მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 68608 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-7 კვირაფეხმძიმობის მეშვიდე კვირა ხასიათდება სისხლის საერთო მოცულობის მომატებით, რომელიც იზრდება დაახლოებით 10%-ით და ეს არ არის საზღვარი, მან შეიძლება ფეხმძიმობის ბოლომდე - 40%-მდე მოიმატოს.

სისხლის მოცულობის გაზრდა აუცილებლობაა, რომლის გარეშეც ნაყოფის ორგანიზმის განვითარება წარმოუდგენელია. თუმცა შეიძლება ამ პროცესმა თქვენს ორგანიზმში დისკომფორტი გამოიწვიოს, რაც ფეხებში სიმძიმის შეგრძნებასა და მის შეშუპებაში გამოიხატება. ძალიან ხშირად ამ დროს მომავალ დედებში აღინიშნება არტერიულმა წნევის მომატება.

ამ პერიოდში საშვილოსნოს ყელი სქელდება და წარმოქმნის ეგრეთ წოდებულ ლორწოვან საცობს, რომელიც მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში, მშობიარობამდე იცავს საშვილოსნოს და ჩანასახს გარე სამყაროსგან, სხვადასხვა ინფექციებისგან და სხვა გარეგანი ზემოქმედებისგან.

იმის გამო, რომ საშვილოსნო სწრაფი ტემპებით აგრძელებს ზრდას, დაწოლა შარდის ბუშტზე შესაბამისად მატულობს.

ეს კი შეიძლება ხშირი შარდვის მიზეზი გახდეს, რაც ამ პერიოდში ნორმალური მოვლენაა. ეს თქმა უნდა არ არის სასიამოვნო მომავალი დედებისთვის, მაგრამ რას იზამთ, ამას უბრალოდ უნდა შეეგუოთ.

მომავალ დედებში მეშვიდე კვირაში ხშირად აღინიშნება პიგმენტაცია მკერდის მიდამოებში. ამ დროს, ძუძუს კერტების ირგვლივ მონაკვეთები შეიძლება გამუქდეს, მაგრამ ეს ფეხმძიმეებისთვის სავსებით ბუნებრივი მოვლენაა.

ბევრი ექიმი კრძალავს დაბანას წყლის ჭავლის ქვეშ, რომ არ შეიჭრას ინფექცია, არ მოხდეს სისხლდენის გამოწვევა და არ დაირღვეს ნაყოფის გარსი. ამან შეიძლება ფეხმძიმობის გართულება გამოიწვიოს.

 

ზოგადი რჩევები ტოქსიკოზთან გასამკლავებლად

 

ზოგადი რჩევები ტოქსიკოზთან გასამკლავებლადამ პერიოდში თქვენი განწყობა (მით უმეტეს თუ ტოქსიკოზიც გაქვთ), შეიძლება არც ისე კარგი იყოს. აი რამოდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ არსებულ სიტუაციასთან გამკლავებაში:

» გააგრძელეთ (ან დაიწყეთ), ფეხმძიმეებისთვის განკუთვნილი ვიტამინების პრეპარატების მიღება. შეეცადეთ ის მიიღოთ დღის იმ მონაკვეთში, როცა ჩვეულებრივ ღებინება არ გაწუხებთ. შეიძლება ვიტამინებმა ტოკსიკოზი ვერ მოგიხსნათ, მაგრამ სამაგიეროდ უზრუნველყოფს ნაყოფს მათი აუცილებელი რაოდენობით.

» შეეცადეთ მიირთვათ ცოტა, მაგრამ ხშირად (6-7-ჯერ დღეში). სასურველია თუ საწოლშივე ისაუზმებთ, სანამ ადგებით. ვახშამს კი კარგია თუ ძილის წინ ცოტა ხნით ადრე მიირთმევთ.

შეგიძლიათ საკვებთან დაკავშირებით ექსპერიმენტიც ჩაატაროთ. სცადეთ სხვადასხვა საკვები და დაუკვირდით რომელი მათგანი არ იწვევს თქვენში გულის რევის შეგრძნებას.

მოსინჯეთ პატარა გახუხული პური (სუხარიკი), კრეკერი ან ქიშმიში, კრაბის ჩიფსი, შეიძლება რომელიმე მათგანმა შეგიმციროთ ღებინების შეგრძნება.

» ნუ დაივიწყებთ სითხეს, თქვენ შეგიძლიათ ის მიიღოთ ნატურალური წვენის და მინერალური წყლის, ან ხილის სახით (საზამთრო, ნესვი, ვაშლი, მსხალი და ა.შ) ან ბოსტნეულის სახით (სხვადასხვა ცოცხალი სალათები). თუ ღებინება გაწუხებთ, სითხის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს იკარგება დიდი რაოდენობის სითხე და მარილი.

» ბევრი დაისვენეთ, დაწექით ადრე და ადექით გვიან. შეეცადეთ არ გადატვირთოთ თავი მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით დილით.

» შეეცადეთ თავიდან აიცილოთ თქვენთვის გამაღიზიანებელი ყველანაირი სუნი და გემო(დეზედორანტები, ტუალეტის წყალი, სუნამოები და სხვა პარფიუმერული ნაწარმი, საკვების სურნელი და ა.შ). ზოგიერთი ქალი ამტკიცებს, რომ დილით გულის რევის შეგრძნებას კბილის პასტა ან საღეჭი რეზინი უმცირებს. სცადეთ, იქნებ თქვენც დაგეხმაროთ.

» შეზღუდეთ სტრესული დატვირთვები. თუ სტრესის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა (მაგალითად თქვენი სამსახურის პრობლემების გამო) არ შეგიძლიათ, დახმარებისთვის მიმართეთ ფსიქოთერაპევტს. იგი დაგეხმარებათ აუცილებელ ფსიქო-ემოციურ განტვირთვაში, ეს კი საშუალებას მოგცემთ სხვაგვარად შეიგრძნოთ თქვენი ახალი მდგომარეობა.

თქვენ შეძლებთ დაეუფლოთ ავტოტრეინინგის საფუძვლებს, რაც ხშირად ეფექტური იარაღია ადრეული ტოქსიკოზის წინააღმდეგ ბრძოლაში.

» ხშირად კარგ ეფექტს იძლევა აღმოსავლური მედიცინის მეთოდები (რეფლექსოთერაპია ნემსებით, აკუპუნქტურა თითებით) რომელიც შესაძლებელს ხდის გაუმკლავდეთ გულისრევასა და ღებინებას, თავის ტკივილს, ნერწყვის მომეტებულ გამოყოფას (პტიალიზმი) და ადრეული ტოქსიკოზის სხვა გამოვლინებებს.

ოღონდ, სანამ მიმართავდეთ ამ სფეროს სპეციალსტს, დარწმუნდით, რომ ის ნამდვილი და თავის საქმის უბადლო სპეციალისტია.

» არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ მედიკამენტოზურ თვითმკურნალობას, აირჩიეთ ექიმ-გინეკოლოგი, რომელიც ფეხმძიმობის ბოლომდე კონტროლს გაუწევს თქვენს მდგომარეობას და იზრუნებს თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობაზე.

იხილეთ ვრცლად - ტოქსიკოზი

 

კვების ფაქტორი ბავშვის განვითარებაზე

 

კვების ფაქტორი ბავშვის განვითარებაზეამ პერიოდიდან უკვე ბევრი ფაქტორი მოქმედებს თქვენი პატარას განვითარებაზე, სწორი კვება ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

თუ თქვენი რაციონი ღარიბია, ეს ცუდად აისახება თქვენი ბავშვის განვითარებაზე. ამიტომ დღეში მიღებული კალორიების რაოდენობა გაზარდეთ 300-800-ით.

კალორიები ხელს შეუწყობს თქვენს ტანზე ცხიმოვანი ქსოვილების გაზრდას, რაც აუცილებელია როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე მშობიარობის შემდეგ ბავშვის კვებისათვის.

მომავალი პატარა მოიხმარს ენერგიას, რომელსაც იღებს თქვენს მიერ მიღებული საკვებიდან ცილების (პროტეინი), ცხიმების და ნახშირწყლების მარაგის ხარჯზე.

ცილები

ცილებიცილა ორსულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ზოგადად, ცილები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქსოვილების აღდგენას, ხოლო ფეხმძიმე ქალბატონებისთვის იგი უბრალოდ აუცილებელია ემბრიონის / ნაყოფის, პლაცენტის, საშვილოსნოსა და მკერდის ზრდის თვალსაზრისით.

ცილების დიდი ნაწილი ორგანიზმში ხვდება ცხოველური საკვებიდან, როგორიცაა საქონლის, ფრინველის ხორცი.

ასევე ცილებს შეიცავს რძე, კვერცხი, ყველი, თევზი. ეს პროდუქტები თქვენს ორგანიზმს აუცილებელი ამინომჟავებით ამარაგებს.

ფეხმძიმობის პერიოდში რეკომენდებული ცილის მიღების დღიური ნორმა შეადგენს 165-195 გრამს.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ არა მახოლოდ საწყის სტადიაზე, არამედ მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში იღებთ თუ არა საჭირო რაოდენობის ცილას.

ცხიმები

ცხიმები

ზოგიერთი ქალბატონი სიტყვა ცხიმის გაგონებაზე პანიკაში ვარდება, თუმცა მთლად ასეც არ არის საქმე.

ცხიმები, ისევე როგორც ცილები და ნახშირწყლები, ორგანიზმის სერიოზული ენერგეტიკული რეზერვია, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებზე, ენდოკრინულ ჯირკვლებზე, არბილებს შიდა ტემპერატურის ცვლილების ზემოქმედებას ორგანიზმზე.

მიუხედავად ამისა, ცხიმების მიღების კონტროლი აუცილებელია. მართალია ცხიმის მიღების რეკომენდებული დღიური ნორმა არ არსებობს, არ არსებობს არც ორგანიზმში მისი ნაკლებობის საშიშროების შესახებ ზუსტი ცნობებიც, მაგრამ ზოგადად, ფეხმძიმე ქალის რაციონში რეკომენდებულია 40% - მდე მცენარეული ცხიმი, რომელიც შეიცავს არაგაჯერებულ ცხიმჟავებსა და ვიტამინ E-ს (მაგალითად მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთი).

ცხოველური ცხიმებიდან უმჯობესია კარაქისა და ერბოს მიღება, მხოლოდ არა უმეტეს 85 გრამისა, წინააღმდეგ შემთხვევაში წონის მატება და გასუქება გარდაუვალია.

ცხიმების გადაჭარბებული რაოდენობით მიღების შემთხვევაში, სისხლში იმატებს ქოლესტერინის დონე.

მაგრამ ფეხმძიმობის და ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში არ ღირს სისხლში ქოლესტერინის დონესთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთება, რადგან ის ამ პერიოდებში ისედაც მატულობს ხოლმე ჰორმონების შემადგენლობის გაზრდის გამო. ხანდახან 25%-ითაც კი.

ნახშირწყლები

ნახშირწყლებიფეხმძიმობის დროს ნახშირწყლების მიღებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები არ არსებობს.

ნახშირწყლების კალორიულობა შეადგენს თქვენი რაციონის საერთო კალორიულობის დაახლოებით 60%-ს.

თუ ფეხმძიმე ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლებს, ენერგიის გამომუშავებაზე იხარჯება ზედმეტი რაოდენობის ცილები, ამევე დროს მისი საკმარისი რაოდენობით მოხმარება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კეტონური სხეულების გადაჭარბებული რაოდენობით დაგროვება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს პატარას.

მეორეს მხრივ კი გადაჭარბებული რაოდენობის ნახშირწყლებმა შესაძლოა თქვენი და თქვენი პატარის წონის მომატება გამოიწვიოს, აგრეთვე არსებითად გაზარდოს დიათეზით დაავადების რისკი.

მინერალები

მინერალებიფეხმძიმეთათვის მინერალებიდან მხოლოდ რკინა იძლევა  დამატებით სარგებლობას. ფეხმძიმობის დროს იმატებს მოთხოვნილება რკინაზე.

იშვიათად, გამონაკლის შემთხვევაში აქვთ ხოლმე ქალბატონებს ორგანიზმში რკინის საკმარისი რაოდენობა. ჩვეულებრივი რაციონი ძალიან იშვიათად შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ რკინას.

ორსულობის ნორმალურად წარმართვისას სისხლის ცირკულაციის მოცულობა 50%-მდე იმატებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი რკინა სისხლის დამატებითი უჯრედების წარმოსაქმნელად.

პირველ ტრიმესტრში რკინის უკმარისობა უმნიშვნელოა, თუმცა მეორე ტრიმესტრში ორგანიზმში მასზე მოთხოვნილება საგრძნობლად მატულობს. პირველ ტრიმესტრში რკინისშემცველი პრეპარატების მიღება  ამძაფრებს გულისრევასა და ღებინების სიმპტომებს. ზოგიერთი ექიმი ამ დროს ორსულებს კალციუმის შემცველ პრეპარატებს უნიშნავს, თუმცა უმრავლესობას ამის საჭიროება არ აქვს.

ორსულების ორგანიზმში ფტორისა და მისი მარილების ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის. ზოგირთი მეცნიერი თვლის, რომ ორსულობის პერიოდში ფტორის მიღება მომავალი ბავშვის ჯანსაღი კბილების განვითარებას უწყობს ხელს.

თუმცა ამ მოსაზრებას ყველა არ ეთანხმება. ყოველი შემთხვევისთვის ჯერ არ მომხდარა, რომ ორსულობის პერიოდში მიღბულ ფტორს რაიმე ზიანი მიეყენებინოს ახალშობილისთვის. ფტორს ზოგიერთი სპეციალური ვიტამინები შეიცავენ.

ვიტამინები

ვიტამინებიხშირად, ექიმები ორსულებს პრენეტალურ ვიტამინებს უნიშნავენ. ისინი შეიცავს ორსულისთვის რეკომენდებული ვიტამინებისა და მინერალების დღიურ დოზას. თუმცა თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთლობისათვის, ვიტამინები საკვების შემცვლელს არ წარმოადგენს.

პრენეტალური ვიტამინები, ჩვეულებრივი პოლივიტამინებისგან განსხვავდება შემადგენლობის მიხედვით. რკინის, თუთიის და ფოლიუმის მჟავის შემცველობით.

ეს ვიტამინები საუკეთესო დანამატია რაციონთან ერთად ორსულობის პერიოდში. ფოლიუმის მჟავა ეხმარება ბავშვის ნერვული სისტემის მანკის გადალახვაში. თუთია კი ხელს უწყობს სუსტ და გამხდარ ქალბატონებს ჯანმრთელი პატარას გაჩენაში.

სპეციალური ვიტამინებს ორგანიზმი კარგად ითვისებს თუ მათ ჭამამდე, ძილის წინ მიიღებთ. რკინის მომეტებული რაოდენობით მიღებამ შეიძლება კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და შეკრულობა გამოიწვიოს.

 

სქესობრივი კავშირი ფეხმძიმობის დროს

 

სქესობრივი კავშირი ფეხმძიმობის დროსბევრს წყვილს აინტერესებს დასაშვებია თუ არა სქესობრივი ურთიერთობა ფეხმძიმობის დროს.

მოკლედ ავღნიშნავთ, რომ თუ ორსული მუცლის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის საფრთხის წინაშე დგას, უმჯობესია მან თავი შეიკავოს სქესობრივი კავშირისგან.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი სურვილი, წყვილი ჯანმრთელია და გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და პასუხისმგებლობის გრძნობა, სქესობრივი ურთიერთობის არავითარი პრობლემა არ არსებობს.

შესაბამის ცოდნაში იგუისხმება საკმაოდ ბევრი ფაქტორი და მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელთა ცოდნა აუცილებელია არა მხოლოდ მომაალი დედებისთვის, არამედ მომავალი მამებისთვისაც, რათა პრობლემა არ შეექმნას ორსულობას, ნაყოფს და ურთიერთობებს.

ზოგიერთი ექიმი რეკომედაციას იძლევა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში თავი შეიკავოთ სქესობრივი კავშირისგან, თუმცა ამ აზრს ბევრი არ იზიარებს.

ამიტომ უმჯობესია თქვენს პირად ექიმს მიმართოთ კონსულტაციისთვის ის გირჩევთ როგორ მოიქცეთ თქვენი ინდივიდუალური თავისებურებებზე და ორსულობის მიმდინარეობაზე დამოკიდებულებით.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-7 კვირათქვენი ბავშვი მე-7 კვირაში უკვე 6-10 მმ-მდეა გაზრდილი. ამ კვირაში ის დაახლოებით 30%-ით იზრდება. წონა კი ძალიან პატარაა, გრამიც კი არა. სწორედ ამ პერიოდში ხდება მისი საჭმელმომნელებელი ტრაქტის ჩამოყალიბება.

ინტენსიურად ვითარდება და იზრდება თავის ტვინის ნახევარსფეროები, რაც ნიშნავს, რომ თქვენს პატარას უკვე შეუძლია ”თავის გამოვლენა.”

პატარას გული უკვე გაიყო მარჯვენა და მარცხენა კამერებად. ამ პერიოდშივე ყალიბდება ფილტვები, რომელშიც უკვე შეიმჩნევა ბრონქების ჩანასახი. ყალიბდება კუჭქვეშა ჯირკვალი. გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი.

პატარას უყალიბდება პირის ჩანასახი, თვალის უპეები, თუმცა ისინი ისე პატარაა, რომ მას არ შეუძლია თვალის დახუჭვა, უპეები მხოლოდ იწყებს ჩამოყალიბებას.

ემბრიონს უკვე გააჩნია ნესტოები, სრულიად ჩამოყალიბებული ცხვირი. ამ პერიოდშივე ყალიბდება თირკმლები და ნაწლავთა სისტემა.

რაც შეეხება მის კიდურებს, უკვე გამოკვეთილია ფეხებისა და ხელების მტევნები, რომელზეც  განვითარებას იწყებს თითები.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
თაკო
2022-09-28
Meshvide kvirashi var da gulis cema ar dafiqsirda vnerviulob mitxarit gtxovt es normaluria tu cudia rame
ნინო
2022-01-25
ვარ 7 კვირის ორსული,ეხოზე გულისცემა არ დაფიქსირდა,მაინთერესებს რამდებად საშიშია?გთხოვთ მიპასუხოთ
ნანა
2020-08-05
7 კვირის ორსული ვარ და გულისცემა არ ისმის რამდენად საშიშია?
Darejani
2020-01-22
Titqmis 7 tvis fexzime varr yvelaferi kargat chanss baushvis guliscemac ismis magram daushvis gulis exoskopia gavakete daa duis erti parkuwi ar chanso da sheilea rom ganvitarebaa daagvianda daa axla chamoyalibdes ann anla vitardea daa imitom arr chans gtxovt mipasuxett
ნათელა
2019-04-17
ჩემი შვილი 7 კვირის ფეხმძიმეა ეხოსკოპიაში არ ცანს ბავშვის გულის ცემა როგორ მოვიქცეთ ვის მივმართოთ ან საშიშია ტუ არა მიპასუხეთ
მაკო
2019-01-14
გამარჯობათ, ვარ 7კვირის ორსული და გულისცემა ეხოში არ დაგიქაფიქსირდა და რამდენად საშიშიაა?
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ