მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 65002 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

მომავალი დედა - 27-ე კვირაორსულობის 26-ე კვირა მე-6 თვის შუა პერიოდია. უკან დარჩა ფეხმძიმობის თითქმის 2/3, ამიტომ მომავალი დედა ფრთხილად უნდა მოეპყროს თავს და ყურადღებით მოეკიდოს საკუთარ მდგომარეობას.

ყურადღებით ყოფნა განსაკუთრებით საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სხვადასხვა სახის საშიშროება და რისკები. მაგალითად, 26-ე კვირაზე ნაადევი მშობიარობის პროვოცირება შეუძლია მთელ რიგ ფაქტორებს, მათ შორის: სტრესს, გადაღლილობას და ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვებს.

26-ე კვირისთვის კიდევ უფრო გაზრდილია საშვილოსნო და პლაცენტა. ამიტომ, ისეთ პრობლემებს, როგორიცაა - ტკივილი ზურგის არეში, შარდის ბუშტზე დაწოლა, ფეხების კრუნჩხვა, ადგილი აქვს სულ უფრო ხშირად.

თანდათანობით იზრდება თქვენი წონაც და მისი ნამატი ამ პერიოდისთვის აღწევს დაახლოებით 10 კგ-ს. ამიტომ, აუცილებელია კვების კონტროლი, რათა არ მოხდეს ზედმეტი კილოგრამების აკრება.

წონის მატებამ ამ კვირაში არ უნდა შეადგინოს 400 გრ-ზე მეტი. ამისთვის, ისე როგორც წინა კვირებში, საჭიროა ხშირად და მცირე პორციებით კვება.

თუ ზედმეტი წონა უკვე აკრებილია, არ არის საჭირო ექსპერიმენტები და სხვადასხვა სახის დიეტები. უმჯობესია საკუთარ გინეკოლოგთან კონსულტაციით მოაწყვეთ განტვირთვის დღეები და სწორად აირჩიეთ პროდუქტები.

პროდუქტები უნდა იყოს უბრალო, რათა არ გამოიწვიოს გულძმარვა. კვება ბალანსირებული, აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული. რაციონიდან ამოღებული უნდა იქნას ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტები და საკვები, რომელიც მიეკუთვნება მაღალ ალერგიულ პროდუქტთა რიგს: ფორთოხალი, შოკოლადი, მარწყვი, სხვადასხვა სახის ეგზოტიკური ხილი და ა.შ.

შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ სპეციალური ვიტამინების კომპლექსი ორსულთათვის. აგრეთვე - გაძლიერებული კალციუმი - ძვლებისთვის და რკინის პრეპარატები - ანემიისთვის.

რაც შეეხება ინტიმურ ცხოვრებას. ბევრი ორსული აღნიშნავს, რომ ამ ვადაზე მნიშვნელოვნად აქვს გაუმჯობესებული სექსუალური კონტაქტები, უფრო მკაფიოდ გამოხატული და ხშირი ორგაზმი, მაღალი მგრძნობელობა.

ორგაზმი ორსულობის დროს კმაყოფილებას ანიჭებს არა მხოლოდ დედას, არამედ მის პირმშოსაც, რადგან გამომუშავებული ენდორფინები ხვდება მის სისხლში.

ასე, რომ თუ ნაადრევი მშობიარობის რისკი არ არსებობს, არ არსებობს ამ ვადაზე სექსზე უარის თქმის მიზეზიც.

ერთ ადგილზე ჯდომა არ არის რეკომენდებული, თუმცა არც გადაღლა შეიძლება. მცირე ხნით სეირნობა საშუალებას მოგცემთ შემცირდეს სითხის უძრაობა ფეხებში, რაც მოხსნის ქსოვილების შეშუპებას და დაბუჟებას, ისევე, როგორც სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს კუნთებში.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის დროს, სხვადასხვა სახის მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით, უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან 26-ე კვირაზე ამ მედიკამენტებმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ახალშობილზე.

ამიტომ, ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას და აუცილებლად შეათანხმეთ თქვენს ექიმთან თითოეული მედიკამენტი, რომლის გამოყენებასაც აპირებთ. ასევე ყურადღებით და დაწვრილებით გაეცანით ყველა მედიკამენტის ინსტრუქციას (საბედნიერეოდ დღეს ეს მარტივადაა შესაძლებელი ინტერნეტის საშუალებით, თუ წვრილი შრიფტის წაკითხვა გეზარებათ ან ინსტრუქცია არ არის თქვენთვის სასურველ ენაზე).

შესაძლებელია დადგეთ ჰორმონალური კრემების გამოყენების აუცილებლობის წინაშე. აუცილებლად შეათანხმეთ ექიმთან შეუძლება თუ არა მათი გამოყენება. სიფრთხილე საჭიროა მაშინაც კი, თუ ორსულობამდე იყენებდით ამ კრემებს.

დაიხსომეთ, რომ ყველა კრემი თუ გელი, რომელსაც იზილავთ კანში, ხვდება ნაყოფის ორგანიზმში და შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები.

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები - ორსულობის 27-ე კვირა წონის მომატება 7-9 კგ-ით;

ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა (დისპნოე) - გადიდებული მუცლის გამო;

ტკივილის შეგრძნება წელის არეში;

სიმძიმის შეგრნება ფეხებში;

ცრუ სამშობიარო შეტევები;

მაღალი არტერიული წნევა, თავის ტკივილები, ფეხების შეშუპება;

პიელონეფრიტისა (თირკმლის ქსოვილის ანთება) და ანემიის განვითარების რისკი;

გაღიზიანებულობა;

 

გამოკვლევები

 

აუცილებელია წონის, მუცლის გარშემოწერილობის, წნევის კონტროლი;

სისხლის საერთო ანალიზი;

შარდის ანალიზი;

ზედმეტი მასის შემთხვევაში სისხლის ანალიზი შაქარზე;

ტოლერანტობის ტესტი გლუკოზის მიმართ შესაძლო ჰესტაციური დიაბეტის გამოსავლენად;

გეგმიური ულტა-ბგერითი გამოკვლევა (24-26 კვირა);

 

შესაძლო პრობლემები

 

შესაძლო პრობლემები - ორსულობის 27-ე კვირაორსულობის 26-ე კვირისთვის ხდება სარძევე ჯირკვლების შესამჩნევი ზრდა, ამიტომ ზოგიერთი მომავალი დედა გრძნობს მკერდში სიმძიმეს და მცირეოდენ ტკივილის შეგრძნებას, რაც ნორმალურია.

ძუძუს კერტების სპეციალურად მომზადება მკერდით კვებისთვის აუცილებელი არ არის, თუმცა მკერდისთვის ძალიან სასარგებლოა ჰაერის რეგულარული აბაზანები.

ორსულობის ამ ეტაპზე, გაზრდილი საშვილოსნო იწვევს ხშირ შარდვასა და გულძმარვას, აგრეთვე სუნთქვის გაძნელებას.

თუ შარდვის პროცესი მტკივნეული და არაკომფორტული გახდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ანთებით პროცესს, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.

ხშირად ორსულების განიცდიან ტკივილს ზურგის არეში, რაც აიხსნება სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებით, მუცლის ზრდითა და წონის მომატებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომავალი დედებისთვის, რომლებიც არიან ფეხმძიმობის 26-ე კვირაზე და ელოდებიან ტყუპებს.

იმისათვის, რომ შეამსუბუქოთ ტკივილი ზურგის არეში და მოხსნათ დატვირთვა მოდუნებულ სახსრებზე, ატარეთ სპეცალური ბანდაჟი, რომელიც დააფიქსირებს მუცელს სწორ მდგომარეობაში.

ზოგიერთი მომავალი დედა გრძნობს ტკივილს ნეკნებისა და მუცლის ქვემოთ ბავშვის მოძრაობის დროს. ეს გასაგებიცაა, ნაყოფი უკვე ყოველდღიურად მოძრაობს, მისი დარტყმები სულ უფრო ძლიერი ხდება. გაზრდილი საშვილოსნოც სულ უფრო მეტად აწვება წვრილ ნაწლევებს, შარდის ბუშტს, სწორ ნაწლავს. სწორედ ამისგანაა ეს ტკივილები.

სამწუხაროდ აქ ვერაფერს იზამთ. უბრალოდ შეეცადეთ ასეთ მომენტებში წამოწვეთ გვერდულად და დაისვენოთ. ეს მოხსნის დაწოლას ორგანოებზე. თუ გტკივათ მარჯვენა მხარეს, წამოწექით მარცხენა მხარეს და პირიქით.

თუ ტკივილი აუტანელი გახდა და არ გაგიარათ, არ არის საჭირო მოითმინოთ. მიმართეთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ გამოკვლევას, დაადგენს ზუსტ მიზეზს და შეძლებს თქვენი პრობლემის მოგვარებას.

შესაძლოა დროგამოშვებით ადგილი ჰქონდეს კრუნჩხვებს და კიდურების დაბუჟებას. იმისათვის, რომ ეს თავიდან აიცილოთ, ნუ იქნებით დიდი ხნის განმავლობაში ერთ პოზაში, ხშირად შეიცვალეთ იგი და დააფიქსირეთ ისეთი მდგომარეობა, რონელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ.

ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კანის პიგმენტაციას, რომელიც მალევე გაივლის მშობარობის შემდეგ. ასევე ქავილის შეგრძნებას მუცლის არეში, რაც კანის დაჭიმულობაზე ლაპარაკობს. იმისათვის, რომ გამოირიცხოს სტრიების გაჩენის საფრთხე, რეკომენდებულია უსაფრთხო, დამარბილებელი კრემების გამოყენება.

სტრესი, წონასწორობის დაკარგვით გამოწვეული დაცემა, ზემეტი დაძაბულობა შესაძლოა გახდეს ნაადრევი მშობიარობის დაწყების მიზეზი 26-ე კვირაზე და ზიანი მიაყენოს ნაყოფს.

ტკივილი მუცლის ქვედა არეში, სიმძიმისა და დაწოლის შეგრძნება, სისხლოვანი ან ნებიმიერი საეჭვო (უხვი) გამონადენი - ეს ყველაფერი წარმოადგენს სიგნალს, რომ სასწრაფოდ ექიმთან ვიზიტია საჭირო.

 

ნაყოფის მოძრაობა

 

ნაყოფის მოძრაობა - ორსულობის 27-ე კვირაბავშვის მოძრაობების შეგრძნება მუცელში, ორსულობის ერთ-ერთი შესანიშნავი და ამაღელვებელი მომენტია.

მაგრამ, რა სიხშირით უნდა მოძრაობდეს ნაყოფი მუცლად ყოფნის პერიოდში? - ეს შეკითხვა აწუხებს ბევრ მომავალ დედას.

აქ შეშფოთების და ნერვიულობის დიაპაზონი საკმაოდ დიდია: - „ის დახტის როგორც გიჟი“, „ის თითქმის არ მოძრაობს“ და ა.შ.

მაინც რით არის ამგვარი განსხვავებები ნაყოფის მოძრაობებში გამოწვეული? - აქ ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. ყველა ბავშვი თავისებურად იქცევა როგორც დედის მუცელში, ასევე დაბადების შემდეგ. ზოგი ნელია, დინჯი და ფლაგმატური, ზოგი კი პირიქით, სწრაფი, მოუსვენარი და დაუდგრომელი.

ჩვეულებრივ, მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვის აქტიურობისა და დასვენების პერიოდები მონაცვლეობითია.

სხვადასხვა პერიოდებში გრძნობენ ბავშვის მოძრაობას მომავალი დედებიც. მაგალითად, ზოგიერთი აღნიშნავს, რომ ნაყოფი განსაკუთრებულად აქტიურობს ღამის საათებში, იმ დონეზეც კი, რომ არ იძლევა ძილის საშუალებას.

ზოგიერთი მომავალი დედა, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც აქტიურია, მთელს დღეს ატარებს სამსახურში ან ბევრს დადის, საერთოდ ვერ ამჩნევს ნაყოფის მოძრაობას. თუმცა თუ სახლში მივა, გვერდულად წამოწვება და კარგად მოუსმენს, ბავშვის მოძრაობაც არ დააყოვნებს და იგი მარტივად იგრძნობს ამას.

წინა კვირების მიმოხილვაში უკვე ავღნიშნეთ და აქაც გავიმეორებთ, რომ ბავშვის პირველ მოძრაობას უფრო გრძნობენ გამხდარი ქალები, სრული ქალები კი მას გრძნობენ შედარებით გვიან, როცა ნაყოფის მოძრაობა უფრო ძლიერი და ინტენსიური ხდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ არ ღირს ნერვიულობა და ზემდეტი განცდები. თუ დამშვიდებას მაინც ვერ ახერხებთ, მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც სავარაუდოდ მოგასმენინებთ თქვენი პატარას გულის ცემას და დაგამშვიდებთ. ხოლო თუ თქვენი შიშები რეალურია, მიიღებს ზომებს პრობლემის გამოსაკვლევად და მოსაგვარებლად.

 

ნაყოფის არითმია

 

ნაყოფის არითმია - ორსულობის 27-ე კვირაშესაძლოა ორსულობის პროცესში შეამჩნიეთ, რომ ბავშვის გულის ცემა არ არის თანაბარი, რადგან ზოგჯერ ეს რითმი ირღვევა. ამ მოვლენას არითმია ეწოდება.

თუმცა, უმრავლეს შემთხვევებში განსაკუთრებული მღელვარების მიზეზი არ არსებობს, რადგან ეს ხშირი მოვლენაა და არ არის საშიში.

მაშ რით არის გამოწვეული ნაყოფის არითმია?

ამის ყველაზე მარტივი მიზეზი შესაძლოა იყოს სპეციალური მოსასმენი მოწყობილობა, რომელიც ამახინჯებს ხმებს.

თუ მოწყობილობა გამართულია, სავარაუდოდ სანერვიულო მაინც არაფერი გაქვთ, რადგან შეიძლება ნაყოფის არითმია გამოწვეული იყოს იმით, რომ ბავშვის გული იზრდება და ვითარდება. როგორც კი გული საბოლოოდ „მომწიფდება“, არითმიაც გაივლის.

ძირითადი მიზეზები

გენეტიკური მიდრეკილება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათილოგიური გადახრები;

ენდოკრინული და ნერვული სისტემის არასწორი მუშაობა;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევები;

სასუნთქი სისტემის დაავადებები;

მეტაბოლური გადახრები;

ეკზოგენური ფაქტორები: არასწორი კვება, სტრესული სიტუაციები, მავნე ჩვევები;

ლუპუსი (მგლურა) - კანისა და ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაავადება.

ორსულობის დროს ნაყოფზე არითმიის აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალისტების ამოცანას წარმოადგენს სიტუაციის სირთულისა და ფეხმძიმობის მიმდინარეობის შეფასება.

დარღვევა შეიძლება იყოს როგორც ტრანზიტორული (დროებითი), ასევე სახიფათო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნაყოფის არითმიის შემთხვევათა 85% უსაფრთხოა და მხოლოდ 15% არის ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი.

ექსტრასისტოლია - გულის კედლისა და პარკუჭების ექსტრასისტოლია მიეკუთვნება გულის რითმთან დაკავშორებულ შედარებით ხშირ პათოლოგიას, რომელიც აღენიშნება ნაყოფს მუცლად ყოფნის პერიოდში.

ნაყოფის გულისცემის სიხშირე (ნორმა)

ნაყოფის გულისცემის სიხშირე (ნორმა)თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ნაყოფის გულიც ცემის სიხშირე უკვე მე-19 კვირიდან. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ნაყოფის გულის ცემის რითმი რამდენადმე მეტია ზრდასრული ადამიანის გულის ცემის რითმზე და მისი ნორმა შეადგენს 120-160 დარტყმას წუთში.

100 დარტყმა/წუთში და ნაკლებ მაჩვენებელზე დიაგნოზი არის - ბრადიკარდია;

180 დარტყმა/წუთში და მეტ მაჩვენებელზე დიაგნოზი არის - ტახიკარდია;

101-დან 119-მდე დარტყმა/წუთში - მიდრეკილება ბრადიკარდიისკენ;

161-დან 179-მდე დარტყმა/წუთში - მიდრეკილება ტახიკარდიისკენ;

დაკვირვებებით დადგინდა ორი პერიოდი, როცა აშკარად შეიმჩნევა მიდრეკილება ბრადიკარდიისკენ. ეს არის დილის 6-დან 7 საათამდე და 15-დან 19 საათამდე. ამ დროს ნაყოფის მოძრაობის აქტიურობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

საპირისპირო მდგომარეობაა მიდრეკილება ტახიკარდიისკენ, რომელიც ასევე შეიმჩნევა ორ პერიოდში - 11-დან 15 საათამდე და 19-დან ღამის 1-ელ საათამდე.

ასევე შეინიშნება გულის ცემის სიხშირის დამოკიდებულება ორსულობის ვადაზე. დასაწყისში - 5-დან მე-7 კვირამდე გულის ცემის სიხშირის ნორმა შეადგენს 92-დან 160 დარტყმა/წუთში.

ნაყოფის ტახიკარდიას ძირითადში არა აქვს მუდმივი ხასიათი. თუ ამასთან შერწყმული არ არის გულის კუნთის ან სარქველის დისფუნქციასთან, მკურნალობა საჭირო არ არის. თუმცა თვალყურის დევნება და ყურადღება აუცილებელია.

ნაყოფის გულის ცემის სიხშირე უნდა განსაზღვროს კლინიკაში სპეციალისტის მიერ, თუმცა მისი გაზომვა შესაძლებელია დამოუკიდებლადაც, ხელის დოპლერის მონიტორის საშუალებით, რომელიც სპეციალურად გულის ცემის სიხშირის გასაზომად არის შექმნილი. გაზომვის ჩატარება საჭიროა ორჯერ დღეში.

მკურნალობა

არითმიის მკურნალობა ორსულობის პერიოდშინაყოფის არითმიის მკურნალობა ხდება მომავალი დედის მიერ ანტიარითმიული მედიკამენტების მიღების გზით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი ნიუანსი: რამდენად კარგად შეიწოვება პრეპარატი, რამდენად გაივლის პლაცენტაში, რამდენად უსაფრთხოა ნაყოფისთვის და დედისთვის, ორგანიზმიდან გამოსვლის პროცესი და სხვა.

არითმიის დროს რეკომენდებულია ისეთი პრეპატრატები, როგორიცაა - დიგოქსინი, ბეტა-ბლოკატორები, ამიოდარონი და სხვა.

პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია - მაგნიუმი, ლიდოკაინი, პროპრანოლოლი. პირველი ორი პრეპარატი შეყავთ ვენიდან, მესამეს მიღება კი ხდება პერორალურად.

პარკუჭოვანი ტახიკარდია - საკმაოდ საშიში ფორმა, დაკავშირებულია გახანგრძლივებული QT ინტერვალის სინდრომთან. მისი მკურნალობა ხდება ფრთხილად, რადგან ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა ამ ინტერვალის კიდევ უფრო გაზრდა და არითმია გამოიწვიოს.

თუ გულის ცემის რითმი აღემატება 220 დარტყმას წუთში, ხშრად ინიშნება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ამიოდარონი ან სოტალოლი. ზოგჯერ შესაძლოა გამოყენებული იქნას ფლეკაინიდი, თუმცა პარკუჭოვანი დისფუნქციის შემთხვევაში უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რამეთუ მოსალოდნელია ისეთი რისკები, როგორიცაა გულის გაჩერება და სიკვდილიც კი.

ამიტომ, ექიმის გარეშე, ნებისმიერი, ნაყოფის გულთან დაკავშირებული გადახრის თვითნებური მკურნალობა კატეგორიულად არ შეიძლება.

თუ არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ნაყოფს ჰქონდეს მიოკარდიტი, ექიმი სავარაუდოდ დანიშნავს დეკსამეტაზონის კურსს, რომელიც გრძელდება 1-დან 2 კვირამდე.

თუ დაცული იქნება ექიმის ყველა რეკომენდაცია მისაღებ პრეპარატებთან დაკავშირებით, ნაყოფის არითმიის მედიაკამენტოზული მკურნალობა 90% შემთხვევებში მთავრდება წარმატებით. ერთადერი, რისი თქმაც შეიძლება, ჯერ-ჯერობით შესწავლილი არ არის ამ მედიკამენტების მოქმედება ნერვულ სისტემაზე.

მკურნალობაში დადებითი დინამიკის არ არსებობის შემთხვევაში, თუ არსებობს შესაძლებლობა (ორსულობის ვადა 37 კვირაზე მეტია), ინიშნება საკეისრო კვეთა.

თუ ორსულობის ვადა ოპერაციის გაკეთების საშუალებას არ იძლევა (37 კვირაზე ნაკლები) მკურნალობის პროგრამაში რთავენ ბეტა-ბლოკატორებს - პროპრანოლონი (0,08-0,12 გრ/დღეში რამდენიმე მიღება), სოტალოლი (0,16გრ/დღეში რამდენიმე მიღება). პრეპარატების ეს ჯგუფი ინიშნება ცალკე, ან კომპლექსი დიგოქსინთან ერთად.

მოცემული შემადგენლობა შეიძლება გამოყენებული იქნას გულის უკმარისობის დროს. დადებითი დინამიკის არ არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა დანიშნული იქნას ამიოდარონი (ცალკე ან ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან შეთავსებით).

მიიჩნევა, რომ მეტა-ბლოკატორების მიღება იდეალურია არითმიის (ტახიკარდიის) დროს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები ცუდად აღწევენ პლაცენტაში, რაც საგრძნობლად მოქმედებს მათ ეფექტურობაზე.

ტახიკარდიის მკურნალობა იძლევა დადებით შედეგს 85-90% შემთხვევებში. მაგრამ თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ბავშვების 60%-ს, რომელთაც მუცლად ყოფნის პერიოდში გადატანილი აქვთ ტახიკარდია, აღენიშნებათ ჰიპოქსია, ხოლო 40%-ს გულის დეკომპენსაცია (უკმარისობა).

პს

უმეტეს შემთხვევებში, ნაყოფის არითმია დროებითია და ქრება ბავშვის დაბადების შემდეგ, თუმცა უფრო ზუსტი სურათის მისაღებად და დასამშვიდებლად შეგიძლიათ ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, ან მიმართოთ პერინატოლოგს.

როდესაც ნაყოფის არითმიის დადგენა ხდება მშობიარობამდე, შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ მშობიარობის დროს ნაყოფის გულისცემაზე მიმდინარეობდეს დაკვირვება. თუ არითმიის დიაგნოზი დაისვა უშუალოდ მშობიარობის პროცესში, ამ შემთხვევაში სასურველია მშობიარობას ესწრებოდეს პედიატრი, რომელიც მიღებს შესაბამის ზომებს, თუ ამის საჭიროება გახდება.

 

მომავალი ბავშვი

 

მომავალი ბავშვი - ორსულობის 27-ე კვირაორსულობის 26-ე კვირისთვის, ნაყოფის წონა დაახლოებით 800-1000 გრამი, ხოლო ზომა 33,5-35,5 სმ-ია.

ბავშვის მოძრაობა ჯერ ისევ ქაოტურია და დარტყმები შეძლება იგრძნოთ დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. თუმცა, დროთა განმავლობაში, პატარას ნერვული სისტემა სულ უფრო ვითარდება და მისი მოძრაობებიც უფრო კოორდინირებული ხდება.

სხვათა შორის, ბავშვის მოძრაობა და დარტყმა სულ უფრო შესამჩნევი და მტკივნეულია, რადგან  პატარა ყოველდღიურად იმატებს წონაში, მისი კუნთები და სახსრები კი უფრო ძლიერი ხდება.

უმეტეს შემთხვევებში, ნაყოფი ამ დროს ჯერ კიდევ იმყოფება მენჯით წინამდებარეობაში, თუმცა საშვილოსნოში საკმარისი ადგილია იმისთვის, რომ იგი წარმატებით შემობრუნდეს მესამე ტრიმესტრის ბოლოსთვის.

26-ე კვირა იმით არის აღსანიშნავი, რომ ნაყოფი პირველად ახელს თვალებს. მისი თვალის კაკლები პრაქტიკულად სრულად არის ფორმირებული.

თვალის ფერი ამ პერიოდში ყველა ბავშვს ცისფერი აქვს, თუმცა მომავალში ფერი შეიძლება შეიცვალოს გენეტიკური მონაცემების მიხედვით.

თვალების გახელის დროს, პატარა ხედავს, რადგან საშვილოსნოს კედლიდან მასთან აღწევს მცირე შუქი.

ამ პერიოდშივე ძლიერდება ნაყოფის სმენა. მას შეუძლია გაიგონოს, აღიქვას და რეაგირება მოახდინოს ბგერებზე, ხმებზე, მუსიკაზე. მაგალითად - იმოძრაოს მუსიკის ტაქტზე, ან ჩაყუჩდეს როცა გაიგონებს დედის ხმას.

ამ ვადიდან შესაძლებელია პატარასთან საუბარი, შეგიძლით მას უმღეროთ, წაუკითხოთ ლექსები. მას არა მხოლოდ ესმის, არამედ შეუძლია აღიქვას მიღებული ინფორმაცია და მასზე რეაგირება მოახდინოს. თუ ამ დროს ბავშვს მიმართავთ, შესაძლოა მისი მოძრაობა იყოს პასუხი ამ მიმართვაზე.

ბავშვი შეიძლება შეშფოთდეს სხვადასხვა ხმების გამო. გაყუჩდეს წვიმისა და ტალების ხმაზე, დაინტერესდეს ტელე გადაცემებით და დამშვიდდეს დედის ხმის გაგონებაზე. ერთი სიტყვით, ამ პერიოდში ხდება ნაყოფის სმენის სრული ფორმირება.

პატარა კარგად არჩევს გემოს. მას ძალიან მოსწონს, როცა დედა ხშირად მიირთმევს ტკბილეულს, თუმცა დიდი რისკია, რომ მომავალში იგი გახდეს ტკბილეულის მოყვარული და შეექნეს პრობლემები ზედმეტი წონის გამო.

ამ პერიოდში, მაგრდება ნაყოფის ძვლოვანი სისტემა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალმა დედამ მიიღოს საჭირო რაოდენობის კალციუმი.

ორსულობის 26-ე კვირაზე აქტიურად ვითარდება ბავშვის ტვინი. უჯრედები, რომლებიც შემდგომში პასუხისმგებელია აზროვნებაზე, ლოგიკაზე და ინტელექტზე, სწორედ ამ პერიოდში აღწევს სიმწიფეს.

განვითარების ფაზაშია ჰიპოფიზიც (თავის ტვინის დანამატი - შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი), რომელიც იწყებს ზრდისთვის აუცილებელი ჰორმონების გამომუშავებას. ამასთან მაგრდება ნერვული სისტემა, რაც დღის რეჟიმის გამომუშავების საშუალებას იძლევა.

ამ ვადაზე ვითარდება ენდოკრინული სიტემაც. იწყება ყველა იმ მნიშვნელოვანი ჰორმონების გამომუშავება, რომელთა გაზიარება ბავშვს დედისთვისაც შეუძლია.

ნაყოფის გულის ცემა აქტიურია. შესაძლებელია მისი დათვლაც - 120-დან 160 დარტყმა წუთში  რაც დამოკიდებულია იდებულია ნაყოფის მოძრაობების აქტივობაზე, რადგან მოძრაობის დროს გულისცემა საგრძნობლად ძლიერდება. ძილის დროს კი სუსტდება.

თუ ნაყოფის გულის მუშაობაში შეიმჩნევა გადახრა, შესაძლებელია დანიშნული იქნას გამოკვლევა - კარდიოტოკოგრაფია (კტგ), რომლის საშუალებითაც ექიმი იღებს საჭირო ინფორმაციას ნაყოფის გულისცემაზე და აქტიურობაზე.

თუ კტგ ნორმაშია, ორსულობა გრძელდება ჩვეულებრივად, მაგრამ თუ გამოვლინდა გარკვეული სახის დარღვევები, ექიმი გადაწყვეტს საჭიროა დამატებითი მკურნალობის ჩატარება, თუ უნდა დაინიშნოს საკეისრო კვეთა.

ორსულობის 26-ე კვირაზე საკუთარ ადგილს იკავებს ნაყოფის ფილტვებიც, რომლებსაც სამკუთხედის ფორმა აქვთ, თუმცა დამოუკიდებლად მუშაობა ჯერ კიდევ არ შეუძლიათ.

თუ ნაყოფი ვაჟია, 26-ე კვირისთვის იწყება სათესლე ჯირკვლების ჩამოსვლა სათესლე პარკში (თუმცა ეს პროცესი სრულდება ერთი თვის შემდეგ). თუ ნაყოფი გოგონაა - მიმდინარეობს არა მხოლოდ გარე, ასევე შიდა სასქესო ორგანოების ფორმირება.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
Jonathan Smith
2021-05-18
ტესტ
მაია
2018-03-05
7 თვეშია 26 კვირის ფეხმძიმე .როგორც გამოვითვალე .სწორად გამოვითვალე?
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ