მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 32808 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფეხმძიმობა და არტერიული წნევა 1ფეხმძიმობის დროს, არტერიული წნევის რეგულარული შემოწმებაა საჭირო.

წნევის გაზომვა უმჯობესია მოხდეს სახლში. თუ წნევა ნორმალურია - კვირაში ერთხელ, ხოლო თუ შეიმჩნევა წნევის ცვალებადობა (განსაკუთრებით მომატების კუთხით) - დღეში ერთხელ.

ძალიან ხშირად, ორსული ქალები ამტკიცებენ, რომ მათ ყოველთვის "დაბალი წნევა" აქვთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხმძიმობის დროს ერთმანეთისგან განვასხვავოთ რეალურად დაბალი (საყოველთაოდ მიღებულ ნორმაზე დაბალი) და ნორმალური წნევა.

ნორმალურ არტერიულ წნევად ითვლება ის წნევა, რომლის დროსაც ჯანმრთელი ადამიანი თავს კარგად გრძნობს.

წნევის გაზომვა ხდება იმ მომენტში, როცა არაფერი გაწუხებთ, ხოლო მიღებული აბსოლიტური სიდიდე არის სწორედ თქვენი ნორმალური წნევა.

მიუხედავად იმისა, ალბათ გაგიგონიათ, რომ წნევის სიდიდე - 120/80 ითვლება "კოსმონავტების წნევად". ვიმეორებთ, რომ ეს ინდივიდუალურია და თუ ადამიანს ზუსტად ასეთი წნევა არა აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მას წნევასთან დაკავშირებით პრობლემები გააჩნია.

ახალგაზრდა, 20 წლის ქალისთვის, რომლის წონა მიახლოებით 50 კგ-ია, 100/60 - შეიძლება მივიჩნიოთ როგორც სრულიად ნორმალური წნევა და არა დაბალი. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია განვასხვავოთ დაბალი არტერიული წნევა ნორმალური წნევისგან, ამ დროს სრულიად უადგილოა სხვა ადამიანების წნევასთან საკუთარის შედარება.

თქვენ უნდა იცოდეთ რამდენია საკუთარი ნორმალური არტერიული წნევის სიდიდე. მაგალითად, თუ იგი ნორმალურ მდგომარეობაში არის - 100/60, ხოლო კონკრეტული გაზომვის დროს - 120/80, მაშინ ეს შესამჩნევად მაღალ წნევად შეიძლება ჩაითვალოს და პირიქით, თუ ატარებთ წნევას - 120/80 და კონკრეტული გაზომვის დროს იგი არის - 100/60, ეს დაბალი წნევის ნიშანია.

ფეხმძიმობის პერიოდში ხდება არტერიული წნევის მერყეობა. ჩვეულებრივ, იგი უმნიშვნელოდ იწევს დაბლა პირველი თვეების განმავლობაში, თუმცა დაახლოებით მეშვიდე თვიდან იწყებს მომატებას.

მომატებული არტერიული წნევა, ორსულობის დროს, ყოველთვის არ მიანიშნებს ჰესტოზის განვითარებაზე, იგი შეიძლება შეიმჩნეოდეს შემდეგ შემთხვევებში:

ქრონიკული ჰიპერტონია - იწყება ჯერ კიდევ ფეხმძიმობამდე, ხოლო ფეხმძიმობის პროცესსი მწვავდება. ამ შემთხვევაშიც ჰესტოზზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მისი ბოლომდე გამორიცხვაც არ შეიძლება.

ჰესტაციური ჰიპერტონია - ამ გართულების დროს, მომავალ დედას აღენიშნება მხოლოდ მაღალი არტერიული წნევა, რომელიც სწრაფად გაივლის ხოლმე და თან არ ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შეშუპება და შარდში ცილის არსებობა.
ამ დიაგნოზის მქნე ორსულთა უმეტეს ნაწილს უვითარდება პრეეკლამფსია, ხოლო სხვებს ქრონიკული ჰიპერტონია.

პრეეკლამფსია - ეს სერიოზული პათოლოგიაა, იგი დაკავშირებულია პლაცენტის მუშაობის დარღვევასთან და შეიძლება თავი იჩინოს ფეხმძიმობის მე-20 კვირიდან, ნებისმიერ დროს, უმეტესად 30-ე კვირის შემდეგ და ძალიან იშვიათად მშობიარობის შემდგომ.

პრეეკლამფსია ჰესტოზის კლასიკური ფორმაა, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს თირკმლების, სისხლძარღვების და თავის ტვინის დაზიანება.

მისი დიაგნოზირება შესაძლებელია ორი ძირითადი სიმპტომით:

1.  შარდში ცილის გამოვლენა;

2.  მაღალი არტერიული წნევა - 140/90 და მაღლა;

მსუბუქ შემთხვევაში სიმტომები ამით ამოიწურება, თუმცა თუ მას დროზე არ მიექცა ყურადღება და არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა, პრეეკლამფსია მიდრეკილია გართულებისკენ და მაშინ შეიძლება ფეხმძიმეს გამოუვლიდეს:

თავის ტკივილი;

მკვეთრი სისუსტე და თავბრუსხვევა;

ტკივილები და წვა მუცლის არეში;

მხედველობის გართულებები (ბინდი, გაორება, თვალების აბრჭყვიალება);

გაღიზიანება;

ხელებისა და ფეხების შეშუპება;

ღებინება;

ამ სიმპტომების გამოვლენა ითხოვს  ექიმ-გინეკოლოგთან გადაუდებელ ვიზიტს. პრეეკლამფსიის არ მკურნალობამ და იგნორირებამ, შესაძლოა გამოიწვიოს დედისა და ნაყოფის შემდეგი შესაძლო გართულებები:

სისხლის მიმოქცევის შემცირება პლაცენტაში;

ნაყოფის განვითარების შეფერხება;

ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადის შიმშილობა);

პლაცენტის ნაწილობრივი, ან სრული მოცილება (თან ახლავს სისხლდენა);

კრუნჩხვითი შეტევები და გულის წასვლა (ეკლამფსია);

ნაყოფის დაღუპვა;

და სხვა;

პრეეკლამფსიისა და ქრონიკული ჰიპერტონიის შეთავსება - მოვლენების განვითარების უფრო მეტად გართულებული მდგომარეობა. რთულად ექვემდებარება მკურნალობას.

ეკლამფსია - კიდევ უფრო სერიოზული დაავადებაა. ის არის პრეეკლამფსიის გართულებული ფორმა. ეკლამფსია წარმოადგენს მოულოდნელად განვითარებულ კრუნჩხვითი შეტევებს, რომელსაც თან ახლავს გონების დაკარგვა (ეკლამფსიური კომა).

ეკლამფსია გარეგნულად ძალიან წააგავს ეპილეფსიას, თუმცა ეპილაცია მომავალ დედას რა თქმა უნდა არ აქვს და არც არასდროს ჰქონია.

პირდაპირი საფრთხის გარდა, რაც შეიძლება მოჰყვეს ეკლამფსიას (დაცემისას ფიზიკური ტრამვები, ტვინში სისხლის ჩაქცევა), კრუნჩხვითი შეტევები ძალიან ცუდად მოქმედებს ნაყოფზე, იწვევს მის ჰიპოქსიას და შესაძლოა დაღუპვასაც კი.

 

მაღალი წნევის განვითარების სავარაუდო ფაქტორი

 

ფეხმძიმობა და არტერიული წნევა 2მომატებული არტერიული წნევის მიზეზები, ორსულობის დროს, შეიძლება იყოს:

»» ნერვული აშლილობა;

»» სწრაფი სიარული;

»» ფეხმძიმობასთან დაკავშირებული შფოთი;

»» წონის მოულოდნელი მატება (კვირის განმავლობაში 1,5 კგ-ზე მეტი მეორე ტრიმესტრში და 1კგ-ზე მეტი მესამე ტრიმესტრში);

»» ხელების, ხელისგულებისა და ფეხების მნიშვნელოვანი შეშუპება (ორგანიზმში წყლის შეკავების მიზეზით);

»» შარდში ცილის გამოვლენა;

რაც შეეხება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა პრეეკლამფსია, სტატისტიკურად იგი ემართება ორსულთა 5-8% - ს, ანუ დაახლოებით ყოველი 14 ორსულიდან ერთს.

აგრეთვე ცნობილია, რომ  პრეეკლამფსია აწუხებს ყოველ მეოცე დედას (ძირითადად იმ დედებს, რომლებიც ელოდებიან პირველ ბავშვს).

პრეეკლამფსიის განვითარებისადმი მიდრეკილი არიან მომავალი დედები შემდეგი ქრონიკული დაავადებებით:

»» მაღალი წნევა;

»» თირკმლის ფუნქციების დარღვევა;

»» ზედმეტი წონა;

»» ცუდი გენეტიკური ფონი;

რაც უფრო მიახლოებულია პრეეკლამფსიის გამოვლენა მშობიარობის ვადასთან, მით უფრო ნაკლებია მისი განმეორების შანსი შემდგომი ფეხმძიმობის დროს.

 

ზოგადი რჩევები

 

ფეხმძიმობა და არტერიული წნევა 3ფეხმძიმობის დროს, დაბალ წნევას თან ახლავს ცუდი განწყობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ღებინება და ა.შ.

თუ ამ დროს წნევას გაიზომავთ და იგი თქვენს ნორმალურ წნევაზე დაბალი აღმოჩნდება, ეს ითვლება დაბალ არტერიულ წნევად, რომელსაც რა თქმა უნდა მკურნალობის სხვა მეთოდები სჭირდება, ვიდრე მაღალ არტერიულ წნევას.

თქვენი არტერიული წნევა, ფეხმიმობის დროს არ უნდა აჭარბებდეს - 140/90 და არ უნდა დაეშვას 100/60 - ზე ქვემოთ. თუ ეს ასე მოხდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ფეხმძიმობის პირველ თვეებში, ჰორმონალური გარდაქმნები იწვევს ჰიპოტონიას (არტერიული წნევის დაქვეითებას), რის გამოც მომავალი დედას აღენიშნება სისუსტე, ძილიანობა, თავბრუსხვევა, შული ყურებში და ა.შ. უსიამოვნო განწყობები გამსაკუთრებით ძლიერდება დილით.

დაბალი წნევის დროს, კარგია ყოველ დილით, უზმოზე მირთმეული ბროწეულის წვენი, დღეში არანაკლებ 2 ლიტრი წყალი, ნიგოზი, ყველი, ცხიმებისა და მარილების შემცველი საკვების რეგულარული მიღება - დღეში 4-5 -ჯერ.

არტერიულ წნევას მაღლა სწევს კონიაკი და შავი ღვინო, პორტვეინი, აგრეთვე კოფეინის შემცველი სასმელები (ჩაი, ყავა), შოკოლადი და ა.შ. თუმცა რამდენად ნებადართულია თქვენს მდგომარეობაში კოფეინის და ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ თქვენს ექიმ-გინეკოლოგთან.

საშუალოდ, ახალგაზრდა ჯანმრთელი ქალის არტერიული წნევა უნდა მერყეობდეს - 110/70 - და 120/80 - ს შორის. ეს ფარდობითი სიდიდეა და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შესაძლოა სხვა სიდიდის არტერიული წნევის დროსაც კარგად გრძნობდეთ თავს.

ძალიან რთულია მომატებული წნევის მიზეზების სწრაფად განსაზღვრა. ამიტომ რეკომენდებულია მშვიდი ცხოვრების რითმი, რადგან ნერვიულობა და აღელვებულ მდგომარეობაში ყოფნა, შესაძლოა სისხლის წნევის კიდევ უფრო მომატების მიზეზი გახდეს.

თუ არტერიული წნევა ნამდვილად მომატებულია, დიაგნოზი და შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია რეგულარულად ჩატარებულ შარდის ანალიზზე, კერძოდ, იქნება თუ არა აღმოჩენილი შარდში ცილა. ეს შეიძლება მოასწავებდეს პრეკლამპსიის დაწყებით სტადიას.

ამიტომ, თუ ამჩნევთ, რომ გაქვთ სიმტომები, რეკომენდებულია ხშირად გაიზომოთ არტერიული წნევა და ჩააბაროთ შარდის ანლიზი, რათა დადგენილ იქნას მასში ცილის არსებობა.

ორსულობის პერიოდში, მაღალი არტერიული წნევის დროს, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და სპეციალური მედიკამენტოზური მკურნალობა (ასეთი მკურნალობა არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ნაყოფისთვის). ჰოსპიტალიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება  პრეეკლამფსია:

 არტერიული წნევა არის 140/90 და ზემოთ;
 ცილის რაოდენობა შარდში არის 0,033გ/ლ - ზე მაღალი;
 ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნება (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, თვალების ბრჭყვიალი, კრუნჩხვები, გულის წასვლა);
 ფეხების შეშუპება მუხლებს ზემოთ;

ფეხმძიმობა და არტერიული წნევა 4თუ აქ ჩამოთვლილი სიმტომებიდან არც ერთი არ გაქვთ, შესაძლებელია სახლშიც იმკურნალოთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. წნევას ეფექტურად სწევს ქვემოთ:  შტოშის მუსი, ახლადგამოწურული ჭარხლის წვენი, თაფლგარეული გოგრის ნაყენი და ა.შ

მაგრამ თუ ეჭვი გაქვთ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პრეეკლამფსიას ან ეკლამფსიას, იცოდეთ, რომ ამ დაავადებებთან ხუმრობა არ შეიძლება და დაუყონებლივ საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.

პრეეკლამფსია ითხოვს კომპლექსურ მკურნალობას, აუცილებელია წოლითი რეჟიმი, სიმშვიდე, დამამშვიდებელი და წნევის დამწევი უსაფრთხო პრეპარატები.

ექიმები გულდასმით გამოკვლევენ თქვენი და თქვენი მომავალი პატარის მდგომარეობას. თუ აღმოჩენილი იქნა ნაყოფის შენელებული ზრდა, ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდა, შესაძლოა შემოგთავაზონ მშობიარობის სტიმულაცია, ან საკეისრო კვეთა.

მკურნალობის ყველაზე რადიკალურ და სანდო მეთოდად ითვლება ვადამდელი მშობიარობა. იგი ტარდება იმ შემთხვევაში, თუ ფეხმძიმობის ვადა უკვე 37 კვირაზე მეტია. შეიძლება უფრო ადრეც, თუ გესტოზი იმდენად მძიმეა, რომ საფრთხე ემუქრება დედისა და ბავშვის სიცოცხლეს.

თუ მდგომარეობა გართულებული არ არის, მშობიარობის შემდეგ, თქვენი არტერიული წნევა დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. აღდგენით პროცესს შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე კვირა. ამ დროის განმავლობაში უნდა გაიაროს შეშუპებებმაც.

 

იხილეთ: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

 
 
 

კომენტარები
xato222
2017-06-22
zustat mcvave preeklamsia mqonda orsulobisas,8 tveshi gamiketes sakeisro kveta,2,da 8 tvisaa chemi shvili ,me mainc damitova magali cnevebi 180,190 tan,ciklic armak amxnis manzilze zalian cudad var,mivmarte ekimebs amaod,mirchiet vinmem rame.
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ