მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 60448 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 


მომავალი დედა

 

ფეხმძიმობის მე-17 კვირა - მომავალი დედაორსულობის განვითარებასთან ერთად, მე-17 კვირისთვის, საშვილოსნო იღებს სფეროს ფორმას. იგი იზრდება არა სიგანეზე, არამედ ზედა მიმართულებით, ოვალური ფორმისაა, უკვე შეავსო მცირე მენჯი და აგრძელებს რა ზრდას, მიიწევს მუცლის მიმართულებით და მალე მიაღწევს თირკმლებს. იზრდება რა ზომებში, საშვილოსნო გადასწევს შინაგან ორგანოებს ზემოთ და გვერდებზე.

ამ გარემოებათა გამო, შესაძლოა მომავალ დედას აწუხებდეს ტკივილები და უხერხული შეგრძნებები: გახშირებული შარდვა, გულძმარვა, სულის ხუთვა და სხვა... თუმცა ეს არ არის საშიში, უფრო მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ტკივილები და შეგრძნებებია და მიანიშნებს, რომ საშვილოსნო განაგრძობს ზრდას.

ზოგიერთი დედა ამ ტიპის ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებებს უბრალოდ არ იმჩნევს და ახდენს მათ იგნორირებას, თუმცა თუ ტკივილთან ერთად ორგანიზმი იძლევა რაიმე ტიპის უჩვეულო სიგნალებს, ადგილი აქვს სისხლდენას, სითხის გამოყოფას, ან ტკივილი გახდა ძალიან ძლიერი, არ შეიძლება მისი იგნორირება და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-გინეკოლოგს.

ამ პერიოდში, მომავალ დედებს მართებთ მზრუნველობა საკუთარი თავის მიმართ. არ შეიძლება გადაღლა, გადახურება ან გაციება, სტრესული სიტუაციები. ორგანიზმის ამ დროს მუშაობს ინტენსიურად, იზრდება დატვირთვები გულზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, თირკმლებზე. იზრდება საშარდე სისტემის ანთებითი დაავადების რისკი.

ყოველგვარი უსიამოვნო სიმპტომის დროს, აუცილებელია დაწვეთ და დაისვენოთ, ხოლო თუ სიმპტომებმა არ გაიარა და პირიქით გაუარესდა, აუცილებელი მკურნალ ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაცია.
ამ პერიოდისთვის მომავალი დედები განსაკუთრებით უნდა მოუფრთხილდნენ თირკმელებს, რომლისთვისაც ფეხმძიმობა ნამდვილი გამოცდაა.

უკვე რამდენიმე კვირაა თირკმელებს ორგანიზმიდან გამოჰყავს არა მარტო დედის, არამედ ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებიც. პროგესტერონის ზემოქმედების ქვეშ, შარდმდენი სისტემების ტონუსი საგრძნობლად შესუსტებულია, რაც იწვევს შარდის შეკავებას, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს შარდსასქესო სისტემების ისეთი ინფექციების განვითარების პროვოცირება, როგორიცაა პიელონეფრიტი და ცისტიტი.

თუ ტკივილები გაგიძლიერდათ, სანამ მიმართავთ ექიმს, შვებას მოგცემთ წითელი მოცვის ფოთლებისა და შტოშის ნაყენი. აუცილებლად გამორიცხეთ რაციონიდან ზედმეტად მარილიანი, ცხარე და მარინირებულის საკვები.

 

არტერიული წნევა

 

ფეხმძიმობის მე-17 კვირა - არტერიული წნევაარტერიული წნევა ფეხმძიმობის პერიოდში, მერყეობს. ჩვეულებრივ, იგი უმნიშვნელოდ იწევს დაბლა პირველი თვეების განმავლობაში, თუმცა მიახლოებით მეშვიდე თვიდან იწყებს მომატებას.

მომატებული არტერიული წნევა, ორსულობის დროს, ყოველთვის არ მიანიშნებს ჰესტოზის განვითარებაზე, იგი შეიძლება შეიმჩნეოდეს ისეთი გართულების ფონზე, როგორიცაა პრეეკლამფსია.

პრეეკლამფსია - ეს სერიოზული პათოლოგიაა, იგი დაკავშირებულია პლაცენტის მუშაობის დარღვევასთან და შეიძლება თავი იჩინოს ფეხმძიმობის მე-20 კვირიდან, ნებისმიერ დროს, უმეტესად 30-ე კვირის შემდეგ და ძალიან იშვიათად მშობიარობის შემდგომ.

პრეეკლამფსია ჰესტოზის კლასიკური ფორმაა, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს თირკმლების, სისხლძარღვების და თავის ტვინის დაზიანება.

მისი დიაგნოზირება შესაძლებელია ორი ძირითადი სიმპტომით:

1. შარდში ცილის გამოვლენა;

2. მაღალი არტერიული წნევა - 140/90 და მაღლა;

მსუბუქ შემთხვევაში სიმტომები ამით ამოიწურება, თუმცა თუ მას დროზე არ მიექცა ყურადღება და არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, პრეეკლამფსია მიდრეკილია გართულებისკენ და მაშინ შეიძლება ფეხმძიმეს გამოუვლიდეს:

 თავის ტკივილი;

მკვეთრი სისუსტე და თავბრუსხვევა;

ტკივილები და წვა მუცლის არეში;

მხედველობის გართულებები (ბინდი, გაორება, თვალების აბრჭყვიალება);

გაღიზიანება;

ხელებისა და ფეხების შეშუპება;

ღებინება;

ამ სიმპტომების გამოვლენა ითხოვს  ექიმ-გინეკოლოგთან გადაუდებელ ვიზიტს. პრეეკლამფსიის არ მკურნალობამ და იგნორირებამ, შესაძლოა გამოიწვიოს დედისა და ნაყოფის შემდეგი შესაძლო გართულებები:

სისხლის მიმოქცევის შემცირება პლაცენტაში;

ნაყოფის განვითარების შეფერხება;

ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადის შიმშილობა);

პლაცენტის ნაწილობრივი, ან სრული მოცილება (თან ახლავს სისხლდენა);

კრუნჩხვითი შეტევები და გულის წასვლა (ეკლამფსია);

ნაყოფის დაღუპვა;

და სხვა;

ფეხმძიმობის მე-17 კვირა - არტერიული წნევა 2ეკლამფსია - კიდევ უფრო სერიოზული გართულებაა, რაც მოსდევს პრეეკლამფსიას. იგი წარმოადგენს მოულოდნელად განვითარებულ კრუნჩხვითი შეტევებს, რომელსაც თან ახლავს გონების დაკარგვა (ეკლამფსიური კომა).

ეკლამფსია გარეგნულად ძალიან წააგავს ეპილეფსიას, მიუხედავად იმისა, რომ ეპილეფსია მომავალ დედას რა თქმა უნდა არ აქვს და არც არასდროს ჰქონია.

პირდაპირი საფრთხის გარდა, რაც შეიძლება მოჰყვეს ეკლამფსიას (დაცემისას ფიზიკური ტრამვები, ტვინში სისხლის ჩაქცევა), კრუნჩხვითი შეტევები ძალიან ცუდად მოქმედებს ნაყოფზე, იწვევს მის ჰიპოქსიას და შესაძლოა დაღუპვასაც კი.

საშუალოდ, ახალგაზრდა ჯანმრთელი ქალის არტერიული წნევა უნდა მერყეობდეს - 110/70 - და 120/80 - ს შორის.

ძალიან რთულია მომატებული წნევის მიზეზების სწრაფად განსაზღვრა. ამიტომ რეკომენდებულია მშვიდი ცხოვრების რითმი, რადგან ნერვიულობა და აღელვებულ მდგომარეობაში ყოფნა, შესაძლოა სისხლის წნევის კიდევ უფრო მომატების მიზეზი გახდეს.

თუ არტერიული წნევა ნამდვილად მომატებულია, დიაგნოზი და შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია რეგულარულად ჩატარებულ შარდის ანალიზზე, კერძოდ, იქნება თუ არა აღმოჩენილი შარდში ცილა. ეს შეიძლება მოასწავებდეს პრეკლამპსიის დაწყებით სტადიას.

ამიტომ, თუ ამჩნევთ, რომ გაქვთ სიმტომები, რეკომენდებულია ხშირად გაიზომოთ არტერიული წნევა და ჩააბაროთ შარდის ანლიზი, რათა დადგენილ იქნას მასში ცილის არსებობა.

ორსულობის პერიოდში, მაღალი არტერიული წნევის დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და სპეციალური მედიკამენტოზური მკურნალობა (ასეთი მკურნალობა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ნაყოფისთვის).

ჰოსპიტალიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება  პრეეკლამფსია:

»» არტერიული წნევა არის 140/90 და ზემოთ;
»» ცილის რაოდენობა შარდში არის 0,033გ/ლ - ზე მაღალი;
»» ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნება (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, თვალების ბრჭყვიალი, კრუნჩხვები, გულის წასვლა);
»» ფეხების შეშუპება მუხლებს ზემოთ;

თუ აქ ჩამოთვლილი სიმტომებიდან არც ერთი არ გაქვთ, შესაძლებელია სახლშიც იმკურნალოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. წნევას ეფექტურად სწევს ქვემოთ:  შტოშის მუსი, ახლადგამოწურული ჭარხლის წვენი, თაფლგარეული გოგრის ნაყენი და ა.შ

მაგრამ თუ ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პრეეკლამფსიას ან ეკლამფსიას, იცოდეთ, რომ ამ დაავადებებთან ხუმრობა არ შეიძლება და დაუყონებლივ საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.

პრეეკლამფსია ითხოვს კომპლექსურ მკურნალობას, აუცილებელია წოლითი რეჟიმი

ექიმები გულდასმით გამოკვლევენ თქვენი და თქვენი მომავალი პატარის მდგომარეობას. თუ აღმოჩენილი იქნა ნაყოფის შენელებული ზრდა, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, შესაძლოა შემოგთავაზონ მშობიარობის სტიმულაცია, ან საკეისრო კვეთა.

მშობიარობის შემდეგ, თქვენი არტერიული წნევა დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. აღდგენით პროცესს შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე კვირა. ამ დროის განმავლობაში უნდა გაიაროს შეშუპებებმაც.

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და არტერიული წნევა

 

რკინის ნაკლებობა (ანემია)

 

ფეხმძიმობის მე-17 კვირა - რკინის ნაკლებობა (ანემია)სულ უფრო აუცილებელი ხდება ორგანიზმისთვის რკინა. ანემია ქალებში შეინიშნება ჯერ კიდევ ორსულობამდე, რადგან მენსტრუაციული ციკლის დროს ორგანიზმში იკლებს რკინის რაოდენობა.

რაც შეეხება თავად ორსულობის პროცესს, ამ დროს რკინაზე მოთხოვნილება იზრდება, რადგან იგი მონაწილეობას იღებს სისხლის წითელი სხეულების „მშენებლობაში“.

რკინის ნაკლებობა ორგანზმში თავს იჩენს იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი საკვებიდან ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის რკინას. ამ პრობლემის თავიდან აცილება შეიძლება რკინით მდიდარი საკვების, ან პრეპარატების მიღებით. ეს ამცირებს ანემიის რისკს.

რკინის ნაკლებობის აღმოჩენა, შეიძლება პირველივე სისხლის ანალიზის შემდეგ, მაგრამ მისი გამოვლენა განსაკუთრებით ხდება მე-20 კვირის შემდგომ, როცა იწყება სისხლის მოცულობის ზრდა და იზრდება ნაყოფის მოთხოვნილება რკინაზე.

რკინის ნაკლებობის შემთხვევაში, როცა ჟანგბადის გადამტანი სისხლის წითელი სხეულების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შემდეგ სიმტომებს: სიფერკმრთალე, შესამჩნევი დაღლილობა, სისუსტე, ძლიერი გულისცემა, ჰაერის უკმარისობა, გულისყრა და სხვა.

ნაყოფის რკინით დაკმაყოფილება პირველ რიგში ხდება, ამიტომ იმ დედების ბავშვებს, რომელთაც  ფეხმძიმობის დროს აწუხებდათ ანემია, დაბადებისას იშვიათად აღენიშნებათ რკინის ნაკლებობა.

ზოგჯერ ბავშვები, რომელთა დედებს ფეხმძიმობისას ჰქონდათ ანემია, შესაძლოა დაიბადონ დროზე ადრე ან მცირე წონით.

იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რკინის ნაკლებობა, რეკომენდებულია დიეტა, რომელიც მდიდარია რკინით, აგრეთვე საჭიროა რაციონში ისეთი რკინის შემცველი პრეპარატების დამატება, რომელიც იძლევა დღეში 30 მგ რკინას.

ანემიის აღმოჩენის შემთხვევაში, რეკომენდებულია დამატებით 30 მგ რკინის მიღება.

თუ ფეხმძიმეს აღმოაჩნდა ანემია, მიუხედავად რკინის ნორმალური რაოდენობისა, ინიშნება დამატებითი გამოკვლევები, რათა დადგენილი იქნეს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის უკმარისობა, თალასემია (თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემია), ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია (ჰემოგლობინოპათია, ნამგლისებრ-უჯრედოვანი დაავადება, დრეპანოციტოზი).

 

რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები

 

ფეხმძიმობის მე-17 კვირა - რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტებიბევრი ქალი პრეპარატებს, რომელიც გაიცემა აფთიაქებიდან რეცეპტის გარეშე, აბსოლიტურად უსაფრთხოდ მიიჩნევს და იღებს ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, არის ორსულად თუ არა.

გარდა ამისა, გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ფეხმძიმობის დროს ასეთი მედიკამენტების მიღების შემთხვევები პირიქით, მატულობს კიდეც.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ აბსოლიტურად უსაფრთხო პრეპარატმაც კი შესაძლოა ზიანი მიაყენოს ნაყოფს. ამიტომ, მათი მიღების დროს საჭიროა მიღებულ იქნას ის სიფრთხილის ნორმები, რომელთა დაცვაც აუცილებელია რეცეპტით გაცემულ მედიკამენტებთან მიმართებაში.

საჭიროა იცოდეთ, რომ უმრავლესობა ასეთი პრეპარატებისა, რთული შემადგენლობისაა და შეიძლება შეიცავდეს ასპირინს, კოფეინს, ფენაციტინს, ზოგიერთ ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას, ალკოჰოლს.

მაგალითად, ხველების საწინააღმდეგო მიქსტურა და საძილე საშუალებები შეიძლება შეიცავდეს 25%-მდე სპირტს. ამიტომ, მათი მიღება ორსულობის დროს იგივეა, თითქოს დაგელიოთ ღვინო ან ლუდი.

არ შეიძლება ასპირინის და მისი შემცველი პრეპარატების მიღება, რადგან ასპირინი იწვევს სისხლდენას, რაც შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს თქვენთვის, განსაკუთრებით მშობიარობის წინ.

კიდევ ერთი საშუალება, რომელთან მიმართებაშიც სიფრთხილის დაცვაა საჭირო, ესაა - იბუპროფენი. იგი შედის ბევრი ისეთი პრეპარატის შემადგენლობაში, რომელიც გაიცემა როგორც რეცეპტით, ასევე მის გარეშეც. არსებობს მონაცემები, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი შედეგები. გარისკვა კი არ ღირს.

არსებობს ორი საერთო, ოქროს წესი, რომელთა დაცვაც აუცილებელია ორსულობის პერიდში მედიკამენტების მიღების დროს:

1. ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ნებისმიერი მედიკამენტის ისტორია, განსაკუთრებით ორსულობის უსაფთხოებასთან მიმართების ნაწილში (ინფორმაცია მედიკამენტისა და ორსულობის დროს მისი უსაფრთხოების შესახებ, დევს პრაქტიკულად ნებისმიერი პრეპარატის ინსტრუქციაში);

2. უნდა ჰკითხოთ რჩევა იმ ექიმ-გინეკოლოგს, რომელიც აკონტროლებს თქვენს ფეხმძიმობას (მართალია ინსტრუქცია შეიცავს აუცილებელ ინფორმაციას, მაგრამ თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, უმჯობესია დაუკავშირდეთ თქვნს გინეკოლოგს, რადგან მან პრაქტიკულად ყველაფერი იცის თქვნი ფეხმძიმობის მიმდინარეობის შესახებ);

ზოგიერთი ანტიციდური საშუალება (მჟავის ნეიტრალიზაცია), შეიცავს ნატრიუმის ბიკარბონატს ან საკვებ სოდას. ორგანიზმში ზედმეტი ნატრიუმი იწვევს სითხის შეკავებას, კუჭის შეკრულობას და გაზების დაგროვებას.

სხვა ანტიციდური პრეპარატი კი შეიძლება შეიცავდეს ალუმინს, რომელიც ასევე იწვევს კუჭის შეკრულობას და შედის რექციაში სხვა მინერალურ ნივთიერებებთან.

მესამე ტიპის ანტიციდური პრეპარატი შეიცავს მაგნიუმს, მისმა პერედოზირებამ კი შესაძლოა მოწამლვა გამოიწვიოს.

ზოგიერთი თავისუფალ გაყიდვაში არსებული პრეპარატები, შესაძლოა იყოს გამოყენებული ორსულობის დროს, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროა გონივრულად, დაკვირვებულად.

ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც არ არის დანიშნული ექიმის მიერ, უნდა მიიღოთ არა უმეტეს 48 საათის განმავლობაში. თუ ამ დროის განმავლობაში მან შვება არ მოგცათ და ვერ დაგეხმარათ, მიმართ ექიმს, რომელმაც შესაძლოა იგი შეცვალოს სხვა, თქვენთვის უფრო ეფექტური მედიკამენტით.

თუ თავს ცუდად გრძნობთ და გაწუხებთ რაიმე ტიპის სიმტომები, რაც მედიკამენტოზურ ჩარევას მოითხოვს, დასახმარებლად მიმართეთ თქვენს ექიმ-გინეკოლოგს და შეასრულეთ მისი რეკომენდაციები. თუმცა ყველაზე უკეთესია, თუ ფონს გახვალთ ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე.

სუფთა ჰაერზე სეირნობა, ჯანსაღი საკვები, მსუბუქი ვარჯიში და რაც მთავარია ბედნიერების შეგრძნება, რაც დაკავშირებულია მომავალ დედობასთან, დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და უპრობლემოდ გადაიტანოთ თქვენი მდგომარეობა.

 

მომავალი ბავშვი

 

ფეხმძიმობის მე-17 კვირა - მომავალი ბავშვინაყოფი განაგრძობს აქტიურ ზრდას და განვითარებას. ამ დროისთვის მისი სიგრძე 15-17 სმ-ს, ხოლო წონა დაახლოებით 120-140 გრამს შეადგენს. სახე და სხეული დაფარულია ნაზი ღინღლით (ლანუგო).

პატარას კანი იმდენად თხელია, რომ მის ქვეშ კარგად შეიმჩნევა სისხლძარღვები. უკვე ჩამოყალიბებულია ხელებისა და ფეხების სახსრები. მიმდინარეობს ძვლების გამაგრება. გამოიკვეთა ნაყოფის კისერი. გულმკერდის უჯრედი უკვე ახორციელებს სუნთქვით მოძრაობებს.

სარძევე კბილების ჩანასახები იწყებს დენტინით დაფარვას (დენტინი - კბილის ძირითადი ქსოვილი). მიმდინარეობს მუდმივი კბილების ფორმირების პროცესი. მუდმივი კბილის ჩანასახი მდებარეობს ყოველი სარძევე კბილის ჩანასახის უკან.

იგი საკმაოდ დიდი ზომისაა (დაახლოებით ხელის გულის ოდენა). უკვე ესმის და შეუძლია ხმების გარჩევა, ამიტომ მომავალ დედას შეუძლია მასთან საუბარი, ზღაპრების მოყოლა, სიმღერა, ან სასამოვნო მუსიკის მოსმენა, მისთვის ყველა დადებითი ემოციის გაზიარება (ნაყოფი საკმაოდ მგრძნობიარეა დედის ხასიათისა და ემოციების მიმართ).

კარგი იქნება თუ ბავშვთან ურთიერთობის პროცესში ჩაერთვება მამაც, რადგან პატარას უკვე შეუძლია დაიმახსოვროს მისი ხმა და გაარჩიოს იგი სხვა ხმებისგან.

მე-17 კვირისთვის ნაყოფი გადადის განვითარების ახლა სტადიაში, ხდება მისი იმუნური, ენდოკრინული და ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივიზაცია. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი მომავალი ბავშვის ორგანიზმი, უკვე  გამოიმუშავებს საკუთარ ინტერფერონსა და იმუნოგლობულინს.

მას უკვე აქვს შესაძლებლობა, თავი დაიცვას ინფექციებისგან, თუ დედა ავად გახდება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი დედა ფრთხილად არ იყოს და თავიდან არ აიცილოს ყველა შესაძლო ინფექციის რისკი.

მე-17 კვირისთვის ნაყოფის კანის ქვეშ ხდება ცხიმის ფორმირება, რომელიც შემდგომში ცხიმიანი შრის სახით, ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე სითბოს გაცვლითი პროცესების რეგულაციას.

ნაყოფის კანზე წარმოიქმნება პირველყოფილი, მოთეთრო-კრემისფერი საპოხი ნივთიერება, რომელიც ასრულებს დაცვით ფუნქციას. კანი ხდება უფრო მგრძნობიარე, განსაკუთრებით მუცლისა და დუნდულების მიდამოებში.

ბავშვის გულმა თითქმის დაამთავრა განვითარება და უკვე შესანიშნავად უმკლავდება საკუთარ ფუნქციას - სისხლის გადატუმბვას. იწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას ჰიპოფიზი (შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის ფუძესთან; გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე), რომელიც ამყარებს კავშირს ჰიპოთალამუსთან (შუა ტვინის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია ე. წ. მხედველობითი ბორცვების ქვეშ; მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში).

ამ პერიოდში ნაყოფი ძალიან აქტიური, ცოდნისმოყვარეა და ძალიან მალე (თუ უკვე არ გიგრძვნიათ), შეიძლება იგრძნოთ მისი პირველი მოძრაობა.

თავიდან მან შეიძლება არ იმოძრაოს ყოველ დღე, მაგრამ რაც მეტი დრო გავა, მისი მოძრაობა იქნება უფრო ხშირი და ძლიერი.

ბავშვის პირველი მოძრაობა დიდი ბედნიერებაა დედისთვის, ამასთან იგი მოწმობს, რომ ორსულობის პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
Nana
2017-08-19
სახის კანზე დამაყარა.ინტერნეტში ამოვიკითხე რომ ასპირინის , ვაშლის ძმრის და მინერალური წყლის ნაზავი კარგია.ვხმარობ 17 კვირის ორსული.შედეგი კარგიააგრამ მეშინია.ავნებს ნაყოფს?
ხატია
2017-03-17
გმარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ 12ნოემბერს მქონდა დაუცველი სექსუალური კავშირი შემდეგ 14ნოემბერს მომივიდა მენსტრუაცია,მის მერე დღემდე სულ მომდის ჩვეილებრივ ციკლი,ტესტი გავიკეტე 4 ჯერ ამ დღეებში მაგრამ სულ უარყოფიტ პასუხს აჩვენებს.მარცხენა მხარეს მუცელში თითქოს რაგაც მიფეთქავსო პერიოდულად ეს რამოდენიმე დგეა და ეჭვი შევიტანე რომ ხომ არ ვარ ორსულად და გამომრჩა რამე თქო,.მადლობა წინასწარ…
ნინო
2017-01-21
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ