
სალომე
2019-06-09
გამარჯობათ... ტესტი დადებითს მიჩვენებს მენსტრუაცია გადამიცდა ეწიმთანაც ვიყავი და ლორწოვანი გარსი არისო რაც სავარაუდო ორაულობა არისო საშვილოსნო გადიდებულიაო და დღეს და გუშინ სისხლი გამომდის ცოტცოტა ვერც ექიმმა გაიგო რაარისო მიშველეთ რამე რა არის რის გამო მაქ ესე...
ელენე
2019-04-15
გამარჯობათ რომელი ტესტი აჩვენებს ორსულობას ციკლის მოსვლამდე?
Mari
2019-03-23
Gamarjoba var orsulad .. yaavisperi sisxdena maqvs 2 wveyi shasi rame sul ar momdis
Maka
2019-03-22
Gamarjobat gadacdena maq da testma dadebiti achvena ori kviraa gadacdena maqvs da moshardvis dros ertxel vardisferi gamonadeni mqonda mere genekologs mivmarte da mitxra orsuloba arario da ert kvirashi damibara mere sheizleba gamochndes?
თამუნა
2018-11-28
რა პერიოდშია ექიმთან პირველი ვიზიტი რეკომენდირებული? ექოსკოპია რამდენი კვირის ნაყოფს ხედავს?
Maka
2018-07-12
Gamarjobat testi javitare da dadebiti agmojda hemdeq eqimtan mivedi sisxli amiges agmojda exla mestrulazia camomivida xovermetkvit risi bralia
ქრისტინე
2018-06-16
გამარტჯობათ,მქონდა ჩემს პარტნიორთან ურთიერთობა 6არმახსოვს 10 რიცხვამდე (მაისი)რიცხვი კონკრეტულად არმახსოვს,მას შემდეგ არმქონია ურთიერთობა(სექსი)დაახლოებით6-7 დღეა ვამჩნევ რომ მუცელი ხან მივარდება ხან წამოწეული მაქვს,გავიკეთე ტესტი რამოდენიმე დღის წინ პირველად და მიჩვენა უარყოფითი,გუშინ კიდევ გავიკეთე და ისევ უარყოფითი მიშვენა,ორი დღის წინ მქონდა სიცხე 37 მაგრამ ზუსტად 1საათში გამიარა,მენსტრუაციის რიცხვები საერთოდ მაქვს არეული ხან თვის დასაწყისში მომდის ხან შუაში ხან ბოლოს,ერთი კვირის შემდეგ ისევ ვაპირებ გაკეთებას,და თქვენი აზრი მაინტერესებს რავქნა?!არანაირი მკერდის გამკვრივეა არცგულის რევა არც ხშირი შარდვა არც ტავბრუ ხვევა არც მუცლის ტკივილი,დაბნეულივარ.იქნებ მირჩიოთ რამე..
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ