მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 48786 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფეხმძიმობა და ქავილიქავილი (pruritus gravidarum - ფეხმძიმეთა ქავილი) ფეხმძიმობის საკმაოდ გავრცელებული და უხერხული სიმპტომია.

ფეხმძიმობის დროს ქვეითდება იმუნიტეტი და ახალი ძალით იჩენს თავს მივიწყებული დაავადებები, ან წარმოიქმნება ახალი პრობლემები, რაც ეხება სხვადასხვა დერმატიტებსა და ალერგიებს.

ორსულები ხდებიან უკიდურესად მგრძნობიარენი საკვების, მტვრის, კოსმეტიკისა და სხვა ჰიგიენური საშუალებების მიმართ.

ალერგიის ან დერმატიტის დროს (კანის ანთება, რომელიც გამოხატება მის აქერცვლაში, გამონაყარში, ან ქავილის შეგრძნებაში), კანზე წარმოიქმნება წითელი შეშუპებული ლაქები, გამონაყარი, ადგილი აქვს კანის აქერცვლასა და ქავილს. 

ქავილი ფეხმძიმობის დროს შეიძლება იყოს:

  ლოკალური (ადგილობრივი);

გავრცელებული (ტანის მთელს ზედაპირზე);

ეს პირდაპირაა დამოკიდებული დაავადებაზე, რომლის გამოხატულებაც გახდა ქავილი. დაავადება შეიძლება იყოს არასპეციფიკური და სპეციფიკური, ანუ პირდაპირ დაკავშირებული ფეხმძიმობასთან.

 

ქავილის არასპეციფიკური მიზეზები ფეხმძიმობის დროს:

ალერგია (ატოპიკური, კონტაქტური დერმატიტი, ჭინჭრის გამონაყარი);

მწერების ნაკბენი (კოღოები, ტილები, ტკიპები);

კანის დაავადებები (სებორეა, ფსორიაზი);

ჰორმონალური დავადებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ფეხმძიმობამდე (შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი); 

ინფექციური დაავადებები (ჩუტყვავილა და ჰერპესული ინფექციების სხვა ვარიანტები)

ამ სიტუაციების თავიდან აცილება რთულია, თუმცა მის წინააღმდეგ ბრძოლა მაინც შეიძლება.

 

ქავილის სპეციფიკური მიზეზები ფეხმძიმობის დროს:

კანისა და ლორწოვანას დისბაქტერიოზი (მათ შორის სასქესო ორგანოების);

ადგილობრივი (კანდიდოზა) და საერთო (ჰერპესვირუსი) ქრონიკული ინფექციური პროცესების გამწვავება;

•  ფეხმძიმობის დროს წარმოშვებული ჰორმონალური დარღვევები (ფეხმძიმეთა დიაბეტი);

ღვიძლის დაავადებები;

სტრესი, ფსიქიკური აშლილობა;

 

მიზეზები

 

ქავილის მიზეზებიკანზე ყოველთვის არსებობს დაზიანებული მონაკვეთები (ფეხისგულები, ხელისგულები, ზურგი, მუცელი) რომელიც ორსულებს ექავებათ. ქავილი, ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის უფრო გვიან სტადიებზე იჩენს თავს, თუმცა შეიძლება ადრეულ სტადიებზეც შეგაწუხოთ.

ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს კანის სიმშრალე (რაც გამოწვეულია ორგანიზმის გაუწყლოებით), აგრეთვე კანის დაჭიმვა - გაწელვა მუცლის არეში ზრდადი საშვილოსნოს გამო. რის გამოც კანი იწელება და მომავალ დედას აწუხებს ქავილი ზურგისა და მუცლის არეში.

ქავილს ფეხმძიმობის პერიოდში შეიძლება ჰქონდეს როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმები და გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, თუმცა ძირითადად ფეხმძიმობით გამოწვეული ქავილი სრულიად ნორმალური მოვლენაა და არავითარ ზიანს არ აყენებს როგორც მომავალ დედას, ასევე მომავალ პატარას.

ხშირად, ფეხმძიმობის დროს კანის ქავილი შესაძლოა გამოწვეული იყოს ღვიძლის პრობლემებით, რასაც ზოგჯერ თან ახლავს კანის სიყვითლე.

ფეხმძიმეთა ჰოლესტაზი საკმაოდ გავრცელებული დააადებაა, რომელიც გამოწვეულია ჰორმონალური გარდაქმნებით. მის დროს ხდება ნაღვლის შეკავება ღვიძლში და ზედმეტი რაოდენობით ნაღვლის წვენის (ნაღვლის მჟავები) გამოყოფა, რაც შეიძლება გახდეს კანის გაღიზიანების გამომწვევი მიზეზი.

ფეხმძიმეთა ჰოლესტაზის დროს დამახასიათებელია ქავილი ხელისგულებისა და ფეხისგულების არეში.

ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური ცვლილებები, რადგან ფეხმძიმობის დროს ხდება ენდოკრინული სისტემის გარდაქმნა, რის გამოც იცვლება მომავალი დედის იმუნური სტატუსი და ეს ყველაფერი იწვევს დისბალანსს, მათ შორის კანის მიკროფლორის, ლორწოვანას და კუჭ - ნაწლავის შემდგენლობაში.

თავისთავად დისბაქტერიოზი უსიამოვნო მოვლენაა, თუმცა იგი არ არის ძალიან საშიში, უბრალოდ ამ მომენტში ცუდი მიკრობები და სოკოს ბაქტერიები ბევრად აჭარბებენ ნორმას, რაც შეიძლება დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

ზოგიერთ ორსულს, ფეხმძიმობის დროს აწუხებს ვაგინალური ქავილი. ასეთი ქავილი ძირითადად შესაძლოა გამოწვეული იყოს რძიანას ან რაიმე სახის ინფექციის გამო (უარეს შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამო:. გონორეა, გენიტალური ჰერპესი და ა შ).

მაგრამ ყველაზე ხშირად, ქავილის მიზეზია საშოში рН-ის დონის (მჟავე - ტუტავანი ბალანსის მაჩვენებელი) ცვლილება.

ვაგინალური ქავილის თავიდან აცილება შეიძლება: 

»»  პირველ რიგში კარგი და რეგულარული ჰიგიენით (ვაგინალური არე უნდა იყოს მუდამ სუფთა და მშრალი);

»»  დეფეკაციის შემდეგ ყოველთვის გულდასმით გაიწმინდეთ წინა და უკანა მხარეს, რათა ხელი შეუშალოთ ბაქტერიების მოხვედრას საშოში;

»»  თავი შეიკავეთ საშოს გამორეცხვისგან;

»»  ატარეთ თავისუფალი სამოსი და ბამბის საცვალი;

 

როგორ მოვიქცეთ ქავილის თავიდან ასაცილებლად

 

ქავილის თავიდან აცილებაძლიერი ქავილის დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებები, რადგან არასასიამოვნო შეგრძნებებმა შესაძლოა შექმნას სტრესული სიტუაციები, რაც მხოლოდ გააღრმავებს ქავილს.

ფეხმძიმობის დროს, ქავილი სახლის პირობებშიც შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ, თუმცა სანამ შეეცდებით ეს პრობლემა საკუთარი შეხედულებით მოაგვაროთ, კარგი იქნება თუ გაივლით კონსულტაციას მკურნალ ექიმთან.

უბრალო ქავილის შემთხვევაში დაზიანებულ (ქავილის) ადგილებზე იდებენ ცივ კომპრესებს, ან იყენებენ სპეციალურ ლოსიონებს ფეხმძიმეთათვის, რომლებიც შეიცავენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.

კარგ შედეგს იძლევა ორკბილასა და შვირიის ფანტელების ნახარშის დადება პრობლემურ ადგილებზე.

ერიდეთ სინთეტიკური სამოსისა და საცვლების ტარებას. როგორც უკვე ავღნიშნეთ, სამოსი და საცვლები უნდა იყოს ბამბის, ან ნატურალური აბრეშუმის, რაც ამცირებს კანის ტრამვების და შესაბამისად ქავილის რისკს.

ერიდეთ ცხელ და ჩახუთულ სივრცე-ნაგებობებს, გარეთ გასვლას ცხელ ამინდში (რადგან ქავილი სიცხეში ძლიერდება, ხოლო სიცივეში იკლებს), ასევე ცხელ შხაპსა და აბაზანას. არასასიამოვნო შეგრძნებას ხსნის გრილი შხაპი.

თუ ქავილს ალერგიული ხასიათი აქვს, ერიდეთ ქიმიურ კოსმეტიკურ საშუალებებთან კონტაქტს. ბანაობისთვის გამოიყენეთ რბილი საპონი სუნის გარეშე და საერთოდ, ყურადღებით შეარჩიეთ გელები შხაპისთვის და კრემები. ისინი უნდა იყოს ნეიტრალური, სუნის გარეშე. ხოლო ბანაობის დასრულებისთანავე აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი ლოსიონები, ეს ეხმარება კანს შეიწოვოს საჭირო ტენი.

კანის სიმშრალისა და ქავილის სამკურნალოდ უნდა გაზარდოთ ყოველდღურად მიღებული წყლის რაოდენობა, რათა ორგანიზმში შენარჩუნდეს საკმარისი რაოდენობის ტენი და ქავილის ადგილებში გამოიყენოთ სპეციალური დამამშვიდებელი კრემები და ლოსიონები.

ხშირად ქავილის თავიდან აცილება ხდება დიეტის დაცვით, რაც გულისხმობს საკვები რაციონიდან ღვიძლისთვის მძიმე პროდუქტების გამორიცხვას - შემწვარი, მარილიანი და ცხარე. იკვებეთ ბალანსირებულად, რადგან სწორად კვება დადებითად აისახება თქვენი კანის მდგომარეობაზე.

ნუ ინერვიულებთ, რომ ქავილი რაიმე სახის უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ პატარაზე. ეს მხოლოდ დედების უხეხული მდგომარეობაა და როგორც წესი, მშობიარობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, კანის ქავილის შეგრძნება და მასთან დაკავშირებული ყოველგვარი დისკომფორტი უკვალოდ ქრება.

 

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ

 
 
 

კომენტარები
ნანა
2022-10-26
გამარჯობათ.საშინელი ქავილი მაქვს ფეხებზე ხელებზე, რითი ვუშველო გთხივთ მომწეროთ.ვარ 32 კვირის ორსული და თითქმის 1 თვეა მაქვს ქავილი.
ლიკა
2022-10-20
ფეხები მექავება რამის ავიგლიჯო კანი ვარ 7 თვის ორსული უკვე ნერვოზი დამეწყყო ღამე არ მაძინებს
მარი
2021-04-11
გამარჯობა. 10 წლის უკან ვიმშობიარე და 6 თვიდან დამეწყო ეგ საშინელება. მშობიარობამდე გაგრძელდა, ხოლო როცა ვიმშობიატ
რე გამიარა.
გურანდა გელაძე
2020-09-28
საშინელი შეგრძნებაა ფეხმძიმობის პირველივე დღიდან დავისტრესე
ლანა
2019-09-13
უკვე მეცხრე თვეში ვარ და საშინელი ქავილი მაქვს მუცელზედა ფეხის მიდამოებში,ექიმმა მირჩია სუპრასტინი და რამდენი დღის განმავლობაში შეიძლება სუპრასტინის მიღება,უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს ნაყოფზე?მადლობაა
Mmaaari
2019-08-18
Zeitunis zetir dila ssgamos sheizilet me mishvlaa
natia
2019-01-24
tu vinmes rame malomomm an camalma gishvelat ise ro nayops saprtxe ar sheeqmnas daceret komentarshi ((
natia
2019-01-24
var 7 tvis orsuli maqvs sashineli qavili xelebze da prxrbze tu vinmem rame icit gtxovt mirchiot
maka
2018-12-27
var 6 tvis orsuli maq qavili fexebze da ra vqna
იამზე
2018-11-29
გამარჯობა ვარ 38კვირის სადინლად მეფხანება მუცელი მკეტდი და ხელები რა შეიძლება გამოვიყენო ან მალამო ან საფენი თუ შრიძლება მირჩიეთ მადლობა დიდი
მარიკა
2018-11-13
გამარჯობა, ვარმეცხრე თვეში და ბოლო ორი დღეა მაქვს საშინელი ქავილი სასქესო ორგანოსი.რას მირჩევთ რისი ბრალია და როგორ ვიმკურნალო?
Maia
2018-09-11
rit sheizleba ushvlo xelebis da pexebis qavis sul sisxlebs videineb ise maqvs damuwukebuli.6tveahi var ukve.mirchiet rame
თიკო
2017-11-07
გამარჯობათ....და როდესაც ეს ქავილი მშობიარობის შემდგომ გრძელდება ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?თითქმის ორი თვეა მშობიარობიდან და ქავილმა მთელ ტანზე იმატა,რას მირჩევდით?შესაძლებელია თუ არა ჩხირბირთვიანის მომატებამ ანალიზში გამოიწვიოს ეს მდგომარეობა?
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ